среда, 14 декабря 2011 г.

გარემოსდაცვითი პროექტები თელავში, დედოფლისწყაროსა და ახმეტაში განხორციელდება

თელავში გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 14 დეკემბერს სასტუმრო „ძველ თელავში“ პროგრამის „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში“ პრეზენტაცია წარმოადგინეს. პრეზენტაციას აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, პროექტი კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ახმეტაში განხორციელდება.
პროგრამა USAID-ის მიერ 6 მილიონი აშშ დოლარით არის დაფინანსებული. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის, მიწის, მცენარეული საფარისა და ეკოსისტემების გამოყენებისა და მართვის გზით.
მდინარე ალაზანი ახმეტიდან დედოფლისწყარომდე გაედინება, ასევე მდინარე იორი, რომლის აუზის შესწავლაც ხდება. პროექტის ფარგლებში წყლის ხარისხის, მართვის, რესურსების შესწავლა მოხდება და მდინარის აუზებზე ინფორმაციას შეაგროვებენ. ასევე მოწესრიგდება დაზიანებული საირიგაციო სისტემები.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ალაზნის, ივრის და რიონის აუზზე ინფორმაციის შეგროვება, მის საფუძველზე ოთხი საპილოტე აუზის შერჩევა და ამ ტერიტორიებზე დეტალური კვლევების ჩატარება. ასევე, ეროზიის, მეწყერისა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი კახეთში ხორციელდება, სადაც წყლის საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა კონცეფციაზე, რომლის პრეზენტაციაც მოხდა. იმედი გვაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძემ.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, 4 წლიანი პროგრამის განხორციელება 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი „გლობალური წყლები მდგრადობისთვის“ ქოლგა პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ ხორციელდება, რომლის წამყვანი ორგანიზაცია ფლორიდის უნივერსიტეტია. პროგრამის პარტნიორები არიან იუნესკოს ჰიდროლოგიური განათლების ინსტიტუტი, ქეა საერთაშორისო, ვინროკ ინტერნეიშენალი და CENN კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 13 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროში „ყველაზე ჭკვიანი 2011“ გამოავლინეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით პატარა ინტელექტუალების კონკურსი გაიმართა, სადაც საუკეთესო გუნდი და „ყველაზე ჭკვიანი 2011“ გამოავლინეს.

პირველი ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქალაქ დედოფლისწყაროს პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები „იდეალი“ და „ვუნდერკინდი“, ასევე კერძო სკოლა „ბენაურის“ გუნდი „რჩეული“ ეჯიბრებოდნენ.

როგორც დედოფლისწყაროს მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, მათი ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრებები ინტენსიურად ტარდება.

კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, მეოთხე ტურში კი ერთმანეთს გუნდების კაპიტნები გაეჯიბრნენ და დამატებითი ქულების მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ქულათა ოდენობით, თავდაპირველად მეორე საჯარო სკოლის გუნდი „ვუნდერკინდი“ ლიდერობდა, თუმცა ის მესამე ტურში „რჩეულმა“ 2 ქულით ჩამოიტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ #1 საჯარო სკოლის ინტელექტუალებმა გუნდურ მუშაობაში ყველაზე დაბალი ქულები აჩვენეს, ინდივიდუალურ შეჯიბრში ყველაზე სხარტი აზროვნება სწორედ ამ სკოლის მოსწავლემ გამოავლინა და კონკურსში პირველი ადგილი დაისაკუთრა. ჟიურიმ დედოფლისწყაროში „ყველაზე ჭკვიანი 2011“–ს წოდება #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნინო მახარაშვილს მიანიჭა.

„ბოლო დროს ძალზე აქტუალურია ამგვარი შეჯიბრები, გადაცემები და კონკურსები. დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროელი მოზარდები უფრო გახსნილები იყვნენ, გამოავლინონ ცოდნა და ინტელექტი, მიიღონ გამოცდილება და მომავალში ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინონ დედოფლისწყარო. მიმაჩნია, რომ ასეთი შეჯიბრებები ხშირად უნდა ტარდებოდეს. დღევანდელმა შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა, ძალზე ნაყოფიერი დღე იყო. პირადად მე ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემები ძალიან მიყვარს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და დიდი სურვილი მაქვს, რომ დედოფლისწყაროელი ახალგაზრდებიც აქტიურად ჩაებან ამგვარ გადაცემებში. ამ მხრივ აქამდე ძალიან პასიურობდნენ და ვმუშაობთ იმაზე, რომ აქტიურად წარმოვაჩინოთ დედოფლისწყაროს რაიონიც,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ჟიურის თავმჯდომარე მაყვალა მაძღარაშვილმა.

„მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით, ტრადიციულად, ხშირად იმართება ამგვარი შეჯიბრებები, კონკურსი გასულ წლებშიც ჩავატარეთ და გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ. ტრადიციას არც წელს ვუღალატეთ და ინტელექტუალებს თავი კვლავაც მოვუყარეთ. თავდაპირველად პატარა ბავშვებით დავიწყეთ, შემდეგ ასაკობრივი ჯგუფები შედარებით გავზარდეთ. კითხვებიც შესაბამისად შეირჩა,“ – აღნიშნავს დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი.

მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში მათემატიკური შეჯიბრებების გამართვა იგეგმება და ამგვარი კონკურსები კვლავაც ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

საწვავის დეფიციტის ფონზე დედოფლისწყაროში „სოკარის“ პირველი სადგური გაიხსნა

ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. ის თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ობიექტი აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა.

წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილთან და გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან ერთად გაიჭრა. ზუბიტაშვილმა დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის დაწყება მიულოცა და უსაფრთხო და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს კომფორტულად მოწყობილი სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი, რომლებიც ეზოშიცაა მოწყობილი.
მათი განმარტებით, ობიექტზე დაცულია უსაფრთხოების წესები და სანიტარიული ნორმები. აქ დასაქმებულ პერსონალს, რომელიც 13 ადამიანს შეადგენს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, ამასთანავე – უფასო, ერთჯერადი კვება და სპეციალური ტანსაცმელი აქვს.
ზუბიტაშვილმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს, რადგან სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად მოხდა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დედოფლისწყაროში შემოსვლა.

ბოლო დროს, ადგილობრივ მძღოლებს საწვავის შესაძენად ქალაქიდან გასვლა და რაიონის შემოსასვლელში მდებარე სადგურით სარგებლობა უხდებოდათ, რადგანაც სხვადასხვა ფაქტორების გამო ქალაქში ფუნფციონირება ყველა ბენზინგასამართმა სადგურმა ერთმანეთის თანმიმდევრულად შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ოთხი თვის წინ დედოფლისწყაროში არსებული ბენზინგასამართი სადგურების მასობრივად ხელში ჩაგდების საკითხზე "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა. მაშინ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე აცხადებდა, რომ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არასწორია და სადგურის გაჩერებას არ აპირებდნენ: „ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს 90 ათას დოლარად ვყიდი... ამ საკითხზე და ზეწოლის ფაქტებზე სხვა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!.. დანარჩენი „სოკარს“ ჰკითხეთ. მე ვყიდი და თქვენ შეიძენთ, თუ „სოკარი“ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს,“ - მეწარმე გიორგი ბიკაშვილმა ეს კომენტარი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში გააკეთა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. "ქიზიყმა" სადგურის გასხვისების ფაქტის გადამოწმება ისევ მეპატრონესთან სცადა. ამჯერად ბიკაშვილი სოკარისთვის მიყიდვას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ობიექტი მხოლოდ გააქირავა. ის სოკარის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე არც ამჯერად საუბრობს, თუმცა მიანიშნებს, რომ ბოლო დროს მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. ამაში შემოსავლების კლება იგულისხმება, თუ ზეწოლა, "ქიზიყმა" ამის დაკონკრეტება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ამ ობიექტიდან სულ რამდენიმე მეტრში, ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე სოკარმა კიდევ ერთი ტერიტორია შეისყიდა და კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „სოკარი“ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეუღლეებს ეკუთვნით, ისინი კი კონკურენტების ჩამოშორებას ბინძური მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

პოლიციის სამმართველომ ნოემბერში 1 006 ლარის გაზი, 48 ლარის ელექტროენერგია და 38 ლარის წყალი მოიხმარა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ახლადაგებულ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში მოხმარებული კომუნალური გადასახადების ქვითრებზე დატანილი თანხა საკმაოდ სოლიდურ ციფრს აღწევს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში პოლიციის სამმართველომ გათბობის მიზნით 1 006 ლარის ღირებულების ბუნებრივი აირი მოიხმარა.

ჟურნალისტებს ხელში ძალზე საინტერესო მონაცემები ჩაუვარდათ. დავალიანების ქვითრების მიხედვით, პოლიციის სამმართველომ ერთი თვის მანძილზე 48 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და 38 ლარის წყალი დახარჯა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო კომუნალურ გადასახადებს დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან შს სამმართველოსთვის გამოყოფილი თანხებიდან ფარავს. შესაბამისი მოთხოვნა პოლიციის სამმართველომ გამგეობაში 12 დეკემბერს უკვე გაგზავნა.

არასამთავრობო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის უწყებები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე იმყოფებიან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ უნდა ფინანსდებოდნენ. იურისტთა ნაწილის განმარტებით, ეს კანონდარღვევაა.

შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობა დედოფლისწყაროს ცენტრში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გახსნა. ვანო მერაბიშვილთან ერთად წითელი ლენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სერიალ "დეტექტივების" ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ლევან ჯიბღაშვილმა გაჭრა. /ქიზიყი/

გამოხმაურება: ჯეონიუსი ; საქართველო&მსოფლიო ; რადიო24 ;

დედოფლისწყაროში სათბობ შეშას 450–მდე ოჯახი მიიღებს

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ქიზიყს“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში განუცხადეს, ამგვარი დახმარებით 450–მდე ხელმოკლე ოჯახი ისარგებლებს.

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ თითოეული ოჯახი 1,5 მეტრ კუბ შეშას მიიღებს. მათი თქმით, სათბობი შეშა ეტაპობრივად სოფლებშიც ნაწილდება, მისი სახლამდე ტრანსპორტირება კი თავად ოჯახებმა უნდა მოახდინონ.

შეშის უსასყიდლოდ დასარიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 20 000 ლარი გამოიყო, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 ათასი ლარი, დამატებით, პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის განკარგულების თანახმად ჩაირიცხა.

როგორც სოფელ მირზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურაბ დათუკიშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, პროცესი მირზაანშიც მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ხდება:
„აუცილებელია მოქალაქემ წარმოადგინოს განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებიდან, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია დახმარების საჭიროების შესახებ. ასევე, თუ პირი უნარშეზღუდულია, მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს,“ – აღნიშნავს ზურაბ დათუკიშვილი.

დედოფლისწყაროს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ივანე ხელაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში შესულია სასიამოვნო ცვლილება, რის თანახმადაც, შეშის გაცემის წესს ახალი პუნქტი დაემატა.

შეირჩა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საოჯახო დახმარების მიმღები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 და ნაკლებია, შეშა მათგან გარკვეულ კატეგორიებს გადაეცემათ.

„მოგეხსენებათ, სოციალური დახმარების გარეშე კიდევ უამრავი ოჯახია დარჩენილი, რომელთაც უკიდურესად უჭირთ, არც მარჩენალი ჰყავთ, თუმცა ქულები დააკლდათ და სიღარიბის დაძლევის ერთიან ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი. არადა დახმარებას უდაოდ საჭიროებენ. ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ მუხლი, სადაც მითითებულია, რომ შეშას ასევე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ტერიტორიულ ორგანიში და რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია. ასეთი ოჯახები საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა გვიჩვენა, რომ ამ პუნქტის ჩამატება აუცილებელი იყო, რადგან გაცემის წესის მიღმა კიდევ ბევრი გაჭირვებული რჩებოდა შეშის გარეშე. ამდენად, ამიერიდან ასეთ ადამიანებს რწმუნებული გაუწევს რეკომენდაციას და ისინიც ისარგებლებენ ამ დახმარებით,“ – განმარტავს ხელაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 12 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროს მხატვართა კავშირის დამფუძნებელის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა

9 დეკემბერიდან დედოფლისწყაროს მხატვართა კავშირის დამფუძნებელის, ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის ავთანდილ პოპიაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად თბილისის ,,ფაინ არტ გალერეაში“ საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა. – ექსკლუზიურად წერს გაზეთი „შირაქი“. პოპიაშვილი ავტოავარიაში მოჰყვა.
60-იანელი ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, დამსახურებული პედაგოგი ავთანდილ პოპიაშვილი ქალაქ წითელწყაროში 1944 წლის 10 მარტს დაიბადა.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობს 60–ზე მეტი მხატვარი, მათ შორის: ედმუნდ კალანდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, რადიშ თორდია, გია ბუღაძე, შალვა მატუაშვილი, თემო მაჭავარიანი, კარლო კაჭარავა, გოგი ჩაგელიშვილი და სხვები. გამოფენაზე წარმოდგენილია 150-მდე ნამუშევარი, რომელთა შეძენაც მსურველებს არსებულთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ფასად შეეძლებათ.
ცნობილმა მხატვარმა მძიმე დაზიანებები 5 სექტემბერს მომხდარი ავტოავარიისას მიიღო. მისი ვაჟი დავით პოპიაშვილი შემოქმედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ურთულესს უწოდებს. მისი თქმით, სიცოცხლის შესანარჩუნებლად დიდძალი თანხებია საჭირო.
ავთანდილ პოპიაშვილი 60-იანელ ქართველ მხატვართაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო ფერმწერი და გრაფიკოსია. მისი მოღვაწეობა უკავშირდება ნიკოლაძის სასწავლებელს, სამხატვრო აკადემიასა და სასულიერო სემინარიას. ავთო პოპიაშვილმა თანამედროვე ქართული მხატვრობა თვალსაჩინო ნაწარმოებებით გაამდიდრა და თავისი სახელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დატოვა. დღეს ბატონი ავთოს ჯანმრთელობა უმძიმეს მდგომარეობაშია.
გაზეთ „შირაქის“ ცნობით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წლების წინ გაზეთმა „შირაქმა“ ამ შემოქმედს რამდენიმე საგაზეთო მასალა მიუძღვნა. როგორც ის „შირაქთან“ ინტერვიუში აცხადებდა, ხატვა ჯერ კიდევ საბავშვო ასაკში დაუწყია. პოპიაშვილი ხატვის ნიჭის გენეტიკური კოდის არსებობას გამორიცხავდა, თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ მისი და ფიროსმანის დედები ერთი გვარის წარმომადგენლები – ტოკლიკიშვილები იყვნენ.“ მისთვის ხელოვნებაში ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი არსებობს, პროფესიონალიზმი და დროის მაჯისცემის გრძნობა.“ – წერდა „შირაქი“.

გამოხმაურება: საქინფორმი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ;

გარდაცვლილი მშობიარის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს არ იზიარებს

ორი დღის წინ დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში გარდაცვლილი მშობიარის, 29 წლის თალიკო ქამაშიძის ოჯახი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. ახლობლების განმარტებით, მშობიარეს სისხლის დენა დაეწყო და ამიტომ გარდაიცვალა. საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ ოჯახს მედპერსონალთან პრეტენზიები არა აქვს და ამის თაობაზე მათ ხელწერილიც კი დაწერეს.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გავრცელებული ხმები ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დასტურდება. პატარა მკურნალობას თბილისში განაგრძობს.
როგორც „ქიზიყს“ გარდაცვლილი მშობიარის ძმამ გოჩა ქამაშიძემ განუცხადა, მიზეზებზე საუბარს და პროტესტის გამოხატვას მოგვიანებით გეგმავენ: ,,ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, ამჟამად ჩვილი თბილისში ინკუბატორშია მოთავსებული. დედის გადარჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ... მთავარი ისაა, რომ ამჟამად ჩემი და ცოცხალი აღარ არის... რა ვერსიები ვრცელდება, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, ახლა ჯერ ამის მისახედად არ გვცალია, თუმცა ამის დროც მალე მოვა და გავაპროტესტებთ,“ – აცხადებს გოჩა ქამაშიძე.

„მეორე შვილის გაჩენა აღარ სურდა, რადგან ეს დაავადება აწუხებდა. აბორტი გაიკეთა, თუმცა აღმოჩნდა რომ ტყუპებზე ყოფილა ორსულად. ანუ, აბორტის შემდეგ ერთი ნაყოფი დარჩა და ამის შესახებ გვიან გაიგო. სხვა გზა არ იყო და გააჩინა, ალბათ ესეც მისი ბედისწერა იყო,“ – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

მედიკოსების განმარტებით, ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა და ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. თალიკო ქამაშიძე სოფელ სამთაწყაროდან არის და ქალაქ დედოფლისწყაროში ზოროღლიანების ოჯახში იყო გათხოვილი. გარდაცვლილ ახალგაზრდას სამშაბათს, 13 დეკემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში დაკრძალავენ.

სამშობიაროში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი 9 დეკემბერს გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: ჯეონიუსი ;

суббота, 10 декабря 2011 г.

სამშობიაროში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა

HotNews>> EXCLUSIVE დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობამდე მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა.

პაციენტი დედოფლისწყაროს სამშობიაროში 9 დეკემბერს დროულად მიიყვანეს. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია.

„ამ ქალბატონისთვის ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდან არის და ქალაქ დედოფლისწყაროში გახლავთ გათხოვილი. ნაადრევი მშობიარობა დაფიქსირდა, ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა. მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება აღენიშნებოდა, თბილისში აღრიცხვაზე იყო და მკურნალობის კურსს იტარებდა. მისი ჯანმრთელობის რთული ვითარების თაობაზე ოჯახის წევრებიც ინფორმირებულნი იყვნენ. ამ დაავადების დროს ყველაფერი წამიერად ხდება, თრომბი მოწყდა, გაიჭედა და პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ხათუნა ზურიკაშვილმა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედპერსონალის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები არც გარდაცვლილის ოჯახს გამოუხატავს.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა. /ქიზიყი/ ნათია ოგბაიძე, ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: ჯი–ეიჩ–ენი ; მედიანიუსი ; ნიუსლაინი ; საქართველო&მსოფლიო ; ექსპრესნიუსი ; რადიო24 ; ჯეონიუსი ;

ილია მარტყოფლიშვილს მაესტროს ირგვლივ ღლონტისა და კიწმარიშვილის დაპირისპირების არ სჯერა

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი რადიო „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, ტოქ–შოუში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი დადგმული სპექტაკლია, ეროსი კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტი დაპირისპირებას „თამაშობენ“ და ვითარებას შეგნებულად ძაბავენ.

„პროფესიით ტელე–ჟურნალისტი ვარ და მაესტროს მოვლენები პირველივე დღიდან ძალიან ყალბი და ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება. რატომღაც მგონია, რომ კიწმარიშვილი და ღლონტი დაპირისპირებულები არ არიან და ეს ყველაფერი ვითარების ხელოვნურად დასაძაბად დადგეს. ამდენი დღეა გვესმის, რომ კიწმარიშვილი მაესტროზე „ევრონიუსს“ ჩართავს და გადაცემები გაჩერდება. თუმცა, ის, რომ უკვე ამდენი დღეა, მაესტრო ეთერს აგრძელებს, იმ ეჭვს ამყარებს, რომ რეალურად მაესტროს გაჩერებას არავინ აპირებდა და ეს ყველაფერი პიარის ნაწილი იყო. პირდაპირ ეთერში ზოგჯერ ჩაბნელებული სტუდიიდან მაუწყებლობდნენ, იმ წუთას ვფიქრობდი, რომ ეს ვიზუალური ეფექტისთვის დასჭირდათ. თუ განათებას უთიშავდნენ, ან დენის წყაროს ურთავდნენ, საკითხავია, რატომ მიკროფონები ან კამერები არ ითიშებოდა. ბევრი საეჭვო ნიუანსი გაეპარათ ეთერში, რამაც ეს ეჭვები კიდევ უფრო გამიმძაფრა,“ – აღნიშნავს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, რა ხელს აძლევს მაესტროს ხელმძღვანელობას ტელეკომპანიაში ხელოვნური არეულობის აფიშირება, მარტყოფლიშვილმა განაცხადა:
„მე მახსენდება ასეთი კომენტარი, სადაც „უცნობი“ ამბობს, ვითარება ხელოვნურად უნდა გავამძაფროთო. ასევე, „მაესტროზე“ ამჟამადაც ტრიალებს ანონსის რგოლი, სადაც გია გაჩეჩილაძე ამბობს, „ობიექტური ტელევიზია უნდა არსებობდეს ობიექტურ ქვეყანაშიო“. მაესტროს ჟურნალისტები, ნებით თუ უნებლიედ ჩართულები აღმოჩნდნენ ამ თამაშში. ამ ორ ადამიანს შორის დაპირისპირება მართლაც რომ არსებობდეს, ტექნიკურად პირდაპირი ეთერის ამ დრომდე შენარჩუნება ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. ამას გარდა, ითქვა, რომ ეკა ბერიძემ და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვეს, თუმცა ისინი გადაცემებს ამ დრომდე ამზადებენ,“ – ამბობს მარტყოფლიშვილი. /ქიზიყი/ გიორგი ლაღიძე

пятница, 9 декабря 2011 г.

კახეთში, მძღოლებს "ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე თბილისში მხარდამჭერების წაყვანა აუკრძალეს

კახეთში, მძღოლებს, 11 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე რეგიონიდან თბილისში მხარდამჭერების წაყვანა აუკრძალეს.

როგორც თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს ავტოსადგურებში მიკროავტობუსების მძღოლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, შესაბამისი გაფრთხილება მათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ადგილობრივი თანამშრომლებისგან მიიღეს.

"დღეს, დილით, მოვიდა და გვითხრა, რომ 11 დეკემბერს, ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციაა თბილისში და მათი მხარდამჭერები არ უნდა წავიყვანოთ. თუ ვინმე მოისურვებს მიკროავტობუსის დაქირავებას, უარი უნდა ვუთხრათ. მე არც ისედაც ვაპირებდი წასვლას, რადგან გაზაფხულზე "ქართული პარტიის“ ხალხი გადავიყვანე გურჯაანიდან ყვარელში, დამაჯარიმეს და მანქანაც წამართვეს რამდენიმე დღით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 11 დეკემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რეგისტრაცია „თბილისი ივენთ ჰოლსა“ და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. გარდა ამისა, „თბილისი ივენთ ჰოლში“ დამონტაჟდება დიდი სატელევიზიო ეკრანი, რათა დარბაზში ადგილების სიმცირის გამო გარეთ დარჩენილ მხარდამჭერებს ღონისძიების ნახვის საშუალება ჰქონდეთ.

სოფელ სამრეკლოში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის ბინა დალუქეს და მათი დედა გამოასახლეს

დედოფლისწყაროში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის ნონა მეხრიშვილისა და გია ტალიაშვილის ბინა სამართალდამცველებმა დალუქეს, დაკავებულის დედა ციური მეხრიშვილი კი იძულების წესით გამოასახლეს. როგორც გაზეთ "შირაქმა" გაარკვია, ამჯერად თბილისიდან ჩამოსულმა მევალეებმა სოფელ სამრეკლოში (ყოფილი ჯაფარიძე) შრომის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების ორსართულიანი სახლი პოლიციის დახმარებით დაიკავეს.

ნონა მეხრიშვილის ასაკოვან დედას ციური მეხრიშვილს თბილისში მცხოვრები მანანა რეხვიაშვილი პოლიციის და შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით ეწვია და საცხოვრებელი ფართის დაცლა მოითხოვა. მარტოხელა ქალი სუსხიან ზამთარში თავს ამ დრომდე მეზობლის საცხოვრებელ ბინას აფარებს. ფართის დაცლას თან აჟიოტაჟი ახლდა.

გაირკვა, რომ ნონა მეხრიშვილს რეხვიაშვილისგან სესხის სახით 8 000 ლარი ჰქონდა აღებული, საგარანტიოდ კი საცხოვრებელი სახლი ჩადო. მათ ვალის დაბრუნება ვერ მოახერხეს, რის გამოც გადასახდელმა თანხამ იმატა და 20 ათას ლარს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის დაკავების თაობაზე ინფორმაცია პრესითა და ტელევიზიით გავრცელდა, რეხვიაშვილმა დედოფლისწყაროში ჩამოსვლა და ზარალის ანაზღაურება გადაწყვიტა.

უსახლკაროდ დარჩენილი ციური მეხრიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა ვალზე საუბრობს მანანა რეხვიაშვილი და კონკრეტულად რის გამო აღმოჩნდა ქუჩაში. თუმცა, მეხრიშვილი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მომხდარის კანონიერებაში ეჭვს ვერ შეიტანს.
,,არაფერი ვიცი. გვქონდა თუ არა მისი ვალი, ან ვინ ისესხა და რამდენი ლარი ისესხა მისგან, ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ალბათ ფული ჩემმა შვილმა და სიძემ გამოართვეს. რეხვიაშვილი კანონიერად მოქმედებს, ეჭვს ვერ შევიტან, რადგანაც მას დოკუმენტებიც აღმოაჩნდა და სამართალდამცველებიც ჩაერივნენ, ალბათ დადასტურდა, რომ მართლაც დავალიანება გვქონდა და ამიტომ გამომასახლეს. სხვა გზა არ მქონდა და დიდი წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ყველა ნივთი გარეთ გამომატანინეს, სახლი დამაცლევინეს და საგულდაგულოდ დაკეტეს," – აღნიშნავს მეხრიშვილი.

მარტოხელა ქალბატონი აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს და საკუთარ მომავალს პესიმისტურად უყურებს. მისი თქმით, ოჯახის ორივე წევრი, რომლებიც მის გამოკვებაზე და რჩენაზე ზრუნავდა, პოლიციამ ერთდროულად დააკავა. მეხრიშვილი ამბობს, რომ არ იცის არსებობას და თავის რჩენას დამოუკიდებლად როგორ შეძლებს, მით უფრო, რომ მისთვის სრულიად მოულოდნელად თავშესაფრის გარეშე აღმოჩნდა.
დახმარების სათხოვნელად უსახლკაროდ დარჩენილმა ქალბატონმა დედოფლისწყაროს გამგეობას მიმართა. როგორც გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში განმარტავენ, იმისათვის, რომ გამგეობამ ეს ადამიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს და ბინის ქირით დააფინანსოს, საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდეს.
როგორც გავარკვიეთ, ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის სტატუსით არ სარგებლობს.

შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ სამრეკლოში მცხოვრები ცოლ-ქმარი ნონა მეხრიშვილი და გია ტალიაშვილი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე ადგილობრივს საპენსიო თანხა გამოსძალეს და უკან აღარ დააბრუნეს. ამასთან, მათ ადგილობრივებს ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა განვადებით გამოატანინეს, თანხა კი ისევ შუამავლებს დააფარინეს.
დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 12 დაზარალებული ოჯახის წერილობითი განცხადების საფუძველზე აღიძრა. ფაქტის გახმაურების შემდეგ კიდევ არაერთი დაზარალებული გამოჩნდა, ასე იყო უკანასკნელ შემთხვევაშიც, რის შედეგადაც დამნაშავის დედა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა... დაკავებულებს კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 8 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროს სკოლებში მანდატურის ვაკანსიაზე 12 განაცხადი შევიდა

მანდატურები დედოფლისწყაროს სკოლებში უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან. ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ მანდატურის ვაკანსიებზე 12 განაცხადი შევიდა.
„სამწუხაროდ, ჩვენს რაიონში ბევრი განაცხადი არ შემოსულა, სულ 12 კანდიდატმა შემოიტანა. მსურველები მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ალბათ, ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამიტომაც არ აქტიურობდნენ,“ – აცხადებენ რესურსცენტრში.
წარდგენილი განცხადებები განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურს გადაეგზავნა. შერჩეული კანდიდატები ტესტირებას გაივლიან და მუშაობას შეუდგებიან.
სავარაუდოდ, თითო სკოლაში სამი მანდატური დაინიშნება. კანდიდატისთვის უმაღლესი განათლება აუცილებელი პირობა არ არის. კახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი განაცხადი გურჯაანში შევიდა, სადაც 12 ვაკანსიაზე 141 განაცხადი შევიდა. /ქიზიყი/

ლევან ბაღაშვილი: „პროექტი იმდენად წარმატებულია, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსმიერ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, თითქოს დედოფლისწყაროში გერმანული მხარის მიერ დაფინანსებული პროექტი ჩავარდა, კატეგორიულად უარყოფს. ბაღაშვილის განმარტებით, შედეგების მონიტორინგს თავად გერმანული მხარეც ახორციელებს. მისი თქმით, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, მატყუარაა:

პროექტის მონიტორინგს თვითონ GiZ და გერმანიის საელჩო ახორციელებს. პროექტი იმდენად წარმატებულია, რომ წელსაც გაგრძელდა და საუბარია იმაზე, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება. ხეები გამხმარი არ არის“, - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

7 დეკემბერს პრესაში გავრცელდა ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსებული პროექტი ჩავარდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ბრალდება რამდენჯერმე უარყვეს. /ქიზიყი/

среда, 7 декабря 2011 г.

ოპოზიციის მტკიცებით, გერმანული პროექტი ჩავარდა – დედოფლისწყაროს გამგეობაში ბრალდებას უარყოფენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობის სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დეგრადირებული ლანდშაფტის აღდგენა მიმდინარეობს. ნეტგაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ქარსაფარი ზოლების აღდგენა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის GIZ-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და დედოფლისწყაროში მილიონობით ევრო იხარჯება.

ქართულ-გერმანული პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული, ხოლო გერმანიის თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი, დიტერ მიულერი.

მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010 წელს გერმანიის თანამშრომლობის ფონდის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯულია 86 754 ლარი. მათ შორის დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენაზე დაიხარჯა 49 772 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული ნარგავების მორწყვაზე სხვადასვა ეტაპზე -36 982 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქარსაცავების და ტყის კორომების გაშენების პროექტი ჩავარდა და თავიდანვე როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები აღნიშნავდნენ, პროექტი განწირული იყო კრახისთვის. სოფელ მირზაანის შესასვლელთან „გაშენებული ტყის მასივი“ სულ გადამხმარია და პირუტყვი „სეირნობს“.

სოფელ ზემო ქედის შესასვლელთან „გაშენებული“ ტყის კორომიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. თითქმის ყველა ობიექტზე ასეთი სავალალო შედეგია, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.
,,მისასალმებელია გერმანიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივა დახმარების შესახებ, მაგრამ ეს დახმარება ნაციონალური მთავრობის მიერ უნდა მიმართულიყი მიზნობრივად და გეგმაზომიერად. ,,ნახევრადგაუდაბნოებულ ადგილზე რა ნარგავების გაშენებაზეა ლაპარაკი? პირველ რიგში უნდა აღდგეს წინა მთავრობის და ნაწილობრივ ამ ნაციონალების მიერ გაპარტახებული სარწყავი სისტემა, სხვა შემთხვევაში ეს პროექტი არაეფექტუტი იქნება და შედეგს არ მოიტანს“ - აცხადებდნენ ფერმერები.

“თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს დედოფლისწყაროს ნაციონალური მთავრობის არამიზნობრივ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ნარგავების გაშენება ხდებოდა ადგილობრივი ტყეების გაჩანაგების ფონზე, რაზეც ყველა შესაბამისი ორგანო შეგნებულად ხუჭავდა თვალს. ასევე უნდა ითქვას, რომ ახლად დარგული ნერგების მორწყვაზე 10 000 ლარები იწერებოდა იმ დროს, როცა კახეთში გახშირებული წვიმები იყო. მაგალითად, გამგებლის 18 ივნისის N321 ბრძანებით ერთ-ერთ „შპს“-ს გადაერიცხა 10 793 ლარი ნარგავების მორწყვაზე, ეს იმ დროს, როდესაც დედოფლისწყაროში წყალდიდობა იყო და მოსახლეობა სტიქიის შედეგად დაზარალდა.

“თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია თვლის, რომ ამ სფეროში შედეგის მისაღწევად აუცილებელია მოწესრიგდეს გაჩანაგებული სამელიორაციო სისტემა, შემდეგ კი თანხა დაიხარჯოს ნარგავების დარგვაზე. თუ ხელისუფლებამ „პრობლემების მოგვარება“ ასე გააგრძელა, დედოფლისწყაროს მოსახლეობას მალე უდაბნოში მოუწევს ცხოვრება!

ოპოზიციის ამ ბრალდებას ტყუილი უწოდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. როგორც რადიო „ჰერეთს“ გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ბენაშვილმა განუცხადა, „ეს იყო საპილოტე პროექტი და რამდენიმე სახეობის ნერგმა მართლა არ გაიხარა, თუმცა ამას პროექტის ჩავარდნა არ ჰქვია“. ბენაშვილის თქმით, პროექტი ჯერ არ დასრულებულა და იმ ნერგების მაგივრად, რომლებმაც არ გაიხარა, სხვა ჯიშები გაშენდება. ბენაშვილის ოპოზიციას ურჩევს, ჯერ სიტუაციას გაეცნონ და განცხადებები შემდეგ გააკეთონ. /ქიზიყი/

ნინო ჭიღიტაშვილი დედოფლისწყაროში ხელმძღვანელებად არაპროფესიონალების დანიშვნას დეგრადაციად აფასებს

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ჟურნალისტი ნინო ჭიღიტაშვილიც ეხმაურება და კომენტარს აკეთებს. ის თანამდებობებზე არაპროფესიონალების დანიშვნას დეგრადაციად აფასებს.

„რაც შეეხება არაპროფესიონალი კადრების დანიშვნას რაიონისთვის სასიცოცხლოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ვფიქრობ, რომ უდიდესი დანაშაულია, რომელიც განაპირობებს მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სფეროების პროდუქტიულობის უკუსვლას, დეგრადაციას... განათლების სფერო პირდაპირ კავშირშია მომავალი თაობების აღზრდასა და მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასთან, ამიტომ, როდესაც ვირჩევთ ამ მიმართულებით ხელმძღვანელ პირს, დაფიქრება გვმართებს, რომ კადრი შეესაბამებოდეს საქართველოს მომავლის ღირსეულად აღზრდა-განათლების მოთხოვნებს, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავ დღევანდელ დედოფლისწყაროს საკადრო სისტემაში,“ – აცხადებს ჭიღიტაშვილი. მისი თქმით, ისევე როგორც საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის ხელმძღვანელის შემთხვევაში, დედოფლისწყაროში სხვა ვაკანსიებიც კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანებით უნდა კომპლექტდებოდეს.

ახლახან დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს წევრი ლევან ჯამალაშვილი დაინიშნა. /ქიზიყი/

ბიძინა ივანიშვილისა და სააკაშვილის რეიტინგი ერთმანეთს უთანაბრდება, ამჯერად მხოლოდ 5%-იანი სხვაობაა

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა ავტორიტეტული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური კვლევების ზოგიერთი შედეგი. შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი ახერხებს - "ნაციონალური მოძრაობა", ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". საგულისხმოა, რომ გამოკითხვის მიხედვით, ივანიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგი ერთმანეთს თითქმის უთანაბრდება.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი; 27 პროცენტი - ბიძინა ივანიშვილი; 10 პროცენტი - გიორგი თარგამაძე, 2 პროცენტი - შალვა ნათელაშვილი და 2 პროცენტი - ირაკლი ალასანია.
კითხვაზე, ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე - 22 პროცენტი; ბიძინა ივანიშვილი 21 პროცენტი; შალვა ნათელაშვილი 4 პროცენტი; ირაკლი ალასანია - 3 პროცენტი. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

ქალაქ თბილისში, გლდანის DKD-ს სპორტულ დარბაზში 2-4 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს რიგით მეთვრამეტე ღია ჩემპიონატი კიკ-ბოქსინგში K-1 წესებით უფროსი ასაკის სპორტსმენებში. ხოლო, 16 წლამდელთა შორის შეჯიბრება მუხლის გამოყენების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კიკბოქსინგის ყველაზე მსუბუქ ვერსიას გულისხმობს.
როგორც „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციიდან აცნობეს, ჩემპიონატში ფედერაციიდან 2 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაც მეორე მესამე ადგილები მოიპოვეს.
მეორე ადგილი წილად ხვდა დედოფლისწყაროელ ნიკა ჩიტიშვილს, რომელმაც 2 ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ფინალში მეტოქეს ქულათა მცირე სხვაობით ჩამორჩა. მესამე ადგილზე გავიდა ნაჰიბ ალიევს.
„საბოლოო ჯამში, საინტერესო ჩემპიონატი შედგა. ყველაფერი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული, მსაჯების მუშაობითაც კმაყოფილი ვართ. ნახევარფინალებში ნიკა ჩიტიშვილმა ორი ბრძოლა აშკარა უპირატესობით მოიგო. მეტოქე წონითაც და ასაკითაც 2 წლით დიდი იყო, რაც მებრძოლებს არათანაბარ პირობებში აყენებდათ, თუმცა ნიკამ ყველაფერს თავი კარგად გაართვა და მხოლოდ ქულების მცირე რაოდენობა დააკლდა ჩემპიონობას, რის გამოც მეორე ადგილს დასჯერდა,“ – აცხადებს გიორგი ცისკარაული.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, შეჯიბრის ორგანიზატორი იყო ტაიბოქსისა და კიკ-ბოქსინგის ფედერაცია. ჩემპიონატში ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენი მონაწილეობდა. მონაწილეთა რიცხვმა 200-ს მიაღწია. შეჯიბრში ასევე ასპარეზობდნენ სომხეთის დოკანდო–ს ფედერაცია.

ჩემპიონატში მონაწილეობდა ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრთან არსებული კიკ-ბოქსინგის კლუბი "ჩემპიონი", რომლის ხელმძღვანელია თამაზ ყარაგვეზაშვილი. მათ გულშემატკივარს არც წელს გაუცრუეს იმედები და ჩემპიონატიდან მედლებით ხელდამშვენებული დაბრუნდნენ.

საქართველოს ჩემპიონები კიკ- ბოქსინგში გახდნენ: გაგა ცგოგილაშვილი, ლაშა ელყიაშვილი, ლევანი წიკლაური, გელა იაკობიშვილი.
II – საპრიზო ადგილი წილად ხვდათ: გიორგი გომერშმიდი, ზურაბი ჯეთერიშვილი, მალხაზი უთრუთაშვილი, ლევანი სეფიაშვილი, ვალერი ვაჭრიძე, შალვა ხოსიტაშვილი, დავით ქადაგიძე, კობა კობიაშვილი.
III – საპრიზო ადგილზე გავიდნენ: ლევან წიკლაური, დავით ჯინაშვილი, ვანო ნათელიძე, რაჯი ლაზარეთიანი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 6 декабря 2011 г.

ექიმი, რომელსაც 3 წლის ბავშვის გარდაცვალებას აბრალებდნენ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ყოფილი ექიმი გიორგი სეხნიაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააპატიმრეს, თავისუფალია.

3 წლის ამილ გასანოვი დედოფლისწყაროს რაიონში, საქონლის ფერმაში გველმა 2011 წლის მაისის ბოლო რიცხვებში დაკბინა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა მოზარდი გზაში გარდაიცვალა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რადგან მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.

საპირისპიროს ამბობდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. „მაქსიმუმ 30 წუთზე მეტი არ გასულა რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. კარგია რომ მალე მოსულხართო, დააწვინეს და რაღაცა გაუკეთეს. არ უთქვამთ, რა ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ და მერე, ბოლოს გვითხრეს, რომ შრატი არ გვაქვს და თბილისიდან რომ მოდის სასწრაფო ის მოიტანსო. სასწრაფო 5-6 საათის შემდეგ მოვიდა და ბავშვი გარდაიცვალა. თუ კი ვერ უშველიდა და არ ჰქონდა რამე საშუალება, გვეტყოდა, მიდით, გადაიყვანეთ სადმე, ან წამალი არ მაქვსო. ჩვენ მივხედავთ, კარგიაო და შედიოდა და გამოდიოდა. აბა, მწყემსმა კაცმა რა ვიცოდი, რას აკეთებდა“, - აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის მამამ ნალიბ გასანოვმა ტელეკომპანია „იმედი“-სთვის 29 მაისს მიცემულ ინტერვიუში.

ბავშვს „ანტიგიურზინი“ რომ არ გაუკეთეს, ამას დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი ვანო ნატროშვილიც ადასტურებდა. მისი თქმით, რაიონში „ანტიგიურზინი“ საერთოდ არ იშოვებოდა.

ბავშვის გარდაცვალების ფაქტს 30 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტმა იმ ექიმების სამაგალითო დასჯა მოითხოვა, რომელთა დაუდევრობითაც, სააკაშვილის თქმით, ბავშვი გარდაიცვალა.

„დედოფლის წყაროში ერთ-ერთი მწყემსის შვილს, პატარა ბავშვს გველმა უკბინა, მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა შვიდი საათის განმავლობაში არანაირი მკურნალობა არ ჩაუტარეს. მაშინ, როდესაც ბავშვს მხოლოდ შრატის გაკეთება სჭირდებოდა. როდესაც მიხვდნენ, რომ ბავშვი კვდებოდა, მისი თბილისში გადაყვანის პროცედურა დაიწყეს. ფაქტია, რომ ბავშვმა თბილისამდე ვერ ჩამოაღწია. ეს იმის გამო მოხდა, რომ ექიმებს ის უპატრონო ეგონათ და, ალბათ, ზედაც არ შეხედეს. ვიდრე მსგავსი რამ ხდება, სერიოზულად ლაპარაკი ძალზე რთულია. ეს ექიმები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. დღეს ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან, რადგან არ ვაპირებ მოვითმინო ის, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ ხდებოდეს საქართველოში. არ ვაპირებ შევეგუო იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც ერთი ბავშვი იყოს დაუცველი და მით უმეტეს, ვინმეს დაუდევრობისა და უყურადღებობის მსხვერპლი გახდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იმავე დღეს, 30 მაისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 3 წლის ამილ გასანოვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო, სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში კი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2 ივნისს, სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი დააკავეს. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებაში ბრალდებულ ექიმს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს საერთოდ უცნობი დარჩა, სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა და განაჩენი გამოიტანა, თუ საქმე საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა. სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე პროცესის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებდნენ, მოსამართლის თანაშემწე კი სხდომის დროის შესახებ კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა. ორი თვის განმავლობაში, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთხელ მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მთავარი პროკურატურის პრესსამსახურებს, რათა გაგვეგო რა სასჯელი შეეფარდა გიორგი სეხნიაშვილს, თუმცა ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია.

გიორგი სეხნიაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

ნატალია სარქისაშვილი ICK

понедельник, 5 декабря 2011 г.

ბინის ქურდობისთვის პოლიციამ 19 წლის მამაკაცი დააკავა

EXCL;USIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები გიორგი არაბული დააკავეს, რომელიც თანასოფლელის ბინის ქურდობაშია ეჭვმიტანილია. მოზარდმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან ითანამშრომლა.
ნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, დაკავებულმა ადგილობრივის, პაატა პატაშურის საცხოვრებელი ბინიდან ძვირადღირებული ელექტრო ტექნიკა მალულად მიითვისა.
სიღნაღის პროკურატურამ დაკავებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა მიესაჯა და გირაოს სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულ პატაშურების ოჯახს ზარალი უკვე აუნაზღაურდა. /ქიზიყი/

суббота, 3 декабря 2011 г.

სამართალდამცავ ორგანოებს დედოფლისწყაროს მოსახლეობის ტერორში ადანაშაულებენ

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ადგილობრივ თანამშრომლებს მოსახლეობის ტერორში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციამ სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლები, დაახლოებით სამი კვირის წინ, სახნავ-სათესის და საძოვრების უცხოელებზე გაყიდვის საპროტესტო აქციის ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა. პარტიის ცნობით, ღამის 03:00 საათზე სიმონ ცინცაძე და ბიჭიკო გორგაძე სოფელ არხილოსკალოს პოლიციის შენობაში აიყვანეს, სადაც ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა სიმონ ცინცაძეს და ბიჭიკო გორგაძეს პირდაპირ უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდნენ, მათ სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ.
ამასთან, თვითონ სიმონ ცინცაძე აღნიშნავს, რომ იგი ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაიბარეს დედოფლისწყაროში და დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩერდება ნარკოტიკს ჩაუდებენ. გარდა ამისა, დააწერინეს ხელწერილი იმის შესახებ, რომ არჩევნებში მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს. როგორც ცინცაძე აღნიშნავს, ხელწერილი ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე დაწერა, მაგრამ გაჩუმებას არ აპირებს, რადგან სხვა გზა არ აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალისმიერ ტერორს აპროტესტებს. ამასთან, მოუწოდებს ყველა არასამთავრობო და ადმიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას, ამ კონკრეტული ფაქტით დაინტერესდნენ.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, პარტია ურჩევს, გაჭირვებული, გაღატაკებული გლეხების კონტროლის ნაცვლად, აჯობებს საკუთარი ახლო ნათესავების, მეგობრებისა და რაიონის საჯარო მოხელეების საქმიანობას გადაავლონ თვალი. /ქიზიყი/

пятница, 2 декабря 2011 г.

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით აქციები გრძელდება

ცნობილი მეცენატის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი აქცია მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით 29 ნოემბერს დასრულდა!
ქუთაისიდან ფეხით მომავალი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები თბილისში შემოვიდნენ. ინიციატივა ამ აქციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა, ეკუთვნოდა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკა კურტანიძეს. ლაშქრობაში მათ თან ახლდათ სამების ტაძრის დიაკვანი მამა ელიზბარი წმინდა გიორგის, როგორც სიმართლისათვის მებრძოლი წმინდანის ხატით
თბილისში შემოსულ მოლაშქრეებს დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოუწყეს ივანიშვილის მხარდამჭერებმა და ყველა ერთად სამების ტაძრისკენ გაემართა, იმ რწმენით, რომ სწორედ, უფლის სახლისკენ მიმავალი გზა არის ის გზა, რომელიც ქართველ ხალხს ტაძრამდე მიიყვანს.
_,,სანამ ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალ გზას დავადგებოდით, გელათში დავანთეთ სანთელი და ვილოცეთ. გელათის მადლით გაძლიერებულები წამოვედით; ჩვენ საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ, იმ კაცს, რომელმაც წლების განმავლობაში საქართველოსათვის უამრავი სიკეთე გააკეთა, მორალურადაც, ღვთისგანაც, ხალხისგანაც და კანონისგანაც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობა. მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს დიდი სიყვარულისკენ, გვინდა, ყველა ქართველი სამშობლოს სიყვარულით გაერთიანდეს”,-განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მხარდაჭერისათვის უღრმესი მადლობა გადასცა ზაქარია ქუცნაშვილმა, ასევე მათთან შესახვედრად მოვიდა მომღერალი ბერა ივანიშვილიც, რომელმაც უდიდესი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნა იქ შეკრებილებისადმი და 11 დეკემბერს “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე ქართველ ხალხს თავისი ახალი კლიპის პრეზენტაციასაც დაჰპირდა.

ნინო ჭიღიტაშვილი, სპეციალურად დედოფლისწყაროსთვის

2–ე საჯარო სკოლამ თეატრალურ ფესტივალში გაიმარჯვა

26 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულ სკოლებს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მასში სტუდენტები, მოსწავლეები, მათი მშობლები, საქართველოში მცხოვრები ბოშები, დევნილები და რეპატრირებული მესხები მონაწილეობდნენ.

ფესტივალში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან №2 საჯარო სკოლის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. მათ სავიზიტოდ ოსკარ უაილდის "ვარსკვლავბიჭუნა“ ჰქონდათ გატანილი.

სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძე გახლდათ, რომელიც ქალაქ რუსთავის კულტურის ცენტრის და ქალაქ თბილისის ლიტერატურული თეატრის რეჟისორია. ჟიურის განსაკუთრებული მოწონება ამ ბავშვების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა დაიმსახურა. მათ პორტატულ კომპიუტერთან ერთად სპეციალური პრიზი გადაეცათ, რომელზეც ამოტვიფრული სიტყვები „სიკეთის კეთებიდან სამოქალაქო აქტივობამდე“.

პროექტს კოორდინაცია სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორმა ლელა ცქიტიშვილმა და №2 საჯარო სკოლის კოორდინატორმა მანანა ლამაზოშვილა გაუწიეს.

შეგახსენებთ, ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის მოზარდების დამეგობრება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართვაა.

ცნობისთვის: ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა ერთ–ერთი სკოლაა, სადაც ყველაზე მეტი ბოშა მოსწავლე ირიცხება. წერა–კითხვა არც მათმა მშობლებმა იციან, ამდენად, მათი სკოლაში შეყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რომ ისინი რაიონული ცენტრისგან მკვეთრად მოწყვეტილები არიან და სხვა სოფელში ცხოვრობენ, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდნენ, თუმცა ბოლო დროს მათ სპეციალური სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც ბოშა ბავშვების ტრანსპორტირებას ყოველდღიურად უზრუნველყოფს. /ქიზიყი/

ანსამბლი „შირაქი“ შემაჯამებელ ფესტივალზე გამოსასვლელად ემზადება

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირისა და საქველმოქმედო ფონდი „ოქროს ცერი“–ს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსთან ერთად 26 დეკემბერს, თბილისში არტ–პოლის დარბაზში საშობაო ფესტივალს გამართავს, სადაც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოცეკვავეებთან ერთად დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებიც მიიღებენ. ამის შესახებ ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ ანსამბლ „შირაქის“ ხელმძღვანელმა ალექსი გაბრიელაშვილმა აცნობა.

„ზოგადად, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირს მუშაობის ასეთი დევიზი აქვს: „გავეცნოთ და გავაცნოთ ერთმანეთს ერთმანეთის შემოქმედება“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონებში ხშირად მართავენ კონცერტებს და შემდეგ დასკვნითი ფესტივალი ტარდება თბილისში, ამას უცხოელი სტუმრებიც ესწრებიან ხოლმე. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ანსამბლები საერთაშორისო ბაზრებზეც გავიყვანოთ. ანუ, წლის ბოლოს, შემაჯამებელი კონცერტი ტარდება, სადაც შერჩეული საუკეთესო კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გაბრიელაშვილმა.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალში დედოფლისწყაროდან ანსამბლ „შირაქის“ 45–მდე მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 1 декабря 2011 г.

ნიკოლოზ შანშიაშვილის განმარტებით, უსახლკარო, უნარშეზღუდული მოზარდის ოჯახს ბინის ქირით ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს

გაზეთ „შირაქში“ გამოქვეყნებულ სტატიას რეაგირება მოჰყვა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. სოფელ ოზაანში მცხოვრები უნარშეზღუდული მოზარდის დავით მელაძის ოჯახს, რომელიც რამდენიმე თვის წინ უსახლკაროდ დარჩა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა ბინის ქირის საფასურს ყოველთვიურად გადაუხდის.

ადგილობრივ თვითმმართველობაში შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – ამის შესახებ გაზეთ „ქიზიყს“ გამგეობის მოქალაქეთა მომსახურეობის ბიუროდან აცნობეს.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი 9 წლის მოზარდი, რომელიც ცერებრალური დამბლითაა ავად და I ჯგუფის ინვალიდის სტატუსს ატარებს, უკვე მესამე თვეა მშობლებთან ერთად თავს ნათესავების სახლს აფარებს. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის დიასახლისმა ნანა გაბაიძემ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის გამგებელს რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

სოფელ ოზაანში მდებარე საცხოვრებელი ბინა, სადაც ისინი ამ დრომდე ცხოვრობდნენ ყოფილმა მეპატრონემ დავალიანების გამო გაყიდა, მას შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი ნათესავმა შეიფარა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა მელაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე ბრძანებას ხელი 28 ნოემბერს მოაწერა:
„ჩვენ მელაძეების პრობლემა შევისწავლეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ ოჯახს მხარში მაქსიმალურად დავუდგეთ და გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებაში შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. საცხოვრებელი ფართი ამ ოჯახმა კვლავაც სოფელ ოზაანში მოიძია და მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის მფლობელისთვის ქირის საფასურის გადარიცხვას ყოველთვიურად უზრუნველყოფს. მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაფორმდა და მიმდინარე თვის თანხა უკვე ჩარიცხულია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი.
როგორც „შირაქმა“ ადგილზე გაარკვია, გიორგი მელაძის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ისინი ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ის მცირეწლოვანი ბავშვისთვის მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით და ოჯახს ხშირად კვების პრობლემაც ექმნება. ხელმოკლე ოჯახში აღნიშნავენ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მელაძეები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მისამართით მადლიერებას გამოხატავენ.
ამ ოჯახის გაუსაძლის ყოფაზე გაზეთი „შირაქი“ 28 ოქტომბრის ნომერში დაწვრილებით წერდა.
ილია მარტყოფლიშვილი

ღირსების ორდენოსანის საქმიანობას თელავის სამხარეო პროკურატურა იკვლევს

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის ინფომაციით, დედოფლსწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დამსახურებული, ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 ივლისის №08.07.03 განკარგულებით ღირსების მედლით დაჯილდოვდა გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თამარ მათეშვილი.

როგორც „ თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, 2 თვის წინ თელავის სამხარეო პროკურატურამ გაითხოვა საფინანსო სამსახურის დოკუმენტები მოკვლევის მიზნით. ასევე 2 თვის წინ თელავის საფინანსო სამსახურმა დააკავა შპს "სერვისი 2007-ის“ უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა თანხების მითვისებასა და გაყალბებაში.

შპს „სერვისი 2007“ ფინანსდებოდა რაიონის ბიუჯეტიდან. ნაციონალური მთავრობა ღირსების ორდენებს ურიგებს ისეთ ადამიანებს რომელთა საქმიანობას იკვლევს სამართალდამცავი ორგანოები. ეს კანდიდატურა შეარჩია და წარადგინა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. კახა კუკავას პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ურჩევს საქართველოს პრეზიდენტს ვიდრე ჩინ-მედლებს დაარიგებს, იქამდე გაეცნოს იმ მუნიციპალიტეტის საფინანსო საქმიანობას და დარწმუნდეს ამ დაჯილდოების სისწორეში", _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი. /მედიანიუსი/

მეუღლის მკვლელობისთვის ნატალია თევდორაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დედოფლისწყაროს სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ 33 წლის ნატალია თევდორაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობა დედოფლისწყაროში, ერეკლე II-ის ქუჩა #12-ში 1 წლის წინ მოხდა. ნატალია თევდორაშვილმა თავისივე მეუღლე, 36 წლისსერგეი თევდორაშვილი გვიან ღამით გულში დანის დარტყმით მოკლა. დანაშაულის ჩადენის მომენტში შვილებიც სახლში იმყოფებოდნენ.

როგორც გარდაცვლილის დედამ თამარ თევდორაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ნატალია თევდორაშვილს, მანამდე, მეუღლის ბებიის ნაჯახით მკვლელობისთვის 8 წლიანი სასჯელი ჰქონდა მოხდილი. ის რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროსაც გაასამართლეს.

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა თევდორაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მას ორი არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა. ბინა, სადაც სასტიკი მკვლელობა მოხდა, 2010 წლის 23 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. /ქიზიყი/ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы