ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ელექტრონულ ფოსტაზე ერთი ძალზე საინტერესო და შეიძლება ითქვას სკანდალური წერილი მივიღეთ... მართალია წერილი ანონიმურია და გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტაც სახელდახელოდ ჩვენთან გამოსაგზავნად არის შექმნილი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ წერილი უდაოდ საინტერესოა და საკმაოდ ხმაურიან განცხადებებსაც შეიცავს...
"ქიზიყმა" გადაწყვიტა, ანონიმურობის მიუხედავად ფოსტით მიღებული წერილი სრულად და უცვლელად გამოაქვეყნოს. აქვე დავძენთ, რომ რედაქცია, თავის მხრივ, წერილში დაფიქსირებულ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, პოზიციის დაფიქსირების საშუალებას აუცილებლად მისცემს...* * *
...ყველაფერი მოქალაქეთა კავშირიდან დაიწყო (ასაკი არ უწყობდა ხელს თორემ ნამდვილად კომუნიზმის ვარსკვლავიც იქნებოდა), მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მუდმივად ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და საჭირო ხალხს შეემჩნია. აკი მოახერხა კიდეც და ლევან ბაღაშვილი საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად შევიდა. სულ მალე ბურჯანაძე-დემოკრატებში გადაბარგდა. მოქალაქეთა კავშირში გამობრძმედილს არ გასჭირვებია აქაც პოზიციების გამყარება, სულ მალე აქედანაც გადაბარგდა ნაციონალურ მოძრაობაში.
მოკლედ ყოველთვის ახერხებდა კოჭლი ცხვარივით ყოველი ფარის შემობრუნებაზე თავში მოხვედრას! მაგრამ მისი მიზნები უფრო შორს მიდიოდა... 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბატონი ლევანი როგორც გამოცდილი პარტიული მუშაკი, ნაციონალური პარტიის შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროისთვის რაღაც სასიკეთო ძვრები იყო დაწყებული რაიონში და ბატონი ლევანის მიზანს რაიონის ხემძღვანელის პოსტი ხელში ჩაეგდო შორეული პერსპექტივა უჩანდა. ისარგებლა რა შტაბის უფროსის ბატონი ნიკოლოზ ბენიანიძის გამოუცდელობით ბატონმა ლევანმა,ყოფილ თანაგუნდელ და მასსავით მოქალაქეთა კავშირიდან ნაცებში გადმობარგებულ, ყოფილ ქალაქის მერთან და 2007 წლისთვის საკრებულოს ერთერთი კომიტეტის თავჯდომარე თენგიზ გონაშვილთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ნაცებს არ მოეგოთ.
ამას ის ფაქტებიც ადასტურებს ნათლად, რომ ბატონი თენგიზის და რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობდა ქალბატონი მარიეტა გონაშვილი ღიად ეწეოდა აგიტაცია პროპაგანდას ოპოზიციის სასარგებლოდ,რაც მოქალაქეთა გაოცებას იწვევდა. ბატონი ლევანის მუდმივი აგიტატორები რომლებიც არც ამ არჩევნებამდე და არც ამის შემდგომ არჩევნებზე,სხვა მხარეს არ ყოფილან რატომღაც ოპოზიციის რიგებში აღმოჩდნენ (მაგ: მაყვალა მაძღარაშვილი), მისი მეგობრებით დაკომპლექტებული ოპოზიციონერებიც, რატომღაც მაშინ გააქტიურდნენ (მეგობრები, რომ იყვნენ ეს ბოლო არჩევნებზე იმდენად აშკარა გახდა იძულებული გახდა,მათთვის თბილი სავარძლები შეეთავაზებინა).
მოკლედ ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც ბატონებმა დაგეგმეს. ასე შეწირეს პირად ინტერესებს ბატონებმა პარტიის ინტერესები და საპრეზიდენტო არჩევნები!!! ამის შემდეგ ბატონი ლევანი და ბატონი თენგიზი ჩავიდენ საჭირო ხალხთან და უთხრეს, ხომ ხედავთ ჩვენ თუ არ ვართ ქალაქის სათავეში არჩევნებს ვერ ვიგებთო და სულ მალე ბატონი თენგიზი საკრებულოს თავჯდომარედ მოგვევლინა, ხოლო ლევანის გამგებლის სავარძელი შესთავაზა. ყველაზე საინტერესო აქედან დაიწყო, ბატონი ლევანი დანიშვნის დღიდან ალაპარკდა ვიწრო წრეებში, რომ თურმე თენგიზის და ოპოზიციონერი იყო და მთავრობის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ამ ყველაფერს ის ავბედითი 2008 წლის აგვისტოც დაემთხვა და ბატონი თენგიზის საკრებულოში ხუმრობით ნათქვამი სიტყვები რუსები მოვიდნენ და სანამ დროა ქუდები შემოვიტრიალოთო (ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო,,,,), სადაც საჭირო იყო იქამდე მიიტანა ბატონმა ლევანმა. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის უკვე იმდენი ინფორმაცია იდო ბატონ თენგიზზე, რომ ლამის ფსბ-ეს აგენტად გამოაცადხეს და ისე ამოაგდეს ნაცების სიიდან.
ბატონ თენგიზს მიაყოლა ბატონმა ლევანმა ყველა მისთვის არასასურველი კადრიც. ამის შემდგომ არ გასჭირვებია საკრებულოს თავჯდომარის პოსტის მოპოვებაც, ფაქტიურად უალტერნატივოდ გამოაცხადა თავი. თავი კარგად რომ გამოეჩინა და ნაცებისთვის სამაგალითო წევრად წარედგინა თავი, ყველა მეგობარი ოპოზიციონერი ბოლომდე გაწურა და ბოლომდე დახარჯა თავისი შესაძლებლობები.
სამწუხაროდ გაეშიფრა მეგობრები რომლებიც მოქალაქეთა კავშირის დროიდან მხარში ედგნენ და იძულებული გახდა, ისინი საჯარო სამსახურებში თბილ ადგილებზე დაესვა, (დროებით მაინც რომ სხვებმა დაინახონ როგორ უფასებს ამაგს ერთგულებს, თორემ გამზრდელ თენგიზს ისეთი დამართა ალბათ არც ამათ დაინდობთ თუ მას დასჭირდება) როდესაც ბატონმა ლევანმა მაგრად მოიმაგრა გვერდები და ყველგან თავისი გაუნათლებელი და ადვილად სამართავი მეგობრები დანიშნა ჩათვალა, რომ დრო იყო უფრო გაეფართოვებინა თავისი შესაძლებლობები და ნელ-ნელა დაუწყო დეპუტატს ბატონ ავთანდილ ლეკიშვილს ზურგსუკან, მიწის ამოთხრა, მის ახლო წრეში უკვე ხშირად გაიგებთ საუბრებს იმაზე, რომ ბატონმა ავთომ კოლმეურნეობა შეჭამა და კომუნიზმის გადმონაშთია. როდესაც ბატონ ავთანდილს მიმართავენ მოქალაქეები რამე თხოვნით, რომელიც საკრებულოს ან გამგეობის ქვემდებარეა ბატონი ლევანი ცდილობს მისი ავტორიტეტი შელახოს და მხოლოდ მას შემდეგ მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა რაც უშუალოდ მას მიმართავენ თხოვნით. ეს ყველაფერი ძალიან გავს ბატონი თენგიზის ისტორიას.
P.S დეოფლისწყაროელებს ძალიან უყვართ ზედმეტი სახელების დარქმევა. მაგალითისთვის ბატონ თენგიზ გონაშვილს (ჭიას) ეძახიან, ბატონ ავთანდილ ლეკაშვილს (რეიგანას), ხოლო ბატონ ლევანს დიდი სიყვარულით მისი დემოკრატიული და ლიბერალური შეხედულებების გამო (პუტინა) დაარქვეს... ჰოდა ბატონმა ლევანმა თუ ამ ტემპით გააგრძელა წინსვლა, იქნებ თავის მოსახელესაც აუსრულოს ოცნება და მიშიკოც მოიშოროს, მისი ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ 1 წელში საკრებულოს წევრობა ამოწურა 2 წელში გამგებლობა, ეხლა ალბათ საკრებულოს თავჯდომარეობასაც გაუვა ყავლი მალე და ვინ იცის სად ვიხილავთ!!!
(ავტორი მითითებული არ არის.
პასუხის გაცემის მსურველებს შეგიძლიათ მოგვწეროთ ფოსტაზე gazetiqiziyi@yahoo.com თქვენს პოზიციასაც გამოვაქვეყნებთ)
Комментариев нет:
Отправить комментарий