,,შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოვცხადდით, თუმცა დაგვიანებით გვაცნობეს. ოპერატიულად გავედით, მაგრამ სახლი უკვე მთლიანად დამწვარი დაგვხვდა. იმდენად გაძლიერებული ხანძარი იყო, სახლი მთლიანად ცეცხლში გახვეული იყო. ჩვენმა ჯგუფებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ცეცხლი ეზოში და მეზობლად მდებარე სხვა ნაგებობებზე არ გადასულიყო და ზარალის მასშტაბურობა თავიდან აგვეცილებინა,“ – აცხადებს სახანძროს თანამშრომელი ვლადიმერ ნატროშვილი.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ხანძრის გავრცელების კერა შენობის სახურავზე დაფიქსირდა, მიზეზი კი, წინასწარი მონაცემებით, მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა. როგორც
დეტექტივ–გამომძიებელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე უცხოელი პედაგოგების შემოდინების წინააღმდეგია
დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოეტი ჯუმბერ უთრუთაშვილი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტს "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ქართველი მასწავლებლების უფლებები იზღუდება...
ჯუმბერ უთრუთაშვილი: ,,როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს გული იმაზე მწყდება, რომ ქართული ენა რატომღაც სრულიად იგნორირებულია. კარგია, რომ უცხო ენების შესწავლა გვინდა, მაგრამ საქართველოში პრიორიტეტული ქართული ენა უნდა იყოს. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სხვა ერები და ქვეყნები გაცილებით მეტ პატივს სცემენ საკუთარ ენას, ვიდრე ჩვენ... არასწორია ისეთი პედაგოგების ჩამოყვანა, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგები არ არიან და შესაბამისი განათლება არ აქვთ. ყველას გვახსოვს ინციდენტი, რომელიც ზუგდიდში, უცხოეთიდან ჩამოსულ პედაგოგს შეემთხვა, როცა მისი უხამსი გართობის ფოტოები პრესაში და ტელევიზიით გამოქვეყნდა და სამარცხვინო ვითარებაში აღმოვჩნდით. თუ უცხოენოვანი პედაგოგების მასობრივი მოზღვავება დაიწყება და ერთდროულად რამდენიმე ენის პედაგოგს ჩამოიყვანენ, ეს საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ჩვენზე და შესაბამის კვალს დატოვებს. ვფიქრობ, რომ თავს გვახვევენ. ჩვენი ხელისუფლება ზედმეტად ცდილობს თავს მოგვახვიოს უცხო ენები. მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგები რომ ჩამოეყვანათ ამხელა პროტესტს არ გამოიწვევდა, მაგრამ ნელ-ნელა მადა გაეხსნათ და უამრავი ადამიანი ჩამოჰყავთ, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას. ამ ფონზე, ჩვენმა არცთუ ფინანსურად გამართულმა ქვეყანამ ათიათასობით უცხოელი პედაგოგი შეინახოს და დააფინანსოს, გაუმართლებლად მიმაჩნია. მათ ხომ ქართული ენა და ჩვენი მენტალიტეტი არ იციან... საეჭვო რეპუტაციის ხალხი ჩამოგვყავს და არ ვიცით, ისინი რა თაობებს აღზრდიან," - აცხადებს უთრუთაშვილი და ქართველ ერს პოზიციის თამამად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
პედაგოგების ნაწილი ჟურნალისტებთან პირისპირ საუბარში პროტესტის ღიად დაფიქსირებას ერიდება, თუმცა პირად საუბრებში უარყოფით პოზიციას გამოხატავენ, მათ შოირის ინგლისური ენის ქართველი პედაგოგებიც. /ქიზიყი/ ილია მარტყოFლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий