როგორც ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა აცნობა, საერთაშორისო ტურნირში დედოფლისწყაროდან 2–მა სპორტსმენმა იასპარეზა. ცისკარაულის განმარტებით, ნიკა ჩიტიშვილი 35კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ის თბილისის კლუბ „ლელოს“ სპორტსმენს ერკინებოდა. საბოლოო ჯამში, ჩიტიშვილმა ორი ბრძოლა გამართა, რის შემდეგაც წილად მეორე ადგილი ხვდა.
რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, „ქიზიყის“ ინფორმაციით, გივი გოჩიტაშვილი 24 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ის აზერბაიჯანის კიკბოქსინგის ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდა.
„შეჯიბრის ორგანიზება მართლაც აღსანიშნავია. მინდა, FREE FIGHTING–ის (ბრძოლა წესების გარეშე) ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა კახაბრიშვილს მადლობა გადავუხადო ჩვენი მიწვევისთვის და საუკეთესო ორგანიზებისთვის. ამ ორი სპორტსმენის ბრძოლა ნამდვილად გამორჩეული იყო, მაყურებელს საინტერესო სანახაობა აჩვენეს. გოჩიტაშვილი რინგზე იმდენად ეფექტური იყო, ირანელები მოდიოდნენ და კამერით უღებდნენ.
როგორც მწვრთნელი აცხადებს, საერთაშორისო ტურნირზე დედოფლისწყაროდან 5 სპორტსმენის გამგზავრება იგეგმებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ 2 მათგანის მონაწილეობა მოხერხდა, მათი ხარჯების დაფარვა თავად ოჯახებს მოუხდა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფედერაციის სპორტსმენები 16 ოქტომბერს ქალაქ თელავში, კახეთის ჩემპიონატზე ასპარეზეობისთვის ემზადებიან, სადაც კახეთის რეგიონის წარმატებული სპორტსმენები ერთმანეთს შეებრძოლებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий