EXCLUSIVE- დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული 15 წლის გოგონა ოჯახს მეექვსე დღეს დაუკავშირდა. როგორც "ქიზიყს" დაკარგულის ბიძაშვილმა ინგა წიკლაურმა განუცხადა, 15 წლის გვანცა ჭინჭარაული ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ შეყვარებულს ცოლად გაჰყვა.
"მე მუდმივად ვრეკავდი, მაგრამ ერთი ზარი შევიდა ტელეფონი მუდმივად გამორთო. ვეჭვობდით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რადგანაც ტელეფონი ამ ხნის მანძილზე მას რომ ჰქონოდა აუცილებლად დაგვიკავშირდებოდა. მას შემდეგ, რაც მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ცენტრალური ტელეკომპანიების ეთერში გავიდა, ალბათ სიუჟეტი მათაც ნახეს და მიხვდნენ, რომ ვნერვიულობდით. ამის მერე გვანცა ტელეფონზე პირადად დამიკავშირდა და მითხრა, არ ინერვიულოთ, ქუთაისში ოჯახი შევქმენიო. ვიცოდით, რომ "ადნაკლასნიკებში" ქუთაისელი ბიჭი გაიცნო და ის ერთხელ აქაც იყო ჩამოსული. გვანცას ჩამოაკითხა და საუბრობდნენ" - აცხადებს გოგონას ბიძაშვილი ინგა წიკლაური.
,,10 დღეა რაც დედამისი ისევ საბერძნეთში წავიდა და გვანცას მე ვუვლი. კარგი ბავშვი ჩანდა, ცუდი არაფერი შემიმჩნევია. ამასწინათ, ამ ქუთაისელმა ბიჭმა აქ რომ ჩამოაკითხა ზრდილობიანად საუბრობდნენ, გარეთ სკამზე ისხდნენ. თუმცა, ამბობდა შეყვარებული არ მყავსო," - ამბობს გოგონას მომვლელი ლეილა ქისტაური.
ბოლო ხანებში გოგონა დედასთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა. ისინი დედოფლისწყაროში ახლახან დაბრუნდნენ, ბავშვის მშობლები გაცილებულები არიან. მისი დედა ცოტა ხნის წინ ისევ საბერძნეთში წავიდა და გვანცა დედოფლისწყაროში მომვლელთან დატოვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი ; EPN.ge ;
Комментариев нет:
Отправить комментарий