
ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ საკითხების დასარეგულირებლად გაცილებით ჰუმანური გზები მოიძებნოს, რაზეც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
ქვემო ქედის მკვიდრი ალექსანდრე ბექაური "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, მათი მეწველი ძროხა ციმბირის წყლულის, ე.წ. ჯილეხის დაავადებით მოკვდა.
,,ბექაურების ოჯახი ჩემთან მოვიდა და მთხოვა მომაკვდავი პირუტყვი დამეთვალიერებინა. როდესაც მივედი აღმოვაჩინე, რომ ციმბირის წყლულის პირველი ნიშნები აღენიშნებოდა. სისხლის დენა ცხვირიდან და უკანა ტანიდან. ასევე პირუტყვი გაბერილი იყო. ვურჩიე, რომ მისი დაკვლა და საკვებად გამოყენება აკრძალული იყო. მივუთითე, რომ ღრმად დაემარხათ, მაგრამ როგორც ვიცი სოფელთან ახლოს, 2 მეტრის სიღრმეზე დამარხეს, რაც დაუშვებელია და დაავადების კერა გახდება," - განუცხადა "ქიზიყს" სოფლის ვეტერინარმა ტრისტან ზაქაიძემ.
,,ამავე ოჯახის ეზოსთან, 100 მეტრის მოშორებით ტრაქტორმა ორმო ამოთხარა და იქ დავმარხეთ," - აცხადებს სოფლის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.
დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახური მთელი დღის მანძილზე დაკეტილი გახლდათ, რის გამოც "ქიზიყმა" უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები ვერ მოისმინა. ვეტერინარი ტრისტან ზაქაიძე კი მომხდარით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ დაავადება მომავალში ისევ იფეთქებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
24 მაისიდან დედოფლისწყაროში ე.წ. ურალის მარკის ავტომობილებით ათეულობით თავდაცვის სამინისტროს მანქანა დედოფლისყაროს შირაქის ქუჩის გავლით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაემართა.
თვითმხილველები გიორგი ლაპიაშვილი და ემზარ არაბული "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, რომ რაზმის წევრებით დაკომპლექტებული ათამდე სამხედრო მანქანა პირადად ნახეს. სამხედრო პირები შეიარაღებულები იყვნენ, რის გამოც მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ინფორმაციის გადამოწმება "ქიზიყმა" დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან პოლკოვნიკ დემურ კეკენაძესთან სცადა.
დემურ კეკენაძე: ,,ჩვენ ურალის ტიპის ავტომობილები არ გვყავს. მითუმეტეს ათამდე მანქანა ჩვენი არ იქნებოდა. არაფერი ვიცი, ჩვენი მესაზღვრეების გადაჯგუფება ან ცვლილება არ მომხდარა და ვერაფერს გეტყვით".
მომხდარის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმაც გაავრცელა. მათი ცნობით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაძლიერებულია. ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმიც იცავს. სასაზღვრო პოლიციაში სასაზღვრო - გამშვები პუნქტების დაცვის ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა სპეცრაზმის საზღვრებთან მობილიზება სწორედ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
მოზარდების საცხოვრებელი სახლი ავარიულია. პირველ სართულზე ოთახები დანესტილია, იატაკი დაზიანებულია, ნესტისგან კედლებიდან ბათქაში ცვივა. მეორე სართულზე კი ჭერი ჩამოწეულია და კედლები დაბზარული.
სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო განმეორებით გადაამოწმებს. კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი შუამდგომლობით სააგენტოს გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმართავს.
„ოჯახი შეყვანილია დამატებით სიაში და ვაუჩერებს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან. მარჩენალის პენსია ბავშვებს უახლოეს დღეებში დაენიშნებათ. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ჩვენ ვუშუამდგომლებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ ოჯახი განმეორებით გადამოწმდეს. ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილება ამ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
* * *
კახეთის გამგეობებში საჯარო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ?!
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას მალავს. ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი მტკიცებით ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია.
,,კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოდან მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოითხოვა. კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მათი ცნობით, რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის 30% ადმინისტრაციულ ხარჯებს შეადგენს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებენ. 2010 – 2011 წლებში ხელფასთან ერთად პრემიები აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებსაც.
გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა პრემია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს, რასაც ოპოზიციური პარტიების საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროს რაიონში, ე.წ. „ჩათმის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 000 ჰექტარზე კალია გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ზურა თეთვაძემ განუცხადა, კალია სწრაფად მრავლდება და მავნებლის სალიკვიდაციოდ ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი.
„ვცდილობ, რომ საკუთარი ძალებით შევწამლო სახნავ - სათესი ნაკვეთები. კალია ხორბლის და სიმინდის ნათესებს ჭამს და თუ ტერიტორია მალე არ შეიწამლა, მოსავალს გაანადგურებს“, - აღნიშნა ზურა თეთვაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის იტალიური ან მაროკოული კალია, ამერიკული თეთრი პეპელა.
„საფრთხის ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები წელსაც გატარდება, დაახლოებით მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ. /ICK/
* * *
სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადაეცათ
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადასცა. დოკუმენტები გადაეცა მრავალშვილიან ქალბატონს და მის ხუთ შვილს. მათ მოწმობები საერთოდ არ ჰქონდათ და ამიტომ მათთვის დაბადების იურიდიული ფაქტების დადგენა გახდა საჭირო.
ბოშების დოკუმენტაციის საკითხზე ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“ იმუშავა თავისი პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმოქნე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. ეს ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც მოქალაქეობის არქონის საფრთხის წინაშე დგანან.
რადიო „თავისუფლების“ ვიდეომასალა>>
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს, სადაც ოთხი ობოლი ბავშვი იზრდება, არც ელექტროენერგიის და არ სურსათის ვაუჩერები არ მისცეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა განუცხადა, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოფლის გამგებელს, რაიონის გამგეობას, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ობოლი ბავშვები ვერც პენსიას იღებენ და ვერც სოციალურ დახმარებას, რის გამოც მათ უკიდურესად უჭირთ.
მაია გავაშელიშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციის იურისტები გავაშელიშვილების ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ბავშვებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ, რომ პენსია და საარსებო შემწეობა დაენიშნოთ. /ICK/
დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის მხოლოდ ორიოდ წარმომადგენელი გამოცხადდა, რის გამოც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკურმა წუხილი გამოთქვა და ოპოზიციის ადგილობრივ წევრებთან თანამშრომლობისა და მათი შენიშვნების გაზიარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარინა ოთარაშვილმა სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მას დედოფლისწყაროში მუშაობისთვის არც რაიმე სახის დაბრკოლება აქვს და არც შენიშვნის წარდგენას გეგმავდა, ამიტომაც დარბაზი მალევე დატოვა.
„ქიზიყთან“ წინასწარ გაკეთებული პირობის მიუხედავად, სხდომაზე არც ლეიბორისტების, არც „ახალი მემარჯვენეებისა“ და არც სხვა პარტიების წარმომადგენლები გამოჩენილან.
გაზეთი „ქიზიყი“ იმის გარკვევას ეცადა, რატომ არ გამოცხადდნენ ოპოზიციონერები სხდომაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ მათ დიდ ნაწილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
,,დამავიწყდა და ვერ მოვედი. გვიან გამახსენდა. ოჯახური პირობების გამო ვერ მოხერხდა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ „ახლების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოსო ბეჟანიშვილმა.
,,ჩვენ ყველა ოპოზიციონერს დავუკავშირდით და პირადად ვაცნობეთ, რომ 12 საათისთვის გამოცხადებულიყვნენ. დიდი ხანი ველოდეთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა,“ - აცხადებს დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბულაშვილი.
საოლქო-კომისიაში აღნიშნეს, რომ მათი გამოცხადების შემთხვევაში სხდომაზე დაყენებულ შენიშვნებს ცესკო-ს გადაუგზავნიდნენ, სადაც ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები საკითხს თბილისშიც დააყენებდნენ, თუმცა სამწუხაროდ, დედოფლისწყაროელმა ოპოზიციონერებმა საოლქო კომისიასთან თანამშრომლობა არ ისურვეს და ბოიკოტს მიმართეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე ცხოველების ახალი სახეობების ნამარხები აღმოაჩინეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის მიერ სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნამარხი _ ფაუნის პალეო ნტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩენეს.
აღმოჩენილია, მასტოდონტის, ხმელთაშუაზღვის კუს, თანამედროვე შვლის წინაპრის, ანტილოპას, ჰიპარიონის - ცხენის სამთითა წინაპრის, გარეული ღორის წინაპრის და ხმელეთის ლოკოკინების ახალი სახეობების ნამარხები. /ქიზიყი/
ფინანსურმა პოლიციამ დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007“–ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს რაიონიდან ინტერნეტ–გაზეთი „ქიზიყი“ ავრცელებს. ამ ფაქტს ადასტურებენ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაშიც.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად გაბერილია:
,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.
ექს–ლეიბორისტი ზურაბ ყოჩიაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი მეუღლე, დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჩოხელი „ქიზიყის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
რადიო 24-ის და ქიზიყი.ge-ს ერთობლივი პროექტი, ტოქ-შოუ დიალოგი ილია მარტყოფლიშვილთან ერთად.
სტუდიის სტუმარია, ხელისუფლების თანაგუნდელი და ზურაბ ჟვანიას კურსელი, ლია კვაჭაძე.
ის დღემდე ნაციონალური მოძრაობისთვის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად და დასაყრდენად მოიაზრებოდა როგორც დედოფლისწყაროში ისე დედაქალაქში.
მან ახლახან პარლამენტის რეგისტრაციისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ქიზიყი.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, აქტიური ნაციონალი ოპოზიციაში გადადის.
ლია კვაჭაძე ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მხარდაჭერაზე ისაუბრებს და სახელისუფლებო გუნდიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს.
რადიო24-ისა და ქიზიყი.ge-ს ერთობლივი პროექტი - თოქ შოუ დიალოგი ილია მარტყოფლიშვილთან ერთად
გადაცემის სტუდიის სტუმარია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლია ჩოქური.
ის ახლახან გიორგი თარგამაძემ ამავე პარტიის დედოფლისწყაროს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“
დედოფლისწყაროს შტაბს თანაპარტიელების გადაბირებასა და მათთვის შესაძლო თანხების დარიგებაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, მერამდენე დღეა ქრისტიან დემოკრატებიდან ქართული ოცნების შტაბში უკვე ათამდე ადამიანი გადავიდა.
ასევე, რატომ შეცვალა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულმა ორგანიზაციამ მაჟორიტარობის კანდიდატი, რატომ გადაიფიქრა „ჩორნამ“ არჩევნებში კენჭისყრა, ხომ არ ერია ამაში ხელისუფლების ხელი და რა ეჭვები არსებობს თარგამაძის პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამის გარკვევას დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით.
რადიო 24-ისა და ინტერნეტგამოცემა ქიზიყის ერთობლივი პროექტი, თოქ-შოუ დიალოგი ილია მარტყოფლიშვილთან ერთად.
გადაცემის სტუმარია კახა კუკავას პარტიის, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამილა გურაშვილი. ის ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
რატომ მიიჩნევს გურაშვილი, რომ მისი გამარჯვების შანსი დედოფლისწყაროში ამჟამად არსებულ ვითარებაში არარეალურია - და ამ ფონზე რატომ გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურის დასახელება დედოფლისწყაროს ოლქში.
რას ფიქრობს, კუკავას თანაპარტიელი მათი გუნდის რუსული ფულით დაფინანსებასთან დაკავშირებით და რა შეფასებებს აკეთებს გურაშვილი კუკავას პარტიის პრორუსულობასა და მისი დამფინანსებელის ებრალიძის შესახებ.
ასევე, რამ აიძულა „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი დამოუკიდებელი მედიიდან ოპოზიციაში გადასულიყო და რატომ ფიქრობს, რომ რუსული ბაზრის დაბრუნება დედოფლისწყაროს დადებითად წაადგება.
„რადიო24“–ისა და ინტერნეტ გამოცემა „ქიზიყის“ ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა „კვირის ბოლოს“#17 (აუდიო) 11 აგვისტო
ფრთხილად ძაბვაა!!! ტრაგიკული კვირა დედოფლისწყაროსთვის და გამწარებული ოჯახები... ერთ კვირაში დენის დარტყმის შედეგად დედოფლისწყაროში ორი ახალგაზრდა დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - მოქალაქეთა გაუფრთხილებლობა თუ რაიონში მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა?
დახმარების გარეშე დარჩენილი ღატაკები და სიმართლეს გაქცეული სოციალური სააგენტოს ადგილობრივი უსტაბაში - რატომ გაიქცა კაბინეტიდან დედოფლისწყაროს სოციალური სააგენტოს უფროსი და რა აქვს დასამალი ზურაბ ზურაშვილს? რატომ აქცია ჟურნალისტების დაკიდება ტრადიციად და არიდებს თუ არა ზურაშვილი თავს საკუთარი არაობიექტური მუშაობის გამომზეურებას
ფიროსმანის სამი ორიგინალის დაკარგვის საფრთხე არსებობს - ექსკლუზიური ინფორმაცია ქიზიყი.ჯიმ გაახმაურა. რა შედეგი აჩვენა ექსპერტიზამ და ჩაუტარდება თუ არა რესტავრაცია მირზაანში დაცულ ფასდაუდებელ ნამუშევრებს - ამას მუზეუმის მმართველის ნელი გობეჯიშვილის აუდიო კომენტარიდან მოისმენთმედიაში გავრცელებული შეფასებების მიხედვით, პრეზიდენტმა ქალი, რომელსაც დახმარებას დაპირდა, შეცდომაში შეიყვანა. პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი და ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბი სააკაშვილს დედოფლისწყაროელი ქალბატონის მოტყუებაში ადანაშაულებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ცე ჰეპატიტით დაავადებულები დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებენ და საკითხის გადადების შემთხვევაში ისინი დაიღუპებიან.
სინამდვილეში კი, როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ქალბატონი მეორე დღესვე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა და ყველა საჭირო და ძვირადღირებული პროცედურა ჩაუტარდა. როგორც ცისანა მიგრიაულმა „ქიზიყს“ განუცხადა, მკურნალობის კურსს ახლაც გადის და მის ოჯახს ამაში თეთრიც არ დახარჯვია.
ცისანა მიგრიაული მადლიერების სიტყვებს არ იშურებს და აცხადებს, რომ ამ თანხის გადახდას და შესაბამისი სამკურნალო კურსის გავლას დამოუკიდებლად, საკუთარი მწირი შემოსავლებით ვერასოდეს შეძლებდა. მისი თქმით,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მას დღეში რამდენჯერმე უკავშირდება და ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება. მიგრიაული არ მალავს, რომ არც დედოფლისწყაროს გამგეობიდან წამოსულ ამხელა ყურადღებას ელოდა. /ქიზიყი/
დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს დიმიტრი ხუმარაშვილს მიკროავტობუსი ჩამოართვეს და ისე, რომ ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
4 აპრილი – რადიო24–ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”
(ახალი პროექტის წინა გამოშვება მოსმენილია 1069 ვიზიტორის მიერ)
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უცხოელ ინვესტორებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა მიმდინარეობს. ვაჩნაძის ქუჩის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ 15 წელია ამუშავებენ საუბნო მიწას, რომელიც მდებარეობს შირაქში ნაზარლების ტერიტორიაზე. ამჟამად 19 ოჯახიდან უმეტესობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მიწების პრივატიზებას და რჩებიან საარსებო ლუკმის გარეშე.
როგორც ვაჩნაძის ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, მიწის დასაკანონებლად იმდენად დიდი თანხაა საჭირო, რომ ისინი ვერ შეძლებენ პრივატიზებას. არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურს ამ მიწების ხელში ჩაგდება და უცხოელებზე გაყიდვა, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
,,სოფელ ზემო ქედის, არხილოსკალოს მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტრომ გაუყიდა 3050 ჰექტარი მიწა, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა დღემდე აპროტესტებს 1050 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების გაყიდვას, თუმცა, უშედეგოდ. ქიზიყელი ხალხი ოდითგანვე მიწების დამუშავებით ირჩენდნენ თავს, ახლა მათ ეს საშუალება მთავრობამ წაართვა და დატოვა უსახსროდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიწების სოლიდურ ნაწილს უცხოელი ინვესტორები ფლობენ" - აცხადებს გურაშვილი.. "თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ უკანონობას და მოითხოვს, გლეხებს უსასყიდლოდ დაუბრუნონ მიწები, რათა მათ მოახერხონ მიწების დამუშავება და შესაბამისად ოჯახის გამოკვება. /ქიზიყი/
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში გლეხებისთვის გამოყოფილი ტრაქტორით სოფლის რწმუნებული სარგებლობს – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.
რას პასუხობს ბრალდებებზე თავად რწმუნებული და პრობლემები, რომელიც ჯაფარიძის მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს.
ჟურნალისტმა კახა კუპატაძემ ერთი სამუშაო დღე სოფელ ჯაფარიძეში გაატარა და რეპორტაჟი მოამზადა.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ჯაფარიძე რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. პრობლემა, რომლის წინაშეც ადგილობრივები აღმოჩნდნენ, სოფლისთვის გამოყოფილ ტრაქტორს ეხება. რადიო "ჰერეთთან" ჯაფარიძეში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათთვის გამოყოფილი ტრაქტორით მხოლოდ რაიონის ხელმძღვანელობა, კერძოდ სოფლის რწმუნებული სარგებლობს, ჩვეულებრივ გლეხს კი მიწა დაუმუშავებელი რჩება. ისინი სოფლის წრმუნებულს უყურადღებობაშიც ადანაშაულებენ.
გარდა იმისა, რომ მოსახლეობას სოფლისთვის გამოყოფილი ტრაქტორით სარგებლობის საშუალება არ აქვს, ისინი არაინფორმირებული არიან სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე. როგორც ადგილზე გაირკვა, არ შემდგარა სოფლის კრება, სადაც პრიორიტეტების დასახელება უნდა მომხდარიყო. მათ არც ის იციან წელს სოფლისთვის რამდენია გამოყოფილი და ამ თანხით რა სამუშაოების განხორციელება დაიგეგმა.
სოფელ ჯაფარიძეში სხვა პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც მათი თქმით, სერიოზულ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე. ჯაფარიძის ერთ-ერთი მკვიდრი თენგიზ გომელაური ირწმუნება, რომ საწვავის მაღალი ფასის გამო ბევრმა ოჯახმა მიწის დამუშავებაზე უარი უკვე თქვა.
ჯაფარიძეში ზამთრისთვის სათბობი მასალის სიძვირეზეც ჩივიან. მათი თქმით, სოფელს ტყე არ აქვს, ამიტომ შეშის ყიდვა უწევთ, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში 500 ლარზე მეტი ღირს. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მის ყიდვას ვერ ახერხებს.
სოფელ ჯაფარიძის მაცხოვრებლების ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი გამოეხმაურა და ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
რადიო "ჰერეთს" სოფელ ჯაფარიძეში უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასმა არ დაიკლო და ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურ ღონისძიებებს არ გაატარებს, მომავალი წლიდან რაიონში მიწები მასიურად დასამუშავებელი დარჩება.
რაც შეეხება ტრაქტორებს, როგორც ადგილზე ირწმუნებიან, იმ შემთხვევაში თუ მათ ტექნიკით სარგებლობის საშუალებას არ მისცემენ, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერებს შეაგროვებენ და რაიონის პირველი პირების დასჯას მოითხოვენ.
კახა კუპატაძის აუდიო-რეპორტაჟი სოფელ ჯაფარიძიდან>>
რა დასკვნა დამალა ,,ტელე–იმედმა“ და რა დაპირისპირება მოჰყვა სიუჟეტს სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობაში?
ალაზანს იქით დარჩენილი საქართველო
"ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი"
სტრატეგიის გარეშე დარჩენილი სტრატეგიული დარგი
მოძღვარმა საჯარო რეესტრის თანამშრომლები წერილობით დაწყევლა
ჩაწყობილია? - ტარიელ ღარიბაშვილმა პროკურატურის გადაწყვეტილების შინაარსი წინასწარ იცის
მგონი, ღირს! არ მეთანხმებით?
ლექსო ლეკიაშვილის სტატია იხილე ვრცლად>>
სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამა, მათ შორის დედოფლისწყაროს რაიონში სარწყავი სისტემების დანერგვა "საპარტნიორო ფონდის" ფარგლებში განხორცილდება. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა. მელიქიშვილი თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმცირესობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსების შესახებ კრიტიკას გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება ოპოზიციას, რომელიც ანაკლიაში წყალსადენების და კანალიზაციის მოწყობას ზეიმების დაფინანსებას უწოდებს. "მიჭირს პოლემიკაში შევიდე ოპოზიციასთან, რომელიც ანაკლიაში წყალსადენების და კანალიზაციის დაფინანსებაზე იძახის, რომ ჩვენ იქ ზეიმების მოწყობას ვაფინანსებთ", - აღნიშნა მელიქიშვილმა. რაც შეეხება 150 მილიონს, რომელსაც სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოს, დეპუტატის მტკიცებით მექნიზაციისთვის განკუთვნილი 29.5 მილიონი ლარი დღეისთვის უკვე დევს საპარტნიორო ფონდში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
საგულისხმოა, რომ საბოლოო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაკავებულ კასიანოვების დედა, მარიკა ვაირადიანი მოკლულის ერთადერთ ვაჟს ალექსანდრე მაისურაძეს მოკვლით დაემუქრა და გააფრთხილა: "ახლა შენი ჯერიაო". დაზარალებულები შეშფოთებულნი არიან და შიშობენ, რომ დიდი შანსია კასიანოვებმა მუქარა ამჯერადაც სისრულეში მოიყვანონ და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი შეიწირონ... ნუშო თეთრაძემ რაიონულ პოლიციას სპეციალური განცხადებით უკვე მიმართა. ამგვარი განცხადება სამართალდამცველებმა წინა შემთხვევაში სამწუხაროდ რეაგირების გარეშე დატოვეს, რის გამოც, ბოროტმოქმედებმა მარინა მაისურაძის მოკვლაც მოასწრეს. უიმედოდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ჟურნალისტებს გვთხოვს, უახლოეს დღეებში კი, სახალხო დამცველს მიმართავს.
სტატია იხილეთ ვრცლად>>>
საიტის საკონტაქტო ტელეფონი - 8(93) 275-275 ; E-mail: gazetiqiziyi@yahoo.com ; მოგვწერეთ ელ-ფოსტით, სურვილის შემთხვევაში თქვენი წერილები გამოქვეყნდება. გვიამბეთ თქვენი პრობლემის შესახებ. ჟურნალისტთა საგამომძიებლო ჯგუფი გადასინჯავს და გააშუქებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. იმეგობრეთ და ითანამშრომლეთ ჩვენთან!!!
სარედაქციო კ ო ლ ე გ ი ა: - ადმინისტრატორი: ირაკლი კანდელაკი; პასუხისმგებელი მდივანი: ელზა ჩერქეზიშვილი; მენეჯერი: გიორგი ლაღიძე; კომპიუტერული გრაფიკა: ბექა ხუციშვილი; დიზაინერი: მაია მაძღარაშვილი; ფოტო-რეპორტიორი: გიორგი მარჯანიძე; სარეკლამო სამსახურის უფროსი: თამუნა ბერიაშვილი
მედია-ჯგუფი: ბესიკ გულაშვილი, ნათია ოგბაიძე, ხატია ქადაგიძე,
მედია-ჯგუფი ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი პრესის პრინციპებით და არ გამოხატავს არცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს... გამოქვეყნებულ სტატიებზე ესა თუ ის შენიშვნები მიიღება წერილობით, ელექტრონულ მისამართზე. რედაქცია სიამოვნებით დაგითმობთ ადგილს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით...