„საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დიდი საკადრო ცვლილებები არ შეინიშნება, თითმის უცვლელად სხედან ძველი, ნაცმოძრაობისთვის თავგადაკლული კადრები. ხალხის მოლოდინი სამართლიანობის აღდგენაზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ოცნებად დარჩა. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა, რაც ხალხს კეთილგანწყობას გამოიწვევდა ჩვენს რაიონში არ განხორციელებულა, ინფრასრუქტურული სამუშაოების გარდა.
მაგალითად, გურჯაანში თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება მრავალშვილიანი დედებისთვის სამი შვილის შემდეგ ყოველ შემდგომ ბავშვზე ყოველთვიური ასლარიანი დახმარების შესახებ. ასევე, ისინი გასცემენ ეგრეთ წოდებულ ერთჯერად დახმარებებს სოციალურად გაჭირვებულებზე. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ამის შესახებ აცხადებს, რომ ასეთ და სხვა სახის პროექტების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მათ უამრავი ხალხი მიაწყდებათ.
მინდა შევახსენო ადგილობრივ თვითმმართველობას და საკრებულოს თავმჯდომარეს, ახალი ხელისუფლების ცვლილება ხალხს იმიტომ კი არ უნდოდა, რომ ხელისუფლების მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, რომ ჩამსხდარიყვნენ ძვირადღირებულ მანქანებში, რომ გაზრდილიყო მათი ოჯახის ბიუჯეტი, არამედ უნდა მოეხდინათ პირველ რიგში იმ მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც წინა ხელისუფლების დროს აწუხებდათ,- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მინდა მივმართო დედოფლისწყაროს ახალ გამგებელს, ბატონ ჯანიაშვილს, მოამზადონ შესაბამისი ხალხზე ორიენტირებული პროექტები და თუ საკრებულო არ დაამტკიცებს ამ პროექტებს სხდომაზე, ჩვენ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას საკრებულოს თავმჯდომრის და მკაცრად მოვითხოვთ მთლიანად დედოფლისწყაროს საკრებულოს იმპიჩმენტს,“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი.
დედოფლისწყაროს საკრებულოს უმოქმედობაზე საუბრობს დედოფლისწყაროში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაც. ქიზიყი.ge-ს რედაქცია საკრებულოს იმპიჩმენტის აუცილებლობას ხედავს. გამოცემის რედაქტორის, ილია მარტყოფლიშვილის განმარტებით, არჩევითი ორგანო დედოფლისწყაროში ოდნავაც ვერ გრძნობს ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებას და საკრებულო ცალსხად უგულებელჰყოფს გამჭვირვალეობის პრინციპებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий