ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მისი მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: „სამართლიანი არჩვნების“ დედოფლისწყაროს კოორდინატორი - ვენერა ქუსიკაშვილი და საზოგადოება-კავშირი „ფიროსმანის“ თავმჯდომარე ნელი გობეჯიშვილი.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები: „ქრისტიან დემოკრატებიდან“ – ია ჯანაშვილი, ლია ჩოქური; „ახალი მემარჯვენეებიდან“- იოსებ ბეჟანიშვილი; „თავისუფალი საქართველო“ - თამილა გურაშვილი; „ჩვენ თვითონ“- მარინა ოთარაშვილი; „რესპუბლიკელებიდან“ - აკაკი ნატროშვილი და ნოდარ ტოკლიკიშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ცესკო-ს წარმომადგენლებს დედოფლისწყაროში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასიამოვნო ფაქტია, როცა მუნიციპალიტეტს პირადად თავმჯდომარე სტუმრობს. ბაღაშვილის განმარტებით ეს დედოფლისწყაროში პირველი შემთხვევაა.
ლევან ბაღაშვილმა ზურაბ ხარატიშვილს არჩევნების დღეს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა მიერ ხმის უფლების განხორციელების საკითხის შესწავლა და დარეგულირება სთხოვა. მისი თქმით, ამგვარი პრობლემები სხვა რაიონებშიც დგას, თუმცა რაკი დედოფლისწყარო სასაზღვრო რაიონია, ამიტომ აქ ეს პრობლემა სერიოზულად დგას. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მესაზღვრეთა საგუშაგოები რაიონული ცენტრიდან 300 კილომეტრით არის მოწყვეტილი, რის გამოც მესაზღვრეთა ნაწილი ხმის განხორციელებას ვერ ახერხებს. ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხი მარტივი არ არის, თუმცა აუცილებლად დაინტერესდება.
ხარატიშვილის განცხადებით, საახალწლოდ უკვე უნდა გვქონდეს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი თქმით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ცესკო-ს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.
მიხარია, რომ ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი იზრდება, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მეტყველებს. 2010 წლის არჩევნებზე ჩვენდამი ნდობა მხოლოდ 7 პროცენტი იყო, ხოლო 20% ნეიტრალურად იყო განწყობილი. ახლა კი ნდობის მაჩვენებელი 17 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 34% ნეიტრალურადაა განწყობილი. ჩვენი მიზანია მომავალ არჩევნებზე ეს რიცხვი გაორმაგდეს. ეს ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული და შეგვიძლია, რომ გავზარდოთ. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სიების გაუმჯობესებას, ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას, ამგვარი შეხვედრებისა და კომუნიკაციის გახშირებას ინფორმაციის მიღების მძლავრ წყაროდ მივიჩნევთ. უკვე 1 წელია რეგიონალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გრანტებს გავცემთ. მიგვაჩნია, რომ თბილისში ბევრად უფრო კარგი ვითარებაა, რეგიონებში კი ინფორმაციის სიმცირე თვალშისაცემია, ამდენად, ვცდილობთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩავრთოთ და გავაძლიეროთ.
გადავწყვიტეთ, საოლქო კომისიებში ყველგან მოვაწყოთ შესაბამისად აღჭურვილი რესურსცენტრები, სადაც გაიმართება შეხვედრები, ტრენინგები და საარჩევნო საკითხებზე დისკუსიები. უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საარჩევნო საკითხებზე ისაუბრებენ. ექვს ქალაქში უკვე დაწყებული გვაქვს ამგვარი რესურსცენტრების მშენებლობა. თელავში, თერჯოლაში, ახალციხეში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და დუშეთში უკვე მიმდინარეობს რესურსცენტრების მოწყობა. ისინი 2015 წლამდე ყველა რაიონში გაიხსნება. საოლქო კომისიებთან არსებული რესურსცენტრები ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი რეგიონებში ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და პოლიტიკურ კონკურენციას გაზრდის. მედიაც უფრო კვალიფიციურად გააშუქებს საარჩევნო პროცესებს. რეგიონალ მედიასთან მუდმივ კომუნიკაციას ვგეგმავთ. ვფიქრობ, რომ ცესკო ასრულებს მსაჯის ფუნქციას, სწორედ ამიტომ სატელევიზიო თოქ-შოუებში მონა
ხარატიშვილი ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საკითხსაც შეეხო. ცესკო-ს თავმჯდომარე წინასწარი რეგისტრაციის დანერგვას თავად მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ამ ინიციატივას სუსტი პარტიები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც უბანზე ამომრჩეველთა ორჯერ გამოცხადებას ვერ უზრუნველყოფენ.
შემდეგ დარბაზში დისკუსია გაიმართა: თუ ხელისუფლების ნება არ იქნება, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს, ისე ყველა მცდელობა უშედეგო იქნება – აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილე აკაკი ნატროშვილმა. მემარჯვენე სოსო ბეჟანიშვილმა სიების პრობლემა წამოჭრა და აღნიშნა, რომ უკვე ჩასწორებული სიები ცესკო-დან ისევ არეული იგზავნება. ბეჟანიშვილის განმარტებით, საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების არსებობა ისევ მტკივნეულ საკითხად რჩება.
თუ მარკირება და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების მონტაჟი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა იყო და ეუთოც ასე მიიჩნევს, გამოდის, ადასტურებთ, რომ აქამდე საქართველოში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა – აღნიშნა თამილა გურაშვილმა. მოძრაობა თავისუფალი საქართველოს წევრი დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა რეაგირება დარღვევების თაობაზე პროკურატურაში გადაგზავნილ საქმეებს. ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნებზე ასეთი სულ 5-6 ფაქტი იყო და რეაგირება ყველა მათგანს მოჰყვა.
რესპუბლიკელები დაინტერესდნენ იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილება საუბნო კომისიის დაკომპლექტების წესში. ,,ჩემდა სამწუხაროდ, საუბნო კომისიის დაკომპლექტების წესში ცვლილებები არ იგეგმება. ვწუხვარ, რომ ეს საკითხი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ წამოუყენებია," – განაცხადა ხარატიშვილმა.
შეხვედრას ყველა მხარე კმაყოფილი ტოვებდა. "ქიზიყთან" საუბარში შეხვედრით ასევე კმაყოფილება გამოხატა ცესკო–ს თავმჯდომარემაც:
"ძალიან საინტერესო დღე იყო, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ნათლად გამოიკვეთა, რომ დედოფლისწყაროში საარჩევნო საკითხები კარგად ესმით, ოპოზიციაშიც გამოცდილი ადამიანები ჩანდნენ. ძალიან აქტიურობდნენ და მოულოდნელი და სასიამოვნოც კი იყო ჩემთვის. ამიერიდან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ორ დღეში ანალოგიურ შეხვედრას ლაგოდეხსა და გურჯაანშიც ვგეგმავთ" – განუცხადა "ქიზიყს" ზურაბ ხარატიშვილმა.
„ცესკოს თავმჯდომარემ კახეთში შეხვედრები დაიწყო. ზურაბ ხარატიშვილი საოლქოს წევრები შეხვდებიან პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხება ადმინისტრაციის საქმიანობას, მუნიციპალიტეტებში წარდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია, ასევე გაიმარტება დიალოგი. ასეთი შეხვედრები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთში. ახლა შეხვედრები კახეთში იმართება. ყველას მიეცემა შეხვედრაზე დასწრების საშუალება. სურვილის მიხედვით, ყველას შეეძლება შემოგვიერთდეს. ახლახან რეგიონული მედიის ასოციაციებთან მემორანდუმიც გავაფორმეთ, რაც ძალიან გვახარებს. ახლა კონკრეტულ გეგმაზე გადავალთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ცესკოს მედია–კონსულტანტმა თამარ მჭედლიშვილმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий