понедельник, 31 октября 2011 г.

ლექსო ლეკიაშვილის სკანდალური ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო!
პირველ რიგში, მინდა, განგიმარტო, რატომ გელაპარაკები შენობით - ქართველ კაცს ორი სალოცავი ჰყავდა მუდამ: მეფე და ღმერთი, და ორივეს შენობით მიმართავდა. შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთ მათგანზე მეტად არ მიმაჩნიხარ და შესაბამისად, არცერთ მათგანზე მეტად საპატივცემულოდ არ მოგმართავ.
გწერ მზიანი ქიზიყიდან. კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონიდან.
თუ არ გახსოვს, რომელია დედოფლისწყაროს რაიონი, ვეცდები, გაგახსენო: ეს ისაა, რომლის არსებობაც რუსებს შენზე და შენი გუნდის წევრებზე ადრე გაახსენდათ და 2008 წლის აგვისტოში დაბომბეს.
კიდევ რომელია, იცი? მხოლოდ მაშინ რომ ახსენდებათ შენს ტელევიზიებს, თუ ბავშვს გველი უკბენს, ან თუ ცოლი ქმარს ნაჯახით აკუწავს.

აბა, კიდევ რითი გაგახსენო? აი, შენ რომ სიღნაღი გაარემონტე და ააღორძინე, ხომ გახსოვს? სიყვარულის ქალაქი რომ უწოდე, რომლის შენობების რესტავრირებული სახურავები საეჭვოდ წააგავს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას შენობების სახურავებს, ხომ გაგახსენდა? ტურისტულ ცენტრად რომ აქციე და ღვინის ფესტივალს რომ მართავ ხოლმე უცხოელებისთვის, სასტუმროები რომ გაიხსნა და 24-საათიანი უწყვეტი ელექტროენერგია რომ მიეწოდება - აი, მაგ სიღნაღის გვერდით მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონი, რომელშიც მე ვზივარ ახლა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა რადისტის სიჩქარით ვკრეფ ამ ტექსტს, იმიტომ, რომ შუქი როდის ჩამიქრება, არ ვიცი!

ჰო, ბატონო პრეზიდენტო, შეხვედრებზე ხალხის წრეში აბდუშაჰილივით რომ დადიხარ ხოლმე: შევარდნაძის დროს სიბნელე იყო და მე გავანათე საქართველოო - დედოფლისწყაროში ახლაც სიბნელეა, ბატონო პრეზიდენტო! დღე არ გავა, რომ შუქი არ ჩაქრეს, წყალი არ შეწყდეს და ძალიანაც რომ დაგაინტერესოს, პასუხის გამცემიც არავინაა, თუ რატომ ხდება ეს.
სჯობს, ახლა თემა შევცვალო, თორემ შენი მაქებარ-მაძაგებლების ამბავი რომ ვიცი (ერთი ყაიდისანი არიან ორივენი და იმიტომ დავწერე ერთად), პროვინციელობას დამაბრალებენ და თუ გაიგეს, რომ ინგლისურზე უკეთ რუსული ვიცი, არც სიტყვა „მეინსტრიმის“ მნიშვნელობა მესმის და არც თბილისში ვარ დაბადებული, შესაძლოა, ქსენოფობია და რუსეთის აგენტობაც კი დამწამონ (ასე იციან ხოლმე შენმა მტრებმაცა და მოყვარეებმაც - სხვას რომ ვერაფერს უპოვნიან ადამიანს საშაროს, ქსენოფობიასა და რუსეთის აგენტობას აბრალებენ ხოლმე).

გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!

დავიწყოთ იმით, რომ მადლობა მინდა, გადაგიხადო.
მადლობა იმიტომ კი არა, რომ სიღნაღი გაარემონტე, ან ბათუმი დაამშვენე, ან ქუთაისი ააყვავე.
არც იმიტომ, რომ კრიმინალი შეამცირე, ან ბიზნესი გაამარტივე, ან კორუფციას ებრძვი.
მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დაგვანახე, რა ნაგავი სუფევს ჩვენს გარშემო!
შენმა მმართველობამ გამოავლინა და დღის შუქზე გამოიყვანა ხალხი, რომლის ნდობაც, თურმე, არ შეიძლება. ხალხი, რომელთა მოღრეცილ ტვინებშიც „მოდელირებული ქრონიკის“ იდეა ჩაისახა, სცენარი დაიწერა და განხორციელდა - მათი გამოაშკარავებისთვის - გმადლობ, ბატონო პრეზიდენტო!
შენს მიერ დასაქმებული, ყლინჯდამშვენებული (ჰალსტუხს ნიშნავს ქართულად) და ჯიპოსანი პიროვნებების გვერდით უფრო კარგად ვჩანვართ სიღარიბის ზღვარზე და ზღვარს ქვემოთ მყოფი არსებები, რომელთაც პიროვნებებად აღარავინ აღგვიქვამს. იმიტომ კი არა, რომ ქმედუუნარონი ვართ - არა, უბრალოდ ინგლისური არ ვიცით ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ!
შენს მიერ გალამაზებული ქალაქების ფონზე უფრო კარგად ჩანს ჩამონგრეული, დაძონძილი და გაუბედურებული ქალაქები, რომელთაც შენი ყოვლისმხილველი მზერა ჯერ არ მიპყრობია, და თუ კონსტიტუციას დავუჯერებთ, ვეღარც უნდა მიაპყრო, იმიტომ რომ შენი წასვლის დრო ახლოვდება.
სანამ წასვლის დროზე გეტყოდე ორიოდ სიტყვას, მინდა გაგახსენო, რომ შენს მიერ გაკეთებულ გზებზე ისევ ის გასაცოდავებული, დაბეჩავებული და ღირსებააყრილი ხალხი დადის, რომელიც მანამდე დანგრეულ გზებზე დადიოდა. ისევ იმ ექსპლუატაციისვადაგასული, ევროპელების გამონაცვალი მანქანებითა და გაძვირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომლითაც მანამდე დადიოდა.
მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - ეს ხალხი არსად მიდის, ბატონო პრეზიდენტო! არ მიდის არა იმიტომ, რომ წასასვლელი არსად აქვს, ან საზღვარგარეთ ვერ მიდის - არა, უბრალოდ არსად მიდის, იმიტომ, რომ შენს მიერ დაგებული არცერთი გზა სამსახურამდე არ მიდის, ბატონო პრეზიდენტო!
გზა რომ კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ გზის ფუნქცია ერთადერთია - მან ადამიანი სადმე უნდა მიიყვანოს. ჩვენთვის კი ეს „სადღაც“ დიდი ხანია, არსადაა! მეგობრებთან ვერ მივდივართ - არ გვინდა ხელცარიელი მისვლა, სამსახურში ვერ მივდივართ - არ გვაქვს, ნათესავებთან ვერ მივდივართ - უფულო და უსამსახურო ნათესავს კი არა, ოჯახის წევრებს აღარ ვჭირდებით - და ვდგავართ ასე, შენს მიერ გაკეთებული, განათებული და გალამაზებული გზის პირას და ხელის გაწვდენა გვაკლია მათხოვრობამდე (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით).

რატომ, ბატონო პრეზიდენტო?

ახლა კი მცირე ინფორმაციას ჩემს შესახებაც მოგაწვდი - მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ძალიან ბევრ გაზეთსა და ჟურნალში მიმუშავია, იყო დრო, როცა ჩემი ჰონორარით თავსაც ვინახავდი, ბინის ქირასაც ვიხდიდი და ცოტა-ცოტა გართობისთვისაც მრჩებოდა.
მაგრამ ის ძველი დრო იყო, ჩაბნელებული ქუჩებითა და პრორუსული ორიენტაციით. მერე შენ მოხვედი, რეფორმები გაატარე, ჯერ პრესა გაათავისუფლე გადასახადებისგან, მერე ორმაგი დააკისრე, მერე რუსეთთან ომი წავაგეთ (მარტო შენ ხომ ვერ დაგაბრალებ, მაგ ომს შენ კი არა, ჟუკოვი, ერვინ რომელი და დავით აღმაშენებელიც ვერ მოიგებდა), ყველაფრის ფასი ჯეკ-პოტივით გაიზარდა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, გეგონება ეს ყველაფერი არ კმაროდა, შენც ინგლისურის ცოდნა სავალდებულო გახადე და აი, მანდ გავიჭედე - არცერთ გაზეთში აღარ იხდიან იმდენს, რომ მუშაობად ღირდეს.
კი, ვიცი, მეტყვი - ხალხი ხომ მუშაობს პრესაში, აბა, იმათ როგორ ჰყოფნითო?
გიპასუხებ: ისინი (ყოველ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა) თბილისში საკუთარ ბინებს ფლობენ, ან ალტერნატიული შემოსავალი აქვთ. მე ყველაფერთან ერთად ბინის ქირაც უნდა გადავიხადო, კომუნალური გადასახადებიც (ის გადასახადები, შენი გუნდის წევრებმა ელექტროენერგიას დასუფთავება რომ მიამატეს), ოჯახიც უნდა შევინახო და სამსახურშიც ვიარო.
ახლა ბლოგერი მქვია, ორ ინტერნეტგაზეთში ვწერ ყოველკვირეულ ბლოგპოსტებს და თითოში 30 ლარს მიხდიან. სულ რომ თავი გავიგიჟო, კვირაში 90 ლარზე მეტს ვერ გამოვიმუშავებ.
ანუ, რეალურად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტს მამცნობენ შენი ტელევიზიები, რომ ქვეყანა წინ მიდის, ჩემი საქმე უფრო უკან-უკან მიდის. რაც უფრო მეტი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოდის საქართველოში, მით უფრო ნაკლები მაქვს შემოსავალი - რატომ, ბატონო პრეზიდენტო? რისი ბრალია, შეგიძლია, მიპასუხო?
მარტო მე რომ ვიყო ამ დღეში, ამ წერილსაც არ დავწერდი, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ყოფაში ჩემს გარდა ათასობით ადამიანია.
იმედიც რომ აღარაფრისა მქონდეს, არც მაშინ დავწერდი ამ წერილს, იმიტომ, რომ აზრი არ ექნებოდა. მაგრამ ამ ოხერ გულში მაინც ბჟუტავს იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც ყველა ქართველის გულში მოიპოვება, რომელსაც შენ წარმატებით აგროვებ ხოლმე, შემდეგ მისგან დიდ კოცონს აგიზგიზებ და შემდეგ ამ კოცონზე შენ და შენი გარემოცვა ითბობთ ხოლმე ხელებს.
არ მითხრა ახლა, მე რა შუაში ვარო - შენ ხარ შუაში, ბატონო პრეზიდენტო, სწორედ! შენ ხარ გარანტი, რომ ეს მარაზმი, რომელშიც ახლა მე და ჩემნაირები ვცხოვრობთ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
შენ ხარ სიმბოლო, რომ საქართველოში არც ცხოვრება იქნება ოდესმე საყოველთაოდ შესაძლებელი და ვერც იმდენ ფულს ვიშოვი ოდესმე, რომ აქედან სადმე წავიდე. ამიტომაც, უმორჩილესად გთხოვ,

ჩამრეცხე, ბატონო პრეზიდენტო!

ჩამრეცხე, იმიტომ, რომ ინგლისური არ ვიცი, არც საშუალება მაქვს, ვისწავლო და არც თბილისელი ვარ, რომ ქალაქის მერის ინიციატივით უფასოდ მასწავლოს ვინმემ.
ჩამრეცხე, იმიტომ, რომ არ მჯერა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისა!
იმიტომ კი არა, რომ შენი შესაძლებლობების არ მჯერა.
არც იმიტომ, რომ ამქვეყნად აღარაფრისა მჯერა, მას შემდეგ, რაც პირველი შვილისთვის პირველი სათამაშოს საყიდლად დაგროვილი კაპიკებით მეუღლეს წამალი ვუყიდე.
უბრალოდ იმიტომ, რომ არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის ხელისუფლებასაც შოთა მალაშხია წარმოადგენს, საპარლამენტო ოპოზიციას - პაატა დავითაია, ხოლო არასაპარლამენტოს - კოკა გუნცაძე.
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის პარლამენტშიც დეპუტატი, თუნდაც აკაკი ბობოხიძე ფიზიკურად უსწორდება ოპოზიციონერს, თუნდაც პეტრე მამრაძეს, და რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, თუნდაც დავით ბაქრაძე არანაირ სანქციას არ აკისრებს - ნაციონალია და იმიტომ.
არ მჯერა ქვეყნის მომავლისა, რომლის ტელეეკრანზეც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერის, თუნდაც ვლადიმერ პუტინის საქციელზე კომენტარს სვიმონ მასხარაშვილი აკეთებს. იხილე ვრცლად>&gt

თელავში სოფლის რწმუნებული ჟურნალისტზე მუქარისთვის გაათავისუფლეს - დედოფლისწყაროში ისევ ფიქრობენ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი წიკლაური, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის ნათია დანელიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის განცხადებით, გამგებელი და გუბერნატორი საქმის ვითარებაში გაერკვივნენ და თანამდებობიდან გიორგი წიკლაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მედეა კეკელიას ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
ამ ფონზე კვლავაც უცვლელი ვითარებაა დედოფლისწყაროში. 17 დეკემბერს სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შს დედოფლისწყაროს პოლიციეს სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რწმუნებული, რომელიც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩაერია, კვლავაც თანამდებობაზე რჩება და სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზეც ცხადდება.
"ქიზიყი" დაინტერესდა, თუკი თელავის ხელმძღვანელობამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და გამოძიების შედეგებს არ დაელოდა, რატომ ხდება ისე, რომ დედოფლისწყაროში კვლავაც გამოძიების შედეგებს ელიან. თელავის მაგალითი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმაც იცის, თუმცა კვლავაც იგივე აზრზე რჩება, რაზეც მანამდე იყო და რეაგირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს:
,,საქმე აღძრულია, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ღარიბაშვილი დამნაშავეა... ძიების შედეგი რომ დაიდება, რეაგირებას მერე მოვახდენ," - აცხადებს ნიკოლოზ შანშიაშვილი, თუმცა გამგებელი თელაველი კოლეგისგან განსხვავებით ჯიუტად მაინც გამოძიების შედეგებს ელოდება, ეს მაშინ, როცა თელავის გამგეობა გამოძიების შედეგებს არ დალოდებია და რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა.
,,როგორც ვიცი, თქვენს გაზეთთან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ეს კომენტარი საიტზე მეც წავიკითხე. გუბერნატორი ვითარებას შეისწავლის და ადექვატურ რეაგირებას მოახდენს. როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ აყოვნებს. რეაგირება ყოველთვის იქნება სიტუაციის ადექვატური," - განუცხადა "ქიზიყს" კახეთის გუბერნატორის პრეს-მდივანმა ხათუნა გულიაშვილმა.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში წითელწყაროს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი ინციდენტს ადასტურებს, თუმცა გინების ფაქტს უარყოფს. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი, თამილა გურაშვილი

გაზეთების დასაფინანსებლად 2010 წელს გამგეობამ 29 000 ლარამდე დახარჯა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სხვადასხვა მედიასაშუალებების დასაფინანსებლად საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს. კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აქ ადგილობრივი ტელეკომპანია ან რადიო არ მაუწყებლობს. სამაგიეროდ, ფორმატთან შედარებით საკმაოდ დიდი თანხით ფინანსდება ადგილობრივი გაზეთი "შირაქი", რომელიც 4 გვერდიანია და 10 დღეში ერთხელ გამოიცემა

დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა იანა იანვარაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" იმ მედიასაშუალებების სია მიაწოდა, რომელთანაც გამგეობამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება გააფორმა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები გადაურიცხა:

გაზეთი "შირაქი" - 18 000 ლარი
შპს "მეურვე", ჟურნალი "ინტერკონტინენტალი" - 988 ლარი
შპს ცენტრი იმედი (კახეთის საინფორმაციო ცენტრი) - 1 200 ლარი
შპს ორიონი, გაზეთი სპექტრი - 2 000 ლარი
შპს "კახეთის ხმა" - 990 ლარი
შპს "თავისუფალი გაზეთი" - 600 ლარი
შპს "დორანი XXI" -600 ლარი
აიპ თვითმმართველობის მაცნე - 700 ლარი
შპს "თბილისელები" - 1 200 ლარი
შპს "ქართული ელიტა" - 600 ლარი
ი/მ "ტურფა კინწურაშვილი - 1 500 ლარი
ფ/პ ინგა ქვარცხავა -600 ლარი

პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-მა თეთრაულის ნაბიჯს "სასაცილო" უწოდა

,,ინტერესისა და ღიმილის აღმძვრელ მოვლენაზე გაუწყებთ, თუკი აქამდე ჟურნალისტები უჩიოდნენ უდიერ მოპყრობას ჩინოვნიკების მხრიდან, ახლა ვითარება შეიცვალა და ასე ხდება თურმე დედოფლისწყაროში, სადაც ჩინოვნიკი ითხოვს კომპენსაციას, თანაც ფულადს რეპორტიორისგან... რევერსული დავის დეტალები ნახეთ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" -- განაცხადა პირდაპირ ეთერში ჩართვისას რუსთავი 2-ის დილის პროგრამის პრესის მიმოხილვის წამყვანმა ოთარ ქირიამ. სამწუხაროა, რომ მაღალჩინოსნების დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო დედოფლისწყარო ცენტრალური ტელევიზიების ეთერში მილიონობით მაყურებლის წინაშე "საღადაო" ხდება და ზოგიერთის ამბიციების გამო ყველა დედოფლისწყაროელი "გაპაზორდა"... - P.S. ვიდეოს სანახავად ეწვიეთ საიტს www.myvideo.ge და მოძებნეთ 2 ნოემბრის დილის გადაცემა 9:20 სთ. ან დაკლიკეთ ფოტოს...

კაპრალი მაძღარაშვილი, რომელსაც 19 წლის ბიჭი ავარიაში შემოაკვდა, სასაზღვრო პოლიციიდან გაათავისუფლეს

#4-ე დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობამ კაპრალ გოჩა მაძღარაშვილს სასამართლო მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი დემურ კეკენაძეც ადასტურებს: ,,მაძღარაშვილი ჩვენს სამმართველოში კაპრალად მუშაობდა. ამ ინციდენტის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მას უფლებამოსილება შევუჩეროთ. დანარჩენზე კი მას შემდეგ ვიზრუნებთ“ -- განუცხადა „ქიზიყს“ დემურ კეკენაძემ.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის მაძღარაშვილი 15 ივლისს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა "ქიზიყს" განუცხადეს, ბექა ბეზნზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
მომხდარზე სისხლის საქმეა აღძრული, გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი;

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე დედოფლისწყაროში ტრენინგები დასრულდა

ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გამოყენება სასწავლო პროცესში" - მეორე დონე - დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ახლახან დასრულდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერმა ლალი გიგაურმა აცნობა
.,,ერთდროულად მუშაობდა ოთხი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო რაიონის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებისაგან. 50 მონაწილედან სასერთიფიკატო მოთხოვნები დააკმაყოფილა 46 პედაგოგმა, შესრულებული დავალებების საფუძველზე მათ გადაეცემათ სერთიფიკატები. ტრენინგები ტარდებოდა მშვიდ, საქმიან გარემოში, რაც მასპინძელი სკოლის დიდი დამსახურებაა. სახელით მადლობას ვუხდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ლაპიაშვილს ტრენინგებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის გამო.-- აცხადებს ტრენერი ლალი გიგაური.

ტრენინგში მონაწილეობდნენ და ნამუშევრები წარმოადგინეს შემდეგმა პედაგოგებმა
დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა:

ირინე იაკობიშვილი (ხელოვნება); ეკა სეფიაშვილი (ინგლისური ენა); მაია გონაშვილი (ქართული ენა);
ნონა პოპიაშვილი (ქართული ენა); ხათუნა პოპიაშვილი (მუსიკა); თამარ ფხოველიშვილი (მათემატიკა);
რუსუდან ქადაგიშვილი (ინგლისური ენა); ეთერი ჯალიაშვილი (რუსული ენა); თამრიკო თარაშვილი (ბიოლოგია); ნინო ბახუტაშვილი (ხელოვნება); ნატალია ვარდიშვილი (რუსული ენა); ლეილა ფიროსმანიშვილი (დ/კ); ნინო ფიროსმანიშვილი (ინგლისური ენა);

დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლა :
მზია არაბული (დ/კ);
მზია ხატიაშვილი (დ/კ); ნონა ტოკლიკიშვილი (ისტორია); ნინო ალადაშვილი (მუსიკა); ელიკო კიკილაშვილი (ინგლისური ენა); ნანა ბეგიაშვილი (დ/კ).

როგორც ქიზიყმა გაარკვია, ტრენინგები ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა, რის შედეგადაც მონაწილეები და ორგანიზატორები კმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

რუსულ–ქართული სკოლიდან ინგლისურენოვანი პედაგოგი გაიქცა

EXCLUSIVE - განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის (ყოფილი წითელწყარო) რუსულ ქართულ სკოლაში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის შესვლის საკითხი რამდენიმე თვით გადაიდო. ამის შესახებ გაზეთ „ქიზიყს“ რუსულ–ქართული სკოლის დირექტორმა ლალი გოჩიტაშვილმა აცნობა. გაირკვა, რომ პედაგოგმა დედოფლისწყარო დატოვა. დედოფლისწყაროში გავრცელებული ინფორმაციით, ის პროტესტის ნიშნად წავიდა.

ლალი გოჩიტაშვილის თქმით, 22 წლის ინგლისურენოვანი პედაგოგი მერი სმიტი, რომელიც ამ სკოლაში განაწილდა და დედოფლისწყაროში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე იმყოფებოდა, დედოფლისწყაროდან ვადაზე ადრე წავიდა. რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი „ქიზიყთან“ საუბარში ვერ აკონკრეტებს, რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა სოფლიდან წასვლა, თუმცა ამბობს რომ სმიტი გურჯაანში გადავიდა.

„მერი სმიტი ჯერ დედოფლისწყაროელ სამართალდამცველებს ამეცადინებდა. ჩვენს სკოლაში შემოსვლა თავდაპირველად ამ მიზეზის გამო დაუგვიანდა. სხვა სკოლებში უცხოელი პედაგოგები მაშინვე ჩაერთვნენ, თუმცა სმიტი ჩვენთან შემოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, ყველაფერი მოვაგვარეთ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვიქმნია. მასპინძელი ოჯახის შერჩევა გვევალებოდა და საუკეთესო პირობები დავახვედრეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის გურჯაანის რაიონის ერთ–ერთ სკოლაში გადავიდა. ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა დედოფლისწყარო, ან რა გახდა მისი გურჯაანში გადასვლის კონკრეტული მიზეზი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ისე კი, არა მგონია, რომ მომდევნო ნაკადის საქართველოში ჩამოყვანამდე ასე დავრჩეთ. როგორც ვიცი, სხვა უცხოელ პედაგოგს ჩვენს სკოლაში ამ თვეებში გამოგზავნიან,“ – აცხადებს რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი და დარწმუნებულია, რომ ახალი პედაგოგი მათთან სულ მალე განაწილდება.

დაახლოებით თვენახევრის წინ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბრისას ირწმუნებოდა, რომ მერი სმიტი მათივე მოსწავლის, დავით მაძღარაშვილის ოჯახში იცხოვრებდა. დირექტორი მანამდეც არ უარყოფდა, რომ პედაგოგის მათ სკოლაში შესვლა ჭიანურდებოდა.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენმტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი მერი სმიტის მიერ დედოფლისწყაროს დატოვების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგის უკმაყოფილების თაობაზე არაფერი სმენია. მისი თქმით, პედაგოგი სხვა რაიონში თავად განათლების სამინისტრომ გადაიყვანა და კონკრეტული მიზეზები მისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, წელს დედოფლისწყაროში სამი უცხოელი პედაგოგი ჩამოვიდა, ორი ამ პროგრამის, ხოლო 24 წლის ჯოუთენ ბერნსი „მშვიდობის კორპუსის“ ფარგლებში ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ასწავლის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: გაზეთი საქართველო&მსოფლიო : ნიუსლაინი>> ; ჯეონიუსი

воскресенье, 30 октября 2011 г.

მარინა შანშიაშვილი: ,,ყველა კარგი საქმე სიყვარულით და რწმენით იწყება..."

მინი დოსიე: მარინა შანშიაშვილი დაიბადა 1974 წლის 12 მარტს. 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა დედოფლისწყაროს მეორე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე. 1997 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლაში. პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში გავლილი აქვს არაერთი სემინარი, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ტრენინგები. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა პირველი სასერთიფიკიაციო გამოცდა, ხოლო სულ ახლახანს მეორე სასერთიფიკაციო გამოცდა, საიდანაც ასევე საუკეთესო შედეგით დაბრუნდა.

განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა წარმატებით. მეორე სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, წარმატებულ პედაგოგებს 1000 ლარის ფარგლებში ხელფასი დაუნიშნა. აღნიშნულმა ფაქტმა ასი გრადუსით შემოაბრუნა საზოგადოების აზრი იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ ქვეყნებს უტოლდება. პროექტმა "პედაგოგის ათასლარიანი ხელფასი" ცხადყო, რომ კარგი პედაგოგის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა და მომავალშიც დაფასდება! სკოლისა და სკოლაში მიღებული ცოდნის მიმართ კი, ყველა ჩვენგანი პატივისცემით განაწყო.
საუკეთესო სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ პედაგოგს, ვინც მეორე სასერთიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამ გამოცდაზე საქართველოს მასშტაბით 750 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, აქედან ჩააბარა 215-მა პედაგოგმა, ჩვენს რაიონში ის, ვინც პირველი და მეორე სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ოთხი პედაგოგი გახლავთ. ისინი ახლა უკვე 1 000 ლარიან ხელფასს მიიღებენ. მათ შორის გახლავთ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა შანშიაშვილი. თუ როგორ მიაღწია ქალბატონმა მარინამ ამ შედეგს და როგორ გახდა ის წარმატებული პედაგოგი, ამაზე თავად გვესაუბრება.

– მარინა, რა ეტაპები გაიარეთ იმისათვის, რომ ასეთი წარმატებისთვის მიგეღწიათ?
–2010 წელს გამოცხადდა პირველი სასერთიფიკაციო გამოცდა, მაშინ ბევრმა პედაგოგმა უკან დაიხია და გამოცდაზე არ გავიდა. ჩემთვის ეს მშვენიერი შანსი იყო პროფესიული განვითარების და წინსვლის თვალსაზრისით, არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე მონაწილეობა გამოცდაში, რადგან, როცა საქმე ეხება ჩემს პროფესიას, არასოდეს ვზოგავ ენერგიას. ვცდილობ, მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება მივიღო პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით. პირველი გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, ამან ჩემს სახელფასო ანაზღაურებაზე მცირე ასახვაც ჰპოვა, რამაც სტიმული მომცა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, გავხდი თავდაჯერებული და ვიგრძენი, რომ ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება მართლაც სჭირდებოდათ ჩემს მოსწავლეებს.
2011 წლის აპრილის თვეში მასწავლებელთა მეორე სასერთიფიკაციო გამოცდები გამოცხადდა. არც აქ დამიხევია უკან, მივიჩნიე, რომ ეს იყო დიდი გამოწვევა, რაშიც აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. თავდაპირველად არ იყო საუბარი, რომ ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ამხელა, ათასლარიანი ანაზღაურება გვექნებოდა. სიმართლე გითხრათ ჩემთვის, მთავარი ფაქტორი ფული არც იყო, იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, კვლავაც რომ გამოცხადდეს გამოცდები, ვიცი, ცდუნებას ვერ გავუძლებ და იმ ფერხულშიც აქტიურად ჩავერთვები, რადგან მე ყველა სიახლის მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წელს საკმაოდ დატვირთული ვიყავი, ჩემი ვაჟი აბიტურიენტი იყო, მოვიძიე წიგნები, გავიარე კომპიუტერის კურსები და ჩემს შვილთან ერთად მეც ბევრი ვიმეცადინე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მე მსურს, რომ მუდმივად ვიყო ამ პროცესში ჩართული, არასოდეს გავუშვებ შანსს, რომ უფრო დავიხვეწო პროფესიული თვალსაზრისით და საინტერესო გავხადო ჩემი საქმიანობა. იგივეს ვუსურვებ ყველა პედაგოგს.
–როგორ შეგხვდნენ მოსწავლეები პროექტში გამარჯვების შემდეგ და რამდენად შეიცვალა მათი დამოკიდებულება თქვენდამი?
– თქმა უნდა, ყველას გაუხარდა. ყველამ მომილოცა, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, თანადგომისთვის. მოსწავლეებისგან ვიგრძენი, რომ ვუყვარვარ და უყვართ ჩემს გაკვეთილებზე ყოფნა. მეც განსაკუთრებით მახსოვს ჩემი პირველი ინგლისური ენის მასწავლებელი ლალი მანგოშვილი, რომლის მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი ახლაც თვალწინ მიდგას.
– როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ განხორციელებულ განათლების რეფორმას, ხომ არ შეიტანდით კორექტივებს სწავლების ახლებურ მეთოდოლოგიაში?
– ხშირად ხდება, რომ ბევრი აკრიტიკებს რეფორმებს, მაგრამ მე ყოველთვის სიახლეების მომხრე ვარ. როდესაც მუშაობ, შეიძლება შეცდომაც დაუშვა, შეიძლება რაღაცამ არ გაამართლოს, მაგრამ, როცა შრომობ და საქმეს სიყვარულით ეკიდები, დადებით შედეგს ყოველთვის დაინახავ. მე მომწონს განათლების რეფორმა, ძალიან ბევრი სიახლეა, ძნელია ყველაფერს ერთბაშად აუწყო ფეხი, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ.
– თქვენ პედაგოგი ბრძანდებით და ყველაზე უკეთ ხედავთ, შეიცვალა თუ არა მოსწავლის დამოკიდებულება სწავლის მიმართ?
– აშკარაა, რომ ბავშვებში სწავლის სურვილი გაიზარდა. ბევრი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად სწავლა აუცილებელია.
–5 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით ყველა წარმატებული პედაგოგი მოწვეული იყო მასწავლებლის სახლის გახსნაზე, მათ შორის იყავით თქვენც, როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?!
–არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით დავბრუნდი, შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი პედაგოგები, სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებლის სახლის თანამშრომლები, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. მართლაც ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, ამ სახლის შექმნაში ხომ უზარმაზარი შრომა ჩაიდო. მისი ხელმძღვანელი გია მამულაშვილი გახლავთ. ეს მინისტრის და ყველა პედაგოგის დიდი სურვილი იყო, რომ შექმნილიყო მასწავლებლის სახლი, სადაც ჩატარდება კონფერენციები, ტრენინგები, მასწავლებლები ერთმანეთს შეხვდებიან და გაუზიარებენ აზრს, გამოცდილებას. სახლი მოემსახურება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და დახვეწას.
– როგორია თქვენი, როგორც მოქალაქის პოზიციიდან დანახული ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები?
– იცით, იმას რასაც მე მივაღწიე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ იყო იოლი, ძალიან ბევრი შრომა, საკუთარ თავთან მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს უკვე გიხსნის და გიადვილებს გზას. მინდა, ყველას მივმართო: დიდი საქმე, დიდი წარმატება, დიდ მსხვერპლს და მოთმინებას მოითხოვს. შეიძლება ვინმეს გული წყდება რამეზე, უკმაყოფილოა, მაგრამ ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღითი-დღე ვითარდება, წინ მიდის და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე გამოდის, ეს აშკარა და ნათელია. მინდა ყველას სჯეროდეს საკუთარი თავის, ჰქონდეს მომავლის იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა კარგი საქმე ხომ საკუთარი თავის ძიებით, სიყვარულით და რწმენით იწყება.

ლალი მეხრიშვილი – გაზეთი "შირაქი"

მოგზაურების თვალით დანახული დედოფლისწყაროს სილამაზე

კლუბ კარავის ფორუმზე საინტერესო ფოტო რეპორტაჟს წავაწყდით, რომელიც სოფელ ზემო ქედის მკვიდრს მეტსახელად -- ლამას ეკუთვნის. მეგობრებთან ერთად მან დედოფლისწყაროს ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა და მართლაც საინტერესო და ულამაზესი ფოტოები გავრცელდა.
,,თბილისიდან ღამე გავედით, ჩავედით ჩემს სოფელში (ზემო ქედი) მეორე დილას ადრე 4 საათსა და 30 წუთზე ჩავედით კვირაცხოვლობის გორზე, საიდანაც იშლება ალაზნის ველის ულამაზესი ხედები...
უზარმაზარი სივრცეა... მზე იქიდან ამოდის საქართველოში და ჩვენც შევეგებეთ საოცარ აისს...-- წერს ზემო ქედის მკვიდრი, ვინმე LAMA.

უსაზღვრო ინტერესი ქვეწარმავლების მიმართ, მიჯნისყურის ულამაზესი ადგილები და ელიას მთაზე აღმოჩენილი ჭიამაიების საოცარი კოლონა... -- იხილეთ ვრცლად>>>

суббота, 29 октября 2011 г.

ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე ავტოავარიაში მოჰყვა

EXCLUSIVE - ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყოჩიაშვილი ავტოავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა, რა დროსაც საპირისპიროდ მოძრავი ოპელისა და ბეემვეს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. ოპელის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ინერციით მესამე ავტომობილს – მერსედესს შეეჯახა. მერსედესს ყოჩიაშვილი მართავდა.

როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში განუცხადეს, გიორგი ყოჩიაშვილს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

„საბედნიეროდ, ღვთის მადლით, მე სხვებთან შედარებით ნაკლებად დავზიანდი, შეიძლება ითქვას გადავრჩი. თუმცა, სერიოზულად დაზიანდა ჩემი კუთვნილი ახლადშეძენილი ავტომობილი, რომელიც ამ დრომდე საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი და ექსპერტიზის ჩატარებას ველოდებით,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი ყოჩიაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ოპელის მარკის მძღოლის ბრალეულობა გამოიკვეთა, თუმცა, ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. დაზიანებები აღენიშნება ბე–ემ–ვეს მძღოლსაც.

ოპოზიციონერი მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს, თუმცა საკანონმდებლო მიდგომას აპროტესტებს და აცხადებს, რომ დაუხვეწავი კანონის გამო ხელი შეეშალა მისი საქმიანობის განხორციელებაში, რამაც დამატებითი ზიანიც მიაყენა. მისი თქმით, ამ დრომდე ვერავინ განუმარტა, როდის მიეცემა უდანაშაულო ადამიანს საკუთარი ავტომობილით სარგებლობის საშუალება, რასაც მისი უფლებების შეზღუდვად მიიჩნევს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 28 октября 2011 г.

ეთერ კაკულია, მერაბ გეგეჭკორი და "შირაქისა" და "შავლეგოს" შთამბეჭდავი კონცერტი დედოფლისწყაროში

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შირაქისა" და ჩოხოსანთა ანსამბლ "შავლეგოს" კონცერტი გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია და პოპულარული პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი.

კონცერტის დაწყებამდე მაყურებელმა ქორეოგრაფიული სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „შირაქის“ წარმატებებისა და სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლების ამსახველი დოკუმენტური ვიდეო–ფილმი იხილეს. შემდეგ კი სცენა ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებმა დაიპყრეს და მაყურებლის წინაშე ჩვეული ცეცხლი დაანთეს. შესრულდა ყველასთვის საყვარელი ცეკვები: „განდაგანა“, „ხორუმი“, „ფარიკაობა“, „ხევსურული ცეკვა“ „სვანური“ და სხვა. ხსენებული ანსამბლი თავდაპირველად დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებობდა, მოგვიანებით კი ქორეოგრაფიულ ანსამბლად გარდაიქმნა და უამრავი წარმატებული კონცერტი გამართა.

საპატიო სტუმრების რანგში კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ჩოხოსანთა ანსამბლ "შავლეგოს" წარმომადგენლებიც. როგორც ცნობილია, ამ ხელოვან ადამიანებს ხსენებულ ანსამბლთან განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი და ახლო მეგობრობა აკავშირებს. სცენაზე ასვლისთანავე მათ მაყურებელს სწორედ ანსამბლების მჭიდრო ურთიერთობაზე უამბეს და ჩვეული ოსტატობით კიდევ ერთხელ მოხიბლეს დედოფლისწყაროელი მსმენელი.

„როგორც იცით, ორიოდ თვის წინ ჩვენ ამ ანსამბლთან ერთად საფრანგეთში ვიმოგზაურეთ. გაოგნებულები ვიყავით ამ ბავშვებით. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ და მათ შობლებს. წარმოიდგინეთ, რომ 10 დღის მანძილზე ერთად ვიყავით და ამ პერიოდში არცერთ ბავშვს ჩვენგან 1 შენიშვნაც არ დაუმსახურებია. უდაოდ კარგად აღზრდილი თაობა ჰყავს დედოფლისწყაროს. ეს კი ჩვენ მართლაც ძალიან გვახარებს,“ – აღნიშნა ანსამბლ „შავლეგოს“ პროდიუსერმა კოტე მიქაძემ.

შემდეგ კი ყველასგან მოულოდნელად სცენაზე განსაკუთრებული იმიჯის მქონე ქართველი მომღერალი ეთერ კაკულია იხმეს, დარბაზიც განსაკუთრებულად გამოცოცხლდა. კაკულია დედოფლისწყაროს პაროდისტ მერაბ გეგეჭკორსა და ბიზნესვუმენ ნაზი ალასანიასთან ერთად სტუმრის რანგში ეწვია, მისი სცენაზე გამოსვლა არც იგეგმებოდა, თუმცა მომღერალმა დედოფლისწყაროელებისთვის ჩვეული ხალისით იმღერა. ეთერ კაკულიამ თავდაპირველად შეასრულა სიმღერა „თბილისელები“, რომელიც თავისებური ინტერპრეტაციით გააჟღერა და ასე ამღერდა: „თბილისელები ვესალმებით დედოფლისწყაროს“. ასევე, „კომედი შოუს“ საახალწლო კონცერტზე შესრულებული ახალი თაობისთვის საყვარელი შაკირას ჰიტი „ვაკა–ვაკა“ იმღერა, რამაც დარბაზი განსაკუთრებით გაახურა. მაყურებელი ოვაციებს და აპლოდისმენტებს არ იშურებდა.

მოგვიანებით სცენაზე პაროდისტი მერაბ გეგეჭკორი მიიწვიეს, რომელმაც აღნიშნა, რომ არ სურდა ამ მშვენიერი ცეკვების შემდეგ მაყურებელი პოლიტიკოსების პაროდიებით გადაეტვირთა, ამიტომ ამჯერად ლექსის წაკითხვით შემოიფარგლა, ადგილობრივების მიმართ სითბო ღიად გამოხატა და სცენა დატოვა.

„როგორც იცით, საფრანგეთში გამგზავრებამდე დედოფლისწყაროში ჩვენ საიუბილეო კონცერტი გავმართეთ და მაშინ მაყურებელს პირობა მივეცით, რომ იმ ფროგრამას, რასაც საფრანგეთში წარვადგენდით, აუცილებლად ვაჩვენებდით დედოფლისწყაროს მაყურებელსაც და ამჯერად სწორედ ეს პირობა ავასრულეთ და იგივე პროგრამა დედოფლისწყაროშიც წარმოვადგინეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვფიქრობთ, რომ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. ცოტა სიცივემ შეგვიშალა ხელი. ცუდი ამინდი დაემთხვა, დარბაზშიც ციოდა და განწყობას ოდნავ ეს გვიფუჭებდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ანსამბლ „შირაქის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე გაბრიელაშვილმა.

ჯემალ ადამაშვილი („შავლეგოს“ ხელმძღვანელი): – „ეს ანსამბლი ძალიან გვიყვარს და აქამდეც ხშირად ჩამოვსულვართ დედოფლისწყაროში. ახლაც, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე გაბრიელაშვილმა კონცერტში მონაწილეობისთვის მოგვიწვია, სიამოვნებით ჩამოვედით. გულწრფელად გითხრათ, ამ ბავშვებმა მართლაც დიდი სიყვარული დათესეს ჩვენში, კარგად აღზრდილ თაობას კი ძალიან ვაფასებთ.“

როგორც გაზეთ „ქიზიყმა“ გაარკვია, ანსამბლ „შავლეგოს“ შემადგენლობაში შედის აკაკი წერეთლის როლის შემსრულებელი ფილმში „აკაკის აკვანი“ – ომარ ჩიტაია.

ეთერ კაკულია (მომღერალი): – „სრულიად შემთხვევით ჩამოვედით დედოფლისწყაროში. სტუმრად ვიყავით საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელთან ვანო ლოლაშვილთან. გავიგეთ, რომ კონცერტი ტარდებოდა და სურვილი გაგვიჩნდა დავსწრებოდით. დარბაზში რომ ვიჯექით იმდენად ვისიამოვნეთ, რომ გადავწყვიტე სცენაზე მეც ავსულიყავი. ორი კარგი სიმღერა გაჩუქეთ, დედოფლისწყაროელებსაც მოგეფერეთ. ხომ შეიძლებოდა... მგონი კარგი იყო, არააა?.... თქვენ გენაცვალეთ რაა, ჩემო დედოფლისწყაროელებო, აი შემოგევლეთ ყველას, ძალიან მიყვარხართ, იციიიით?.... დღეს ჩამოვედით, სხვა ვერაფრის მონახულება ვერ მოვასწარით დედოფლისწყაროში, მაგრამ ეს რაიონი ძალიან მიყვარს და ყველანი ძალიან კარგები ხართ რაა“...

საღამო ერთობლივი მრავალჟამიერით დასრულდა, საფინალო ნომერი ძალზე შთამბეჭდავი და ემოციური იყო. კონცერტის დასასრულს კი დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ჯიბღაშვილმა სტუმრებსაც და მასპინძლებსაც მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საღამო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით და თანადგომით გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კონცერტს მხოლოდ დედოფლისწყაროს კულტურის, განათლების, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყოჩიაშვილი და კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ივანე შანშიაშვილი ესწრებოდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

თავწყაროს მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროს მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივებმა რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი მათთან არ მისულა და შესაბამისა, პრობლემები, რომელიც სოფელს აწუხებს წლობის განმავლობაში მოუგვარებელია.

ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დღეს გამგებელი რადიო "ჰერეთის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "ხმის" პირდაპირ ეთერში არ მივიდა.

გამგებელმა ამის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ადგილობრივების განცხადებით კი, გამგებელთან კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა. ამიტომ, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. /ჰერეთი/

სოფელი სადაც არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზია, აფთიაქი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასმელი წყალი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი თავწყარო მოსახლეობისგან იცლება.

ერთი ოჯახის ისტორია, კახა კუპატაძის აუდიო–რეპორტაჟში>>

ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან არ ამოუღიათ

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებით 24 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიროსმანის სახელობის სახლ–მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეთა სიიდან ამოიღეს. მიზეზად მის მიერ მედიაში გაკეთებული კომენტარი სახელდებოდა, სადაც ის ამბობდა, რომ „საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და ანზორ მაძღარაშვილის სიიდან ამოღების ფაქტი კატეგორიულად უარყო. საკრებულოსთან არსებულ საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში განმარტავენ, რომ მაძღარაშვილს სიიდან იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ ამოიღებდნენ, რომ ის კომისიაში განსახილველად არც არავის წარუდგენია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ფიროსმანაშვილმა გააკეთა:

„საქმე იმაშია, რომ იმავე დღეს ანზორ მარტყოფლიშვილს სპორტული შეჯიბრებები ჰქონდა და დაჯილდოვების ცერემონიაზე დასწრებას ამ მიზეზით ვერ ახერხებდა. წინასწარ დაგვირეკა და შეგვატყობინა. თუმცა, დაჯილდოვების დროს როცა ანზორ მარტყოფლიშვილი გამოაცხადეს, მუზეუმის დირექტორს ანზორ მაძღარაშვილს საკუთარ თავზე მოესმა. შემდეგ კი გაირკვა, რომ მასზე არ იყო საუბარი. ალბათ, ხმების აგორება ამ ფაქტმაც გამოიწვია. წელს კომისიამ მხოლოდ 4 კანდიდატის საკითხი განიხილა. კომისიის წინაშე საპატიო მოქალაქის კანდიდატურის დასაყენებლად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები შედიოდნენ და რომელთაც კომისიისთვის უნდა შეეთავაზებინათ მათთვის მისაღები კანდიდატურა. ჩვენ ვაფასებთ ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლს ნიკო ფიროსმანაშვილის წინაშე, მაგრამ მისი კანდიდატურა არცერთ საინიციატივო ჯგუფს არ შემოუთავაზებია. აქედან გამომდინარე, მისთვის დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხს კომისია ვერც განიხილავდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელა და ამჯერად არა ხუთი, არამედ ოთხი საპატიო მოქალაქე შეარჩია. ანზორ მაძღარაშვილი საპატიო მოქალაქეების სიიდან არ ამოუღიათ, რადგან მისი კანდიდატურა კომისიის წინაშე განსახილველად არც შემოსულა. თავდაპირველად ხუთი კანდიდატი არ ყოფილა, ნათქვამი იყო, რომ ყოველწლიურად ამგვარი წოდება უნდა მიენიჭოს არაუმეტეს 5 კანდიდატისა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ზაზა ფიროსმანაშვილმა.

სავარაუდოდ, ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციში გვარი შეცდომით იყო მითითებული. ამას გარდა, დაჯილდოების მომენტში ანზორ მარტყოფლიშვილის გამოცხადების დროს სცენაზე გასვლა ანზორ მაძღარაშვილმა სცადა და იქვე აღნიშნა, კარგად ვერ გავიგეო. აჟიოტაჟის დაწყების საბაბიც სწორედ ეს გარემოებები გახდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი>> ;

четверг, 27 октября 2011 г.

ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ 23 ოქტომბერს გამართული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე 51 ადამიანს ჰქონდა შეტანილი, აქედან 11 მათგანი არ გამოცხადდა. როგორც საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ფიროსმანაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, 40–მა კანდიდატმა კონკურსი გასაუბრების წესით გაიარა.

დასკვნის თანახმად, საატესტაციო კომისიამ ვაკანტურ თანამდებობაზე დამაკმაყოფილებლად 20 კანდიდატი მიიჩნია და მათ დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შესაბამისი რეკომენდაცია მისცა.

„კომისიამ რეკომენდაცია ამჯერად 20 კანდიდატს გაუწია, მათი დასაქმების თაობაზე ბრძანებას დედოფლისწყაროს გამგებელი რამდენიმე დღეში ხელს მოაწერს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ისინი, ვინც კონკურსი გაიარეს, დადებითი შეფასება აჩვენეს და ვაკანსიების სიმცირის გამო დასაქმება ვერ მოხერხდება, მათი შედეგები ძალაში რჩება. ნებისმიერი ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში ხელახალი კონკურსის გამოცხადების აუცილებლობა აღარ იქნება და ამ რესურსს გამოვიყენებთ. ასე რომ ეს კადრებიც ეტაპობრივად დასაქმდებიან, “ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.

ვაკანტური ადგილებია მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსისა და სპეციალისტების თანამდებობებზე, ასევე სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის და სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ადგილზე. ხორნაბუჯის რწმუნებულის სავარძელი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, ოფიციალური ვერსიით, ტარიელ ღარიბაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ტესტირების შედეგად ორიოდ თვის წინ ჩაჭრილი სახანძრო სამსახურის თანამშრომლებიდან დადებითი შეფასება მხოლოდ ვლადიმერ ნატროშვილმა მიიღო, დანარჩენები სამსახურის გარეშე დარჩნენ. ხოლო, ატესტაციაში ჩაჭრილ სახანძროს ყოფილ უფროსს ნიკალა ფიროსმანაშვილს განაცხადი აღარ წარუდგენია.

ცნობისთვის, კონკურსში გამარჯვებულთა შორის ყოფილი სამართალდამცველებიც მრავლად არიან. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი>> ;

გამარჯვებულ კანდიდატთა სია

დავით ხატიაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მძღოლის ვაკანტური თანამდებობაზე.
ზურაბ მოსულიშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
დავით პატატიშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ბესიკ სეფიაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მძღოლის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ზაზა ბერიაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მძღოლის ვაკანტურ თანამდებობაზე.
შოთა ქადაგიძე – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
გიგა გონაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
გელა კიკოლაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მეხანძრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
მიხეილ ხიზანიშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მძღოლის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ლევან გოზალიშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ნოდარ ფიროსმანაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მეხანძრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ირაკლი პოპიაშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვანო გონაშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების სპეციალისტი-მაშველის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ვლადიმერ ნატროშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების სპეციალისტი-მეხანძრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
დავით ლაპიაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
იოსებ უთრუთაშვილი – წარდგენილ იქნა სახანძრო განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
დავით დუღაშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.
შოთა კოჭლამაზაშვილი – წარდგენილ იქნა სამაშველო საავარიო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ზაქარია ბატიაშვილი – წარდგენილ იქნა სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვაკანტურ თანამდებობაზე.
გიორგი ჯანაშვილი – წარდგენილ იქნა სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გუბერნატორის გამომშვიდობების ფაქტს უარყოფენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოში „ქიზიყი“–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი სოფელ მირზაანში თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ესაუბრა – კატეგორიულად უარყვეს. მათი განმარტებით, მირზაანში ასეთ ფაქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ასეთ ფაქტებზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიმაჩნია, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ასეთ ფაქტს ფიროსმანობის დღესასწაულზე ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. გუბერნატორი წასვლის დროს ნამდვილად გამოგვემშვიდობა, მაგრამ ეს ჩვეულებისამებრ დროებითი გამომშვიდობება იყო და იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამის თაობაზე იქ არანაირი საუბარი არ გვქონია და არც მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თემა განხილულა. ღვინიაშვილს დააგვიანდა და ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, შემდეგ პირადად მე სულ მის გვერდით ვიყავი და ასეთ საუბარს ადგილი არსად ჰქონია. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.

„ქიზიყი“ აქვე აზუსტებს, რომ ღვინიაშვილის მიერ თანაგუნდელებთან გუბერნატორის რანგში გამომშიდობების ფაქტთან და მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ხმები თავდაპირველად კახეთის სხვა რაიონებიდან გავრცელდა. იგეგმება თუ არა კახეთის გუბერნატორის ირგვლივ საკადრო ცვლილებები, ეს სულ მალე გაირკვევა. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი>> ; ნიუსლაინი>> ;

უფასო სასადილოს მზარეულმა ბენეფიციარს თავში ქილა ჩაარტყა

დედოფლისწყაროს უფასო სასადილოს ბენეფიციარები დირექტორის ნუგზარ მახარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბენეფიციარებმა აცნობეს, მზარეულმა ერთ-ერთ მათგანს თავში ქილა ჩაარტყა. მათივე თქმით, სასადილოში საკმარის სადილს არ აძლევენ, ხოლო 5 წუთით მისვლა თუ დააგვინდათ, საჭმელს საერთოდ აღარ აძლევენ.

„უფასო სასადილოში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი დავდივართ, ზოგიერთს ფსიქიკური პრობლემები აქვს. საუბარს გვიშლიან და გვემუქრებიან, ჩუმად იყავით, თორემ საკვებს არ მოგცემთო. საკვებს ისედაც გვაკლებენ, წვნიანში ხორცის მაგივრად ქონს გვიდებენ. დირექტორიც, მზარეულებიც და დამლაგებელიც მასხარად გვიგდებენ, მათხოვრებს გვეძახიან. ეს ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. სადილი 14:00 საათზე იწყება და 16:00 საათამდე გრძელდება, მაგრამ იქ მისვლა 5 წუთით თუ დაგვაგვიანდა, ამაზეც შეურაცხყოფას გვაყენებენ. რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ბენეფიციარი დაგვიანებით მოვიდა და იმ დღეს პური აღარ მისცეს. ბენეფიციარები დააშინეს და საწყლები, ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ. მე, რომ ვაპროტესტებ მათ ასეთ მოპყრობას, მზარეულმა თავში ქილა ჩამარტყა, ხელში ჭიქის ჩარტყმაც სცადა. საცემად იწევენ. ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებს აქეზებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენონ. ადგილობრივ გამგეობას რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბენეფიციარმა მადონა ღვინიაშვილმა.

უფასო სასადილოს დირექტორმა ნუგზარ მახარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა და კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმაც.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო განყოფილების უფროსის თამრიკო მათეშვილის ინფორმაციით, უფასო სასადილოში 185 ბენეფიციარი ირიცხება და მათ გამოსაკვებად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათასი ლარია გამოყოფილი.

ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გიორგი ღვინიაშვილი ფიროსმანობაზე თანაგუნდელებს გუბერნატორის რანგში უკვე გამოემშვიდობა?!

ღვინიაშვილს სიბაშვილი შეცვლის
EXCLUSIVE - უახლოეს დღეებში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თანამდებობას დატოვებს და სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორის მსგავსად ერთ-ერთი მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.

როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" სოფელ მირზაანიდან აცნობეს, 22 ოქტომბერს სოფელში ფიროსმანობის დღესასწაულზე ჩასული კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სხვა თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და გაანდო, რომ ეს გუბერნატორის რანგში მისი ბოლო ოფიციალური ვიზიტი იყო და ხელისუფლებამ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ ღვინიაშვილის საკადრო ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შესაბამისი ბრძანების გაფორმებაც უახლოეს დღეებში მოხდება. ინფორმირებული წყარო მირზაანიდან იტყობინება, რომ ღვინიაშვილი ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე საკმაო დაგვიანებით გამოჩნდა და სულ მალე თანაგუნდელებს პირად საუბრებში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებაც ესაუბრა.

წყაროს განმარტებით, მირზაანში ისიც აღინიშნა, რომ კახეთის გუბერნატორის სავარძელს, სავარაუდოდ, რწმუნებულის ამჟამინდელი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი დაიკავებს: ,,სიბაშვილმა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან უკვე გამართა და ამბობენ, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია," – აღნიშნავს წყარო. /ქიზიყი/

среда, 26 октября 2011 г.

სოფელ მირზაანში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი დახმარებას ითხოვს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 23 წლის ფიქრია კურტანიძე თავისივე თანასოფლელს 30 წლის გოგიტა პოპიაშვილს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გაზეთი "შირაქი" ავრცელებს.

გაუპატიურების მცდელობას ადგილი ორიოდ დღის წინ ჰქონდა, რა დროსაც გოგონამ სხეულის დაზიანებებიც მიიღო. მისი თქმით, არაერთი ადამიანი მას და მის უნარშეზღუდულ მშობლებს ხშირად სცემს. კურტანიძე თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს და დახმარებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. თუმცა, გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, ძიება გაუპატიურების მცდელობის ვერსიას არ განიხილავს. პოლიციამ ს/ს საქმე 118-ე მუხლით აღძრა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.

კურტანიძე ამბობს, რომ წარსულში ნასამართლევმა გოგიტა პოპიაშვილმა განზრახვა სისრულეში მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა, რომ ნასვამი იყო და გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია: ,,მეგობართან ოჯახში დაქალები ვქეიფობდით და ალკოჰოლს ვსვამდით, გოგიტაც იქ იყო. მან რამდენიმე ჭიქა დალია და შემდეგ მეძალავებოდა. მთხოვდა, მასთან სექსუალური კავშირი დამემყარებინა. შევეწინააღმდეგე, რაზეც ძალიან გაღიზიანდა, დაუნდობელი გახდა და ცემა დამიწყო... შემეშინდა, რომ არ მოვეკალი და პატრული გამოვიძახე. უბნის ინსპექტორი მალევე მოვიდა, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. საერთოდაც, მე და ჩემს მშობლებს სოფლის მაცხოვრებლები ხშირად გვცემენ. მუდმივად გვჩაგრავენ, მხოლოდ იმიტომ გვცემენ, რომ ინვალიდები ვართ? ნუთუ ამიტომ უნდა დაგვამცირონ და გვცემონ, რომ უნარშეზღუდულები ვართ და მძიმე პირობებში ვცხოვრობთ?," - კითხულობს ფიქრია კურტანიძე.

დედოფლისწყაროს პოლიციაში განმარტავენ, რომ კურტანიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მხოლოდ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. სამართალდამცველების მტკიცებით, გოგონას გამოძიებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, ცდილობდა თუ არა მამაკაცი მის გაუპატიურებას.

კურტანიძის მეზობლები არ უარყოფენ, რომ ამ ოჯახს თანასოფლელებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ყველაფერი მათ ოჯახში გამართულ ღრეობებს და აყალ-მაყალს უკავშირდება. ბრალდებას, რომ უნარშეზღუდულ კურტანიძეებს ხშირად სცემენ - მეზობლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
,,ამ ოჯახს ძალიან უჭირს, ჩვენც რაც შეგვიძლია, ტანსაცმლითა თუ საკვებით ყოველთვის ვეხმარებით. თუმცა, მეზობლებს ძალიან გვაწუხებენ... ხმაურობენ-ხოლმე, წამდაუწუმ პატრულს იძახებენ, ხან ჩხუბობენ, ხან სვამენ და ერთ ამბავში არიან. დავიღალეთ და ასე აღარ შეგვიძლია... ხშირად გვიფიქრია, რომ მათი გასახლება მოვითხოვოთ. ამ გოგონამ ამასწინათ სახლში იმშობიარა და ბავშვი გაყიდა," - აცხადებენ კურტანიძეების მეზობლები.

კურტანიძე პირველი ჯგუფის ინვალიდ მშობლებთან ერთად მირზაანში ავარიულ ბინაში ცხოვრობს. ისინი სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზაში ირიცხებიან. სახლს ფანჯრების დიდი ნაწილი არ აქვს, უმრავლესობა ამოქოლილია. ეზოს არც მესერი გააჩნია, რის გამოც ტერიტორიაზე შემთხვევითი ადამიანებიც ხშირად ხვდებიან, ეს კი ახალი პრობლემების მიზეზი ხდება.

,,საქართველოს რეგიონებში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა" - ამგვარ შეფასებებს ქალთა უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. მათი მტკიცებით, ძალადობის გახშირებული შემთხვევების მხრივ, განსაკუთრებით კახეთის რეგიონი გამოირჩევა. /შირაქი/ იხილეთ ვრცლად>>

გამოხმაურება პრესაში: რადიო24 : რადიო ჰერეთი>> ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ;

ებრაელებმა დედოფლისწყაროში 1 200 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინეს

დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე 1 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა ებრაელებმა შეიძინეს. ამ ინფორმაციას ებრაელი ბიზნესმენების ადგილობრივი კონსულტანტი, მიწათმომწყობი გიორგი აბულაშვილიც ადასტურებს.

აბულაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ მათი დედოფლისწყაროში კომპაქტურად ჩასახლების საკითხი არ განიხილება:

,,შეძენილი 1 000 ჰექტრიდან ამჟამად ათვისებულია 300 ჰექტრამდე მიწა, სადაც უკვე დათესილი აქვთ ხორბალი. ამას გარდა, შირაქის ველებზე ინტერნაციონალურ ბიზნესმენთა ჯგუფმა შეიძინა 200 ჰა მიწა, სადაც საგაზაფხულო კულტურების მოყვანას აპირებენ. ეს არის საცდელი სამუშაოები. თუ მათ ფინანსური მოგება ნახეს, მიწების შეძენას დედოფლისწყაროში კვლავაც გააგრძელებენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათ მიწის ნაკვეთები შეიძინეს არა საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ კერძო ფერმერებისგან, რომლებიც მიწებს ვერ ამუშავებდნენ... მათი აქ კომპაქტურად ჩასახლების საკითხი არ დგას, რადგანაც ისინი საცდელ სამუშაოებს აწარმოებენ," - აცხადებს აბულაშვილი.

უცხოელი ინვესტორების მიერ დედოფლისწყაროში დიდი ოდენობით მიწების შეძენას პირად საუბრებში ადგილობრივი მსხვილი ფერმერებიც ადასტურებენ, ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ მათი ადგილზე ჩასახლება მოხდეს.

დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწების შეძენას და კომპაქტურად ჩასახლებას ინდოელები და სამხრეთაფრიკელი ბურებიც გეგმავენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, ინდოელმა ფერმერებმა დედოფლისწყაროში 500-ამდე ჰექტარი მიწა უკვე შეიძინეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

вторник, 25 октября 2011 г.

"სოკარი" დედოფლისწყაროში ავტოგასამართი სადგურების "იძულებით" შეძენას განაგრძობს

EXCLUSIVE დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგური გაიყიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მერამდენე კვირაა მიმდინარეობს. ადგილზე დასაქმებული მუშები "ქიზიყთან" საუბარში განმარტავენ, რომ ობიექტი კომპანია "სოკარმა" შეიძინა და სამუშაოებს სწორედ ის ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში არსებული ბენზინგასამართი სადგურების მასობრივად ხელში ჩაგდების საკითხზე "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა. მაშინ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე აცხადებდა, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და სადგურის გაჩერებას არ აპირებდნენ: „ჭორები ვრცელდება, სადგური არ გაგვიქირავებია. ხვალიდან მუშაობას ისევ დავიწყებთ... თუმცა, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი „სოკარს“ ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ, თუ „სოკარი“ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,“ - მეწარმე გიორგი ბიკაშვილმა ეს კომენტარი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გააკეთა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
"ქიზიყმა" სადგურის გასხვისების ფაქტის გადამოწმება ისევ მეპატრონესთან სცადა. ამჯერად ბიკაშვილი სოკარისთვის მიყიდვას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ობიექტი მხოლოდ გააქირავა. ის სოკარის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე არც ამჯერად საუბრობს, თუმცა მიანიშნებს, რომ ბოლო დროს მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. ამაში შემოსავლების კლება იგულისხმება, თუ ზეწოლა, "ქიზიყმა" ამის დაკონკრეტება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ამ ობიექტიდან სულ რამდენიმე მეტრში, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე სოკარმა კიდევ ერთი ტერიტორია შეისყიდა და კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „სოკარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეებს ეკუთვნით, ისინი კი კონკურენტების ჩამოშორებას ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. /ქიზიყი/ ნიკა იაკობიშვილი

გამოხმაურება პრესაში: NEWSLINE>> GEOnews>>

საპროტესტო აქციის შემდეგ სამთაწყაროელები პოლიციამ დააწიოკა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას აპროტესტებენ. მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია სოფელში ორიოდ დღის წინ გამართა. აქციაზე მყოფი აღშფოთებული მოქალაქეების კომენტარები მედიასაშუალებებითაც გავრცელდა.

როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციის გამართვის დღეს, გვიან ღამით ადგილობრივმა პოლიციელებმა აქციის ორგანიზატორებს სახლში მიაკითხეს, პოლიციაში წაიყვანეს და აიძულებდნენ უცხოელი ინვესტორებისთვის მიწების შესყიდვაში ხელი აღარ შეეშალათ. პარტიაში ირწმუნებიან, რომ საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებული ეკომიგრანტები ისევ აჭარაში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.

,,საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს სამთაწყაროს მაცხოვრებლებს სიმონ ცინცაძესა და ბიჭიკო გორგაძეს, ღამის პირველ საათზე სამართალდამცველებმა სახლში მიაკითხეს და არხილოსკალოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელებმა მკაცრად გააფრთხილეს ინვესტორებისთვის, რომლებიც სამთაწყაროში იმყოფებოდნენ ხელი არ შეეშალათ, თორემ იძულებული იქნებოდნენ მათ წინააღმდეგ ემოქმედათ. ვეკითხებით იმ კომპეტენტურ პიროვნებას, რომელმაც ღამის 1 საათზე ეს ოჯახები დააწიოკა - ხომ არ გაგონებთ ეს ფაქტი 1937 წლების ეპოქას? გლეხს, რომელსაც, მთელი წლის ნაშრომი წყალში ჩაეყარა, რომელმაც ყურძნის მიზერული ფასით დანახარჯიც ვერ აინაზღაურა, გლეხს რომელსაც სოფლად სახნავ-სათესი მიწები წაართვეს და მშიერი დარჩა, ხმაც აღარ უნდა ამოიღოს???, - ნათქვამია პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებაში.

,,სამთაწყაროში 420 ოჯახი ვართ, ყურძენი ხომ ჩალის ფასად გადაგვაყრევინეს, ახლა სახნავ-სათესი გაგვიყიდეს, საარსებო პირობებს გვართმევენ, ჩვენ აჭარიდან დედოფლისწყაროში მიწების გულისთვის ჩამოგვასახლეს და ახლა კი მიწებიც წაგვართვეს. ამასწინათ, კახა კუკავა რომ იყო სამთაწყაროში ჩამოსული, გლეხების სასიკეთოდ გვესაუბრა. რუსეთის ბაზარი როცა გახსნილი იყო, საფერავს 2 ლარად ვაბარებდით და შეძლებულადაც ვცხოვრობდით. გვინდა, რომ შევხვდეთ და დახმარება კუკავას ვთხოვოთ. მიწები თუ ვერ დავიბრუნეთ, აჭარის ხელმძღვანელობის სახელზე მოთხოვნას დავწერთ, რომ ისევ აჭარაში დაგვაბრუნონ! აქ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია,“ – აცხადებენ სამთაწყაროელები.

სამთაწყაროელ გლეხებს ეს მიწები 49 წლიანი ხელშეკრულებით ჰქონდათ გაფორმებული, რომელიც ხელისუფლებამ იტალიელ ინვესტორებზე გაყიდა. ამჯერად უკმაყოფილო სამთაწყაროელები „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციას დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ სოფელში პარტიის ლიდერი, კახა კუკავა ჩასულიყო და მათი პრობლემები მოესმინა.

ამის შესახებ რადიო "ჰერეთის" ეთერში კომენტარი მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს"კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილმაც გააკეთა. /ქიზიყი/ აუდიო>>

გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი>>

понедельник, 24 октября 2011 г.

ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს?!

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემული კრიტიკული კომენტარის გამო დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების სიიდან ამოიღეს.

21 ოქტომბერს, ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის.

„რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - აღნიშნა ანზორ მაძღარაშვილმა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას ფიროსმანობისთვის, რომელიც 22 ოქტომბერს აღინიშნა, დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის სტატუსი ხუთი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა. 21 ოქტომბერს, საღამოს, ანზორ მაძღარაშვილი სიიდან ამოიღეს, დანარჩენი ოთხი კი საპატიო მოქალაქეებად გამოაცხადეს.

„მე არც ვიცოდი თუ სიიდან ამომიღეს და გულიც არ დამწყდება. რა პრობლემაა? რად მინდა საპატიო მოქალაქეობის მონიჭება, ისედაც მირზაანში ვცხოვრობ. დიდი მადლობა თქვენ, რომ კომენტარი გამომიქვეყნეთ და ძალიან კარგიც არის, თუ ვინმეს გულზე მოხვდა. მე ტყუილი არ მითქვამს. განა ლარიანი, რომელზეც ფიროსმანის პორტრეტი იყო გამოსახული, ხმარებიდან უნდა ამოეღოთ? კარგია თუ მართლა ამომიღეს იმ სიიდან“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანზორ მაძღარაშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ანზორ მაძღარაშვილის სიიდან ამოღების ფაქტს „არ ადასტურებს“. „მაქსიმუმ 5 პიროვნება უნდა დაგვეჯილდოვებინა და აქედან მხოლოდ 4 შეირჩა. ანზორ მაძღარაშვილი სიიდან არ ამოგვიღია“, - აღნიშნა გამგებელმა.

დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ქირურგ ბელა გოგიბერიძეს, GiZ პროექტის ხელმძღვანელს დიტერ მიულერს, მოჭიდავე ანზორ მარტყოფლიშვილს და PSP-ს სააფთიაქო ქსელის უფროსს გოჩა გოგილაშვილს. /ick/

воскресенье, 23 октября 2011 г.

მირზაანში ფიროსმანობას გერმანიის ელჩიც დაესწრო

22 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში ფიროსმანობის დღესასწაული აღინიშნა. იქვე ეთნოგრაფიული გამოფენაც მოეწყო. ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი ესწრებოდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ფიროსმანობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი გერმანიის სამთავრობო დელეგაცია მირზაანში ნიკალას ეზოში პირადად მიიწვია და იქვე საიდუმლოც წინასწარ გაამხილა. მისი თქმით, დედოფლისწყაროში მიმდინარე ქართულ-გერმანული პროექტების ხელმძღვანელი დიტერ მიულერი ჩვენი მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.

დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების წოდება წელს 5 ადამიანს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიანიჭა.

ოფიციალური ნაწილი დღის 12:00 საათიდან დაიწყო და 1 საათსა და 40 წუთს გასტანა. როგორც ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

საზოგადოების წინაშე წარსდგნენ: თელავის სახელმწიფო ანსაბლი და ლაგოდეხის გოგონათა გუნდი „ჰერელი“ გოგონები, რომლებმაც საზოგადოებას თავი პროექტ „ნიჭიერიდან“ გააცნეს. ასევე, დედოფლისწყაროს ხალხური სიმღერის ვაჟთა რაიონული გუნდი „ხორნაბუჯი“, ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი „ქიზიყი“, გოგონათა ფოლკლორული ანსაბლი „მანდილი“, კარდენახის ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი, ქორეოგრაფიული ანსაბლები: „იმედი“ , შირაქი“, „ხორნაბუჯი“, ვოკალური ტრიო „გიტარა“, ლოლაშვილების მუსიკალური ოჯახი.

მუზეუმის ეზოში ტრადიციულად გაიმართა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა და თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა. ადგილობრივმა მოჭიდავეთა გუნდმა და დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებმა თავად გამოთქვეს სურვილი ღონისძიებების პარალელურად სპორტული შეჯიბრებები ნიკალას ეზოში გაემართათ.

„სხვა რაიონებში გამართულ შეჯიბრებებზე ხშირად გამოვდივარ, მაგრამ, სურვილი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის და აქ ჩამოსული სტუმრებისთვისაც გვეჩვენებინა. წინა დღეებში მუზეუმის დირექტორთან შევათანხმეთ და ჩვენი ძალებით და საკუთარი სურვილით მივიღეთ ამ დღესასწაულში მონაწილეობა. თავიდან ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ნელ ნელა საკმაო მაყურებელი მოგროვდა ჩვენს გარშემო. რაც მთავარია, ეს იყო საჩვენებელი შეჯიბრება და გამარჯვებულ–დამარცხებულები არ დაგვისახელებია,“ – განუცხადა „ქიზიყს“ საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა.

საკუთარი ნიჭის გამოვლინების საშუალება მიეცათ აგრეთვე ინდივიდუალურ შემსრულებლებს: ვასიკო ტუხაშვილი – „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, თამარ წიკლაური - ქართული სიმღერის პოპური.

მირზაანში ფიროსმანობის დღესასწაული განსაკუთრებულად, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება. ნიკალას ეზოში კულტურული ღონისძიებებისა და გამოფენების პარალელურად სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებიც იმართება. იქვე ადუღებენ თათარას და ავლებენ ჩურჩხელას.

ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა სოფელ მირზაანში 1862 წელს გლეხის ოჯახში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. მას სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ანზორ მაძღარაშვილი - საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის

„რამდენიმე წელია ფიროსმანის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა დაზიანებულია. მუზეუმში შემოვლითი გზით დავდივართ, ტურისტები კი აღარ მოდიან. ფიროსმანი ერთლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის“, - ამბობს ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მუზეუმის დირექტორს, 22 ოქტომბერს, მირზაანში დაგეგმილ ფიროსმანობასთან დაკავშირებით ესაუბრა. ანზორ მაძღარაშვილმა უკმაყოფილება ვერ დამალა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

„ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზისთვის, რომელიც ბოდბის გზაზე გადის და ტურისტები სარგებლობდნენ, არავის მიუხედავს. მუზეუმში დამთვალიერებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ტურისტები შემოვლითი გზით სიარულს ერიდებიან. პრობლემის მოგვარების თხოვნით ყველას მივმართე. არცერთი სამსახური არ დამიტოვებია, მაგრამ როგორც წესი აქვთ, ერთ ყურში შიგნით უშვებენ და მეორეთი გარეთ. ეს პრობლემა გულთან არავის მიაქვს. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის და იცით რატომ? ფიროსმანის პორტრეტი ქაღალდის ლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. მხატვრის ნახატებს, „მუშა სოსოს“ და „მალაკნების ქეიფს“, რომლებიც 2007 წელს, სიღნაღის გალერეაში დროებით გამოიფინა, მუზეუმს ამ დრომდე არ უბრუნებენ“, - განუცხადა ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის თქმით, მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ დააფინანსებენ. „სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება. ამაზე უკვე ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ იქნებ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსოს“, - აღნიშნა გამგებელმა.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში 1960 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში სახლ-მუზეუმი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მუზეუმის შენობაში სახურავიდან წყალი ჩადიოდა და კედლები დაობებული იყო. დანესტილი იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც. მუზეუმის თანამშრომლები გათბობის და სავენტილიციო სისტემას მხოლოდ მაშინ რთავდნენ, როცა საპატიო სტუმრებს ელოდებოდნენ. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო 1898 წელს აშენებული ნიკო ფიროსმანაშვილის დის კუთვნილი სახლი, სადაც ფიროსმანის სკივრი და სხვა ნივთებიც ინახება. სახლის კედლები დაობებული და დახეთქილი იყო, სახურავიდან წყალი ჩადიოდა, საძირკველი იშლებოდა, იატაკი დაობებული და დამპალი იყო, აივანი მორყეული. 16 წლის განმავლობაში მუზეუმს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ პრობლემებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2009–2010 წლებში სტატიების და ფოტორეპორტაჟების სერია მოამზადა. ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ მასალებს აქტიურად აშუქებდნენ რესპუბლიკური მედიასაშუალებებიც. 2010 წლის შემოდგომაზე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ნატალია სარქისაშვილი /ICK/

суббота, 22 октября 2011 г.

სახანძრო სამსახურის ვაკანსიებზე კონკურსი 23 ოქტომბერს ყოფილი უფროსის გარეშე ჩაივლის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ვადა 21 ოქტომბერს 18:00 საათზე ამოიწურა. როგორც „ქიზიყს“ საკრებულოში განუცხადეს, 25 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საკონკურსო საატესტაციო კომისიაში სულ 51 განაცხადი შევიდა.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, კონკურსი გასაუბრების ფორმით 2011 წლის 23 ოქტომბერს, დღის 11:00 საათიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.

ვაკანტური ადგილები სახანძრო–სამაშველო სამსახურსა და ერთ–ერთი სოფლის ტერიტორიულ ორგანოში გაჩნდა. ამჯერად, კონკურსი გამოცხადებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამსახურის უფროსის, სახანძრო განყოფილების უფროსის, სამაშველო საავარიო განყოფილების უფროსის, მეხანძრის 5 და მაშველის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე. იმავდროულად კონკურსი გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზეც.

შეგახსენებთ, ორიოდ თვის წინ, ატესტაციის დროს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ტესტირების შედეგად სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილიც ჩაიჭრა. ჩაჭრილი თანამშრომლებიდან რამდენიმე მათგანი ერთმანეთის თანმიმდევრულად რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც „ქიზიყს“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატის წარმომადგენელმა ვეფხია ნატროშვილმა განუცხადა, რეგისტრაციის ვადა ისე ამოიწურა, სახანძრო–სამაშველო სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ნიკალა ფიროსმანაშვილს განაცხადი კომისიაში აღარ წარუდგენია. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ადგილის კვლავაც დაკავების სურვილი აღარ აქვს.

ნიკალა ფიროსმანაშვილი ტესტირებაში ჩაჭრის შემდეგ ღიად აცხადებდა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა და იქვე უიმედოდ ამბობდა: „საცა არა სჯობს – გაცლა სჯობს“ო. ამ ფაქტის შემდეგ „ქიზიყი“ მას კონკურსის თარიღის დანიშვნამდეც შეეხმიანა და დაინტერესდა, გადაწყვიტა თუ არა თავისივე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ხელახლა გავლა. ფიროსმანაშვილი აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ზუსტად არ იცოდა, შეიტანდა თუ არა განაცხადს.

გავრცელებული ხმების თანახმად, ფიროსმანაშვილმა რამდენიმე თვის წინ ტესტირებაში არასაკმარისი ქულების მოგროვება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვა და თავის გარიდება არჩია. არსებული ინფორმაციით, სახანძროს ექს–შეფი თბილისში გადასვლას გეგმავს.

მეხანძრეებმა ატესტაცია მიმდინარე წლის 23 ივლისს გაიარეს. ფიროსმანაშვილს 35–მდე შეკითხვა დაუსვეს. დასკვნის თანახმად, მან ისეთ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი, როგორიცაა: ვისი ფუნქციაა სახანძრო უსაფრთხოება, რა არის სახანძრო უსაფრთხოება, რა შედის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაში და როგორი განმარტება აქვს "ხანძარს".

ატესტაციიდან გამოსული სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასაუბრების დროს გუბერნიის წარმომადგენლები კითხვებს იმდენად ირონიულად და აგრესიული ტონით სვამდნენ, ბევრი მათგანი დაიბნა, ნაწილმა კი თავი დამცირებულად იგრძნო და კითხვებზე სწორი პასუხი შეგნებულად არ გასცა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 21 октября 2011 г.

საავადმყოფოს უფროსი ოთარ ქებაძე ხათუნა ზურიკაშვილმა შეცვალა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს „ადითის“ ადგილობრივი ფილიალის უფროსი ოთარ ქებაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ახალ ხელმძღვანელად სასწრაფო სამედიცინო დახმარება "033"-ის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი დაინიშნა.

ხათუნა ზურიკაშვილი საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსად გადაყვანის ფაქტს უკვე ადასტურებს და აცხადებს, რომ მუშაობას 24 ოქტომბრიდან შეუდგება. მას დედოფლისწყაროელები კარგად იცნობენ და მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

შეგახსენებთ, ოთარ ქებაძემ ამ პოზიციაზე სულ 6 თვე იმუშავა. იმავდროულად ის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით გარდაცვლილი 3 წლის ბავშვის სკანდალის შემდეგ მოხდა.

ოთარ ქებაძემ გათავისუფლების მიზეზებზე „ქიზიყს“ ექსკლუზიური კომენტარი მისცა: „მე ვარ ე.წ. მობილური ადამიანი, ანუ სადაც ჩემს ორგანიზაციას დავჭირდები, იქ გადამიყვანენ. ახლაც ასე ჩათვალეს საჭირიოდ და ცვლილებაც ამიტომ განხორციელდა. თუმცა, მე ისევ შპს „ადითში“ ვრჩები. დღეიდან კურატორად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მთავარია, დედოფლისწყაროში ჩემი ფუნქცია უკვე შევასრულე. დედოფლისწყარო ძალიან შემიყვარდა, უქმე დღეებზე მეუღლესთან ერთად მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს ვეცნობოდი და აქაურობამ ძალიან მიმიზიდა. ჩემი მეუღლეც ძალიან მოიხიბლა და ცდილობდა ხშირად ჩამოსულიყო. ამიტომ, გული მწყდება, რომ დაგემშვიდობეთ,“ – აცხადებს ოთარ ქებაძე.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურიც ებრაულმა კომპანია შპს „ადითმა“ შეიძინა და საავადმყოფოს შეუერთდა. 033–ში აცხადებენ, რომ ზურიკაშვილის წასვლის შემდეგ მათთან ახალი ხელმძღვანელი არ დანიშნულა და მათ უფროსობას კვლავაც ზურიკაშვილი შეითავსებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი ; ექსპრესნიუსი ;
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы