среда, 29 февраля 2012 г.
სათნოების სახლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
„24 თებერვალს ნუგზარ მახარაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. ჩემი ინფორმაციით, ის სამუშაოდ სხვა სამსახურში გადავიდა. თუმცა სად, ვერ დაგიკონკრეტებთ. დირექტორის ადგილი ამჟამად ვაკანტურია. ახალი დირექტორი ბრძანების საფუძველზე დაინიშნება“, - აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.
ნუგზარ მახარაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზების თაობაზე პრესასთან კომენტარი არ გააკეთა. ის ამ თანამდებობაზე 2011 წლის თებერვლიდან მას შემდეგ დაინიშნა, რაც რაიონში მოქმედი ორი უფასო სასადილო გაერთიანდა.
ოპტიმიზაციის შედეგად, ახლადდაფუძნებული სათნოების სახლი ყოფილი "სავანეს" შენობაში განთავსდა. ააიპ "დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს დირექტორად კი ნუგზარ მახარაშვილი დაინიშნა, რომელიც სათნოების სახლ "სავანეს" ხელმძღვანელის ციცო დარჩიაშვილის ვაჟია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ოპტიმიზაციის აუცილებლობას იმით ხსნიდა, რომ სათნოების სახლ "სავანეს", რომელიც გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მარაგდებოდა, ბოლო დროს ყველა სახის დაფინანსება შეუწყდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მათი მზრუნველობაც საკუთარ თავზე აეღო.
ერთ–ერთი ვერსიით, მახარაშვილი, შესაძლოა, თანამდებობიდან სათნოების სახლში გახშირებული ინციდენტებისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო გაათავისუფლეს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფიში რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ მახარაშვილის გათავისუფლებამდე აღნიშნულ დაწესებულებას დედა-შვილი ნუგზარ მახარაშვილი და ციცინო დარჩიაშვილი განკარგავდნენ, რაც მათი მტკიცებით კანონდარღვევას წარმოადგენს. იურისტების განმარტებით, კანონში საჯარო სამსახურის შესახებ მე-17-ე მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ იმ პირებს, რომელთა უშუალო სამსახურეობრივი ზედამხედველობა უკავშირდება:- ა) მშობელს, ბ) მეუღლეს, გ) დას, დ) ძმას, ე) შვილს, ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს.
აღნიშნული გარემოება მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს რაიონულმა ორგანიზაციამაც გააპროტესტა, რის შემდეგაც საკადრო ცვლილების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. /ქიზიყი/
გადასახადების ამოღების მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ გაუმჯობესდა
ლევან ბაღაშვილმა ბოლო დროს გადასახადების ამოღების მაჩვენებლის უპრეცენდენტოდ გაუმჯობესების თაობაზე გაამახვილა ყურადღება და შესაბამის სამსახურებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა:
„მინდა გითხრათ, რომ დედოფლისწყაროს ადგილობრივ ბიუჯეტში დიდი გარღვევა გვაქვს, უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა, ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობით და სწორი მიდგომით გადასახადები გადაჭარბებულად ამოვიღეთ. სწორი მუშაობის შედეგი კი სახეზეა და ეს ციფრებზე აისახა. ამაში წვლილი მიუძღვის, როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურს, ისე საგადასახადო სამსახურს და კიდევ არაერთ მათგანის,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.
სხდომამ ცვლილება შეიტანა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის N34 დადგენილებაში, რაც გულისხმობს, რომ ახლადდაბადებულ ბავშვიან ოჯახებს ამიერიდან აღარ დასჭირდებათ რეგისტრაციის შესახებ ცნობის წარმოდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მომსახურების პროცედურას.
ცვლილება შევიდა, ასევე, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (რწმუნებულების) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 700 ლარით, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: მირზაანის, ფიროსმანის და საბათლოს (სადაც 1000 სულ მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 600 ლარით. რაც შეეხება სოფლების ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტის ხელფასი 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა. პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა. რწმუნებულის ხელფასი მანამდე 400 ლარი იყო.
„2011 წელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა კარგად ჩაატარა, ამაზე კი ბევრი რამ მეტყველებს, მათ შორის ციფრები... ფაქტია, რომ ეს იყო არა პიარის ნაწილი, არამედ, საქმე, რომელიც სოფელს სტკივა. ბუნებრივია, ყველაფერს ერთბაშად ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვებით. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა სოციალურმა პაკეტებმა ძალიან გაამართლა. მოგეხსენებათ, რომ ეს პაკეტები საკრებულომ ეტაპობრივად დახვეწა და ამ სახით ნელ–ნელა ჩამოყალიბდა. მთავარი მაინც ისაა, რომ თანხების დაზოგვის საშუალება მოგვეცა და საკრებულოს ძალისხმევით, თანხა უფრო ეფექტურად წარიმართა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ვიზუალურად თვალშისაცემია. განხორციელდა ასევე ცალკეული ორგანიზაციების ტექნიკური გადახალისება, სულ მალე განახლებული სახანძრო–სამაშველო სამსახურის პრეზენტაცია შედგება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.
სხდომის დასასრულ, დეპუტატებმა იმსჯელეს სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის პრიორიტეტების გამოვლენის წესის გამარტივების თაობაზე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განმარტა, რომ სოფლებში წელსაც ჩატარდება საერთო კრება, სადაც პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდება:
„გასულ წელს სოფლის კრებებზე გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები დამატებით გადიოდა მოსახლეობის გამოკითხვას. ამიერიდან ეს პროცედურა გამარტივდება და შესასრულებელი სამუშაოები პირდაპირ ამავე სხდომებზე გადაწყდება. ანუ, ამ ფორმით პრიორიტეტების განსაზღვრის და მოსახლეობის აზრის შესწავლის წესი გამარტივდა და ბევრად დაიხვეწა,“ – ამბობს შანშიაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
вторник, 28 февраля 2012 г.
დასუფთავების სამსახური სოფლებში მოსახლეობას გაცილებით დაბალი ტარიფით მოემსახურება
„ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები თებერვლიდან უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდთოვლობამ შეგვაფერხა და სოფლებში ამ დრომდე ამიტომ ვერ გავედით. ახლა ყველაფერი მზადყოფნაშია და სოფლებს მარტიდან კვირაში ერთხელ მოვემსახურებით. გადახალისებული ტექნიკა გვაქვს და არანაირი დაბრკოლება არ არსებობს,“ – აღნიშნა ილია ტალიაშვილმა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უკვე შედგენილია გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც თითო დღე კვირაში თითო სოფელს დაეთმობა. წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად, ორშაბათობით მომსახურეობა გაეწევა სოფელ ზემო მაჩხაანს, სამშაბათობით – მირზაანს, ოთხშაბათს – არბოშიკს, ხუთშაბათს – ოზაანს, ხოლო პარასკევს – გამარჯვებას.
სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მომსახურება ფასიანი იქნება, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ ქალაქ დედოფლისწყაროსთან შედარებით სოფლებში გადასახადი გაცილებით ნაკლები იქნება. მისი თქმით, საწყის ეტაპზე სოფლებში ნაგვის გადასახადი სულზე 30 თეთრს შეადგენს: „სოფლის მაცხოვრებლები 1 სულ მოსახლეზე 30 თეთრს გადაიხდიან. თუ უფრო გაიზარდა ჩვენი მომსახურება, მომავალში ტარიფიც გადაიხედება, თუმცა დასაწყისისთვის ასე იქნება,“ – აღნიშნავს ტალიაშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნაც ხშირად სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ეხებოდა.
„სოფლებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ნაგვის გატანის საკითხი სოფლებშიც დარეგულირებულიყო. უნდა ვაღიარო, რომ ეს თხოვნა თავდაპირველად სოფელ არბოშიკის მაცხოვრებლებმა წამოაყენეს, შემდეგ ოზაანის, გამარჯვების და დანარჩენი სოფლების მოსახლეობიდანაც წამოვიდა. ძალიან დადებითად შეხვდნენ ამ საკითხს, უფრო მეტიც, ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენა,“ – აცხადებს ლევან ბაღაშვილი.
„საშინელი ვითარება არის, არბოშიკელების უმრავლესობა ნაგავს ყოველდღიურად ხევში ყრის, სხვა გზა არ არის და როგორ მოვიქცეთ. ნაწილი არხში ყრის. ვცხოვრობთ ასე, ნაგავთან ერთად. ძალიან მადლობლები ვიქნებით რაიონის ხელმძღვანელობის, თუ ჩვენს თხოვნას გულთან მიიტანენ და ნაგვის მანქანა მოგვემსახურება, ამაზე უკეთესს სოფლისთვის მართლაც ვერაფერს გააკეთებდნენ. ეს ჩვენი სოფლის ყველა ოჯახს შეეხება და ნამდვილად ამოვისუნთქებთ,“ – აცხადებს სოფელ არბოშიკის მკვიდრი, პენსიონერი სიმონ ალადაშვილი.
„საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანა ძალიან მიჭირს. სოფლის თავში ვცხოვრობ და ნაგვის გადასაყრელად სოფლის ბოლოში მივდივარ–ხოლმე. კილომეტრებს მხოლოდ იმიტომ გავდივარ, რომ ნარჩენები ადგილამდე მივიტანო. ყოველდღე ამის კეთებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ, ამიტომ იძულებული ვარ ერთი კვირის მანძილზე ნარჩენები ტომარაში მოვათავსო, დავაგროვო და ერთიანად წავიღო... ეს მთელი მაჩხაანისთვის დიდი პრობლემაა, დამიჯერეთ, მთელი სოფელი შეწუხებულია ამით. ძალიან გამიხარდა, რომ ამიერიდან სოფლებს კვირაში ერთხელ სპეციალური მანქანა მოემსახურება. ამდენი წელია ეს პრობლემა ვერაფრით მოგვარდა,“ – აღნიშნავს სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები პედაგოგი დოდო ბოსტოღანაშვილი.
„მირზაანში ნაგვის გატანის პრობლემა ყველას აქვს. აქეთ დასუფთავების სამსახურის მანქანები არ დადიან და ყველა ძალიან ვწუხდებით. დღეს ნაგავს ყველა ხევებში ყრის და გარემო ბინძურდება. იძულებული ვართ სადაც ვცხოვრობთ, ყველამ ხევში ჩაყაროს, აბა ქუჩაში ხომ არ დავყრით. ძალიან ვწვალობთ, ავადმყოფი შვილი მყავს და გარეთ ვერც კი გავდივარ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი მაქვს. ჩემთვის დიდი შვება იქნება, თუ სამშაბათობით ნაგვის მანქანები ივლიან. ამ შემთხვევაში სოფელი აღარ დანაგვიანდება, აღარც ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და ანტისანიტარია იქნება და მშვიდად ვიქნებით. ეს სიახლე მირზაანში ყველას ძალიან გაუხარდა, დაუჯერებელი და სასიამოვნო ამბავია, მოულოდნელად ველოდებით ჩვენს სოფელში მანქანის გამოჩენას. იმედი გვაქვს, რომ გრაფიკი არ დაირღვევა და ინტენსიურად მოემსახურება გაწამებულ ხალხს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სოფელ მირზაანის მკვიდრმა ოლღა ლობჯანიძემ.
„სოფელ გამარჯვებაში უმრავლესობა ნაგავს სახლთან ყრის, ზოგს სხვა გამოსავალი რომ აღარ აქვს, ხევში, ან გზაზე ყრის. ზაფხულში კი ასე გადაყრილი ნაგავი სახიფათოა. თუ რაიონის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი უკვე გადაწყვიტეს და ამიერიდან მუდმივად დაგვეხმარებიან ნაგვის გატანაში, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება... დიდი საქმე გაკეთდება. რაც მეტი რამ გაკეთდება სოფლებში, ჩვენ თავს უფრო უკეთესად ვიგრძნობთ,“ – ამბობს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები დომენტი ფიროსმანაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
„ქართულ ოცნებას“ დედოფლისწყაროში ყოფილი გამგებელი უხელმძღვანელებს?!
რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ლიდერად ერთ–ერთი ყოფილი ჩინოვნიკი განიხილება. „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ზეწოლების მიუხედავად დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და ადგილობრივი კადრების ვინაობა მარტის პირველ ნახევარში სრულად გაირკვევა.
„ჯერჯერობით, პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვეტილი არ მაქვს. უნდა ითქვას, რომ ახლა ამ საკითხზე ჩამოყალიბებული არ ვარ. ისევე, როგორც მთელი საქართველო, მეც მუდმივად ტელევიზორთან ვარ და მოვლენებს თვალყურს ვადევნებ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული შემოთავაზება არ მქონია. თუ „ქართული ოცნებისგან“ რაიმე შემოთავაზება იყო – დავფიქრდები... ამჟამად გადაწყვეტილი არაფერია და თუ რამე გადაწყდა, ან ამ მხრივ აქტიურობა დავაპოირე, ამას ყველა გაიგებთ, მედიასთანაც ვითანამშრომლებ და რა კითხვებიც გაგიჩნდებათ, ყველაფერზე პასუხს გაგცემთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გელა იაკობიშვილმა.
2005-06 წლებში გელა იაკობიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა. 2006 წლის მარტში პროკურატურამ იაკობიშვილი 5 000 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
სოფელ საბათლოში მცხოვრები მარინა ჩოვუშიანი რაიონის გამგებელს მისი სოფლის გამგებლად დანიშვნის სანაცვლოდ ქრთამის გამოძალვაში ადანაშაულებდა. 2007 წელს სასამართლომ იაკობიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, 5 წლის ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა. გამგებელთან ერთად სამართალდამცველებმა იაკობიშვილის მძღოლი ზურაბ გონაშვილიც დააკავეს. გონაშვილი ფონდი „ქართუ“–ს პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავია.
„გელა იაკობიშვილი საკმაოდ ამბიციური ადამიანია და ამ ყველაფრის შემდეგ საკმაოდ რეალურად ჟღერს ის ვერსია, რომ მას კვლავაც რაიონის პირველი პირის სადავეების დაბრუნების სურვილი ჰქონდეს. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამის განხორციელებისთვის ყველა ღონე იხმაროს და არ არის გამორიცხული, ამ მიზნით, ივანიშვილის პარტიაშიც ვიხილოთ,“ – აცხადებენ კულუარებში.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ასლან აბაშიძის პარტია „აღორძინების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ნიკო გონაშვილი სავარაუდოდ, ქართული ოცნების კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განიხილება. ამ ვერსიებს, კულუარულად, ივანიშვილის ალიანსში შემავალი პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლებიც ადასტურებენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი ჯეონიუსი
понедельник, 27 февраля 2012 г.
საბათლოში აღმოჩენილი ნაქალაქარის გათხრები დაიწყება
მეცნიერები საბათლოში მიწის დამუშავების დროს აღმოჩენილი სვეტის ძირის წარმომავლობას სავარაუდოდ, მარტის თვეში შეისწავლიან. ამის შესახებ „ქიზიყს“ არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ აცნობა. სვეტის ძირი სოფელ საბათლოში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იაშა აღაჯაიანმა საკუთარი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას 2011 წლის 10 აპრილს აღმოაჩინა. ექსპერტების თქმით, შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაქალაქარი გაითხაროს.
„ჩვენი მიზანია დავადგინოთ ძეგლის რაობა და დავიცვათ შემდგომი განადგურებისგან. უნდა განვსაზღვროთ, რამდენად პერსპექტიულია და რისი გაკეთება შეიძლება მის შესასწავლად. ის, რომ მნიშვნელოვან აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, უკვე თავისთავად ცხადია“, - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა იულონ გაგოშიძემ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საბათლოში აღმოჩენილი უცნობი წარმომავლობის სვეტის ძირი, ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში აგებული შენობის ნაწილი უნდა იყოს. სვეტის ძირი ამჟამად ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ინახება. ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა საბათლოში რომაელი ლეგიონერების დროებითი სადგომი.
გასულ წელს საბათლოში აღმოჩენილი უნიკალური ნივთის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად "ქიზიყმა" დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის გიორგი ყოჩიაშვილის ცნობებზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად გაავრცელა. /ქიზიყი/ რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ; ექსპრესნიუსი ;
суббота, 25 февраля 2012 г.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
განაცხადები მიიღება შემდეგ პოზიციებზე:
• საკრებულოს ტექნიკური მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 410 ლარი);
• გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 500 ლარი);
• გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 700 ლარი);
• გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 420 ლარი)
• გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსის) ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 420 ლარი);
• გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტის (მეხანძრე) ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 350 ლარი);
• გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტის (მძღოლი) ვაკანტურ თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო 350 ლარი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება 2012 წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, უქმე დღეების გარდა ყოველდღიურად იწარმოებს.
კონკურსი გასაუბრების ფორმით 2012 წლის 10 მარტს ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში გასაუბრება შაბათს, დილის 11 საათიდან დაიწყება.
კულუარული ინფორმაციით, ჩამოთვლილ ვაკანსიებზე გამსვლელი კანდიდატების დიდი ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. /ქიზიყი/
пятница, 24 февраля 2012 г.
ჟურნალისტ სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატის მიმართვა
სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ადვოკატი ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს, პარლამენტარებსა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს საქმის მონიტორინგს და რეაგირებას სთხოვს.
„გთხოვთ, რომ ამ შეთითხნილ საქმეზე აწარმოოთ მონიტორინგი, საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და საქმის დეტალების შესახებ შეატყობინოთ საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომელთაც თქვენ პერიოდულად ხვდებით.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ, როცა გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ სასამართლო, რომელმაც ნიკოლაშვილის საქმე უნდა განიხილოს, ამჯერადაც ნოტარიუსის ფუნქციას შეასრულებს და დაამოწმებს იმას, რასაც პროკურატურიდან უბრძანებენ, სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ქმედითი დახმარება მხოლოდ და მხოლოდ სახალხო დამცველის, ჟურნალისტების, პარლამენტარების და საქართველოში არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიურობას შეუძლია. რასაკვირველია, სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, რომელსაც ამჟამად ქმედითად ვახორციელებ“, - აცხადებს მიმართვაში მამუკა ნოზაძე.
ადვოკატს მიაჩნია, რომ სოფო ნიკოლაშვილი მსხვერპლია პოლიციის მხრიდან ძალადობისა. მისი განცხადებით, ნიკოლაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის დეტექტივ - გამომძიებლმა გიორგი სიბაშვილმა გააუპატიურა, რომელსაც დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის, რომ ე.წ. დაზარალებულის ძმა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რეგიონალური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი; მამა, გოჩა სიბაშვილი არის გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე, ხოლო მამის ძმა, გიორგი სიბაშვილი კახეთში გუბერნატორის პირველი მოადგილეა.
ნიკოლაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება.
დედოფლისწყაროში სიმსივნით დაავადებულთა რეგისტრაციამ იმატა
2009 წელს დედოფლისწყაროს რაიონში აღრიცხვაზე 40 პაციენტი იდგა, 2010 წელს – 37. 2011 წელს – 55. დაავადებულთაგან ქალებში მკერდის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნე დომინირებს, მამაკაცებში კი – ფილტვის, შემდეგ კუჭის და ღვიძლის დაავადებები მოდის.
გამოკვეთილი მატების ტენდენციის მიუხედავად, რაიონის მთავარი ონკოლოგი მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობიდან გათვლილი პროცენტი საგანგაშო არ არის.
,,ეს ციფრი უშუალოდ ჩვენს კლინიკაში და სოფლის ამბულატორიებში დაფიქსირებული მაჩვენებელია. ადრე ერთი რესპუბლიკური ცენტრი არსებობდა, ამიტომ გვქონდა სრულად შესაძლებლობა აღგვერიცხა და საქმის კურსში ვყოფილიყავით. ახლა მრავალი საავადმყოფო გაიხსნა და თითქმის ყველას აქვს ონკოლოგიური განყოფილება. ასეთი სიტუაციაში მათგან ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად, შუძლებელია. ჩვენს მონაცემებში შეიძლება იყოს ცდომილება, მაგრამ სხვაობა დიდი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება 2010 და 2011 წლების სხვაობას, რომელიც სხვა წლებთან შედარებით გაზრდილია და 18 ერთეულს შეადგენს, ვფიქრობ ეს სადაზღვევო პოლისების ზრდამ გამოიწვია. ხალხს ეკონომიუად უჭირს და ვიდრე ავადმყოფობა არ შეაწუხებს, იქამდე თავს იკავებს ექიმთან მისვლისაგან, სადაზღვევო პოლისი კი მათ ეხმარება," - აღნიშნავს ნუკრი ბაღაშვილი.
კირქვის კარიერებისა და კირის საამქროების სიმრავლისა, თუ რუსულ სამხედრო ბაზებზე დანატოვარი რადიაციული ნივთიერებების გამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია სიმსივნური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის ზონას მიეკუთვნება. /ქიზიყი/
გამოხმაურება: ჯეონიუსი ; ნიუსლაინი
მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დამატებითი, არაგეგმიური სამუშაოები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა განაცხადა, დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, საკრებულოს №6 განკარგულებით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რომელიც გზების თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდის სამუშაოებს მოხმარდა.
საგანგებო ვითარებისა და უამინდობის გამო დედოფლისწყაროს საკრებულომ 10 თებერვალს რიგგარეშე სხდომა გამართა. /ქიზიყი/
четверг, 23 февраля 2012 г.
დასუფთავების სამსახური კიდევ 5 სოფელს მოემსახურება
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უკვე შედგენილია გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც თითო დღე კვირაში თითო სოფელს დაეთმობა. წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად, ორშაბათობით მომსახურეობა გაეწევა სოფელ ზემო მაჩხაანს, სამშაბათობით – მირზაანს, ოთხშაბათს – არბოშიკს, ხუთშაბათს – ოზაანს, ხოლო პარასკევს – გამარჯვებას.
„ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ქალაქ დედოფლისწყაროს სოფლების: სამრეკლოს და ხორნაბუჯის ტერიტორიებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და დამუშავების მდგომარეობა, რაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და მუნიციაპლიტეტის გამგეობასთან არსებული შპს ,,სერვისი-2007“-ის წარმატებული მუშაობის შედეგია. აღნიშნული ორგანიზაცია აღჭურვილია სჭირო სპეცტექნიკით და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მომსახურეობას,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს გამგეობაში.
როგორც ჩამოთვლილი სოფლის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, სიახლე დედოფლისწყაროს პერიფერიებში ანტისანიტარიის პრობლემას ბევრად გააუმჯობესებს.
არასამთავრობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციის თანახმად, დედოფლისწყაროს, როგორც გაუდაბნოებისკენ მიდრეკილ მუნიციპალიტეტში, ნაგვის გატანის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედოფლისწყარომ გაუდაბნოებასთან საბრძოლველად სხვა ნაბიჯებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მისი თქმით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას ამ მხრივ გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს. /ქიზიყი/
თამაზ თამაზაშვილმა ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი თქვა
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლები გია ჯერვალიძე და გიორგი ფოცხვერაშვილი დაიკითხნენ, რომლებიც ქალაქ დედოფლისწყაროში ძნელაძის ქუჩაზე მდებარე თამაზაშვილის ბინის ჩხრეკას მოწმის სტატუსით ესწრებოდნენ.
„თავად თამაზაშვილიც და მეც, როგორც მისი ინტერესების დამცველი, მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ, რადგან მისთვის ივანიშვილის განცხადებამდე არავის არანაირი კითხვა არ გასჩენია. მოწმეთა ნახევარი ამჟამად უკვე დაკითხულია. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მის საცხოვრებელ სახლში იარაღის აღმოჩენის დროს დედოფლისწყაროს გამგეობის და პოლიციის თანამშრომლები დაისწრეს მოწმის სახით. ანუ ის ხალხი, ვინც უყოყმანოდ დაემორჩილებოდა მათ და იტყოდა, რომ იარაღი ნამდვილად ნახეს. ანუ, ჩხრეკას ხელიუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რაც დაულაგეს, იმას მოაწერეს ხელი... გამგეობის თანამშრომლებმა თქვეს, არ გვინდოდა, მაგრამ მოწმედ წასვლა გვაიძულესო. დაკავების შემდეგ თამაზ თამაზაშვილზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს, თვითონ ჯანმრთელად არის, თავს მხნედ გრძნობს და ყველა კანონიერი საშუალებებით აპირებს სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლოს და განუკითხაობას არ შეეგუოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დაკავებულის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
ახალი კოდექსით, პროკურატურა სასჯელის კონკრეტულ ზომას აღარ ასახელებს, მხოლოდ დამნაშავედ ცნობას ითხოვს და სასჯელს სასამართლო განსაზღვრავს.
თამაზ თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრისა და საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. თამაზაშვილი, მეტსახელად „ძიგო“ 2011 წლის 10 ოქტომბერს ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ დააკავეს. ის შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ თამაზაშვილი მძევლად აიყვანა. ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით კი, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ცნობისთვის, ექს–ძალოვანის დაკავებიდან რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში, თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. /ქიზიყი/
გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი
среда, 22 февраля 2012 г.
ექსპერტების აზრით, ხელისუფლებას შეეძლო ვაუჩერებში დახარჯული თანხით დედოფლისწყარო გაუდაბნოებისგან გადაერჩინა
„არადა ხელისუფლებას 77 მილიონი ლარი შეეძლო უფრო გონივრულად გამოეყენებინა, თუნდაც სოფლის მეურნეობაში - სარწყავი სისტემის მოწესრიგებისთვის, ან გაუდაბნოებული დედოფლისწყაროს რაიონის გადასარჩენად. ეს ყველაფერი ისევ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაკეთდებოდა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“.
„შარშან თებერვალში ენერგოვაუჩერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო, სასურსათო ვაუჩერი ბიუჯეტს 31,429 მილიონი ლარი დაუჯდა. შემოდგომას თბილისის მერიამ მოსახლეობისთვის 5-ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი მოიფიქრა. 5-ლარიანი ვაუჩერი 1 050 000 სამგზავრო ბარათზე ჩაირიცხა, შესაბამისად, თბილისის მერიამ ამ საჩუქრისთვის 5,250 მილიონი ლარი გაიღო. შარშან, სულ ვაუჩერებში 53,679 მილიონი ლარი დაიხარჯა. დეკემბერში კი ხვნა-თესვის პრობლემის გადასაჭრელად მორიგი 30-ლარიანი ვაუჩერი დაიბეჭდა, რომლის დაფინანსებაც (24 მილიონი ლარი) 2012 წლის ბიუჯეტს ხვდა წილად“, - აღნიშნავს გამოცემა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პიარისთვის დახარჯული თანხა. თუ ხელისუფლება ხალხზე მართლა ზრუნავს, ამ მილიონებს თუნდაც სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის გამოიყენებდა, მოურწყველობის გამო მოსავლიანობა ყოველწლიურად მცირდება; ანდა გაუდაბნოებულ დედოფლისწყაროს უშველიდა“, - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი „რეზონანსთან“ საუბარში.
გაზეთის ცნობით, ამ ეტაპზე, გათვლები არ დასრულებულა პრეზიდენტის კიდევ ერთ სოციალურ ინიციატივაზე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამოქმედდება საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც ხანდაზმულებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. „დავუპლომბოთ“, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ... როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ.
вторник, 21 февраля 2012 г.
ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში საქმიანი შეხვედრები გამართა
„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ღარიბაშვილს თან ახლდა მისი ცოლისძმა, სკანდალურად დაკავებული, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, ლექსო თამაზაშვილიც.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ, ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ უზუნაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ექვსთვიანი ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა.
„დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და კოალიცია იმუშავებს. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვინაობა დედოფლისწყაროში და ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახმაურდება. ამჯერად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. დედოფლისწყაროში ჩამოვედი და საქმიანი შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან. სულ მალე დედოფლისწყაროში ჩვენი შტაბი გაიხსნება, “ – ექსკლუზიურად განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მდებარე იმავე შენობაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს, „ქიზიყის“ ინფორმაციით, გარკვეულ კომერციულ ფართს ფლობს თამაზ თამაზაშვილი. ერთ–ერთი ვერსიით, ოფისის დაცლის შემდეგ ივანიშვილის მოძრაობა იმავე შენობის პირველ სართულზე თამაზაშვილის სუპერმარკეტის ფართს დაიკავებს. ამ ფაქტს ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. დედოფლისწყაროში ყოფნისას ღარიბაშვილი და თამაზაშვილი სწორედ ამ სუპერმარკეტში დააფიქსირეს.
„რესპუბლიკური პარტიის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი ადასტურებს, რომ ორშაბათს, 20 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.
სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს ექს–რწმუნებულის, ტარიელ ღარიბაშვილის ვაჟი, ირაკლი ღარიბაშვილი ახლახან დასახელებული „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხუთეულში შედის. ის დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა და გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
понедельник, 20 февраля 2012 г.
ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქალაქ დედოფლისწყაროში უნარშეზღუდულ მოზარდებს ეტლები გადასცეს
როგორც „ქიზიყს“ საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა განუცხადა, ეტლების შესაძენად მუნიციპალიტეტმა სახსრები თავად გამონახა.
19 თებერვალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ივანე ხელაშვილი ესტუმრნენ. მათ სოფელ არხილოსკალოში 8 წლის გოგა ბუჩუკურს, ზემო ქედში 6 წლის ნატო ვეშაგურს, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროში 14 წლის მალხაზ ლურსმანაშვილს ადგილობრივი ხელისუფლების საჩუქარი საცხოვრებელ სახლში მიუტანეს და მათი პრობლემები პირადად მოისმინეს.
„მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროში საქველმოქმედო ფონდი „ნუგეში“ მოქმედებს, სადაც ჩვენი ხელფასიდან შემოწირულობას ვაკეთებთ. ამჯერად, ჩვენი ძალებით სამი ეტლის შეძენა მოვახერხეთ. შესაძლოა, მათზე გაჭირვებული სხვაც მრავლად იყო, მაგრამ წონების მიხედვით გადავეცით. უზომოდ შეჭირვებული ყოფა აქვთ, ადგილზე ჩასულებს ძალიან მძიმე ვითარება დაგვხვდა, რამაც ჩვენზე ემოციური გავლენა იქონია. ეტლის შეძენა საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება, თუმცა მომავალშიც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდეს და ყველა უნარშეზღუდულს ყოფა შევუმსუბუქოთ,“ – აცხადებს ზაზა ფიროსმანაშვილი.
სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ბუჩუკურების მრავალშვილიან ოჯახში აცხადებენ, რომ მათი ეტლი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მცირეწლოვანი უნარშეზღუდული შვილის გადაადგილება, უკვე მერამდენე თვეა, ნათხოვარი ეტლით უხდებოდათ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს უკვე მეორე თვეა სოციალური სააგენტოდან ყოველთვიური საარსებო შემწეობაც შეუწყდა, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო გაართულა.
„ოთხი შვილი მყავს, სამი გოგონა და ერთი ბიჭი, ბიჭს ცერებრალური დამბლა აქვს. ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, ეტლი რომ გაფუჭდა, ვეღარაფერს ვახერხებდით. არადა ბავშვი რაც იზრდება ყოველდღიურად უფრო მძიმდება და კისერზე ჩამოკიდებულს მისი გადაადგილება გვიჭირდა. სხვა გზა რომ არ გვქონდა ეტლი ნათესავს ვეთხოვეთ, თუმცა ისიც საკმაოდ მოძველებული იყო. ამასწინათ, სოფლის ამბულატორიაში მკითხეს, ეტლი თუ გჭირდებათო და ჩვენი მდგომარეობა დაწვრილებით ავუხსენი. იმედი არ მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ, თუმცა მოულოდნელად გამგეობიდან გვესტუმრნენ და ეს საჩუქარი მოგვიტანეს. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ეს ეტლი ახალია და ამ მხრივ პრობლემები აღარ გვექნება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სტუმრებმა ძალიან გაგვახარეს. ჩვენი სახსრებით ეტლის შეძენას ვერსაოდეს მოვახერხებდით და ვიყავით ასე ღვთის ანაბარა... აქამდე სოციალურ დახმარებას ვიღებდით, თუმცა ერთ თვეზე მეტია, რაც შეწყდა. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩემი მეუღლე დროებით ოჯახიდან წასული იყო და ამის გამო დახმარება შეგვიწყდა. არადა, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. საჭმელს, წამალს და ყველაფერს დახმარების სახით აღებული ფულით ვყიდულობდი. ბავში ისევ პამპერსს ხმარობს, ამას გარდა უამრავი პრეპარატი ესაჭიროება. თქვენ წარმოიდგინეთ, ფქვილსაც მისი პენსიით ვყიდულობთ ხოლმე. ორი წელია, რაც სიღარიბის დაძლევის პროგრამით სოციალური სააგენტოდან დახმარებას ვიღებდი, გასულ თვეს უკვე ვეღარ ავღე და ამჯერად შეჩერებული გვაქვს. არ ვიცი, ამიერიდან რა გვეშველება. ჩვენი საცხოვრებელი სახლიც ძალზე ცუდ ვითარებაშია. სახლის უკანა ნაწილი მორყეულია, კედლები თოვლის გამო გადაწეულია და მეშინია არ ჩამოინგრას და მცირეწლოვანი ბავშვები ქვეშ არ მოიყოლოს. შიშით ვერც სამზარეულოში შევდივარ. საძინებელში სველი კედლებია, სულ ნესტიანდება ყველაფერი,“ – აცხადებს „ქიზიყთან“ საუბარში უნარშეზღუდული მოზარდის დედა, სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი დალი ბუჩუკური.
ქალაქ დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ერთ–ერთი უნარშეზღუდული მოზარდის, 14 წლის მალხაზ ლურსმანაშვილის ოჯახი მარჩენალდაკარგულია. შეგახსენებთ, მოზარდის მამა 45 წლის ზურაბ ლურსმანაშვილი 2011 წლის 18 სექტემბრის საღამოს ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ამგვარი საქველმოქმედო აქციები კვლავაც აქტიურად გაგრძელდეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
სოციალური სააგენტოს უფროსად ზურაბ ზურაშვილი დანიშნეს
სააგენტოს ახლადდანიშნული უფროსი ზურა ზურაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლო მომავალში რაიმე სახის საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რადიკალური და კონკრეტული გეგმები არ აქვს და ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.
„განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ, ჩვეულებრივ ვიმუშავებთ. ჩვენი თანამშრომლები ჩვეული წესით მუშაობენ. მოსახლეობის პრეტენზიები ჩვენს მიმართ და უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა ერთიანი სისტემით ვმოქმედებთ და ბევრი გადაწყვეტილების მიღება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა, დედოფლისწყაროელი სოციალური აგენტების უსამართლო ქმედებებიც დაფიქსირებულა, თუმცა რაც მე ვარ ასეთ ფაქტს ვერ ვიხსენებ. მაგრამ, აგენტების ნაწილმა სამსახური დატოვა და ამჟამად სულ ახალი შემადგენლობა გვყავს. რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცდებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ზურა ზურაშვილი სოციალურ სააგენტოში 2005 წლიდან მუშაობს. დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნესის და მარკეტინგის უმაღლესი ინსტიტუტი – ეკონომისტის სპეციალობით.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნატროშვილის ზურაშვილით ჩანაცვლება არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი ხელმძღვანელის მუშაობის პერიოდს დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში არაერთი სკანდალი უკავშირდება.
ცნობისთვის: ადგილობრივი სააგენტოს უსამართლო მუშაობასა და იქ არსებული განუკითხაობის თაობაზე მოქალაქეებმა ყურადღება დედოფლისწყაროში ჩამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილეს და ვითარების გამოსწორებაში დახმარება ითხოვეს. სოფელ სამრეკლოში 16 თებერვალს შეკრებილმა მოსახლეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს ირონიული ტონით „აგენტები“ უწოდა.
წინა ხელმძღვანელის მმართველობის პერიოდში უკმაყოფილო მოქალაქეების ცხოვრების და შენიშვნების ამსახველი ინფორმაციები დედოფლისწყაროდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდებოდა. სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფი ცოლ–ქმარი შალვა და ევგენია ხარაშვილები სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილ უფროსს უპირისპირდებიან და პირადი ინტერესებით მუშაობაში ადანაშაულებენ: „4 ქათამი გყავთ და დახმარება აღარ გეკუთვნითო. სოც-აგენტმა გია გუგენიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა და დაუმსახურებლად შეგვიწყვიტეს დახმარება,“ – აცხადებენ ხარაშვილები.
ზურა ნატროშვილმა განმარტა, რომ ხარაშვილმა, რომელიც შრომის გმირია, 40 წლის წინ ჯილდოდ ავტომანქანა მიიღო, რომელიც დეკლარაციაში წერია და დახმარების შეწყვეტა ამან გამოიწვია. ძველისძველი ავტომანქანა ხარაშვილებს მაშინაც ჰყავდათ, როდესაც დახმარება დაენიშნათ, თუმცა მაშინ ამას სააგენტოსთვის ხელი არ შეუშლია...
სხვათაშორის, სააგენტოს კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელიც ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ ადასტურებდა, რომ დედოფლისწყაროში ამ კუთხით უსამართლობას ხშირად ჰქონდა ადგილი, რის გამოც ნატროშვილის გათავისუფლების თაობაზე ხმები რამდენჯერმე გავრცელდა. დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, როდესაც აგენტების მიკერძოებული მიდგომის შედეგად დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე ფინანსურად საკმაოდ შეძლებული მეწარმის ოჯახი ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებდა.
კატასტროფულად ხშირად ფიქსირდებოდა ისეთი ფაქტებიც, როდესაც უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრები მარტოხელა, ან ღატაკი მოქალაქეები მოულოდნელად დახმარების გარეშე რჩებოდნენ და ადგილობრივი სააგენტო ფულად შემწეობას მათ აბსურდული მიზეზით უჩერებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ზურაბ ნატროშვილი სააგენტოში ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რასაც დედოფლისწყაროში მწვავე შეფასებები მოჰყვა.
დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიციური პარტიებისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ზურაბ ნატროშვილის მუშაობას უარყოფითდ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის ამ სფეროსთვის უნდა ჩამოეშორებინათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
воскресенье, 19 февраля 2012 г.
ბრძოლა წესების გარეშე – დედოფლისწყაროელები კავკასიის პირველობაზე
შეჯიბრში მაჩხაანიდან გუნდის ორი ახალბედა წევრი მონაწილეობდა, გამოუცდელობის მიუხედავად მათ კარგად იბრძოლეს, თუმცა საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ.
შეჯიბრზე მაღალი ოსტატობა აჩვენეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს ზემო მაჩხაანის აღმოსავლური ბრძოლების გუნდის გამოცდილმა სპორტსმენებმა. რომელთა სახელები და მიღწევები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ისინი მრავალი ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები, მათ შორის საქართველოს ჩემპიონებიც არიან. ესენი ძმები სანდრო, გიორგი და სოსო ნატროშვილები არიან, რომლებიც მამისგან, როგორც მწვრთნელისგან, არავითარ შეღავათს არ გრძნობენ. ამიტომაც აქვთ ასეთი წარმატებები. კავკასიის პირველობაზე გიორგიმ სახეობაში „ბრძოლა წესების გარეშე“ – პირველი ადგილი დაიკავა. ძმას მხარი არც სანდრომ ჩამოუგდო და მანაც თავის წონაში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ კატეგორიაში ნაბოლარა ძმამ – სოსომ მეორე ადგილი მოიპოვა. მათ წარმატებები ჰქონდათ K1–ის წესებით ბრძოლაში. გიორგიმ მეორე ადგილი დაიკავა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ მან პირველივე შეხვედრის დროს ფეხის ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან ასეთი ტრავმით შეუპოვრად იასპარეზა და ათი ბრძოლა ჩაატარა.
ამავე კატეგორიაში პირველი ადგილი სანდრომ დაიკავა, ხოლო სოსო ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა, რადგან მას ბრძოლა ორივე კატეგორიაში თავისზე საკმაოდ მძიმე წონის სპორტსმენებთან მოუხდა. ძმების ასპარეზობით კმაყოფილი დარბაზი გულშემატკივრობდა მათ და აპლოდისმენტებს არ იშურებდა მათ გასამხნევებლად.
კავკასიის ჩემპიონატში, მონაწილეობას დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციაც იღებდა. ტურნირზე გამოსულმა ორივე სპორტსმენმა საპრიზო ადგილის აღება შეძლო. როგორც ფედერაციიდან გაზეთ „ქიზიყს“ აცნობეს, ნიკა ჩიტიშვილმა და ლევან წიკლაურმა მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლუბს სპორტის სამსახურიდან დაფინანსება შეუწყდა, ფედერაციაში ვარჯიშები სრული დატვირთვით მიდის და მომავლის იმედს არ ვკარგავთ.
შეჯიბრზე ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის კიკ-ბოქსინგის და სასომხეთის ტაეკვონდოს ITF ფედერაცია, ასევე საქართველოს ხელჩართული ბრძოლების ფედერაცია, ხრიდოლის ფედერაცია, უშუ–ს ეროვნული ფედერაცია, ასევე ბორჯომის, თბილისის, გორის და ზუგდიდის კიკ-ბოქსინგის კლუბები.
„საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლები იყო და ჩვენმა სპორტსმენებმაც გამოცდილება აიმაღლეს. ასევე უნდა აღინიშნოს შეჯიბრების ორგანიზების მაღალი დონე. რადგან ჩვენი სპორტსმენები საკმაოდ გამოცდილები და ტიტულოვნები არიან, მათ მხოლოდ რამდენიმე ქულა დააკლდათ ჩემპიონობამდე და ოქროს მედალის მოპოვებამდე,“ – განუცხადეს „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციაში.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
суббота, 18 февраля 2012 г.
ჯარში დედოფლისწყაროდან 25, კახეთიდან კი 300-მდე წვევამდელს გაიწვევენ
საგაზაფხულო გაწვევა 2012 წლის 23 იანვრიდან დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. კახეთის რეგიონიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში 300-მდე წვევამდელს გაიწვევენ.
შეგახსენებთ, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის 15 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს: „აღნიშნული კანონი ძალაში შესვლის შემდეგ ახლანდელ წვევამდელებზე არ გავრცელდება. 2008 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთ წლიანი გახდა, მანამდე კი 18 თვიანი იყო. შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირები იმ კანონით დადგენილ ვადებში იმსახურებენ, რომლის მოქმედების ვადაშიც მოხდა მათი გაწვევა“, - აცხადებენ სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურებში. მოსახლეობა კი სავალდებულო სამსახურის ვადის ზრდას უარყოფითად აფასებს.
пятница, 17 февраля 2012 г.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ცხვრის ექსპორტის მონაცემების გაყალბებაზე საუბრობს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 90 პროცენტით გაიზარდა და 15 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ცნობით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 65 ათასით მეტი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა და მთლიანობაში 165 ათასი სული შეადგინა.
თავის მხრივ ბექა გონაშვილი "ქიზიყთან" საუბრისას მიიჩნევს, რომ საზღვრებს გარეთ გასული ცხვრის ოდენობა გაცილებით მეტია. ის ვარაუდობს, საქართველოდან გასულ წელს 177 ათასზე მეტი ცხვარი უნდა გასულიყო.
„2010 წელს საქართველოდან გავიდა 177 ათასი სული. ოფიციალურ მონაცემებში დაწერეს 100 ათასი გავიდა, 2011 წელს კი 165 ათასი და ამხელა ზრდა დაფიქსირდაო. შარშანდელი თანხა სულზე საშუალოდ დაახლოებით 95-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს ცხვარი უკვე გაძვირდა და 110 დოლარს მიაღწია. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე გაყვანილი ცხვრიდან შემოსული თანხა 17 მილიონს გადააჭარბებდა,“ – ამბობს გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წელს არათუ ექსპორტის ზრდა, არამედ კლება ფიქსირდება, ამის მიზეზი კი მრავალია. ბექა გონაშვილი ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საძოვარ ტერიტორიებზე გადასახადის ზრდას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ფერმერს ცხვრის გამრავლება გაცილებით ძვირი უჯდება, რაც თვითღირებულებას ზრდის.
„წელს ექსპორტმა იკლო, რადგან ლოჯისტიკაში ცუდი ვითარება გვაქვს, ასევე იკლო იმიტომ, რომ ცხვრის ფასმა იმატა. თავად გლეხს წვრილფეხა პირუტყვის შენახვა გაუძვირდა. როგორც ცნობილია, საძოვრის გადასახადი დედოფლისწყაროში 3 ლარიდან 17 ლარამდე გაიზარდა და ეს ხომ შესაბამისად აისახება ცხოველის ღირებულებაზე? საძოვრის გადასახადი რამდენიმე თვის წინ გაზარდეს. სახელმწიფომ 15 ლარით განსაზღვრა და ადგილობრივმა საკრებულოებმა კი დამატებით კიდევ 2 ლარით გაზარდეს. თვითმმართველობის ორგანოს მხოლოდ გადასახადის მომატება შეეძლო. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში არის უამრავი ბროკერი, რომელთა არაპროფესიონალიზმისა და თაღლითური ფაქტების გახშირების გამო ინვესტორი საქართველოში აღარ ჩამოდის,“ – აღნიშნავს ბექა გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2012 წლისთვის ექსპორტზე არაუმეტეს 5–6 000 სული ცხვარია გასული, მათ შორის 1 000 ყატარში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება : მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; პრაიმნიუსი ; გაზეთი საქართველო&მსოფლიო
четверг, 16 февраля 2012 г.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი სოფელ სამრეკლოს ეწვია
თავდაპირველად მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. ქალაქ დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში გამართული სხდომა დახურული იყო. მას მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ დასწრებიან.
აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს ეწვივნენ. ზურაბ მელიქიშვილი არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა.
შეხვედრაზე მწვავედ დაისვა მიწებთან და მის გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემები, პენსიების დაყადაღების საკითხი, ჯანდაცვის და უმუშევრობის პრობლემა. სამრეკლოელები სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუპირისპირდნენ და მის ადგილობრივ ფილიალს არაობიექტურობაში დასდეს ბრალი. მოსახლეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს „აგენტები“ უწოდა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ადგილობრივებთან ერთად მიმოიხილა მიმდინარე რეფორმები და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. მისი თქმით, სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის პაკეტს მიიღებს ყველა პენსიონერი და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვი.
მოსახლეობასთან შეხვედრაში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. /ქიზიყი/
ინტერესთა კონფლიქტის გამო გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსი თეა ლეკაშვილი გათავისუფლდა
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი ქორწინება გახდა, რის შემდეგაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიშვა. თეა ლეკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილზე ახლახან იქორწინა.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება საჯარო მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.
როგორც „ქიზიყს“ გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განუცხადეს, ამჟამად უფროსის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მზია გოგაშვილი ასრულებს.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი კონკურსს გამოაცხადებს.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, თეა ლეკაშვილი მუშაობას არასამთავრობო სექტორში განაგრძობს. ის კავშირ „ახალ სიტყვა – ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია დონორების ფინანსური დახმარებით საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. ლეკაშვილი მანამდე გამგებლის თანაშემწედ და გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობდა.
ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დედოფლისწყაროში 2011 წლის 27 იანვარს გაიხსნა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი ჯეონიუსი
среда, 15 февраля 2012 г.
ქალაქ დედოფლისწყაროს რწმუნებულმა ორგანიზაცია "ქართული ოცნება" ოფისის გარეშე დატოვა?!
„გამგეობასთან ახლოს მდებარე შენობაში, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროს რწმუნებულს სოსო უზუნაშვილს ეკუთვნის, რესპუბლიკურ პარტიას დაქირავებული გვაქვს ორი ოთახი. აქვე თავისუფალია სხვა ოთახებიც. როცა „ქართულმა ოცნებამ“ ოფისის აღება გადაწყვიტა, თბილისიდან ჩამოსული წარმომადგენლები გაესაუბრნენ შენობის მეპატრონეს და სამი ოთახი იქირავეს. გააფორმეს კონტრაქტიც. მეორე დღეს, დილითვე, შენობის მეპატრონე მოვიდა. ძალიან შეწუხებული იყო, ტიროდა. მითხრა, რომ ამ სამ ოთახზე ხელშეკრულება უნდა გავაუქმოო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ტოკლიკიშვილმა.
- არ ჰკითხეთ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი რა გახდა?
- თქვა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა. ჩემთვის ისედაც გასაგები იყო ყველაფერი.
- „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება თუ გააუქმა, რესპუბლიკურ პარტიას ოფისთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს?
- ჩვენ ცალკე გვაქვს ხელშეკრულება დადებული. ეს ოთახები 2010 წელშიც გვქონდა ქირით აღებული, მერე შევწყვიტეთ ხელშეკრულება, 2011 წლის დეკემბერში ისევ გავაგრძელეთ. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ექვსთვიანი ხელშეკრულება. მაისის ბოლოს იწურება ხელშეკრულების ვადა. თებერვლის ჩათვლით თანხა წინასწარ გვაქვს ჩარიცხული. ხელშეკრულებაში პირობებია გაწერილი, რომ მისი ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში მეპატრონეს ზიანის ანაზღაურება მოუწევს. ვადა რომ გავა, შეიძლება აღარც ჩვენ გაგვიფორმოს. შეიძლება მანამდეც შეგვიწყვიტოს“.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოსო უზუნაშვილსაც დაუკავშირდა. ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია.
- ბატონო სოსო, რატომ გააუქმეთ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება?
- სხვა უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა.
- ვინმემ უფრო მეტი შემოგთავაზათ?
- კი.
– ვინ?
- კერძო ორგანიზაციაა.
- ვინ არის, ვერ გვეტყვით?
- არა, ვერ გეტყვით.
- უკვე გაქირავებული გაქვთ ოფისი?
- ჯერ არა.
- ხელშეკრულება იმიტომ ხომ არ გააუქმეთ, რომ თქვენზე ზეწოლა განხორციელდა?
- არა, არავითარი ზეწოლა.
- დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე რამდენია ხანია მუშაობთ?
- 2 წელია“.
ნინო კორაშვილი ICK
вторник, 14 февраля 2012 г.
ბოტულიზმის დიაგნოზით სოფელ ქვემო ქედიდან თბილისში გადაყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა
გარდაცვლილის ვაჟის დავით გოგოლაურის განმარტებით, დიდთოვლობისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო ცხედარის გადასვენებაში ოჯახს პრობლემა შეექმნა:
„ფული არ გვქონდა და ცხედარის გადასასვენებლად ტრანსპორტის დაქირავებაც ვერ მოვახერხეთ... სხვა გზა არ იყო, ჩვეულებრივი მანქანით ძლივს გადმოვასვენეთ. ძალიან გაჭირვებული ოჯახი გვაქვს, სოციალურმა სააგენტომ ისეთი მაღალი ქულები მოგვანიჭა ვერც დახმარებას ვიღებთ და ვართ ასე. საერთოდ, მამაჩემს გულის პრობლემები ბოლო დროს სულ ჰქონდა, თუმცა ახლა მოიწამლა და მდგომარეობა ამიტომ გაურთულდა,“ – ამბობს დავით გოგოლაური.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან თბილისში მამაკაცი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ 13 თებერვალს გადაიყვანა. ის სახლის პირობებში დამზადებული კიტრის მწნილით მოიწამლა.
„პაციენტს მხედველობის გაორება და ყლაპვის გაძნელება აღენიშნებოდა. მას პირველადი გადაუდებელი დახმარება ადგილზე გავუწიეთ. პაციენტი საშუალო სიმძიმის იყო, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან შემოყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო,“ – ამბობს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი შვილის უგზო–უკვლოდ გაუჩინარებასაც განიცდიდა. მისი უმცროსი ვაჟი 34 წლის ემზარ გოგოლაური გასული წლის 4 მაისს სახლიდან გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. პოლიციამ მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნო, შსს მის საძიებო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება: მედიანიუსი ; რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ;
понедельник, 13 февраля 2012 г.
სოფლის მეურნეობის დარგში გამგებელს ახალი მოადგილე ჰყავს
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში განმარტავენ, რევაზ ქოქიაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტი, აგროტექნოლოგიის სპეციალობით. ის 2001-2010 წლებში მუშაობდა ლომოურის სახელობის კახეთის საცდელ სადგურში – პირველადი მეთესლეობის აგროტექნოლოგად, ხოლო 2010- 2011 წლებში შ.პ.ს. „ბორან სოფქიმია“- ში_ კონსულტანტად. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სტაჟირება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე ცვლილება შეიტანა ამავე წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ახალი მოადგილის დამატებას სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში. აღნიშნული შტატი გამგეობაში ახლა დაეშვა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, რევაზ ქოქიაშვილი სიღნაღის რაიონის მკვიდრია. კულუარული ინფორმაციით, ის კახეთის გუბერნიის რეკომენდაციით დაინიშნა. სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, მათთვის საკმაოდ მაღალი შრომითი ანაზღაურებაა გათვალისწინებული. /ქიზიყი/
воскресенье, 12 февраля 2012 г.
ტყუპები ერთად და ცალკ-ცალკე...
დიდი შრომა და უძილო ღამეები დასჭირდა ბავშვების გაზრდას, მათ ჯანმრთელობას, განვითარებას. ამ ყველაფერში მარინას პროფესიული ცოდნაც უდაოდ დაეხმარა. ბიჭები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, ერთნაირად აცმევდნენ, ერთნაირად ვარცხნიდნენ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და.. უჭირდათ მათი გარჩევა აღმზრდელ მასწავლებლებსაც კი. ორივე ისე კარგათ სწავლობდა, მასწავლებლის მოტყუება და ერთმანეთის ჩანაცვლება არასდროს სჭირდებოდათ, როგორც ეს ტყუპებს სჩვევიათ ხოლმე. ამისათვის კი ყველა პირობა არსებობდა _ ნიჭიც, შრომის მოყვაერეობაც და ხელშეწყობაც. მშობლები მუშაობდნენ, მაგრამ აწყობილი და გააზრებული დღის რეჟიმით მუდამ ახერხებდნენ შვილებისათვის დრო გამოენეხათ და სათანადო ყურადღება მიექციათ. მათ მხარში ოჯახის წევრებიც ერთგულ ედგნენ. ლამარა ბებია და რუსუდან ბებიდა მზრუნველობას არ აკლებდნენ ბავშვებს.
_ პირველ რიგში ბავშვებში უნდა გაღვივდეს ინტერესი ინტელექტის მიმართ. ჩვენი ბავშობა უშუქობას და ცხოვრების გაუსაძლის პირობებს დაემთხვა, მაგრემ კარგად გვახსოვს ლამპის შუქზე როგორი გულმოდგინებით საათობით გვიკითხავდა ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს, გვიყვებოდა მრავალ საინტერესო ამბავს, შარადებს, გამოცანებს, თავსატეხსა თუ ენისგასატეხ გვასწავლიდა ჩვენი რურსუდანი ბებიდა. (საუბარია დაწყებითი სწავლების ცნობილ პედაგოგზე რუსუდან თარაშვილზე, რომელიც იმ დროს უკვე პენსიონერი გახლდათ და დისშვილთან –აკაკი ოზაშვილთან ერთად ცხოვრობდა). მან და მთელმა ჩვენმა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა ჩვენს ჩამოყალიბებაში – ამბობენ ბიჭბი და სიყვარულით იხსენებენ პაპა_ბებიებს, რომლებიც დღეს ცოცხალთა შორის აღარ არიან.
კახა და დათო ოზაშვილები ქ. დედოფლისწყაროს #1 საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ. რამდენიმე თვე ახლადჩამოყალიბებულ ფასიან სკოლაშიც სწავლობდნენ, მაგრამ ისევ მშობლიურ სკოლას დაუბრუნდნენ.
_ ფასიან სწავლებასთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პერსპექტიული და კოკურენტუნარიანია, სად პედაგოგების 30-40 ბავშვთან მუშაობა და სად ხუთსა და თუნდაც ათთან. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვენილოვანი ძლიერი პედაგოგიური კოლექტივის შეკვრაა. კარგ სპეციალისტს კი კარგი ანაზღაურებაც სჭირდება, კარგ ანაზღაურებას –სოლიდური გადასახადი მშობლების მხრიდან, სოლიდურ გადასახადს _სოლიდური საოჯახო ბიუჯეტი, რაც ჩვენს ქვეყანაში, დღესდღეობით, ნაკლებად თუ ვინმეს აქვს. ისე რომ, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული – გვიზიარებენ თავის მოსაზრებას ძმები და სკოლის ხალისიან დე ბედნიერ დღეებს იხსენებენ, იხსენებენ პედაგოგებს, მეგობრებს, გამორჩეულად კი პირველ მასწავლებლებს ცისანა მჭედლიშვილს. მათ, ორივემ, წარჩინებით დაამთავრეს საშუალო სკოლა და პირველივე წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში. სწორედ აქ გაიყარა მათი გზები: დათომ მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა, კახამ ბიზნესის საიდუმლოებაში ჩახედვა ირჩია. და რადგან 12 წუთით დიდია დათო კახაზე, პირველობა მას დავუთმოთ და პირველად მისი დამოუკიდებელი ცხოვრება გავიცნოთ.
2005 წელს დათო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რა თქმა უნდა, უფასოზე. სწავლას წარმატებით უთავსებდა მუშაობას. მიაჩნია, რომ პრაქტიკული საქმიანობა დიდ გამოცდილებას სძენს ადამიანს და თეორიასთან ერთად პროფესიის დაუფლების საუკეთესო საშუალებაა. ჯერ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში მუშაობდა, შემდეგ პირველ საავადმყოფოში. 2011 წლის გაზაფხულზე უნივერსტიტეტი დაამთავრა, ერთიანი დიპლომისშემდგომი სარეზიდენტო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაზე. იქამდე ანალოგიური დიპლომის შემდგომი გამოცდა ხარკოვის სამედიცინო აკადემიაშიც ჩააბარა და იქაც ჩაირიცხა იგივე ფაკულტეტზე, მაგრამ ამჯერად თბილისში დარჩენა ამჯობინა. მის მიერ არჩეული სპეციალობა გულისხმობს სწორ დიაგნოსტიკას მსოფლიო სტანდარტების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ეს ახალი დარგია, რომელიც დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს მოითხოვს.
_დათო, დღეს ექიმობა ნაკლებშემოსავიანია, თუ, რა თქმა უნდა, კერძო პრაქტიკას არ ეწევი, ამას კი საკმაო ფინანსები და დიდი პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება. რას აპირებ?
_ ჩევნთან ექიმი მატერიალურად ძლიერი არასოდეს ყოფილა, ის უფრო პრესტიჟი იყო. მაგრამ განვითარებულ, აწყობილ ქვეყნებში ასე არ არის, ნამდვილად მცოდნე და წარმატებულ ექიმებს ანაზღაურებაც შესაბამისი აქვთ. ჩვენთანაც მალე ასე იქნება. მაგალითად, წელს რეზიდენტურაში ჩემთან ერთად 1500 კაცი აბარებდა. აქედან დაახლოებით ასზე ცოტა მეტი ჩაირიცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია დიდია, დიდი კონკურენციის პირობებში კი მეტად ხარ მოტვირებული ცოდნის დონე აიმაღლო, მაქსიმუმს მიაღწიო. კარგი ექიმი ახლაც საძებარია. დღეს თბილისში დარჩენა გადავწყვიტე, სამომავლოდ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას ნამდვილად ვფიქრობ.
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩვენს ახლადგახსნილ კლინიკებს მარტო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კი არა, მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებიც ნამდვილად სჭირდება.
კახა სკოლის დამთავრებისთანავე, პირველსავე ცდაზე თბილისის თავისუფალი უნივერსტიტეტის ISM _ბიზნესსკოლის ბიზნესადმინისრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. რა თქმა უნდა, ისიც უფასოზე. ის ჩვენი რაიონიდან პირველი იყო, ვინც ამ პრესტიჟულ უნივერსტიტეტში ჩაირიცხა. ჩაირიცხა და მალევე მიიპყრო ლექტორ-მასწავლებელთა ყურადღება, როგორც გონიერმა, გაწონასწორებულმა და სწავლისთვის მონდომებულმა სტუდენტმა. მესამე კურსზე სწავლას შრომაც შეუთავსა და პირველ ბრიტანულ ბანკში დაიწყო მუშაობა. მეოთხე კურსი დამამთავრებული იყო და მუშაობა დროებით შეწყვიტა. უნივერსტიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია გრანტ-თორნ-თონ-ში დაიწყო აუდიტორად. მისი მოვალეობა იყო სამთავრობო, დონორი და კომერციული ორგანიზაციების აუდიტი როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამიტომ, ხშირად ჰქონია მივლინებები საზღვარგარეთ, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა. ამ გაზაფხულზე კი კახამ სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაისგან’ შეთავაზება მიიღო და სამუშაოდ იქ გადავიდა საოპერაციო რისკების სპეციალისტად.
_კახა, რატომ გამოიცვალე სამსხური, ვიცი, ძველ სამსხურშიც კარგი ავტორიტეტი გვქონდა და ძალიან გაფასებდნენ კიდეც?
_ ნამვილად არც იქ ვიყავ ცუდად, მაგრამ აქ გაცილებით საინტერესო სამუშაოა. მე სხვადასხვა ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს-პროცესების მონიტორინგს ვაწარმოებ, რაც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია და, ამდენად, საინტერესოც, თან ანაზღაურებაც თითქმის ორჯერ მეტია.
_ მაინც, რამდენი გაქვს ხელფასი?
_ მარტოხელა მამაკაცისთვის ცოტა მეტიც კი არის, ისე რომ, დათოს და მშობლებსაც ვუწილადებ ხოლმე საჭიროებისას.
_სწავლა დაამთავრე თუ კიდევ გაქვს რაიმე გეგმაში?
_ სწავალა სიბერემდეო, ხომ გაგიგონიათ. აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ამას სერიოზული ფინანსები სჭირდება. ამისათვის ორი გზა მაქვს: ან სესხი უნდა ავიღო ბანკიდან, ან ინგლისურ ენაზე ჩავაბარო გამოცდა უნარებში, მოვოპოვო უმაღლესი ქულები და ის სასწავლებელი, რომელსაც ამოვირჩევ, დავარწმუნო ჩემს შესაძლებლობებში, რათა უფასო სწავლების პროგრამაში ჩამსვან. მე სესხის აღებას, ნამდვილად, არ ვაპირებ. სამაგიეროდ მონდომებით ვმეცადინეობ.
_ ასე კარგათ იცი ინგლისური?
_ დიახ, ინგლისურიც და რუსულიც მეც და დათომაც ორივემ შესანიშნავად ვიცით. ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ახლობელს ეთერ ლათიბაშვილს, რომელმაც ორივე ენა ძირფესვიანად შეგვასწავლა. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანია. მასთან მოხვედრაზე რიგები დგას.
_ ბიჭებო, თქვენი სპეციალობა რომ კარგათ იცით, უდავოა, კიდევ რა გაინტერესებთ გამორჩეულად?
კახა: _ არქიტექტურული ძეგლები და მათი ისტორიები. ძალიან ვისიამოვნე გასულ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობისას. მაინტერესებს მედიცინა, მისი მსოფლიო მიღწევები ამ დარგში ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ ჩემი ძმა მედიკოსია, თვითონაც ბევრს კითხულობს და მეც მიყვება ამ თემაზე.
დათო: _ პროფესია მთავარია, იმის იქით ბევრი რამ მაინტერესებს. მართალია, არც სპორტსმენ ვარ, არც მუსიკოსი და არც მხატვარი, მაგრამ ეს დარგები ძალიან მაინტერესებს, ბევრს ვკითხულობ და საკმაოდ ვერკვევი, თუ თავის ქებად არ ჩამითვლით.
_ ჩვენ ადამიანის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ადამიანის განვითარებისათვის რომელს ანიჭებთ უპირატესობას, წიგნს თუ კომპიუტერს?
დათო:_ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანის განვითარებაში გენეტიკას და ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი გენებით გადმოცემული უნარისათვის და იმ ამაგისთვის, რაც ოჯახმა ჩვენზე გასწია. ჯერ იყო და ინტელექტისადმი სიყვარული სულ პატარებს გაგვიღვიძეს, მერე 24 საათი გვაბეჯითებდნენ, ვინ დაგვაძინებდა და გაგვანებივრებდა. თუ გაკვეთილები სათანადო დონეზე არ გვეცოდინებოდა! ჰოდა, ასე ჩამოყალიბდა ჩვენში ინტერესი. რაც შეეხება წიგნა და კომპიუტერს, მე მათ ერთმანეთს არ შევადარებდი. ეს ცოდნის მიღების ორი სხვადასხვა წყაროა. წიგნში ძიების მეტი დრო სჭირდება, კომპოიუტერი უფრო სწრაფია, მაგრამ წიგნს სხვა ხიბლი აქვს, წაკითხულს შენი შესაძლებლობების და თვალსაწიერის მიხედვით ინდივიდუალურად აღიქვავ და მასში არავინ ერევა, რაც მეტად ინტიმუტი და სასიამოვნოა.
კახა:_ კომპიუტერი სწარაფად და მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ ოჯახი ყურადღებით უნდა იყოს და ბავშვი არ მიეჩვიოს იმ უამრავი სიბინძურის ყურადღება, რაც კომპიუტერში საკმაოდ მრავლადაა. თავიდანვე კომპიუტერი ცოდნის მიღების წყაროდ უნდა უქციო ბავშვს და არა მხოლოდ თამაშებზე, ჩატაობაზე და სხვა გასართობ პროგრამაზე იყოს ორიენტირებული.
_იმედია, თვალყურს ადევნებთ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მედია-საშუალებებიდან რომელს უფრო ენდობით?
დათო: _ ტელევიზია ცდილობს ადამიანთა ზომბირებას. ბეჭვდური მედია შედარებით უფრო მართალია.
კახა:_ ტელევიზიის მიმართ,ზოგადად, ნდობა ნაკლებია.
_ ადამიანის შეფასებისას რა თვისებას გამოყოფთ გამორჩეულად?
დათო: - ჩემთვის ერთგულებაა ყველაზე მაღლა, ეს კაცსაც ეხება და ქალსაც.
კახა: _ მატყუარა ადამიანთან ურთიერთობა არ ღირს, თავი არავის უნდა მოატყუებინო.
_რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
ორივე: _ ბევრი რამის პატიება შეიძლება, ღალატის _ არა!
_ როგორ განმარტავთ სიყვარულს, გწამთ ერთი ნახვით შეყვარება თუ სიყვარულიც გონების, ფიქრის და განსჯის ნაყოფია?
დათო: _ სიყვარული, ვფიქრობ, გონების ნაყოფად არ ჩაითვლება, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მე ახსნას ვერ ვუძებნი, რადგან პრაქტიკულად არ გამომიცდია, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ..
კახა:_ რა ხანია, მსოფლიო მეცნიერებაში გაჩნდა აზრი, რომ სიყვარული ვირუსია, რომელსაც აქვს სტადიები _შეგეყრება, მძაფრდება, აღწევს კულიმინაციას და მერე იწყება დაღმასვლა, ბოლოს რჩება შეჩვევა და მოვალეობა. მე ამ აზრს ვეთანხმები.
_ ბიჭებო, თქვენ მორწმუნე ადამიანები…ხართ _ დადიხართ ეკლესიაში, ინახავთ მარხვას. უფლის ყველა შეგონება მისაღებია თქვენთვის? მაგალითად: თუ ერთ ლოყაში გაგრტყეს, მეორეც მიუშვირეო.
კახა:_ სჯობია, არ გაარტყმევინო.
დათო:_ თუ გამარტყეს, სამაგიეროს აუცილებლად დავუბრუნებ...
* * *
რა გამოლევს მათთან სასაუბროს _ გონიერებას, ნიჭიერებს, ნაკითხებს და ”უგზო_უკვლოდ” განათლებულებს ყველაფერზე აქვთ პასუხი, საკუთარი ხედვა. ბედნიერია ოჯახი, ვისაც ასეთი შვილები ჰყავს, ბედნიერია ერი, როცა მისი მომავალი ასეთი ძლიერ მხრებზე დგას. წარმატებებს და ცხოვრების ფართო ასპარეზს გისურვებთ, ბიჭებო. ამ გაზაფხულზე თქვენ ხომ მხოლოდ 24 წელი გისრულდებათ!
ნაირა გორაშვილი – გაზეთი "შირაქი"
суббота, 11 февраля 2012 г.
გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსად ილია კვანჭილაშვილი დაინიშნა
ილია კვანჭილაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აგროტექნოლოგის სპეციალობით. 2000-2001 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად, 2001-2002 წლებში –დედოფლისწყაროს სასამართლოს აღმასრულებლად, ხოლო 2003-2010 წლებში–გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კახეთის რეგიონალურ სამმართველოში, უფროს სპეციალისტად.
სამსახურის ახალ შტატებზე მთავარ სპეციალისტებად დაინიშნენ: – რეზო ნატროშვილი და ვალერი გოგილაშვილი. /ქიზიყი/
დაკავებული ჟურნალისტი ვიცე–გუბერნატორის პოლიციელ ძმიშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
„ამ პერიოდში მე გიორგი სიბაშვილი შემიყვარდა, თვითონ კი ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რომ მე ვუყვარდი, თუმცა ჩემს მიმართ გამოხატავდა პატივისცემას და ყურადღებას“, - ნათქვამია სოფიკო ნიკოლაშვილის ჩვენებაში. იგი 2011 წლის 02 ნოემბერს მომხდარ ფაქტს იხსენებს, როცა მისი თქმით, მორიგი შეხვედრის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიორგი სიბაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი დაამყარა.
„2011 წლის 02 ნოემბერს მე ვიმყოფებოდი გურჯაანში. დაახლოებით 14-15 საათზე დამირეკა გიორგი სიბაშვილმა და მთხოვა შეხვედრა. მე ჯერ უარი ვუთხარი, შემდეგ კი დავთანხმდი და შევხვდით სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლასთან. ის იმყოფებოდა მეგობრის, თეთრი ფერის ნივით. მე ჩავჯექი ავტომანქანის წინა სალონში. მის გვერდით და წავედით ყველაწმინდის ეკლესიის მიმართულებით. გზის ერთ მონაკვეთში გიორგიმ გადაუხვია გზიდან და გადავიდა მინდვრისკენ. მას ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში. შემომთავაზა სასმელი, რაზედაც მე უარი ვუთხარი.
ვკითხე, თუ რატომ ამოვედით ამ ადგილას და რა უნდოდა ჩემგან. მითხრა, რომ ჩემგან არაფერი არ უნდოდა, დამსხდარიყავით და გვესაუბრა. საუბრის დრო მე ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა, რაზედაც ის იცინოდა და არ უთქვამს, რომ მასაც ვუყვარდი. მე მას რამდენჯერმე ვთხოვე, რომ ის იყო ნასვამი და ჩავეყვანე სახლში, რაზეც უარი თქვა და მითხრა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. შემდეგ დამიწყო მოფერება, მერე ძიძგილაობა. დამიჭირა ხელები. ... წინააღმდეგობის გაწევის დროს, მე მანქანის კარების სახელურს თავი ჩამოვარტყი დაგონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, გიორგიმ მითხრა, რომ მირეკავდნენ მობილურ ტელეფონზე და გამეგონებინა მათთვის, მაგრამ მე არ მინახავს. გიორგიმ ნახა ტელეფონის ნომერი და იყო მამაჩემის დარეკილი, მაგრამ მე მამაჩემისთვის არ გადამირეკავს. მე გიორგის ვკითხე, თუ რა გააკეთა. მან მიპასუხა, რომ ჩემთვის თითი არ დაუკარებია.
ამ დროს, მე გამახსენდა, რომ უკანა სავარძელზე იდო მისი იარაღი, რა სისტემის იყო, არვიცი. მე უცბად ავიღე იარაღი ხელში და ხელი წამოვიღე მისი შუბლისკენ. მან ამ დროს იარაღი ხელიდან წამართვა. ამის შემდეგ მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგინებდა უცენზურო სიტყვებით და მითხრა, რომ შენთვის ხელი არ დამიკარებია და ახლა ნახავ, რასაც გიზამო. ამ დროს ის გადავიდა ავტომანქანიდან, ჩამავლო ფეხებში ხელი, გადამათრია მანქანიდან, მკრა ხელი, რის შემდეგაც მე ისევ გადავვარდი ავტომანქანის წინა სალონში. ამისშემდეგ გიორგი დამაწვა ზურგზე, მე ვცდილობდი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მან ჩემთან ძალით დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ მე გიორგის ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი, რაც ჩაიდინა. ...
ამ ფაქტიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, მე და გიორგი ისევ შევხვდით ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, კერძოდ ხევისუბანში, სადაც მან კიდევ ერთხელ სცადა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება. მე შევეწინააღმდეგე, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი განზრახვა. ამის შემდეგ, მე კვლავ შევხვდი გიორგის 2012 წლის 02 იანვარს, ჩემს სახლთან ახლოს. იგი იმყოფებოდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით, მგონი სახ. ნომრით SIB 007. მე ჩავჯექი მისი ავტომანქანის წინა სალონში და წავედით 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვისაუბრეთ ზოგადად. მან შემომთავაზა, რომ მასთან მქონოდა სქესობრივი კავშირი. მე ვპასუხობდი უარით და დავაპირე ავტომანქანიდან გადმოსვლა, რაზედაც მან მითხრა, რომ დავმჯდარიყავი და წამიყვანდა სახლში და ასეც მოხდა. მე გიორგიმ მითხრა, რომ ამის შემდეგ მე მასთან დამერეკა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან მექნებოდა სქესობრივი ურთიერთობა.
2012 წლის 31 იანვარს, მე მესიჯი მივწერე გიორგი სიბაშვილს, „არ გინდა მიიღო რისი მიღებაც გინდა და გგონია, რომ შენ გეკუთვნის მეთქი“. ამაზე მომწერა პასუხი, რომ გარკვევით მიმეწერა რას ვგულისხმობდი. შემდეგ მე დავურეკე მობილურ ტელეფონზე და ვუთხარი, რომ შემხვედროდა, რაზედაც დამთანხმდა. მე ამ დროს უკვე ვიყავი შემზადებული. დილით ადრე ავიღე მამაჩემის, დავით ნიკოლაშვილის კუთვნილი „ტამფულიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მამაჩემს ჩაკეტილი ჰქონდა რკინის კარადაში. მე ვიცოდი სეიფის გასაღები სადაც იყო, ამიტომ ავიღე, გავხსენი, გამოვიღე იარაღი და ჩავდე ჩემს ხელჩანთაში, იმ მიზნით, რომ მე გიორგი სიბაშვილი უნდა მომეკლა.
დაახლოებით დღის 17 საათზე, მე და გიორგი შევხვდით ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლის უკან, სადაც მოვიდა მეგობრის, ვინმე თემურის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს. მე ჩავჯექი ავტომანქანის წინა სალონში, გიორგის გვერდით. ვაპირებდი, რომ იქვე განმეხორციელებინა გასროლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. გიორგიმ დაძრა მანქანა და ჩავიდა გურამიშვილის ქუჩის ბოლოს. შემდეგ მე ვთხოვე, რომ წავსულიყავით ისეთ ადგილზე, სადაც ვიგუნდავებდით. მან მანქანა დაძრა და წავიდა ზიარის მიმართულებით. გავცდით პარკის ტერიტორიას, წავედით ზევით და მანქანა გადააყენა გზიდან მაყვლის ბარდებისკენ. გიორგი გადავიდა უკანა სავარძელზე და მთხოვა, მეც გადავსულიყავი.
მე ვუთხარი, რომ გადავსულიყავით თოვლში, რაზედაც მან უარი მითხრა. ვუთხარი, რომ ხელები მქონდა ჭუჭყიანი და თოვლით დავისველებდი, რის შემდეგაც მე გადმოვედი მანქანიდან, ავიღე თოვლი, დავისველე ხელები, მას ეჭვი რომ არ შეპარვოდა რაიმეში. მან ჩემს მოქმედებას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ლაპარაკობდა ტელეფონზე. ამ დროს, მე მივედი ავტომანქანასთან. არ ჩავმჯდარვარ, ისე ავიღე ხელჩანთა, რომელსაც აქვს რამდენიმე განყოფილება და დავიწყე იარაღის ხელით მოსინჯვა. იმ დროისთვის იარაღი უკვე გადატენილი და შემზადებული მედო ჩანთაში. გიორგიმ შემამჩნია ხელით რომ ვსინჯავდი ჩანთას და მითხრა, რას აკეთებო და ჩანთაზე მოკიდა ხელი და თავისკენ გაქაჩა. მე ამ დროს უცბად ამოვიღე ჩანთიდან იარაღი და დავუმიზნე გიორგის პირდაპირ.
ამ დროს, იარაღსა და გიორგის შორის ერთი მეტრი მანძილიც არ ყოფილა. ის იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში, მე ვიდექი წინა სავარძლის კარებთან და ისე მქონდა გიორგის მიმართულებით იარაღი დამიზნებული. ამაზე გიორგიმ დამიწყო ყვირილი, რას აკეთებ, ღმერთი არა გწამსო და დამიწყო ხვეწნა, რომ არ მომეკლა. მეუბნებოდა, რომ შევსულიყავით ეკლესიაში და მუხლდაჩოქილი მთხოვდა პატიებას. მეუბნებოდა, რომ დამეცალა და გადმოვიდოდა ავტომანქანიდან. ამ დროს მან გადასწია წინა სავარძელი და უცბად, ხელი მომკიდა იარაღის ლულაზე, გაწია გვერდზე, გადმოვიდა ავტომანქანიდან. მე ინერციით წავედი უკან, წავიქეცი. გიორგი ძირს დაეცა. იარაღზე ხელი გვეკიდა ორივეს და ამ დროს მოხდა ერთი გასროლა. შემდეგ გიორგიმ ეს იარაღი წამართვა, ჩამსვა მანქანაში, ვისაუბრეთ, რომ მე ვიყავი გიჟი და დამემუქრა მოკვლით. შემდეგ ვიღაცასთან დარეკა, რომელიც დაგვხვდა მშენებარე ეკლესიასთან, რა ავტომანქანა იყო, არვიცი. შემდეგ გიორგიმ მითხრა, რომ წავსულიყავი სახლში, მაგრამ მე ვუთხარი, რომ დაებრუნებინა იარაღი და ისე წავიდოდი, ან წავსულიყავით პოლიციაში მამამისთან და მომეყოლა, თუ როგორი შვილი ჰყავდა. ამის შემდეგ, ჩვენ მოვედით პოლიციაში“ - აღნიშნულია ჩვენებაში.
P.S. პოლიციის თანამშრომელი 21 წლის გიორგი სიბაშვილი კახეთის ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის ძმის შვილია. მისი მამა გოჩა სიბაშვილი კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. დაკავებული ჟურნალისტის მამა დავით ნიკოლაშვილი კი ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა "ქართული ოცნების" ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერია გურჯაანში.
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.