მოზრდილ დარბაზში განთავსებული თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, უამრავი სათამაშო, საკარნავალო ფორმები, პანორამით მოხატული პატარა სცენა, საბავშვო მაგიდები და სკამები - საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურებოდა და პატარებისთვის საკმაოდ სასიამოვნო გარემოს ქმნიდა.
ღონისძიების დიჯეიმ ბავშვებს ბავშვთა უფლებების დაცვის და წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა, ხოლო შემდეგ პატარებს სცენაზე ასვლა სთხოვა.
როგორც მარინე ცხვედიაშვილი ამბობს, მომსახურების ფასებზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, ის უკვე იცის, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თითოეული ბავშვის ცენტრში შესვლა და დაახლოებით 2 საათიანი გართობა 5 ლარის ფარგლებში იმერყევებს, სადაც გაზიანი სასმელის მომსახურებაც შევა.
„სამსახურის გარეშე ყოფნა ძალიან გამიჭირდა, საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები ჩემი საყვარელი არსებები არიან, ასეთი სახის ცენტრის გახსნა გადავწყვიტე. ვფიქრობ, გაამართლებს.“ - აღნიშნა მარინე ცხვედიაშვილმა. /ქიზიყი/ ლალი მეხრიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий