8 8 8
სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად შეხვედრა გაიმართა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის „სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისკენ” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ამირან ლაფაჩიძე, გამგეობის წევრები დავით გაგუა და კახა კოტაშვილი დედოფლისწყაროს სტუმრობდნენ. ისინი დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის სპეციალისტის ლალი მანგოშვილის მოწვევით ჩამობრძანდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას „იდეა+“ შეხვდნენ.
ორგანიზაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გაცნობა და მათ ინტერესთა სფეროში გარკვევა, სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.ამირან ლაფაჩიძემ მოისმინა მოკლე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების და საქმიანობების შესახებ და აქვე გამოიკვეთა პარტნიორობის შესაძლო ვარიანტებიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო პროექტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვაზე და სხვადასხვა მიმართულებით მათ გააქტიურებაზე. ამ მხრივ საინტერესო წინადადებები წარმოადგინეს დედოფლისწყაროს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა თამაზ წიკლაურმა, „ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ამირან კოდიაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საბჭო-რეგისტრირებული კავშირი“-ს თავმჯდომარემ თამარ ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ანა ბენაშვილმა.
„შირაქის ფერმერთა სახლის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ კიკილაშვილმა კი ახალ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ამ მიზნით საგადასახადო კოდექსზე მომუშავე ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრაში დახმარების პირობაც მიიღო ბატონი ამირანისგან.
სტუმრებმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ „შედეგი ერთობლივ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება“. /საკრებულოს პრეს'ცენტრი/
Комментариев нет:
Отправить комментарий