среда, 9 ноября 2011 г.

ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ია ჯანაშვილი დაინიშნა

EXCLUSIVE - ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გოდერძი აბულაშვილი ამავე ორგანიზაციის წევრმა ია ჯანაშვილმა შეცვალა. პარტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციაშიც ადასტურებენ, მიზეზად აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება.

გოდერძი აბულაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი წევრია. ის ქრისტიან–დემოკრატიული ორგანიზაციის დედოფლისწყაროს ორგანიზაციას 2010 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის ქდმ–ს სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი, რის შედეგადაც დეპუტატის მანდატი მოიპოვა.

რამდენიმე თვის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის დროებით ვერც საკრებულოს სხდომებზე გამოცხადებას ახერხებდა.

„ცვლილების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ბატონი გოდერძი ავადმყოფობის გამო ჩვენს საქმიანობაში აქტიურად ჩართვას ვეღარ ახერხებდა. არადა, ჩვენი მოძრაობა ძალზე გააქტიურდა და უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო. ამიტომაც, ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. გოდერძი აბულაშვილი ჩვენს რიგებში რჩება, უბრალოდ ხელმძღვანელის მოვალეობას მე შევასრულებ. ის ასევე დარჩება დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრად და არ იგეგმება მის მიერ მანდატის დატოვება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარე ია ჯანაშვილმა.

ია ჯანაშვილი ქდმ–ში გაწევრიანებამდე ნაციონალურ მოძრაობასა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბშიც მუშაობდა.

შეგახსენებთ, გოდერძი აბულაშვილის ქდმ–ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშვნას დედოფლისწყაროში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ აბულაშვილი ამ თანამდებობაზე ხელისუფლებამ დასვა. მოგვიანებით, ქდმ–ს საარჩევნო სიიდან შეუთანხმებლად ამოიღეს სოფელ წითელწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი და სიის მეოთხე ნომერი თენგიზ ტუხაშვილი, რაც სკანდალური განხილვების მიზეზად იქცა.

იმხანად, ტუხაშვილი გოდერძი აბულაშვილს ღიად დაუპირისპირდა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ღიად ადანაშაულებდა. თავად აბულაშვილი კი ხელს ტუხაშვილისკენ იშვერდა და ამბობდა, რომ გარკვეულმა პირებმა პარტიის ზემდგომ პირებთან ტუხაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები წარადგინეს, რის გამოც თარგამაძის მოძრაობამ მისი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. „ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, რა კომპრომატები დაალაგეს თენგიზ ტუხაშვილის შესახებ... თუმცა, ფაქტია, რომ პარტიამ მისი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. მინდა გითხრათ, რომ სამაგიეროდ, ტუხაშვილი სიის მეოთხე ნომრად ჩავწერეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით ის გაცილებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდა,“ - ამგვარ კომენტარს აკეთებდა აბულაშვილი.
„ჯერ თვითონ შემომთავაზეს და მერე კანდიდატურა ისე მოხსნეს აზრზე არ ვიყავი. გამოდის, რომ რაღაცაშია საქმე“ - აცხადებდა ტუხაშვილი და აბულაშვილის კომენტარი თავის მართლების მცდელობად შეაფასა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 8 ноября 2011 г.

ბიბლიოთეკაში გაზეთ "შირაქის" ისტორია დეტალურად გაიხსენეს

8 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ზეპირი ჟურნალი: „ენაი შემკული და კურთხეული“. მას მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს პერიოდულად ბავშვები ალამაზებდნენ, რომლებიც საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას უშურველად ცდილობდნენ.
ზეპირ ჟურნალში განსაკუთრებით დიდი ადგილი დაეთმო ზოგადად ქართული გაზეთების ისტორიას. ასევე ვრცლად იყო განხილული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრავალწლოვანი ბეჭდვური გაზეთ „შირაქის“, როგორც რაიონის მემატიანეს არსებობის სხვადასხვა ეტაპები.

გაზეთ „შირაქის“ ირგვლივ საზოგადოების წინაშე საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველი მოხსენებით გამოვიდა გაზეთის რედაქტორი ნაირა გორაშვილი.
მან გაზეთ „შირაქის“ პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა და საარქივო ფოტო–მასალის მოშველიებით გაზეთის ყველა რედაქტორი თანმიმდევრულად გაიხსენა. მანვე აღნიშნა, რომ სულ რარაც ერთი თვის წინ გამოიცა გაზეთ „შირაქის“ 9,500–ე ნომერი. ეს კი მთელი მატიანეა.
ნაირა გორაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს გაზეთ „შირაქის“ ფორმატსა და შინაარსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ რედაქციაში რეორგანიზაციისა და ახალი კადრების მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელების ძალისხმევით ერთადერთი ბეჭდვური გაზეთის პერიოდულობა, გვერდების ოდენობა და ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა. მკითხველების შეფასებით, „შირაქი“ გაცილებით უფრო კითხვადი და საინტერესო გახდა.
ღონისძიებას დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯუმბერ უთრთაშვილი, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები და ასევე კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ივანე შანშიაშვილიც ესწრებოდა. /ქიზიყი/

სოფელ მირზაანში ფიროსმანის მუზეუმში ვაკანსიები გამოცხადდა

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმში თანამშრომელთა მისაღებად კონკურსს აცხადებს:

„ქიზიყის“ ინფორმაციით, ვაკანტური ადგილებია შემდეგ პოზიციებზე: – მუზეუმის მმართველი (1 ვაკანსია) - ითავსებს მონიტორინგის სპეციალისტის ფუნქციას; ფონდების მცველი (1 ვაკანსია) - ითავსებს კოლექციათა ატრიბუციის სპეციალისტის ფუნქციას; საიტ-მენეჯერი (1 ვაკანსია); ექსკურსიამძღოლი (1 ვაკანსია); მონიტორინგის სპეციალისტი (1 ვაკანსია); ექსპოზიციის მეთვალყურე (1 ვაკანსია) და მუზეუმის კურატორი (1 ვაკანსია).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დაინტერესებულ პირებს. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროს პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ცოლ-ქმარი ნონა მეხრიშვილი და გია ტალიაშვილი დააკავა

შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ცოლ-ქმარი ნონა მეხრიშვილი და გია ტალიაშვილი დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე ადგილობრივს საპენსიო თანხა გამოსძალეს და უკან აღარ დაუბრუნეს. ამასთან, მათ ადგილობრივებს ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა განვადებით გამოატანინეს, თანხა კი ისევ შუამავლებს დააფარინეს.

დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადგილობრივებს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა ემუქრებათ. /ქიზიყი/

ცენტრალურ მოედანზე გმირთა მემორიალის ასაგებად ესკიზები გამოქვეყნდა

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, თავდადებულთა მოედნის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში მემორიალური დაფა მოეწყობა, რომელზეც ამოიტვიფრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან გაწვეული, რუსეთის აგრესიას შეწირული ყველა გარდაცვლილი მოქალაქის სახელი და გვარი, მათი სახელების უკვდავსაყოფად.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კომისიას კონკურსისთვის სულ ხუთი მონაწილის შვიდი ესკიზი წარედგინა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე გამოკრულია თვითვეული ესკიზის ნიმუში, სადაც ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება.

ვარიანტი1. (320-30-320) სმ. გაბარიტის რკინაბეტონის კედელი. კედელზე გამოსახულია თაღოვანი ღიობის ფორმის სიმბოლური კარი. იმიტაციური ღიობის სიბრტყეზე განთავსდება ძირითადი წარწერები და მარმარილოს, ან გრანიტის ფილა (შავი ან თეთრი) გმირების სახელებითა და გვარებით. კედელი შეიღებება მუქი შინდისფერი ფასადის საღებავით, ხოლო კარების კონტური ვერცხლისფერით ან თეთრი ფერით, იმიტაციური ღიობის სივრცე ოქროსფერით, შიდა ფერი წითელია.

ვარიანტი 2. რკინა-ბეტონის ძეგლის სიმაღლეა 5 ან 6 მეტრი, რომელიც მოპირკეთებულია მეწამული ფერის ხელოვნური მარმარილოთი. სამი გატეხილი ხმალი სიმბოლურად ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და დანაწევრებულ საქართველოს, ხოლო გატეხილი ხმალი კი თავდადებულთა სიმბოლოა.

ვარიანტი 3. რკინა-ბეტონის ძეგლის სიმაღლეა 4 ან 5 მეტრი, რომელიც მოპირკეთებულია მეწამული ფერის ხელოვნური მარმარილოთი.
სამად გატეხილი საბრძოლო ფარი სიმბოლურად ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ და დანაწევრებულ საქართველოს.
მარჯვნივ - გატეხილი ხმალი, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების სიმბოლო
მარცხნივ - გაუტეხავი ხმალი, როგორც გაუტეხავი მებრძოლი სულის სიმბოლო.

ვარიანტი 4. მემორიალს აქვს ობელისკის სახე. გამოყენებულია კანონიკური არქიტქტურის ელემენტები ძეგლისთვის ელფერის მისაცემად. მისი სიმაღლე არის 12 მეტრი, ფუძეზე მისი ზომები 2,2*2,2 მეტრი. სხვადასხვა დონეზე საპირისპიროდ იცვლება ჰორიზონტალური კვეთის როგორც ზომები ისევე ფორმა. აღნიშნული უზრუნველყოფს ჩრდილ-სინათლის მონაცვლეობას დღის სხვადასხვა დროს ,მთლიანობაშიო მოძრავს ხდის მემორიალს მისი მასიური ტანის მიუხდავად. იგი მთლიანად რკინა ბეტონისაა. ობელისკს აქვს მემორიალური დაფები ოთხივე მხარეს, რომლებიც ეწყობა ბუნებრივი ქვით მოპირკეთებულ ფონზე ,ქვაში ამოკვეთილია გმირთა სახელები ოქროსფერი ასოებით,აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ვარიანტი 5. ფილებით მოპირკეთებულ რკინა-ბეტონის პიედესტალზე განთავსებულია ფერად ლითონში (ბრინჯაო, ლატუნი) შესრულებული სიმბოლური სიცოცხლის ხე, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. სიცოცხლის ხის ორივე მხარეს განთავსებულია შადრევანი. მისასვლელი გზა მოპირკეთებულია ქვით.

ვარიანტი 6. ფილებით მოპირკეთებულ რკინა-ბეტონის პიედესტალზე განთავსებულია ფერად ლითონში (ბრინჯაო, ლატუნი) შესრულებული საბრძოლო ფარი და ხმალი (ძვ. ბერძნულიდან: ,,ფარით ან ფარზე,,) ფარის ორივე მხარეს განთავსებულია შადრევანი. მისასვლელი გზა მოპირკეთებულია ქვით.

ვარიანტი 7. პროექტი წარმოადგენს ქვისა და უფორმო მილებისკომპოზიციას ქვა (ლოდი) , რომელიც დგას წრიულ პედესტალზე. ზომით 1,5/1,5 მ. ქვის ლოდი წარმოადგენს უსწორმასწორო მილების კომპოზიციას,რომელიც ასოცირდება 12 დაღუპულ გმირთა სახელებთან. უფორმო, დაგრეხილმა მილების ფონმა მნახველში უნდა გამიწვიოს ომის საშინელების ემოცია.

სპეციალური კომისია ესკიზის შერჩევის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ინტერნეტ გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებასაც გევმავს. სწორედ ამიტომ, დედოფლისწყაროელებს აქტიურად შეუძლიათ ჩაერთვნენ საუკეთესო ესკიზის გამოვლენის პროცესში. შესაძლებლობა გაქვთ თქვენთვის სასურველ ნიმუშს ხმა მისცეთ "ქიზიყის" პორტალზეც. /ქიზიყი/

понедельник, 7 ноября 2011 г.

ვაკანტური ადგილების დაკომპლექტება დასრულდა – ლევან ბაღაშვილი კონკურსის შედეგებს დადებითად აფასებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. როგორც „ქიზიყს“ გამგეობის აპარატის უფროსმა ნინო ჩოხელმა განუცხადა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა 27 ოქტომბერს ხელი მოაწერა სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულად ზაქარია ბატიაშვილისა და სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჯანაშვილის დამტკიცების თაობაზე.

უკვე ხელმოწერილია ბრძანება მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელისა და იქ არსებული ვაკანტური ადგილების დაკავების თაობაზე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსად ლევან გოზალიშვილი დაინიშნა. მანამდე ის პრობაციის ეროვნული ბიუროს დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

ცნობილია, რომ სახანძრო–სამაშველო სამსახურში ორი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა. სახანძრო განყოფილების უფროსად 1 ნოემბრიდან იოსებ უთრუთაშვილი დაინიშნა. ეს უკანასკნელი მანამდე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ხოლო, სამაშველო–საავარიო განყოფილებას დავით დუღაშვილი უხელმძღვანელებს. მანამდე ის წლების მანძილზე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კონკურსს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სახანძრო–სამაშველო სამსახურში ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის ახალი ტექნიკის შემოტანაც:

ლევან ბაღაშვილი: „ეს სამსახური ახალი ძალით შეუდგება მუშაობას და ვფიქრობთ, რომ გაცილებით ეფექტური იქნება. რაც მთავარია ტექნიკური ბაზის განახლებაზეც ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ, თებერვლისთვის დედოფლისწყაროს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო ავტომობილი ეყოლება. შესაბამისი შეკვეთა უკვე მიცემული გვაქვს და ავტომობილს უკრაინული მხარე დაამზადებს. რაც მთავარია, მოგეხსენებათ, დედოფლისწყარო სპეციფიური რელიეფის მქონე რაიონია და აქ მძლავრი შესაძლებლობების ტექნიკა არის საჭირო. ამიტომაც, შეკვეთის მიცემის დროს ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ, რათა ჩვენთვის მორგებული სახანძრო ავტომობილი შეიქმნას. ეს ფაქტორი აუცილებელი იყო, რადგან შეფერხება არც ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს შეგვექმნას და დაბრკოლებები ადვილად დაძლიოს. მას შემდეგ, რაც ახალ ავტომობილს შემოვიტანთ, მათი მომსახურება ბევრად ოპერატიული და ხარისხიანი გახდება. ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ქედების ზონაში, კიდევ ერთი სახანძრო–სამაშველო წერტილი დავამატოთ, რათა მანძილით გამოწვეული გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ. მით უფრო, რომ ზაფხულობით სეზონურად აქ მინდვრების გადაწვის შემთხვევების დროს ქარსაფარი ზოლების განადგურების საფრთხე დიდია და აუცილებელია მის დაცვაზეც ვიზრუნოთ. ამის პრაქტიკა დედოფლისწყაროში ამჟამადაც არის, როცა ზაფხულის განმავლობაში შირაქის ტერიტორიაზე სახანძრო ბრიგადები მორიგეობენ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამას მუდმივი ხასიათი მიეცეს.“ – აცხადებს ბაღაშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ 23 ოქტომბერს გამართული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე 51 ადამიანს ჰქონდა შემოტანილი, აქედან 11 მათგანი არ გამოცხადდა, 40–მა კანდიდატმა კი კონკურსი გასაუბრების წესით გაიარა.
დასკვნის თანახმად, საატესტაციო კომისიამ ვაკანტურ თანამდებობაზე დამაკმაყოფილებლად 20 კანდიდატი მიიჩნია და მათ დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შესაბამისი რეკომენდაცია მისცა.
ვაკანტური ადგილები იყო მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსისა და სპეციალისტების თანამდებობებზე, ასევე სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის და სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ადგილზე. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 4 ноября 2011 г.

ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს

4 ნოემბერს ცენტარლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და ადგილობრივ პოლიტიკურ სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ხარატიშვილთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ ცესკო-ს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი გოგა სეხნიაშვილი და საორგანიზაციო დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური კოორდინატორი საბა დოროყაშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მისი მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: „სამართლიანი არჩვნების“ დედოფლისწყაროს კოორდინატორი - ვენერა ქუსიკაშვილი და საზოგადოება-კავშირი „ფიროსმანის“ თავმჯდომარე ნელი გობეჯიშვილი.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები: „ქრისტიან დემოკრატებიდან“ – ია ჯანაშვილი, ლია ჩოქური; „ახალი მემარჯვენეებიდან“- იოსებ ბეჟანიშვილი; „თავისუფალი საქართველო“ - თამილა გურაშვილი; „ჩვენ თვითონ“- მარინა ოთარაშვილი; „რესპუბლიკელებიდან“ - აკაკი ნატროშვილი და ნოდარ ტოკლიკიშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ცესკო-ს წარმომადგენლებს დედოფლისწყაროში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასიამოვნო ფაქტია, როცა მუნიციპალიტეტს პირადად თავმჯდომარე სტუმრობს. ბაღაშვილის განმარტებით ეს დედოფლისწყაროში პირველი შემთხვევაა.
ლევან ბაღაშვილმა ზურაბ ხარატიშვილს არჩევნების დღეს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა მიერ ხმის უფლების განხორციელების საკითხის შესწავლა და დარეგულირება სთხოვა. მისი თქმით, ამგვარი პრობლემები სხვა რაიონებშიც დგას, თუმცა რაკი დედოფლისწყარო სასაზღვრო რაიონია, ამიტომ აქ ეს პრობლემა სერიოზულად დგას. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მესაზღვრეთა საგუშაგოები რაიონული ცენტრიდან 300 კილომეტრით არის მოწყვეტილი, რის გამოც მესაზღვრეთა ნაწილი ხმის განხორციელებას ვერ ახერხებს. ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხი მარტივი არ არის, თუმცა აუცილებლად დაინტერესდება.

ხარატიშვილის განცხადებით, საახალწლოდ უკვე უნდა გვქონდეს ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი თქმით, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ცესკო-ს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.
ზურაბ ხარატიშვილი: - ,,ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა პარლამენტართა რიცხვის ზრდა, რომელსაც ოპოზიციაც იზიარებს. მინდა გითხრათ, რომ 10 ოლქი, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია გაიყოფა და ორ მაჟორიტარ კანდიდატს აირჩევენ. ანუ, მომავალ არჩევნებზე 10 ოლქი დაემატება. ამჯერად 75 მაჟორიტარული ოლქია, მაგრამ მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს რუსული ინტერვენციის შედეგად ზემო სვანეთისა და ლიახვის ოლქები დავკარგეთ, რის გამოც მომავალ არჩევნებზე ამ ოლქებს მაჟორიტარი არ ეყოლებათ, ამდენად დაყოფის შედეგად, სულ 83 მაჟორიტარულ ოლქს მივიღებთ. ეს ოპოზიციის მოთხოვნა იყო და კომპრომისულ ვარიანტზე შევჯერდით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაშიც იყო საუბარი გენდერულ საკითხებზე, პატიმრების არჩევნებში მონაწილეობაზე, ასევე საარჩევნო უბნებზე მარკირებისა და ვიდეოთვალის გაუქმების შესახებ. ამას ჩვენც მივესალმებით, რადგან მარკირების პროცედურამ უნდობლობა ვერ აღმოფხვრა. მარკირება პრევენციის კუთხით ვერ მოქმედებს, სრულიად უსარგებლოა და მასზე დახარჯული 300 ათასი დოლარი წყალში იყრება. არადა, მოგეხსენებათ, მარკირება და მასთან დაკავშირებული ხარვეზები მუდმივი გაუგებრობებისა და საჩივრების საბაბი ხდება. გარდა იმისა, რომ ზედმეტი ფინანსური ხარჯებია. რაც შეეხება უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების საკითხს ამას ორი მხარე ჰქონდა. ერთის მხრივ, სადაც ვიდეოთვალი იყო, იქ ინციდენტებმა იკლო, თუმცა გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ვიდეოთვალს ზეწოლად და ამომრჩევლის თვალთვალად აღიქვამს. თავად ეუთოსა და ვენეციის დასკვნებშიც წერია, რომ შესაძლებელია ეს ზეწოლად ჩაითვალოს, რადგან ამომრჩევლის უფლებაა არსად დაფიქსირდეს მივიდა თუ არა არჩევნებზე. ბევრი წინააღმდეგია, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი საარჩევნო კიდექსი შესაბამისობაში მოვიდეს. ამ საკითხით დავინტერესდი და ჩავუღრმავდი. შპეციალური კომისიაც შევქმენით. აღმოჩნდა, რომ ვიდეოკამერებს არჩევნების დროს არსად არ აყენებენ. ერთადერთი ფაქტი დაფიქსირდა მხოლოდ ინდოეთის მაღალმთიან ოლქებში, ისიც იმიტომ, რომ კონფლიქტური რეგიონებია. ამას გარდა, კამერების მონტაჟი ძალიან ძვირია – 1 მილიონი დაგვიჯდა.
მიხარია, რომ ჩვენი ადმინისტრაციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი იზრდება, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მეტყველებს. 2010 წლის არჩევნებზე ჩვენდამი ნდობა მხოლოდ 7 პროცენტი იყო, ხოლო 20% ნეიტრალურად იყო განწყობილი. ახლა კი ნდობის მაჩვენებელი 17 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 34% ნეიტრალურადაა განწყობილი. ჩვენი მიზანია მომავალ არჩევნებზე ეს რიცხვი გაორმაგდეს. ეს ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული და შეგვიძლია, რომ გავზარდოთ. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სიების გაუმჯობესებას, ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას, ამგვარი შეხვედრებისა და კომუნიკაციის გახშირებას ინფორმაციის მიღების მძლავრ წყაროდ მივიჩნევთ. უკვე 1 წელია რეგიონალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გრანტებს გავცემთ. მიგვაჩნია, რომ თბილისში ბევრად უფრო კარგი ვითარებაა, რეგიონებში კი ინფორმაციის სიმცირე თვალშისაცემია, ამდენად, ვცდილობთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად ჩავრთოთ და გავაძლიეროთ.
გადავწყვიტეთ, საოლქო კომისიებში ყველგან მოვაწყოთ შესაბამისად აღჭურვილი რესურსცენტრები, სადაც გაიმართება შეხვედრები, ტრენინგები და საარჩევნო საკითხებზე დისკუსიები. უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საარჩევნო საკითხებზე ისაუბრებენ. ექვს ქალაქში უკვე დაწყებული გვაქვს ამგვარი რესურსცენტრების მშენებლობა. თელავში, თერჯოლაში, ახალციხეში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და დუშეთში უკვე მიმდინარეობს რესურსცენტრების მოწყობა. ისინი 2015 წლამდე ყველა რაიონში გაიხსნება. საოლქო კომისიებთან არსებული რესურსცენტრები ინტერნეტით უზრუნველყოფილი იქნება და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი რეგიონებში ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და პოლიტიკურ კონკურენციას გაზრდის. მედიაც უფრო კვალიფიციურად გააშუქებს საარჩევნო პროცესებს. რეგიონალ მედიასთან მუდმივ კომუნიკაციას ვგეგმავთ. ვფიქრობ, რომ ცესკო ასრულებს მსაჯის ფუნქციას, სწორედ ამიტომ სატელევიზიო თოქ-შოუებში მონაწილეობას ყოველთვის ვერიდებით, რადგან არ გვინდა მხარედ ჩავითვალოთ. სიამოვნებით ვესაუბრებით ჟურნალისტებს ნებისმიერ საკითხზე, თუმცა ეთერში ვესაუბროთ საარჩევნო სუბიექტებს, ეს მართებულად არ მიმაჩნია. ღოგორც ჩვენს ქვეყანაში ელექტრომომარაგების საკითხი მოგვარდა, ასევე შესაძლებელია არჩევნების საკითხიც მოგვარდეს. რთული ჩანს, მაგრამ შესაძლებელია. ამისთვის კი აუცილებელია მთელი საზოგადოების ნება. ჩემი თავმჯდომარედ მოსვლის პირველივე დღეებში ღიად ვამბობდი, რომ ჩემი ოცნება იყო ისეთი არჩევნები ჩაგვეტარებინა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავდა და ასეც მოხდა. ჩვენი ეს მიზნებიც მიღწევადია, მთავარია ჩვენს მენტალიტეტში მოხდეს ცვლილება," - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

ხარატიშვილი ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის საკითხსაც შეეხო. ცესკო-ს თავმჯდომარე წინასწარი რეგისტრაციის დანერგვას თავად მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. მისი თქმით, ამ ინიციატივას სუსტი პარტიები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც უბანზე ამომრჩეველთა ორჯერ გამოცხადებას ვერ უზრუნველყოფენ.

შემდეგ დარბაზში დისკუსია გაიმართა: თუ ხელისუფლების ნება არ იქნება, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდეს, ისე ყველა მცდელობა უშედეგო იქნება – აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილე აკაკი ნატროშვილმა. მემარჯვენე სოსო ბეჟანიშვილმა სიების პრობლემა წამოჭრა და აღნიშნა, რომ უკვე ჩასწორებული სიები ცესკო-დან ისევ არეული იგზავნება. ბეჟანიშვილის განმარტებით, საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების არსებობა ისევ მტკივნეულ საკითხად რჩება.
თუ მარკირება და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების მონტაჟი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა იყო და ეუთოც ასე მიიჩნევს, გამოდის, ადასტურებთ, რომ აქამდე საქართველოში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა – აღნიშნა თამილა გურაშვილმა. მოძრაობა თავისუფალი საქართველოს წევრი დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა რეაგირება დარღვევების თაობაზე პროკურატურაში გადაგზავნილ საქმეებს. ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნებზე ასეთი სულ 5-6 ფაქტი იყო და რეაგირება ყველა მათგანს მოჰყვა.
რესპუბლიკელები დაინტერესდნენ იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილება საუბნო კომისიის დაკომპლექტების წესში. ,,ჩემდა სამწუხაროდ, საუბნო კომისიის დაკომპლექტების წესში ცვლილებები არ იგეგმება. ვწუხვარ, რომ ეს საკითხი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ წამოუყენებია," – განაცხადა ხარატიშვილმა.

შეხვედრას ყველა მხარე კმაყოფილი ტოვებდა. "ქიზიყთან" საუბარში შეხვედრით ასევე კმაყოფილება გამოხატა ცესკო–ს თავმჯდომარემაც:
"ძალიან საინტერესო დღე იყო, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ნათლად გამოიკვეთა, რომ დედოფლისწყაროში საარჩევნო საკითხები კარგად ესმით, ოპოზიციაშიც გამოცდილი ადამიანები ჩანდნენ. ძალიან აქტიურობდნენ და მოულოდნელი და სასიამოვნოც კი იყო ჩემთვის. ამიერიდან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ორ დღეში ანალოგიურ შეხვედრას ლაგოდეხსა და გურჯაანშიც ვგეგმავთ" – განუცხადა "ქიზიყს" ზურაბ ხარატიშვილმა.

„ცესკოს თავმჯდომარემ კახეთში შეხვედრები დაიწყო. ზურაბ ხარატიშვილი საოლქოს წევრები შეხვდებიან პარტიების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს. საუბარი შეეხება ადმინისტრაციის საქმიანობას, მუნიციპალიტეტებში წარდგენილი იქნება სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია, ასევე გაიმარტება დიალოგი. ასეთი შეხვედრები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთში. ახლა შეხვედრები კახეთში იმართება. ყველას მიეცემა შეხვედრაზე დასწრების საშუალება. სურვილის მიხედვით, ყველას შეეძლება შემოგვიერთდეს. ახლახან რეგიონული მედიის ასოციაციებთან მემორანდუმიც გავაფორმეთ, რაც ძალიან გვახარებს. ახლა კონკრეტულ გეგმაზე გადავალთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ცესკოს მედია–კონსულტანტმა თამარ მჭედლიშვილმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

სოფლის პროგრამის სამუშაოები გამგეობის წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: გამარჯვებაში, სამრეკლოში, ხორნაბუჯსა და ჭოეთში სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობაში განუცხადეს.

სამუშაოები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლის მოსახლეობამაც შეაფასა და აზრი სპეციალურ ოქმებში დააფიქსირა. შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილი, გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობის აზრი და შენიშვნები პირადად მოისმინეს.

როგორც "ქიზიყს" გამგეობიდან აცნობეს, სოფელ გამარჯვებაში ამ პროგრამით სულ 25 186 ლარი იყო გამოყოფილი. წყალმომარაგების ქსელის მოწყობას 20 186 ლარი მოხმარდა. ხოლო არსებულ ხევზე ბოგირის მოწყობას 5 000 ლარი. სოფელს წყალი საუბნო ონკანების მეშვეობით თითქმის ყოველდღიურად მიეწოდება.

სოფელ სამრეკლოში 40 944 ლარი გამოიყო წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის. მოსახლეობას წყალი ნებასურვილით, ინდივიდუალური ონკანების მეშვეობით მიეწოდება.

სოფელ ხორნაბუჯში წყალმომარაგების ქსელის მოსაწყობად 30 331 ლარი გამოიყო და საუბნო ონკანები მოეწყო, მოსახლეობას წყალი გარაფიკით მიეწოდება.

სოფელ ჭოეთში არსებული წყაროს კეთილმოწყობისთვის და ფეხით მისასვლელი გზის მოწყობისთვის სოფლის დახმარების პროგრამით 4 967 ლარი გამოიყო.

5 286 ლარი გაიხარჯა სოფელ თავწყაროში წყალმომარაგების ქსელის და საუბნო ონკანების მოწყობაზე. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 25 000 ლარი გამოიყო ამ სოფელში შემკრები რეზერვუარის და წყალსაქაჩის მოსაწყობად. ამჟამად უკვე დასრულებულია საქაჩის მოწყობა, წყალშემკრები რეზერვუარის დამონტაჟება კი უამინდობის გამო შეფერხდა. როგორც კი დასრულდება სამონტაჟო სამუშაოები, მოსახლეობა უკვე მიიღებს სასმელ წყალს. /ქიზიყი/

თავწყაროელები მუქარაზე საუბრობენ – გამგეობა ზეწოლას უარყოფს

რადიო "ჰერეთის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "ხმის" ეთერში გასვლის შემდეგ, რომელიც 28 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროს მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა, მეორე დღეს რაიონის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული სოსო თევზაძე თავწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას დაემუქრნენ" - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" სოფელ თავწყაროდან აცნობეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შაბათს დილით მათთან რაიონის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სოფელში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით "ჰერეთის" ეთერში კიდევ ისაუბრებდნენ, სერიოზული პრობლემები შექმნებოდათ.

"რაიონის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა გვითხრა, რომ წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში არც არაფერს გააკეთებდნენ, რადგან მათი სოფლისთვის საკმარისი თანხები ბიუჯეტში არ მოიპოვებოდა, ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ადგილობრივები ჭკუას არ ისწავლიდნენ და არ გაჩუმდებოდნენ", - იუწყება ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.

რადიო "ჰერეთი" დედოფლისწყაროს გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ შაბათს სოფელ თავწყაროში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრები ჰქონდა და მუქარის ტონით საუბარს ადგილი არ ჰქონია.

"ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე, ძირითადად კი სასმელ წყალზე. ზოგიერთ მათგანს პირადი პრობლემებიც ჰქონდა. მუქარის ტონით საუბარს ადგილი არ ქონია. მე მოსახლეობასთან შეხვედრებზე დავდივარ და არა მუქარისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ შანშიაშვილმა.

"მალე სასმელი წყალი სოფელ თავწყაროს მოსახლობასაც ექნება" - ამ სათაურით ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებ-გვერდზე მას შემდეგ განთავსდა, რაც რადიო "ჰერეთის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "ხმაში" სოფელ თავწყაროში არსებულ პრობლემებზე გადაცემა მომზადდა. გადაცემაში საუბარი ძირითადად სასმელი წყლის პრობლემას ეხებოდა.

მასში მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა მან თოქ-შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელა.
სოფლის მოსახლეობამ არსებული პრობლემების მოუგვარებლობაში გამგებელი ღიად დაადანაშაულა. ადგილობრივებმა პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერებს შეაგროვებდნენ და გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვდნენ. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ "მალე სასმელი წყალი სოფელ თავწყაროს მოსახლობასაც ექნება". /ჰერეთი/

четверг, 3 ноября 2011 г.

მაჩხაანელებს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ

სოფელ ზემო მაჩხაანში წყალმომარაგების შიდა ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მიმდინარე წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის და ამორტიზირებული სადაწნევო მილის შესაცვლელად, გამოყოფილია 45 000 ლარი: სოფლის დახმარების პროგრამით კი ე.წ. „გედიქის“ წყალსაქაჩიდან მომავალი სადაწნევო მილის რეაბილიტაციისთვის 18 890 ლარი, ხოლო წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციისთვის – 14 014 ლარია გამოყოფილი. ამჟამად სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე უკვე დასრულებულია სამუშაოები, ხოლო დარჩენილ უბნებში და სადაწნევო მილზე რეაბილიტაციის პროცესი ისევ გრძელდება. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ მაჩხაანელებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება. /ქიზიყი/ ანა ბენაშვილი

среда, 2 ноября 2011 г.

ილია მარტყოფლიშვილი: „რეგიონებში ჩინოვნიკების უმრავლესობა ტყემალზე ზის“

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ დედოფლისწყაროს რაიონის და ზოგადად კახეთში მიმდინარე სხვადასხვა საინტერესო ამბებზე ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ მთავარ რედაქტორს, ილია მარტყოფლიშვილს ესაუბრა.

_ რამდენად რთულია ჟურნალისტური საქმიანობა რეგიონში, თუნდაც თავისუფლების მხრივ. თუ, დედაქალაქისგან განსხვავებით, ბევრად მეტი თავისუფლება გაქვთ?
_ რეგიონში მუშაობა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. დედაქალაქისგან განსხვავებით, პატარა ქალაქებში ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია. აკრიტიკო ხელისუფლება და ცხოვრობდე იმავე ქალაქში, ძალიან ძნელია. მე დედოფლისწყაროში ვმუშაობ და სწორედ ამ რაიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ერთადერთი ფიგურა, რომელსაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ეშლება, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილია. მას არც დამოუკიდებელ და ე. წ. არასასურველ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა აქვს და მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკასაც ცივილიზებულად უყურებს. უმრავლესობა კი, რბილად რომ ვთქვათ, ტყემალზე ზის. იგივე ვითარებაა გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებშიც. პრესმდივნებმა ელემენტარული პრესრელიზის წერაც არ იციან და არც ის, როგორ აკეთონ ხელისუფლების პიარი.
ვცდილობთ მაქსიმალურად ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, ამას პროფესიული მოვალეობა გვავალდებულებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც ოპოზიციური პარტიების კრიტიკას ვერიდებით და პირადად მე სასამართლოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივმა ლიდერმაც კი მიჩივლა. ასე რომ, ჩვენი უკმაყოფილო ოპოზიციონერიც ბევრი მინახავს და მმართველი გუნდის წარმომადგენელიც. სხვათაშორის „ქრისტიან-დემოკრატების“ ადგილობრივმა კანდიდატმა და სიის მეორე ნომერმა დავით ალუღიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გამგეობის შენობაში საჯარო შეხვედრის დროს ხელი სახალხოდ გამარტყა. ამ დროს ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კრიტიკულ სტატიებზე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა.
რამდენიმე თვის წინ სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის _ ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სიღნაღის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. ინციდენტი 14 დეკემბერს დედოფლისწყაროს სასამართლოს შენობაში მოხდა, რა დროსაც სოფლის რწმუნებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და მაიძულებდა, მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შემეკავებინა. შეგახსენებთ, ეს გამგებელიც არავის დაუსჯია და პროკურატურაში საქმეც უძრავად დევს.
_ ძირითადად, რა პრობლემებზე გიწევთ წერა?
_ ცხადია, ყველა პრობლემაზე ვწერთ, თუმცა განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო სოციალური პრობლემები. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის საკითხზე თითქმის ყოველდღიურად ვწერთ. მოქალაქეთა ყოფა უარესდება, სოციალური სააგენტოს მიერ შეფასებული ქულების მიხედვით კი მათი პირობები უმჯობესდება და, თუ ერთ თვეს შემწეობას აძლევენ, მომდევნო თვეში ისევ დახმარების გარეშე ტოვებენ. ძალიან დიდი განუკითხაობაა სოციალური სააგენტოს სისტემაში და ქულების მინიჭების კუთხით უამრავი შეუსაბამობა ფიქსირდება. უამრავი ოჯახი შემიძლია დავასახელო, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში არიან, სააგენტომ კი რამდენიმე თვის შემდეგ ფულადი დახმარება აბსურდული მიზეზებით შეუწყვიტა. არადა, ამის პარალელურად უამრავი შეძლებული ოჯახი იღებს ამგვარ დახმარებას, ღატაკების გულისწყრომას სწორედ ეს ფაქტი იწვევს.
_ როდესაც ინფორმაციაში თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს, როგორც წესი, ხშირად აქვთ ხოლმე პრეტენზიები ჟურნალისტებთან დაკავშირებით. თუ ყოფილა რომელიმე კონკრეტულ ძალოვანზე მაკომპრომიტირებელ მასალასთან დაკავშირებით მუქარის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები?
_ რა თქმა უნდა, ხშირად საქმე სასამართლომდეც მისულა... გარკვეულ ინციდენტებს ხშირად ჰქონდა ადგილი. ყველა მათგანზე რეაგირებისთვის პოლიციას მივმართეთ, ჩვენებებიც მივეცით, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ, ბოლო ერთი წელია, პროკურატურა პასუხის ღირსადაც არ გვთვლის. წელს დედოფლისწყაროში ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ თანამშრომლების მიერ პროკურატურაში საქმის აღძვრის მოთხოვნით 22 განცხადებაა შესული. თვეები ისე გადის, რომ არც ის ვიცით, რა მოტივით შეწყდა გამოძიება და წერილობით პასუხსაც არ გვაძლევენ იმის თაობაზე, ოფიციალურად დაიხურა საქმე თუ სხვა ბედი ეწია.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე ნოშრევან ნატროშვილი ჩვენი გაზეთის ჟურნალისტებს ემუქრებოდა, _ ნარკოტიკს ჩაგიდებთ და „კორაკანაში“ შეგაყუდებთო. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ახლობელს, სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსს, დემურ კეკენაძეს ხშირად ვაკრიტიკებდით. გასულ წლებში კუდის ადგილობრივი თანამშრომლებიც მუდმივად გვემუქრებოდნენ და ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ზეწოლის ყველა ფაქტი პრესაში გავახმაურეთ, მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება შეიცვალა და ცდილობენ, ღია ზეწოლისგან თავი შეიკავონ.
_ რატომღაც მოულოდნელი რეალობაა, ალბათ, რომელიმე სოფელში სასმელი წყლის დეფიციტი იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მთავრობა სოფლის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე ისეთ განცხადებებს აკეთებს.
_ წყლის პრობლემა კახეთის ბევრ სოფელში სერიოზულად დგას. მოსახლეობა ამ საკითხზე მწვავედ რეაგირებს. მიუხედავად იმისა, რომ, მესამე წელია, სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების 80% კახეთის სოფლების უმრავლესობაში სწორედ წყლის პრობლემას ხმარდება, რეალური შედეგები არ ჩანს. ერთადერთი ქალაქი, სადაც წყლის პრობლემა მოგვარდა, სადაც გრაფიკი არ არის და მოსახლეობას მთელი ქალაქის მასშტაბით წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება – ეს ქალაქი დედოფლისწყაროა. თუმცა ზაფხულში დებეტის პრობლემა აქაც დადგა და სერიოზული პრეტენზიებია წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც.
_ ხშირად იწერება სტატიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მათი ნათესავების პრიორიტეტულობაზე რეგიონში, იმაზე, რომ თანხა მოსახლეობის სასარგებლოდ არასდროს იხარჯება.
_ გეთანხმებით, მაგრამ რეგიონების ხელმძღვანელობაც ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად მოქმედებს და საერთო პრიორიტეტები გააჩნია. უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ძირითადად ნაცნობ-მეგობრობისა და ნათესაური პრინციპებით კომპლექტდება, მაღალ თანამდებობებს ხშირად არაკომპეტენტური და სრულიად გამოუცდელი კადრები იკავებენ. გლეხებისგან ხშირად მომისმენია, რომ დახმარების სათხოვნელად გამგეობაში მისული გაჭირვებული მოქალაქეებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა არ შეუძლიათ, ამ ფონზე კი ათიათასობით ლარი იხარჯება სხვადასხვა კონცერტებზე, შადრევნებზე და ამა თუ იმ პიარაქციებზე. ჩვენი ქვეყნის კურსი სწორედ ასეთია და, ალბათ, თვითმმართველობები ამ გზიდან გადახვევას და საკუთარ ჭკუაზე სიარულს ვერც გაბედავენ.
_ 16 ოქტომბერს, საღამოს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ლაგოდეხში ტუალეტის საზეიმოდ გახსნის კადრები გავრცელდა. ორმა ადგილობრივმა ტუალეტის წინ წითელი ლენტი გაჭრა და ლაგოდეხელებს კიდევ ერთი „ტურისტული“ ობიექტის გახსნა მიულოცა. ვიდეო რამდენიმე საათში წაიშალა. ცნობილი გახდა, რომ ავტორს ვიდეოს წაშლა ლაგოდეხის გამგეობიდან მოსთხოვეს.
_ ნამდვილად ასეა. გამგებელი ზეწოლის ფაქტების კომენტირებისას ამბობს, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და როგორ გავათავისუფლებდითო. არადა, ვიდეო Facebook-ზე მიშა სიყმაშვილმა განათავსა, რომელიც ქალაქ ლაგოდეხში ცხოვრობს და კომპანია „მაგთიკომის“ ლაგოდეხის ოფისში მუშაობს. ვიდეოს წაშლა მიშა სიყმაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოსთხოვეს. ლაგოდეხში საზეიმოდ გახსნილი ტუალეტის მეპატრონემ გია სიყმაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. კომპანია „ლაგოდეხავტოგზის“ კადრების ინსპექტორის თქმით, სიყმაშვილმა გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვა. კომპანიის დირექტორმა კი ჟურნალისტებს მიაძახა: „რა აუწეწეთ მაგ კაცს ოჯახიო“.
_ ზამთარი მოდის და, ძირითადად, რა პრობლემები აწუხებს რეგიონის მოსახლეობას?
_ ზამთართან დაკავშირებით ასეთი ფაქტი მახსენდება: შარშან ორმა მარტოხელა მოხუცმა შემომჩივლა, შეშა არ მქონდა და გამგეობას დახმარება ვთხოვეო. დედოფლისწყაროს სოციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს კი ასეთი პასუხი გაუცია: შეშა რად გინდა, მოხუცი ხარ, იწექი საწოლში და აღარ შეგცივდებაო! არადა, ორივე ქალბატონი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფია და სოციალურად დაუცველთა ფენას ეკუთვნის. აქ სერიოზული პრობლემაა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. როცა სოციალური სამსახურის უფროსი ღატაკს ასეთ ბრიყვულ პასუხს გასცემს და მისი უტაქტო საქციელი პრესაშიც გახმაურდება, წესით, ასეთ კადრს უნდა ათავისუფლებდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ ამგვარ ფიგურებს აწინაურებენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ძალიან კურიოზულ ფაქტებთან გვაქვს ხოლმე საქმე. დედოფლისწყაროში რამდენიმე ფაქტი ყოფილა, როცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს მოქალაქეები კაბინეტიდან გაუძევებია და მთელი სკანდალი მოუწყვია. შემდეგ ეს საჯარო მოხელეები კომენტარში მომხდარს, ტრადიციულად, უარყოფენ ხოლმე, თუმცა არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიფიქრო, რომ მოქალაქეები ასეთ ფაქტებს თხზავენ.
კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც საჯარო მოხელეებს ბრალს სდებენ, თანამდებობის პირები მუდმივად გიჟებად და ინტრიგანებად შერაცხავენ ხოლმე. ამ ფაქტებზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეებიც აღძრულა, თუმცა, რაკი „ნაცმოძრაობის“ წევრები ფიგურირებდნენ, მალევე ჩაუფარცხავთ. მაგალითად, შირაქის დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი ნუნუ ჩიბუხაშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულმა ის კაბინეტიდან გააძევა და წიხლიც უთავაზა. ამ ინციდენტის ირგვლივ პროკურატურამ საქმეც აღძრა, თუმცა ჩიბუხაშვილი მოგვიანებით ამბობდა, რომ აიძულეს, გამოძიებისთვის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა და მომხდარი დაემალა, ამიტომაც არ დადგა უტაქტო ჩინოვნიკის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ეს ფაქტი იმხანად ჩვენ მაინც გავახმაურეთ.

ესაუბრა ლილი მიროტაძე
გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" 2 ნოემბერი 2011

იხილე გაზეთის გვერდები>>

გაზეთის ვებ–გვერდი www.Geworld.ge ; საქართველო და მსოფლიო #87 ნომრის გადმოწერა>>

უფლებადამცველის მტკიცებით, გუბერნატორი ღვინიაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრად ინიშნება

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტს ტოვებს და სულ მალე მინისტრის პორტფელს ჩააბარებენ, კიდევ უფრო გააქტიურდა. უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ უტყუარ ინფორმაციას ფლობენ და ღვინიაშვილს უახლოეს დღეებში ხათუნა კალმახელიძის ადგილზე გადაიყვანენ.
„ყველა ის ცვლილება, რომლებიც რეფორმის ფარგლებში განხორციელდა პენიტენციარულ სისტემაში, იყო მხოლოდ ფასადური და, ბუნებრივია, შედეგი ამას ვერ მოჰყვებოდა. პირველ რიგში კი ეს ეხება საკადრო ცვლილებებს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომ განხორციელდა ამ მიმართულებით. სხვათა შორის, ცვლილებას რაც შეეხება: მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ხათუნა კალმახელიძე უკვე მოხსნილია და რამდენიმე დღეში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. მის ადგილზე კი ყოფილი პროკურორის, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნა იგეგმება... ყველამ ვიცით, რომ რეალურად ხათუნა კალმახელიძეს დეკორაციის ფუნქცია ჰქონდა და სინამდვილეში ის იქ ვერაფერს წყვეტდა, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა _ ხან ვიღაცას ხელს შეაწმენდენ, ხან მოხსნიან, მერე ისევ დანიშნავენ და ა. შ. რეალურად კი ცვლილების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, ვინაიდან არსებულ რეჟიმს შესაბამისი არც გეგმები აქვს და არც რესურსი,“ – აცხადებს ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ღვინიაშვილის გადაყვანა ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახმაურდება. ცნობილია, რომ ნიკოლეიშვილის კომენტარამდე ამგვარი ხმები გუბერნატორის თბილისში გადაყვანასთან დაკავშირებით სწორედ თელავიდან და გურჯაანიდან გავრცელდა. კულუარებში ამბობენ იმსასაც, რომ ღვინიაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს გუბერნატორის რანგში უკვე დაემშვიდობა. გავრცელებული ინფორმაციით, ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში "ფიროსმანობის" დღესასწაულზე ყოფნის დროს თანაგუნდელებს მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე ესაუბრა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყვეს. წყაროს ცნობით, კახეთის გუბერნატორის პოსტს ღვინიაშვილის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი დაიკავებს. /ქიზიყი/

ბანკიდან ფულის გატანის მცდელობაზე მეწარმე და ყოფილი პოლიციელი დააკავეს

ერთ-ერთი ბანკიდან ყალბი საბუთების მეშვეობით თანხის თაღლითურად გამოტანის მცდელობის ფაქტზე დედოფლისწყაროში მცხოვრები ორი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. პოლიციამ მეწარმე გენადი ვანიევი და ყოფილი პოლიციელი, ქალაქ დედოფლისწყაროს მიკრორაიონში მცხოვრები გოჩა (გედი) ქოქიაშვილი დააკავა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3–დან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამ დროისთვის ისინი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. "ქიზიყის" ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში 9 ნოემბერს არის დანიშნული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 1 ноября 2011 г.

რესპუბლიკურ პირველობაში დედოფლისწყარომ 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქალაქ საგარეჯოში რესპუბლიკური პირველობა გაიმართა მოზარდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. როგორც გაზეთ „ქიზიყს“ სპორტსმენების მწვრთნელმა დავით გონაშვილმა აცნობა, წამყვანი საპრიზო ადგილები დედოფლისწყაროელმა მოჭიდავეებმაც მრავლად აიღეს და მშობლიურ რაიონში მედლებით დამშვენებულები დაბრუნდნენ.

გონაშვილის ცნობით, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში 14 წლის გელა ქოქიაშვილი, ხოლო 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მენთეშაშვილი. მათ ოქროს მედალი ხვდათ წილად.

რესპუბლიკურ პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ გიორგი ნატროშვილი (35 კილოგრამ წონით კატეგორიაში), ალეკო სულაშვილი (46 კგ), და მამუკა არაბული (58 კგ).

მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ხუთმა პერსპექტიულმა მოჭიდავემ. მათი ვინაობა ასეთია: ილია ჭუჭულაშვილი (29 კგ), ნიკა ბიკაშვილი (32 კგ), გიორგი კარატიელი (35 კგ), ირაკლი ბურდული (42 კგ), გიორგი პავლიაშვილი (58 კგ). /ქიზიყი/

შეღავათიანი პირობებით მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების აქცია დაიწყო

შპს „ადითი“ დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოსა და ამბულატორიაში 1 ნოემბრიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით მომსახურების აქციას იწყებს. როგორც „ქიზიყს“ „ადითი“–ს დედოფლისწყაროს ფილიალიდან აცნობეს, მოსახლეობას შეუძლია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები მხოლოდ 5 ლარად მიიღოს. სტაციონარში დიდი ფასდაკლებით განხორციელდება გეგმიური ოპერაციები, რომლებსაც თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მანამდე კონსულტაცია 15 ლარს შეადგენდა.
„დედოფლისწყაროს რაიონის ყველა მოსახლეზე (როგორც დაზღვეულ, ისე არადაზღვეულ პირებზე) გავრცელდება დიდი ფასდაკლება ნებისმიერი დიაგნოსტიკური გამოკვლევის ჩატარებაზე. სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ექოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ა.შ. რაც მთავარია, ყველა მოქალაქე დიაგნოსტიკური გამოკვლევების პასუხს და დანიშნულებას მკურნალობაზე მიიღებს იმავე დღეს უფასოდ და მეორედ მისვლა ამბულატორიაში და ტრანსპორტირებაში ფულის დახარჯვა აღარ მოუწევს,“ – აცხადებენ საავადმყოფოში.
ასევე დიდი ფასდაკლებით განხორციელდება გეგმიური ქირურგიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, რომელსაც თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები ჩაატარებენ.
პაციენტებს მოემსახურება: ოტოლარინგოლოგი (ყელ–ყურ–ცხვირი), ოფთალმოლოგი, თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, რევმატოლოგი, მეან–გინეკოლოგი, ნევროპათოლოგი და ა.შ. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: ნიუსლაინი ; გეონიუსი

წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე გია ბენაშვილს ლევან მჭედლიშვილი შეცვლის

EXCLUSIVE - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბენაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენაშვილის ადგილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, დედოფლისწყაროს საკრებულის წევრი ლევან მჭედლიშვილი დაიკავებს.

მჭედლიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ის სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ ეტაპზე დამტკიცებული ჯერ არ არის.

ბენაშვილის გათავისუფლების თაობაზე კომენტარს წყალმომარაგების კომპანიის თელავის ოფისშიც აკეთებენ.

ფარნა მაყაშვილი (გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი): „- გიდასტურებთ, რომ გია ბენაშვილი ჩვენი სისტემიდან წავიდა. 1 ნოემბრიდან ის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს. თუმცა, მან კომპანია ძალიან უკმაყოფილომ დატოვა. ის არ მალავდა, რომ პირობები არ მოსწონდა. ამბობდა – ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობ და გადავიღალეო. ბენაშვილმა განცხადება თავისი სურვილით დაწერა. პირადად მე მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რაც მას ევალებოდა ცდილობდა, რომ კარგად შეესრულებინა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უკვე გავძლიერდით. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს. ადრინდელივით უსაქმურად აღარ ვართ... საკმაოდ გავძლიერდით, საქმეც მოგვემატა და ხარვეზებს ოპერატიულად აღმოვფხვრით–ხოლმე... სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმე მუდმივად მზადყოფნას მოითხოვს. ჩანს, დატვირთული გრაფიკით მუშაობა ვერ შეძლო. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს მისი ფინანსური დარღვევების გამო გათავისუფლების საკითხზე – ეს კატეგორიულად გამორიცხულია, რადგანაც ჩვენს სისტემაში ფინანსური ოპერაციები და ანგარიშსწორება საბანკო სისტემით ხდება. მას ფულთან შეხება არ ჰქონდა. გადასახადების დარიცხვაზე მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დარიცხვა ცენტრალური ოფისიდან ხდება... ახალ კანდიდატურას ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ხოსროშვილიც საკუთარი სურვილით გათავისუფლდა, თავად დაწერა განცხადება და დავაკმაყოფილეთ.“

„ქიზიყის“ ინფორმაციით, ირაკლი ხოსროშვილის ადგილი თამაზ კოჭლამაზაშვილმა დაიკავა, ხოლო სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის ადგილს, სავარაუდოდ, საკრებულოს დეპუტატი ლევან მჭედლიშვილი დაიკავებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება პრესაში: NEWSline>> ;
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы