вторник, 4 октября 2011 г.

მარტოხელა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქალი ბინიდან აღსრულების ბიურომ გამოაძევა

ქალაქ დედოფლისწყაროში, ბაგრატიონის ქუჩა #7-ში მცხოვრები მარტოხელა გოჰარ მაკარიანი აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ბინიდან იძულებით გამოასახლეს. სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ქალბატონი ამჟამად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობს, ძილი ეზოში სახელდახელოდ მოწყობილ ლოგინში უწევს.
გოჰარ მაკარიანი თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნვს და აცხადებს, რომ ბინა, სადაც ბოლო 18 წელია ცხოვრობს, საბუთების გაყალბების შედეგად დაკარგა. საცხოვრებელი ბინის თავდაპირველი მეპატრონის მიერ გოჰარ მაკარიანის სახელზე გაცემულ ოფიციალურ მინდობილობასაც ფლობს, რომელიც მარტოხელა ქალბატონს უფლებას ანიჭებს ბაგრატიონის ქუჩა #7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში იცხოვროს, ან ბინა მისი სურვილისამებრ გაასხვისოს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 აგვისტოს #812 ბრძანებაში ნათქვამია, რომ დაკმაყოფილდეს გოჰარ მაკარიანის საჩივარი.
"უკანონოდ იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს " კახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის ლაშა მოძღვრიშვილის მოქმედება უძრავი ქონებიდან მოვალის იძულების წესით გამოსახლების 2011 წლის 9 აგვისტოს ჩანიშვილის თაობაზე. დაევალოს აღმასრულებელს ლაშა მოძღვრიშვილს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კრედიტორისათვის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 3 ნოემბერს გაცემული სააღსრულებლო ფურცლის კრედიტორისათვის, პეტროს მანუკიანისთვის დაბრუნება აღუსრულებლად," - ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკანორ მელია.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი გარემოებებისა, მარტოხელა ქალი ბინიდან მაინც გამოასახლეს. გაზეთი "შირაქი" დეტალებით დაინტერესდა და ვითარების გარკვევა სცადა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრების თაობაზე საქმის განხილვას დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლო ამ დრომდე აგრძელებს.

,,ქალაქ დედოფლისწყაროში, ბაგრატიონის ქუჩა #7-ში მდებარე სამოთახიანი ბინა ჩემს ნათესავს, ვინმე ალექს კატეგიანს ეკუთვნის. ის საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, რის შემდეგაც აქ მე შევსახლდი. მისი თანხმობით 1993 წლიდან ამ ბინაში ვცხოვრობ. ამავე წლებში ომიანობის და გაჭირვების დროს, ლუკმა პურის საშოვნელად თბილისში დავდიოდი და ვცდილობდი თავი ვაჭრობით მერჩინა. მოგეხსენებათ, ამ წლებში ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო განუკითხაობა იყო. ჩემი ბინითა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთით ამ პერიოდში მეზობლად მცხოვრები პეტროს მანუკიანი და მისი ოჯახი დაინტერესდა. ერთხელაც, თბილისიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ მანუკიანები ჩემს ეზოში შეუთანხმებლად შეიჭრნენ და მიწის ნაკვეთის დამუშავება დაიწყეს. მე კი ეს გავაპროტესტე და შევეწინააღმდეგე. პერიოდულად, ისევ თბილისში მიხდებოდა წასვლა. მას შემდეგ, რაც მანუკიანებს ღიად შევეწინააღმდეგე, მუქარაზე გადავიდნენ და მაშინებდნენ. მუდმივად მემუქრებოდნენ, რადგან ნაკვეთს არ გვაძლევ, მალე ბინასაც წაგართმევთ და ნაკვეთსაც დაკარგავო. შემდეგ ვიღაც ყოფილი პატიმარი რაფაელ ტოროსიანი მოიყვანეს და მიმტკიცებდნენ, ეს კაცი არის ამ ბინის მეპატრონე და სასწრაფოდ დაგვიცალეო. არანაირი საბუთი არ ჰქონდათ და ჩანდა, რომ ჩემს გაბრიყვებას ცდილობდნენ. მალე ამ ყოფილმა პატიმარმაც ჩემი დაშინება დაიწყო. პირდაპირ მემუქრებოდა "მოგკლავ და ამ სახლ-კარსაც მთლიანად გადავწვავო. ჩემს წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებდნენ და მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის გამოყენებით მებრძოდნენ. ეს ჯგუფი ახლო-ნათესაურ ურთიერთობაში იყო პოლიციის უბნის რწმუნებულთან. გავლენიანი ახლობლების დახმარებით საბუთები გააყალბეს და ყველაფერი ისე გააფორმეს, თითქოს ბინის მფლობელი ეს ნასამართლევი კაცი იყო, შემდეგ კი მანუკიანებმა სახლი მისგან 700 ლარად შეიძინეს. ამ ბინძური გზებით აღმოჩნდა ალექსი კატეგიანის ბინის მფლობელი პეტროს მანუკიანი," - აცხადებს უსახლკაროდ დარჩენილი ქალბატონი.

გამოსახლებული მაკარიანი ამბობს, რომ დოკუმენტების შედგენისა და მოგროვების შემდეგ, სასამართლოში სარჩელი თავდაპირველად მეორე მხარემ შეიტანა. გაზეთი "შირაქი" გასულ წლებში, დედოფლისწყაროს სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებსაც გაეცნო და დოკუმენტებს თვალი ყურადღებით გადაავლო.

როგორც ირკვევა, დედოფლისწყაროს სასამართლოში სარჩელი რაფაელ კატეგიანმა შეიტანა. სასამართლოს მიერ, ჯერ კიდევ 2004 წელს გამოტანილ გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე განუხილველად დატოვა და კატეგიანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული საქმე 2009 წელს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმაც განიხილა. ამჯერად ჭუნიაშვილმა, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა: "გაუქმდეს 2008 წელს დედოფლისწყაროს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და გოჰარ მაკარიანი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნას პეტროს მანუკიანის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან," - ნათქვამია მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილის გადაწყვეტილებაში. მარტოხელა ქალბატონის ღია ცის ქვეშ დარჩენის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა. თუმცა, დაზარალებული ირწმუნება, რომ მეორე მხარემ დოკუმენტები გააყალბა და ქონების მისაკუთრებას ბინძური მეთოდებით ცდილობს.

მოსამართლემ მარტოხელა ქალბატონის ბინიდან გასახლების გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღო, თუმცა სხვადასხვა გარემოების გამო მისი აღსრულება ამ დრომდე გაჭიანურდა. როგორც "შირაქმა" გაარკვია სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მარტოხელა მაკარიანი ბინიდან მხოლოდ ახლა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გამოასახლეს.

ამ ხნის მანძილზე რამდენიმე გარემოება შეიცვალა. ქუჩაში დარჩენილი ქალბატონი მანამდე რაიმე სახის ოფიციალურ დოკუმენტს არ ფლობდა, რის მიხედვითაც დაადასტურებდა, რომ ნათესავმა, ვინმე ალექს კატეგიანმა მას ბინა მართლაც დაუთმო და რომ მასთან რაიმე სახის პრეტენზიები არ გააჩნდა.

ახლახან, კატეგიანმა მოსკოვიდან დედოფლისწყაროში უკვე გამოგზავნა გოჰარ მაკარიანის სახელზე შედგენილი და ოფიციალურად დამოწმებული მინდობილობა, რის მიხედვითაც ის ქალბატონს ბინაში ცხოვრებისა და მისი გასხვისების უფლებას აძლევს. მინდობილობა 2011 წლის აგვისტოთია დათარიღებული. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ქალბატონს იმედი აქვს, რომ უსამართლობის დამარცხებას სწორედ ამ მინდობილობის წარდგენის შემდეგ შეძლებს.
ამას გარდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცემული ბრძანების მიხედვით სააღსრულებლო ფურცლის აღუსრულებლად დატოვებას მოაწერა ხელი, თუმცა ამ ბრძანების გამოცემიდან ზუსტად 2 დღეში აღსრულების ბიუროში პეტროს მანუკიანის მოთხოვნა ბინის დაცლის თაობაზე ხელახლა შევიდა, რომელიც სულ მალე სისრულეში მოიყვანეს კიდეც.

,,9 აგვისტოს მელიამ ბრძანება გამოსცა, არ აღსრულდესო, 11 აგვისტოს კი ხელახალი მოთხოვნა შეიტანეს, რაც ყველაფერს საეჭვოს ხდის. 22 სექტემბერს დილით 15 კაცი მოვიდა და ყველაფერი გარეთ გადმომიყარეს. სიტყვიერადაც და ოფიციალურადაც ვითხოვდი, რომ გამოსახლების პროცესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე დროებით შეეჩერებინათ. სად არ დავრეკე, ვის არ მივმართე, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს. აღსრულების დროს მათ ახლახანს მიღებული მინდობილობაც ვაჩვენე, თუმცა არავინ მისმენდა. ყველა ამბობდა, ჩვენ არ გვეხება, მაგას სასამართლო გაარკვევსო. რაც რამ მებადა, ჩემი სიღარიბის, ყველაფერი ახლაც ეზოში, ღია ცის ქვეშ მიყრია. გეფიცებით, ღამით ეზოში მძინავს. წასასვლელი არსად მაქვს, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ვცხოვრობ. ამინდი რომ გაუარესდეს და გაწვიმდეს, არ ვიცი, რა მეშველება", - ამბობს მაკარიანი.

მის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ უმუშევარია. უკვე მერამდენე წელია, დასაქმებას და საკუთარი შემოსავლის მიღებას ვერ ახერხებს. ის სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში მოხვდა, რის გამოც ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებს. მისი ერთადერთი შემოსავალი საარსებო შემწეობის სახით მიღებული 30 ლარია, რაც თვიდან თვემდე მხოლოდ პურის შესაძენადაც არ ჰყოფნის. ამიტომ იძულებულია სათნოების სახლში იაროს.

მორიგი სასამართლო სხდომა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში 3 ოქტომბერს არის დანიშნული. ქალბატონი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ სახლში მალე დაბრუნდება, მანამდე კი არ იცის, სად იცხოვრებს.
როგორც თავად ამბობს, პრობლემის შესახებ საქმის კურსში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უკვე ჩააყენა და დახმარება ითხოვა. უსახლკაროდ დარჩენილ ქალბატონს გამგეობაში განუმარტეს, რომ ადგილობრივი თვით მმართველობა მზად არის ყოველთვიურად ბინის ქირისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტიდან დაფაროს. ამგვარი შეღავათით დედოფლისწყაროში რამდენიმე ოჯახი უკვე სარგებლობს.

სიმართლის დადგენამდე, უსახლკაროდ დარჩენილ ქალბატონს ისღა დარჩენია, დროებითი საცხოვრებელი ფართი დაიქირაოს, მის მფლობელთან კი ხელშეკრულებას დედოფლისწყაროს გამგეობა გააფორმებს.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი - გაზეთი "შირაქი"

გამოხმაურება: ექსპრესნიუსი EPN.ge>> ; ნიუსლაინი>> ;

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы