суббота, 31 декабря 2011 г.
ლევან ბაღაშვილი და ნიკოლოზ შანშიაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ
რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, რადგან უძრაობის პერიოდმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ხელახლა დავიწყეთ ქვეყნის შენება–ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა.
ჩვენი ქვეყანა ერთი პატარა, სტუმართმოყვარე ქართული ოჯახია, თავისი ადათ-წესებით, ტრადიციებით, მძიმე ტვირთით, პრობლემებით და სირთულეებით. ჩვენ ვისწავლეთ ამ პრობლემებთან და სირთულეებთან შეჭიდება და თავად დავიწყეთ ქვეყნის შენება. დღეს მეტი სიფხიზლე, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა გვჭირდება იმისთვის,რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, ვიყოთ დამოუკიდებელი, სანიმუშო და ძლიერი ქვეყანა ფიზიკურადაც, მატერიალურადაც და სულიერადაც. ეს მხოლოდ დიდი მოთმინებით, სათანადო განათლებით, მაღალი რწმენით, სიყვარულით და შრომით მიიღწევა. ჩვენ უკვე ვადგავართ ამ გზას, ყველას გისურვებთ წინსვლას საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, 2012 წელი თქვენი სურვილების და ნათელი ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს!
პატივისცემით,
ლევან ბაღაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,
ნიკოლოზ შანშიაშვილი, გამგებელი..
пятница, 30 декабря 2011 г.
საახალწლო ღონისძიება დედოფლისწყაროში – ფოტორეპორტაჟი
საახალწლო ღონისძიებების, საჩუქრებისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საახალწლო მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 500 ლარი გამოიყო.
ცენტრალური ნაძვისხე ტრადიციულად ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით ამჯერად ნაძვისხის სიმაღლე საგრძნობლად შემცირებული იყო, რაზეც უკმაყოფილებას უამრავი ადამიანი გამოსთქვამს.
პარასკევს 30 დეკემბერს 16:30–საათზე დედოფლისწყაროში მთავარი საახალწლო ღონისძიება „სამყაროში შემოაბიჯებს ახალი წელი“ დაიწყო, რაც გრანდიოზული ფეიერვერკით დაგვირგვინდა.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, საახალწლო საჩუქრები მიიღეს როგორც სათნოების სახლის ბინადრებმა, ისე საშობაო კონცერტზე დამსწრე ბავშვებმა.
„გამოყოფილ თანხაში შედის მოედანზე ნაძვისხის მოწყობა და ცენტრალური ქუჩის საახალწლო ნათურებით განათება. ასევე, კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საჩუქრები და ტკბილელი გადაეცემა იქ შეკრებილ ბავშვებს და სათნოების სახლის ბინადრებს. ღონისძიებები გაიმართება ასევე მაჩხაანისა და ქედების ზონებშიც. საჩუქრები ამ სოფლებშიც დარიგდება,“ – განმარტავს გამგებელი.
როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას განმარტავს, საახალწლო ფეიერვერკი, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს გაიმართა, დედოფლისწყაროში სამართალდამცველების მიერ შემოვიდა. მისი თქმით, ფეიერვერკის შესაძენად დედოფლისწყარომ 3 000 ლარი დახარჯა.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.
საერთო ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე კახეთის რეგიონში 141 700 ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.
გურჯაანის რაიონში საახალწლო ღონისძიებებზე და სადღესასწაულო განათების დასამონტაჟებლად 9 ათასი ლარია გამოყოფილი; ახმეტაში - 5800 ლარი; ყვარელში - 20 900 ლარი; ლაგოდეხში - 21 500 ლარი; თელავში - 40 000 ლარი; საგარეჯოში - 20 000 ლარი; სიღნაღში - 12 000 ლარი, დედოფლისწყაროში კი 12 500 ლარი.
შეგახსენებთ – 2010 წელს კახეთში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი ეს თანხა 66 700 ლარით გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სათნოების სახლში ნობათი მიიტანეს
საჯარო მოხელეებმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მისალოცი ბარათები, სადღესასწაულო ტკბილეული გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა სათნოების სახლის სამზარეულო დაათვალიერა და ბენეფიციართა მენიუს გაეცნო. შემდეგ, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
სათნოების სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასში 200–მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე უფასო კვებით ყოველდღიურად სარგებლობს. /ქიზიყი/
четверг, 29 декабря 2011 г.
დედოფლისწყაროში საახალწლო ღონისძიებები და გრანდიოზული ფეიერვერკი 30 დეკემბრის საღამოს დაიწყება
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ როგორც სათნოების სახლის ბინადრები, ისე საშობაო კონცერტზე დამსწრე ბავშვები.
ნიკოლოზ შანშიაშვილის განმარტებით, მთავარი საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით "სამყაროში მოაბიჯებს ახალი წელი" დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ტრადიციულად 30 დეკემბერს, საღამოს 16:30 საათზე დაიწყება. ხოლო, კონცერტის დასრულებისთანავე დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ფეიერვერკი მოეწყობა.
„გამოყოფილ თანხაში შედის მოედანზე ნაძვისხის მოწყობა და ცენტრალური ქუჩის საახალწლო ნათურებით განათება. ასევე, კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საჩუქრები და ტკბილელი გადაეცემა იქ შეკრებილ ბავშვებს და სათნოების სახლის ბინადრებს. ღონისძიებები გაიმართება ასევე მაჩხაანისა და ქედების ზონებშიც. საჩუქრები ამ სოფლებშიც დარიგდება,“ – განმარტავს გამგებელი.
როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას განმარტავს, საახალწლო ფეიერვერკი, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს გაიმართება, უკვე შესყიდული და სამართალდამცველების მიერ დედოფლისწყაროში შემოტანილია. მისი თქმით, ფეიერვერკის შესაძენად დედოფლისწყარომ 3 000 ლარი დახარჯა.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.
საერთო ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე კახეთის რეგიონში 141 700 ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.
გურჯაანის რაიონში საახალწლო ღონისძიებებზე და სადღესასწაულო განათების დასამონტაჟებლად 9 ათასი ლარია გამოყოფილი; ახმეტაში - 5800 ლარი; ყვარელში - 20 900 ლარი; ლაგოდეხში - 21 500 ლარი; თელავში - 40 000 ლარი; საგარეჯოში - 20 000 ლარი; სიღნაღში - 12 000 ლარი, დედოფლისწყაროში კი 12 500 ლარი.
შეგახსენებთ – 2010 წელს კახეთში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი ეს თანხა 66 700 ლარით გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გიორგი ღვინიაშვილი წლის ბოლოს გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, მიუხედავათ იმისა, რომ გასულ წელს კახეთში მრავალი პროექტი განხორციელდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. „მრავალ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს და დასაქმებული არ არის. ჩვენ, 24 საათიანი დაუღალავი შრომით, რეგიონში მეტი ინვესტიცია უნდა მოვიძიოთ, რომ მაქსიმალურად ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას,“– განაცხადა კახეთის მხარის გუბერნატორმა.
როგორც შეხვედრის მსვლელობისას გიორგი ღვინიშვილმა სამომავლო პექსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, 2012 წელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება კახეთისათვის. მისივე განცხადებით, ქ. თელავის, ქ. ყვარელის და მთათუშეთში დართლოს რეაბილიტაცია დაიწყება.
ასევე, მთელს რეგიონში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს კახეთში და რეგიონი ეკონომიურად გაძლიერდება.
„რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ჩვენი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“,– განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. /ქიზიყი/
კახეთის რეგიონულ პირველობაზე სამი დედოფლისწყაროელი სპორტსმენი ჩემპიონი გახდა
როგორც გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაუილმა განუცხადა, შეჯიბრი 2 ვერსიით, ახალბედა და გამოციდილ სპორცმენებს შორის მიმდინარეობდა.
დედოფლისწყაროდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლევან თეთრაულის ორთაბრძოლა, რომელსაც ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. ლევანი ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შეხვდა, სრული უპირატესობით დაამარცხა და დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურა.
„მინდა აღვნიშნო ლევან წიკლაურის ბრძოლა, რომელმაც მეტოქე პირველივე რაუნდში შეჯიბრებიდან ტექნიკური ნოკაუტით მოხსნა. ამ შეჯიბრებაზე ჩვენი გუნდიდან საპრიზო ადგილის გარეშე არავინ დარჩენილა, ამიტომაც რეგიონალური ტურნირის თასი ჩვენმა გუნდმა დაისაკუთრა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი ცისკარაულმა.
კახეთის რეგიონულ პირველობაზე ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული საჯარო სკოლიდან ლევან წიკლაური 40 კგ წონით კატეგორიაში; ასევე, გიორგი ხოხონიშვილი 50 კილოგრამ კატეგორიაში დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლიდან და ლევან თეთრაული 85 კგ.
მეორე ადგილები დაიკავეს: დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლიდან ნიკა ჩიტიშვილი 38,5კგ და ლაშა ლათიბაშვილი 70კგ, მეორე საჯარო სკოლიდან.
მესამე ადგილებზე გავიდნენ: დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლიდან ვაჟიკო ჯანაშვილი 45კგ და გიორგი ალუღიშვილი 23კგ, პირველი საჯარო სკოლიდან და ბათუმის 22-ე საჯარო სკოლიდან ლუკა პაქსაძე 28 კილოგრამ კატეგორიაში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
среда, 28 декабря 2011 г.
ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია „სოკარ–ჯორჯია–კახეთი–გაზს“ უპირისპირდება
„უკვე არაერთმა აღშფოთებულმა მოქალაქემ მოგვმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზედმეტი თანხების გადახდას აიძულებენ. რაც მთავარია, დამატებითი თანხა ქვითრებზე დაფიქსირებული არ არის, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს თანხა ვიღაცის ჯიბეში მიდის. აბონენტები დამატებითი თანხის გადახდას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ დანამატი ქვითარშიც დაფიქსირდება. ამგვარ მიდგომას ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ, მოსახლეობა დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლდეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ია ჯანაშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს „სოკარ–ჯორჯია–კახეთი–გაზი“–ს დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის უფროსი თემურ გოგილაშვილი პასუხობს. ის აბონენტთა ნაწილისთვის ზედმეტი თანხების დარიცხვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამაში უკანონო არაფერია.
„იმ აბონენტებს, რომელთაც კვლავაც ძველი მრიცხველები აქვთ, გარკვეული პირობების თანახმად ზედმეტად ვარიცხავთ და მოხმარებული კუბების მიხედვით გადასახადს ვამრგვალებთ. ეს იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომ ძველი მრიცხველები არასწორად აღრიცხავს. სწორედ ამიტომაც, ჩვენი თვითმიზანია, რომ დამატებითი გადასახადების თავიდან ასაცილებლად აბონენტებმა ახალი მრიცხველები დაამონტაჟონ. რაც შეეხება ქვითარზე სხვადასხვა თანხის დაფიქსირების ბრალდებას, ასეთი რამ გამორიცხულია... აბონენტები გადასახადს ბანკში ქვითრების მიხედვით იხდიან და სხვადასხვა ოდენობა ფიზიკურად ვერ იქნება მითითებული. ამ პროცესთან ჩვენს თანამშრომლებს შეხება არა აქვთ. ,“ – განაცხადა თემურ გოგილაშვილმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ზემო მაჩხაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
მოგვიანებით, თოვლის პაპამ წარმოდგენაში მონაწილე ბავშვები საჩუქრებით დაასაჩუქრა. ღონისძიების დასასრულს პატარები მამა გიორგი ჯინაშვილმა დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საშობაო ზღაპარი საღამოს ფეიერვერკის ფონზე დასრულდა, რამაც სოფელი მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა.
ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა. მას ორგანიზება სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან იაკობიშვილმა და კულტურის სახლის დირექტორმა მაკა ბენაშვილმა გაუკეთეს. /ქიზიყი/
რადიო „ჰერეთის“ მტკიცებით, თელავისა და დედოფლისწყაროს გამგეობები საკუთარი მოქალაქეების პრობლემებზე სასაუბროდ ვერ იცლიან
მისი თქმით, გამგეობის წარმომადგენლები და თავად თელავის გამგებელი პეტრე კიკნაძე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "ხმის" სტუდიაში 2 ჯერ მიიწვია, თუმცა ვერცერთმა პასუხისმგებელმა პირმა თელავის გამგეობიდან ვერ მოიცალა თელაველების პრობლემებზე სასაუბროდ.
როგორც რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული 2011 წლის განმავლობაში ხალხის პრობლემებზე სასაუბროდ ვერ მოიცალა, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
"ჩვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მანაც განგვიცხადა რომ ვერც ის და ვერც მისი მოადგილეები გადაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ", - განაცხადა ჟურნალისტმა ხათუნა გოგაშვილმა, თოქ შოუ "ხმის" შემაჯამებელი გამოშვების პირდაპირ ეთერში. /ქიზიყი/
вторник, 27 декабря 2011 г.
დედოფლისწყაროში მცხოვრებ სტუდენტს ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
„ქიზიყის“ ინფორმაციით, განსასჯელს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაედო. თუმცა, როგორც „ქიზიყის“ ჟურნალისტი იუწყება, სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ბაიდოშვილმა წაყენებული ბრალი არ აღიარა და დუმილის უფლებით ისარგებლა.
საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს ბაიდოშვილი, მეგობრებთან ერთად, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე იმყოფებოდა. ახალგაზრდებს მათთვის უცნობ პიროვნებებთან კონფლიქტი მოუვიდათ, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ბაიდოშვილმა ორ პირს დანით გულმკერდისა და მუცლის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბაიდოშვილი, რომელიც სასწავლებლად თბილისში იმყოფებოდა, პოლიციამ მოგვიანებით დედოფლისწყაროში დააკავა.
როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, "მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით იქნა დადასტურებული". სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად თავისუფლების 16 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ;
понедельник, 26 декабря 2011 г.
საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მოცულობა 3 943,4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა დამსწრე საზოგადოებას იმ სიახლის შესახებ აცნობა, რომელიც სოციალური დახმარებების კუთხით იგეგმება. მისი თქმით, ამიერიდან მუნიციპალიტეტი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადს შედარებით გაზრდილი ოდენობით დაუფარავს:
„აქამდე დედოფლისწყაროში არსებობდა ყოველთვიურად 8 ლარიანი ელექტროენერგიის საფასურის დახმარება, ხოლო მრავალშვილიანი დედებისთვის მუნიციპალიტეტი თვეში 12 ლარის ელექტროენერგიის საფასურის გადარიცხვას ახდენდა. პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა დაგვარწმუნა, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამიერიდან ცალკეული კატეგორიებისთვის ეს დახმარება 8–დან 12 ლარამდე გავზარდოთ,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა. დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
ზოგადად სოციალურ სფეროში რამდენიმე სიახლეა, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრინციპულად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კონკრეტული ნაბიჯები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ყოფით პრობლემებს კიდევ უფრო შეუმსუბუქებს.
შეგახსენებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში 19 დეკემბერს გაიმართა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განმარტებით, 2012 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მოცულობითი იქნება და ის ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დაირღვა. საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენს. პრობლემას აღიარებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დადო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
სამთაწყაროს ფერმაში 59 წლის კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს – პოლიცია ეჭვმიტანილ იარუჯ ფაშაევს ეძებს
პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ 1969 წელს დაბადებულ იარუჯი ფაშაევს ეძებს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონში. სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას 59 წლის ალბერტ სამუკაშვილის ცხედარი იპოვეს. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მამაკაცი სასტიკად არის ნაწამები და ყელი აქვს გამოჭრილი.
„30 მეტრი არის ნათრევი და სისხლის კვალიც არის. საქონლის ფერმის მეპატრონის დედა გარდაიცვალა და მათ მაგივრად დროებით მამაჩემი დარაჯობდა, იმ დილით უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით და პოლიციამ გვითხრა, რომ მამაჩემი მოკლული იყო,“ – აცხადებს გარდაცვლილის ვაჟი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არაფერია წაღებული. მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. /ქიზიყი/ ვიდეო>>
пятница, 23 декабря 2011 г.
გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი არბოშიკსა და ოზაანს ეწვია
როგორც შეხვედრისას გაირკვა, ხსენებულ სოფლებს, ძირითადად, ერთნაირი პრობლემები აწუხებს. მათ შორის ყველაზე აქტუალურია შიდა გზების რეაბილიტაცია და სოფლის კონკრეტული უბნებისათვის გაზის მიწოდების საკითხი.
აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში გიორგი ღვინიაშვილმა ხალხს დახმარება აღუთქვა. ძირძველი ქიზიყური სოფლების მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა გუბერნატორთან შეხვედრით და სურვილი გამოთქვა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან კონტაქტი შეძლებისდაგვარად გახშირდეს, რაც ადგილობრივებს საკუთარი პრობლემების და შენიშვნების პირველ პირებთან მიტანის საშუალებას მისცემს.
მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ხდება ამგვარი ვიზიტების დროს მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება და შეხვედრების მედიით ანონსირება, რათა გაცილებით მეტმა მსურველმა შეძლოს შეხვედრაზე დასწრება, ანდა ხომ არ ემსახურება ეს სოფლებში მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერების მობილიზებას - ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი კახეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი სიბაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც ვერავინ იტყვის, რომ ოზაანსა და არბოშიკში მხოლოდ ხელისუფლების ტაშისდამკვრელი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.
მოქალაქეთა გამოკითხვის თანახმად, კახეთის გუბერნატორთან პირადად შეხვედრის სურვილს განსაკუთრებით სოფელ მირზაანის მაცხოვრებლებიც გამოხატავენ. ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ ეთერში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულმა რამენიმე მირზაანელმა განაცხადა. ისინი ამბობენ, რომ გუბერნატორი მირზაანს მხოლოდ ფიროსმანობის დღესასწაულზე არ უნდა სტუმრობდეს და თითეული გლეხის პრობლემას ოჯახებში პირადად უნდა გაეცნოს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
четверг, 22 декабря 2011 г.
სამთაწყაროს რწმუნებულს მოსახლეობის ტერორსა და გლეხებისთვის საქმის „ქურდულად“ გარჩევაში ადანაშაულბენ
თამილა გურაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები, რომლებიც ერთი თვის წინ 1050 ჰექტარი სახნავ-სათესი და საძოვარი მიწების გაყიდვას აპროტესტებდნენ, ისე დააშინეს, რომ ხმის ამოღებას ვეღარ ბედავენ.
სოფლის მაცხოვრებელს, სულიკო ცინცაძეს კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლები ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებიან, გოჩა ბროლაძეს აუკრძალეს საკუთარი სამარშრუტო მანქანით ხალხის წაყვანა თბილისში მიწების გაპროტესტებასთან დაკავშირებით და მანქანის ჩამორთემვით დაემუქრნენ.
სოფლის გამგებელი სოფელ სამთაწყაროს პრობლემებზე მედიაში გავრცელებული სტატიების ამობეჭდილ ფურცლებს კარდაკარ დაააფრიალებს და ხალხს უხსნის, რომ ჟურნალისტებთან და ოპოზიციასთან პრობლემებზე ლაპარაკი „ბოზობა“ და „ჩაშვებაა“.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გმობს ამ უპრეცედენტო შემთხვევას. მიგვაჩნია, რომ სოფლის რწმუნებული პაატა ნადირაშვილი არის ნაციონალური ხელისუფლების სახე. ქურდები ციხეში არიან, ამბობს პოლიციის შეფი ვანო მერაბიშვილი, რასაც მივესალმებით. ამავე დროს, მოვუწოდებთ ადგილობრივ სამართალდამცველებს, თვალი გადაავლონ საჯარო მოხელეების „მოღვაწეობას“ და ასეთი ქურდული მენტალიტეტის და აზროვნების საჯარო მოხელეებს მიუჩინონ საკუთარი ადგილი“, _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
თავად სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ოპოზიციის ბრალდებებს არასწორი უწოდა და ფაქტები კატეგორიულად უარუო. /ქიზიყი/
среда, 21 декабря 2011 г.
დედოფლისწყაროს ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს
ბიუჯეტის პროექტი დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა წარუდგინა. 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 3 943,4 ათასი ლარის ოდენობით. აქედან გადასახადებისთვის გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 1161,0 ლარი; სხვა შემოსავლებმა – 455,0 ათასი ლარი; შემოსავალი ჯარიმებიდან და საურავებიდან –18, 0 ათასი ლარი. შემოსავალიარაფინანსური აქტივების კლებიდან 250,0 ათასი ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები – 2077,4 ათასი ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის ხაზით დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და განადგურებისათვის გათვალისწინებული თანხების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში 295,0 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, გაზრდილი და სოლიდური იქნნება.
როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი განმარტავს, პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მიზნით, ამგვარი საჯარო განხილვები სხვადასხვა დაწესებულებებში იმართება: „იმის მისაღწევად, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები ბიუჯეტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩავრთოთ, წინა წლებში პროცესი ადმინისტრაციული შენობის გარეთ გადავიტანეთ. გასულ წელს საჯარო განხილვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, ხოლო 2010 წელს დისკუსია რაიონული პოლიკლინიკის შენობაში, მედიკოსების თანდასწრებით მოვაწყვეთ,“ – აცხადებს ლევან ბაღაშვილი. დამსწრე საზოგადოება ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის პროცესში არ აქტიურობდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენილ პროექტს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია გაზეთ „შირაქის“ 16 დეკემბრის ნომერში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, სავარაუდოდ, წლის რიგით ბოლო სხდომაზე დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაამტკიცებს. /ქიზიყი/
вторник, 20 декабря 2011 г.
დედოფლისწყაროში სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი გოგონა ნაჯახით დაჭრეს
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის მაშველი 21 წლის შოთა ქადაგიძე. ამას გარდა, კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება 1990 წელს დაბადებულ გიორგი ცისკარაულს.
„ყველაზე რთულ ვითარებაში შოთა ქადაგიძე იმყოფებოდა, მას ტრავმული ჰემოპნევმოფორაქსი აღენიშნებოდა, ვითარება ნელნელა სტაბილურდება და მისი თბილისში გადაყვანის აუცილებლობა აღარ დგას. გოგონას ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა იღლიის ფოსოს არეში აღენიშნება, ხოლო მესამე დაშავებული გიორგი ცისკარაული კისრის მიდამოშია დაჭრილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამჯერადაც სტაციონარში განაგრძობენ მკურნალობას.“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში.
დედოფლისწყაროს სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსი ლევან გოზალიშვილი თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ქადაგიძე არასამუშაო საათებში დაჭრეს: „დაჭრილი საავადმყოფოში უკვე მოვინახულეთ. ეს ფაქტი მისი მორიგეობის დროს არ მომხდარა და სამსახურთან კავშირი არ აქვს,“ – განმარტავს გოზალიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა გოგონას გამო დაიწყო. „ქიზიყის“ ინფორმაციით, ჭრილობა ნაჯახით არის მიყენებული.
როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში „ქიზიყს“ განუცხადეს, ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილი ჯერ არ არის. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების მტკიცებით, თვითმხილველთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია. /ქიზიყი/
გამოხმაურება: მედიანიუსი ; პირველი ; ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ; 7 დღე ; ნიუსლაინი ;
ლეიბორისტები ლევან ჯამალაშვილს ავანტიურისტად მოიხსენიებენ და არჩევნების გამყალბებელს უწოდებენ
* * *
დედოფლისწყაროში აღარ დარჩა ადამიანი, რომელთაც ელემენტარულად აქვს შესაბამისი განათლება და არ არის გასვრილი პოლიტიკურ სიბინძურეებში??? რამდენად იყო ჰიდროტექნიკოსი გაეშვათ განათლებაში??? მაინტერესებს – ხელისუფლებამ განათლების სისტემის მთლიანად მოშლა გადაწყვიტა???
მე, დედოფლისწყაროში დავამთავრე სკოლა და პედაგოგის ოჯახში გავიზარდე. სკოლებში იყო პრობლემები, რაზეც ყოველთვის ვაკეთებდით განცხადებებს, მაგრამ არა იმისათვის, რომ ბოლომდე გაგენადგურებინათ ისედაც სულმღაფავი სკოლები???? როგორც გაზეთ „ქიზიყშიცაა“ აღნიშნული, ეს პიროვნება, ლევან ჯამალაშვილი, ცნობილია ადამიანების კარიერის ხელყოფასა, თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ავანტიურაში... არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობასა და თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ გამოუყენებია თანამდებობა სხვადასხვა მიზნებისათვის, რაზეც გაზეთშიც არის აღნიშნული.
განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია მისი გამგეობის სოციალურ სამსახურის უფროსად მუშაობის დრო.... და ასე შემდეგ.... ალბათ, ეს თუ გახდა გათვალისწინებული მისი შემდგომი დაწინაურებისა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. რაზედაც არ დააყოვნეს ჩემმა ქიზიყელებმა და გაიხსენეს ერთ დროს დიდი სურათი ბრეჟნევის, რომელიც დაკიდებული იყო ერეკლე მეფის სასახლეში. საიდანაცააა ეს ხალხური ანდაზა „სად ერეკლე და სად“....
მოგმართავთ პედაგოგებო: ვისთვისაც არ არის სულ ერთი ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალი. ასეთი ხელმძღვანელის უღელქვეშ მუშაობა ძალიან გაგიჭირდებათ, მისი არაკომპეტენტურობის და ხასიათის გამო ჭაობისკენ წავალთ. უნებლიედ გაისვრებით იმ გასვრილ და ღირსებადაკარგულებთან ერთად. ხმა ამოვიღოთ. დადგება დრო, როცა პასუხს მოგთხოვთ უფალი, ახალი ქვეყნის კანონი, რომელიც როგორც ხედავთ, მალე იქნება, შთამომავლობა, რომელაც მოუწევს მთელი სიბინძურის რეცხვა.... წინაპრების წინაშე ხომ გინდათ იმართლოთ თავი... საგვარეულო სასაფლაოზე მაინც ხომ გინდათ, რომ დაიმარხოთ???
რაც მეხსიერება მაქვს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ლევან ჯამალაშვილი სულ თანამდებობის პირია... იქ, სადაც თბილი ადგილია და სარფიანი ეს კაციც იქაა. რაც მის ბიოგრაფიაში ნათლადაა აღბეჭდილი „ქიზიყში“ გამოქვეყნებულ თქვენსავე სტატიაში. რაც დაუფასეს ნათელია, მაგრამ იბადება კითხვა: რას ერჩიან პატარებს??? ისინი ხომ ქვეყნის მომავალია??? ნუთუ მათ ვწირავთ და არაპროფესიონალების ხელში ვაგდებთ???
საკითხავია, ჯამალაშვილი საკრებულოში ფურცელზე არსებულ კომისიის თავმჯდომარეობაზე უფრო ნაკლებს დააშავებდა, თუ ახალ თანამდებობაზე???....
კარგად გვახსოვს, ყველა თანამდებობაზე ამ კაცის კარიერა სკანდალით სრულდებოდა... კანონიერ ქვეყანაში მას უკვე მიუჩენდნენ სათანადო ადგილს.... მაგრამ, ეს მოხდება, როცა სათავეში მოვლენ ეროვნული ძალები და ხალხი...
ჩემო ძვირფასო ქიზიყელებო. მოგმართავთ თქვენივე სისხლის და ხორცის ადამიანი. მე ვამაყობ, რომ ქიზიყელი ვარ...
გამოფხიზლდით!!! ერთად დავდგეთ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის გვერდით, რათა ერთად გადავარჩინოთ ქვეყნის მომავალი საბოლოო განადგურებისაგან და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს... ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
გიორგი ყოჩიაშვილი, საქარველოს ლეიბორისტული
პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ქედების ზონის განყოფილების უფროსად ვალერი ლეკაშვილი დაინიშნა
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ლეკაშვილი ბოლო რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მუშაობს.
ინფორმაციას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც ადასტურებენ, თუმცა საკადრო ცვლილების მიზეზებზე არ საუბრობენ. სავარაუდოდ, მისი დაქვეითება ასაკს უკავშირდება.
გათავისუფლების მიზეზებზე არც თავად ალექსანდრე ბახტურიძე საუბრობს. როგორც ის აცხადებს, მუშაობას კვლავაც დედოფლისწყაროს სამმართველოში უბნის რწმუნებულის პოზიციაზე გააგრძელებს.
არხილოსკალოს პოლიციის განყოფილების ახალი თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობა 2010 წლის ნოემბერში ვანო მერაბიშვილმა გახსნა. მისი მშენებლობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ჩაირიცხა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი გახდა. მათი განმარტებით, ისეთი უწყებების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, კანონდარღვევაა. /ქიზიყი/ ჯეონიუსი ; ექსპრესნიუსი ;
понедельник, 19 декабря 2011 г.
სამთაწყარო-ფიროსმანში ჩასახლებული ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნებას ითხოვენ
,,მთავრობამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო, ცხოვრება სატანჯველად გვექცა. ჩამოგვასახლეს და უმეთვალყურეოდ და სრულიად უყურადღებოდ ვართ მიგდებულები. სოფლის მცხოვრებთა 90%-ი უაღრესად გაჭირვებულია. ადგილობრივი ხელისუფლებაც და სოფლის რწმუნებულიც არაფერს აკეთებენ. ამას გარდა, ელექტროენერგიაზე დანამატს იმდენს გვახდევინებენ, წელში გავწყდით. რწმუნებული გვეუბნება, ვერაფერში დაგეხმარებითო. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ როგორც ჩამოგვასახლა, ისევე უკან გაგვასახლონ. ვერც მიწას ვამუშავებთ, აღარც ვაზი ამართლებს, ვერც ლუკმას ვშოულობთ, აქ არსებობას ვეღარ ვახერხებთ, ასე გაგრძელება აღარ შეგვიძლია, - აცხადებს სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი, 57 წლის ნაზი აბაშიძე.
,,აჭარაში დაგვაბრუნონ, იქნებ ჩვენი ყოფა იქ უფრო გაუმჯობესდეს. სამთაწყარო-ფიროსმანში აღარც ყურძენი მოდის, სარწყავი სისტემებიც განადგურებულია. ჩვენს დახმარებას კი არავინ ფიქრობს, არადა საქართველო-აზერბაიჯნის საზღვარს ვამაგრებთ... გასულ წელს 300 ჰექტარი ვენახი ერთბაშად გავჩეხეთ. აქ აღარ დაგვედგომება, აჭარაში კი ტურიზმი მაინც განვითარდა და შედარებით უკეთესად ვიქნებით. გვინდა, რომ აჭარაში დავბრუნდეთ," - აცხადებენ საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები.
,,ვერც ხორბლის მოსავალი მივიღეთ ვერც ყურძენი. სამთაწყაროსა და ფიროსმანის საქმე უკან იმ დღიდან წავიდა, როცა ხელისუფლების მოთხოვნით ყურძენი ქარხნებს ჩავაბარეთ და უკვე მერამდენე წელია ფულის დაბრუნებას ამაოდ ვითხოვთ. დაახლოებით 60 ოჯახის ვალი აქვს ღვინის ქარხნის დირექტორს ილო თუშიშვილს, თუმცა გადახდას ვერ ახერხებს. არადა, თბილისში და გერმანიაში დიდი სახლები აქვს. წელს 3 ჰა ვენახს ვამუშავებდი, მაგრამ 200 ლარის მოსავალიც ვერ მივიღე, არადა ამდენი ხარჯი დამიჯდა. გასახლების პირას ვართ, აქაურობა მალე დაიცლება... აბა, ამ სოფლებში რაღამ უნდა დაგვაკავოს. მიწაც ვეღარ გვარჩენს და მშივრები როდემდე ვიქნებით," - ამბობს სოფელ ფიროსმანის მკვიდრი, 61 წლის მიხეილ ვაშაყმაძე, რომელსაც ეთანხმებიან ვახტანგ აბუსერიძე, თამაზ წილოსანი და სხვები.
მოსახლეობის პოზიცია "ქიზიყმა" სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს პაატა ნადირაშვილს გააცნო. გამგებლის რწმუნებული საკითხით ჟურნალისტების დაინტერესებამ გააღიზიანა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა:
,,ეგ არი ტყუილი... დაამუშაონ მერე, ვენახები და მიწები... ვინ უშლით?... მითხარი, ვინ ამბობს აბა?.. თუ რაიმე გაინტერესებთ, გამგეობაში მიბრძანდით და საჯარო ინფორმაცია იქ მოითხოვეთ. მე რა შუაში ვარ... ერთი სიტყვით, კომენტარ არ ვაკეთებ..." - აღნიშნა ნადირაშვილმა და ტელეფონი გათიშა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო სამსახურში ახლობლების დასაქმებას განაგრძობს
ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ია სეხნიაშვილის ქორწილის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.
სეხნიაშვილის საკრებულოში დასაქმების თაობაზე ინფორმაცია "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც დაუდასტურეს. როგორც საკრებულოს აპარატში განმარტეს, ია სეხნიაშვილი სამთვიანი ხელშეკრულებით გაფორმდა. იქვე ისიც აღნიშნეს, რომ თებერვლის თვეში დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დაგეგმილი ატესტაციის გავლა სეხნიაშვილს არ მოუწევს.
უკვე მერამდენე წელია დედოფლისწყაროელები ხაზგასმით მიანიშნებენ იმ ტენდენციაზე, რომ თანამდებობებზე ძირითადად ლევან ბაღაშვილის მეგობრები და ახლობლები ინიშნებიან.
დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერების გადაბირებისა და მათთვის თანამდებობების განაწილების ფაქტებიც. ადგილობრივი მოსახლეობა დედოფლისწყაროში კლანური მმართველობის ჩამოყალიბებას აპროტესტებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს კადრების პირადი ინტერესებით შერჩევისგან თავის შეკავებას ურჩევს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლის ისტერიკა - გაჭედილები და თანამდებობისთვის შეუფერებელნი
15 იანვარს წმიდა სერაფიმე საროველის ხსენების დღე აღინიშნა. დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშიც ამ დღისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა აღევლინა. სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ტაძრის აღდგენით სამუშაოებს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი დავით ფხოველიშვილი კურირებს. დედოფლისწყაროს გამგეობას ტაძრის რესტავრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა როგორც "ქიზიყმა" გაარკვია და როგორც მუშებიც აღნიშნავენ, ფხოველიშვილი სამუშაოებს იმ მიზეზით კურირებს, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი მისი ცოლის ძმა გახლავთ. სწორედ ამიტომ, "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტთან, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში, დავით ფხოველიშვილთან სცადა.
თავდაპირველად მან დაადასტურა რომ მთელ დღეებს სწორედ სოფელ ჯაფარიძის ტაძართან ატარებს, თუმცა მას შემდეგ რაც გამოყოფილი თანხების დაკონკრეტებასა და სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციას შევეხეთ, ფხოველიშვილი გაღიზიანდა, არაადექვატური გახდა, ყვირილი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კითხვები სრულიად უწყინარი იყო და ის ეკლესიის რესტავრაციის თემას ეხებოდა და "ქიზიყი" ამის გაშუქებას დადებითი კუთხით გეგმავდა, დავით ბატონმა სრული ისტერიკა მოაწყო, ტელეფონი რამდენჯერმე გაგვითიშა და მასთან დარეკვა აგვიკრძალა.
-- რა სამუშაოები... არაფერ სამუშაოებს არ ვკურირებ, არაფერი არ ვიცი მე...
-- ახლა ხომ მითხარით, დღესაც მთელი დღე იქ ვიყავიო და, მთელ დღეებს იქ რატომ ატარებთ, თუ არაფერს კურირებთ...
-- გასაგებად გითხარი, რო მე არ ვიცი...
-- უბრალოდ გვაინტერესებს რომელი ორგანიზაცია აწარმოებს სამუშაოებს და რა თანხა არის გამოყოფილი?...
-- არ ვიცი-მეთქი, ვაა... აქ აღარ დარეკოთ... (ყვირის) თავი დამანებეთ... გითხარი, გათიშე მეთქი ტელეფონი... (ხმამაღლა ყვირის) გამითიშეთ ტელეფონიიიი... არ ვიცი!...
-- ამბობენ, რომ შპს "სტანდარტი C"-ს ხელმძღვანელი არის თქვენი ცოლის ძმა და ამიტომ კურირებს სამუშაოებსო..
-- (ხმამაღლა ყვირის) ვერ გაიგე?... ტელეფონი გამითიშე-მეთქი... (მობილური ტელეფონი თვითონვე გაგვითიშა). მისმა გაღიზიანებამ და უსაფუძვლო ისტერიკებმა ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. ფხოველიშვილს პირად ნომერზე 8(77) 95 41 47 კიდევ ერთხელ დავურეკეთ. მან ხმის ტონს კიდევ უფრო აუწია, წარმოდგენები გამართა და კვლავაც ისტერიკაში ჩავარდა.
-- აუუ... ხო გითხარი, ნუ მირეკავ. შემეშვი...
-- ეს ხომ საქველმოქმედო საქმეა და კარგი კუთხით გვაინტერესებს, ვინ აწარმოებს სამუშაოებს და რა თანხა მოხმარდება სოფელ ჯაფარიძეში ტაძრის აღდგენას? -- ტელეფონი გამითიშე-მეთქი, ვაა... ვერა ხართ თქვენ კარგად?... (ღრიალებს) არ ვიცი, არ ვიციიიი... აღარ დარეკო, გათიშეეეეე... მე რა ვიცი, ვინ არის ხელმძღვანელი და ვინ რას ასრულებს... დამანებეთ თავი.
ვიფიქრეთ, გამგეობის თანამშრომელს სასწრაფო დახმარების გამოძახება არ დასჭირდესო და აღარ დაგვირეკია, თორემ ალბათ ვაჟბატონი დავითი გინებასაც არ ითაკილებდა... ღმერთმანი, ასეთი საჯარო მოხელეები რომ გვყავს, იმიტომაც არის ჩვენი საქმე ასე... ფხოველიშვილის უტაქტო და გაუწონასწორებელი საქციელის შესახებ მის უშუალო ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
დავით ჯიბღაშვილი (დედოფლისწყაროს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი): ,,ამ ტაძრის რესტავრაციასთან მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას კავშირი არ აქვს. ჩვენი სამსახურის თანამშრომელი იქ იმიტომ დადის, რომ მორწმუნე კაცია და სურს მონაწილეობა მიიღოს. სხვა არაფერი ვიცი. რაც შეეხება მის გაღიზიანებას, ის მორწმუნეა და არ ვიცი ასე რატომ მოიქცა. ალბათ, სხვა რამეზე იყო გაღიზიანებული"... დაგვეთანხმებით, ძალზე მორწმუნე ყოფილა დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში. არადა, ქრისტიანული სარწმუნოება ღვარძლის ნთხევას და ისტერიკების გამართვას სულაც არ ქადაგებს. მით უფრო, რომ ვაჟბატონი ფხოველიშვილი საჯარო მოხელე გახლავთ და ალბათ მას იმაზეც აქვს პრეტენზია, რომ დედოფლისწყაროს მშენებლობასა და სივრცითი მოწყობის საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს... ისე არაა ჩვენი მტერი, როგორც ფხოველიშვილს საჯარო მოხელის ავან-ჩავანი და განმარტება ესმოდეს... იმ მდარე ტერმინოლოგიით და გლეხური ფრაზებით, რითიც ამ უკანასკნელმა "ქიზიყთან" საუბარში ოფიციალური კომენტარი გააკეთა, ბოდიში მოგვითხოვია და, მთაში მწყემსები მეტყველებენ და საქონელს ერეკებიან, მაგრამ დედოფლისწყაროში ასეთები თვითმმართველობის ორგანოში საქმდებიან. უფრო მეტიც, მიაქციეთ ყურადღება: დავით ფხოველიშვილი უბრალოდ სპეციალისტი არ გახლავთ, ის ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარი სპეციალისტია. მართალია სპეციალისტთან შედარებით მთავარ სპეციალისტს 10 ლარით მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი მისი სტატუსია, მთავარი სპეციალისტი, ანუ კვალიფიციური კადრი, რომელიც სხვებზე უფრო მაღლა დგას...
დავით ფხოველიშვილი ყველაზე მაღლა რომ დგას და ღრუბლებში დაფრინავს, ეს ზემოთ მოცემული ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს... მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ადგილზე, ჩვენ მას მთავარი სპეციალისტის ადგილზე დიდხანს არ მოვაცდენდით და მწვერვალებისკენ გაუკვალავდით გზას. ამგვარ პოტენციალს დაშურება და გამოყენება უნდა. აბა შენ იცი, ჩვენო დავით, მიდი, იმოქმედე... შენი შესაძლებლობები რაიონს მოახმარე, თორემ ვიღუპებით... არა, არც მწყემსობა არის დასაძრახი საქმე, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ საჯარო მოხელე ასეთი ენით მეტყველებს, სრულიად გაუწონასწორებელია და ისტერიკებს მართავს. მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტთან ასე მოიქცა, ცხადია უნდა სცოდნოდა, რომ მისი ეს საქციელი პრესაში დაწვრილებით გამოქვეყნდებოდა. თუმცა, ამ ყველაფერს ფხოველიშვილი სულაც არ შეუფერხებია და ერთი ვაი-ვიში გამართა. თუკი ბატონი ფხოველიშვილი თავშეკავებას არც ჟურნალისტთან საუბარში ავლენს, მაშინ საკითხავია, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან და უბრალო გლეხებთან რამდენად გადავა დაუკრეფავში... ისე, ჩვენში დარჩეს და, ხალხი იმასაც ამბობს, შირაქის ქუჩაზე ფხოველიშვილმა თავის სასახლეში საუკეთესო სივრცითი მოწყობა განახორციელა და დიდძალი სარემონტო სამუშაოები აქვს გაჩაღებულიო... მოსახლეობას ისიც აინტერესებს, რა სახსრებით ახერხებს ამხელა ხარჯების გაღებას, როდესაც მისი ხელფასი 620 ლარს არ აღემატება?... აბა, ისიც ასევე ომახიანად გვითხარი, ბიჭო დავით, საიდან გაქვს ეს ფულები?... ახლა არ თქვა, ლომის უკანალიდანო... /ქიზიყი/
სამშაბათს დედოფლისწყაროში დიაბეტის სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს უფასო კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ და შესაბამის პრეპარატებს უსასყიდლოდ გადასცემენ.
„ვცდილობთ, რომ დიაბეტის ირგვლივ მომუშავე კომპანიები დავაინტერესოთ და მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები მოაწყონ. ამჯერად, კეთილი ნება თურქულმა კომპანიამ გამოხატა. ამგვარი აქციების განხორციელებისთვის მოლაპარაკებები სხვა ევროპულ კომპანიებთანაც მიმდინარეობს. დიაბეტით დაავადებულებს შაქრის დამწევ პრეპატარებს უსასყიდლოდ გადავცემთ და კონსულტაციას გავუწევთ. აქციაში მონაწილეობის მიღება მათაც შეუძლიათ, ვისაც დიაბეტზე ეჭვი აქვს და სურს საკუთარი თავი შეამოწმოს და სისხლში შაქრის დონე გაიზომოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა მარინე მეხრიშვილმა.
ამგვარი აქციები კახეთის რამდენიმე რაიონში უკვე განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროს კირქვის კარიერს "ჰაიდელბერგცემენტი" უპრეცედენტო პროექტის განხორციელებისთვის განიხილავს
როგორც „ქიზიყს“ კომპანიის მენეჯმენტიდან აცნობეს, საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში 3 კარიერი განიხილება: კავთისხევის კირქვის კარიერი (შიდა ქართლი), გარდაბანი თიხის კარიერი (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი (კახეთი). კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისათვის საპროექტო წინადადების/კონცეფციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 17 თებერვალია. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იდეა 2 გვერდს უნდა მოიცავდეს. 2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შემოსული იდეებიდან, II ეტაპზე გადასასვლელად, 5 საუკეთესოს გამოავლენს.
კონკურსი კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. კონკურსი ორი ეტაპისაგან შედგება:
I ეტაპი - იდეის წარდგენა: კონკურში მონაწილეობის მსურველები სპეციალურად ამ პროექტისთვის ვებ გვერდზე www.quarrylifeaward.ge დარეგისტრირდებიან და შეავსებენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმას.
II ეტაპი - პროექტის წარმოდგენა: 2012 წლის 5 მარტიდან 28 სექტემბრამდე 5 შერჩეული კანდიდატი პროექტის დასაწერად იმუშავებს. პროექტის მოსამზადებლად
"ჰაიდელბერგცემენტი" მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს 500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება მაქსიმუმ 10 გვერდს უნდა მოიცავდეს. საბოლოო მოხსენებითი ანგარიში შერჩეულმა კანდიდატებმა 28 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
"ჰაიდელბერგცემენტის" გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი აკაკი ჩხაიძე ამბობს, რომ პროექტის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგანაც კარიერებზე ბიომრავალფეროვნების პირვანდელი სახის შენარჩუნება უნდა მოხდეს და ფლორა და ფაუნა არ უნდა დაზიანდეს.
ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მიზერული გავლენა მოვახდინოთ ბუნებაზე და მაქსიმალურაც შევინარჩუნოთ ის ბალანსი, რომელიც კარიერების მუშაობის დაწყებამდე არსებობდა. ამ კონკურსის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი იდეა და საინტერესო პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება კარიერებზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. კონკურსი არის საერთაშორისო და თუ საქართველოში რომელიმე პროექტი აღმოჩნდება წარმატებული და საინტერესო, მას ექნება შანსი საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი პრიზიორი გახდეს" - აცხადებს აკაკი ჩხაიძე.
გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, კი მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესი მსგავსი პროექტების განხორციელებით დაინტერესდეს და ანალოგიურ პროექტებში ჩაერთონ. გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა განვითარებამ ბიომრავალფეროვნების განვითარება არ უნდა დააყოვნოს.
"როდესაც სახეზე გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ინფრასტრუქტურა ვითარდება მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვითი პრობლემებით ქვეყნის განვითარება კი არ შევაჩეროთ არამედ რაც შეიძლება მეტი მასტიმულირებელი ფაქტორი შევქმნათ, მოვიფიქროთ ახალი ინიციატივები იმისათვის, რომ რაც შეიძლება შევარბილოთ ეკონომიკის მოქმედება გარემოზე და რაც ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ეკონომიკის განვითარებამ გარემოზე რაც შეიძლება ნაკლები განვითარება მოახდინოს"- აცხადებს გოგა ხაჩიძე.
"ჰაიდელბერგცემენტის" ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდებიან. (თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე ბელგიაში განიხილება).
ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სამეული 1500, 3000 და 5000 ევროთი დაჯილდოვდება, ხოლო გლობალური მასშტაბით შერჩეული 3 გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა 10 000, 20 000 და 30 000 ევროს შეადგენს.
კონკურსი - Quarry Life Award-ს ფარგლებში შესაძლებელი ოთხი ტიპის საპროექტო თემის დამუშავება: აღმოაჩინე ბიომრავალფეროვნება საბადოებზე; მიზანი: შერჩეული საბადოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დონის გაზრდა.
ბიომრავალფეროვნება და რეაბილიტაცია; მიზანი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერის აღდგენისას (ბუნების დაცვა, სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, რეკრეაცია, საცხოვრებელი ადგილები ...)
ბიომრავალფეროვნება და განათლება; მიზანი: სოციალური ღონისძიებებისთვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიაღისეულის მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებაზე (ღონისძიებები, ტურისტული ბილიკები, თანამშრომლობა სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან).
წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ბიომრავალფეროვნების მართვა;
მიზანი: კარიერის ბიომრავალფეროვნების ოპტიმიზცია წიაღისეულის მოპოვების პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდელბერგცემენტი სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე და მსოფლიოს მასშტაბით ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში შედის. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
четверг, 15 декабря 2011 г.
ლევან ბაღაშვილი და ნიკოლოზ შანშიაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
დედოფლისწყაროში არასამთავრობო სექტორის სათავეებში "ნაციონალები" არიან
"საჯარო სამსახურში მყოფ პირებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ როცა დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმიმადგენელია და პარალელურად მაღალ თანამდებობაზე იმყოფება, ეს, რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, რადგან ეს პირები ხელისუფლების მიმართ ობიექტურები, კრიტიკულად განწყობილები ან თუნდაც ნეიტრალურები ვერ იქნებიან. "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მთავრობას" ეს არასამთავრობო სამთავრობოები სხვა გავლენიანი ორგანიზაციების დასკვნების გადასაფარად სჭირდებათ", - აღნიშნა გურაშვილმა. /პირველი/
среда, 14 декабря 2011 г.
ლევან ღვინჯილია დედოფლისწყაროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე არსებულმა სტილისტურმა შეცდომებმა აღაშფოთა
ლევან ღვინჯილია: „ამგვარი ტექსტების კომენტირებას არავითარი აზრი არა აქვს. მე არ მიყვარს უდაბნოში ყვირილი. მართალი გითხრათ, გინდა თუ არა, მგლის თავზე სახარება წავიკითხო და ჰადიშის ოთხთავი მოგაწოდოთ, ამაო გარჯაა, დამიჯერეთ... ის, რაც http://dedoplistskaro.ge–ზე წავიკითხე, საფელეტონე ტექსტია, მაგრამ მისი გარჩევის აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის ... ლაკონურად რომ ვთქვა, ამას ჰქვია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”. დღევანდელი მასმედია ამ ენით ლაპარაკობს,“ – აცხადებს ლევან ღვინჯილია.
ფილოლოგი მიიჩნევს, რომ აღარც შეფასებებს აქვს აზრი და საჯარო მოხელეები, თუ მათი პრესმდივნები აღარც სპეციალისტების აზრს ითვალისწინებენ და არც საკუთარი შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ. თუმცა, იქვე აღიარებს, რომ ხელისუფლების ოფიციალურ ვებ–გვერდზე ამდენად გაუმართავი ტექსტების გამოქვეყნება ყოვლად დაუშვებელია.
შეგახსენებთ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის საიტზე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოვების შესახებ არასწორად გამოქვეყნებულ სტატიას ორი თვის წინ პრესაში დიდი სკანდალი მოჰყვა. დაუდევრობის წყალობით, ვებ–გვერდმა გამარჯვებულთა სიაში ანზორ მაძღარაშვილიც ჩაწერა. მოგვიანებით შეცდომა მალევე ჩაასწორა, თუმცა მასზე დაყრდნობით გავრცელებულ სტატიებს აჟიოტაჟი მოჰყვა და ყველაფერი ისე შეფასდა – თითქოს გამგეობამ მაძღარაშვილი საპატიო მოქალაქეთა სიიდან კრიტიკული სტატიების გამო ამოიღო.
გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურის გამოუცდელობის, დაუდევარი ქმედებისა და არაპროფესიონალური მიდგომის გამო დაშვებული შეცდომის გამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა მედიასაშუალებებში დიდხანს უწევდათ იმის მტკიცება, რომ ანზორ მაძღარაშვილი სიიდან არავის ამოუღია.
სტილისტური შეცდომები ვებ–გვერდზე თითქმის ყველა სტატიაში მრავლად გვხვდება: ციტატა სტატიიდან: „ახალი ობიექტი აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა, რომელმაც ლენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ბაღაშვილთან და გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან ერთად გაჭრა წითელი ლენტი“.
იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც ამ ვებ–გვერდით პერიოდულად სარგებლობენ, აღნიშნავს, რომ პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალები ძალზე გაუმართავია. მათი თქმით, ვებ–გვერდი არც ოპერატიულობით გამოირჩევა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკუთარ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამართულობასა და ოპერატიულობასთან დაკავშირებით საკუთარი თანამშრომლების მუშაობას გარკვეულწილად უნდა გადახედოს... /ქიზიყი/
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.