დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყველაშვილმა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობის ქურდობის ფაქტზე დაკავებულ 5 ადგილობრივ არასრულწლოვანს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ამ დროისთვის სიღნღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც "ქიზიყმა" გარკვია, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ გირაოს სახით 5 000 – 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, რის შემდეგაც ისინი პირობითი პატიმრობით საპყრობილიდან გათავისუფლებას შეძლებენ.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სამი დაკავებულის ოჯახი გირაოს გადახდას ახერხებს, დანარჩენი ორი მოზარდი კი, სავარაუდოდ, პატიმრობაში დარჩება, რომელთაც მშობლების ინფორმაციით, გლდანის საპყრობილეში გადაიყვანენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
კულტურის სახლის შენობის ქურდობისთვის პოლიციამ 5 არასრულწლოვანი დააკავა
როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს პოლიციაში განუცხადეს, ამოღებულია მოპარული ნივთმტკიცება, მიყენებულმა ზარალმა 3 000 ლარს მიაღწია. დაკავებულები არიან მიხეილ ნა-შვილი; ერეკლე მ-ა; გიორგი ნი-შვილი; ბექა ჩ-ძე და გოჩა პო-შვილი.
დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий