ტურნირში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, დედოფლისწყაროელ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ: ლაგოდეხელი, სიღნაღელი, ყვარლელი, თელაველი, საგარეჯოელი, თბილისელი, გურჯაანელი და ახმეტელი სპორტსმენები, სულ ას კაცამდე.
ჟიურის შემადგენლობაში, სპორტის ოსტატების გარდა, იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაზე კი კულტურისა და სპორტის ცენტრმა იზრუნა.
ასპარეზობის დაწყებამდე დედოფლისწყაროელ სპორცმენებს წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა. ტურნირმა დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. ყველა მუნიციპალიტეტს თავისი გამარჯვებული ჰყავდა.
ოქროს მედლის მფლობელს, დედოფლისწყაროელ სპორტსმენს შალვა ბუნტურს, საკრებულოს და გამგეობის მიერ დაწესებული ჯილდო – კიმონო გადასცა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
ტურნირის გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადასცეს; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ალექსანდრე ალუღიშვილმა და ემზარ ჯანაშვილმა, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა, კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა ივანე შანშიაშვილმა, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან იაკობიშვილმა.
,,ნებისმიერ სპორტსმენს, რაც არ უნდა ბევრი წვრთვნა ჰქონდეს გავლილი, ყველაზე მეტად ესაჭიროება ტურნირებზე გასვლა, რადგან მისი პროფესიონალური წვრთვნა სწორედ აქ ხდება, როგორც სპორტსმენი, სწორედ აქ იზრდება,“ – განაცხადა ანზორ მარტყოფლიშვილმა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ანზორ მარტყოფლიშვილი ოჯახში ესტუმრა თავის კოლეგას და მეგობარს ვაჟა მოსულიშვილს და სპორტში გაწეული ამაგისთვის და ამ დღეს ჩატარებული ტურნირისთვის დამსახურებული ჯილდო – ოქროს მედალი გადასცა.
„მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა დაბადების დღეს ულოცავს და მადლობას უხდის ბატონ ანზორ მარტყოფლიშვილს ამ ტურნირის ჩატარებისთვის და ახალგაზრდა სპორცმენებს წახალისებისთვის. იმედია, დედოფლისწყაროელი ძიუდოისტებისთვის ეს გამარჯვება უფრო დიდ ასპარეზზე გამარჯვებების საწინდარი გახდება,“ – აცხადებენ გამგეობაში.
წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა. /ქიზიყი/ იხილეთ ცხრილი>>
42 კგ. 60 კგ.
1. ნიკა ჭიკაიძე–ახმეტა 1. ილია ლეკიაშვილი–დედოფლისწყარო
2. ნიკა ყურშიტაშვილი–საგარეჯო 2. ნოდარ აივაზაშვილი–ყვარელი
3. გუგა ტუგულაშვილი–ახმეტა 3. ბაჩო ჭიკაიძე–დედოფლისწყარო
3. გიორგი მესხიშვილი–თელავი 3. ლევან დარძული–ახმეტა
46 კგ. 66 კგ.
1. ზაზა ბუქური–დედოფლისწყარო 1.ზვიად მრელაშვილი–ახმეტა
2. გიორგი ჩაჩქანიშვილი–ახმეტა 2. ექვთიმე ბულიკაშვილი–ახმეტა
3. გიორგი ნახუცრიშვილი–ახმეტა 3. გულიაშვილი გიორგი–ყვარელი
3. გაგა მახნიაშვილი–თელავი 3. გივი ოზაშვილი–დედოფლისწყარო
50 კგ. 73 კგ.
1. ბექა ნათათრალიშვილი–დედოფლისწყარო 1. ვანო ჩურჩხელაშვილი–ახმეტა
2. ირაკლი კუპატაძე–საგარეჯო 2. დიმა ნადირაშვილი–დედოფლისწყარო
3. ნიკა ლაბაძე–ლაგოდეხი 3. ამირან ბაღსოლიანი–თელავი
3. ტატო მოსახლიშვილი 4. ზურაბ ტატიაშვილი–გურჯაანი
55 კგ. +73 კგ.
1. შალვა ბუნტური–დედოფლისწყარო 1. ჯაბა მუმლაძე–ახმეტა
2. კობა მჭედლიშვილი–საგარეჯო 2. დავით რამაზაშვილი–ახმეტა
3. ნიკა ბენაშვილი–დედოფლისწყარო 3. ბექა შერეზადაშვილი–თბილისი
3. ლაშა ბუნტური–დედოფლისწყარო 4. ლევან მერაბიშვილი–თბილისი
Комментариев нет:
Отправить комментарий