ასეთი ეპოქა დაგვიდგა - ნანი ბრეგვაძე ხანუმაა, ბუბა კიკაბიძე - კოსტაია, სტურუა თეატრიდან გაუშვეს, ხოლო ,,პარადი'' ვარსიმაშვილს მიყავს. ჰამლეტ გონაშვილი მკვდარია, ქართული ბომონდი არჩილ მეფარიძის ფორმებით ტკბება. შარშან წავიკითხე სოსო ცინცაძის ინტერვიუ - მიტერანი და კოლი წავიდნენ, მათი ადგილები კი ვიღაც ვიგინდარებმა - სარკოზიმ და მერკელმა დაიკავესო. აბა, ივანე ჯავახიშვილიც ისტორიკოსი იყო და სვიმონ მასხარაშვილიც ისტორიკოსია?! სვიმონ მასხარაშვილი არის მასხარა და სარკოზის დახვედრა, შეხვედრა და გაცილებაც მასხარაობა იყო.
იმ დღეს, ადამიანები ერთმანეთს სარკოზობას ულოცავდნენ. იყვნენ ისეთებიც, ფართოდ რომ იღიმებოდნენ – სუბსარკოზობას გილოცავთო. ვიგინდარობა იყო, გოიმობა, ქაჯობა, ბოდიში მომითხოვია და – სირობა. როცა რეჟისორი კვერცხია, სპექტაკლი ყოველთვის სირობა გამოდის. ბუნდღას მეტი ვინ იტყვის იმას, რაც იმან თქვა? კვერცხის მეტს ვის გაუხარდება და ხორცის მეტი ვინ დაუკრავს ტაშს?
აი, რა თქვა ბუნდღამ: „თქვენი ტერიტორიის ერთი ნაწილი წაგართვეს, ეს ისეთივე მწვავე ტკივილია, როგორც მოკვეთილი კიდური, რომლის არსებობასაც მუდმივად გრძნობ და ურომლისობასაც ვერ ეგუები“. „მოკვეთილი კიდური, რომლის არსებობასაც მუდმივად გრძნობ და ურომლისობასაც ვერ ეგუები“ - თქვე საწყლებო, კიდური მოგკვეთესო... ჯიგრები ხართ, რომ მუდმივად გრძნობთო... გასაგებია, რომ ვერ ეგუებითო... და, აღარ თქვა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოკვეთილი და მოწყვეტილი მხოლოდ ხვლიკს ეზრდება და, თუ არ ვცდები, ისიც მხოლოდ კუდი. მართალია, კუდი გვაქვს და, მასთან ერთად _ სოდიც, მაგრამ საქართველო ხვლიკი არ არის და ბუნდღასარკოზიმ გარკვევით გვითხრა, უნდა შეეგუოთო. მიშამ ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა _ მეტი რა გზა გვაქვსო. სარკოზის გაუხარდა და მიშას ორდენი გადასცა. მიშასაც გაუხარდა და ორდენის გარეშე არც სარკოზი დარჩა. მერე, მიშამ საფრანგეთის პრეზიდენტს პატარა ექვსკურსია მოუწყო. „ეს ჩემი ბიჭია“, „ვააა“; „ეს დედაჩემია“, „ვააა“; „ეს ბებიაჩემია“, „ვააა“; „ეს ეკონომიკის მინისტრია“, „ვააა“; „ეს პარლამენტის ახალი შენობის მაკეტია. ქუთაისში შენდება“, „ვააა“. მაგრამ, მთავარი წინ იყო. სოფო ნიჟარაძე საფრანგეთის ჰიმნს ასრულებდა: „ღღღღღღ“, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი ტანსაცმლიდან ხტებოდა: „ჰოჰოჰო, პაჰპაჰპაჰ“. მიშას უხაროდა: „დღეს ჩვენთან იყო იმ ქვეყნის ლიდერი, რომელმაც აფრიკაში ორი ომი მოიგო“. „სარკოზიმ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოში ხელების ფათური უნდა შეწყვიტოს“, „ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ნიშნავს, რომ ვერასოდეს ვერავინ შეგვახრამუნებს“... გეუბნებით, კვერცხიამეთქი! ა, კიდევ: „საფრანგეთმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხში საქართველო იშვილა“. მიშამ თქვა, სხვა ვინ იტყოდა?! ხოლო ნაშვილებს ყოველთვის აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, მაგრამ სარკოზი რისი ნარკოზია? გვიშვილა თუ არა, მაშინვე დაგვამშვიდა: „როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია და არა სადმე სხვაგან“. როდესაც პირველად იყო თბილისში, პარლამენტის წინ ათი ათასი სირი ყვიროდა: „სარკო, სარკო“. ახლა, როდესაც მეორედ ჩამოვიდა, „სარკო, სარკო“ს უკვე 15 ათასი სირი ღრიალებდა. „როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია და არა სადმე სხვაგან“, _ თქვა სარკოზიმ და გაიფიქრა; „როდესაც სასირეთში ვიმყოფები, თავი თბილისში მგონია“. „უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო“ _ შეთანხმდნენ და ერთხმად განაცხადეს ნუგზარ წიკლაურმა და გიგა ბოკერიამ, დიმიტრი შაშკინმა და კობა ხაბაზმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ეკა ხერხეულიძემ. „ზოგს ჰგონია, რომ საქართველო რუსეთს დაუწვება, ერთ ადგილს აულოკავს მტერს, რომელსაც მისი დაპყრობა სურს, მაგრამ ჩვენი ხალხი ნათლად აჩვენებს, რომ არავისი ეშინია.
საფრანგეთი რუსეთს მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს ეძახის. ამის გამო რუსეთს და ჩვენს მეხუთე კოლონას იმედი აქვს, რომ ვიღაც გაგვყიდის, ჩაგვაბარებს. ჰგონიათ, რომ მთავარია, რუსეთს ბაბაია ეძახო, რომ კარგად შეგახრამუნოს, მაგრამ გაყიდვისა და ჩაბარების დრო დამთავრებულია. მანამ ვართ ერთიანნი, წელში გამართული, არავის დავუწვებით, ვერავინ დაგვიწვენს და გადაგვივლის“ _ თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. საპრეზიდენტო სიტყვაც ასეთი უნდა. ხომ გეუბნებით, კვერცხიამეთქი. მაშ ის ვინ იყო, მტვერში რომ გორაობდა, რუსების ნაფეხურებს რომ კოცნიდა?! და ის ვინ იყო, გაკვირვებისგან ყბა რომ ჩამოუვარდა და თვალებიდან ამოვარდა? სააკაშვილი გორაობდა, კუშნერი გაკვირვებული იყო.
„ავლაბრის რეზიდენციაში რომ მივდივარ, თავი საგიჟეში მგონია“ _ ამბობს მას შემდეგ კუშნერი. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ავლაბრის რეზიდენციაში და ამ დროს, მიშა მასპინძლობს ბარძაყმშვენიერ ქსენიებს - სობჩაკს და სოკოლოვას. სად გეგონებათ თავი? წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილთან იმყოფებით ბათუმის „რედისონში“, იმავე საღამოს კი, მდგრადი განვითარების ნეკნებჩალეწილი მინისტრი, თავგატეხილი პრესმდივანი და ფეხებმომტვრეული ვიცეპრემიერი საავადმყოფოში მოხვდებიან. სად გეგონებათ თავი? დაიჭირეს ორი ფოტორეპორტიორი, მათთან ერთად კი, მიშას პირადი ფოტოგრაფი და პირადი ფოტოგრაფის მეუღლე - თბილისის მერის პირადი გაზეთის ფოტოგრაფი. ყველას დააბრალეს ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ. მეოცე საუკუნის რომელ ათწლეულში გეგონათ თავი? 21ე საუკუნის საქართველო 30იანი წლების საბჭოთა ბორდელს ჰგავს. გეუბნებით, კვერცხიამეთქი...
გასულ კვირაში დავით ბაქრაძეს ქლიბი ვუწოდე. გაცეცხლებულა... ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დავით ბაქრაძე არის ქლიბი. ბევრჯერ მოყოლილ და მოსმენილ ანეკდოტსაც გავიმეორებ: ოჯახში სუფრაა, ხორხოცი. ოთახში გალიაა ჩამოკიდებული, შიგ - თუთიყუში. დროდადრო თუთიყუში თავს გამოყოფს და იძახის: „თამადა ტ...კია“. გადაირია თამადა. მასპინძელს დაუძახა და ეუბნება: „ეს თუთიყუში დაკალი, შეწვი, მომიტანე და მილიონს გაძლევ“. მასპინძელი დათანხმდა, გაიყვანა თუთიყუში, ისისაა დანა უნდა გამოუსვას, რომ თუთიყუში ეუბნება: „წიწილა დაკალი. მილიონიც გექნება და მეც შეგრჩები“. დაუჯერა, თამადას შემწვარი წიწილა მიუტანა და შეპირებული მილიონი მოითხოვა. „გეხუმრე“ - უთხრა თამადამ. ამ დროს თუთიყუშმა თავი გამოყო: „ხომ გეუბნებოდით თამადა ტ...იამეთქი“. ქლიბიამეთქი და რაც ორშაბათს დიმიტრი ლორთქიფანიძის მისამართით ქლიბურად წამოაყრანტალა, იმის გამო სასამართლოში ექნება საქმე. ქლიბიამეთქი და სანამ პატივისა და ღირსების შელახვაზე მიჩივლებდეს, ჯერ დაამტკიცოს, რომ პატივი და ღირსება გააჩნია.
მშიერ, ღატაკ, გაუბედურებულ ქვეყანაში 50 სირს უძვირეს რესტორანში ბიუჯეტის ხარჯზე რომ დაპატიჟებ და იძახი, მიზერული თანხა იყოო, ქლიბი ხარ, მა რა... პავლე კუბლაშვილი და ნუგზარ წიკლაური ხარ?! სამეულის წევრი ეს ორი იმიტომ გამახსენდა, რომ გასულ კვირაში ყველაზე კოლორიტული კომენტარები მათ გააკეთეს. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო _ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია. მართალია, ჯერ არ არის ტელევიზორში, მაგრამ პოლიტიკაში უკვე არის. აღარ ჩამოვთვლი, ვინ როგორ გამოეხმაურა ამ ფაქტს და ივანიშვილის განცხადებებს, რადგან, ძირითადად, ყველა ერთმანეთს ჰგავდა - ერთნაირად მიესალმებოდნენ, ერთნაირად აპროტესტებდნენ და ერთნაირად უჭირდათ კომენტარის გაკეთება. „ივანიშვილისგან სერიოზულ პოლიტიკურ დოკუმენტს ველოდი, თუმცა, ამის ნაცვლად, საზოგადოებამ ავადმყოფური ამბიციებით შეპყრობილი ადამიანის ძალიან უნიჭო საგაზეთო სტატია მიიღო, როგორიც ყვითელ პრესაში ყოველდღიურად იბეჭდება“, _ თქვა ბოცონუგზარამ (წიკლაურმა). „ხელისუფლება არ აპირებს გაეჯიბროს იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის სიყვარული გადახურდავებული აქვს ცალკეულ ვალუტაში“ _ ბოცონუგზარას მხარი პრიალაპალიკომაც აუბა. ჰააა, დაგაჯდათ შიშის ბუზი, კვერცხის გულებო? კახა ძაგანიას კომენტარიც მაგარი იყო _ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღვიქვამთო. აღქმას დანახვა უნდა, დანახვას - სათვალე, ხოლო ის სათვალე, ლეიბორისტებს რომ სჭირდებათ, რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. არ უყიდა ბიძინამ, ჰოდა, საკუთარ თავს დააბრალოს, ძაგანია და გუგავა (მათთან ერთად, შატბერაშვილი და ჯიბლაძე) პოლიტიკურ ფიგურად რომ ვერ აღიქვამენ. ერთ დროს ლეიბორისტები რიგში იდგნენ ივანიშვილთან, პირველები არ იყვნენ, მაგრამ ხელი ყველაზე წინ ჰქონდათ გაშვერილი. რიგიდან გამოაგდეს და საჩხერელ ფანტომს სამკვდროსასიცოცხლოდ გადაემტერნენ.
უკვე ვხედავ რიგს, რომელიც ივანიშვილის კართან დგას და, ჰოი, საკვირველებავ, ვხედავ რიგში პირველობისთვის ერთმანეთს როგორ ებრძვიან დათა თუთაშხია და ბეჩუნი პერტია. სხვებსაც ვხედავ რიგში, გრძელი ხელები აქვთ, ფართო ხელისგულები, დაუოკებელი მადა... ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ივანიშვილის ტერფს, ანუ პანღურს. გიხაროდენ, გიხაროდენ!!! უხაროდათ - შევარდნაძე ჩამოვიდა და გვეშველაო. უხაროდათ - სააკაშვილი მოვიდა და გვეშველაო. უხარიათ - ივანიშვილი მოდის და გვეშველებაო. დავსხდეთ, გადავიდოთ ფეხი ფეხზე, ვსვათ მომწარო სითხე და ვიღიღინოთ „აყვავებულაააა...“
ყველა ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ზოგი მას ივანიშვილად მოიხსენიებს, ზოგი _ ბიძინად, ზოგიც _ ბატონ ბიძინად. ახლაც თვალწინ მიდგას, პატარკაციშვილის მედიაჰოლდინგის შეფინიამ კორექტურის გვერდში როგორ გადახაზა „შევარდნაძე“ და როგორ რუდუნებით დააწერა ფანქრით „ბატონი პრეზიდენტი“. რომ არ ვთქვა, არ შეიძლება – ივანიშვილის განცხადება, ტელევიზიების ყიდვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არაკორექტული იყო და ეს ბევრმა აღნიშნა ძალიან მოზომილად და ძალიან კორექტულ ფორმებში. პირადად მე ის მაინტერესებს, ყოველივე იმის შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა, წლების განმავლობაში როგორ უნდა აფინანსებდე იმას, ვინც მოახდინა? იმედი მაქვს, განმარტება გაკეთდება თუნდაც ამ ნიუსთან დაკავშირებით: „იმერეთის გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში ახალი სტადიონი გახსნა“. ამ ნიუსზე ერთად ვიხალისოთ: „თითქმის ხუთი თვის წინ დიპლომატიურ სამსახურში გამწესებული კონსტანტინე გამსახურდია ელჩობას ამ დრომდე არ შესდგომია და კვლავ თბილისში იმყოფება... პრეზიდენტის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დამტკიცებულმა გამსახურდიამ ამ თანამდებობაზე დასანიშნად აგრიმანი ვერ მიიღო. „...ამ ორგანიზაციების სათავო ოფისები შვეიცარიაშია განთავსებული და მათ შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებული ელჩები ფარავენ. ასეა ყველა ქვეყნისთვის და, ბუნებრივია, საქართველოსთვის გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება“, _ განუცხადა ,,პირველს'' ინფორმირებულმა წყარომ. თავად კონსტანტინე გამსახურდიამ სააგენტოსთან საუბრისას მის შვეიცარიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით „გარკეული ტიპის ტექნიკური პრობლემების“ არსებობა დაადასტურა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ „ახლა ყველაფერი მოგვარებული და გადაწყვეტილია“.
კოკო ირწმუნება, რომ დიპლომატიურ რანგში მას „უფლებამოსილების არეალი გაუფართოვდა და ახლა ევროკავშირში საგანგებო დავალებათა ელჩია“. ალბათ, ოფისით შვეიცარიაში და, ალბათ, კოკოიამეტროლოგი საქართველოს საგანგებო წარმომადგენელი იქნება „ალპენ გოლდისა“ და „ვიქტორინოკსის“ ქარხნებში.
შვეიცარიიდან ისევ საქართველოს ახორხოცებული მასის წინ გამოსულ კვერცხს და ბუნდღას დავუბრუნდეთ. ნიუსი: „საქართველოს საგარეო უწყება არ ფლობს ინფორმაციას, რომელი მხარის ინიციატივით დაიგეგმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე. როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა, შესაძლოა, ეს ორივე მხარის სურვილი ყოფილიყო“. გაკმაყოფილებთ ჯალაღანიას პასუხი? რას იტყვით, ბატონებო და ქალბატონებო? დუმხააართ... ვფიქრობ, ჯალაღანია არ ცრუობს.
ასე წარმომიდგენია; კვერცხი და ბუნდღა ერთმანეთს სადღაც შეხვდნენ. კვერცხმა _ ჩამოდიო, ბუნდღამ _ ბაზარი არ არის, მაგრამ რა გავაკეთოო? „ბებიაჩემს გაგაცნობ და ქუთაისის პარლამენტის გაჩვენებო“. ბუნდღას გაუხარდა და დათანხმდა. კვერცხს გაუხარდა, რომ ბუნდღა დათანხმდა და ამ ჭყლოპინჭყლოპინში ერთად წარმოთსქვეს: „თავისუფლების მოედანზე ხალხი შევკრიბოთ და სიტყვით მივმართოთ“, რადგან ერთად წარმოსთქვეს, ტრადიციაც არ დაარღვიეს და „როდის გაგეხარდება“–ს შეძახილით ერთმანეთისკენ წაიწიეს. ბუნდღამ დაასწრო და პირველი წვდა თმაში... „როდის გაგიხარდება?“ როდის გაუხარდება?.. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და ვიკითხოთ ჩვენები, ჩვენებს მოვუსმინოთ და გავუგოთ. მთავარია, გაგება.
ერთი სამწუხარო ამბავი ყველამ გავიგეთ _ ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა. ყველანი წავალთ, მაგრამ მანამდე ზოგიერთის ცხვირპირს ზოგზოგიერთის თავყბასთან გავაერთიანებთ. ქლიბს ადგილი მივუჩინოთ კვერცხში.
გმ. (გაეთრიემეთქი) გაოგნებულმა სტეპკომ ერთი პირობა შეხედა, რა ბედი ეწია მის ნავარაუდებ ვახშამს, მერე მომიტრიალდა და ღელვისაგან ნაწყვეტნაწყვეტ დამიყვირა: _ შენ არა გაქვს უფლება, ეს ჩემი ოფლით არის მონაგარი! _ გაეთრიე, ვიდრე ცხვირპირს არ ამოგინაყავ!.. (ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“).
გაზეთი "ვერსია"
Комментариев нет:
Отправить комментарий