пятница, 30 марта 2012 г.
გოგა ხაჩიძემ დედოფლისწყაროში შეხვედრები გამართა
четверг, 29 марта 2012 г.
ნელი გობეჯიშვილის ძალისხმევით საგამოფენო დარბაზმა ფუნქცია აღიდგინა
понедельник, 26 марта 2012 г.
ზემო მაჩხაანის სკოლაში გაჩენილ ხანძარს დირექტორი მის წინააღმდეგ შანტაჟად აფასებს
მოსწავლეები გამგეობას საზაფხულო ღონისძიებების თაობაზე კვლევას გადასცემენ
суббота, 24 марта 2012 г.
"კვირის ბოლოს" N3 საინფორმაციო გამოშვება – დედოფლისწყაროს ამბები
24 მარტი – რადიო24–ისა და "ქიზიყის" ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს"
შენიშვნა: მოზილა–ს ბრაუზერით ამ აუდიო გადაცემის მოსმენა შესაძლოა ვერ შეძლოთ, ეცადეთ გუგლი ქრომით, ან სხვა ბრაუზერით ჩართოთ.
(ახალი პროექტის N1 გამოშვება მოსმენილია 136 ვიზიტორის მიერ, N2–ე გამოშვება კი 159–ჯერ)
пятница, 23 марта 2012 г.
სოფელ ქვემო ქედის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
„ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნუგზარ პაპიაშვილი განათლებით ისტორიკოსია. ის იმავე სოფლის სკოლის დირექტორად რამდენიმე წლის წინ უკვე მუშაობდა. პაპიაშვილი 2001–07 წლებში ქ. თბილისის #89 საჯარო სკოლის და თბილისის #193 დაწყებითი საბაზო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვარდების რევოლუციამდე ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმძღვანელოების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.
როგორც პაპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ამ დროისთვის გამგებლის რწმუნებულის მოვალეობას ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი გიორგი წიკლაური ასრულებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
პირველმა საჯარო სკოლამ პრომო-აქცია გამართა
აქციაში მონაწილეობენ საჯარო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით და გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვილი „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის მანდატურებიც, რითიც გამოხატეს მხარდაჭერა მოსწავლეთა მიმართ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულ სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპორტულ მოედანს მოუწყობს, რომლის არარსებობაც მოსწავლეთა შეფასებით სკოლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება. „გვინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ მოიწონოთ ჩვენი საკონკურსო ფოტო და ამით დაგვეხმაროთ გამარჯვებაში. წინასწარ დიდი მადლობა ყველას. აქციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში,“ – აცხადებენ პირველ საჯარო სკოლაში და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
დასალაიქებლად ეწვიეთ ბმულს>>
მირზაანში მარტოხელა ქალს ოპოზიციის დახმარებისთვის საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს
როგორც მარტოხელა ქალბატონი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, დახმარება იმ მიზნით შეუწყვიტეს, რომ ერთ–ერთ ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობდა. უკიდურესად გაჭირვებული ქალბატონის მეზობლებიც მიიჩნევენ, რომ სააგენტომ ის პოლიტიკური ნიშნით დასაჯა და საარსებო შემწეობა ამიტომაც შეუწყვიტა.
ცნობისთვის, დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული განუკითხაობისა და მათი არაობიექტური მუშაობის თაობაზე ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ახლახან, არაეფექტური და მიკერძოებული მუშაობისთვის სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში არსებულ უსამართლობებზე მოქალაქეებმა ორი კვირის წინ, დედოფლისწყაროში ჩამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილეს ყურადღება, პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და ვითარების გამოსწორება ითხოვეს. /ქიზიყი/
четверг, 22 марта 2012 г.
დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე დააჯილდოვეს
მაყვალა გონაშვილმა უთრუთაშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.
დაჯილდოვების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა, სადაც დედოფლისწყაროელი ცნობილი და უცნობი პოეტების პოეტური კრებულის მესამე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. /ქიზიყი/
სტუდენტთა დასაქმების წინასწარი სიები – დედოფლისწყაროელი ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთისთვის
20 მარტს 9 საათზე, „Summer Job”-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სტუდენტების ნაწილმა რეგისტრაცია დილის 9 საათიდან გაიარა, ნაწილი კი უკვე რეგისტრირებულთა სიაშია. ვინ შეადგინა წინასწარი სიები? როგორ მოხვდა სტუდენტთა ნაწილი უკვე დასაქმებულთა რიგებში ? - ამის შესახებ მოთხრობილი ორი ისტორია ერთმანეთს ზედმიწევნით ჰგავს: ორივე შემთხვევაში, სტუდენტებს რეგიონის გამგეობიდან დაურეკეს და “Summer Job”-ში წინასწარი რეგისტრაცია შესთვაზეს. ვინაობის გამხელა არცერთმა მათთგანმა არ ისურვა.
თორნიკე (სახელი შეცვლილია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ის დედოფლისწყაროდანაა, რამდენიმე დღის წინ, დედოფლისწყაროს გამგეობიდან დაურეკეს და საზაფხულო სამსახურში რეგისტრაციის გავლა შესთავაზეს. როგორც თორნიკემ გვითხრა, ის წარამტებული სტუდენტია, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო. თორნიკე დედოფლისწყაროს რაიონში ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრიცაა. მისი ინფორმაციით, სიებში წინასწარ, მასთან ერთად, მისი რაიონიდან 40-მდე სტუდენტი მოხვდა.
თაკოს ისტორიაც ანალოგიურია. ის კასპიდანაა, მასაც წინასწარ დაურეკეს, სახელის გამხელა არც მას სურს, ანონიმურად გვიყვება თავის ამბავს და გვარწმუნებს, რომ წარჩინებული სტუდენტია და მისი ღრმა რწმენით, წინასწარ რეგისტრირებულთა სიაში მხოლოდ ამიტომ მოხვდა. „ნაციონალური პარტიის წევრი არ ვარ, წარჩინებული სტუდენტი ვარ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ჩასმა ამ სიებში”-ამბობს თაკო.
წინასწარი რეგისტრირებულთა სიების შესახებ გუშინ „Summer Job”-ის გვერდზე ერთ-ერთმა სტუდენტმა ნიკუშა ოქრიაშვილმაც იკითხა: “მთელი თვითმართველობა ამბობს, უკვე დარეგისტრირებულები ვართო და რაღას გვატყუებთ”? – გვერდის ადმინისტრატორი კომენტარს გამოეხმაურა და უთხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.
რეგისტრაცია დილით დაიწყო, დაწყების ზუსტი დრო და პროგრამასთან დაკავშირებული რამდენიმე ახალი დეტალი კი ცნობილი მხოლოდ გუშინ ღამით გახდა. კერძოდ, გუშინ გაირკვა, რომ სტუდენტებს 500 ლარიდან 20%-ი დაექვითებათ, პროგრამაში მონაწილეობა კი დამამთავრებული კურსის სტუდენტებსაც შეეძლებოდათ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job”- ი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს, მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტი შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველ ერთ ვაკანსიას აირჩევს. პროგრამა „Summer Job”- ი მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით, თუმცა, სტუდენტის პროფესია, შესაძლოა, აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში, ძირითად ნაწილს კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევს დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა, არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი. დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.
ბიუჯეტიდან ამ ერთთვიან პროგრამასთვის დაახლოებით 12,5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ლიკა ზაკაშვილი ლიბერალი
среда, 21 марта 2012 г.
ქართული მედია და ჟურნალისტები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ
პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქტორის მონოლოგს მკითხველთან.
ილია მარტყოფლიშვილი:
კითხვაზე, რატომ ავირჩიე პროფესია ჟურნალისტი - შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ყოველთვის ვპასუხობ, რომ არ ამირჩევია. უფრო სწორად, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი... ჯერ კიდევ 12-13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და ოდნავაც არ მიყოყმანია. ყველა მეუბნებოდა, გავლენიანი ადამიანების გარეშე ამ სფეროში დამოუკიდებლად ვერ გაიკვალავ გზასო. ჩემს სანათესაოში არავინ ყოფილა ჟურნალისტი, მაგრამ რატომღაც ამ პროფესიის ხიბლი ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. გამიმართლა და დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე წელს ჩავირიცხე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ ჩემი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ლალი ინაშვილი ყოველთვის აღნიშნავდა, „საკონტროლო თემების წერისას, მარტყოფლიშვილის მომზადებულ თემებში ყველა იმ მითითებას ვხედავ, კლასს რა დავალებაც მივეციო“. ანუ, თემა ყოველთვის ზუსტად ისე იყო აგებული, როგორც გვთხოვდა. სხვა საგნებისგან განსხვავებით, ამ საკითხში უფროსი ადამიანების, ან სპეციალისტების დახმარება არასოდეს დამჭირვებია. ალბათ, ქალბატონი ლალი თავიდანვე ხედავდა ჩემში წერისადმი მიდრეკილებას. მე რომ ეს საქმე შემიძლია და ასე ძალიან მიყვარს, უნდა ვაღიარო, ლალი ინაშვილს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას.
სახლში ვიდეო-აპარატურა 12 წლიდან მქონდა და ამ ასაკში დამოუკიდებლად რამდენიმე დოკუმენტური ფილმი მოვამზადე და თავადვე გადავიღე. ცხადია, საკუთარი ძალებით ეს არცთუ ისე ხარისხიანი გამოვიდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ენთუზიაზმი და საქმის სიყვარული მაშინაც დიდი იყო.
ჩანახატები და ლექსები ბავშვობაში არასოდეს მიწერია, მაგრამ, თავისუფალ თემებს მუდმივად ვწერდი, თუმცა არა სკოლისთვის... იმაშიც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის პრობლემებზე ვწერდი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ კი მახსოვს, კატეგორიულად გვიკრძალავდნენ ლექსების წერას. ეს იმიტომ, რომ ბევრ სტუდენტს საგაზეთო და შემოქმედებითი ნაწერი ერთმანეთში ერეოდა, სასწავლებელში მკაცრად მიგვითითებდნენ, რომ ჟურნალისტმა ნაწერი ზედმეტად არ უნდა შეალამაზოს. ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ „რუსთავი 2“ და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად, მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ „მოამბის“ წამყვანი იყო. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა.
რაც შეეხება პირველ სამსახურს მედიაში, თავდაპირველად ჟურნალ „თბილისელებში“ ვმუშაობდი. პირველივე კურსზე მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, სათანამშრომლოდ რომელიმე რედაქციაში მივსულიყავით, რომლის შენობაც ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს იქნებოდა. ასეთი აღმოჩნდა „თბილისელები“. რედაქტორს თანამშრომლობა მორიდებით ვთხოვეთ და დავძინეთ, პირველკურსელები ვართ, დიპლომი არ გვაქვსო. „თბილისელებს“ ახლაც ზაზა ახობაძე რედაქტორობს. ძალიან კარგი ადამიანია და ის პერიოდი კარგად მახსენდება. ასე თქვა, თქვენი დიპლომი რად მინდა, მთავარია როგორ წერთო... დაგვავალეს რამდენიმე თემა და ზუსტად მახსოვს, ისე განვიცდიდი 1 თვე ვწერდი.
პირველი ინტერვიუ 2001 წელს ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, „რუსთავის 2“-ის დირექტორის მოადგილე, ნინო შუბლაძესა და მის მეუღლე ალეკო ფარულავასთან ჩავწერე. მაშინ ნინო და ალეკო დაოჯახებულები არ იყვნენ, 1 არხზე გადაცემა „ალიონის“ წამყვანები გახლდნენ და მეგობრობდნენ. მახსოვს, ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აღგიწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. ეს პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ, ბოლოში ჩემი გვარი-სახელი მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მერე ხშირად ვაქვეყნებდი ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს. „თბილისელები“ ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც რედაქციაში ერთად მივედით, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ჟურნალს - „კვირის ბოლო“, ჩვენვე ვრედაქტორობდით. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ბევრ სიძნელეს, მათ შორის დაშინებებსა და უამრავ ზეწოლას დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის 48 გვერდს ყოველკვირეულად ვავსებდით, ჩვენს შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა იმდროისთვის ძალზე პოპულარულ გადაცემაში „რა ხდება!“. მოგვიანებით, ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რეკლამა ეთერში საუკეთესო დროს გადიოდა. ყველაფრის მიუხედავად, რამდენიმე თვეში, ვარდების რევოლუციის დროს დავიქსაქსეთ...
ლაერტ ზუბადალაშვილის სურვილით, 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე თვე დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენებზე, ოპერატორ გია ყაჭაშვილთან ერთად, ადგილობრივ ტელე-გადაცემებს ვამზადებდი. ეკრანზე ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება გადიოდა, რომლის წამყვანი მე ვიყავი. მაშინ დედოფლისწყაროელებმა როგორც ჟურნალისტი ფაქტობრივად პირველად გამიცნეს და 19 წლის ბიჭისთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მერე კი ისევ თბილისში რადიო „უნივერსში“ გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო „პალიტრა“ დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ თბილისის „პირველ რადიოში“ გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტი ვიყავი. შემდეგ იყო დამოუკიდებელი გამოცემები „თავისუფალი გაზეთი“, გაზეთი „ვერსია“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და ასე შემდეგ. ასევე, კახეთის რეგიონული გაზეთი „პროგრესი“, სადაც დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენებს ვაშუქებდი, რამაც რამდენჯერმე სასამართლომდეც მიმიყვანა. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება. დედოფლისწყაროში დამოუკიდებელი, ყოველდღიური ინტერნეტ-გამოცემა „ქიზიყის“ შექმნაც მხოლოდ ინფორმაციის მაქსიმალურად და ოპერატიულად გავრცელების უზრუნველყოფით იყო ნაკარნახევი, თორემ ფინანსური დაინტერესება არ მქონია.
სულ რამდენიმე თვეა, რაც გაზეთ „შირაქში“ ვარ. ყოველთვის მინდოდა, ეს ჭაღარა გაზეთი ბევრად გაუმჯობესებული მენახა და მიხარია, რომ მომეცა საშუალება, მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ რეორგანიზების შემდეგ ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავად „შირაქის“ გაუმჯობესება, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მკითხველის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იქცა.
უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. იმაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო. ჟურნალისტიკის გარეშე ჩემი ცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი, ასე რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ამ საქმის გარეშე გაძლება ამჟამად 1 დღეც მიჭირს. აქ თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ!..
ზოგჯერ ჩემს კრიტიკულ წერილებს ცუდად იგებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ობიექტური და საკუთარ თავთან მართალი ვყოფილიყავი.
вторник, 20 марта 2012 г.
საქართველოში ცხვარი იხოცება
მეცხვარეთა ასოციაცია პირუტყვის სიკვდილიანობის მატების მიზეზად სხვადასხვა დაავადებებთან ერთად ცივი და ხანგრძლივი ზამთრის არსებობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მეცხვარეთა დიდმა ნაწილმა გამოსაზამთრებლად საკმარისი საკვების მომარაგება ვერ შეძლო.
„მკაცრმა და გრძელმა ზამთარმა, ასევე ფერმერების მიერ საკვების არასაკმარისი რაოდენობით მომარაგებამ საქართველოში ცხვრის დაახლოებით 15-20% გაანადგურა. გასულ წელსაც იხოცებოდა, მაგრამ ამჟამად რომ იმატა, ასეთი მაჩვენებელი მრავალი წელია აღარ ყოფილა. უამინდობამ და საკვების სიმცირემ პირუტყვის დაცემა გამოიწვია. შეინიშნება ასევე ავადმყოფობა – ბრაძოტი, ანუ ენტეროტექსომია,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ბექა გონაშვილმა.
მისი თქმით, ზარალის ანაზღაურების, ან სდახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დახმარების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. /ქიზიყი/
“ნიჭიერში” წარმატებების ფონზე “შირაქი” მოსწავლეების ანსამბლიდან წასვლით გაკვირვებულია
,,ვერ გამიგია ამ ხალხის, ამხელა წარმატებების შემდეგ, როცა ანსამბლი ,,შირაქი” პოპულარული ხდება ქვეყნის მასშტაბით და არა მარტო ქვეყნის, (თუმცა არც აქამდის აკლდა პოპულარობა), იმის მაგიერ, რომ იამაყონ ანსამბლსში ყოფნით, გადადიან სხვადასხვა ეგრეთწოდებულ ცეკვის წრეებში, განაწყენებულნი იმიტომ რომ ვერ მოხვდნენ იმ მცირე ნიჭიერთა შემადგენლობაში რომლებმაც მოუტანეს ანსამბლს ეს დიდი წარმატება. მინდა ყველა მშობელს შევახსენო, რომ ყველას ერთნაირად ვასწავლი ქართულ ცეკვას, მაგრამ ზოგი მალე ითვისებს, ზოგიც გვიან. მემგონი მქონდა იმის უფლება, რომ ამომერჩია ყველაზე ნიჭიერები და (რუსთავი 2-ის პროექტში) ისინი წამეყვანა ზუსტად. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ მეცოდებიან ის ბავშვები ვინც ჩემიდან გადაჰყავთ ,,უნიჭო” მშობლებს, მე არფერი მომაკლდება, რადგანაც იმათი ადგილები უფრო ნიჭიერ ბავშვებმა უკვე შეავსეს. სხვათაშორის ბავშვები მშობლებს ემსგავსებიან ნიჭით,” – ეს განცხადება ანსამბლის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელით გაავრცელა, რასაც ინტერნეტ სივრცეში დისკუსია მოჰყვა.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიული ანსამბლი “შირაქი” პოპულარულ სატელევიზიო პროექტ “ნიჭიერში” მონაწილეობს და რამდენიმე ეტაპი წარმატებით გადალახეს. პროექტი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ზე სულ მალე დაიწყება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
понедельник, 19 марта 2012 г.
დედოფლისწყაროში 17 წლის ბიჭი სანადირო თოფით გარდაცვლილი ნახეს
„დიდი უბედურება მოხდა… მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო, ძალიან ჭკვიანი და წყნარი ბავშვი გახლდათ, სოფელში ძალიან კარგად ხასიათდება. ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდა, თავი მაშინ მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია და ვერ გეტყვით რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი შეისწავლეს,“ – აცხადებს სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შალვა ხორნაული.
თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. გვამს ექსპერტიზა უტარდება. /ქიზიყი/
“ნიჭიერი” იწყება – უგულშემატკივრეთ დედოფლისწყაროელ მოცეკვავეებს!..
“ქიზიყი” უკვე წერდა, რომ დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებმა პროექტ „ნიჭიერის“ შესარჩევი და მეორე ტურები კვლავაც წარმატებით გადალახეს. გადაღებები 5 თებერვალს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დარბაზში გაიმართა. მოცეკვავეები ფართო აუდოტორიის წინაშე დედოფლისწყაროს სახელით გამოვიდნენ.
მათ ჟიურის წინაშე 2,5 წუთი ხანგრძლივობის ნომერი შეასრულეს. სცენაზე გატანილი იყო ცეკვა „მთიულური“, რომელიც 25-მა ბავშვმა შეასრულა.
ანსამბლს ტრანსპორტირებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაეხმარა. ჟიურის რეაქციებსა და შეფასებებზე „ქიზიყი“ ანსამბლის წევრებს ესაუბრა:
„დილის ათი საათიდან სხვადასხვა სახის სარეკლამო გადაღებებზე ვიყავით, ყველა მონაწილეს ცალკ-ცალკე იგებდნენ. ეს ტური წარმატებით დავძლიეთ და საბოლოო ჯამში ჯიურის სამივე წევრის „კი“ მივიღეთ. გეგას და სოფოს დადებითი კომენტარის შემდეგ ბოლო და გადამწყვეტი სიტყვა ვანო ჯავახიშვილმა თქვა და დაამატა – „ამ ჟანრში ძალიან ბევრი მოღვაწეობს, მაგრამ თქვენ შეძელით, განსაკუთრებულები ყოფილიყავით. ოთხი კი გაქვთ დარბაზის ჩათვლით, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე დგასო“. სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა – „ძალიან მოკლე დროში შეძელით შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაო“… იყო სიხარულის ყიჟინაც და ინტერვიუები. როგორც გვითხრეს, ეს პროექტი ეთერში მარტში გავა,“ – აღნიშნავს ანსამბლ „შირაქის“ ხელმძღვანელი ალექსი გაბრიელაშვილი.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, პატარა მოცეკვავეები მომავალ ტურში ახალ ნომერს წარმოადგენენ და შემდეგ კი იმ ტურიდან ჟიური ფინალისტებს შეარჩევს. ანსამბლის ხელმძღვანელს მომდევნო ნომერი ამ ეტაპზე შერჩეული არ აქვს. ანსამბლში ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ფარიკაობას მოამზადებენ, ოღონდ განსხვავებულად დადგმულს.
ანსამბლ „შირაქის“ „ნიჭიერში“ წარმატებულად მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტგაზეთმა „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა. ქართულ ტელესივრცეში „ნიჭიერი“ ერთერთ ყველაზე პოპულარულ და სახალხო პროექტად რჩება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ლევან ბაღაშვილი: „საზღვრისპირა სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებამ მიგრაცია შეაჩერა“
суббота, 17 марта 2012 г.
საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს" #2 – დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენები (აუდიო)
რადიო24–ისა და ნეტგაზეთ "ქიზიყის" ერთობლივი პროექტი – მოისმინეთ დედოფლისწყაროს ამბები. 17 მარტი
(შენიშვნა: მოზილა–ს ბრაუზერით მოსმენა შესაძლოა ვერ შეძლოთ, სცადეთ გუგლი ქრომით, ან სხვა ბრაუზერით ჩართოთ)
საჯარო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ჩატარდა
четверг, 15 марта 2012 г.
კონტროლის პალატამ „ქართული ოცნების“ წევრები და აქტივისტები დედოფლისწყაროშიც დაკითხა
მათ შორის დაკითხვაზე იმყოფებოდა დედოფლისწყაროს ექს-გამგებელი გელა იაკობიშვილიც, რომელიც კაბინეტში ყველაზე მეტხანს შეაყოვნეს. მათი თქმით, კართან თბილისიდან ჩამოყვანილი დაცვის 4 თანამშრომელი მორიგეობდა. დაცვის პოლიცია ივანიშვილის მხარდამჭერებს ჩხრეკდნენ და ზოგ შემთხვევაში ფეხსაცმლის გახდასაც აიძულებდნენ.
როგორც "რესპუბლიკური პარტიის" დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, კონტროლის პალატის თანამშრომლებს დეტალურად აინტერესებდათ ის ფინანსური აქტივობები, რომელიც მათი პარტიის ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გაერთიანების შემდეგ განხორციელდა.
"რესპუბლიკური პარტიის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი განმარტავს, რომ ანაზღაურება მხოლოდ მაშინ მიიღეს, როცა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ და აქტივისტებზე ხელფასი გაიცა.
აქტივისტების მხარდასაჭრად გამგეობის შენობასთან მივიდა მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. თამილა გურაშვილმა კონტროლის პალატისგან ოპოზიციონერების ფინანსების შესწავლის ნაცვლად დედოფლისწყაროს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა მოითხოვა და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატა ხელისუფლების მიმართ ლოიალურია და უკვე მეშვიდე წელია გამგეობის საქმიანობა არ შეუსწავლიათ.
დაკითხვაზე დაიბარეს ის აქტივისტებიც, რომლებმაც "ქართული ოცნების" გაზეთები დაარიგეს, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.
ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებით, კონტროლის პალატის ეს ქმედება მოსახლეობის დაშინებისკენაა მიმართული. „ქართული პარტიის“ აქტივისტების დაკითხვა თითქმის ყველა რაიონში ხმაურით მიმდინარეობს. /ქიზიყი/ აუდიო>>
ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები განახლდა
среда, 14 марта 2012 г.
„დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ექს–გამგებელი იაკობიშვილი არც განიხილებოდა“
„თავად რამდენად სურდა ვერ გეტყვით. ამ საკითხზე იაკობიშვილს ჩემთან შეხვედრა არ ჰქონია, დეტალები არ ვიცი… თუმცა, კოალიციის შტაბის კარი ყველა გულწრფელი მსურველისთვის ღია იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველას ჩავრთავთ ამ პროცესში! ძალიან მალე მუდმივად საინტერესო სიახლეები იქნება და რაიონს ძალიან გამოვაცოცხლებთ! გეტყვით, რომ თავმჯდომარე 100% დედოფლისწყაროელი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია,“… – ექსკლუზიურად განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქველმოქმედო ფონდ "ქართუ”-ს პრეზიდენტმა პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ მისი მამის ტარიელ ღარიბაშვილის დანიშვნაც კატეგორიულად გამორიცხა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტარიელ ღარიბაშვილი ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომრის პოსტზე მუშაობას ვერ შეძლებს. ოგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფონდი "ქართუ”-ს პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის რწმუნებულის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა სწორედ ოლიგარქის გააქტიურების შემდეგ დატოვა.
დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ რაიონის ყოფილი გამგებელი გელა იაკობიშვილი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ჩაუდგეს სათავეში. ოპოზიციონერების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, რომ იაკობიშვილმა თბილისში ამ მიზნით ცალკეული შეხვედრები უკვე გამართა. ინფორმაციას იაკობიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა, დასძენს, რომ ფიქრობს.
„ჯერჯერობით, პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვეტილი არ მაქვს. უნდა ითქვას, რომ ახლა ამ საკითხზე ჩამოყალიბებული არ ვარ. ისევე, როგორც მთელი საქართველო, მეც მუდმივად ტელევიზორთან ვარ და მოვლენებს თვალყურს ვადევნებ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული შემოთავაზება არ მქონია. თუ „ქართული ოცნებისგან“ რაიმე შემოთავაზება იყო – დავფიქრდები… ამჟამად გადაწყვეტილი არაფერია და თუ რამე გადაწყდა, ან ამ მხრივ აქტიურობა დავაპოირე, ამას ყველა გაიგებთ, მედიასთანაც ვითანამშრომლებ და რა კითხვებიც გაგიჩნდებათ, ყველაფერზე პასუხს გაგცემთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გელა იაკობიშვილმა.
2005-06 წლებში გელა იაკობიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა. 2006 წლის მარტში პროკურატურამ იაკობიშვილი 5 000 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
კახეთის მუზეუმების 40–მდე ხელმძღვანელიდან სერთიფიკატის მიღება მხოლოდ 10–მა მოახერხა
ტრენინგში მონაწილე 40–მდე პრეტენდენტიდან გამსვლელი ქულების მოგროვება მხოლოდ 10–მა შეძლო, სერთიფიკატებიც მხოლოდ ათ მათგანს გადაეცა. ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო ფიროსმანის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნელი გობეჯიშვილმაც.
„ტრენინგებზე დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრიდან გაგვგზავნეს, სწავლება სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სხვა საკითხებთან ერთად მუზეუმის მართვის მენეჯმენტი შეგვასწავლეს, რის შემდეგაც ტესტირება კომპიუტერით ჩავაბარეთ. მხოლოდ ათი მათგანი დაჯილდოვდა და მათ შორის პირველ რიგში დედოფლისწყაროს წარმომადგენლებს გადმოგვცეს. მე და ქეთევან მჭედლიშვილმა საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, 50 კითხვიდან 48 ქულა მჭედლიშვილმა დააგროვა, მე კი 47. სერთიფიკატთან ერთად საჩუქრად სამახსოვრო საათიც გადმოგვცეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ლია ბაიდოშვილმა.
„ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გობეჯიშვილი საგამოცდო დროში ვერ ჩაეტია, რის გამოც ბარიერი ვერ გადალახა. კულუარული ინფორმაციით, ფიროსმანის მუზეუმის მმართველს საგამოფენო დარბაზის გასაღების დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია ტელეფონით სწორედ ტესტირების დროს მიაწოდეს, რამაც მისი შეფერხება გამოიწვია.
ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა მუზეუმებში მისულმა მოქალაქეებმა თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღონ.
ინტერაქტიულ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მართვა და მონიტორინგი. ტრეინინგის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
აღნიშნული ტრეინინგები კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ტრეინინგს ეტაპობრივად ჯერ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ყველა ობიექტის – სასტუმროების, რესტორნების მენეჯერები, ხოლო შემდგომ ყველა თანამშრომელი გაივლის.
ეფექტური მომსახურების ტრეინინგების განხორციელება სხვადასხვა უწყებებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებამ წარმატებით განახორციელა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგი. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურისა, მერიის და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
вторник, 13 марта 2012 г.
დედოფლისწყაროს საკრებულომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანხა 465 852 ლარით გაზარდა
სხდომაზე ცვლილება შევიდა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №85 განკარგულებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსახორციელებელი შესყიდვების გეგმაში სოფლის დახმარების პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 465 852 ლარის დამატებას. როგორც ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, ეს თანხა სოფლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ბაღაშვილი მიმდინარე წელს დედოფლისწყაროსთვის საინტერესო პროექტების წელს უწოდებს“
„ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობების ზრდამ საშუალება მოგვცა, რომ თანხა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისკენ მაქსიმალურად მიგვემართა. თითქმის ყველა სოფელში წელს საკმაოდ კარგი პროექტები დაიწყება, რაც სილ მალე თითეულ სოფელში თვალშისაცემი გახდება,“ – განუცხადა “ქიზიყს” ლევან ბაღაშვილმა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ასევე განისაზღვრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები. ამას გარდა, ქალაქის ცენტრში ახლადაშენებული პოლიციის მიმდებარე მიწის ნაკვეთი მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
სხდომის დასასრულს, ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს აქტიურობისა და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. /ქიზიყი/
понедельник, 12 марта 2012 г.
ლევან ბაღაშვილმა და ნიკოლოზ შანშიაშვილმა სოფლებში შეხვედრების ეტაპი დაასრულეს
როგორც "ქიზიყს" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან აცნობეს, მიმდინარე წლისათვის სოფელ ქვემო ქედში მოსახლეობის მოთხოვნით შიდა წყალმომარაგების და წყალსაქაჩი სადგურის რეაბილიტაცია დაიგეგმა. წელს ამ პროგრამით სოფელ ქვემო ქედისათვის 46 718 ლარია გამოყოფილი.
სოფელ არხილოსკალოში მოსახლეობამ საბავშო ბაღისათვის შენობის შეძენა, მისი რემონტი და მინი სპორტული მოედნის მოწყობა ისურვა მათთვის გამოყოფილი 33 248 ლარით.
ზემო ქედში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრიორიტეტად სოფელში გამოტოვებულ ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ამორტიზებული მილის რეაბილიტაცია, ალაზნის ქუჩაზე მისასვლელი გზის მოხრეშვა და სოფლის თავში არსებულ სასაფლაოსთან მისასველელი გზის მოწესრიგება დასახელდა. აღნიშნული სამუშაოებისათვის 52 360 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრისას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა სოფელ ზემო ქედის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა სოფელში არსებული კულტურის სახლის მოვლა - პატრონობისათვის და აუწყათ, რომ ამავე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც ამ შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება.
მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველ სოფელში გაიმართა. შეხვედრები ითვალისწინებდა ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში თემებში არსებული პრიორიტეტული პრობლემების მოგვარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე თვითმმართველობის განხორციელებაში სოფლის მკვიდრთა ჩართულობის მხარდაჭერას. /ქიზიყი/
ელექტროენერგიაზე დანამატები აღარ დაერიცხება
გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, კახეთის სოფლებში ხელახალი გამრიცხველიანების შეჩერებული პროცესიც განახლდება და სულ მალე აბონენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრიცხველებს დაუმონტაჟებენ.
როგორც ცნობილია, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი რეგიონში შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2011 წლის ოქტომბერში სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიენების დაგროვების გამო გაკოტრდა. გაკოტრების პროცესი სახელმწიფო კომპანიების წინაშე არსებული დავალიანების გამო დაიწყო. ენერგეტიკისა დაბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთისენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების შემდეგ გაიყიდება.
„თებერვლიდან კომპანიის აბონენტებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე განაწილებული ნაშთი აღარ დაერიცხებათ. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც იმ პრობლემურ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიის დანაკარგი ძალიან დიდი იყო და შესაბამისად განაწილებული ნაშთიც. გამრიცხველიანება კვლავაც გაგრძელდება. ჩვენს კომპანიას მთელი რეგიონის მასშტაბით სოფლების გამრიცხველიანების ვალდებულება 2013 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა, რასაც „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრების რეჟიმში მუშაობის გამო ვერ ახერხებდა და პროცესი შეჩერებული იყო. რასაც თან ახლდა აბონენტების უკმაყოფილება. ანუ, ამიერიდან, კახეთში მცხოვრებ იმ აბონენტებს, რომლებიც გადასახადს საერთო მრიცხველების მეშვეობით იხდიდნენ და მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა ე.წ. განაწილებული "ნაშთის" გადახდაც უწევდათ, ეს დანამატი აღარ მიუვათ და მხოლოდ საკუთარი მრიცხველის მაჩვენებლის მიხედვით მოუწევთ გადასახადის დაფარვა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ამიერიდან ტარიფი იმოქმედებს საფეხურების მიხედვით. ას კილოვატამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე სხვა ტარიფი იმოქმედებს, ასიდან სამას კილოვატამდე კიდევ უფრო მაღალი ტარიფია, ხოლო სამასის ზემოთ შედარებით მაღალი“, - განუცხადა "ქიზიყს“ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.
ქალაქ დედოფლისწყაროს აბონენტთა სრული გამრიცხველიანება რამდენიმე წლის წინ დასრულდა, რამაც ქალაქის მაცხოვრებლებს ზედმეტად დარიცხული გადასახადების პრობლემა თავიდან ააცილა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელახალი გამრიცხველიანებისა და ე.წ. გადასახადებზე "დანამატის" პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილში. მოსახლეობა არ მალავს, რომ ეს საკითხი სოფლებში მაცხოვრებლებისთვის ბოლო დროს თითქმის `აქილევსის ქუსლად~ იქცა. ხშირია მეზობლებს შორის დაპირისპირების ფაქტებიც. უკმაყოფილო აბონენტები არ მალავენ, რომ ზოგჯერ დამატებით დარიცხული გადასახადი მათი ოჯახების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ და გაცილებით უფრო მეტადაც აღემატებოდა. ეს კი ხელმოკლე ოჯახების ბიუჯეტს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.
ენერგოდისტრიბუციის მიმართ, რომელსაც 2009 წლის იანვრიდან ლიტვური კომპანია "ახემა-ჯგუფი" ფლობს, გაკოტრების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აგვისტოსგანჩინებით გაიხსნა. "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" სახელმწიფო კომპანიების მიმართ 4 417 544 ლარის დავალიანება აქვს.
კომპანია აბონენტებს, რომლებიც ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდიდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, დამატებით თანხებს არიცხავდა, 5, 10, 85 და 2 000 ლარის ოდენობითაც კი. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე კახეთის რეგიონულმა მედიამ ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა და კომპანია არაერთ კანონდარღვევაში ამხილა.
ილია მარტყოფლიშვილი
воскресенье, 11 марта 2012 г.
საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება "კვირის ბოლოს" – დედოფლისწყაროში მიმდინარე მოვლენები (აუდიო)
რადიო24–ისა და ნეტგაზეთ "ქიზიყის" ერთობლივი პროექტი, ყოველ კვირას – 21:00 საათზე მოისმინეთ დედოფლისწყაროს ამბები
ზაქათალაში მომხდარი მიწისძვრა დედოფლისწყაროშიც იგრძნობოდა
пятница, 9 марта 2012 г.
კლასიკური მუსიკის კონკურსის გრან-პრი დედოფლისწყაროელმა გოგონამ მოიპოვა
როგორც ცნობილია, კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსი 20 თებერვალს გალა-კონცერტით დაიხურა. მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული 107 ბავშვი მონაწილეობდა. გალა-კონცერტი ევგენი მიქელაძის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
„მთელი საქართველოდან კონკურსში 107 მუსიკოსი მონაწილეობდა. საკმაოდ რთული იყო მათ შორის საუკეთესოს შერჩევა, მაგრამ კონკურსზე უპირატესობა ენიჭება, თუ როგორ დაუკრავს ესა თუ ის მონაწილე: არ უნდა ღელავდეს, უნდა იყოს მომზადებული და ყველა დეტალი ჰქონდეს გათვალისწინებული. ნათიამ ეს ყველაფერი იმდენად კარგად შეძლო, ყველა გაგვაოცა. ჩვენ გრან-პრის გაცემას არ ვაპირებდით, მაგრამ ნათია ნატროშვილმა ეს დაიმსახურა”, – განაცხადა ვალერიან შიუკაშვილმა.
გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ შორის იყვნენ: სალომე კაბოსნიძე, მარიამ ობოლაშვილი, გიორგი გიგაშვილი, საბა მძელური, თინათინ კობერიძე, დავით ჯინჯიხაძე, სერგო მარკოსიანი და ნათია ნატროშვილი
სპეციალურად კონკურსის დახურვისთვის გერმანიიდან თბილისში ინგოლშტადტის მუსიკალური სკოლის დირექტორი გიორგი ისაკაძე ჩამოვიდა. კონკურსის ჟიურის წევრები: ირინა იაშვილი (მევიოლინე, პროფესორი), რეზო კიკნაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი) და ვალერიან შიუკაშვილი (ხელოვნების აკადემიის რექტორი) იყვნენ. მან კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, მევიოლინე მარიამ ობოლაშვილს სპეციალური პრიზი – ვიოლინო გადასცა.
გაზეთი „შირაქი“ გრან-პრის მფლობელს ესაუბრა, როგორც ნათია ამბობს, ის საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსშიც მონაწილეობს, რომელიც 11 მარტს გაიმართება და ძალიან უნდა ევროვიზიაზე გავიდეს:
„კონკურსში სულ 107 მონაწილე იყო მთელი საქართველოდან, ძალიან კარგი მუსიკოსები იყვნენ. გულწრფელად რომ გითხრათ, გრან-პრის ნამდვილად
არ ველოდი, რადგან იშვიათად გასცემენ ხოლმე. რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო, როდესაც ამდენ ღირსეულ მუსიკოსს შორის უპირველესი ადგილი მომანიჭეს. უახლოეს მომავალში გერმანელი პროფესორი აპირებს ჩამოსვლას, რომელიც მასტერკლასებს ჩაატარებს და ნიჭიერ ბავშვებს გერმანიაში წაიყვანს. მეც მომისმენს და თუ ბედი გამიღიმებს, ალბათ გერმანიაში წავალ… მიუნხენში მასტერკლასები და კონცერტები გაიმართება. ასევე, 11 მარტს ვახტანგ კახიძის ორკესტრთან ბეთჰოვენის მესამე კონცერტს დავუკრავ… ეს ევროვიზიის შესარჩევი მე-3 ტურია. სამივე ტური წარმატებით გადავლახე და ფინალში გადავედი. კლასიკური მუსიკის ევროვიზიაზე ავსტრიაში საქართველო პირველად მონაწილეობს და გამიხარდება, თუ ფინალში გავალ და ავსტრიაში გავემგზავრები. როდესაც გრან-პრი ავიღე, საჩუქრების სიაში კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტიც შედიოდა. ასე რომ, სექტემბერში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორგანყოფილებიან სოლო კონცერტს გავმართავ,“ – აღნიშნავს კონკურსის პრიზიორი.
ნათიას დედა – ლალი ჩერქეზიშვილი და მამა – ზაზა ნატროშვილი დედოფლისწყაროელები არიან, სწორედ ამიტომაც თავს მთლიანად დედოფლისწყაროელად მიიჩნევს. მან საკონცერტო პროგმარამა დედოფლისწყაროს სცენაზე რამდენიმე წლის წინ წარადგინა, ამდენად, მისი გვარი სახელი დედოფლისწყაროელი მუსიკისმოყვარულებისა და არამარტო მათთვის უცხო არ გახლავთ. 2009 წლის მაისში დედოფლისწყაროს სამუსიკო სკოლის პედაგოგთა მოთხოვნით და ორგანიზებით მან მუსიკალური სკოლის დარბაზში ტოლებთან ერთად კონცერტი გამართა და სხვადასხვა ნაწარმოები შეასრულა.
„არდადეგების პერიოდში ყოველთვის მიწევს დედოფლისწყაროში ჩამოსვლა. ყოველთვის მოხარული ვარ ჩემს მშობლიურ რაიონში სტუმრობით, რადგან აქ არის უამრავი ჩემთვის საყვარელი ადამიანი, ნათესავი თუ მეგობარი. გაზეთ „შირაქის“ გამოხმაურება მართლაც ძალიან გამიხარდა. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩემი ბევრი უახლოესი ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, თუ ნაცნობი შეიტყობს და გაიზიარებს ჩემს სიხარულს. მინდა ვთქვა, რომ დედოფლისწყაროსთან დიდი სიყვარული მაკავშირებს, მინდა ყველას მხურვალედ გადავუხადო მადლობა. სიამოვნებით ჩავატარებდი კიდევ ერთ კონცერტს ქიზიყელებისათვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დედოფლისწყაროელ ხალხს უდიდესი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, ასევე დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლებს,“ – თბილ სიტყვებს არ იშურებს ნათია.
რაც შეეხება მისი მუსიკით გატაცების ამბავს, ის ამბობს, რომ მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ის გაზეთ "შირაქთან" საუბარში არ მალავს, რომ მათ ოჯახში გამუდმებით მუსიკა ისმოდა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ დედას მისი მუსიკოსობა სულაც არ სურდა.
„დედაჩემი პიანისტია, მამა კარგად მღერის და უნდა ითქვას, რომ ჩვენს ოჯახში სულ მუსიკა ისმოდა. გულწრფელად გითხრათ, დედას არ სურდა, მუსიკას გავყოლოდი, რადგან იცის, რა რთული პროფესიაა, რამდენ შრომას მოითხოვს და ამიტომ არ უნდოდა მისი შვილი `დატანჯულიყო”. შემდეგ გადაწყდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი და ერთი წელი დედასთან ვმეცადინეობდი. შემდეგ თბილისის ფალიაშვილის სახელობის მე-2 ხელოვნების სკოლაში შევედი და უკვე 9 წელია, ლაურა იაშვილთან ვმეცადინეობ.
8 წლისამ პირველი კონცერტი გავმართე. საანგარიშო კონცერტი მუსიკალურ სკოლაში ტარდებოდა და მახსოვს, ელიზბარ ლონდარიძის კონცერტს ვუკრავდი. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ ამიკანკალდა ხელები და მუხლები, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ხალხი ჩემს მოსასმენად იყო მოსული და თუ ვინერვიულებდი, არაფერი გამოვიდოდა. როგორც შემეძლო, ისე წარმოვაჩინე თავი და შემდეგ როგორც სხვებისგან გავიგე, კარგადაც დამიკრავს.
- ახლა თხუთმეტი წლის ვარ. 155-ე საჯარო სკოლაში და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 ხელოვნების სკოლაში ვსწავლობ, ლაურა იაშვილის კლასში. 2006 წელს მონაწილეობა მივიღე მოცარტის 250-ე წლისთავთან დაკავშირებულ კონკურსში და ლაურეატი გავხდი. 2007 წელსაც ახალგაზრდა პიანისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობა მოვიპოვე, იგივე წარმატება 2009-ში IV კონკურსზეც გავიმეორე; 2008 წელს სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელთა მოსმენა-კონკურსზე “გაზაფხული 2008”-ზე გავიმარჯვე;
ამას გარდა, 2010 წელს შოპენის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსის დიპლომანტი გავხდი და პოლონეთში გასამართ შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვე. ეს კონკურსი 2010 წლის მაისში ჩატარდა ქალაქ შაფარნიაში, სადაც შოპენი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იქ მე-3 ადგილი ავიღე. თბილისის მერიამ მომანიჭა ქართული კულტურის ნორჩი დესპანის წოდება. 2010 შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსში კვლავ გავიმარჯვე. გასულ წელს ხელოვნების სკოლებს შორის დათვალიერებაზე გრან-პრი ავიღე, ისევე, როგორც ახლა… სულ ეს არის… დღევანდელი ვითარება მაიძულებს ასმაგად ვიშრომო, რომ მივაღწიო იმას, რაც მსურს. მე კი მსურს გავხდე ცნობილი პიანისტი, გამიცნოს ხალხმა, დავუკრა კარგ ორკესტრებთან, მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში. მართალია, საქართველოში არ არის ჯერ მთლად სათანადო პირობები, მაგრამ სასიკეთო ბევრი რამ უმჯობესდება: იმართება კონკურსები, ხელოვნების აკადემიაში მომავალ თაობაზე ძალიან ზრუნავენ. ახალგაზრდას შეუძლია უფასოდ მიიღოს განათლება, გამოვიდეს კონცერტებზე და თუ იმსახურებს, შესაძლოა საზღვარგარეთაც წაიყვანონ.
ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი "შირაქი"
четверг, 8 марта 2012 г.
დედოფლისწყაროელმა ახალგაზრდამ ახალი მათემატიკური თეორემა დააპატენტა
ვინც სოფელ სამრეკლოში მცხოვრებ დალი ქუსიკაშვილს იცნობს, დაწყებული ქვემო ბოდბის საშუალო სკოლიდან, სადაც სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა და სკოლის სული და გული იყო, შემდეგ კი როცა საცხოვრებლად დედოფლისწყაროს რაიონი არჩია და აქ გაშალა მათემატიკური აზროვნება, არ უნდა გაუკვირდეს, რომ მისმა შვილმა კიდევ მრავალ და უკეთეს წარმატებასაც მიაღწიოს. მაგრამ, ვინც ამ ქალბატონს ვერ იცნობს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ისეთი რთული საგანი, რომელიც მათემატიკა და ზოგადი უნარებია, სხვაზე უკეთ შეუძლია მოსწავლის გონებამდე მიიტანოს. მადლობა ღმერთს, 21–ე საუკუნის ტავისუფლად მოაზროვნე ბავშვებსა თუ ახალგაზრდებს აქვთ ცუდისა და კარგის გარჩევის უნარი.სწორედ ამიტომაა, რომ ყველას სურს დალი მასწავლებლის კლასში მოხვდეს და მისი მოსწავლე გახდეს. შედეგიც სახეზეა, სითბოთი და სიმკაცრით შეზავებული ქალბატონი სასწაულებს ახდენს და დღემდე ვერ იხსენებს თავის მოსწავლეებს მისი იმედი არ გაემართლებინოთ. ჰოდა, რა გასაკვირია, სხვებზე თანგადაყოლილ პედაგოგს წარმატებული შვილი ჰყავდეს.
რომან თეთვაძეს მამითაც გამორჩეული გენეტიკა ხვდა წილად. საჯავახოდან წამოსული ეს გვარი განთქმულია ნიჭიერებით. იგი აღათი თეთვაძის, დამსახურებული პედაგოგის ძმიშვილია, რომელმაც მრავალი ღირსეული თაობა აღზარდა და რომლის სადღეგრძელოც სოფელ ზემო მაჩხაანში პირველი ისმება პედაგოგთა შორის.
რომანის მამა – „მართალ ვანოდ" წოდებული, ყველასთვის მაგალითი. ვანო ძია და ვანო პაპაა, რომელმაც უმწიკვლოდ გაატარა ცხოვრება. კარგახანს ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პრესისა, თუ სქელტანიანი წიგნების კითხვით დღესაც აკვირვებს და მაგალითს აძლევს მოსწავლე–ახალგაზრდობას.
დედ–მამით გამორჩეული რომან თეთვაძე წარჩინებით ამთავრებს ჯერ ქვემო ბოდბის საშუალო სკოლის ცხრა კლასს, შემდგომ კი ქალაქ დედოფლისწყაროს #1 სკოლას. 1994 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ასევე წარმატებით დაამთვრა. შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ სიღნაღის ფილიალში, სადაც ორი წლის მანძილზე ლექციებს კითხულობდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც თბილისის საკრებულოს აპარატში კონსულტანტად მუშაობდა. 2008 წლიდან მუშაობდა თბილისის საგადასახადო შემოსავლების სამსახურში, სადაც თავისმა დეკანმა ასეთი რეკომენდაციით წარადგინა:
„რომან თეთვაძე თსუ მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. იგი ბაკალავრიატში ჩემი სტუდენტი იყო. მან თავი გამოიჩინა, როგორც ბეჯითმა, შრომისმოყვარე და ნიჭიერმა სტუდენტმა. სამაგალითო იყო ჯგუფის სტუდენტებისთვის. მაგისტრატურაში ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობს თემაზე „საბაჟო გადასახადების სისტემა“ რომანი ხშირად მონაწილეობს სტუდენტთა კონფერენციების და სიმპოზიუმების მუშაობაში. მისი მიხსენებებისთვისა და გამოსვლებისთვის დამახასიათებელია მეცნიერული სიღრმე და მაძიებლობა. სტუდენტ–ახალგაზრდობაში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით.“
მართლაც გასაკვირია, ასაკით ასეთმა პატარამ როგორ აიღო ამხელა ტვირთი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობისა. თუმცა, სისხლის ყივილმა ბოლო ხანს მაინც იძალა მასში და დედის გზისკენ გადაუხვია. ახალგაზრდა კაცს კარგად ესმის, რომ დედის და პედაგოგის ბოლომდე გაღებული ჯაფა, ღვაწლი, მზრუნველობა და გაუტეხლობა, რომელიც ასე კოდირებულია მასში, არ მისცემს მოდუნების საშუალებას, არც მტერთა სიმრავლეს შეუშინდება.
ამჯამად რომანი თილისის ერთ–ერთ კერძო სკოლაში და აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრში მუშაობს, სადაც მათემატიკასა და ზოგად უნარებს ასწავლის.
რომანს იმითაც გაუმართლა, რომ ჰყავს თბილი და მოსიყვარულე მეუღლე – ნესტანი, რომელიც ყველანაირად ეხმარება მეუღლეს პროფესიული წარმატებების მიღწევაში. მათ ოჯახს გვარის გამგრძელებელი – პატარა გიგიც ახალისებს. იმედია, ბიჭი მომავალში მამაზე მეტს გააკეთებს, რითიც არ მოგვეშლება ქართველებს ერთი დიდი სიამაყე – „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.“
თამარ ლობჯანიძე
სოფელ სამრეკლოში მანდილოსნებს ღონისძიება მიეძღვნათ
ზოგიერთმა მათგანმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, დანარჩენი ღვაწლმოსილი ქალბატონებს კი საპატიო სტუმრის სტატუსით საგანგებო ადგილი მიუჩინეს. მაყურებელს დეტალურად გააცნეს კულტურის სახლის ყოფილი დირექტორის ნანა ჭუჭულაშვილის, ბიბლიოთეკის გამგის იზოლდა ბენაშვილის და სოფლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ნინო ბურდულის შრომითი ბიოგრაფია და ცხოვრების საინტერესო დეტალები.
,,კულტურის სახლს 1982-90 წლებში ვხელმძღვანელობდი. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ სიცოცხლე გაცილებით უფრო ჩქეფდა. ყველა პირობა გვქონდა შექმნილი და ჩვენც მთელი დატვირთვით ვმუშაობდით. ინტენსიურად ვატარებდით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ჩვენთან ფუნქციონირებდა ჭრა-კერვისა და სანიტარული კურსები. იმართებოდა თემატური და ლიტერატურული საღამოები. ეს წლები ძალზე ნაყოფიერი იყო და დღემდე საუკეთესო პერიოდად მახსენდება," - აღნიშნა ნანა ჭუჭულაშვილმა.
როგორც სოფლის კულტურის სახლის დირექტორმა მარინა ოზაშვილმა აღნიშნა, სოფელში კულტურული ცხოვრება 1920-30-იან წლებში იწყება. მისი თქმით, სოფელ ჯაფარიძეში თავდაპირველად ე.წ. `ქოხ-სამკითხველო~ გაიხსნა, შემდეგ კი კულტურის სახლი. ამ სცენაზე გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მსოფლიო ბარიტონმა ლადო ათანელმა, რომელიც მისთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.
სოფელში კულტურის სახლის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით საინტერესო მოგონებები გაიხსენა სოფლის კოლორიტმა, დამსახურებულმა პედაგოგმა ეგული ყოჩიაშვილმა. მან საზოგადოებისთვის ბევრ უცნობ და ძალზე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
ეგული ყოჩიაშვილი: ,,1955 წლის 9 ნოემბერს კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ამ დროისთვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნიკო ყოჩიაშვილი დიდების ზენიტში იყო. ამ პედიოდში სოფელში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი იშვიათობა იყო. მხოლოდ რამდენიმე პირი იყო ასეთი: ცნობილი ექიმი, ლევან ბოსტოღანაშვილი და მისი ძმები. ასევე, ვიქტორ ბოსტოღანაშვილი, პროფესორი, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და მისი და გულჩინა ბოსტოღანაშვილი – იურისტი, რაიონის მოსამართლე.
კულტურის სახლის მშენებლობა გაზაფხულიდანვე დაიწყო. უმაღლესი საბჭოს სესიაზე ყოჩიაშვილს შეხვედრია ცნობილი მსახიობი სტეფანე ჯაფარიძე და მისთვის უთქვამს, კულტურის სახლს ვაშენებ და 7 თვეში საზეიმოდ გავხსნიო. მსახიობს უთქვამს, თუ შვიდ თვეში მაგას მოახერხებ, საესტრადო ბრიგადით თქვენთან ვიქნებიო. მან დანაპირები შეასრულა. 9-ში საღამოს დარბაზში ტევა აღარ იყო, ფეხზე დასადგომიც ძლივს მოიძებნებოდა. სტეფანე ჯაფარიძე და გურამ საღარაძის მამა – გიორგი საღარაძე ჩამოვიდნენ. აქვე იყვნენ განუმეორებელი აკაკი კვანტალიანი და შაქრო გომელაური. სხვათაშორის, გომელაურის ფუძე სოფელი მირზაანია. ამ მოწინავე სოფლიდან იყვნენ ცნობილი მოღვაწე გომელაურები. ჩვენი სოფლის სკოლის დირექტორი დარეჯან გომელაური საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნათლული იყო. კვანტალიანმა და გომელაურმა სკეტჩი წარმოადგინეს. სცენას ამშვენებდა სავსე მთვარესავით ნათელი და გაბადრული, ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, კომპოზიტორ გოგი ცაბაძის მეუღლე მერი შილდელი. მან არაერთი ნომერი მიუძღვნა შეკრეფილ საზოგადოებას".
დარბაზში შეკრეფილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს ცნობილმა პოეტებმა ზაურ გონაშვილმა, თამაზ წიკლაურმა, ლევან ალავერდაშვილმა და ნატო ყატაშვილმა, რომელთაც საკუთარი ლექსებით დაამშვენეს საღამო. ღონისძიებას დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯუმბერ უთრუთაშვილიც ესწრებოდა. მილოცვებს დედოფლისწყაროს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილიც შეუერთდა და მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს განსაკუთრებული აქტიურობისათვის.
ღონისძიების გაფორმებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ამავე სოფელში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებსაც, ნაწილი ცეკვით, ნაწილი სიმღერით, ზოგიერთი კი ლექსებით ხიბლავდა დამსწრე საზოგადოებას. მანდილოსნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რატომღაც არ გამოჩენილან სოფელ სამრეკლოს რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ილია ტალიაშვილი.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის ექიმმა მიმართა: ,,გაზაფხულის დღესასწაულების მოლოცვის შემდეგ მინდა შეგახსენოთ, რომ ქალს ცხოვრების გალამაზების გარდა გამრავლების ფუნქციაც აკისრია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში თითქოს დემოგრაფიის პრობლემა გამოსწორებისკენ მიდის, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით სოფელ სამრეკლოზე. გაზულ წელს სამრეკლოში მხოლოდ 16 ახალშობილი დაიბადა, ხოლო 37 მოქალაქე გარდაიცვალა. ამიტომ ამ კუთხით მეტი აქტიურობაა საჭირო," - აღნიშნა ექიმმა თეა გოგილაშვილმა.
კიდევ ერთი ლამაზი საღამო სოფელ სამრეკლოში ალა-ფურშეტით დასრულდა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
среда, 7 марта 2012 г.
დედოფლისწყარო ვადაზე ადრე უკვე მეორე უცხოელმა პედაგოგმა დატოვა
ინფორმაციას ქალაქ დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჭიღიტაშვილიც ადასტურებს. დირექტორი ტომ ტომასის წასვლის მიზეზად ადგილობრივ ჰავასთან შეუთავსებლობას ასახელებს და ირწმუნება, რომ ტომასს დედოფლისწყაროს ჰავასთან შეგუება გაუჭირდა, სკოლის ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. მისი თქმით, მოხალისე პედაგოგს სკოლის კოლექტივსა და მოსწავლეების მიმართ უკმაყოფილო დამოკიდებულება არ ჰქონია.
„წასვლის მიზეზად დააკონკრეტა, რომ ჰავასთან შეგუება გაუჭირდა, არაერთხელ აღნიშნა, ასეთ ცივ პირობებს ვერაფრით შეეგუა. ბოლო დროს ყინვების გამო ფეხის ტრავმა მიიღო და ამის შემდეგ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩვენი სკოლა დაეტოვებინა. ის ჩვენთან უკვე აღარ მუშაობს. შესაძლოა, სამუშაოდ თბილისში გადავიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე საჯარო სკოლის დირექციასთან, ან მოსწავლეებთან ტომასს უკმაყოფილება არ ჰქონია. დღემდე აქტიურად გვეკონტაქტება და თბილად მოგვიკითხავს ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად გვიყვარდა, რომ ბოლო სამუშაო დღეს, საგანგებო გაცილებაც კი მოვუწყვეთ," - აცხადებს ნანა ჭიღიტაშვილი.
დედოფლისწყაროში უცხოელი პედაგოგის ვადაზე ადრე დატოვების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამასწინათ, სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული სკოლიდან 21 წლის მერი სმიტიც სულ რაღაც 1 თვეში წავიდა.
„მერი სმიტი ჯერ დედოფლისწყაროელ სამართალდამცველებს ამეცადინებდა. ჩვენს სკოლაში შემოსვლა თავდაპირველად ამ მიზეზის გამო დაუგვიანდა. სხვა სკოლებში უცხოელი პედაგოგები მაშინვე ჩაერთვნენ, თუმცა სმიტი ჩვენთან შემოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, ყველაფერი მოვაგვარეთ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვიქმნია. მასპინძელი ოჯახის შერჩევა გვევალებოდა და საუკეთესო პირობები დავახვედრეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის გურჯაანის რაიონის ერთ–ერთ სკოლაში გადავიდა. ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა დედოფლისწყარო, ან რა გახდა მისი გურჯაანში გადასვლის კონკრეტული მიზეზი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ისე კი, არა მგონია, რომ მომდევნო ნაკადის საქართველოში ჩამოყვანამდე ასე დავრჩეთ. როგორც ვიცი, სხვა უცხოელ პედაგოგს ჩვენს სკოლაში ამ თვეებში გამოგზავნიან,“ – აცხადებს რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი ლალი გოჩიტაშვილი. მისი თქმით, ახალი პედაგოგი მათთან სულ მალე უნდა განაწილებულიყო, თუმცა უკვე მერამდენე თვეა უშედეგოდ ელიან.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებდნენ, რომ მერი სმიტი სხვა რაიონში თავად განათლების სამინისტრომ გადაიყვანა და კონკრეტული მიზეზები მათთვის უცნობია. ამას გარდა, პირობებით უკმაყოფილებას აფიქსირებდა სოფელ ზემო ქედის #1 საჯარო სკოლაში მყოფი მოხალისე პედაგოგი ოლგა ქართიც. ამ პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს რაიონში სულ 4 უცხოელი პედაგოგი შემოვიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; ნიუს–ბუმი ; ნიუსპრესი ; თბილისი–onelaine
вторник, 6 марта 2012 г.
დედოფლისწყაროში საერთო საცხოვრებლების გადახურვაზე დასაქმებული მუშები მეორე წელია ანაზღაურებას ითხოვენ
უხელფასოდ დარჩენილი მუშების პრობლემებით საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა. მუშებს „ქრისტიან დემოკრატების“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია,,ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსმა, ვანის საკრებულოს დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
"დიხაშხოელები ითხოვენ მხარდაჭერას. 2 წლის წინ ამ სოფლის მცხოვრებლები სამუშაოდ ორგანიზებულად წავიდნენ დედოფლისწყაროს რაიონში და ტენდერის პირობების შესაბამისად, გადახურეს 14 საერთო საცხოვრებელი. ამ სამუშაოში მათ უნდა მიეღოთ ანაზღაურება 16 ათასი ლარი, რისი ვალდებულებაც ჰქონდა გამგეობის კონტრაქტორ ფირმას ,,კავკასტაუერსი", რაც არ შესრულდა და 20 ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელის დავალიანების გასტუმრებას. "ქრისტიან-დემოკრატები" აუცილებლად ჩავერევით ამ პრობლემის გადაწყვეტაში" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, კომპანია ,,კავკასტაუერსი", რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის 110 719 ლარით დაჯარიმდა. სწორედ ამ მიზნით, კომპანიამ შესრულებული სამუშაოების თანხა სრულად ვერ მიიღო. ახლად გადახურულ სახლებში ერთი კვირის შემდეგ მოსული წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროს რამდენიმე სოფელში გაუდაბნოებასთან საბრძოლველად ნუშს გააშენებენ
სოფლის მეურნეობის კორპორაცია გაზაფხულზე, სოფელ გამარჯვებაში, ხუთ ჰექტარზე სადემონსტრაციო ბაღის გაშენებას გეგმავს, სადაც 6 ჯიშის ნუშს გამოსცდიან. სადემონსტრაციო ბაღთან ერთად სანერგე სისტემის მოწყობაც იგეგმება, სადაც წვეთოვანი საირიგაციო სისტემებიც დამონტაჟდება. სოფელ გამარჯვების მსგავსად ხეხილის ბაღების გაშენება დედოფლისწყაროს ალაზნისპირა სოფლებშიც იგეგმება.
„პროგრამის მიზანია, დდოფლისწყაროს ფერმერებისთვის გაშენდეს ისეთი კულტურა, რომელიც მომგებიანი იქნება რაიონისთვის, ხელს შეუწყობს ამ კულტურის განვითარებასაც და ფერმერებისთვისაც მომგებიანი იქნება. ნუში, გვალვაგამძლე კულტურაა, მაგრამ ამასთანავე მისი ნაყოფი საკმაოდ ძვირად ფასობს. აქედან გამომდინარე, მისი ფასიც 15–25 ლარამდე მერყეობს. ის გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, პარფიუმერიაში... ქართულ ნუშს უფრო კარგი გემო აქვს, ვიდრე შემოტანილს“, – აცხადებს ბიომრავალფეროვნების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ნატო მიქაძე.
პროექტს გერმანული მხარე კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაცია აფინანსებს.
დედოფლისწყაროში ამ საკითხზე სპეციალური კონფერენცია მოეწყო, სადაც პროექტის ავტორმა ვალდემარ შმიდტმა პროექტის პრეზენტაცია გამართა.
კონფერენციაზე ითქვა, რომ მოსახლეობამ ვენახი სწორედ იმის გამო გაჩეხა, რომ მოწეული ყურძნის რეალიზაციას ვერ ახერხებდა. როგორც ფერმერები აღნიშნავდნენ, სანამ პროდუქციის მოყვანას დაიწყებ, მანამდე ჯერ გასაღების ბაზარი უნდა იშოვო. პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოში არიან ბიზნესმენები, რომელთაც უნდათ ნუში, ოღონდ ხარისხიანი. გაირკვა, რომ ადგილობრივი ბაზარი ნუშის სამამულო პროდუქციით გაჯერებული არ არის. ასე, რომ ნუშის ბაღების გაშენებისა და უხვი მოსავლის პირობებში მოსახლეობა დაზარალებული არ უნდა დარჩეს, რადგან ჯერ საქართველოს ბაზარია ამ პროდუქტით დასაკმაყოფილებელი. /ქიზიყი/
გამოხმაურება: ჯეონიუსი ; კახეთის ხმა ;
понедельник, 5 марта 2012 г.
„ოლეს“ საძოვრებზე ხანძარმა 400–მდე ცხვარი გაანადგურა, ხანძარი იყო სამთაწყაროშიც
,,დედოფლისწყაროს მუნიცილაპიტეტის ტერიტორიაზე ერთ–ერთი მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე საძოვარს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგად სამწუხაროდ დამწვარია 400 სულამდე ცხვარი“, _ განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობდა. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც იმყოფებოდნენ.
„ქარი ამოვარდა და ცეცხლი უფრო გაძლიერდა. მწყემსმა საძოვრიდან ცხვრის გარეკვა ვერ მოახერხა და საქონელი ცეცხლში დაიწვა", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ახმედ ახმადოვმა. ამ დროისთვის დაუდგენელია ასევე, მეცხვარეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობაც.
ორშაბათს, შუადღისას ხანძრის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ სამთაწყაროშიც. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ცეცხლის ვენახებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადის დროულმა ჩასვლამ ვენახები განადგურებისგან იხსნა.
„ირგვლივ ვენახები იყო, მაგრამ დაწვას გადავარჩინეთ. ხანძრის დროს ძლიერი ქარი იყო. სავარაუდოდ, 15 ჰექტარი დაიწვა,“ – აცხადებს გოზალიშვილი.
ვენახების დაწვის ფაქტს უარყოფს სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილიც. შეგახსენებთ, გასულ კვირას 200–მდე ჰა საძოვარი დაიწვა ტარიბანა–ქესამანის ტერიტორიაზეც. /ქიზიყი/ ვიდეო>>
ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროში "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მამის, ტარიელ ღარიბაშვილის დანიშვნას გამორიცხავს
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.