შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა ატესტაცია ორიოდ თვის წინ სამ ეტაპად უკვე გაიარეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი მოხელე ჩაიჭრა. ვინც ტესტირების შედეგად სათანადო ქულების მოგროვება ვერ შეძლო, მათი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დედოფლისწყაროს საკრებულომ კონკურსი უკვე გამოაცხადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი 24 ივლისს გაიმართება. ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღებას დასაქმების მოლოდინში მყოფი 250-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე გეგმავს, რომლებიც სიაში ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე ჩაეწერნენ. /ქიზიყი/
* * *
ილიაუნი-ს დედოფლისწყაროს კვლევით ცენტრში "კავკასიოლოგიური საუბრები" დაფუძნდება
სემინარზე წარმოდგენილი ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები და მომავალი კვლევითი პროექტების სამუშაო მონახაზები შეეხებოდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ისტორიისა და ხალხთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს.
როგორც უნივერსიტეტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, სემინარის მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მომავალი ერთობლივი მუშაობის გაღრმავების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევითი ხასიათის სემინარი "კავკასიოლოგიური საუბრების" სახელწოდებით და მიეცეს მას რეგულარული ხასიათი.
შეგახსენებთ, ილიაუნი-ს დედოფლისწყაროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში, ყოფილი მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მდებარეობს. /ქიზიყი/
აფეთქების შედეგად 31 წლის მამაკაცმა შესაძლოა თვალი დაკარგოს
11 ივლისს საღამოს, დედოფლისწყაროს რაიონში შირაქის ქუჩაზე მცხოვრები 31 წლის გელა ლეკაშვილი სანადირო თოფის წამლის კუსტარული წესით დამზადების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა. ანალოგიურ ვითარებაში აფეთქება დედოფლისწყაროში უახლოესი თვეების მანძილზე უკვე მესამედ მოხდა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილიც ადასტურებს. ლეკაშვილს დაზიანებული აქვს როგორც მარჯვენა თვალი, ისე ხელის კიდური.პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ დედოფლისწყაროს სტაციონარში მოათავსა, ხოლო ვითარების გართულების გამო კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ მამაკაცი წუხელვე თბილისის თვალის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც დაშავებულის მამა ლერი ლეკაშვილი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, მის ვაჟს ნადირობა უყვარდა, რის გამოც თოფის ტყვიების დატენვას კუსტარული წესით გეგმავდა: ,,თოფის წამალი ყავის საფქვავში ჩაყარა და ასე ფქვავდა. როგორც სჩანს საფქვავი გაცხელდა და აფეთქებაც ამან გამოიწვია," - აცხადებს ლეკაშვილი.
როგორც ექიმი ნინო ბერაძე აცხადებს, პაციენტს მარჯვენა თვალის ორგანოში უცხო სხეულები აღენიშნება, მიმდინარეობს ოპერაცია. მას თვალის გამჭოლი ჭრილობა აქვს შიგთავსის გამოვსებით. შეუნარჩუნდება თუ არა ლეკაშვილს მხედველობა, მედიკოსები ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, ეს უკვე მესამე ფაქტია, როცა დედოფლისწყაროში თოფის ტყვიების კუსტარულად დამზადებას აფეთქება მოჰყვა. გასული წლის სექტებმერში სტალინის ქუჩაზე მცხოვრებ 35 წლის თემურ ჯალიაშვილს აფეთქება ანალოგიურ ვითარებაში მოუხდა, რის შედეგადაც მან ერთი თვალიდან მხედველობა დაკარგა. მასთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა.
ტყვიის წამლის დამზადებისას მომხდარი აფეთქების დროს დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გასულ წელს კიდევ ერთი მოზარდი 20 წლის ბექა ბექაური დაშავდა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий