როგორ გადაჰქონდა ჰამლეტ გონაშვილს საზღვრებს იქით კახური ღვინო და რატომ არ მოსწონდა მას თავისი სახელი?!მსოფლიოში აღიარებული ქართული ხმის, ქიზიყელი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის გარდაცვალებიდან 25 წელი შესრულდა. როგორც ცნობილია, გონაშვილი მშობლიურ სოფელ ანაგაში ტრაგიკულად დაიღუპა. დედის სანახავად ჩასული, სახურავიდან გადმოვარდა. თავდაპირველად ის საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 2001 წელს ჰამლეტ გონაშვილის ცხედარი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.ქართველი მომღერლისთვის ასეთი უცხო სახელი ჰამლეტი, მამას, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლე
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhnG_qK8dg20nygdRGc35WuUy7sQy-PDnkWOuxGMOoD9kvudGWIPTNT6n_gY7JcItIhnwcew6TpVLPHqhb5a3rlkR4UzvCLo0jbDC1uFEXfPhK_DOjEwdEm7htpt1-EU-1t7kIwqtHEeZA/s320/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90.jpg)
ბელს დიმიტრი გონაშვილს დაურქმევია.
როგორც ანაგელები იხსენებენ, თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. თურმე, ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო...
მისი დედა მშობიარობიდან სულ მალე ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა საოცრად ესმის და ღუღუნით მყვებაო. არავინ უჯერებდა, ეს შეუძლებელიაო. დედა კი ნათქვამის დასამტკიცებლად ბავშვის აკვანს ხან მარჯვნიდან დაუდგებოდა, ხანაც მარცხნიდან და ბავშვიც იქით მოიხედავდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა. ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.
სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდა, ამიტომაც არ უფიქრია მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ თბილისში, თეატრალურზე სწავლობდა. ერთხელ, ინსტიტუტის სცენაზე სიმღერით გამოვიდა, რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებუ
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgjWbkSsvY2734cJdd9ET3Rh1noDRDDzmEXmk5fSJYbC8NpxhOiabcO-Oo28d9ehtEn-i8JO1qFBOgPRrfqjucGELeIdrlSrnn63TiegQCGyGhbXnYhedJZNVRvVKjWHiwDA44gYBU_SGU/s320/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90.jpg)
ლი ხმა ჰქონდა და ურჩია სიმღერისთვის მიეხედა.
25 წლის ასაკში უკვე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო, განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა, ნამდვილ არისტოკრატს გავდა. მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.
სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიზიარებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორი გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა. ამიტომ გონაშვილთან დუეტში ბევრი ვერ მღეროდა.
მისი მთავარი მომხიბვაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა. ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. მთელი მსოფლიო მოიარა და გულგრილი არავინ დაუტოვებია.
ჰამლეტ გონაშვილს კახური ღვინო უყვარდა, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა. მაშინაც კი, როცა სასმელის გადატანა საზღვარზე აკრძალული იყო. კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღიგრძელებინა.
მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო პოპულარული ხდება. საზღვარგარეთ, უცხოელები გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობების უნიკალურ გამოვლინებას. /ქიზიყი/
ეკა ირემაშვილი
* * *
აგრარულ სექტორთან ყველაზე „დაახლოებული“ დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილია
თბილისში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ დედოფლისწყაროს მაჟორიტერი დეპუტატის საკუთრებაში არსებული მიწებით დაინტერესდა და საკმაოდ სკანდალური ფაქტები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, საკმაოდ დიდი ფართობის საძოვრების მეპატრონეა. კერძოდ, ავთანდილ ლეკაშვილის საკუთრებაშია საძოვარი დედოფლისწყაროში, რომელიც 4 820 000 კვ.მ-ს შეადგენს და ასევე, 2 750 000 კვ.მ საძოვარი ნინოწმინდაში.
ამ შთამბეჭდავი ციფრების გამო, ახალი ამბების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ დედოფლისწყაროს მაჟორიტარს გამოარჩევს და ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტ მიწის ფართობს სწორედ ავთანდილ ლეკაშვილი ფლობს. ამ მხრივ, ის პარლამენტში პირველ ადგილზეა და ლიდერობასაც არავის უთმობს.
გაზეთი "ქიზიყი" დეტალების დაზუსტებას თავად ლეკაშვილთან შეეცადა, პარლამენტარი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ დიდი ოდენობით მიწებს ფლობს, თუმცა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი იქვე იმასაც დასძენს, რომ მას ეს მიწები პარლამენტში მოხვედრამდე ჰქონდა და მის დეპუტატობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დაშინებული ჟურნალისტების ღია პასუხი კრიმპოლის კუდაბზიკა შეფს, „მეჯართე“ ნოშრევანს
ბატონო ნოშრე, თუ ნოშრევან... რაკი თქვენი ნებით ვერ ხვდებით ჟურნალისტებს როგორ უნდა ელაპარაკოთ და ასეთი თანამდებობის მიუხედავად ორმეტრიანი ენა გაიხადეთ, ამიტომ თავს უფლებას მივცემთ საჯარო პასუხი გაგცეთ... სხვა შემთხვევაში საპასუხო წერილს არ გამოვაქვეყნებდით და არც პასუხის ღირსად ჩაგთვლიდით...
ისე, მორალის კითხვას კი ბედავთ, მაგრამ თქვენნაირი წარსულის მქონე ადამიანი ნოტაციების კითხვას ნამდვილად უნდა ერიდებოდეს და მით უფრო, ჟურნალისტებს სათოფეზე არ ეკარებოდეს... ისეთი სიამაყით გვასწავლი ჭკუას, თითქოს შესაშური წარსული გქონდეს, სამაგალითო ცხოვრებით გეცხოვროს, კანონი არასოდეს დაგერღვიოს და ჟურნალისტმა რომ მოინდომოს, კომპრომატების გამოქექვა გაუჭირდეს...
ან, ნუთუ ასეთი გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ გგონიათ ასე შეგვაშინებთ?... ენა ჩაგვივარდა, შიშისგან შარვალში ვიფსამთ და აღარ ვაპირებთ ინფორმაციების გამოქვეყნებას, თუ როგორაა თქვენი საქმე?...
დიდად პატივცემულ მკითხველთან ბოდიში მომითხოვია და, მაინც ვერ გაგვიგია, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა, ჩვენ დემურა კეკენაძეზე დავწერთ, დავითა ჯიბღაშვილზე გამოვაქვეყნებთ, გამგებელს შევეხებით, სირიკო ბალანჩივაძეს ვახსენებთ თუ საერთოდაც რას გავაკეთებთ... იქნებ აგვიხსნა, როდის აქეთ გითანხმებთ თემებს, ან საკუთარი აზრის გადმოფრქვევა როდის გთხოვეთ, რომ ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ცხვირს ჰყოფთ... ძალიან საინტერესოა...
მას შემდეგ, რაც თქვენ გადაგხდათ და ყველაფრის მიუხედავად კვლავაც ამ თანამდებობაზე წამოსკუპდით, იმდენი თავმოყვარეობა მაინც უნდა შეგრჩეთ, რომ ჩუმად იჯდეთ, შეირგოთ ეგ მდგომარეობა და უადგილოდ აღარავის შეეხოთ. როცა კუდი თავად გასვრილი გაქვთ, სხვაზე არ უნდა ქირქილებდეთ... ყველამ კარგად ვიცით, ვინ დაგსვათ მაგ სკამზე, ზურგს ვინ გიმაგრებს და, მოდი, კაცურად, თუ ღმერთი გწამს, დედაკაცივით სხვებზე ჭორაობას მოეშვი, შეირგე ეგ ფეშქაშად ნაბოძები სკამი (და საკმაოდ სოლიდური ხელფასი), ადექი და საკუთარ ბიზნესებს მიხედე, რომ ცხოვრება იმაზე უკეთ მოიწყო, ვიდრე ახლა გაქვს...
რა სტატიას დაწერს მარტყოფლიშვილი, ან რას გამოაქვეყნებს, ეს მთელს დუნიაზე არავის საქმე არაა და მით უფრო სასაცილოა, ამის გარჩევას თქვენი სტატუსის ადამიანი რომ დაიწყებს... ასმაგად უფრო სასაცილოა, რომ თქვენი წარსული ამის თქმის უფლებას გაძლევთ და უხერხულობას სულაც არ გრძნობთ...
იქნებ გინდა ისიც შეგახსენოთ და თანარაიონელებსაც გავახსენოთ, შენს კოლეგა მეტსახელად "კატინაწლავასთან" ერთად მოქალაქეებს ნარკოტიკს რომ უდებდით და აფუჭებდით?... ალბათ ახლაც თავი იმ ხანაში გგონიათ და კორესპონდენტების დაჭერით იმიტომ იქადნებით...
რომ აგიჩემებია გეროინს ჩაგიდებ და შეგაყუდებთო, ემანდ არაფერი შეგეშალოს ბიჭო, ნოშრევან!!... ზოგიერთებივით გასვრილი ხელები არ გვაქვს და ალალ-მართალ ადამიანს კი თქვენი კი არა, მამა უფალი რომ ჩამოვიდეს, იმისიც არ შეეშინდება... სადაც გაგსვლიათ, ისევ იქ გაიყვანეთ და თუ ღმერთი გწამთ, დაუკრეფავში ნუ გადადიხართ...
საკუთარ თავზე რომ გამოხატავდე შეშფოთებას და „ქიზიყის“ მუშაობა ამიტომ არ მოგწონდეს, გასაგებია, მაგრამ რა კუჭი გეწვის ჩვენ კეკენაძეს ვახსენებთ, ჯიბღაშვილს თუ ღობეგლეჯიაშვილს?...
ისე იცავ დემურ ბატონს, თითქოს პოლკოვნიკ კეკენაძეს ენა გაქირავებული ჰქონდეს, ანდა თავის დაცვა და პოზიციის დაფიქსირება საერთოდ არ შეეძლოს... ადვოკატად სხვებს რომ უდგები და გამოსარჩლებას თავგამოდებით ცდილობ, როგორ გგონია, ერთადერთი მერცხალი ხარ და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ამას ნოშრევან ნატროშვილის გარეშეც ვერ მოახერხებს, თუ რაა... რატომ ფიქრობ, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში ერთადერთი გაბედული და პირდაპირი დედოფლისწყაროში მხოლოდ შენ ხარ... ასე რომ, დიდო ნოშრევან, შენ ამაზე ნერვს ნუ შეიტოკებ, თორემ ნათქვამია, სიბერეში „დაგიტოკებსო“...
და ბოლოს... წაგაყუდებთო, რომ გვემუქრები... წაყუდებული თავად იყავი და, იფრთხილე, მიშამ ანდა ვანომ ძველი გრეხები არ გაგიხსენონ და ემანდ კიდევ ერთხელ არ „შეგაყუდონ“.... კორაკანაში....
პატივისცემის გარეშე,
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ ადმინისტრაცია
და სარედაქციო კოლეგია.
* * *
მიხა ხელაშვილის ერთადერთი 86-წლის ქალიშვილი ქვემო ქედში მძიმე პირობებში ცხოვრობს![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEht2pmG7yJNcL72nQYUS-JLq2uuAWFLniHkMq4wDSrdCvrqf6B8zN6G49RIz65-ARaZYB0-Iu2LXP2N11FOqacQVAtQbtGt-Pha6jOLX_TSy-cXMYb8VfstsOBVWdjvdUpwWWBn8jH0H_k/s200/cigni.jpg)
”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი
ქართული ხალხური სიმღერა − ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” ყველა ჩვენგანს მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, ფშაველი მიხა ხელაშვილია.
გიორგი ალავერდაშვილი (
http://www.fereidani.g/e–ს ავტორი, რედაქტორი): მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ამჟამად 86 წლის ქალბატონი, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში ცხოვრობს.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEitlAdXRpxRHQOHwS-umsu_M8gdvxtM0aetmfmDwR0SBF8jNPiEgilKLU8FgJkzvTqk_D8plm57MooeVoftj2jHHI10lEqBC3UYLvXcxEe3jSFYU-_KE3BnK7nz6fHXq0IeTjt2Q7LYnag/s320/xelashvili.jpg)
გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება...
86 წლის ქალბატონის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ, გული დამიმძიმდა... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში, რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს და ფაქტობრივად, იქ ცხოვრობს. ერთადერთი ძროხა, ძაღლი, ორი ინდაური და სამი ციცარი ჰყავს. მატერიალური სიდუხჭირისა და ბევრი ტკივილის მიუხედავად, ყოველთვის წელში ამაყად გამართული დადის და ჭიშკარს იმ იმედით გაჰყურებს, რომ იქნებ, ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს. ”ბეჩავადა ვგდივარ, ბეჩავად...” მივედი თუ არა, ფშავური კილოთი მომიბოდიშა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა: ბებო დამიძახე, ასე მირჩევნიაო.
– რისი გახსენება შეძლო ქალბატონმა თამარმა?
– ის 2 წლის ყოფილა, როდესაც მის ოჯახს ”წითელი” მილიციონერები დასხმიან თავს. დღემდე კოშმარივით ახსოვს, როგორ სცემდნენ დედას და ბებიას,
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjBNQEwb4eCY2wp8Y23ypv7xqRRp1ZMfgnAkUs3GXQZHbSR4y8djN_u-Dvsa69lbj7qRcCxd4vthgpQTEU1PhvrMqxPSyT5d8wXZOkXNLUJBPpH3bqsJesBUx1N4uu_4OoaAykDy04P3XQ/s320/shviliiiii.jpg)
წიხლებით, თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ თავიდან... თოფის კონდახებით კიდობანი დაუმტვრევიათ, სადაც იარაღს და მიხა ხელაშვილის ლექსებს ეძებდნენ.
– მამის შესახებ თუ ახსოვს რაიმე?
– ის 6-7 წლის ყოფილა, როდესაც ”ლექსობა” დაუწყია. მეზობლის კაცს, მისი თანდასწრებით უთქვამს: ”აე ბალღი მამის ფერი გამოვაო”. თამარს მაშინ გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა. მამას ის ძირითადად, დედის ხელნაწერებიდან იცნობს.
თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მიხა (ხელაიშვილი) ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს (რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა) ახალ მთავრობასთან პირშეკრულმა მისმა ძმადნაფიცმა, ღალატით სიცოცხლეს გამოასალმა...
ხათუნა ბახტურიძე - გზა
* * *
წითელწყაროში ე.წ. რუსულ სასაფლაოზე ხანძრის გავრცელების საფრთხე სახანძრო სამსახურმა აღკვეთა
შაბათს შუადღისას სოფელ წითელწყაროში, ე.წ. რუსული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს ხანძარი გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და მათი ოპერატიული მუშაობის წყალობით ცეცხლი სასაფლაოს მიმართულებით აღარ გავრცელდა.
ნიკალა ფიროსმანაშვილი: „ვერ გეტყვით ხანძარი სიგარეტის ნამწვით გაჩნდა, მაღალი სიცხეების გამო მოხდა აალება, თუ ვინმემ შეგნებულად გააჩინა, მაგრამ ფაქტია, რომ ცეცხლი მოსახლეობის ბაღჩებს გაუჩნდა. საბედნიეროდ, საგანგაშო ზარალი არ არის, რადგან ადგილობრივებს მოსავლის ნაწილი უკვე აღებული აქვთ. რამდენიმე მოქალაქის ნაკვეთი დაიწვა... იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სასაფლაოს მიმართულებითაც გავრცელდებოდა, თუმცა დროულმა გამოძახებამ და ბრიგადის ოპერატიულმა გასვლამ ხანძრის მასშტაბები თავიდან აგვაცილა“.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, წლევანდელი ზაფხულის განმავლობაში ეს დედოფლისწყაროში ხანძრის 32-ე შემთხვევაა, ყველა მათგანი მეხანძრეებმა დროულად ჩააქრეს... დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი