
აქციამ დედოფლისწყაროელების განსაკუთრებული კმაყოფილება გამოიწვია. დარბაზში ხალხმრავლობა დილიდანვე შეინიშნებოდა. დამთვალიერებელთა განმარტებით, გამომცემლობამ დედოფლისწყაროელ მომხმარებელს უამრავი საინტერესო გამოცემა შესთავაზა, ასეთი ღონისძიებები კი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ძალზე მიუწვდომელია. წიგნის მოყვარულები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ხასიათის გამოფენა-გაყიდვები სხვა ქალაქების მსგავსად დედოფლისწყაროშიც ხშირად უნდა ტარდებოდეს.
„ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩვენივე რაიონში მოგვეცა საშუალება, ასეთი ცნობილი გამომცემლობის საინტერესო ლიტერატურა შეგვერჩია და შეგვეძინა. მოგეხსენებათ, რაიონში მაცხოვრებლებისგან ყველა თბილისში სიარულს ვერ ახერხებს და არც წიგნების მაღაზიებსა თუ სხვადასხვა პრეზენტაციებზე სიარულის ფუფუნება აქვს, არადა სოფლად წიგნის მოყვარული ძალიან ბევრია. ამის გათვალისწინებით, მისასალმებელი იქნება, თუ ასეთი ღონისძიებები რეგიონებშიც ტრადიციულ ხასიათს მიიღებს,“ – აცხადებდნენ დამთვალიერებლები.
წარმოდგენილი იყო საბავშო და საგანმანათლებელო-შემეცნებითი ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. გამოფენის გახსნას დაესწრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი. აქცია დედოფლისწყაროში სწორედ მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ,,პალიტრაL“-ის ინიციატივით მოეწყო. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий