вторник, 3 августа 2010 г.

ლელა წურწუმია დედოფლისწყაროში კონცერტზე ბავშვის მიზეზით ვერ ჩამოვიდა

პოპულარული ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, ელიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში ჩამოსვლას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ვერ მოხერხდა. 1 აგვისტოს დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე სხვა მომღერლებთან ერთად მასაც უნდა ემღერა.
როგორც კონცერტის პროდიუსერმა ბექა ხალათაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ ექსკლუზიურად აცნობა, დედოფლისწყაროში გამომგზავრების წინა საღამოს ლელას ერთადერთ შვილს პატარა მარიკოს ინციდენტი შეემთხვა. სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო ბავშვს განსაკუთრებული არაფერი დაუზიანებია, მაგრამ გონება დაკარგა, რაც ლელას შეშფოთების მიზეზი გახდა:

,,პატარა მარიკოს საგანგაშო არაფერი სჭირს, უბრალოდ გონება დაკარგა, თუმცა ვინც ლელას იცნობს, ყველამ იცის, რომ ასე ვთქვათ ლელა „ფეთიანი“ დედაა. ძალიან განიცადა და კონცერტზე ჩამოსვლა ვერ შეძლო...
-- ამბობენ, წურწუმია ყოველთვის ბევრ ჰონორარს ითხოვს და ნუთუ ამდენი თანხით გაგანებივრათ დედოფლისწყაროს გამგეობამ, რომ ასეთი მსხვილი მომღერლები დაითანხმეთ???...
-- ასე ვიტყოდი, გააჩნია ლელა ვისთან მიდის და ვის ორგანიზებულ კონცერტზე მონაწილეობს. ჩვენთან ერთად წურწუმია ყოველთვის შეღავათიან ფასებში მოდის და განსაკუთრებით ძვირს არ ითხოვს... ახლაც დაგეგმილი იყო მისი ჩამოსვლა, ყველაფერი შეთანხმებული და მოგვარებული იყო, თუმცა ბავშვის მიზეზის გამო, სამწუხაროდ მისი ჩამოსვლა ვერ მოხერხდა...
-- კონცერტზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოჩნდა. გავიგეთ, რომ რომელიღაც მომღერალმა თავი ცუდად იგრძნო. თამუნა გომართელის და ქეთი გომართელი ორსულად არის და ამბობენ, რომ ცუდად ის გახდა... თქვენ რას იტყვით ამ ფაქტზე???
--
სასწრაფო დახმარების მანქანა რომ მოვიდა მეც შევნიშნე, მაგრამ ვინ გამოიძახა, ან გახდა თუ არა ვინმე ცუდად - ნამდვილად არ ვიცი... მომღერლებიდან არავინ შემინიშნავს. უბრალოდ მერე კულისებში ძალიან ბევრი ხალხი მოგვაწყდა, ავტოგრაფებს ითხოვდნენ და ჭყლეტა შეიქმნა. მერე მონაწილეები მაღლა ოთახებში ავედით. ვერ გეტყვით ვინ იყო ცუდად, გამომსვლელებიდან ასეთი რამ არცერთს არ დამართნია...
-- ბექა, იქნებ გაგვიმხილოთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაინც რამდენით დაფინანსდა ეს კონცერტი???
-- მე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ჩემი წილი ჰონორარი ავიღე, მაგრამ მთლიანად რა დაჯდა ჩახედული არ ვარ. სამოდელო სააგენტო „ქეთრინიც“ თამუნა გომართელის არის და ეს დეტალები მას ეცოდინება. ასე რომ, თამუნას დაუკავშირდით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონცერტის მეორე დღესვე თურქეთში გაფრინდა...
-- დედოფლისწყაროელ მსმენელზე რას იტყვით? რამდენად კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეები და ორგანიზატორები?
-- სხვათაშორის, გულწრფელად გეტყვით, რომ დედოფლისწყაროში მსმენელი ნამდვილად მოგვყვებოდა. ყველგან ასე არ ხდება... კარგია რომ მაყურებელი აგვყვა. ამას კი მონაწილე მომღერლები ყოველთვის გრძნობენ და ეს მათთვის დიდი სტიმულია.../ქიზიყი/

თამილა გურაშვილი
* * *
როგორ გადაიქცა "პურის ბეღელი" უდაბნოდ?!

გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები მთელი დედამიწის პრობლემაა. გლობალური დათბობა განიმარტება, როგორც დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.მის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები ვერ თანხმდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილება გამოწვეულია საწვავის ჭარბი მოხმარებით.

წვის პროცესში ხდება სათბურის გაზების (ნახშირორჟანგი, აზოტის მჟავა და მეთანი) ადინება ატმოსფეროში. ისინი ბუნებრივადაც არსებობს, მაგრამ როდესაც ხელოვნურადაც გამოიყოფა, ეს ქმნის ჭარბი რაოდენობის კონცენტრაციას და იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მზიდან მოსული სითბოს იმაზე მეტი ნაწილი რჩება, ვიდრე უნდა დარჩეს. თუ დარჩება იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, ეს ატმოსფერულ ტემპერატურას გაზრდის. შემდეგ კლიმატური ცვილებები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შედეგებს იწვევს.

საქართველოში კლიმატური ცვილელებების შედეგების შემჩნევა დედოფლისწყაროს რეგიონში უკვე ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია. ეს ტერიტორია საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატური ცვილებების ჩარჩო კონვენციის მიხედვით დასახელებულია როგორც გაუდაბნოების წინაშე მდგარი ტერიტორია. რეგიონი მდიდარია ნაყოფიერი მიწებით და ვრცელი საძოვრებით, მაგრამ ღარიბია წყლის რესურსით. აქ მცხოვრები ადამიანების ძირითად შემოსავალს როგორც დედოფლისწყაროს მცხოვრები აგროქიმიკოსი და ნიადაგმცოდნე ირა გაიპარაშვილი ამბობს მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი მარინა შვანგირაძე ასახლელებს დედოფლისწყაროსთვის დამახასიათბელ ოთხ პრობლემას. ესენია: ტემპერატურის ზრდა, ნალექების ოდნავი ზრდა, ქარების ზრდა და გვალვების პერიოდები.მარინა შვანგირაძის თქმით დედოფლისწყაროს მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემები არ აწუხებს. „აქ ჩვენ გვაქვს ანთროპოგენული ჩარევაც.“ მოსახლეობამ თვითნებურად გაჩეხა ქარსაფარები. გაზაფხულზე, როდესაც კულტურები ახალი დათესიალია იწყება ძლიერი ქარების პერიოდი, რომელიც ირა გაიპარაშვილის თქმით 15–30 სანტიმეტრს მიწას აცლის ნათესებს ზემოდან, ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც კვებავს მცენარეს. ადრე არსებობდა ქარსაცავი ზოლები, რომლებიც ნათესებს იცავდა. მარინა შვანგირაძეც და ირა გაიპარაშვილიც ამბობენ, რომ მოსახლეობის მიერ ქარსაფარების გაჩეხვის გამართლება შესაძლებელია იმით, რომ მათ სხვა ენერგორესურსი არ აქვთ და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მკაცრი ზამთრის წინაშე სრულიად დაუცველები რჩებიან. თუმცა ირა გაიპარაშვილი იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი მიხვდა თავის შეცდომას. „ქედების ზონის სოფლებში თვითონ მოსახლება არის დაინტერესებული ქარსაცავების აშენებაში, ამბობენ, თქვენ ოღონდ აგვიშენეთ და ჩვენ მივხედავთო. მიხვედნენ იმ შეცდომას რაც დაუშვეს ,ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა, ზოგმა იცოდა, მაგრამ რა ექნათ?“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროლემა არის ის, რომ აღარ ხდება ნიადაგის გამდიდრება სასუქით. როგორც ირა გაიპარაშვილი ისენებს, „ადრე იყო 3-ჯერადი კვება ნიადაგის, ეხლა ეს ხდება ერთხელ და ისიც მხოლოდ ფოსფორის შემცველი სასუქებით, ადრე იყო კალციუმის შემცველიც.“ მისი თქმით ნიადაგის გამდიდრებას მოსახლეობა მოსავლის აღების შემდგომ ყანების გადაწვით ცდილობს. მარინა შვანგირაძის აზრით, ეს რაღაც დროის განმავლობაში კი ზრდის მოსავლიანობას, მაგრამ კიდევ უფრო ფიტავს ნიადაგს. როდესაც მოსავლიანობა მცირდება, ფერმერები ნაკვეთს საძოვრად იყენებენ, მაგრამ შემდეგ გადაჭარბებული ძოვების გამო ეს მიწა საძოვრადაც აღარ გამოდგება და ის უკვე უვარგისია.ირა გაიპარაშვილი მცენარეთა საფარის გაღარიბებაზეც საუბრობს, ის ამბობს: „ადრე რომ გაივლიდი მინდორში, იყო ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი, ახლა ასე არ არის. თუ ასე გაგრძლედა, გაუდაბნოება ელის შირაქს.“როდესაც ფერმერები ვეღარ ღებულობენ მოსავალს და, შესაბამისად, ვეღარ ირჩენენ თავს, ისინი მოდიან დედოფლისწყაროს რაიონიდან და უკვე ეკომიგრანტები ხდებიან, ეს კი მარინა შვანგირაძის აზრით ბევრი მიზეზის გამოა საშიში, ჯერ ერთი ის ტერიტორიები ცარიელდება, ეს კი სახიფათა, რადგანაც დედოფლისწყარო სასაზღვრო ზონაა, აგრეთვე ეს ცუდია სხვა ქალაქებისთვისაც, რადგანაც ამდენი უმუშევარი ადამიანისთვის ახალი სამუშო ადგილების გამოძებნაა საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია და ამას სხვადასხვა ტერიტორიიდან წამოსული ლტოლვილებიც ემატება.მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობა კლიმატური ცვილელებების და უარყოფითი ანტროპოგენული ჩარევის შედეგებს უკვე გრძნობს. თუმცა შესაძლებელია ისინი ამას ზუსტ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ ადრე ერთ ჰექტარ მიწაზე 4 ტონა ხორბალი მოდიოდა, ახლა 1– მოდის და 2 ტონა უკვე ძალიან კარგ მოსავლად ითვლება. პრობლემა იმაშიც არის, რომ გლეხებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახერხონ ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია. მათ აქვთ წინაპრების გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოუარონ მიწას და ნათესებს, მაგრამ ეს ახალ პირობებში ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ მარინა შვანგირაძის აზრით, უნდა მოხდეს ინფორმაციის ფერმერებისთვის და მეურნეებისთვის მიწოდება. ირა გაიპარაშვილი ამობობს, რომ ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც მოსახლე იგრძნობს ამ ცვილებების გამო ეს ეკონომიკური უკუსვლა იქნება.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის იმაში, რომ უნდა დაიწყოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და შემცირდეს ადამიანების უარყოფითი ჩარევა. მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ ქარსაფარების აღდგენასთან ერთად უნდა გაშენდეს ენერგეტიკული ტყე, სადაც დაირგვება ისეთი ხეები, რომლებსაც ნიადაგის რეაბილიტაციის უნარი აქვს. ასე გადარჩება ქარსაფარები, რადგან თუ მხოლოდ ამ უკანასკნელის გაშენება მოხდება, მოსახლეობა მას ისევ გაჩეხავს. მისი აზრით, „აგრეთვე საჭიროა ხორბლის და მრავალწლოვანი კულტურების ისეთი ჯიშების შერჩევა, რომლებიც მშრალ კლიმატს უფრო შეეგუებიან.“ გრძელვადიან პერსპექტივაში შესალებელია ჰესების აშენება და ქარის ენერგიის გამოყენება. /rame-rume/

* * *
ზემო ქედის, ჯაფარიძისა და ოზაანის 8000 მცხოვრებს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს

გადასახადის გადაუხდელობის მიზეზით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობამ დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებს ზემო ქედს, ჯაფარიძესა და ოზაანს, სულ 8 000-ზე მეტ მაცხოვრებელს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის მენეჯერმა გიორგი ბენაშვილმა განუცხადა, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ძალიან ცუდი გადამხდელია.
„მოსახლეობის უწყლოდ დატოვება ცხელ ზაფხულში ძნელია, მაგრამ მათი დავალიანება სოლიდურ თანხას შეადგენს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაფრთხილებთ მათ და თავს ვიკავებდით რადიკალური ზომების მიღებისგან, თუმცა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიამ კატეგორიულად მოგვთხოვა გაგვეტარებინა მკაცრი ღონისძიებები. თავდაპირველად გვინდოდა სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ურჩი გადამხდელებისთვის შეგვეწყვიტა, მაგრამ კარგი გადამხდელების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მთლიანად სოფლებისთვის მოგვიხდა წყლის გადაკეტვა“ - აცხადებს ბენაშვილი. /ICK/

* * *
23 აგვისტომდე რადიო "ჰერეთის" საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავა

2 აგვისტოდან, რადიო "ჰერეთის" საინფორმაციო სამსახური მსმენელს 23 აგვისტომდე ემშვიდობება. როგორც ინტერნეტ–გაზეთ ქიზიყს სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთიდან" აცნობეს, საინფორმაციო გამოშვებები, რომელიც დღის ეთერში ყოველ ნახევარ საათში გადაიცემოდა, დროებით შეწყდება. გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მიიღო.
ქიზიყის ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი სამაუწყებლო სეზონიდან ახალი ამბები ეთერში განახლებული ფორმატით დაბრუნდება.
23 აგვისტომდე დროებით შეჩერებული იქნება რადიო "ჰერეთის" ვებ-გვერდის განახლებაც. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სათნოების სახლს ბიუჯეტიდან დამატებით 10 ათასი ლარი გამოეყო

დედოფლისწყაროს სათნოების სახლ ,,სავანეს" მიმდინარე წელს დამატებით კიდევ 10 000 ლარი გამოეყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. როგორც ცნობილია, ახლახან სათნოების სახლის ბინადრებს გაეროს დაფინანსება შეუწყდათ.

სავანეს ხელმძღვანელი ციცო დარჩიაშვილი ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ უკვე ოთხი თვეა არანაირი დახმარება გაერო-დან არ მიუღიათ, რის გამოც მოხუცების გამოკვება გართულდა: ,,უკვე რამდენიმე წელია გაერო ყოველთვიურად 5 ათასი ლარის ღირებულების პროდუქტებით გვამარაგებდა. ბოლო ორი თვეა აღარანაირი დახმარება აღარ გვაქვს. რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ასე თქვეს, არაფრის საშუალება აღარ გვაქვს, ლტოლვილებსაც ვეღარ ვეხმარებითო. თურმე რაც სურსათი იყო სხვა ქვეყნების დასახმარებლად გაიგზავნა და ჩვენი ლტოლვილებიც დახმარებების გარეშე დარჩნენ. ბოლოს მითხრეს, არაფერი ვიცით, ჩვენი ოფისიც იხურებაო. შესაძლოა, სექტემბრისთვის ისევ დაგეხმაროთო. ერთი წლის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია ჰუმან ბრიჯის დაფინანსებაც შეგვიწყდა და ახლა გაეროს დახმარებაც თუ აღარ გვექნება ნამდვილად რთულ ვითარებაში ვიქნებით. - აცხადებს სავანეს ხელმძღვანელი. /ქიზიყი/


Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы