სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტების სტაჟირების პროგრამას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს, (უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აგრონომის კვალიფიკაცია, დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი) ივლისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ობიექტებზე სთავაზობს 2 კვირიანი სტაჟირების ინტენსიურ პროგრამას. როგორც სამინისტროს პრესცენტრიდან „ქიზიყს“ აცნობეს, სტაჟირების მსურველებს გასულ წელს დედოფლისწყაროში გახსნილი ბაჩუკი გონაშვილის მექანიზაციის ცენტრიც მიიღებს.
სტაჟირების დაწყების წინ ჩატარდება ტესტირება და შერჩეული კანდიდატები გაივლიან გადამზადების კურსს. შერჩევის შემდეგ თითოეულ ჯგუფში 3-5 სტუდენტი გადანაწილდება. პროგრამაში შედის სხვადასხვა რაიონებში გახსნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტები. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს შესაბამის (სტაჟირების) სერტიფიკატს.
სტაჟირების პროგრამის გავლის მსურველებს აპლიკაციის ფორმა შეუძლიათ იხილონ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შევსებული აპლიკაციების მიიღება წარმოებს მისამართზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზირი #6. ტელ: +(99532) 237 80 14; ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობა: მისამართზე: kadrebi@moa.gov.ge
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 31 აგვისტო. სტაჟირების მსურველ ახალგაზრდების რიცხვი შეზღუდული არ არის. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий