15 სექტემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. რაიონის ყველა სკოლა მომზადებული შეხვდა სწავლის განახლებას. როგორც ცნობილია, წელს სასწავლო სისტემაში ბევრი სიახლე დაინერგა.ტრადიციულად, ყველა სკოლამ პირველი დღე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეს დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. სოფელ არბოშიკში და ოზაანში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ დედოფლისწყარო
ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" ადგილობრივი თვითმმართველობიდან აცნობეს, ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის ღონისძიებაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. მათ პირადად მიულოცეს მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ყველა პირველ კლასელს გადასცეს პრეზიდენტის საჩუქარი – ნეტბუქი. აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს უსასყიდლოდ გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტები.
სკოლის დირექტორებმა სიგელებით დააჯილდოვეს სწავლაში წარჩინებული მოსწავლეები, ასევე მედლებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეეები სპორტული მიღწევებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий