понедельник, 7 июня 2010 г.

რატომ განხორციელდა სოფელ გამარჯვებაში სისხლის აღება და როგორ ამოწყდა ოჩიაურების ოჯახი?!...


2003 წლის 18 ა
გვისტოს გვიან ღამით, მარიამობის დღესასწაულზე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვების მცხოვრებნი ხანძრის ხმამ გამოაღვიძა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვებაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 36 წლის მერაბ ოჩიაურმა, საკუთარი დედა 71 წლის ნინო ოჩიაური თავში ნაჯახის ჩარტყმით უმოწყალოდ მოკლა. შემდეგ კი დედის დაჩეხილ ცხედარს ბენზინი მიასხა და საკუთარ სახლთან ერთად გადაწვა... საქმეში დედოფლისწყაროს პოლიცია მალევე ჩაერთო, გამოძიება დავით დუღაშვილს დაევალა.
რა მოხდა დედა-შვილის ურთიერთობაში? რატომ გაიმეტა შვილმა მშობელი დედა სასიკვდილოდ? დეტალების გასარკვევად გაზეთი ქიზიყი გარდაცვლილ ნინო ოჩიაურის დას მარიამ გოგოჭურს ესაუბრა.
მარიამ გოგოჭური (გარდაცვლილის და): ,,მერაბი ძალიან ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდა იყო. მხატვრობისა და ხეზე კვეთის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მისი ნამუშევრები ნათესავების სახლების კედლებს დღემდე ამშვენებს... მშობლებმა ჩემი დის შვილი სკოლის დამთავრებისთანავე სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში, ჩელიაბინსკში გააგზავნეს. ამის შემდეგ მოვლენები უცნაურად განვითარდა. მერაბმა მშობლებთან, ძმასთან და ახლობლებთან, რატომღაც, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. 10 წელი ისე გავიდა, არავინ იცოდა სად ცხოვრობდა სამშობლოდან გადახვეწილი მერაბი!. ამასობაში მის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მერაბის მამას ახალგაზრდობაში ხევსური კაცი შემოაკვდა. ხევსურებმა კი მოგეხსენებათ, შურისძიება სისხლის აღებით იციან. მოკლულის შვილი გაიზარდა და გადაწყვიტა ოჩიაურებზე შური ეძია. 1993 წელს მან ვერაგულად მოკლა მერაბის მამა, ქაქუცა ოჩიაური.
თავს დამტყდარი უბედურებიდან 40 დღეც არ იყო გასული, რომ მერაბის უფროსმა ძმამ, ნოდარმა მამის სიკვდილით მიყენებულ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო და საკუთარ ეზოში, ხეზე თავი ჩამოიხრჩო. რადგან მერაბს ოჯახთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, ცხადია არ გაუგია ძმისა და მამის გარდაცვალების ამბავი. - იხსენებს მოკლული ქალბატონის და.
დაქვრივებული, შვილმკვდარი და შვილგადაკარგული მოხუცი ნინო ოჩიაური ტრაგედიის შემდეგ სამი წელი მარტოდმარტო გაჭირვებაში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა ერთადერთი ოჯახისწევრის შესახებ. უნუგეშოდ დარჩენილ დედას, მეორე შვილიც გარდაცვლილი ეგონა და ამით ხსნიდა მის ათწლიან გაუჩინარებას.
ყველასგან მოულოდნელად მერაბი სოფელში მეათე წელს დაბრუნდა. როგორც მისი ახლობლები გაზეთ ქიზიყთან საუბრისას იხსენებენ, მერაბი ძალიან განიცდიდა ძმისა და მამის გარდაცვალებას. ნათესავებმა მერაბს უცნაური ცვლილებებიც შეამჩნიეს.
ძალდატანების მიუხედავად მერაბი არავის ეუბნებოდა სად და როგორ გაატარა ეს წლები, ან რატომ გაწყვიტა კავშირი სამშობლოსთან.
მარიამ გოგოჭურის ნაამბობით: ,,რუსეთიდან დაბრუნებულ მერაბს უცნაური ქცევები ახასიათებდა. ყველას გვიკრძალავდა იქ გატარებულ იდუმალ წლებზე საუბარს. მოულოდნელად ფსიქოლოგიური გადახრებიც გამოამჟღავნა. ამბობდა, რომ უცხოპლანეტელებთან ამყარებდა კონტაქტს და საქართველოს გადასარჩენად კოსმოსში გაფრენას აპირებდა... ამ დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარავისთან ურთიერთობდა. ჩემი და, ნინო ძალიან დარდობდა. ვცდილობდით, ერთად გაგვერკვია რა მოხდა რუსეთში, რამაც ახალგაზრდა კაცის ფსიქიკაზე ასე რადიკალურად იმოქმედა. მერაბი ხშირად ატარებდა რაღაც უცნაურ ცდებს, რითიც უცხოპლანეტელების ჩამოყვანას გეგმავდა. ერთხელ, მორიგი ცდის დროს რაღაც აუფეთქდა, რითიც მისი ფსიქიკური გადახრები უფრო გაუარესდა. ამ აფეთქებით ხელი ძლიერად დაიზიანა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მერაბის ძლიერი ფსიქიკური აშლილობისა, მეზობლები მას დადებითად ახასიათებდნენ და აცხადებენ, რომ ხალხის მიმართ აგრესიული არ იყო: ,,მისი ჩხუბი და ყვირილი არავის გაუგონია. პირიქით, მუდმივად მარხვას ინახავდა და ლოცულობდა. ბოლო პერიოდში ხორციან საკვებს საერთოდ არ ეტანებოდა. - აცხადებენ ოჩიაურების მეზობლები.
მერაბის ნათესავებისგან ერთი პარადოქსული ფაქტიც შევიტყვეთ.
დალი გოგოჭური (მერაბის დეიდაშვილი): ,,მერაბს ქათამიც არასოდეს დაუკლავს, რომ გვეთხოვა მუდმივად უარს მივიღებდით. ამბობდა - ამ ცოდვას ვერ დავიდებო...
კიდევ ერთი პარადოქსი. სამშობლოში დაბრუნებული მერაბი, ექვსი წლის მანძილზე მშობლის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა. ავადმყოფ დედას თავად უვლიდა, ნემსებსაც თვითონვე უკეთებდა.
საინტერესოა, რა მოხდა 2003 წლის აგვისტოში ისეთი, რამაც დადა-შვილის ურთიერთობის ტრაგიკულად დასრულება გამოიწვია?!.
2003 წლის 28 აგვისტოს ღამის 2 საათზე ოჩიაურების მეზობლები ცეცხლის ძლიერმა გვრგვინვამ და კვამლის სუნმა გამოაღვიძა. პირველი შეტყობინება დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურში შევიდა. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს. ისინი განადგურებულ სახლში შევიდნენ და....
როგორც დედოფლისწყაროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის იმჟამინდელი უფროსი ვაჟა მარტყოფლიშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში იხსენებს, გადამწვარ შენობაში ნინო ოჩიაურის დამწვარი გვამი თავდაპირველად სწორედ მეხანძრეებს აღმოუჩენიათ.
გვამის შენობაში აღმოჩენამდე ხანძრის გამომწვევ მიზეზად საყოფაცხოვრებო ფაქტორი სახელდებოდა. მაგრამ, მოგვიანებით მეზობლებსაც გაახსენდათ, რომ იმ დღისით მერაბმა 5 ლიტრი ბენზინი სპეციალურად შეიძინა და თან გაურკვეველი მისამართით იმუქრებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დედა-შვილი მთელი დღის მანძილზე კამათობდა. თურმე ის მოხუცს ფულს სთხოვდა. ქალის შემოსავალი კი პენსიის სახით მხოლოდ 14 ლარს შეადგენდა, შესაბამისად მერაბის მოთხოვნა ვერ შეასრულა და...
დედოფლისწყაროს პოლიციამ საქმის შესწავლა ადგილზე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე ეზოში ხეზე ასულიყო და მშვიდად ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ იწვოდა მშობელი დედა ალმოდებულ სახლში.
მერაბ ოჩიაური მაშინვე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. თუმცა, როცა გამოძიებამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლა, მკვლელი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ბოროტმოქმედმა ფსიქიატრიულიდან გაქცევაც მალე მოახერხა...

ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы