пятница, 30 сентября 2011 г.

გერმანიის ელჩი დედოფლისწყაროს მეუღლესთან ერთად ესტუმრა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ორთვინ ჰენიგი, მეუღლესთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. მისი ვიზიტი გერმანიის მთავრობასთან დედოფლისწყაროს სამ წლიან თანამშრომლობას ეხებოდა.

ელჩს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი დახვდნენ.

ბატონმა ელჩმა პირველად GIZ-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული, მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (მმბ) და ბიუროს ხელმძღვანელის თეა ლეკაშვილის მოსაზრებები მოისმინა, გაეცნო ბიუროს თანამშრომლებს.

შეხვედრისას დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა აღნიშნა, რომ დიტერ მიულერის ძალისხმევით, GIZ- ის მიერ ბევრი პროექტი განხორციელდა გერმანიის მთავრობის და გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახმარებით: ,,– მუნიციპალიტეტის სახელით მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვიქნებით, თუ ისევ გაგრძელდება ეს ურთიერთობა ჩვენს შორის.“

საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა კი მადლიერებით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან სამწლიანმა თანამშრომლობამ დედოფლისწყაროს ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გააუმჯობესა. ასევე ხალხის ცნობიერებაში დამკვიდრდა სასიამოვნო განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გვერდში უდგას ერთ-ერთი წარმატებული ევროპული ქვეყანა - გერმანია და გერმანელი ხალხი. ამისთვის მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრად მყოფ ელჩს.

ამ პროგრამების ადგილობრივმა კოორდინატორმა კი განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის. ,,–მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალება მოგვეცა გერმანიაში ჩავსულიყავით და იქაური გამოცდილება გაგვეზიარებინა. ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, ვისაც ალტერნატიული ელექტროენერგიის დანერგვაზე გვაქვს მუშაობა დაწყებული და ამაში გერმანელი ექსპერტები გვეხმარებიან.“ – აღნიშნა მან.

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს შექმნა, ქარსაცავების და ტყის კორომების გაშენების პროექტის შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მმბ-ს ხელმძღვანელმა თეა ლეკაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის შედეგად შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების კომფორტული გარემო, ერთი სარკმლის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაადვილდა ადმინისტრაციული მომსახურება, მოქალაქეები დროულად იღებენ პასუხებს, კონსულტაციებს.

გერმანიის ელჩმა თავისი გამოსვლა მადლობით დაიწყო და სინანულით განაცხადა, რომ წელიწადნახევარია საქართველოშია და ახლა მიხვდა რამხელა დანაკლისს გრძნობს, რომ დედოფლისწყაროში არ ჩამოსულა: ,,– მე მოვინახულე ბევრი რეგიონი და მივხვდი, რომ ისინი თბილისზე უფრო დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში. თქვენ ახსენეთ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა, ეს მომავალშიც გაგრძელდება, ეს წარმატებული ურთიერთობა მომავალშიც წარმატებული იქნება. როგორც ელჩმა, მინდა აღვნიშნო, რომ დიტერ მიულერის ჯგუფი ძალზე ეფექტურად თანამშრომლობს და ცდილობს თქვენთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი შექმნას. ჩვენ ორი დღე დავრჩებით და დავათვალიერებთ ამ კუთხეს, დარწმუნებული ვარ დიდი სანახაობა გველის.“ – აღნიშნა ელჩმა.

ელჩის ვიზიტი სამომავლო გეგმების დასახვით და აქტიური თანამშრომლობის იმედით დასრულდა. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გერმანიასთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. /ქიზიყი/

четверг, 29 сентября 2011 г.

სიძე, სიდედრი და ... გაყიდული ახალშობილი

სკანდალი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, (ყოფილი წითელწყარო) ე.წ. „მაზოვკის“ დასახლებაში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 34 წლის გოგიტა ყოჩიაშვილი საკუთარ სიდედრს, ლუდა გრიგალაშვილ-წიკლაურს ახალშობილი ბავშვის გაყიდვაში ადანაშაულებს... ის ირწმუნება, რომ ლუდა გრიგალაშვილმა რამდენიმე წლის წინ ბავშვი 1 200 ლარად გაყიდა, ამ თანხიდან 800 ლარი კი სამშობიაროში მედიკოსებმა აიღეს. მისი თქმით, გრიგალაშვილი სამშობიაროში რამდენიმე კვირის მანძილზე გამომწყვდეული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მშობიარობის საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა.

საქმე ეხება სიღნაღის რაიონის დაბა წნორის სამშობიაროში 2002 წელს დაბადებულ ბიჭუნას, რომელიც დღეს ბიოლოგიურ დედასთან აღარ იზრდება და არც მისი ადგილსამყოფელი იცის ვინმემ... (!) სიძესა და სიდედრს შორის დაპირისპირებაც ამ ფაქტმა გამოიწვია. ყოჩიაშვილი სიმართლის გარკვევას და ბავშვის ადგილსამყოფელის დაუყოვნებლივ დადგენას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა, ყოჩიაშვილზე დაყრდნობით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე ახლა აღიძრა. დედოფლისწყაროს პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმეში მონაწილე პირების ნაწილი უკვე დაკითხულია და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს.

როგორც გოგიტა ყოჩიაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში აცხადებს, გრიგალაშვილს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ ჰქონია და 2002 წელს ახალშობილი ჩვილი ნივთივით ფულზე გაყიდა. თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა მიზეზი, რის გამოც სიძე სიდედრს დაუპირისპირდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაინტერესდა სიდედრის შვილის ბედით.
,,- ახალშობილი ბიჭი გრიგალაშვილმა 1 200 ლარად მაშინვე გაყიდა... ეს ჩვეულებრივი გაშვილება არ იყო... კი არ გააშვილა, არამედ თელავის რაიონში გაყიდა... ეს მარტო მე კი არა, მთელმა ჩვენმა საახლობლომ და მეზობლებმა იციან... მან ისიც კი არ იცის, ვის ოჯახში იზრდება მისი შვილი, ან კონკრეტულად სად და რომელ სოფელში იმყოფება... უფრო მეტიც, ლუდა არასოდეს დაინტერესებულა, თუ რა გარემოში და როგორ პირობებში იზრდება „გაყიდული“ ბავშვი, ან საერთოდ ცოცხალია თუ მკვდარი... როგორც ვიცი, მას შვილის სანაცვლოდ 1 200 ლარი აქვს აღებული... ჩემთვის ასეა ცნობილი, რომ 800 ლარი გინეკოლოგ ალიკა ჭაბაშვილს მისცეს და 400 ლარი კი თავად ბავშვის დედამ აიღო... ჭაბაშვილი და კიდევ ერთი გინეკოლოგი ვინმე გია სახელდებოდნენ. მაშინ ამ ფაქტზე საახლობლოში ბევრს ლაპარაკობდნენ. პოლიციისთვის მაშინ არავის მიუმართავს, ფაქტის გამოძიება კი მხოლოდ ახლა დაიწყეს. ვიცი, რომ ჩემი სიდედრი გამოძიებამ უკვე დაკითხა,-" განუცხადა „შირაქს“ გოგიტა ყოჩიაშვილმა.

ბავშვის გაყიდვის მიზეზად მხარეები ეკონომიურ სიდუხჭირეს და მშობიარობის თანხების არ ქონას ასახელებენ. როგორც „შირაქმა“ გაარკვია, ლუდა გრიგალაშვილმა 2002 წელს წნორის სამშობიარო სახლი მშობიარობიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ დატოვა. ირკვევა ისიც, რომ გრიგალაშვილი მშობიარობის თანხის გადახდას ვერ ახერხებდა და მედპერსონალმა ის კლინიკიდან ამ მიზეზის გამო არ გაწერა. (!) მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მშობიარე არსებული დავალიანების დაფარვას ვერ ახერხებდა, ლუდამ ჩვილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის საპასუხოდ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში გრიგალაშვილი ბავშვის კლიენტს ელოდა და სწორედ ამ მიზნით შეყოვნდა სამშობიაროში...

თავად გრიგალაშვილი საკუთარი სიძის ბრალდებებს პასუხობს. ის ადასტურებს, რომ 2002 წელს დაბადებული ახალშობილი მართლაც გააშვილა, თუმცა ის ამ ფაქტს ჩვილის გაყიდვას არ უწოდებს. ქალბატონი ირწმუნება, რომ ყველა პროცედურა დოკუმენტურად აქვს გაფორმებული და შესაბამის საბუთებსაც ფლობს. (!) თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან დოკუმენტები ვერავის წარუდგინა...

ლუდა გრიგალაშვილი ადასტურებს, რომ გამოძიებას ამ ფაქტის ირგვლივ ჩვენება უკვე მისცა: „_ღამის 11 საათამდე დაკითხვაზე ვიყავი. ბევრ შეკითხვას მისვამდნენ, გამომძიებლები ხმამაღლა დამყვიროდნენ,-“ აცხადებს გრიგალაშვილი.

გაზეთმა „შირაქმა“ გოგიტა ყოჩიაშვილის ბრალდებები დედოფლისწყაროს მთავარ გინეკოლოგს ალექსანდრე ჭაბაშვილს გააცნო და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციითაც დაინტერესდა. ჭაბაშვილი „შირაქთან“ საუბარში ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს, 2002 წელს წნორში მართლაც მიიღო თუ არა მშობიარე ვინმე ლუდა გრიგალაშვილი-წიკლაური, თუმცა ამბობს, რომ თანხის აღება და ბავშვის გაყიდვაში მისი მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია.
„_სიმართლე გითხრათ, ამ წუთას ასეთ ვინმეს ვერ ვიხსენებ... ნამდვილად არ მახსოვს, გრიგალაშვილმა ჩემთან იმშობიარა, თუ არა, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს... პირადად მე აბორტსაც კი არ ვაკეთებ და როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვან ჩემზე... ცუდია, რომ ჩემს სახელს ასეთ ფაქტებს უკავშირებენ. კარგი იქნება, თუ ასეთი ცრუ და არარეალური ბრალდებებისგან თავს შეიკავებენ... ასეთი შემთხვევა გამორიცხულია... დედოფლისწყაროში ყველა მიცნობს, მერამდენე წელია აქ ვმუშაობ და კარგად იციან, რა ადამიანი და როგორი სპეციალისტი ვარ. ისიც კარგად იციან, არიან თუ არა პაციენტები ჩემი მუშაობით კმაყოფილნი. ვერ ვხვდები, ასეთი რამ საერთოდ რატომ ითქვა,-" განუცხადა გაზეთ „შირაქს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გინეკოლოგმა ალექსანდრე ჭაბაშვილმა.

ჭაბაშვილი განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე ის სამართალდამცველებს არ დაუბარებიათ და ზოგადად, ამ ბრალდებების შესახებ პირველად გაზეთ „შირაქიდან“ შეიტყო... გინეკოლოგი ამ ფაქტის ირგვლივ არც პოლიციაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე ფლობს ინფორმაციას.
„_ჩემი მისამართით ამ ბრალდებებზე ჟურნალისტებთან თუ ისაუბრეს და პოლიციაში საქმეც აღიძრა, ცხადია, სამართალდამცველებსაც იგივეს ეტყოდნენ. ხოლო, თუ ჩვენებებში ჩემი გვარი მათ ნამდვილად ახსენეს და ისიც თქვეს, ფული აიღოო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, მეც დამკითხავდა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც დაკითხვაზე დავუბარებივარ ვინმეს და ამის შესახებ არაფერი მსმენია," - აცხადებს გინეკოლოგი.

ლუდა გრიგალაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს ასახელებს. ის ადასტურებს, რომ რამდენიმე კვირის წინ ამ საკითზე გამოძიებას ჩვენება მართლაც მისცა, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვის გაშვილების თაობაზე სამართალდამცველებს დოკუმენტები წარუდგინა, თუმცა იქვე იმასაც აცხადებს, რომ არ იცის, რა წერია ამ დოკუმენტებში. მისი თქმით, დოკუმენტები მას არ აქვს და ის სამშობიაროში უნდა ინახებოდეს.

„_ამჟამად მე არანაირი გაშვილების დამადასტურებელი საბუთი არა მაქვს. ყველაფერი ალბათ წნორის სამშობიაროში იქნება. მე არაფერი მაქვს. არ ვიცი ბავშვი ვინ იშვილა. წარმოდგენა არ მაქვს, სად და ვის ოჯახში მოხვდა ახალშობილი. იმ დროს ძალიან გაჭირვებული ცხოვრება მქონდა, მშობიარობის გადასახადსაც ვერ ვიხდიდი და ერთი თვე ვერ გამოვეწერე. მერე ბავშვი გავაშვილე და მაშინვე გამომწერეს...
_ გაშვილების შემდეგ თუ გამოგწერეს, ამ ბავშვის საფასურიდან დაიფარა მშობიარობის თანხა, თუ ვინ გადაიხადა ეს ფული?
_ არ ვიცი... მე გამომწერეს და აღარ დავინტერესებულვარ, ფული ვინ გადაიხადა. არც ის ვიცი, ექიმებმა მაშინ აიღეს თუ არა რაიმე თანხა. ალბათ აიღეს, იმიტომ, რომ მშობიარობის ღირებულება დასაფარი იყო... არ ვიცი, გინეკოლოგ ალიკა ჭაბაშვილისთვის ფული არ მიგვიცია, ბავშვის სანაცვლოდ არც მე ამიღია ფული...
_ თქვენ ადასტურებთ, რომ ბავშვი გააშვილეთ, მაგრამ ნუთუ უფასოდ გააშვილეთ... არანაირი საფასური არ მოგითხოვიათ?
_ ბავშვი გავაშვილე, რადგან მისი გაზრდის საშუალება არ მქონდა. ნუ ეხლა, კი გავაშვილე, მაგრამ თანხა არ ამიღია. ეს არის ტყუილი ბრალდება... პოლიციელებმა ყველაფერი იციან... მათ ყველაფერი მოვუყევი და არანაირი პრობლემა არ არის...
_ ანუ, გამოდის, რომ ახალშობილი აჩუქეთ... თუკი ოჯახი თქვენთვის უცნობი იყო და ისიც არ იცით, ვისთან იზრდება, უსასყიდლოდ რატომ მიეცით?
_ ფული რატომ უნდა ამეღო, ისე მივეცი, ვაჩუქე... გადაუხდელობის გამო არ მიშვებდნენ და 1 თვე ვიწექი... ბავშვი რომ წაიყვანეს, სამშობიაროდან მხოლოდ მას მერე გამწერეს. მაგრამ, მათ გადაიხადეს თუ არა რაიმე თანხა, ან ექიმებმა რა ფული აიღეს, არ ვიცი. გამომძიებელს ვუთხარი, რომ ბავშვი ალიკა ჭაბაშვილმა და მეორე გინეკოლოგმა გააშვილეს. ფული არ მქონდა და რა მექნა... თვითონ ექიმებმა მონახეს ბავშვის აყვანის მსურველი ოჯახი.
_ გაშვილების საბუთებს ხშირად ახსენებთ და არასოდეს დაინტერესებულხართ, დოკუმენტებში ჩაგეხედათ და გაგერკვიათ, ვინ იშვილა თქვენი ბავშვი?
_ არ ვიცი... არ წამიკითხია და არც ის ვიცი, სად არის... ვერ გეტყვით ცოცხალია, თუ ამჟამად როგორ არის. ეგ იმ ოჯახმა ხომ იცის, ვინც იშვილა... ახლა რაღაში მაინტერესებს, როგორაა...“

ლუდა გრიგალაშვილი ბავშვის გაყიდვის მომენტში დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. თუმცა, ის ამჟამად სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, გრიგალაშვილის მხრიდან ჩვილის გაშვილების ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი „შირაქი“

среда, 28 сентября 2011 г.

მირზაანში სკოლა 5 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიხსნა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის საჯარო სკოლამ 5 წლიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი 25 მოსწავლით განაახლა – იუწყება გაზეთი „შირაქი“. სკოლის გახსნამდე მირზაანში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად ყოველდღიურად მეზობელი სოფლის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სიარული და კილომეტრების გავლა უწევდათ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართა, წერილობითი მოთხოვნა არაერთ უწყებაში გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში სკოლის არარსებობამ მირზაანი დაცლის საფრთხის წინაშე დააყენა. სკოლის გაუქმების შემდეგ, სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა. ნაწილი საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, ზოგმაც სხვა გამოსავალი მოძებნა.

გაზეთი „შირაქი“–ს ინფორმაციით, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ სოფელ მირზაანის გაუქმებული სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს განახორციელა, რაშიც 72 000 ლარი დაიხარჯა. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობას ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი. გამოიცვალა ავეჯის ნაწილი.

როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე მეხრიშვილი განმარტავს, სოფელ მირზაანის სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი არ ექნება და ის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში იქნება. მეხრიშვილის თქმით, კონტინგენტის სიმცირის გამო ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებით, ამჯერად მოსწავლეებს კლასკომპლექტებში მოუწევთ სწავლა (1-2, 3-4 და 5-6 ). მომავლისთვის, კონტინგენტის ზრდასთან ერთად, კლასები დაცალკევდება და სკოლაც დამოუკიდებელი გახდება.

2006 წელს სოფელ მირზაანის საჯარო სკოლა ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად დაიხურა და სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლას შეუერთდა. ამჯერად, სკოლის აღდგენის შემთხვევაშიც მირზაანის სკოლა კვლავაც ზემო მაჩხაანის სკოლის დაქვემდებარებაში დარჩება, თუმცა, სასწავლო პროცესი სოფელ მირზაანში წარიმართება.

თავის დროზე, მირზაანში სკოლის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირე დასახელდა, თუმცა ამჯერად კონტიგენტის სიმცირის პირობებში სკოლის აღდგენის აუცილებლობა ისევ წარმოიშვა. /შირაქი/ ილია მარტყოფლიშვილი

იხილეთ ვრცლად>>>

вторник, 27 сентября 2011 г.

ავტოავარიისას გარდაცვლილი 6 ადამიანი სოფელ სამთაწყაროში დაკრძალეს

24 სექტემბერს სოფელ ჭოპორტთან მომხდარი ავტოავარიისას გარდაცვლილი 6 ადამიანი 27 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში დაკრძალეს. პროცესიას 2 000–ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
სოფელში ჩავიდნენ და გარდაცვლილების ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და პარლამენტის წევრმა, დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა.

როგორც სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს გვერდში უდგას. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულთა მკურნალობის დაფინანსების საკითხზეც აქტიურად მუშაობს.

ნადირაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა სახის დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ქიზიყი“ დაინტერესდა, რას გეგმავს მუნიციპალიტეტი ამ ოჯახების დასახმარებლად და კომენტარისთვის საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტს ნინო მეხრიშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო.

როგორც ცნობილია, შეჯახების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ნაკაშიძეებისა და ხილაძეების ოჯახების 3 – 3 წევრი დაიღუპა.
გარდაცვლილნი არიან ნოდარ ხილაძე, მისი მეუღლე ნესტან ხილაძე და ნოდარის მამა, 50 წლის შაქრო ხილაძე. ამას გარდა, ადგილზე დაიღუპნენ 22 წლის თეონა ნაკაშიძე, მისი ძმა 25 წლის თენგო ნაკაშიძე და თეონას 3 წლის შვილი ბაჩო შაინიძე. გარდაცვლილებს შორის იყო კიდევ ერთი სტუმარი, მათივე ნათესავი, ბათუმელი 18 წლის მერი ზოიძე.

როგორც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ნათქვამი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი ფაქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
სოფელ საბათლოს ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა


ერთთვიანი უშუქობის შემდეგ სოფელ საბათლოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა. ამის შესახებ „ქიზიყს“ სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა კარო ნერსესიანმა აცნობა.

უშუქობით შეწუხებული საბათლოელები „ქიზიყს“ რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და ვითარების გარკვევა სთხოვეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლის ერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე ელექტროგამანაწილებელი სადგურის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ დარჩა. პრობლემის აღმოფხვრა კი რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ ხერხდებოდა.

„როგორც ვიცი, ძვირადღირებული ელექტრო–ნაწილები იყო საჭირო და შეკეთება ამიტომ გაჭიანურდა. ამჟამად არანაირი პრობლემა აღარ არის. უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას დენი უკვე მიეწოდება. ნელ–ნელა მათი მომარაგება აღდგა და რაიმე შეფერხება აღარ გვაქვს. ამ წუთას სოფლის რწმუნებული აჭარაშია და ყურადღებას მე ვაქცევ,“ – აცხადებს კარო ნერსესიანი.

„თითქმის ნახევარ სოფელს სინათლე 1 თვის მანძილზე არ გვქონდა, უყურადღებოდ ვიყავით დარჩენილები. მერე თითქოს გააკეთეს, მაგრამ წამდაუწუმ თიშავდნენ. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი კარო ნერსესიანი კი იტყუება და სულ გაიძახის სამი დღე იყო სოფელი უშუქოდო. ჩვენი რწმუნებული დავით გუნდაძე კი მუდმივად აჭარაში დადის და სოფლის მაცხოვრებლებს თვეობით უყურადღებოდ გვტოვებს,“ – აცხადებენ საბათლოს მაცხოვრებლები ნინო ქადაგიშვილი და ლიანა ოვსეპიანი.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ხარვეზი სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ადგილობრივი სერვის–ცენტრის ძალისხმევით აღმოიფხვრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მერაბიშვილების ბინის ძარცვისთვის დედოფლისწყაროში 30 წლის მამაკაცი დააკავეს

EXCLUSIVE - შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ბინის ძარცვისთვის დედოფლისწყაროში მცხოვრები 1981 წელს დაბადებული ედგარ მინასიანი დააკავეს.

როგორცქიზიყსდედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, დედოფლისწყაროში, ირინა მერაბიშვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მძარცველი 2008 წლიდან იძებნებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მერაბიშვილების ბინიდან ოქროს სამკაულები და სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები გვიან ღამით ოთახში უკანონო გზით შეღწევის შემდეგ გაიტანა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დაკავებულ მანასიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბოროტმოქმედი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: რადიო ჰერეთი>> ; ჯეონიუსი>> ნიუსლაინი>>

понедельник, 26 сентября 2011 г.

გამარჯვებაში ჯარიაშვილების 7 სულიანი ოჯახი რწმუნებულს უყურადღებობაში ადანაშაულებს

სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ დურმიშხან ჯარიაშვილის 7 სულიან სოციალურად დაუცველ ოჯახში 5 წევრი II ჯგუფის ინვალიდია. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი სოფლის რწმუნებულს ელგუჯა წიკლაურს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ოჯახის სამივე შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი II ჯგუფის ინვალიდია. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი და უნარშეზღუდულია, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო ართულებს. ჯარიაშვილები ამბობენ, რომ მათი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება შეადგენს, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით. პრობლემას წარმოადგენს მათი გამოკვების საკითხიც.

,,გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითო სულ ინვალიდზე 100 ლარი გაიცა. ღწმუნებულმა ამის შესახებ არ შეგვატყობინა და 500 ლარი დავკარგეთ. გაზეთში წავიკითხეთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ნუგეშიც დაეხმარა ინვალიდებს, მაგრამ ჩვენ არცერთხელ არაფრით არ დაგვეხმარნენ. არადა ძალიან გაჭირვებული ოჯახი ვართ. ყველა შვილი რომ ინვალიდი გეყოლება და სულ წამალ-ექიმში ვიქნებით, ვერც მუშაობას ვახერხებთ, ჩვენზე რთული ვითარება ვის ექნებოდა? არ ვიცით, რა პრინციპებით შეარჩიეს. ეს დახმარება ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდებოდა," - აცხადებენ ჯარიაშვილები და დახმარებას ითხოვენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობს. მისი თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებს, დახმარების მიუღებლობას კი დოკუმენტაციას აბრალებს.

ელგუჯა წიკლაური: ,,თუ არ ვცდები დოკუმენტები მოსაწესრიგებელი ჰქონდათ და მაშინ ეს 500 ლარი იმიტომ ვერ მიიღეს. მათთან ხშირად მივდივარ, ინფორმაციასაც ვაწვდი და შეძლებისდაგვარად ვეხმარები ხოლმე. ახლახან, მათ შეშაც მიიღეს... თუმცა, ჩვენი საკრებულოს შენობაში ყველა ინფორმაცია დაფაზე გამოკრულია ხოლმე".

უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში აღნიშნავენ, რომ დიდი დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდებაც შეწყვეტილი ჰქონდათ, რის გამოც ამ დრომდე ვერ ისარგებლეს ვაუჩერით. ,,გამგეობა რომ უხდის ყოველთვიურად დენის 12 ლარს, ვერც ამით ვისარგებლეთ. უფულობის და ათასი პრობლემების გამო ვერც რაიონში გამოსვლას ვახერხებთ, რომ რაღაც საშველი ვნახოთ" - აღნიშნავენ ჯარიაშვილები. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

კონტროლის პალატას დედოფლისწყაროს გამგეობა მეშვიდე წელია არ შეუსწავლია

კონტროლის პალატას დედოფლისწყაროს გამგეობაში გახარჯული საბიუჯეტო თანხების მიზნობრიობა 2004 წლის შემდეგ აღარ შეუსწავლია. ინფორმაციას კონტროლის პალატაშიც ადასტურებენ და მიზეზად უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს ასახელებენ.
დედოფლისწყაროელები კი ეჭვობენ, რომ კონტროლის პალატა კახეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების მიმართ ლოიალობას იმ მარტივი მიზეზის გამო იჩენს, რომ კონტროლის პალატის ხელმძღვანელად კახეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი დაინიშნა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ ლაგოდეხის ექს-მაჟორიტარი დავით კაპანაძე. ამას გარდა, კახეთის რაიონების მაღალჩინოსნებმა კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობებიც დაიკავეს.

კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ბოტკოველი კახეთის მუნიციპალიტეტებს კარგად იცნობს. ის "ქიზიყთან" საუბარში ადასტურებს, რომ კონტროლის პალატა ყოველ 2 წელიწადში მუნიციპალიტეტების გეგმიურ შემოწმებას უნდა ახდენდეს, რაც დედოფლისწყაროში რამდენიმე წელია არ განუხორციელებია.

,,მასშტაბური რეფორმა განხორციელდა ჩვენს უწყებაში. ნაწილი ქუთაისში გადავიდა, ნაწილი აჭარაში და ბუნებრივია რომ ამ ფონზე გეგმიური შემოწმებები ყველა რაიონში ვერ მოხერხდებოდა. გვქონდა გარკვეული ჩავარდნები. ამ ეტაპზე პრეზიდიუმი განიხილავს საკითხს, თუ რომელი რაიონების შემოწმება განხორციელდეს. ლაგოდეხისა და თელავის გამგეობები უკვე შევამოწმეთ. თუ ცხელი ხაზის მეშვეობით რაიმე ინფორმაცია არის შემოსული, ასეთ შემთხვევაში პირველად ამ რაიონებს შევამოწმებთ, შემდეგ კი გეგმიურად მივყვებით. ჯერ ვერ გეტყვით, როდის განხორციელდება დედოფლისწყაროს გამგეობის შემოწმება," - განუცხადა "ქიზიყს" კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით კაპანაძემ.

დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში რამდენიმე მაღალჩინოსანმა "ქიზიყს" დაუდასტურა, რომ უკვე მეშვიდე წელია კონტროლის პალატა დედოფლისწყაროს გამგეობაში არ შესულა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი

სოციალურ სააგენტოს დახმარების უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროში, მეტალურგების ქუჩაზე მცხოვრები 63 წლის ლილი ბუნტური დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიური დახმარების უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში პირველი ჯგუფის ინვალიდია, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობა მხოლოდ 2 ჯერ მიიღეს და დახმარება მალევე შეუწყვიტეს:

,,პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი მყავს, 32 წლის ამირან ბუნტური. მუდმივად ფსიქოტროპული წამლები ესაჭიროება და შეძენას ვერ ვახერხებთ. ძალიან ძვირი ჯდება. ყველა უმუშევრები ვართ. დახმარებას მხოლოდ 2 თვე ვიღებდით და ისიც შეგვიწყვიტეს. თითქოს ჩემი მეუღლე მარნეულში შპს ალფა-ში არის თანამშრომლად გაფორმებული და ხელფასს იღებდეს, დახმარება ამის გამო შეგვიწყდა. ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას ჩემს გვერდით ისეთი ოჯახები იღებენ - ფერმები, მიწები აქვთ და უზრუნველყოფილნიც არიან. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ გვარები დავასახელო და ჩივილი დავიწყო, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ უმუშევრები ვართ, ინვალიდი შვილი მყავს და შეგვიწყვიტეს. ჩვენი ოჯახის დეკლარაციის შევსების დროს ისე ეწერა მონაცემებში, თოთქოს 150 ლარს ვიღებდეთ," - აცხადებს ოჯახის დიასახლისი და შემწეობის აღდგენას ითხოვს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ბუნტურებისთვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი დეკლარაციაში დაფიქსირებული 150 ლარიანი ხელფასი გახლავთ. დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი ამ საკითხზე კომენტარს "ქიზიყთან" საუბარში აკეთებს.

,,ოჯახში ინვალიდის არსებობა პრიორიტეტს იმ მხრივ აძლევს, რომ სარეიტინგო ქულებს დასწევს. ამ ოჯახს შეუძლია წარმოადგინოს ცნობა, რომ არსად არ მუშაობენ და ამის შემდეგ ხელახლა გადავამოწმებთ. დახმარების აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება," - განმარტა ნატროშვილმა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

გაზეთების დასაფინანსებლად 2010 წელს გამგეობამ 29 000 ლარამდე დახარჯა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სხვადასხვა მედიასაშუალებების დასაფინანსებლად საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს. კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აქ ადგილობრივი ტელეკომპანია ან რადიო არ მაუწყებლობს. სამაგიეროდ, ფორმატთან შედარებით საკმაოდ დიდი თანხით ფინანსდება ადგილობრივი გაზეთი "შირაქი", რომელიც 4 გვერდიანია და 10 დღეში ერთხელ გამოიცემა

დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა იანა იანვარაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" იმ მედიასაშუალებების სია მიაწოდა, რომელთანაც გამგეობამ მიმდინარე წელს ხელშეკრულება გააფორმა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები გადაურიცხა:
გაზეთი "შირაქი" - 18 000 ლარი შპს "მეურვე", ჟურნალი "ინტერკონტინენტალი" - 988 ლარი შპს ცენტრი იმედი (კახეთის საინფორმაციო ცენტრი) - 1 200 ლარი შპს ორიონი, გაზეთი სპექტრი - 2 000 ლარი შპს "კახეთის ხმა" - 990 ლარი შპს "თავისუფალი გაზეთი" - 600 ლარი შპს "დორანი XXI" -600 ლარი აიპ თვითმმართველობის მაცნე - 700 ლარი შპს "თბილისელები" - 1 200 ლარი შპს "ქართული ელიტა" - 600 ლარი ი/მ "ტურფა კინწურაშვილი - 1 500 ლარი ფ/პ ინგა ქვარცხავა -600 ლარი

პატარა შირაქში ჩასახლებული 20-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

პატარა შირაქის დასახლება ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას და დახმარებას ითხოვს। 20-მდე ოჯახი ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკისა და საკვებწარმოების ტერიტორიაზეა ჩასახლებული და ათეულობით წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ। ისინი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას რამდენჯერმე დაპირდა, თუმცა უშედეგოდ: ,,გელა თეთრაული დახმარებას ჯერ კიდევ მაშინ დაგვპირდა, როცა გამგებლის მოადგილე იყო। წყლით ჭიდან ვსარგებლობთ, რომელიც სინამდვილეში წლების წინ ნავთობისთვის ამოთხარეს და ასე დატოვეს। წყალს უამრავი ქვეწარმავალი ამოსდევს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, მაინც ვსარგებლობთ. ამასწინათ, პოლიციის უფროსს გელა ბუნტურს გაზეთ შირაქში მადლობა გამოვუცხადე. მიუხედავად იმისა, რომ ამაში ფული გადამახდევინეს, შირაქის რედაქციამ შეცდომით დაწერა, თითქოს მადლობას გელა თეთრაულს ვუხდიდე და არა გელა ბუნტურს. თეთრაულზე ნაწყენი ვარ და გაზეთში მადლობას რატომ გამოვუცხადებდი?... გამგეობაში დასახმარებლად რომ მივედი თეთრაულმა მითხრა მაგ ჭასაც გაგიწმენდავთ და ელექტროენერგიის შეყვანაშიც დაგეხმარებითო, მაგრამ მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა და არავის ვახსოვართ. მოგვატყუეს და არავის გავხსენებივართ. არადა, იქ პატარა სოფელივით ვცხოვრობთ. ჩვენც ხალხი ვართ და არსებობა გვინდა. დიდი შანსია, რომ ამ წყლით ყველა მოვიწამლოთ, ან ეპიდემია გავრცელდეს," - განუცხადა "ქიზიყს" ნუნუ ჩიბუხაშვილმა. იგივე აზრზე არიან იქვე ჩასახლებულები: მინდიკაურები, ქავთარაძეები და სხვები. მოსახლეობა ითხოვს, რომ ელექტროენერგია ყოფილი აეროდრომის ტერიტორიიდან გაიყვანონ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ექსპერტების მტკიცებით დედოფლისწყაროში საძოვრები გადატვირთულია

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან ძალიან დიდი ოდენობით გაჰყავთ ცხვარი. ეს კი ქმნის საშიშროებას, რომ მალე ამ მიმართულებითაც დეფიციტი შეიქმნება, რადგან წარმოების ტემპები ექსპორტის ტემპს არ შეესბამება.

„გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია თავი არ შეიკავო და არ გაყიდო, მაგრამ შიში, რომ ამით სულადობა და წარმოება შემცირდება, არ არის უსაფუძვლო. მთავარია, სულადობა არ შეგვიმცირდეს და სახელმწიფომ იზრუნოს, რომ ქვეყანაში ზამთრის საძოვრების პრობლემა გადაწყდეს:

„ადრე ჩვენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე - ყიზლარში ვაზამთრებდით ქართულ ცხვარს. იმისთვის, რომ ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ და ეს შანსი ნორმალურად გამოვიყენოთ, როგორმე უნდა შევეცადოთ თუნდაც იგივე ჩეჩნებთან ძველი ურთიერთობების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგს მივიღებთ. საქართველოში ზამთრის საძოვრები გვაქვს მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვიც დგას და წვრილფეხაც. საძოვრები გადატვირთულია, რის გამოც ეს ტერიტორია ცხვარს ვერ იტევს“, - ამბობს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
მეცხოველეობა-მეფრინველეობის კუთხით საქართველოში წარმოების მნიშნველოვანი დაცემა შეინიშნება.
წინა წლებთან შედარებით 300 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 600 ათასით – ღორი, 300 ათასით – ცხვარი და 3 მილიონით – ქათამი.
შესაბამისად, კლებაა საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისითაც.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 10,1 ათასი ტონა ხორცის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც 2009 წლის მეორე კვარტალში ამ მონაცემებმა 13,7 ათასი ტონა შეადგინა. ქვეყანაში შემცირებულია ასევე რძის წარმოებაც, რადგანაც სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წლის მეორე კვარტალში 178,7 ათასი ტონა რძის წარმოება მოხდა, მაშინ როდესაც ამ მონაცემებმა 2009 წლის მეორე კვარტალში 192,8 ათასი ტონა შეადგინა. შემცირებულია ასევე კვერცხის წარმოება. 2009 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 120,8 მლნ ცალი კვერცხი იყო ნაწარმოები, 2010 წლის მეორე კვარტალში კი მხოლოდ 96,7 მლნ ცალი კვერცხი.
„ვეტერინარიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის და საქონლის ვეტერინალური სერტიფიკატის გაცემის წესიც იცვლება. ამიერიდან საქონლის ვეტერინალური სერტიფიკატის გაცემა, სურსათის უვნებლობის სამსაუხრის გარდა, შემოსავლების სამსახურსაც შეეძლება. კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაიწყო. [ეკა ბაქრაძე]

მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გამგეობაში გაცვეთილ კადრებზე საუბრობს

დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, ცნობილი შემოქმედი და სიტყვის დიდოსტატი ჯუმბერ უთრუთაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობაში მედროვე თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას. მწვავე შეფასებები ცნობილმა პოეტმა "ქიზიყთან" საუბარში მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელთა დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში გადაბარგების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. იქვე, პოეტი ხაზს უსვამს, რომ დედოფლისწყაროს გამგეობაში გაცვეთილი კადრები შემორჩნენ.

ჯუმბერ უთრუთაშვილი: ,,რატომ გიკვირთ, რომ ოპოზიციონერები უმალ ხელისუფლებაში გადადიან? ასეა ჩვენი დღევანდელი მთავრობაც... დაუკვირდით, დედოფლისწყაროს გამგეობაში დღესაც ისეთები მუშაობენ, რომელთაც კომუნისტური პარტიიდან დაიწყეს და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. რატომღაც ყველა რეჟიმს მოერგნენ. ესენი არიან ტიპიური "მედროვეები"... ჩვენს რაიონშიც, ასეთი ოპოზიციონერები ნებისმიერს უკანალს აულოკავენ... ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ, რეალობა ასეთია... ახლა, მე რა უფლება მაქვს ვინმე განვსაჯო და განცხადებები ვაკეთო, მაგრამ ერთს ვიტყოდი: მოდი, გეყოფათ რაა... ნუ ცდილობენ გაგვაბრიყვონ!"... – აცხადებს ჯუმბერ უთრუთაშვილი.

მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროში ჯანსაღი ოპოზიცია არ არსებობს, რაც რაიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას საგრძნობლად შეაფერხებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ვაშლოვანის პარკში მრავალფუნქციური საველე ცენტრის ასაშენებლად 24 000 ევრო გამოიყო

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მრავალფუნქციური საველე ცენტრი აშენდება.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ, საერთაშორისო ორგანიზაცია "ფლორა & ფაუნა" FFI ევრაზიის პროგრამის რეგიონალურმა დირექტორმა პოლ ჰოთემმა და სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძემ დღეს სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ხელშეკრულების მიხედვით, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მრავალფუნქციური საველე ცენტრი აშენდება, რომელიც სარეინჯეროს, ვეტერინარულ კლინიკას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მოიცავს. "ნაკრესი" და FFI საველე ცენტრის მშენებლობისათვის გამოყოფენ 24 000 ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორცილდება.
საველე ცენტრის აშენების შედეგად ვოლიერში განხორციელდება რეინტროდუცირებული ქურციკების მონიტორინგი, ქურციკებისთვის და ადგილობრივი ფერმერებისათვის ვეტერინარული პირობების შექმნა, რეინჯერებისთვის საგუშაგოს არსებობა, რომლებიც ეროვნულ პარკში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ასევე, საველე ცენტრის აშენებით მოწვეული მკვლევარებისთვის სამუშაო პირობები შეიქმნება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დედოფლისწყაროში 15 წლის შოთიკო ოდერიძე მავთულზე ჩამომხრჩვალი ნახეს

ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 15 წლის შოთიკო ოდერიძე საკუთარი საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში მავთულზე ჩამომხრჩვალი უმცროსმა დამ ნახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი სტაციონარში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკორციხის ქუჩის მაცხოვრებლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მოზარდი სპორტზე დადიოდა.

გარდაცვლილის მეზობლები მომხდარს სოციალურ პრობლემებს და ეკონომიურ სიდუხჭირეს უკავშირებენ: ,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, ფეხბურთზე დადიოდა. უმამოდ იზრდებოდა. ბოლო დროს უცნაური არაფერი შეგვინიშნავს, ვერ გეტყვით, მომხდარი რას უკავშირდება", - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მომხდაზე შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 14/09/2010

უზარმაზარი რიგები წყალზე და მაღალჩინოსნების მიერ დამცირებული, უწყლოობით დატანჯული მაჩხაანელები

სოფელ ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას წყლის პრობლემის გაუმჯობესებას სთხოვენ. როგორც ჯანაშვილებისა და მარტყოფლიშვილების დასახლებაში გაზეთ "ქიზიყს" განუცხადეს, საუბნო ონკანებზე წყალი ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მოდის, რის გამოც ონკანთან უზარმაზარი რიგები იქმნება. მაჩხაანელები წუხილს იმ ფაქტზეც გამოხატავენ, რომ უწყლოობით შეწუხებული მოსახლეობის მიმართ მაღალჩინოსნების ნაწილი ირონიას აშკარად გამოხატავს და რიგში მდგარ მოსახლეობას დაუფარავად დასცინის:
,,მწყურვალი რომ იყო, წყალს არ დაგალევინებენ, აქ ისეთი ამბავია-ხოლმე. რამდენიმე საათით გამოუშვებენ წყალს და უნდა ნახოთ, აქ ბალონების რამხელა რიგი დგება ხოლმე, თვალს ვერ გააწვდენთ. ხშირად ყველა მათგანი წყლის აღებასაც ვერ ასწრებს, ისევ შეწყდება... ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ წყალზე უზარმაზარი რიგები რომ დგას, ერთი განახათ, გამგეობის თანამშრომლები და სხვადასხვა მაღალჩინოსნები აივლიან-ჩაივლიან ხოლმე და როგორ დაგვცინიან... ირონიული გამომეტყველებით გადმოგვხედავენ და ჩვენს საცოდავობას ამრეზით უყურებენ ხოლმე... ჩვენზე ქირქილებენ და გულში დაგვცინიან... გული მოგიკვდებათ, ისეთი სურათი იქმნება... ჩვენ ვწვალობთ, ამდენი მოხუცი და ავადმყოფი ხალხი წყლის ბალონებს ტანჯვით ძლივს დავათრევთ და მთავრობის წევრები კიდევ იმის მაგივრად, რომ ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ ასე ურცხვად დაგვცინიან... არაუშავს, ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს"... - აცხადებენ ადგილობრივები თამარ ბოსტოღანაშვილი; ციალა ჯანაშვილი; მარიამ მაძღარაშვილი და მათი მეზობლები. იგივე შინაარსის კომენტარებს აკეთებენ დანარჩენი მაცხოვრებლებიც.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ზემო მაჩხაანში გედიქის ხევზე არსებულ წყალსაქაჩზე ელექტრო ტუმბოს და ძრავის მოწყობა ხორციელდება, რასაც სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მთლიანად 33 061 ლარი მოხმარდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ზემო მაჩხაანში წყალმომარაგების საკითხი ბევრად გაუმჯობესდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, მაჩხაანიდან

ავთო ლეკაშვილი: „482 და 275 ჰა საძოვარი მაქვს, 63 ჰექტარი სახნავ-სათესი ნაკვეთი“

დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ავთანდილ ლეკაშვილი თბილისიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის საკუთრებაში არსებული მიწების ოდენობით პარლამენტში ლიდერობს, ფაქტობრივად ადასტურებს. ლეკაშვილმა ამ სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ექსკლუზიურად გააკეთა.

ავთანდილ ლეკაშვილი (პარლამენტარი): „მიწები ნამდვილად მაქვს, მაგრამ როგორც წერია, ასე კვადრატულ-მეტრობით არ იზომება. 482 ჰექტარი დედოფლისწყაროში მაქვს, 275 ჰა საძოვარი ნინოწმინდაში. ეს მიწები მე მანამდე შევიძინე ვიდრე პარლამენტარი გავხდებოდი. დიდი ხანია ფერმერობას მივდევ. თავის დროზე 1 ჰა 30 ლარად ვიყიდე. რაც შეეხება სახნავ-სათეს მიწებს, დედოფლისწყაროში 63 ჰექტარი ნაკვეთი მაქვს. მაშინ თითო ჰექტარი 440 ლარად ვიყიდე. მაშინ ფერმერი ვიყავი, პარლამენტი არაფერ შუაშია“.

ახლახან, თბილისში მოქმედი ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტარ ავთო ლეკაშვილის საკუთრებაში არსებული მიწების შესახებ. თბილისელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ლეკაშვილი ამ მხრივ პარლამენტში ლიდერობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქედების ზონაში პოლიციის გამჭვირვალე შენობის ასაგებად საკრებულომ 67 ათასი გამოყო

სოფელ არხილოსკალოში, დედოფლისწყაროს პოლიციის ქედების ზონის ქვეგანყოფილების თანამედროვე გამჭვირვალე შენობის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა 30 ივლისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრისას საკითხის წინააღმდეგი არავინ წასულა.

როგორც საკრებულოს სხდომაზე გაცხადდა, ახალი შუშის შენობის აგების გარდა, ქვეგანყოფილებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავტომანქანის შეძენაც იგეგმება.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა და ამგვარი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა.

შეგახსენებთ, პოლიციის რაიონული სამმართველოები ცენტრალურ დაფინანსებაზე იმყოფებიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათთვის თანხების გამოყოფას არასამთავრობო სექტორი და იურისტები არასწორს და გაუმართლებელს უწოდებენ. მით უფრო, რომ პოლიციის მუშაობისთვის ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. /ქიზიყი/ 2010

ახალგაზრდობის გამოსაცოცხლებლად დედოფლისწყაროში ბაზიერთა კლუბი იქმნება

თორნიკე ლაშქარაშვილი ჯერ 19 წლისაა, თბილისში ცხოვრობს, თუმცა დედოფლისწყარო მისთვის ყველაზე საყვარელი მშობლიური კუთხეა და პაპა–ბებიასთან ხშირად ჩამოდის. გარეული ფრინველებით უზომოდ გატაცებულია და სურს, რომ დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებშიც ეს ინტერესი გააღვივოს. წუხს, რომ ახალ თაობას ძირითადად მხოლოდ ქუჩა აინტერესებს და ცდილობს, რომ ბაზიერის საინტერესო ცხოვრება რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს. თორნიკეს მომავალში ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. დედოფლისწყაროელი თანატოლების გასააქტიურებლად ბაზიერთა კლუბის ჩამოყალიბებას და აქტიურობას გეგმავს. თორნიკე ლაშქარაშვილი (ბაზიერი): ,,იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლა დავამთავრე თბილისში. ბაზიერობით კი პატარაობიდანვე დავინტერესდი. ბაზიერს 4 ათასი წლის ისტორია აქვს. დიდი მეფეები გორგასალი, თამარ მეფე და სხვები ამ სფეროს აქტიურად მისდევდნენ. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი წინაპრების ტრადიციებს ძალზე ნაკლები გამგრძელებელი ჰყავს. ახალგაზრდობა ქუჩაში დგას და ასეთი რაღაცეები არ აინტერესებთ... ბაზიერების დაუოკებელი სურვილია მტაცებელი ფრინველების დაგეშვა. დასავლეთ საქართველოში მწყერო საერთოდ არ არის, თუმცა მაინც ბევრ ბაზიერს შეხვდებით, დედოფლისწყაროში კი მწყერი ყოველთვის მრავლად არის, მაგრამ რატომღაც ბაზიერობით არავინ ინტერესდება, რაც გულდასაწყვეტია. მითუმეტეს, ახლა სწორედ მწყერზე ნადირობის სეზონია. ძველ ქართულ ისტორიაში ეს საქმე ძალიან დაფასებული იყო, ცუდია, რომ ინტერესი განელდა. არადა, დედოფლისწყაროში მწყერზე ნადირობის სეზონი 2 თვეზე მეტხანს გრძელდება. აქ საუკეთესო პირობებია მწყერის მომრავლებისთვის. განსაკუთრებით შირაქის ველებზე და ყანებსა თუ მის ქარსაფარ ზოლებთან... აქ სანადიროდ თბილისიდან და სხვა რაიონებიდან უფრო ბევრი მოდის, ვიდრე ადგილობრივი მცხოვრები. ცუდია, რომ ინტერესს არ იჩენენ. არადა, ყველაზე აზარტული და სპორტული სფეროა. მე რაც შემიძლია, ვცდილობ, ინტერესი გავაღვივო. ვგეგმავ, რომ რაღაც ორგანიზაცია შევქმნა, რომელიც ბაზიერებს და ამ სფეროს მოყვარულებს გააერთიანებს და დააკავშირებს ერთმანეთთან. ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. იმედია, მოვახერხებთ... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ოზაანში ჭყოიძეებს ქიზიყში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გამგეობამ 500 ლარი გამოუყო

გაზეთი ქიზიყი თითქმის წელიწადნახევარია სოფელ ოზაანში მცხოვრები რობერტ ჭყოიძის ოჯახის უმძიმეს ვითარებაზე ამახვილებდა ყურადღებას და მათი აუტანელი და სახიფათო საცხოვრებელი პირობების ამსახველი ფოტო-რეპორტაჟიც რამდენჯერმე გამოაქვეყნა. ამ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გამგეობის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ 9 თვის წინ დაპირდა და ამის შესახებ საჯარო განცხადება იმდროინდელმა გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა თავდაპირველად სწორედ გაზეთ ქიზიყთან ექსლკუზიურად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ბინის ერთი მხარე მთლიანად გადმონგრეულია, შენობა ძალზე ძველია და მისი ჩამონგრევის საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის, თვეების მანძილზე გამგეობას პირობა არ აუსრულებია.ცრუ დაპირებებით შეწუხებულმა ჭყოიძეებმა ვითარება გაზეთ ქიზიყის რედაქტორს აცნობეს და დახმარება ითხოვეს. ოჯახის დიასახლისი ზინაიდა ჭყოიძე ქიზიყთან საუბარში ამბობდა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად გამგეობაში რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ ხან არჩევნები მოიმიზეზეს, ხან სხვა მიზეზები და თანხას მაინც არ აძლევდნენ. ნიშანდობლივი და სასიხარულოა ისიც, რომ ამ საკითხზე ქიზიყის მიერ ვრცელი მასალის გამოქვეყნებიდან სამ-ოთხ დღეში გამგებლის ბრძანება გამოიცა, რის მიხედვითაც ჭყოიძეებს ფულადი დახმარება ჩაერიცხათ. დედოფლისწყაროს გამგებლის 21 ივნისის #324-ე ბრძანებაში რომელსაც ხელს ნიკოლოზ შანშიაშვილი აწერს, ნათქვამია, რომ სოფელ ოზაანში, რობიკო ჭყოიძის საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ამდენად, ადგილობრივ ბიუჯეტში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან გამოიყოს 500 ლარი. გამგეობის საფინანსო სამსახურს უკვე დაევალა აღნიშნული თანხის ჭყოიძეების პირად ანგარიშზე გადარიცხვა. მისასალმებელია, რომ ბიუჯეტიდან ამ ოჯახს დახმარება როგორც იქნა აღირსეს. მაგრამ, წესით, ასეთი პრობლემების შესახებ რაიონის ხელმძღვანელობა დეტალურ ინფორმაციას გაზეთებიდან არ უნდა იღებდნენ. და კიდევ, დახმარების გამოსაყოფად სტატიის განმეორებით დაბეჭდვა არ უნდა ყოფილიყო საჭირო. უმჯობესი იქნებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ჭყოიძეებისთვის დახმარების გაცემა თვეების მანძილზე არ გაეჭიანურებინა. საფრთხე, რომ ავარიული ბინა ამ ხნის მანძილზე ოჯახის რომელიმე წევრის სიცოცხლეს შეიწირავდა, მართლაც რეალური იყო. ამიტომ, მათთვის დახმარების ხელის გაწვდა სასწრაფოდ აუცილებელი რომ იყო, ეს გაზეთ ქიზიყს თქვენთვის მეორედ არ უნდა შეეხსენებინა. /ქიზიყი/

უშიშროების სამსახურის თანამშრომელს მუქარასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

უშიშროების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი ოპერატიული მუშაკი გია კაპანაძე დედოფლისწყაროში დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს და მათ გაჩუმებას ურჩევს.
,,ცოტა აზრზე მოდით, მძღნ...ი არ ამომიყვანოთ, თორე სადაც საჭიროა იქ მიგაბრძანებთ. სუპერ ინტრიგანები ხართ... მაღლა-მაღლა ნუ დაფრინავთ... ჯერ ნებართვა ითხოვეთ და ისე შეგვეხეთ" - ამგვარი ფრაზებით კაპანაძემ დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს შენობის წინ, ადგილობრივ გაზეთ "ქიზიყის" ჟურნალისტს თამილა გურაშვილს ყვირილით მიმართა.

კაპანაძე კორესპონდენტის დარწმუნებას დიდხანს ცდილობდა, რომ კრიტიკული სტატიების წერა შეეწყვიტათ.
ოპერმუშაკის გაღიზიანება სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს ხელმძღვანელების შესახებ ჟურნალისტების მიერ რამდენჯერმე მომზადებულმა სტატიებმა გამოიწვია.

,,ძალზე გაღიზიანებული იყო, აგრესიულად მელაპარაკებოდა და კინაღამ ხელიც დამარტყა... მე და ჩემს რედაქტორს გვემუქრებოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც რამდენჯერმე მოგვაყენა და ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში ჩაერია. პირადად მასზე არასოდეს არაფერი დაგვიწერია, მაგრამ წყენას და აგრესიას ღიად გამოხატავდა". – აცხადებს ქიზიყის კორესპონდენტი თამილა გურაშვილი.

რედაქციაში მომხდარს გმობენ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვად მიიჩნევენ და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს წინდახედულებისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტები არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებსა თუ ოპოზიციურ პარტიებს თანადგომისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

სხვის ჭერს შეფარებული, 4 შვილიანი ოჯახი დოკუმენტების უქონლობის გამო დახმარების გარეშეა

ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები 34 წლის ინგა ქარსამაული გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი დახმარება არასოდეს მიუღია. იქვე ხაზს უსვამს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არ ენდობა, ამიტომაც მათთან დახმარების სათხოვნელად აღარაფერზე მიდის.

მრავალშვილიან ოჯახს არც საკუთარი ჭერი გააჩნია, ამიტომ თავის შეფარება სოფელში, ნაქირავებ პატარა ბინაში უწევთ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად არც სიღარიბის დაძლევის პროგრამით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას იღებენ.

,,მეუღლე ავადმყოფია, ქრონიკული დაავადება, ასევე კუჭის პრობლემა და კიდევ რამდენიმე დაავადება აწუხებს, ამიტომ მუშაობას ვერ ახერხებს. ჯანმრთელობაც ხელს რომ უწყობდეს, სამუშაო ადგილებს მაინც ვერ პოულობს, არადა 4 პატარა შვილი ხომ უნდა გამოვკვებოთ?... ბავშვები მშივრები რომ არ დაგვეხოცოს, იძულებული ვარ ისინი უყურადღებოდ დავტოვო და ხანდახან საქონლის სამწყემსად ნახირში დავდივარ ხოლმე. ხან 5 ლარს მაძლევენ, ხან 10-ს და ასე წვალებით გაგვაქვს თავი. აბა რა ვქნათ, სხვა გზა არ მაქვს, მეუღლეს მუშაობა არ შეუძლია და ვცდილობ ლუკმა მე მოვიპოვო". – აცხადებს მრავალშვილიანი დედა.

ინგა ქარსამაული ამბობს, რომ ბოლო დროს პირადობის დამადასტურებელი და ბავშვების დაბადების მოწმობებიც დაეკარგა, რის გამოც ვერც სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მათ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

,,საბუთები დაკარგული გვაქვს, იმის ფულიც არ მაქვს, რომ დოკუმენტაცია მოვაგროვო და მცირე შეღავათებით მაინც ვისარგებლო. ახლა ჯარიმასაც მთხოვენ. თუმცა, მრავალშვილიანთა დახმარებები არც მანმადე მიმიღია. შვილებს გეფიცებით, არც გამგებელთან შევდივარ და აღარც არავისთან... ამათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაინც არაფრით მეხმარებიან... შეშა დარიგდა არც ის შემახვედრეს, შარშანაც სიცივეში გამოვაზამთრეთ ბავშვები. წერილი პრეზიდენტთანაც კი გავგზავნე რეზიდენციაში, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადეს, ვართ ასე უპატრონოდ და უყურადღებოდ მიტოვებულები" – აღშფოთებას ვერ ფარავს ქარსამაული.

მრავალშვილიანი ხელმოკლე ოჯახის პრობლემის გარკვევა ქიზიყმა სოციალური მომსახურების სააგენტოში სცადა. სააგენტოს დედოფლისწყაროს სამსახურის უფროსი ზურაბ ნატროშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ თუკი ისინი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოაწესრიგებენ, შესაძლოა მათ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარება დაენიშნოთ, ამიტომ პირველ რიგში მათ დოკუმენტაცია უნდა განაახლონ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

დედოფლისწყარო შობადობის ზრდით კახეთის მასშტაბით მესამე ადგილზეა

კახეთში შობადობასთან ერთად გარდაცვალების რიცხვიც გაიზარდა

2009 წელს კახეთში სიკვდილიანობის 4410 შემთხვევაა რეგისტრირებული. ყველაზე მეტი ადამიანი თელავის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს კახეთში 3946 ბავშვი დაიბადა, 2008 წელთან შედარებით 386 ბავშვით მეტი. 2009 წელს ყველაზე მეტი ბავშვი ლაგოდეხში დაიბადა. შობადობის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგ ადგილზეა თელავი და დედოფლისწყარო. შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
როგორც თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურის ეპიდემიოლოგმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ შობადობასთან ერთად სიკვდილიანობის რიცხვიც გაიზარდა, კახეთში ბუნებრივი ნამატი კვლავ დაბალი რჩება. ყველაზე მცირე ბუნებრივი ნამატი გურჯაანში აღინიშნება.
2009 წელს კახეთის მოსახლეობა 401 600 ადამიანს შეადგენდა. /ICK/

ხუთშვილიანი ქვრივი დედა გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები თამარ ჩხიკვაძე, რომელიც 5 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში და მოსახლეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, 16 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის დროს მისი საცხოვრებელი ბინაც მთლიანად დაიტბორა, რა დროსაც კედლის ერთი ნაწილი მთლიანად გადაინგრა და იქ ცხოვრება შეუძლებელი და სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა. მრავალშვილიანი ქვრივი დედა გაზეთ ქიზიყთან საუბარში ამბობს, რომ გამგეობას დახმარებისთვის განცხადებითაც მიმართა, თუმცა მათი გასაჭირი გულთან არავის მიუტანია:

,,არადა დრო აღარ ითმენს. 5 ბავშვი მყავს, კედელი გადაენგრა და საშიშია. ყველაფერი გაუბედურდა, აქ ცხოვრება ფაქტიურად აღარ შეიძლება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წვიმის დროს გამგებელი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მოვიდნენ, ვითომ რეალურად აინტერესებდათ, მაგრამ არც შანშიაშვილი და არც ჯიბღაშვილი შიგნითაც არ შემოსულად, გაბრუნდნენ წავიდნენ და ჩვენთვის მას შემდეგ არც ყურადღება მოუქცევია ვინმეს და არც ის უკითხავთ, სტიქიას ცოცხლები გადავურჩით თუ არა. ასეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება? გამგებელი რომ იძახდა კომისია შეიქმნაო, აბა სად არის კომისია? რა დაადგინა, ან რატომ არ გვეხმარებიან? - აცხადებს მრავალშვილიანი დაზარალებული ქალბატონი.

მისი თქმით, ოჯახს უკიდურესად უჭირს, არც სამსახური აქვთ და მხოლოდ საარსებო შემწეობის იმედად არიან, თუმცა სტიქიამ ისინი ლუკმა პურის გარეშე დატოვა. ოჯახის დიასახლისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უჩივის, რაც მათთვის დამატებითი ტვირთი აღმოჩნდა: ,,რამდენიმე თვის ფული ბანკიდან წინასწარ მქონდა გამოტანილი. გაჯი ვიყიდე, რომ სახლი ოდნავ მაინც გამემაგრებინა, მაგრამ ყველაფერი წყალმა წაიღო და ასე ცარიელ ტარიელნი დავრჩით.

ხუთი შვილის მარტოხელა დედა ადგილობრივი ხელისუფლების იმედგაცრუებაზე ამახვილებს ყურადღებას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ონკოლოგიური ავადმყოფი სოციალურ სააგენტოს ადანაშაულებს და შველას ითხოვს

გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფი, სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები 48 წლის ონკოლოგიური ავადმყოფის ნუგზარ ლეკაშვილის ოჯახი დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უსამართლობასა და პირადი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომელიც დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურში მუშაობდა ავადმყოფობისა და სისუსტის გამო ბოლო დროს ვეღარც სამსახურში სიარულს ახერხებს: ,,ფილტვის კისტა მაქვს, ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. სახანძრო სამსახურშიც ვეღარ დავდივარ, რადგან ქიმიას ვიკეთებ და ფიზიკურად დასუსტებული ვარ. 1 თვის წინ შეგვამოწმა სოციალურმა აგენტმა ნინო კობაიძემ, ფორმა 100-იც შეავსო, ჩაწერა რომ ვმუშაობ, არადა სამსახურში სიარულს კაი ხანია ვეღარ ვახერხებ. პოლისი მესაჭიროება, რომ ოპერაციები გავიკეთო, არადა სხვა ფინანსური საშუალება ნამდვილად აღარ მაქვს. ვერც პოლისის აღებას მივაღწიე... მერე მაღალი ქულები მოგვივიდა და დახმარების გარეშე დავრჩით. არადა ამის იმედი გვქონდა. - აცხადებს ავადმყოფი.

თავად სოციალური აგენტი გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფთან ადასტურებს, რომ დოკუმენტებში ავადმყოფს სამსახური ჩაუწერა.
ნინო კობაიძე (სოც-აგენტი): ,,ლეკაშვილების ოჯახი მე შევამოწმე. ფორმა 100 შევავსე, მაგრამ იმ დროისთვის მუშაობდა და ხელფასის რაოდენობაც ჩავწერე.
ზურაბ ნატროშვილი (დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი): ,,ახლახან, მოქმედებაში შევიდა ახალი პროგრამა, სადაც მითითებულია, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებს უპირატესობა ენიჭება. მაგრამ, ახალი განაცხადი რომ შემოიტანონ, საჭიროა ოჯახში რაიმე ცვლილება მოხდეს, ეკონომიური ან რაოდენობრივი...
ნუგზარ ლეკაშვილის დედა, ჟენია ლეკაშვილი არსებულ ვითარებას განუკითხაობას უწოდებს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს: ,,ჩემს შვილს ქიმია ორჯერ უკვე ჩაუტარდა, ჩვენ არანაირი საშუალება არ გვქონდა და თანხები ორჯერვე მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაგვირიცხა. ახლა კიდევ ესაჭიროება მესამე ქიმია და შემდეგ ოპერაცია. მარტო ოპერაციისთვის 2 500 ლარს გვთხოვენ, რაც არ გაგვაჩნია და აღარ ვიცით რა ვიღონოთ, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. გამოსავალი არსაიდან ჩანს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარონ... ნუთუ ღმერთი აღარ სწამთ?... პოლისი მაინც მოგვცენ, რატომ აფერხებენ, იქნებ პოლისით მაინც შეძლებდა მკურნალობას და ასე მაინც შეინარჩუნოს სიცოცხლე... - აცხადებს ონკოლოგიური ავადმყოფის დედა და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

არბოშიკის სკოლა ინვენტარით დახმარებას ითხოვს

უკვე 26 წელია სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში, სადაც 200-მდე მოსწავლე ირიცხება მერხები და სასკოლო ინვენტარი არ გამოცვლილა. ფსევდო-რეფორმების ფონზე ბავშვებს კვლავაც იმ ინვენტარით უწევთ სარგებლობა, რომელზეც მათი მშობლები გაიზარდნენ. არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ამბობს, რომ ახალი მერხები დედოფლისწყაროში თითქმის ყველა სოფლის სკოლამ მიიღო, ისინი კი კვლავაც ამაოდ ელიან. ჭიღიტაშვილის თქმით, გასულ წლებში ირმის ნახტომის ფარგლებში სკოლის შენობის სახურავი მთლიანად განახლდა და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დამონტაჟდა, რამაც დიდი შედეგი გამოიღო: ,,სახურავისა და ფანჯრების შეკეთება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რამაც გარკვეულწილად გათბობის პრობლემაც დაარეგულირა. მაგრამ კვლავაც პრობლემად რჩება ინვენტარი. 80-იანი წლების შემდეგ ინვენტარი არ გამოცვლილა და ძალიან ცუდ დღეშია. იყო დაპირება, რომ ჩვენთანაც შემოიტანდნენ, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა და კვლავაც ლოდინი გვიწევს. ვერ გეტყვით, რატომ ჭიანურდება, მაგრამ ფაქტია, რომ სასწრაფო შეცვლას საჭიროებს. არადა, სოფლების უმრავლესობამ მერხები უკვე მიიღო, მათ შორის ჩვენზე დაბალ კონტინგენტიანმა სკოლებმაც"... - აცხადებს ჭიღიტაშვილი, რომელსაც სხვა პედაგოგებიც ეთანხმებიან. სკოლების შენობების რემონტი და ინვენტარის განახლება განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ეტაპობრივად ხდება. სკოლების შენობებისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემას კი დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახდენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი არბოშიკიდან

მდინარის კალაპოტის ცვლილებით ჯუმასყურის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს

დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ბუნების ძეგლის „ჯუმასყურის“ (ე.წ. კაკლისყურის) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვედრის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ გოგა ხაჩიძე საუბრობს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განმარტა, დედოფლისწყაროში მდინარე ალაზანის მიერ კალაპოტის შეცვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, ასეც რომ იყოს, „მდინარის კალაპოტის შეცვლა საზღვრების შეცვლას არ ნიშნავს. ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და აღნიშნული მონაკვეთის მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება. როგორც წესი, მდინარე ადვილად არ იცვლის კალაპოტს, მაგრამ მინდა კარგად გაიგოს ყველამ, რომ მდინარის კალაპოტის შეცვლა სახელმწიფო საზღვრების შეცვლასთან კავშირში არ არის!“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, კაკლისყურე კატასტროფის პირასაა. CENN-ის მიერ რამდენჯერმე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედოფლისწყაროში „ალაზნის“ ამ მონაკვეთზე მდინარემ შესაძლოა, კალაპოტი შეიცვალოს, რის შედეგადაც 180 ჰა მიწის ფართობი აზერბაიჯანს დარჩება. კაკლისყურეს მეორენაირად ჯუმასყურესაც ეძახიან. აქ 180 ჰა (ადრე 200 ჰა იყო) ნახევარკუნძული ხმელეთს 6 - 7 მეტრიანი მიწის მონაკვეთით (მეანდრის ყელი) უკავშირდება. მას ალაზანი გარშემო უვლის. მეანდრის ყელს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ტალღები ეხლება და თანდათან საფუძველს აცლის.
ჯუმასყურე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის და დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებს სამთაწყაროსა და ფიროსმანს ესაზღვრება. უნიკალური ტერიტორიის დაკარგვის საფრთხეზე სპეციალისტები ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობენ, თუმცა, როგორც მინისტრი გოგა ხაჩიძე აღნიშნავს, მდინარის მიერ კალაპოტის გარღვევის შემთხვევაშიც კი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს და ის აზერბაიჯანული მხარის კუთვნილებად არ ჩაითვლება.
მინისტრის ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმებიან დედოფლისწყაროელები. მოსახლეობის ნაწილი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ამ კუთხით ძალზე აგრესიულები და „დაინტერესებულნი“ არიან და მდინარის კალაპოტის ცვლილების შემთხვევაში ისინი ქართველებს ამ ტერიტორიასთან ახლოსაც არ გააკარებენ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მინისტრის სიმშვიდე ნაადრევია და კალაპოტის ცვლილების შემთხვევაში ჯუმასყურე უთუოდ დაიკარგება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ცერებრალური დამბლით დაავადებული საარსებო შემწეობას და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს

სოფელ მირზაანში მცხოვრები ყაჭაშვილების ოჯახი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც ცერებრალური დამბლით დაავადებულმა 34 წლის გელა ყაჭაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ოჯახის ყველა წევრი ავადმყოფია, თუმცა იმის გამო რომ პოლისი არ აქვთ, მკურნალობას ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს. ვითარება კი ყოველდღიურად მძიმდება. ხელმოკლე ოჯახში გამოკვების პრობლემაც მწვავედ დგას. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ისინი ვერც სიღატაკის ზღვარს ქვწემოთ მყოფთა სიაში მოხვდნენ. შესაბამისად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ საარსებო შემწეობას ვერ იღებენ.

ყაჭაშვილები სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ბრალს არაობიექტურ მუშაობაში სდებენ: ,,დედა ასთმიანი მყავს, მამაჩემი კი გულით არის ავად. მუშაობას ვერ ვახერხებთ. მე გადაადგილებაც მიჭირს. ჩემი მდგომარეობა რაიონში ყველამ იცის, მაგრამ არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არაფრად გვაგდებს. პირიქით, სოფლის რწმუნებულმა სოსო თევზაძემ ასე მითხრა, ,,ნუ შემაღონე, აბა მე რითი უნდა დაგეხმარო, თავს ზემოთ ძალა არ მაქვს და მე რა ჯანდაბა ვქნაო"... მთავრობას თუ არ შეუძლია აბა ვინ უნდა დაგვეხმაროს. სამუშაო არ არის, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიწყობს ხელს. არ ვიცი რა გვეშველება და ასე როდემდე გავძლებთ. პოლისი მაინც გვქონდეს - ვიმკურნალებდით და ჩვენი მდგომარეობა ოდნავ შემსუბუქდებოდა. რამდენჯერ შევიტანეთ განცხადება, მაგრამ ვერც დახმარება დაგვენიშნა. არადა, ნეტა ჩვენი სახლი განახათ... ჩვენ თუ არ გვეკუთვნის, საკითხავია ვის ჰქვია ღატაკი?... სოციალური სააგენტოს დედოფლისწყაროს უფროსს ზურაბ ნატროშვილს უნდა ვუჩივლო... სიარულიც მიჭირს, თორემ აქამდე სადმე წავიდოდი და საჩივარს შევიტანდი. სოც-აგენტები პირადი ინტერესებით მუშაობენ, მათი დამსახურებაა დახმარებას რომ ვერ ვიღებთ. არადა, რაიონში უამრავი მდიდარი ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ დახმარებას. ვისაც აწყობთ და ვისაც გულშემატკივარი ჰყავს ფულებსაც იმათ აძლევენ, აბა ჩვენნაირ გლეხს ვინ დაეხმარება"- ამბობს I ჯგუფის ინვალიდი გელა ყაჭაშვილი.

თევზაძეებს სოციალური სააგენტოსგან დეკლარაციის ობიექტურად შევსების შემთხვევაში დახმარების დანიშვნის იმედი აქვთ და მათგან ხელახლა გადამოწმებას და რეაგირებას ითხოვენ, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობას კი შეძლებისდაგვარად, ელემენტარულ დახმარებას და თანადგომას სთხოვენ. ცერებრალური დამბლით დაავადებული გელა ყაჭაშვილი გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს, მის მოადგილეებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს მისი პრობლემებით დაინტერესებას და გულთან მიტანას სთხოვს. როგორც თავად ამბობს, "ქიზიყთან" საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარიც ამ იმედით გადაწყვიტა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს შენობის გახსნაზე ჟურნალისტებს წასვლა სააკაშვილმა აუკრძალა

ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ბადრი ბიწაძე საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.
ბადრი ბიწაძე: ,,ერთადერთი შემთხვევა, როცა ობიექტების გახსნაზე სააკაშვილმა ჟურნალისტებს წასვლა აუკრძალა, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონებში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოების ახალი შენობების გახსნა იყო... მაშინ მიშამ ჟურნალისტები აეროპორტიდან უკან მოაბრუნა... სააკაშვილს შადრევნებისა და "მაკდონალდსის" გახსნა ბავშვივით უხარია..." -- აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი.
თუ რატომ გადაწყვიტა პიარის მოყვარულმა პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტებით აგებული სასაზღვრო სამმართველოს შენობის გახსნის ცერემონიალს ცენტრალური ტელეკომპანიების გარეშე ჩაევლო, ამას ბადრი ბიწაძე არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით მიანიშნებს, რომ დედოფლისწყაროში გასამგზავრებლად გამზადებული ჟურნალისტები და ოპერატორები აეროპორტიდან უკან სწორედ სააკაშვილმა გააბრუნა..."
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში, სოფელ წითელწყაროს ტერიტორიაზე #4-ე სასაზღვრო სამმართველოს ახალი შენობა სწორედ ბიწაძის ხელმძღვანელობის დროს გაიხსნა.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ბურჯანაძის მეუღლე ინტერვიუში ამბობს: ,,ეს უტყუარი ინფორმაციებია... ალბათ, დამეჯერება, ბოლოს და ბოლოს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ვიყავი"...
ამ ჟესტით, სავარაუდოდ, ბიწაძეს იმ გარემოების ხაზგასმა უნდა, რომ მერაბიშვილის მოადგილეობის პერიოდშიც და სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობის დროსაც მას შიდა კულუარულ ინფორმაციებზე ხელი ხშირად მიუწვდებოდა.
იქვე, ბადრი ბიწაძე 2007 წლის 6 ნოემბრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს: ,,მიშა ძალიან მშიშარაა, ამაში დავრწმუნდი 2003 წელს, რევოლუციის დროს და 2007 წლის ნოემბერში. 2003-ში ჯავშანჟილეტს არ იხდიდა. პარლამენტში რომ შედიოდა თან კისერმოქცეული სულ უკან იყურებოდა, ნინოც მოდის თუ არაო. ნინო რომ გაჩერებულიყო, შანსი არ იყო, მიშა პარლამენტში არ შევიდოდა... 2007 წლის 6 ნოემბერს საღამოს კი კანცელარიაში ყველა შევთანხმდით, რომ მომიტინგეებს აღარ დავარბევდით... ვანო ამბობდა, შიმშილობა მთავრდება, ხალხიც შეთხელდა, მალე დაიშლებიან და რატომ უნდა დავარბიოთო... ერთადერთი სააკაშვილი დაჟინებით ითხოვდა, აქცია დავშალოთო. აბა ეს ხალხი თავისით რომ დაიშალოს, გამოდის, ვერ ვაჩვენეთ, სახელმწიფო რომ ვართო... საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2-3 დღე კიდევ ვაცლიდით მომიტინგეებს. ასე დავიშალეთ, მაგრამ როგორც წესი, ბოკერია, მერაბიშვილი და ადეიშვილი 3-4 საათამდე რჩებოდნენ მიშასთან. ვინ დარჩა იმ ღამეს მიშასთან და ვისთან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, არ ვიცი... დილით გავიგე, რაც მოხდა..."
დასასრულს, ბიწაძე ასევე აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას 6 თვეც რომ კიდევ ეცოცხლა, სააკაშვილსპრეზიდენტის სკამს უთუოდ დაატოვებინებდაო... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ნერგების მორწყვა 15 420 ლარი დაჯდა...

დედოფლისწყარის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის 2010 წლის 9 აგვისტოს #371-ე ბრძანების თანახმად დედოფლისწყაროში, შირაქის ტერიტორიაზე დარგული მცენარეების ორჯერადი მორწყვისათვის დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ხარჯებიდან 15 420 ლარი გამოიყო.

სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება შპს "ტექნოთერმთან" გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე, სწორედ მაშინ, როცა კახეთი წყალს მიჰქონდა და გადაუღებელი წვიმები კვირის მანძილზე გრძელდებოდა, ამგვარი ბრძანება დედოფლისწყაროს გამგეობაში რამდენიმე თვის წინაც გამოიცა და სამჯერ უფრო მეტი თანხა ჩაირიცხა...

"ქიზიყის" კითხვაზე, მოჭარბებული ნალექების დროს, რატომ ხარჯავს გამგეობა ათეულობით ათას ლარს ნერგების მოსარწყავად და არის თუ არა ეს წყალში გადაყრილი ფული, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლა დედოფლისწყაროსთვის პრიორიტეტული საკითხია და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები არ უნდა შეფერხდეს. /ქიზიყი/

ცალფეხა ადამიანი ინვალიდად არ ითვლება?!

ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრებმა 67 წლის ვალტერ ხარაშვილმა მარჯვენა ფეხი ორი წლის წინ მოიკვეთა. მიუხედავად ამისა, როგორც ის გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს, ამ დრომდე მისთვის ინვალიდობის ჯგუფიც არ მიუნიჭებიათ: ,,მანქანიდან წავიქეცი და ძვლები დამიზიანდა. მალევე ერთი ფეხი მომკვეთეს, მეორეში კი რკინა მაქვს ჩადგმული. უცნაურია, მაგრამ სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ ვიღებ... ჯგუფის არარსებობის გამო არც სხვა შეღავათებით ვსარგებლობ. ფეხის მოკვეთიდან თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ ქირურგმა ნუკრი ბაღაშვილმა ვერც ინვალიდობის ჯგუფი მაღირსა. პირველი ჯგუფი მეკუთვნის თუ მეორე, ამ დრომდე ვერ გამარკვიეს და ვარ ასე... რა თქმა უნდა დახმარება ვითარებას ბევრად შემიმსუბუქებდა - აცხადებს ხარაშვილი.

როგორც ქიზიყმა გაარკვია, მას არც ინვალიდობის ეტლი ჰქონდა და გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა. ის ამბობს, რომ ეტლის შეძენის საშუალება მის ოჯახს არ ჰქონდა და მოგვიანებით ეტლი სოფელ არბოშიკიდან დროებით ითხოვეს, რათა ხანდახან ქუჩაში გამოსვლა შეძლოს: ,,არა, ეს ეტლი ჩემთვის ხელისუფლებას არ შეუძენია. ნათხოვარი მაქვს და არ ვიცი უკან დაბრუნება რომ მომიხდეს რა მეშველება. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ვალტერ ხარაშვილი ამ დროისთვის მხოლოდ ასაკობრივ პენსიას იღებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы