
„თავად თამაზაშვილიც და მეც, როგორც მისი ინტერესების დამცველი, მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ, რადგან მისთვის ივანიშვილის განცხადებამდე არავის არანაირი კითხვა არ გასჩენია. მოწმეთა ნახევარი ამჟამად უკვე დაკითხულია. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მის საცხოვრებელ სახლში იარაღის აღმოჩენის დროს დედოფლისწყაროს გამგეობის და პოლიციის თანამშრომლები დაისწრეს მოწმის სახით. ანუ ის ხალხი, ვინც უყოყმანოდ დაემორჩილებოდა მათ და იტყოდა, რომ იარაღი ნამდვილად ნახეს. ანუ, ჩხრეკას ხელიუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რაც დაულაგეს, იმას მოაწერეს ხელი... გამგეობის თანამშრომლებმა თქვეს, არ გვინდოდა, მაგრამ მოწმედ წასვლა გვაიძულესო. დაკავების შემდეგ თამაზ თამაზაშვილზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს, თვითონ ჯანმრთელად არის, თავს მხნედ გრძნობს და ყველა კანონიერი საშუალებებით აპირებს სამართლიანობისთვის ბოლომდე იბრძოლოს და განუკითხაობას არ შეეგუოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დაკავებულის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
ახალი კოდექსით, პროკურატურა სასჯელის კონკრეტულ ზომას აღარ ასახელებს, მხოლოდ დამნაშავედ ცნობას ითხოვს და სასჯელს სასამართლო განსაზღვრავს.
თამაზ თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრისა და საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. თამაზაშვილი, მეტსახელად „ძიგო“ 2011 წლის 10 ოქტომბერს ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ დააკავეს. ის შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ თამაზაშვილი მძევლად აიყვანა. ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით კი, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ცნობისთვის, ექს–ძალოვანის დაკავებიდან რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში, თამაზაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. /ქიზიყი/
გამოხმაურება: მედიანიუსი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი
ამ ინფორმაციის წაკითხვისას გამიჩნდა ერთი მარტივი შეკითხვა-ბ-ნი ივანიშვილის გამოჩენამდე სად იყვნენ ჩვენი ქვეყნის სამართლისა და კანონიერების "პირუთვნელი"დამცველები?!არ ახსოვდათ ბ-ნი თამაზაშვილის არსებობა თუ საღათას ძილით ეძინათ? ბ-ნი თამაზისგან ბევრი ჰუმანური, ვაჟკაცური, ადამიანური ნაბიჯი ახსოვთ დედოფლისწყაროელებს რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობისას, რითიც მან ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა;ხელისუფლებაც სწორედ ასეთ ადამიანებს დევნის და ზღუდავს და თუ ეს პიროვნება ივანიშვილის გააქტიურებამდე არ წარმოადგენდა ნაცმოძრაობისთვის საშიშ სუბიექტს, ბ-ნი ბიძინას გამოჩენისთანავე ყველაფერი პირიქით შეტრიალდა და პირველი დარტყმაც სწორედ ბატონი თამაზაშვილის ხვედრი გახდა. მივესალმები ბ-ნი თამაზაშვილის გამბედაობას, მხნეობას, როგორც მას მიაჩნია, არჩადენილი დანაშაულის არაღიარებას...მისი პოზიცია სამაგალითო უნდა გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომლებისთვისაც მიუღებელი და გულისამრევია ვარდების რევოლუციის მონაპოვარი-ქართული ფსევდოდემოკრატია!
ОтветитьУдалить