თანამედროვე სტანდარტების შენობის ლენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სერიალ „დეტექტივების“ ერთ–ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, წარმოშობით დედოფლისწყაროელმა მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა გაჭრა.
მინისტრი ახლადაგებულ შენობაში თავდაპირველად იქვე შეკრებილ ბავშვებს შეუძღვა და პოლიციელთათვის განკუთვნილი ყველა ოთახი დაათვალიერა. მერაბიშვილი სამართალდამცველების სამუშაო პირობებით დაინტერესდა და ყველა სამუშაო ოთახი მოინახულა.
„როცა ამ რაიონში ჩამოვდიოდი, სირცხვილით დედოფლისწყაროში ცენტრში გავლას ყოველთვის თავს ვარიდებდი, რადგანაც პოლიციას აქ საკმაოდ მოძველებულ შენობაში უხდებოდა მუშაობა. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ ეს თანამედროვე სტანდარტების შენობა ამ ბავშვებისთვის გაიხსნა და მინდა, რომ აქ ბავშვები მხოლოდ დასათვალიერებლად მოდიოდნენ და არა სხვა მიზნით. ამიერიდან ბავშვები აქ გასართობად მოვლენ და პოლიციას სხვა საქმე არ უნდა ჰქონდეს, თუ არა გაართოს ეს ბავშვები,“ – განაცხადა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
,,კიდევ ერთი ლამაზი შენობა მივიღეთ კახეთის რეგიონში და ეს მისასალმებელია. ეს არის რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რაც ყველაზე მთავარია, სასიხარულოა ის, რომ პოლიციის მუშაობა სულ უფრო გამჭვირვალე ხდება," – აცხადებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, სადაც 48 პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის სამმართველო მოემსახურება დედოფლისწყაროს რაიონის ყველა სოფლის მოსახლეობას.
მსგავსად სხვა განყოფილებებისა, აღნიშნული შენობები გამჭირვალეა არამარტო ფასადით, არამედ თავისი საქმიანობითაც. სხვა კოლეგების მსგავსად ხსენებული რეგიონის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ შენობაში.
თანამედროვე შენობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი. ასევე, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. პარლამენტის წევრები, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატები ნუგზარ აბულაშვილი და ავთანდილ ლეკაშვილი, ხორნაბუჯისა და
როგორც "ქიზიყს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–ცენტრიდან აცნობეს, 2010-2011 წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პოლიციის 64 ახალი შენობა გახსნა და აამოქმედა. ამ დროისთვის კახეთში პოლიციის ცხრა ახალი შენობა მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი
მერაბიშვილს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობისთვის სიტყვით არ მიუმართავს, არც რაიმე სახის განცხადება გაუკეთებია. შს მინისტრი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ყველასგან მოულოდნელად, მერაბიშვილმა დედოფლისწყარო სულ რაღაც 5 წუთში დატოვა და კორტეჟთან ერთად კახეთი ელვის სისწრაფით დატოვა.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს კახეთის რეგიონში პოლიციის მერვე ახალი, გამჭვირვალე შენობა იქნება.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეს უკვე მეორე გამჭვირვალე შენობაა. როგორც ცნობილია, პოლიციის ახალი ოფისი გასულ წელს სოფელ არხილოსკალოშიც გაიხსნა.
პოლიციის შენობის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს კულტურის სახლის სცენაზე კონცერტი გაიმართა, სადაც სომხეთისა და დედოფლისწყაროს მოცეკვავეები იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც კონცერტის ორგანიზატორმა, „ქართული ტურიზმისა და ფოლკლორის
„გასულ წელს ჩვენ სხვა კონცერტებიც გავმართეთ. სომეხმა და ქართველმა ანსამბლებმა ერთმანეთი სწორედ მაშინ გაიცნეს და დამეგობრების სურვილი გამოთქვეს. ვინაიდან გასულ წელს დედოფლისწყაროს ანსამბლ „იმედის“ მოცეკვავეებმა პირველი ადგილი დაიკავეს, სწორედ ამიტომ სომეხმა მოცეკვავეებმა
გამოხმაურება პრესაში: "ჯი–ეიჩ–ენი" ; პირველი>> ; მედიანიუსი>> ნიუსლაინი>> ონლაინნიუსი>>
Комментариев нет:
Отправить комментарий