
10 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. სამუშაო შეხვედრა გაზეთ „შირაქის“ რედაქციაში შედგა და მას დედოფლისწყაროში მოქმედი ორივე მედიასაშუალების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკო–ს კომუნიკაციების კონსულტანტი
ნიკოლოზ პროსტასერდოვი, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
ნინო კაკაბაძე და ცესკო–ს მედია–კონსულტანტი
თამარ მჭედლიშვილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მედიისა და ცესკო–ს ურთიერთობაზე, სტუმრებმა მზადყოფნა გამოხატეს მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა და რეგიონულ მედიასთან აქტიური თანამშრომლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
„შეხვედრის მთავარი მიზანი ურთიერთობების გაღრმავება და მომავალი ურთიერთთანამშრომლობაა. მედიით ხშირად ისმის არაობიექტური და დაუსაბუთებელი ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მისამართით. რადგან მომავალ წლებში ჩვენს ქვეყანაში ორი არჩევნებია დაგეგმილი, ვცდილობთ რეგიონუ

ლ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა აქტივობები დავგეგმოთ. გვინდა, რომ რაიონებში მომუშავე ჟურნალისტებიც ხშირად გვეხმიანებოდნენ და ახლა სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ. ყველა რაიონში ჩასვლას და მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვგეგმავთ, ეს იქნება როგორც გაცნობითი ხასიათის, ისე ჩვენი ხედვების გაცვლის საუკეთესო საშუალება. ამიერიდან იმდენად ხშირად ვაპირებთ რეგიონულ მედიასთან შეხმიანებას, შეიძლება ითქვას, თავიც კი უნდა მოვაბეზროთ მათ... აქტიური თანამშრომლობა კი ვფიქრობთ, რომ დადებით შედეგებს მოიტანს, რადგანაც არჩევნები ძალზე სპეციფიური საკითხია. ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას და მედიასთან მჭიდრო კავშირს გადამწყვეტი როლი აქვს,“ – აცხადებს შეხვედრის ორგანიზატორი თამარ მჭედლიშვილი.

როგორც ჟურნალისტი
ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, ცესკო–ს თანამშრომლებმა რაიონებში ჩასვლისა და ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს: „ძალიან საჭირო და დროული შეხვედრა შედგა. სასიხარულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რეგიონული ჟურნალისტებითაც სერიოზულად დაინტერესდა. იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი იქნება. ვინაიდან მომავალი წლები ჩვენი ქვეყნისთვის არჩევნების წლებია, ცესკო–მ გადაწყვიტა მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს რეგიონული მედიის ხელმძღვანელებთან და ცალკეულ ჟურნალისტებთან. ისინი გულისტკივილს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონული მედია ხშირ შემთხვევაში არ ცდილობს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას და რაც ყველაზე მთავარია ინფორმაციის პირველ წყაროსთან გადამოწმებას. მათი მიზანია, რომ არსებული ვითარება გამოსწორდეს და პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდეს,“ – ამბობს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.
ცესკო–ს წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებს გურჯაანსა და ლაგოდეხშიც შეხვდნენ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий