пятница, 4 июня 2010 г.

ორი დედოფლისწყაროელი ქალის მკვლელები ციხიდან გაქცევას გვირაბის გათხრით შეეცადნენ

დედოფლისწყაროელი მარინა მაისურაძისაა სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერის შურა გვრიტიშვილის მკვლელობებში მსჯავრდებულები რომან და ვალერი კასიანოვები ახლახან ციხიდან გაქცევას შეეცადნენ. ციხის ადმინისტრაციამ მათ გვირაბის გათხრის დროს შეუსწრო, რითაც მათი გეგმები ჩაიშალა.
ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს გარდაცვლილი მარინა მაისურაძის დედამ ნუშო თეთრაძემაც დაუდასტურა, რომელიც იმავდროულად პატიმრობაში მყოფი კასიანოვების ბებიაც გახლავთ.
დედოფლისწყაროში, ხორნაბუჯის ქუჩაზე მცხოვრები 54 წლის მარინა თეთრაძე-მაისურაძე 2008 წლის 5 აპრილს, საკუთარი დეიდის შვილიშვილმა რომან კასიანოვმა ორ თანამოაზრესთან ერთად, სასტიკი წამებით მოკლა და თავი ლეტნიკის ტყეს შეაფარა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჯაფარიძელ პენსიონერს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა კასიანოვები კიდევ ერთ თანამოაზრესთან ერთად ფულის გამოძალვის მიზნით ესტუმრნენ. მოხუცი ფულის გამოჩენაზე უარს აცხადებდა, რის გამოც ის აწამეს და მარტოხელა ასაკოვანი ქალბატონი სასტიკად ცემეს. მიღებული დაზიანებების შედეგად შურა გვრიტიშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, თუმცა როგორც ქიზიყმა გაარკვია, მოხუცმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა და დამნაშავეთა დასახელება მოასწრო. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივ პოლიციას ბოროტმოქმედები მაშინვე არ დაუკავებია.
ჯაფარიძელი პენსიონერის ცემიდან რამდენიმე დღეში, რომან და ვალერი კასიანოვები ქალაქ დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ გივი ჭინჭარაულის ბინაში საღამოს ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ძლიერად ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რომა კასიანოვს მაისურაძეების მიმართ შურისძიების ჟინი აღეძრა.
ისინი დაახლოებით ღამის 10 საათისთვის 54 წლის მარინა მაისურაძეს კარი შეუმტვრიეს და თავს დაესხნენ. როგორც გაზეთ ქიზიყის საგამოძიებო ჯგუფმა გაარკვია, რომა კასიანოვი თავისივე ნათესავებს მარინა მაისურაძესა და მის ოჯახს ბოლო დროს მუდმივად ემუქრებოდა და ამის შესახებ განაცხადი დედოფლისწყაროს პოლიციაშიც შეტანილი იყო. ნასვამმა ბოროტმოქმედებმა ქალს ყელზე მავთული შეაბეს, აქეთ-იქით პირუტყვივით დაათრევდნენ, სასტიკად ცემდნენ და აიძულებდნენ ფული გამოეჩინა.
ალიკა მაისურაძე (გარდაცვლილის ვაჟი): ,,მეძინა, დაახლოებით 22:30 წუთზე ქუჩიდან ხმაურმა გამაღვიძა. რომკას ხმა ვიცანი, დედაჩემს დაჰყვიროდა - მალე, მალეო... ხმაზე შევატყვე, რომ დედაჩემი ძლიერად ნაცემი და დასუსტებული იყო, ნამტირალევი ხმა ჰქონდა... ვიცოდი, რომკას გამოჩენა ჩვენთვის სახიფათო იყო. უცებ მესერზე რკინების რახუნის ხმა გავიგონე, შემეშინდა და უკანა ფანჯრიდან ეზოში გადავხტი. მეზობელთან გავიქეცი და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. სულ რაღაც 3 წუთში უკან მოვბრუნდი. ფანჯრიდან გარკვევით დავინახე ერთ-ერთი თავდამსხმელი ზურგით იდგა და დედაჩემს სკამის ფეხს გამეტებით თავში ძლიერად ურტყამდა... ღამე იყო და მისი ამოცნობა ვეღარ მოვასწარი, თან ნიღბებით იყვნენ. ჩვენი ნათესავი რომკა კი ხმაზე ვიცანი. 5-6 წუთში პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც მოვიდა, მაგრამ დედაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვეღარ იცნობდით, ისე ჰქონდა სხეული ჩაშავებული. ოთახში საშინელი სურათი დაგვხვდა. - განუცხადა გაზეთ ქიზიყს გარდაცვლილის ერთადერთმა ვაჟმა.
შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს მკვიდრი გივი ჭინჭარაულის დაკავება მოხერხდა, რომელიც ძლიერად ნასვამ მდგომარეობაში იყო. კასიანოვებმა კი მიმალვა მოახერხეს. პოლიციამ ჭინჭარაულს ჯიბეში ტელევიზორის პულტი და მოსაპარად გამზადებული ელექტრო-ტექნიკა აღმოაჩინა.
მალევე გაირკვა, რომ რომან და ვალერი კასიანოვები თავს ტყეს აფარებდნენ. დედოფლისწყაროს პოლიციამ ისინი მესამე დღეს ე.წ. ლეტნიკის ტყეში აიყვანა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მაისურაძის გვამი, რომელსაც უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა და ტვინი და თვალები მთლიანად ამოცლილი ჰქონდა, დედოფლისწყაროს პროზექტურაში გადაასვენა.
კახეთის კრიმინალური განყოფილების ექსპერტის ვალერი მესხის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ მკვლელობამდე 2 თვით ადრე დედოფლისწყაროს პოლიციამ კასიანოვის ბინიდან ამოიღო სამხედრო დანიშნულების ნაღმსაძებნი ხელსაწყო და ორლულიანი თოფი... (!)
სადისტურად მიკლული მარინა მაისურაძის ოჯახი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ ნათესავური კავშირის მიუხედავად, რომან კასიანოვი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორც ქიზიყმა შეიტყო, კონფლიქტური ვითარება მათ მანამდე ჰქონდათ.
ნუშო თეთრაძე (გარდაცვლილის დედა): ,, მკვლელობამდე წელიწადნახევრით ადრე მარინა სახლიდან ცხვრები და საოჯახო ნივთები დაკარგა. ზამთარი იყო და ჩემი შვილი კვალმა კასიანოვების ბინასთან მიიყვანა. ამის გამო მარინამ პოლიციაში განცხადებაც შეიტანა. ღომკა მას შემდეგ გადაგვემტერა. სულ გვემუქრებოდა, არაერთხელ გამაგონა შვილს და სახლს გაუფრთხილდითო... არადა, რომკა ჩემი გაზრდილია, ბავშვობაში ჩვენთან ხშირად რჩებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად ბოლო დროს კობრას მეძახდა. რა ვიცოდი, შვილს თუ მომიკლავდა. წარსულშიც რამდენჯერმე ნასამართლევია. როდესაც ჯაფარიძეში პენსიონერ დააყაჩაღეს და ისიც სასიკვდილოდ სცემეს, დედოფლისწყაროს პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობა იცოდა, თუმცა მანმადე არ დააპატიმრა, სანამ ჩემი შვილიც არ შეიწირეს. არაადამიანურად ჩადენილი მკვლელობა იყო. ყელზე მავთული ჰქონდა წაჭერილი, მკვლელობამდე პირუტყვივით დაბმულს დაათრევდნენ და ეზოშიც აწამებდნენ. თვალები დათხარეს, ტანსაცმელიც სულ შემოწეწილი ჰქონდა. არსებობს ვერსიაც, რომ გააუპატიურეს კიდეც. ძარცვის მოტივს საერთოდ გამოვრიცხავ. ეს უდაოდ განზრახ მკვლელობა იყო. რომკა ჩემი დის შვილიშვილია, მაგრამ გამუდმებით მოკვლით გვემუქრებოდა. - იხსენებს გარდაცვლილის დედა.
ექსპერტ ეთერ ზარდიაშვილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჭინჭარაულის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილ ტანსაცმელზე არსებული სისხლი გარდაცვლილ მაისურაძის სისხლის ანალოგია.
ექსპერტის დასკვნა: ,,შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხის ექვს ჯოხზე, ლითონის მილზე, ელექტროსადენებზე, მობილური ტელეფონის სახურავზე აღმოჩენილი სისხლი, ასევე მაისურაძის ჯგუფისაა. საბანზე, ბალიშზე და ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ადამიანის სიხლი, რომელიც გარდაცვლილის ჯგუფს განეკუთვნება. გვამიდან აღებულ სინჯებზე სპერმა-ტოზოიდების კვალი არ აღმოჩნდა.
კახეთის სამხარეო პროკურატურამ წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე განსახილველად დედოფლისწყაროს სასამართლოს გადასცა. პროკურატურა დამნაშავეთა 17 წლით დაპატიმრების შუამდგომლობას აყენებდა, დაზარალებულები კი მათ სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ.
საქმის განხილვის შემდეგ დედოფლისწყაროს სასამართლომ რომან კასიანოვს 18 ხოლო ვალერი კასიანოვსა და გივი ჭინჭარაულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბოლო ინფორმაციით კი, ციხის ადმინისტრაციამ მათი პატიმრობის ვადა 40 წლამდე გაზარდა, რომელსაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.
საყურადღებოა, რომ გარდაცვლილ მარინა მაისურაძეს მკვლელობამდე 2 წლით ადრე 26 წლის უმცროსი ვაჟი ხვიჩა მაისურაძე თბილისში მოუკლეს, რომელიც მხოლოდ 19 დღის შემდეგ იპოვეს. გვამი თბილისის ზღვამ გამორიყა. საქმე ამ დრომდე გაუხსნელია და მკვლელები კვლავაც ღია ცის ქვეშ არიან.

ილია მარტყოფლიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы