დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ საბათლოში ადგილობრივი მკვიდრის
იაშა აღაჯაიანის მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს უჩვეულო ფორმის ქვა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის უფროსმა
გიორგი ყოჩიაშვილმა აცნობა.
როგორც სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული
დავით გუნდაძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.
,,ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქმის კურსში ჩავაყენე და რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს ქვა, ამას სპეციალისტები შეისწავლიან. ამჟამად, აღმოჩენილი ნივთი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ცენტრში ინახება," – განაცხადა დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა.
სავარაუდოდ, ნივთის შესწავლის მიზნით, დედოფლისწყაროს შესაბამისი სპეციალისტები უახლოეს დღეებში ეწვევიან.
/ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
პრობაციის ბიურომ დედოფლისწყაროში 2 პირობითი მსჯავრდებული დაასაქმა
კახეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ექვსი პირობითი მსჯავრდებული დასაქმდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის პრობაციის ოფიცრის ლევან გოზალიშვილის შუამდგომლობით, ერთ–ერთი პირობით მსჯავრდებული სარდიონ ბ-შვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კომპანია "GIZ"–ის ხელმძღვანელობამ დაასაქმა.
,,დედოფლისწყაროში ამჯერად 2 პრობაციონერი დასაქმდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს და შემოსავალიც გაუჩნდებათ. გელა ჯ. ქვის კარიერზე ოპერატორად დასაქმდა, რაშიც 300 ლარს მიიღებს. მრავალშვილიანი პრობაციონერის დასაქმების თხოვნით კირქვის მწარმოებელი კომპანია „კალციტის“ ხელმძღვანელობას პრობაციის ოფიცერმა მიმართა," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან გოზალიშვილმა.
პრობაციონერი, რომლის გვარიც კონფიდენციალურია, დეგრადირებული ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სოფელ შირაქის ქარსაცავი ზოლის შექმნაზე იმუშავებს და ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებს.
დანარჩენი 4 პირობითი მსჯავრდებული, ლაგოდეხსა და ახმეტაში დასაქმდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий