‘ქართუ ბანკიდან“ წამოსული რამაზ ქურდაძე და ზვიად ხუხუნაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შანტაჟის მსხვერპლი გახდენენ.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ აცობა.
წყაროსვე ცნობით, „ქართუ ბანკის“ ყოფილ თანამშრომელს ზვიად ხუხუნაშვილის კუდ–ის თანამშრომლებმა კომპრომატები დაუდეს, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა.
ხუხუნაშვილს ასევე დაემუქრნენ მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლებთ, თუკი იგი „ქართულ ოცნებაში“ ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებას არ გააკეთებდა.
„ექსპრესნიუსმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, ზვიად ხუხუნაშვილის მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
ასევე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რამაზ ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ირინა ქურდაძის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს.
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, დისა და სიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ქურდაძეს განცხადების საჯაროდ გაკეთება აიძულეს. დაყოლიების პროცესს კუდ–ის ორი თანამშრომელიც ესწრებოდა.
„ექსპრესნიუსი“ შეეცადა კომენტარისთვის ირინა ქურდაძეს დაკავშირებოდა თუმცა, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий