среда, 30 ноября 2011 г.

პოლიციამ იარაღის დამზადება–გასაღების ფაქტზე 2 მოზარდი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა იარაღის კუსტარულად დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 1992 წელს დაბადებული შავლეგო თეთრაული და მისი თანამზრახველი 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი იარაჯული, ის ამ დრომდე პირობითი პატიმრობის ვადაში იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, შავლეგო თეთრაულმა თვითნაკეთი იარაღი მეზობლად მცხოვრებ მაია იარაჯულს 200 ლარად მიჰყიდა, მან კი მამაკაცი პოლიციაში ამხილა.
„ჩვენდა საუბედუროდ, შავლეგოს ასეთი ნიჭი აქვს, ტექნიკასთან ჩხირკედელაობა ეხერხება. არ ვიცოდით, თუ საშარო საქმე გაუხდებოდა. ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, ცუდი ზრახვები ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მყიდველი პოლიციასთან „შეკრული“ იყო და დაასმინა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დაკავებულის დედა მანანა თეთრაულმა.

სისხლის სამართლის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს სასამართლო საპროცესო შეთანხმების გაფორმებასა და გირაოს შეფარდების საკითხზე იმსჯელებს, მის თანამზრახველს კი ბრალი დაუმძიმდება.

შეგახსენებთ, დაკავებული შავლეგო თეთრაული დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატის, აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის გელა თეთრაულის ბიძაშვილია. /ქიზიყი/

გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ; გაზეთი საქართველო&მსოფლიო ;

вторник, 29 ноября 2011 г.

საკრებულომ მემორიალის გამარჯვებული ესკიზი გამოავლინა და მისი ავტორი ვასილ ნასიბოვი 1000 ლარით დააჯილდოვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა კომისიამ თავდადებულ გმირთა მემორიალური დაფის საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გადაწყდა, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ესკიზების მესამე ვარიანტი აიგება. ესკიზი ვასილ ნასიბოვმა შექმნა. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განმარტებით, შესაბამისი ტენდერი სულ მალე გამოცხადდება და სამუშაოები გამოამინდებისთანავე დაიწყება.

ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ვიზიტორთა უმრავლესობაც სწორედ ამ ვარიანტს ემხრობა. გამოკითხვა ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. „ქიზიყის“ მკითხველთა 38%–მა ხმა ამ ესკიზს მისცა. დანარჩენების მაჩვენებელი 6–18%–ს შორის მერყეობს. დამტკიცებული ვარიანტის რეიტინგი ჩვენს გამოკითხვაშიც რეკორდულად ლიდერობს. აღმოჩნდა, რომ კომისიისა და „ქიზიყის“ მკითხველის გემოვნება დაემთხვა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, გმირთა მემორიალის ასაგებად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია გამოყოფილი.

„პროცედურულად ტენდერი უნდა გამოცხადდეს და მას შემდეგ, რაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, სამუშაოების შესრულებას ის უზრუნველყოფს. სამუშაოებს გამოამინდებისთანავე დავიწყებთ, სავარაუდოდ, მემორიალი გაზაფხულისთვის უნდა იყოს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკითხს, გამარჯვებული ესკიზის ავტორის ვასილ ნასიბოვის დაჯილდოვების შესახებ, მას პრემიის სახით 1000 ლარი გადაეცემა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ლევან ბაღაშვილმა.

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, თავდადებულთა მოედნის ტერიტორიაზე მემორიალური დაფა მოეწყობა, რომელზეც ამოიტვიფრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული, რუსეთის აგრესიას შეწირული ყველა გარდაცვლილი მოქალაქის სახელი და გვარი, მათი სახელების უკვდავსაყოფად.
საკრებულოში საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად სპეციალური კომისია მუშაობდა. კონკურსისთვის სულ ხუთი მონაწილის შვიდი ესკიზი იქნა წარმოდგენილი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გამოქვეყნდა თვითვეული ესკიზის ნიმუში, სადაც ყველა მსურველს შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება, ასევე ინტერნეტსაიტებზე საზოგადოებას საშუალება მიეცა საკუთარი ფავორიტი ესკიზისთვის ხმა მიეცა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

იხილეთ ესკიზის ნიმუშები>>

გამთენიისას დედოფლისწყაროში, ბანკ „კონსტანტას“ მშენებარე ოფისში ხანძრის შედეგად დარაჯი გარდაიცვალა

EXCLUSIVE - უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში. დღეს გამთენიისას ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე ბანკი „კონსტანტას“ მშენებარე ოფისის ეზოში, დარაჯის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 77 წლის გიორგი ოზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება 29 ნოემბერს დილის 4:37 წუთზე შევიდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა გავიდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყარაულო ოთახში მხოლოდ მამაკაცის გვამის ნაწილები იყო. სახანძრო სამსახურში ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.

როგორც დედოფლისწყაროს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში აცხადებენ, გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად ქალაქ გურჯაანში გადაიგზავნა.

მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ექსპერტები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

„ასაკიანი კაცი იყო და ალბათ ნასვამს ჩაეძინა, ხანძარი კი, სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროსადენებით გაჩნდა. მარტოხელა კაცი იყო,“ - აცხადებენ ჰერეთის ქუჩის მცხოვრებნი

ხანძრის გამომწვევ მიზეზების დადგენას გამოძიება ცდილობს. გიორგი ოზაშვილი სამშენებლო სამუშაოებს დარაჯობდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ; გაზეთი საქართველო&მსოფლიო ; საქინფორმი ; ICK>> ;

понедельник, 28 ноября 2011 г.

დაკარგულის ნათესავები პოლიციელს ადანაშაულებენ

რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული 15 წლის გოგონას ნათესავები შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსს ლევან ნატროშვილს უტაქტო დამოკიდებულებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
„ლევან ნატროშვილი ხმამაღლა დაგვყვიროდა, ეგ დედა აფეთქებული, გაბოზდა თუ გათხოვდა, დაერეკა მაინც, ალბათ საგულაოდ წავიდა და ამიტომ დაიკარგაო. ღრიალებდა, სულ დაგვყვიროდა და ისედაც განერვიულებული ხალხი უარესად დაგვზაფრა. ეს რა ადამიანი ყოფილა, ძალიან გვანერვიულა. სამართალდამცველის მხრიდან ასეთი საქციელი მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ჩვენთვის,“ - აცხადებს დაკარგულის ბიძაშვილი ინგა წიკლაური. იგივეს ამბობს და აღშფოთებას გამოხატავს დაკარგულის მომვლელი ლეილა ქისტაურიც.

დედოფლისწყაროში თერგის 15 წლის გვანცა ჭინჭარაული 1 ოქტომბერს გაუჩინარდა, არასრულწლოვანი ოჯახს მეექვსე დღეს, მისი დაკარგვის თაობაზე ტელევიზიით სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა და აცნობა, რომ ქუთაისში მცხოვრებ შეყვარებულს ცოლად გაჰყვა.

ბოლო ხანებში გოგონა დედასთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა და დედოფლისწყაროში ახალი დაბრუნებული იყო. ბავშვის მშობლები გაცილებულები არიან. მისი დედა გაუჩინარებამდე 10 დღით ადრე კვლავაც საბერძნეთში დაბრუნდა და მოზარდი დედოფლისწყაროში ძიძასთან დატოვა. /ქიზიყი/

воскресенье, 27 ноября 2011 г.

ფიროსმანის კალიგრაფიის აღდგენა სრულად მოხერხდა

EXCLUSIVE - მსოფლიო დონის ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის კალიგრაფიის აღდგენა სრულად მოხერხდა, – წერს გაზეთი „შირაქი“, რომელიც შესაბამის ფოტომასალასაც ექსკლუზიურად ავრცელებს.

გაზეთ „შირაქის“ ცნობით, ფიროსმანის ხელნაწერების შესწავლა, კალიგრაფიის აღდგენის მიზნით, ბოლო 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მხატვარ-გრაფიკოსმა თენგიზ ქართველიშვილმა ქართული ანბანის ყველა ასო ფიროსმანის სხვადასხვა ნახატებზე არსებული წარწერების მიხედვით აღადგინა. მისი თქმით, კალიგრაფიის მთელი სიზუსტით აღსადგენად საარქივო მასალები წლების მანძილზე მუშავდებოდა.

ფიროსმანის მკვლევარი და მირზაანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი ამბობს, რომ კალიგრაფია მაქსიმალური სიზუსტითაა აღდგენილი და ეს ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია. მაძღარაშვილის განმარტებით, ფიროსმანის ილუსტრაციებითა და ახლადაღდგენილი კალიგრაფიით ნიკო ფიროსმანაშვილის მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდი უახლოეს დღეებში ვეფხისტყაოსანს გამოსცემს.

,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები დასრულდა, ნიმუშის სახით მისი ნაწერი არ გვქონია, ნახატებზე დატოვებული მინაწერებზე დაკვირვებით აღვადგინეთ. ფიროსმანს ვეფხისტყაოსანის თემაზე 20-მდე ნახატი აქვს შექმნილი, ამდენად მისივე ილუსტრაციებით გაფორმებულ ვეფხისტყაოსანს გამოვცემთ, რომლის შრიფტიც ნიკალას კალიგრაფიით იქნება აწყობილი. ვფიქრობთ, ორიგინალური გამოვა. გამოცემას კერძო პირები დააფინანსებენ,“ - აღნიშნავს ფიროსმანის-სახლ მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი.

პროექტი ნიკო ფიროსმანაშვილის მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდის ძალისხმევით განხორციელდა. /შირაქი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი ; რადიო24 ; ICK>> ; ჯეონიუსი ;

суббота, 26 ноября 2011 г.

ივანიშვილისგან 2 500 ლარის დახმარებას ყოველთვიურად სპორტსმენი ელენე ბოლაშვილიც იღებს

EXCLUSIVE - ცნობილი ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურ ფულად დახმარებას 2 500 ლარის ოდენობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში მცხოვრები პირველი ქართველი მოკრივე ქალი ელენე ბოლაშვილიც იღებს. ინფორმაცია „ქიზიყს“ ცნობილმა სპორტსმენმა ოფიციალურად დაუდასტურა.

მისი თქმით, ამის გამო რაიმე სახის დაბრკოლებები მას არ შექმნია. „ქიზიყის“ კითხვაზე, რას ფიქრობს ოლიგარქის პოლიტიკაში წასვლაზე, როგორ აფასებს მის ამ ნაბიჯს და მოიქცა თუ არა სწორად ივანიშვილი, თუ უმჯობესი იქნებოდა კვლავაც ქველმოქმედება გაეგრძელებინა - ბოლაშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი კითხვების კომენტარისგან თავს იკავებს.

ელენე ბოლაშვილი სოფელ ჯაფარიძეში დაიბადა და გაიზარდა, სპორტული კარიერა მან დედოფლისწყაროს სპორტულ კლუბ „ჩემპიონში“ თამაზ ყარაგვეზაშვილთან დაიწყო. ის კიკბოქსინგში არაერთხელ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი. ის ამჟამად თბილისში აგრძელებს მუშაობას. ის ქართველ გოგონებს შორის პირველი იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სპორტის ამ სახეობაში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია და პირველი ქართველი მოკრივე გოგონას წოდება დაისაკუთრა.

„ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ ადამიანთა სიაში, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად თანხებს ურიცხავს, სოფელ წითელწყაროს ყოფილი რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილიც მოხვდა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ღარიბაშვილი თვეში 5 000 ლარს იღებს. /ქიზიყი/
 * * *
იხილეთ სია, სადაც დეტალურადაა ჩამოთვლილი ის ადამიანები, ვინც ივანიშვილის ქველმოქმედებით ყოველთვიურად სარგებლობენ. ვრცლად>>

пятница, 25 ноября 2011 г.

მიწის ძველი გადასახადის გადაუხდელობის გამო პენსიონერს პენსიას აღარ აძლევენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 80 წლის არჩილ პავლიაშვილი, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული, პენსიას ვეღარ იღებს. მისი მეუღლის ნინა პავლიაშვილის თქმით, პენსიას 1999 – 2000 წლებში მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო არ აძლევენ.
„ერთი თვის პენსია 5 თვის წინაც წაგვართვეს, არ მოგვცეს. ახლა ისევ არ მოგვცეს. ჩემი მეუღლე ავადმყოფია, ფეხზე ვეღარ დადის და საწოლს არის მიჯაჭვული. მეც ავად ვარ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა და იმასაც აღარ გვაძლევენ“, - აღნიშნა ნინა პავლიაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში არჩილ პავლიაშვილისთვის პენსიის დაკავების მიზეზი ვერ გაარკვია. /მედიანიუსი/

четверг, 24 ноября 2011 г.

განათლების სამინისტროს სტაჟიორთა კონკურსის ფარგლებში რეგისტრაცია დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. როგორც "ქიზიყს" სამინისტროს პრეს–ცენტრიდან აცნობეს, სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა. სტაჟიორთა მიღება ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში სტაჟირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებში გაივლიან.

სტაჟირების გავლა სამინისტროს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებშია შესაძლებელი:
• ადმინისტრაცია;
• შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
• სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
• ეკონომიკური დეპარტამენტი;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;

სტაჟირება ცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპებში:

• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
• ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია სამინისტროს შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებში:
• ძველი თბილისის რესურსცენტრი;
• ცაგერის რესურსცენტრი;
• ზესტაფონის რესურსცენტრი;
• ამბროლაურის რესურსცენტრი;
• გორის რესურსცენტრი;
• რუსთავის რესურსცენტრი;
• სენაკის რესურცენტრი;
• დედოფლისწყაროს რესურსცენტრი;
• ონის რესურსცენტრი;
• დაბა ჩხოროწყუს რესურსცენტრი.

სტაჟირების გავლის მსურველებმა 2011 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები სამინისტროში უნდა წარადგინონ. 2011 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით სტაჟიორობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება განხორციელდება. კონკურსზე დაშვებული სტაჟიორობის კანდიდატთა სია სამინისტროს შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსდება. შემდეგ კანდიდატები ტესტირებასა და გასაუბრებას გაივლიან.

სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს, ტელეფონის ნომერზე: 231 89 40. საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. /ქიზიყი/

среда, 23 ноября 2011 г.

ნინო ჭიღიტაშვილი: „ინფორმაციის ნაკლებობა დედოფლისწყაროში მუდამ მწვავედ იგრძნობოდა, დღეს სხვაგვარადაა“

დედოფლისწყაროელი ჟურნალისტი ნინო ჭიღიტაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია თბილისში მოღვაწეობს, საკუთარ რაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ქიზიყს“ ღია წერილს უგზავნის.

მივესალმები ნეტგაზეთ „ქიზიყის“ რედაქციას, დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას და ჩემი მოკრძალებული კომენტარით გამოვთქვამ სიხარულსა და კმაყოფილებას, რომელიც რაიონის სინამდვილეში ამ დამოუკიდებელი გაზეთის არსებობითაა გამოწვეული.

დღევანდელ კომენტარში მე თავს შევიკავებ იმ თითოეული მოვლენისა და პიროვნების შეფასებაში, რომელთა შესახებაც ობიექტურ ინფორმაციას გვაწვდის ეს გაზეთი. ზოგადად ვიტყვი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ისეთი პატარა რაიონისათვის, როგორიც დედოფლისწყაროა, საინფორმაციო საშუალებების სიუხვეს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ რაიონის სინამდვილეში ათეული წლების მანძილზე არსებობს ერთადერთი, პრივილეგირებული ბეჭდვითი ორგანო, მუნიციპალური გაზეთი „შირაქი“, რომელიც მუდამ იყო მმართველობითი აპარატის იდეებისა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ერთგული რუპორი, და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემთვის ამის ხაზგასმა, ის არასოდეს იყო მოწოდებული ემუშავა ჩვენი ბრძენი წინაპრის დ. გურამიშვილის სიბრძნის პრინციპით: „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო“. მისასალმებელია, თუ ახლახან ცვლილებები "შირაქსაც" შეეხო და ადრინდელივით მოსაწყენი აღარ არის.

არადა ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა მუდამ მწვავედ იგრძნობოდა დედოფლისწყაროს რაიონის ცხოვრებაში. დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა (იმედია) ნაკლებად იგრძნობა, რისი დასტურიც ჩემს წინ მდებარე დამოუკიდებელი ნეტ–გაზეთი „ქიზიყია“, რომ მოსახლეობა ფლობს სიმართლეს რაიონის ყოველდღიურობაში მიმდინარე თითოეულ მოვლენაზე, რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს იგი..

„მოყვარეს პირში უძრახეო“ ნათქვამია და როგორც ამ გაზეთის თემატური დატვირთვიდან და სიმწვავიდან ჩანს, პირში ძრახვას ბევრი ის ფუნქციონერი ექვემდებარება, რომელთაც ბოლომდე არა აქვთ შეგნებული, რომ თანამდებობა მათთვის მემკვიდრეობით არავის დაუმტკიცებია და იგი უნდა მოახმარონ მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობას. საქართველოს სინამდვილეში არსებობდა ერთ-ერთი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებდა პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, დედოფლისწყაროც ცხოვრობდა და ცხოვრობს პრინციპით - მმართველობითი ორგანო „ელიტარული ნომენკლატურისტებისათვის“.

მოსახლეობის ასეთი სახით დიფერენცირება უფრო მოძველებული საბჭოური იდეოლოგიის ნაყოფია, ვიდრე ქვეყნის დემოკრატიული წყობის. სამწუხაროა, მაგრამ დღეს არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ მთელ საქართველოში კანონიერება არსებობს თავისთვის, განყენებულად და იგი არ მოდის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების დონესთან თანხვედრაში, სწორედ ამიტომ, ვინცარ უნდა ვიყოთ და რა თანამდებობასაც არ უნდა ვიკავებდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დანიშნულება ჯერ ადამიანობაა და შემდეგ სხვა ყველაფერი.

დღეს ასეთი მოკრძალებული სიტყვით შემოვიფარგლები და როგორც უკვე ავღნიშნე, არ დავკონკრეტდები შეფასებებში, თუმცა, მიმაჩნია, რომ გაზეთ „ქიზიყის“ სტატიებში მოყვანილი ფაქტები, საკმაოდ მძიმეა და აუცილებლად უნდა იქცეს საზოგადოებრივი განსჯის საგნად. სწორედ ამიტომ, გულზე ხელის დაკრეფა და პასიურობა დღეს დანაშაულია და ყველამ, ვისაც გაგვაჩნია ჯანსაღი აზრი და გვაქვს დანაშაულისა და არაკანონიერების ხედვისა და წვდომის უნარი, აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ამ გაზეთთან და ჩავდგეთ სიმართლის სამსახურში.

კიდევ ერთხელ მივესალმები გაზეთის რედაქციას და მის რედაქტორს ილია მარტყოფლიშვილს, მადლობას ვუხდი, ალტერნატიული მედიასაშუალების არსებობისათვის და ვუსურვებ წარმატებებს იმ საქმიანობაში, რასაც ასე პრინციპულად და პირუთვნელად ანხორციელებს.
ნინო ჭიღიტაშვილი

მევენახე არხილოსკალოს გამგებელს პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები თამრიკო ვეშაგური სოფლის გამგებელს ყურძნის ჩაბარების პროცესში პრობლემების შექმნაში ადანაშაულებს.

„თქვენ რომ კომენტარი მოგეცით, სოფელში ხალხს ყურძენი ულპება და ვერ აბარებენ მეთქი, სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა შალვა ხორნაულმა მეჩხუბა და აღარ მელაპარაკება. დიდი პრობლემა შემიქმნეს. მანქანა დავიქირავე, რომ ყურძენი დამეკრიფა და ღვინის ქარხანაში მიმეტანა, თუმცა მძღოლი დააშინეს და წავიდა. რასაც გამგებელი ეტყოდა, მძღოლიც ისე იქცეოდა. მივხვდი, რომ მე ყურძენს ქარხანაში ვერ ჩავაბარებდი და ამიტომ იძულებული გავხდი, ყურძენი კერძო პირისთვის 42 თეთრად მიმეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყურძენი ვაზზე დალპებოდა და გაფუჭდებოდა“, - აღნიშნა თამრიკო ვეშაგურმა.

არხილოსკალოს ტერიტორიული რგანოს რწმუნებული შალვა ხორნაული ვეშაგურის ბრალდებებს უარყოფს. /ICK/

დედოფლისწყაროს ოთხი საპატიო მოქალაქე ჰყავს

სოფელ მირზაანში, „ფიროსმანობის“ დღესასწაულზე დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. რჩეულ ადამიანებს ჯილდო თავად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა გადასცა.

წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის საპატიო მოქალაქის წოდება 4 ადამიანს მიენიჭა. ესენი არიან: ქირურგი ბელა გოგიბერიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი, დედოფლისწყაროში მიმდინარე ქართულ–გერმანული პროექტების ხელმძღვანელი დიტერ მიულერი და „პე–ეს–პე“ ჯგუფის ხელმძღვანელი გოჩა გოგილაშვილი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ორთვინ ჰენიგმა მადლობა გადაუხადა დედოფლისწყაროელებს მისი ქვეყნის წარმომადგენლის დიტერ მიულერის დაჯილდოვებისთვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვისაც დიდი პატივია და ერთგვარი პასუხისმგებლობაც.
„ჩვენს საიტზე შეცდომით წერია და მალე ჩავასწორებთ... რა გაინტერესებთ ვერ გავიგე?... ანზორ მაძღარაშვილმა მიიღო წოდება... არა, ანზორ მარტყოფლიშვილი დასახელდა... მოკლედ, მოითმინეთ და ყველაფერი ჩვენს საიტზე სწორად გამოქვეყნდება. ჩავასწორებთ და ნახავთ... ანზორ მარტყოფლიშვილს მიენიჭა საპატიო მოქალაქეობა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა ამჯერად მხოლოდ 4 მოქალაქე გამოავლინა,“ – აგრესიული ტონით განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს ახალბედა პრეს–სპიკერმა ნინო მეხრიშვილმა.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობა ოთხ კანდიდატს 2011 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მიანიჭა, რომელთა დაჯილდოვებაც ფიროსმანობის დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში მოხდა.
საკრებულოში აცხადებდნენ, რომ ყოველწლიურად 5 საპატიო მოქალაქე დასახელდება, თუმცა ეს წოდება ამჯერად მხოლოდ 4 მათგანს მიენიჭა, მათ შორის ერთ გერმანიის წარმომადგენელს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დაკავებულის მშობლები ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან

ბანკიდან თანხების თაღლითურად მოხსნისთვის დედოფლისწყაროში დაკავებული 20 წლის პეტრე გაროზაშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გამოტანის საკითხი გადაიდო. დედოფლისწყაროს სასამართლოში სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა აღინიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ტექნიკური საკითხები აფერხებს.

პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობას დაეთანხმა და პროცესის გადადების თაობაზე თანხმობა გამოთქვა. შემდეგ დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სხდომის გადადების შესახებ განაცხადა და დარბაზი დატოვა.
სიღნაღის პროკურატურა პეტრე გაროზაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 182–ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული. მას 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გაროზაშვილმა დანაშაული პირობითი სასჯელის დროს ჩაიდინა, რაც მის ბრალეულობას კიდევ უფრო ამძიმებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების შედეგად დადგინდა, რომ თანხა გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
დაკავებულის მშობლები და ოჯახის წევრები ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებიან. პატიმრობაში მყოფი გაროზაშვილის მშობლების გაღიზიანება მათი შვილის დაკავების თაობაზე ილია მარტყოფლიშვილის მიერ, რამდენიმე გაზეთში ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. 11 ოქტომბერს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გაროზაშვილები ჟურნალისტებისთვის სხდომაზე დასწრების აკრძალვას ითხოვდნენ და მარტყოფლიშვილის მისამართით იმუქრებოდნენ. /ქიზიყი/

ოზაანში მწყემსს 3 სული საქონელი მოპარეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ფერმიდან, მწყემსს მუსაევ ბაბადინს სამი სული ძროხა მოპარეს - ამის შესაებ რადიო "ჰერეთს" დავად დაზარალებულმა აცნობა.
მუსაევ ბაბადინის თქმით, მისი საქონლის ქურდობაში მონაწილეობას სამი მამაკაცი იღებდა. პოლიციამ ყველა მათგანი უკვე დააკავა. დაზარალებულის თქმითვე, ორმა მათგანმა საპროცესო გარიგებით 5-5 ათასი ლარი გადაიხადა და გამოუშვეს, ხოლო მესამე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
ბაბადინს მოპარული საქონლიდან ერთი ცოცხალი დაუბრუნეს, ხოლო ორი ძროხის საფასური გადაუხადეს. როგორც მწყემსი ამბობს, ზარალი ბოლომდე არ არის დაფარული და ის თანხის მიღებას სასამართლოს გზით შეეცდება. დაზარალებული მწყემსის თქმით, დედოფლისწყაროს რაიონში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა. /ჰერეთი/

წელს დედოფლისწყაროდან 100%–იანი დაფინანსება 3–მა სტუდენტმა მოიპოვა

მიმდინარე სასწავლო წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან 100%–იანი დაფინანსება მხოლოდ 3–მა სტუდენტმა მოიპოვა. ამის შესახებ „ქიზიყს“ თავად I კურსის სტუდენტებმა აცნობეს.
ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, ახლადჩარიცხული სტუდენტებიდან 100%–იანი სახელმწიფო დაფინანსება თამაზ ლაპიაშვილმა, მარი ვარდიშვილმა და ანი ბიღიაშვილმა მოიპოვეს.
თამაზ ლაპიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის ხის, ლითონის და მინანქრის მხატვრული დამუშავების სპეციალობის სტუდენტი გახდა, ხოლო ანი ბიღიაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
„ამ წუთას შევიტყვე, რომ 100%–იანი დაფინანსება მივიღე. ეს სასიხარულო ინფორმაცია აკადემიის ვებ–გვერდზეა განთავსებული. თავად აკადემიამ მიიღო ჩემი დაფინანსების გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, ჩემს ფაკულტეტზე მხოლოდ 2 სტუდენტი დაფინანსდება, მათ შორის ერთი მე ვარ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ თაზო ლაპიაშვილმა.
ისინი სასწავლო პროცესს 3 ოქტომბრიდან დაიწყებენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც კუკავას პარტიას უნდა მომსახურებოდა, 200 ლარით დააჯარიმეს

მიკროავტობუსის მძღოლი ზურა ნასრაშვილი, რომელსაც გუშინ, „თავისუფალი საქართველოს“ დაკვეთით დედოფლისწყაროდან სამთაწყაროში პარტიის მხარდამჭერები უნდა გადაეყვანა, ადგილობრივმა პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა.

„მძღოლი შევითანხმე, რომ ხალხს გადაიყვანდა. იმავე დღეს, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გიორგი ბუნტურმა დაიბარა და მუქარის ძალით უარი ათქმევინა ხალხის გადაყვანაზე. დაემუქრა, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თან 200 ლარიანი ჯარიმაც გამოუწერეს. ამის შემდეგ სხვა მიკროავტობუსის მძღოლმაც უარი თქვა მომსახურებაზე. ბოლოს მხარდამჭერების ტრანსპორტირება ვაჟა არაბულის კუთვნილი მიკროავტობუსით მოვახერხე, თუმცა, სამართალდამცავები მასაც დაემუქრნენ. შეშინებულმა მძღოლმა სამთაწყაროში მიგვატოვა. პოლიციელებმა ვენახის მეპატრონესაც კი შეუთვალეს პარტიის ლიდერები ვენახში არ შეეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, რომ ვენახს გაუხმობდნენ, თუმცა რეზო ანანიძე მათ არ დაემორჩილათ. წინა დღეს, სამთაწყაროს გამგებელმა პაატა ნადირაშვილმა და პოლიციის რწმუნებულმა იმედა თაგოშვილმა ყველა მარშუტკის მძოლს და მხარდამჭერებს სახლში მიაკითხეს და სასტიკი გაფრთხილება მისცეს, რომ შეხვედრაზე არ წასულიყვნენ,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაჯარიმებულ მძღოლს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა. /ICK/

вторник, 22 ноября 2011 г.

ინციდენტი სასამართლოში – განსასჯელის ეპილეფსიური შეტევების გამო ოთხი სასამართლო სხდომა ჩაიშალა

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში. პროცესის მიმდინარეობის დროს 19 წლის განსასჯელ პეტრე გაროზაშვილს ეპილეფსიური შეტევა დაეწყო და გონება დაკარგა. შედეგად მის შემდგომ დაგეგმილი კიდევ 4 სასამართლო პროცესი გადაიდო.
სასამართლო დარბაზში სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მომხდარს „ქიზიყის“ ჟურნალისტი შეესწრო. გაროზაშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან დედოფლისწყაროს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისთვის კიდევ რამდენიმე პატიმარი იყო ჩამოყვანილი, თუმცა მათი დაკითხვა და სხდომების გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილს მანტიის გახდა და დარბაზში ჩამოსვლაც კი მოუხდა.

„გამოძახებაზე მორიგე ექიმთა ჯგუფი ოპერატიულად გავიდა. სასამართლო სხდომაზე პაციენტს სერიული ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა. ემოციური ფონი მძიმე იყო. კრუნჩხვის დროს კონტაქტში ძნელად შემოდიოდა და შეტევები რამდენჯერმე გაუმეორდა, ანუ სერიული სახე მიიღო. ეს უკვე მძიმე ფორმაა და სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებს. ადგილზე აღმოვუჩინეთ დახმარება და ბადრაგის თანხლებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოვათავსეთ. მოგვიანებით კატასტროფის მედიცინის ცენტრი გამოვიძახეთ და სასამართლომ ჩათვალა, რომ პაციენტი თბილისში გადაეყვანათ. ამგვარი შეტევებით ის სტაციონარში რამდენიმე თვის წინაც მოხვდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, განსასჯელი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ წუხელ თბილისში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გაროზაშვილს დედოფლისწყაროში ერთ–ერთი ბანკიდან რამდენიმე პენსიონერის საპენსიო ბარათიდან ათასობით ლარის თაღლითურად მითვისებაში ედება ბრალი. მამაკაცმა დანაშაული რამდენიმე თვის წინ პირობითი პატიმრობის დროს ჩაიდინა, რამაც მისი ბრალეულობა დაამძიმა.
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. /ქიზიყი/

კახეთში ჭიაყელის მომრავლება და ბიოჰუმუსის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისა და მიწის ნაყოფიერების ზრდისთვის დაიწყო

EXCLUSIVE - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ფერმერთა სახლის“ ორგანიზებით 18–19 ნოემბერს თბილისსა და კახეთში მიწის ნაკვეთების განოყიერებისა და მოსავლიანობის ზრდის მიზნით გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: „ბიოჰუმუსის წარმოების და გამოყენების ტექნოლოგია“. კონფერენციაზე წარმოადგინეს პროექტის შედეგები და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, კლიმატის ცვლილების პროექტის მენეჯერი მარინა შვანგირაძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“–ს კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი, მოძრაობა „შიმშილის წინააღმდეგ“ წარმომადგენელი მაკა ჯიჭონაია, უნივერსიტეტის პროფესორები, აგრონომები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები.
„ბუნებამ ასეთი ძვირფასი საჩუქარი გვარგუნა ჭიაყელის სახით, რომელიც ნიადაგში ბინადრობს და მიწის ნაყოფიერების ზრდა შეუძლია. ჩვენ კი მასზე უარს ვამბობთ და მაინცდამაინც ქიმიურ სასუქებს ვიყენებთ. ვიცით, რომ მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მაინც მას ვიყენებთ. გვინდა, ჭიაყელა მოვამრავლოთ. ვგეგმავთ ყველა რაიონში თითო სპეციალური ინკუბატორი შევქმნათ. გვინდა, ფერმერებს მივცეთ ჭიაყელა და ვასწავლოთ მისი მომრავლება და გამოყენება. ეს კი ბევრად უფრო კარგ მოსავალს მოგვიტანს და რაც მთავარია პროდუქცია იქნება ეკოლოგიურად სუფთა, ეს კი პრინციპულად მნიშვნელოვანია. რადგან დედოფლისწყარო ყველაზე მეტ სახნავ–სათეს მიწის ნაკვეთს ფლობს, ამიტომ გვინდა, რომ უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროში გაკეთდეს ასეთი ინკუბატორები, სადაც ჭიაყელას მოვამრავლებთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ კონფერენციის ორგანიზატორმა „საქართველოს ფერმერთა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ბიოჰუმუსის წარმოების პირველი საცდელი პოლიგონი გურჯაანის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა. სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
კონფერენცია გახსნა „საქართველოს ფერმერთა სახლის“ დირექტორმა ლერი გიგინეიშვილმა გახსნა. მან მოხსენება წაიკითხა ტექნოლოგიების შესახებ და მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.
„ჩვენ წლების მანძილზე ვაკვირდებოდით მსოფლიოში ბიოჰუმუსის წარმოებისა და გამოყენების ტენდენციებს. ამჟამად საქართველოში საქონელი სულადობრივად იმდენია, რომ თავისუფლად შეგვიძლია ბიოჰუმუსი ვაწარმოოთ. ახლახან საქართველოში შემოვიყვანეთ ჰიბრიდული ჯიშის წითელი კალიფორნიული ჭიაყელა. მას გამორჩეული თვისებები აქვს და ძალზე პროდუქტიულია. 16 წლის მანძილზე ცოცხლობს და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს ნიადაგში. სეზონზე 20 მდე პარკს ქმნის, მიდრეკილება აქვს ერთ ადგილზე ცხოვრებისკენ, რაც მნიშვნელოვანია. ჭიაყელა დღე–ღამეში გადაამუშავებს თავის წონაზე 2–ჯერ მეტ სუბსტრატს. ნიშანდობლივია, რომ ბიოჰომუსის გამოყენების შემთხვევაში სარეველები აღმოცენების უნარს კარგავენ. რაც მთავარია წელიწადში ერთი ჭიაყელა მილიონამდე მრავლდება“
შემდგომ ნიადაგების ნაყოფიერებასა და მისი ამაღლების გზებზე ვრცლად ისაუბრა „ეკო–პროგრესის“ ექსპერტმა ჯამლეტ ბადაგაძემ. ხოლო, მემცენარეობაში ვერმიკულტურის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა აგრო–ეკოლოგიის განვითარების ცენტრის დირექტორმა ედუარდ ეპიტოვმა. ხოლო, ბიოჰუმუსის წარმოებასთან დაკავშირებით „ელკანას“ გამოცდილება მონაწილეებს ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააცნო.
რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში ბიომეურნეობის განვითარების თვალსაზრისით და რა პროექტები აქვს დაგეგმილი ამ კუთხით აგრო–განვითარების ჯგუფს, ამასთან დაკავშირებით სლაიდ–შოუ წარმოადგინა და დეტალურად ისაუბრა ამავე ჯგუფის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან გიგაშვილმა. ახალ ბიოპრეპარატებსა და მათ თავისებურებებზე ვრცლად ისაუბრა აგრო–განვითარების ჯგუფის ექსპერტმა ნოდარ მინდიაშვილმა.
„მსოფლიოს შიმშილის ეშინია, 2050 წლისთვის მსოფლიოში ადამიანებს 70%–ით მეტი საკვების წარმოება დასჭირდება, ვიდრე დღეს არის. FAO-ს მონაცემებით, თუ ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება არ მოხდება მსოფლიოს შიმშილი ემუქრება. საქართველოში სამეწარმეო მიწების სავარგულები ნაკლებმოსავლიანია, ნაწილი დახრილ ფერდობზე მდებარეობს და წვიმების შედეგად ირეცხება, ნაწილი ქვაღორღიანი. საქართველოს ნიადაგების მუზეუმი უწოდეს, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ 2000 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მიწების მდგომარეობა საგანგაშო იყო.
„ჭიაყელების საქართველოში შემოყვანის პრეცენდენტი არ არსებობს, ამიტომ საბაჟოზე სერიოზულ დაბრკოლებებს წავაწყდით. არ არსებობდა ოფიციალური მიდგომა, რადგან ჭიაყელები დაღუპვის საფრთხის წინაშე დადგნენ, ჩვენი თხოვნის შემდეგ ჩვენს მდგომარეობაში შევიდნენ და დროულად გამოგვატანეს,“ – აღნიშნავს „საქართველოს ფერმერთა სახლის“ ხელმძღვანელი ლერი გიგინეიშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: მედიანიუსი>> ; ნიუსლაინი>> ; ჯეონიუსი>> ; ICK.ge>> ;

понедельник, 21 ноября 2011 г.

დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ სამთაწყაროში

დაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები. გიორგობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთოვენ. როგორც ადგილზე მოსახლეობამ რადიო "ჰერეთს" განუცხადა, ხიდის გახსნა საავტომობილო მოძრაობისთვის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კარგავენ კავშირებს იქ მცხოვრებ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. მიმდინარე წელს ხიდის გახსნა მოითხოვა დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმაც, თუმცა ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა. ადგილობრივ მოსახლეობას მიზეზი რის გამოც ხიდია დაკეტილი აბსურდულად მიაჩნია. მაგალითისთვის მათ საპარლამენტო არჩევნები მოჰყავთ, როცა ხიდი გაიხსნა. თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ისევ დაკეთეს.
როდის გაიხსნება ხიდი? - ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი არ აქვთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. "ჰერეთი" საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილს ესაუბრა. მან ზუსტად არ იცი რატომ არის საავტომობილო მიმოსვლისთვის დაკეტილი სამთაწყაროს ხიდი. ბაღაშვილის თქმით, არც თავად არის წინააღმდეგი, რომ ხიდი გაიხსნას. საკრებულოს თავმჯდომარე აქვე ამბობს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, ხიდი დაზიანებულია და გადაადგილება სახიფათო. "საკითხის მოსაგვარებლად მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას თითქმის ერთი წელია ითხოვენ. სამთაწყაროს ხიდზე ავტომობილებით გავლა, ხიდის დაზიანების მიზეზით, 2010 წელს აიკრძალა. სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს საინგილოში გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ხიდზე ფეხით გავლენ. ამის გამო მათ ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტით სარგებლობა უხდებათ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. /ჰერეთი/

დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს შენობის გახსნაზე ჟურნალისტებს წასვლა სააკაშვილმა აუკრძალა

ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ბადრი ბიწაძე საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

ბადრი ბიწაძე: ,,ერთადერთი შემთხვევა, როცა ობიექტების გახსნაზე სააკაშვილმა ჟურნალისტებს წასვლა აუკრძალა, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონებში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების ახალი შენობების გახსნა იყო... მაშინ მიშამ ჟურნალისტები აეროპორტიდან უკან მოაბრუნა... სააკაშვილს შადრევნებისა და "მაკდონალდსის" გახსნა ბავშვივით უხარია..." -- აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი.

თუ რატომ გადაწყვიტა პიარის მოყვარულმა პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასაზღვრო სამმართველოს შენობის გახსნის ცერემონიალს ცენტრალური ტელეკომპანიების გარეშე ჩაევლო, ამას ბადრი ბიწაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით მიანიშნებს, რომ დედოფლისწყაროში გასამგზავრებლად გამზადებული ჟურნალისტები და ოპერატორები აეროპორტიდან უკან სწორედ სააკაშვილმა გააბრუნა..."
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს ტერიტორიაზე #4-ე სასაზღვრო სამმართველოს ახალი შენობა სწორედ ბიწაძის ხელმძღვანელობის დროს გაიხსნა.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ბურჯანაძის მეუღლე ინტერვიუში ამბობს: ,,ეს უტყუარი ინფორმაციებია... ალბათ, დამეჯერება, ბოლოს და ბოლოს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ვიყავი"...
ამ ჟესტით, სავარაუდოდ, ბიწაძეს იმ გარემოების ხაზგასმა უნდა, რომ მერაბიშვილის მოადგილეობის პერიოდშიც და სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობის დროსაც მას შიდა კულუარულ ინფორმაციებზე ხელი ხშირად მიუწვდებოდა.
იქვე, ბადრი ბიწაძე 2007 წლის 6 ნოემბრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს: ,,მიშა ძალიან მშიშარაა, ამაში დავრწმუნდი 2003 წელს, რევოლუციის დროს და 2007 წლის ნოემბერში. 2003-ში ჯავშანჟილეტს არ იხდიდა. პარლამენტში რომ შედიოდა თან კისერმოქცეული სულ უკან იყურებოდა, ნინოც მოდის თუ არაო. ნინო რომ გაჩერებულიყო, შანსი არ იყო, მიშა პარლამენტში არ შევიდოდა... 2007 წლის 6 ნოემბერს საღამოს კი კანცელარიაში ყველა შევთანხმდით, რომ მომიტინგეებს აღარ დავარბევდით... ვანო ამბობდა, შიმშილობა მთავრდება, ხალხიც შეთხელდა, მალე დაიშლებიან და რატომ უნდა დავარბიოთო... ერთადერთი სააკაშვილი დაჟინებით ითხოვდა, აქცია დავშალოთო. აბა ეს ხალხი თავისით რომ დაიშალოს, გამოდის, ვერ ვაჩვენეთ, სახელმწიფო რომ ვართო... საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2-3 დღე კიდევ ვაცლიდით მომიტინგეებს. ასე დავიშალეთ, მაგრამ როგორც წესი, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი 3-4 საათამდე რჩებოდნენ მიშასთან. ვინ დარჩა იმ ღამეს მიშასთან და ვისთან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ ვიცი... დილით გავიგე, რაც მოხდა..."
დასასრულს, ბიწაძე ასევე აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას 6 თვეც რომ კიდევ ეცოცხლა, სააკაშვილსპრეზიდენტის სკამს უთუოდ დაატოვებინებდაო... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მოსამართლე შორენა ყაველაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები ლია შარმაზანაშვილი დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც შარმაზანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მოსამართლის დავალებით, მას სასამართლო პროცესზე დასწრება აიძულეს, რის გამოც ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალო პროცედურა დროულად ვერ ჩაიტარა. რამდენიმე დღის წინ, შარმაზანაშვილი დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში ვირთხამ სახის არეში დაკბინა. მისი თქმით, მოსამართლის დავალებით, მასთან სახლში პოლიციის თანამშრომელი ნოდარ ცხოვრებაძე მივიდა და ზეპირი სახით შეტყობინება დატოვა, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვლებოდა.

„ნოდარ ცხოვრებაძე, მოსამართლის მითითებით, ჩემს სახლში მივიდა და ჩემი პროცესზე გამოცხადება მოითხოვა. დამემუქრნენ, თუ პროცესზე ნებით არ გამოვცხადდებოდი, იძულების წესით მიმიყვანდნენ. მე ამ დროს თბილისში ვიყავი, არამიანცის საავადმყოფოში აცრა უნდა ჩამეტარებინა. მშობლებმა დამირეკეს და საქმის კურსში ჩამაყენს. ფორმა ასი სასამართლოს ფაქსით გადავუგზავნე. დედოფლისწყაროს მოსამართლის შორენა ყაველაშვილის სახელზე განცხადებაც გადმოვგზავნე და გავაფრთხილე, თუ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. აღკვეთის ღონისძიება საპატიმროთი რომ არ შემცვლოდა, იძულებული გავხდი აცრა გამეცდინა და პროცესზე დასასწრებად დედოფლისწყაროში ჩავედი. ვაქცინა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა, 3 დღეში გავიკეთე და არც კი ვიცი რა შედეგი მოჰყვება“, - განაცხალა ლია შარმაზანაშვილმა.

ლია შარმაზანაშვილს სასამართლო დავა მიწის ნაკვეთის გამო ვეფხია კობიაშვილთან აქვს. „ჩვენი დავა 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კობიაშვილი 300 ჰექტარი მიწის გადაფორმებას მთხოვდა. რომ არ გადავუფორმე, დამემუქრა, ადგილს სულ დაგაკარგვინებო. კობიაშვილი მაშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტში მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მან ჩემი პირადი ადვოკატიც კი გადაიბირა, რის გამოც მას აცილება მივეცი. მიკერძოებულია მოსამართლეც. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე პროცესი წამაგებინონ და გადაწყვეტილება ვეფხია კობიაშვილის სასარგებლოდ გამოიტანონ“, - აღნიშნა ლია შარმაზანაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის მოსამართლე შორენა ყაველაშვილის თანაშემწეს დათო თეთრაულს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი მომხდარ ფაქტს აპროტესტებს. „მე ვესწრები აღნიშნულ სასამართლო პროცესებს. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ პროცესი მიკერძოებულად მიდის, ვეფხია კობიაშვილის სასარგებლოდ. მე პროტესტს ვაცხადებ. ქალბატონს რომელსაც ხელში ფორმა 100 უკავია, მოსამართლეს უფლება არ აქვს, რომ მასზე ზეწოლა განახორციელოს და დაემუქროს. ეს არის მოსამართლის მხრიდან არაობიექტური და არასამართლიანი ქმედება“, - აღნიშნა გურაშვილმა. /ICK/

суббота, 19 ноября 2011 г.

ილია მარტყოფლიშვილი რადიო 105-ის პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს ორი საათის მანძილზე პასუხობდა

ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყის" რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი თბილისში, რადიო FM 105.0-ის პირდაპირ ეთერში კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე დასმულ კითხვებს პასუხობდა.

ყოველდღიური გადაცემა სახელწოდებით "120 წუთი" რადიო 105-ის, მედია კავშირ "ობიექტივისა" და გაზეთ "რეზონანსის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება და 2 საათის განმავლობაში გრძელდება.

საუბარი შეეხო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ პრობლემებს, ადგილობრივი მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილ დახმარებებზე, მათი შეშით მომარაგებაზე და ა.შ. ასევე, საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებული მოსახლეობის პრობლემებზე. ღია საუბარი იყო ქიზიყელი საჯარო მოხელეების ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, პრეს-სამსახურებში არსებულ კომიკურ ვითარებასა და ჩინოვნიკების ბრიყვულ დამოკიდებულებაზე ღატაკების მიმართ. კლანურ მმართველობაზე და ა.შ.

დაისვა კითხვები, რამდენად არსებობს დედოფლისწყაროში კრიტიკული აზრისა და ობიექტური, დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების საშუალება და რა პრობლემები ექმნებათ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან დამოუკიდებელი გამოცემები.

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხიდის გახსნის მოუგვარებელ პრობლემასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა ავთანდილ ლეკაშვილმაც სპეციალური განცხადება საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სხდომაზე გააკეთა და ხიდის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

პროექტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა აჭარის ტელეკომპანია 25-ე არხის პირდაპირ ეთერშიც და სატელიტზეც, ასევე ტრანსლირდებოდა "ობიექტივის" ვებ-გვერდის საშუალებითაც.

გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.obieqtivi.net მოძებნეთ თარიღი 18 ნოემბერი (დილის პროგრამა) მოძებნე ვიდეო>>

четверг, 17 ноября 2011 г.

ჰიდროტექნიკოსი განათლებაში - ინტრიგები, ჩაშვებები და უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ყველა საცობს მორგებულები

14 ნოემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ჯამალაშვილი დაინიშნა, რომელიც დედოფლისწყაროს მიუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. 2010 წლიდან ჯამალაშვილი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ლევან ჯამალაშვილი დედოფლისწყაროში მოძველებულ კადრად მოიაზრება და მოსახლეობაში არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს: "კადრი, რომელიც სავარძლების შესანარჩუნებლად ყველა საცობს მოერგო" - ასე აფასებს ჯამალაშვილს დედოფლისწყაროელების დიდი ნაწილი.

"ქიზიყის" რედაქციამ არქივს თვალი ყურადღებით გადაავლო და ჯამალაშვილის არაკომპეტენტურობის დამატასტურებელი უამრავი კომპრომატი მოაგროვა.

როგორც გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა განუცხადა, ჯამალაშვილი ამიერიდან საფინანსო კომიტეტის თავმჯდომრის პოსტიდან გათავისუფლდება, თუმცა გონაშვილი განმარტავს, რომ ჯამალაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე საუბარი არ არის.

,,ჯამალაშვილი კომიტეტის თავმჯდომრის პოსტს დატოვებს, თუმცა მის მიერ მანდატის დატოვება არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ასეა ცნობილი. მას საკრებულოსთვის არ უცნობებია, რომ დეპუტატობა აღარ სურს. მისი ახალი თანამდებობა დეპუტატობასთან შეთავსებადია და ამ მხრივ რაიმე სახის შეზღუდვები არ არის. ამიტომ, ის ჩვეულებისამებრ გააგრძელებს სხდომებზე სიარულს, ამჯერად საკრებულოს წევრის სტატუსით," - განუცხადა "ქიზიყს" ხათუნა გონაშვილმა.

შეგახსენებთ, ამასწინათ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში ლევან ჯამალაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად მუშაობის დროს ლევან ჯამალაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გაუპატიურებით ემუქრებოდა და კრიტიკული სტატიების წერისგან თავის შეკავებას აიძულებდა.

,,მარტყოფლიშვილს რაღაცაში გამოვიჭერ და უნდა დავატ..ნა" ; "სულ ერთია, გიხმარებთ" - ეს ხსენებული საჯარო მოხელის ლექსიკონში არსებული ფრაზებია.

ჯამალაშვილის სახელს უკავშირდება 2006 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სოსო ხაჩიაშვილის დაკავების სკანდალური საქმეც. იმხანად ლევან ჯამალაშვილი გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხაჩიაშვილი პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ჯამალაშვილმა ინტრიგნულ ხერხებს მისი ჩამოშორებისა და რაიონის მმართველის სავარძლის ხელში ჩაგდების მიზნით მიმართა.

ჯამალაშვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დანიშვნამ დედოფლისწყაროელები ძალზე გააოგნა. ამ ინფორმაციის მოსმენისთანავე თითქმის ყველა მოქალაქის რეაქცია ამგვარი გახლდათ: ,,სად ერეკლე, სად"... ჯამალაშვილის არაკომპეტენტურობასა და თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე დედოფლისწყაროელები ჯერ კიდევ მისი სოც-სამსახურის უფროსად მუშაობის დროს ადანაშაულებდნენ. "ქიზიყის" მონიტორინგის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ იმხანად მის კაბინეტში დახმარების თხოვნით შესულ გაჭირვებულ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ოთახს უკმაყოფილო ტოვებდა და მის არაკომპეტენტურობასა და უტაქტო დამოკიდებულებაზე ღიად მიანიშნებდა.

ამას გარდა, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ლალი აბულაძე ჯამალაშვილს კაბინეტიდან გამოძევებაში ადანაშაულებდა, მისი თქმით, სოც-სამსახურის უფროსი მანდილოსანზე საცემად იწევდა.

ლევან ჯამალაშვილის დანიშვნას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოსტზე უარყოფითად აფასებენ და სამინისტროს მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებენ ყოფილი და მოქმედი პედაგოგების ნაწილი. ამ საკითხზე ღიად საუბარი ზოგიერთს უჭირს, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ისეთი კადრის განათლების სფეროში გაშვება, რომელიც ამ სფეროში ოდნავაც ვერ ერკვევა - წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ამ კადრის დანიშვნაზე საუბრობენ ადგილობრივი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც. ისინი ჯამალაშვილის ამ სკამზე დასმას აპროტესტებენ და საკადრო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ.

მოსახლეობა და პედაგოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროში უამრავი განათლებული და უფრო მეტად გამოცდილი კადრი არსებობს, ამდენად ამ პოსტზე სხვა კანდიდატურის შერჩევა გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანი იქნებოდა.

ლევან ჯამალაშვილის განათლება და შრომითი ბიოგრაფია ამგვარად გამოიყურება. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით, 1989-93 წლებში მუშაობადა წითელწყაროს რაიონის მელიორაციის სამმართველოში, 1990-91 წლებში წითელწყაროს რაიონის პრეფექტურაში, 1993–95 წლებში სოფელ არბოშიკის კოტაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, 1996-2000 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, 2001-2002 წლებში „დედოფლისწყარორაიგაზის“ დირექტორად, 2004-2006 წლებში გამგებლის მოადგილედ, 2006-07 წლებში გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგედ, 2007-08 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარე კახეთის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, 2008-09 წლებში გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად, 2010 წელს გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის უფროსად, 2010 წლის ივნისიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარინა მეხრიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა 10 ნოემბრიდან დატოვა: "დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას. მე პირადი განცხადების საფუძველზე დავწერე განცხადება და წავედი", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" მეხრიშვილმა.

რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამის შესახებ საუბარი არც თავად რესურს-ცენტრის უკვე ყოფილ უფროსს სურს. თუმცა, "ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მეხრიშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

"მეხრიშვილის მეუღლე, ფერმერი ბესიკ თოფჩიშვილი ბურჯანაძესთან ახლობლობს. რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მეხრიშვილის გათავისუფლებაც ამ ფაქტს დაუკავშირეს. არ არის გამორიცხული ეს ვერსია რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს," - აცხადებენ დედოფლისწყაროელები. ამ ფაქტზე კულუარებში აჟიოტაჟი არ ცხრება.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის იძულებით გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროში უკვე მეორედ დაფიქსირდა. ამასწინათ, ამ თანამდებობის დატოვება ნონა გომელაურსაც აიძულეს. თუმცა, მიზეზებზე და არსებულ ზეწოლებზე ღიად საუბარი ამ დრომდე არცერთმა მართგანმა არ ისურვა. /ქიზიყი/

среда, 16 ноября 2011 г.

პრეზიდენტთან შესახვედრად კახეთში მასობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

ყვარელში ილიას ტბისა და მასთან არსებული დასასვენელი კომპლექსი გახსნება. ეს ინფორმაცია ყვარლის რაიონის გამგეობაშიც დაადასტურეს.
რადიო „ჰერეთის“ ცნობით კი, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ხალხი კახეთის ყველა რაიონიდან წაიყვანეს. მათი უმეტესობა საჯარო მოხელეები არიან.მხოლოდ თელავიდან ყვარელში ყვითელი ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით 200-მდე, გურჯაანიდან კი 100-მდე ადამიანი წაიყვანეს.

დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის საჯარო სკოლებიდან ყვარელში 4000–მდე მოსწავლე ჩაიყვანეს.

„ბავშვები არაჩევეულებრივ სანახაობას ნახავენ. მასწავლებლებიდან არცერთი არ წაგვიყვანია. თქვენთვის არ მცალია, ილიას ტბის გახსნას ვესწრები და თუ გინდათ, ხვალ დამირეკეთ“, - განაცხადა ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან ჭიპაშვილმა.

ყვარელში, ილიას ტბის და დასასვენებელი კომპლექსის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებიც. ზემოთ ხსენებული კომპლექსი პრეზიდენტმა გახსნა. /ქიზიყი/

вторник, 15 ноября 2011 г.

წელს პირველად მეცხვარის დღე დედოფლისწყაროში აღინიშნა

EXCLUSIVE - წელს პირველად კახეთში მეცხვარის დღე აღნიშნეს. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ ადგილობრივ მეცხვარეებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელები შეხვდენ და მათი ვაქცინაციისა და გადასარეკი ტრასების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ გადასარეკი ტრასები ძალზე მტკივნეულ საკითხად რჩება. მით უფრო ტრასების საკითხი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მწვავედ აისახება, რადგანაც დედოფლისწყარო გაუდაბნოებისაკენ განსაკუთრებით მიდრეკილია და კლიმატის ცვლილების ნიშნები გამოვლინდა.

ექსპერტები იმ ფაქტზე მიანიშნებენ, რომ დედოფლისწყაროში გადასარეკი ტრასების არარსებობისა და საძოვრებზე გადაჭარბებული ძოვების გამო გაუდაბნოების პრობლემა ამ რაიონში განსაკუთრებით თვალშისაცემია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით თითეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს და თავისი ცვლილი შეიტანოს.

როგორც "ქიზიყმა" გარკვია, მომავალი წლიდან პირუტყვის ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეხვედრაზე დაისახა გეგმები მეცხვარეთა საქმიანობასა და ექსპორტის გაზრდაზე. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტზე 144 000–მდე სული პირუტყვი გავიდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

19 წლის სტუდენტი საკუთარმა დამ ოთახში ჩამომხრჩვალი ნახა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები სტუდენტი, 19 წლის დავით წიკლაური თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცმა თავი ფარდის მეშვეობით ჩამოიხრჩო.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გარდაცვლილი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დასთან ერთად ცხოვრობდა. ის პირველი კურსის სტუდენტი იყო და კერძო ფირმაში მუშაობდა. ახლობლების განმარტებით, სულ ორი თვეა, რაც ის დედაქალაქში გადავიდა.

როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, თვითმკვლელობის მომენტში თავად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, ძმა კი თბილისში მარტო დარჩა, უკან დაბრუნებულს ის ჩამომხრჩვალი დახვდა. ოჯახის წევრებს მომხდარის ირგვლივ ვერსიებზე საუბარი უჭირთ.
“დილის ცხრა საათზე დავურეკე, ვესაუბრე, არაფერი შემიმჩნევია. 11 საათზე უკვე თბილისში ვიყავი. თვითმკვლელობაც ამ შუალედში მოხდა,” – აცხადებს გარდაცვლილის და ნონა წიკლაური.

ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბინაში გვამი დახვდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია ორი წერილი, ერთში 19 წლის ბიჭი თვითმკვლელობაზე საუბრობს და ოჯახის წევრებს პატიებას სთხოვს, მეორე წერილში კი აღნიშნავს, რომ კარს ღიას ტოვებს.

"მაპატიეთ, რაა... ძალიან გთხოვთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ. ვატყობ, რომ თქვენთვის ჩემი სიცოცხლე უფრო ბევრი პრობლემის მომტანი იქნება, ვიდრე სიკვდილი" - ნათქვამია წერილში. დამ ნაწერში ძმის კალიგრაფია ამოიცნო.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს მოკვლევა. /ქიზიყი/ იხილეთ ვიდეო>>

ზემო ქედში ფერადი ლითონების ქურდობის ფაქტზე 25 წლის ბადრი მილაძე დააკავეს

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ფერადი ლითონების ქურდობისთვის სოფელ ზემო ქედის მკვიდრი 25 წლის ბადრი მილაძე დააკავა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დაკავებულმა სოფელ ზემო ქედში, ცისმარი ყაბანაშვილის ბინიდან ფერადი ლითონის ჭურჭელი მოიპარა.
დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მოპარული ნივთმტკიცება უკვე ამოღებულია, რომელიც დანაწევრებული სახით თბილისის ერთ-ერთ მიმღებ პუნქტს თავად ბადრი მილაძემ ჩააბარა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

понедельник, 14 ноября 2011 г.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა თანამდებობა დატოვა

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა 10 ნოემბრიდან დაკავებული თანამდებობა დატოვა.

"დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას. მე პირადი განცხადების საფუძველზე დავწერე განცხადება და წავედი", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" მეხრიშვილმა.

რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამის შესახებ საუბარი არც თავად რესურს-ცენტრის უკვე ყოფილ უფროსს სურს. თუმცა, დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მეხრიშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

"მეხრიშვილის მეუღლე, ფერმერი ბესიკ თოფჩიშვილი ბურჯანაძესთან ახლობლობს. რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მეხრიშვილის გათავისუფლებაც ამ ფაქტს დაუკავშირეს. არ არის გამორიცხული ეს ვერსია რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს," - აცხადებენ დედოფლისწყაროელები. ამ ფაქტზე კულუარებში აჟიოტაჟი არ ცხრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე ახალი კადრი, ლევან ჯამალაშვილი მოიაზრება. ჯამალაშვილი ამჟამად მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. მას განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ანდა შესაბამისი განათლება არ გააჩნია. /ქიზიყი/

ეკა ბესელია - "თამაზაშვილის სახლის დაწვა პოლიტიკას არ უკავშირდება"

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თამაზაშვილის ბინის დაწვასთან დაკავშიორებით კომენტარს აკეთებს. ეკა ბესელიას განცხადებით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სახლის დაწვა პოლიტიკას არ უკავშირდება.
„ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა და სახლი დაიწვა. ეს ფაქტი პოლიტიკასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა ბესელიამ.
თამაზ თამაზაშვილის სახლის მეორე სართული მთლიანად, პირველ სართულზე კი ნაწილი დაიწვა. თამაზაშვილის მამიდამ და მისმა მეუღლემ გარეთ გამოსვლა დროულად შეძლეს. ცეცხლის ჩაქრობას დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს. /ქიზიყი/

воскресенье, 13 ноября 2011 г.

საავადმყოფოში მძიმე კრუნჩხვებით მიყვანილი პაციენტი ვირთხამ სახის არეში დაკბინა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში მძიმე კრუნჩხვითი ფორმებით მიყვანილი 52 წლის ქალბატონი პალატაში მოთავსების შემდეგ ვირთხამ სახის არეში დაკბინა. ამის შესახებ „ქიზიყს“ პაციენტის ახლობლებმა აცნობეს. დაშავებული თბილისში გადაიყვანეს.

სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ლია შარმაზანაშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მოხვდა, თუმცა მოზრდილი ვირთხის დაკბენის შემდეგ სხვა მხრივ სამკურნალო გახდა. მისი თქმით, ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე არავინ ჩაუტარა და ამისთვის დაშავებული თბილისში არამეანცის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბოლო პერიოდში ასთმით ვარ ავად. ხშირად მიუარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამჯერადაც, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში კრუნჩხვით შემიყვანეს. პალატაში მომათავსეს და ვმკურნალობდი, მაგრამ მალევე მოზრდილი ვირთხა დამესხა და სახის არეში სამ ადგილას დამკბინა. ამაზე სულ პანიკაში ჩავვარდი. გადავირიე, პალატებში თაგვები დარბიან. უფრო მეტიც, როდესაც შეშინებულმა მოვითხოვე, რომ ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩაეტარებინათ, უარი მივიღე. მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ალერგიული ვარ და ჩემთვის ცოფის ვაქცინის გაკეთება რისკის შემცველი იყო. ამას გარდა, რადგან ჭრილობა სახის არეში მაქვს, დამატებით აუცილებელი იყო იმუნოგლობულინის ვაქცინაც, თუმცა დედოფლისწყაროს იმუნოგლობულინი არ გააჩნია და ამიტომ იძულებული გავხდი თბილისში, ე.წ. არამეანცის კლინიკაში წავსულიყავი და აცრები იქ ჩამეტარებინა. გარდა იმისა, რომ ექიმები უყურადღებოდ მომექცნენ, იქ არსებული ანტისანიტარიაც უნდა აღინიშნოს და ითქვას, რომ პალატებში ვირთხები დარბიან. ვიღაცამ ამ ვითარების გამოსწორებაზე აუცილებლად უჯნდა იზრუნოს,“ – აცხადებს პაციენტი. /ქიზიყი/

пятница, 11 ноября 2011 г.

დედოფლისწყაროში, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის სიმამრის და კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

HOT news>> დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის და თანაშემწის, საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის და კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი იწვის.
ცეცხლი ორ სართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, თუმცა ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებდნენ. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან გოზალიშვილმა განაცხადა, დამატებითი ბრიგადაც გამოიძახეს.
,,ცეცხლი პირველ სართულამდე არ გავრცელებულა, სავარაუდოდ ელექტროენერგიით უნდა გაჩენილიყო. ჩვენი ვარაუდით, ხანძარი ელექტროგაყვანილობას უკავშირდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს დაზუსტებული არ არის. ორი ეკიპაში და რეზერვიც დავიმატეთ, რომელიც რვა ტონიანი ცისტერნით შემოგვეშველა," - აცხადებს ლევან გოზალიშვილი.
როგორც ცნობილია, თამაზ თამაზაშვილი (ძიგო) ამჟამად დაკავებულია. მის სახლში მისივე, ხანში შესული მშობლები ცხოვრობენ. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.
მომხდარზე შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ გამოძიება უკვე დაიწყო.
კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი ერთი თვის წინ 11 ოქტომბერს დააკავეს. თამაზაშვილი, 1997-2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა.
დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა ქალაქ თელავში, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, თამაზ თამაზაშვილის დაკავება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გააქტიურებას უკავშირდებოდეს. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.
21 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა თამაზ თამაზაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს - ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის - ირაკლი ღარიბაშვილის - სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა. /ქიზიყი/

ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი „წლის აღმოჩენად“, ხოლო გაზეთი „შირაქი“ წლის წარმატებულ შპს–დ დასახელდა

საქართველოს საქველმოქმედო ფონდი „ამაგდარი“–სა და გაზეთ „საქართველოს ლირიკის“ სარედაქციო საბჭოს ინიციატივით ახლახან დედოფლისწყაროს მოსახლეობა გამოიკითხა, რის შედეგადაც სხვადასხვა ნომინაციებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობილი ადამიანები გამოვლინდნენ.

მსგავსი შინაარსის გამოკითხვა დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის წარმომადგენლები ჯილდოვდებიან. ნომინაციები ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებზე ნაწილდება. გამოკითხვაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები უკვე გადაეცათ, რომელსაც ხელს აწერს საქველმოქმედო ფონდ "ამაგდარის" თავმჯდომარე ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

გამარჯვებული დედოფლისწყაროელი ნომინანტების სია თბილისში გამომავალ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 31 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. როგორც ორგანიზატორებმა "ქიზიყს" აცნობეს, გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდა დედოფლისწყაროში გამომავალ ინტერნეტ–გაზეთ "ქიზიყის" მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ნომინაციაში "წლის აღმოჩენა", ხოლო გაზეთი "შირაქი" და მისი ახლადდანიშნული დირექტორი ინგა შიოლაშვილი წლის წარმატებულ შპს–დ დასახელდა.

2011 წლის ნომინაციები დედოფლისწყაროში ასე გადანაწილდა.
ნომინაცია „ხალხის სიმპათია“
მარინა ხარაშვილი – პედიატრი;
ლელა ყოჩიაშვილი – ფიზიკოსი;
ნანა ტოკლიკიშვილი – ბანკირი;
ბეჟან გონაშვილი – ფერმერი;
ივერი ჭუჭულაშვილი – ფერმერი;
ზაურ წიკლაური – არენდატორი;
შალვა ყველაიძე – არენდატორი;
ნომინაცია „წლის აღმოჩენა“
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“–ის დირექტორი;
ილია მარტყოფლიშვილი – ჟურნალისტი;
ნიკოლოზ (ბაჩო) კობაიძე – მეანგინეკოლოგი;
თამარ მამუკელაშვილი – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი;
თამუნა ფიროსმანაშვილი – პირველი არხის ჟურნალისტი;
ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში „მეტრი“ დასახელდნენ
ნიკოლოზ შანშიაშვილი – ფინანსისტი;
აბრამ ხარაშვილი – იურისტი;
სპარტაკ ლაპიაშვილი – მძღოლი;
ვახუშტი ქიზიყურაშვილი – მეღვინე–ტექნოლოგი;
ჯუმბერ უთრუთაშვილი – პოეტი;
წლის წარმატებული ინდმეწარმე და შპს
ინგა შიოლაშვილი – შპს გაზეთი „შირაქი“ დირექტორი;
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“ დირექტორი;
ციცო ლათიბაშვილი – შპს „სალბუნი–ფარმა“–ს დირექტორი;
გია ნატროშვილი – შპს „გვანცას“ დირექტორი.
როგორც "ქიზიყს" გამოკითხვის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვებულ ნომინანტთა საპატივსაცემოდ თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში სპეციალური საკონცერტო საღამო მოეწყო, სადაც ნომინანტები იყვნენ მიწვეულნი. ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე ნომინანტებისადმი მიძღვნილი შეხვედრა დედოფლისწყაროშიც გაიმართება.

ინტერნეტ–გაზეთი "ქიზიყი" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემაა, რომელიც 2009 წლის 10 მაისიდან მოქმედებს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ოპერატიულად ავრცელებს. "ქიზიყის" რეიტინგი და დამთვალიერებელთა რიცხვი დაარსების დღიდან სტაბილურად იზრდება, თუმცა, ბოლო 3 თვის მანძილზე "ქიზიყის" პორტალის ვიზიტორთა ოდენობამ მოსალოდნელზე მეტად იმატა.

ამ ხნის მანძილზე "ქიზიყის" სახელს არაერთი ექსკლუზიური და სკანდალური სტატიის გავრცელება უკავშირდება. მათ შორის, ჩვენი პორტალი ცენტრალური ტელეკომპანიების, რადიომაუწყებლებისა თუ თბილისში გამომავალი გაზეთებისთვის დედოფლისწყაროს რაიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებად იქცა. "ქიზიყზე" დაყრდნობით მომზადებული მასალები წამყვანი ქართული მედიასაშუალებების ეთერით ინტენსიურად გადაიცემა და მსხვილ ქართულ გაზეთებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება.

უკვე მეექვსე თვეა დედოფლისწყაროში გამომავალი ბეჭდვური გაზეთი "შირაქი" განსხვავებული ფორმატით გამოიცემა. გაზრდილია გვერდების ოდენობა, ხარისხი და პერიოდულობა. რეორგანიზაციის შემდეგ გაზეთ "შირაქის" დირექტორად ინგა შიოლაშვილი დაინიშნა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გაზეთი გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы