вторник, 8 июня 2010 г.

როგორ მოახერხა ჯამალაშვილმა არბოშიკში ოთახში გვამის წლობით დამალვა, როგორ აღმოაჩინეს ის ბავშვებმა და რა გზით გადაურჩა დამნაშავე გისოსებს


2004 წლის შემოდგომაზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ნანა ჯამალაშვილის საცხოვრებელ ბინაში, თანასოფლელმა ბავშვებმა, აყრილი იატაკის ქვეშ, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. მცირეწლოვანი ბავშვები ოთახში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც თამაშის დროს ბურთმა ფანჯარა შეამტვრია და იმ ოთახში დაეცა, სადაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ადამიანი იატაკის ქვეშ დამარხეს. ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის ხელმძღვანელობით გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა ამ სკანდალური საქმის დეტალების შესწავლა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ დაიწყო.


თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს პოლიციას აცნობეს. ვინაიდან ხსენებული ბინა დიდი ხნის მიტოვებული იყო და მისი მეპატრონე ქალბატონიც მოულოდნელად სოფლიდან გაიხიზნა, პოლიციამ ეჭვი იმთავითვე ნანა ჯამალაშვილზე მიიტანა და მისი ძებნა დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეს დედოფლისწყაროს პროკურატურა და გამომძიებელი დავით დუღაშვილი იძიებდა. გაირკვა, რომ გვამი რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებულ ქალბატონს, ლაგოდეხში მცხოვრებ ირინა მჭედლიძეს ეკუთვნოდა.
როგორც ცნობილია, საქართველოში სამოქალაქო ომის შემდეგ მოსახლეობა საყოველთაო სიდუხჭირემ მოიცვა, რის გამოც ქვეყანაში უმართავი პროცესები წავიდა. 90-იან წლებში ძალიან გამწვავდა კრიმინოგენური ვითარება. ძარცვა, გლეჯა და ახლობლების დაყაჩაღებაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ყველაფერთან ერთად ქვეყანაში საკვების დეფიციტიც შეიქმნა. ხელისუფლება მოსახლეობას პურითაც ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც დაცარიელებულ მაღაზიებთან დილიდანვე უშველებელი რიგები იდგა. ამ წლებში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თავის გადარჩენა ვაჭრობით მოახერხა. განათლებული ადამიანებიც აღარ თაკილობდნენ დახლთან დგომას თუ საოჯახო საქონელის გასაყიდად ქუჩა-ქუჩა სიარულს.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ირინა მჭედლიძეც გართულებულმა ცხოვრებამ აიძულა ქუჩაში გასულიყო და ოჯახი ვაჭრობით ერჩინა. გამოძიების მასალების მიხედვით, სხვადასხვა საქონლითა თუ ტანსაცმლით სავსე ჩანთებით ხელში ირინა მჭედლიძე პერიოდულად კახეთის სხვადასხვა რაიონებს სტუმრობდა.
ერთ მშვენიერ დღეს მჭედლიძე სახლიდან ჩვეულებისამებრ სავაჭროდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც მჭედლიძის ახლობლები აცხადებენ, იგი არც დროსტარებას იკლებდა, რის გამოც მისი გაქრობა არავის გაჰკვირვებია და წლობით გაუჩინარებული ქალბატონი არც საკუთარ ოჯახს მოუკითხია.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკანასკნელად ის დედოფლისწყაროს ეწვია. ირინა მჭედლიძე ბოლოს სოფელ არბოშიკში ნანა ჯამალაშვილის ბინასთან შენიშნეს. როგორც არბოშიკის მაცხოვრებლები ამბობენ, მჭედლიძეს მათ სოფელში შემოაღამდა და ჯამალაშვილს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა, ღამის გათევა სთხოვა. ამის შემდეგ ირინა აღარავის უნახავს. ჯამალაშვილის მეზობლები გაზეთ ქიზიყთან საუბრისას იხსენებენ, რომ იმ დღეს მჭედლიძეს ნავაჭრ ფულთან ერთად, მოსახლეობიდან მოგროვებული ე.წ. ნისიების თანხაც ჰქონდა, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა და გვამის გაუჩინარება სწორედ ძარცვის მიზნით მომხდარიყო.

გაზეთი ქიზიყის კორესპონდენტი ბესიკ გულაშვილი დედოფლისწყაროს რაიონული პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ლევან შანშიაშვილს შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა. მას არ დაუმალავს, რომ რაიონში გამეფებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, არაერთხელ გატარებულმა ოპერატიულმა ღონისძიებებმაც ვერ გამოასწორა: ,,ამ დროს დედოფლისწყაროს მთელ რიგ სოფლებში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენური ვითარება იყო. სამწუხაროდ, ვითარების გამოსწორება ვერ შევძელით. პოლიციის არაერთი მაღალჩინოსანი არაეფექტური მუშაობის გამო სავარძელს გამოეთხოვა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ლაგოდეხელი ირინა მჭედლიძე ვაჭრობდა და მუდმივად ფულთან ჰქონდა საქმე. ამიტომაც, ერთ-ერთ ვერსიად, იმთავითვე, ძარცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობა მუშავდებოდა. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარდაცვლილი თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა. საყურადღებოა, რომ მკვლელობის მეორე დღესვე ბინის მეპატრონე ქალბატონი ნანა ჯამალაშვილი სოფლიდან რუსთავში გადაბარგდა. - აღნიშნავს პოლიციის ყოფილი უფროსი.

როგორც სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურის გამომძიებელი დავით დუღაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში აცხადებს ძიებამ დაადგინა, რომ ღამის გასათევად შესული სტუმარი მასპინძელმა ჯამალაშვილმა სასმელებით გამოათრო. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებს კი შეკამათება მოუხდათ. ამის შემდეგ ჯამალაშვილმა სტუმარი გაურკვეველ ვითარებაში მოკლა.
დავით დუღაშვილი: ,,მოგვიანებით მან, დანაშაულის დაფარვის მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში იატაკი აყარა, ქვეშ სამარე გათხარა და მოკლული მჭედლიძე ოთახში დამარხა... იატაკი ჩვეულებისამებრ დააჭედა და მეორე დღიდან ბარგის ჩალაგება დაიწყო. სოფელი დაუყოვნებლივ დატოვა და საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა. მას შემდეგ გარდაცვლილი არავის მოუკითხავს. მჭედლიძის ოჯახს მისი დაკარგვის შესახებ არც პოლიციისთვის უცნობებია. როგორც გავარკვიეთ იგი მეძავობასაც ეწეოდა და ოჯახიდან სხვადასხვა რეგიონებში ხშირად დადიოდა. ამის გამო მისი გაუჩინარება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვეს და ძებნა არავის დაუწყია. როგორც სჩანს, მოგვიანებით ჯამალაშვილი სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, იფიქრა ოდესმე ყველაფერი გაირკვევაო და გვამის სახლიდან გატანა გადაწყვიტა. მან საფლავი ხელახლა ამოთხარა და ძვლების მოგროვება დაიწყო. თუმცა, პირადი საქმეების გამო უმალ რუსთავში გამგზავრება მოუხდა და გვამის ოთახიდან გატანა ვეღარ მოასწრო. აყრილი იატაკის ფიცრები ისევ უბრალოდ დააფარა და ქალაქში წავიდა. მეორე დღეს, მეზობლის ბავშვები ქუჩაში ბურთს თამაშობდნენ. ამ დროს ბურთმა ფანჯარა შეამტვრია და სწორედ იმ ოთახში შევარდა. ბავშვების უსაზღვრო ინტერესი ყველაფრის მიმართ კარგად მოგეხსენებათ და მიყრილი იატაკის ფიცრების ქვეშ მათ ადამიანის თავის ქალა და ძვლები უმალ შენიშნეს... მოსახლეობამ დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს პოლიციეს აცნობა და ძიება დაიწყო. რომ არა ბავშვები, ხსენებული მკვლელობის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. - აცხადებს დუღაშვილი.
მოგვიანებით პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ნანა ჯამალაშვილის საცხოვრებელი ადგილი დაადგინა და მისი პიროვნების შესწავლა დაიწყო. ის დააკავეს კიდეც, თუმცა საქმე ხანდაზმულობის გამო შეჩერდა, დამნაშავე კი მომხდარის მიუხედავად ჩიტივით თავისუფალი აღმოჩნდა.

ილია მარტყოფლიშვილი
ბესიკ გულაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы