пятница, 21 октября 2011 г.

გერმანიის დელეგაციამ დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში მორიგი შეხვედრა გამართა

21 ოქტომბერს გერმანიის სამთავრობო დელეგაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი სამი წლის განმავლობაში, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, დედოფლისწყაროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ადგილზე დათვალიერება და შედეგობრივი განხილვა-მონიტორინგი იყო.
დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: ანდრეას გიზი–გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) რეფერანტი, კლაუს ტრანსბერგერი–გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს( BMZ) წარმომადგენელი, ქასტენ ქილენი–სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი, გერმანიის ბანკის (KFW) წარმომადგენელი, მარტინ ჰომოლა–სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი სილკე კლოვერი–გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი–ეკონომიკური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ქასტენ მარკუს ნუდინგი – სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი და ამავე პროგრამის წარმომადგენელი აკაკი რუხაძე. ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის გერმანული და ქართული მხარის წარმომადგენლები, დედოფლისწყაროში მიმდინარე ქართულ-გერმანული პროექტების ხელმძღვანელები დიტერ მიულერი და გიორგი კოლბინი.

სტუმრებმა მოინახულეს პროექტის ფარგლებში შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ოფისი და ბიუროს ხელმძღვანელის თეა ლეკაშვილისგან მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. შემდეგ გაიმართა ოფიციალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სტუმრებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა: „5 წლის წინ ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობის მხოლოდ 15% იღებდა სასმელ წყალს, თანაც 4 დღეში ერთხელ, დღეს მოსახლეობის 100%, 24 საათიანი გრაფიკით, ყოველდღიურად იღებს წყალს, ასეთივე პროგრესული შედეგია გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების, ინფრასტრუქტურის განვითარების და სოციალური პროგრამების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა გამგებელმა. მან დეტალურად ისაუბრა განხორციელებული (ქარსაცავების, მმბ-ს) და მიმდინარე სოფლის მეურნეობის პროექტების დადებით შედეგებზე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა გერმანიის სამთავრობო დელეგაციას სტუმრობისთვის, თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ GIZ დახმარებით, პროექტების მიმდინარეობისას, მოახერხეს ალტერნატიული ენერგიის დანერგვის საკითხებზე გერმანიის ,,სენიორთა კორპუსის“ ექსპერტის ჩამოყვანა და ამ მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის პარამეტრების განსაზღვრა.
,,–ეს მეგობრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი რაიონისთვის, ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ჩვენ გლობალური პრობლემის – გაუდაბნოების, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ერთობლივად ვატარებთ და ჩვენი თანამშრომლობა შედეგიანია,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.
სტუმრებმა კმაყოფლება გამოხატეს ნაყოფიერ ურიერთთანამშრომლობაზე და მომავალი 10 წლის გეგმებითაც დაინტერესდნენ, რაზეც ბატონმა ნუკრიმ განუმარტათ, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელების შემდეგ სამთავრობო პროგრამების შესაბამისად, ისინი იზრუნებენ საბავშვო ბაღებზე, კულტურის სფეროების განვითარებაზე და სხვა. /ქიზიყი/

სამთაწყაროში მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, მიწების დაბრუნების მოთხოვნით 70-მდე ადგილობრივი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფელში კახეთის გუბერნატორის და რაიონის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას ითხოვენ.
საქმე ეხება, სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არენდით ჰქონდა აღებული. როგორც რადიო "ჰერეთს" აქციის მონაწილეებმა აცნობეს, მათ აღნიშნული მიწების შეძენა ვერ მოახერხეს, შემდეგ კი ტერიტორიები ერთ-ერთმა თბილისელმა ბიზნესმენმა შეიძინა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, დღეს სოფელში არსებული მიწების უმეტესობა იტალიელი ინვესტორის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ზეთისხილის მეურნეობის განვითარებას გეგმავს.
ადგილობრივთა თქმით, ისინი საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების გარეშე რჩებიან, რასაც არ დაუშვებენ.

დედოფლისწყაროში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა მოძრაობა „თვისუფალი საქართველო“. მისი წარმომადგენლის თამილა გურაშვილის განცხადებით, „ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამყარდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ანტიეროვნულ ღონისძიებებს ატარებს“.

რადიო „ჰერეთი“ კომენტარისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა, თუმცა გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის, გაერკვევა რა ხდება სამთაწყაროში და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, ასევე არ აღმოჩნდა სქმის კურსში თუ რას აპროტესტებს სამთაწყაროს მოსახლეობა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ერთის თქმა შეუძლია, თუ ვინმე გლეხს საკუთრებას ართმევს, ისინი მათ გვერდში დაუდგებიან. კონკრეტულად აქციის შესახებ კი ამბობს, რომ საქმის კურსში გაერკვევა. /ჰერეთი/ აუდიო კომენტარები>>

პარკურის მიმდევრები დახმარებას ელიან

ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე, ახლახან, დედოფლისწყაროელ პარკურის მიმდევრებს გადავაწყდი, რომლებიც ასაკთან შედარებით საკმაოდ თამამ მოძრაობებს ფლობენ. რაკი ფოტოები ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ პარკურით საქართველოში არცთუ ბევრი ადამიანია დაინტერესებული, გაზეთი "შირაქი" მათი საქმიანობით და უცნაური ჰობით დაინტერესდა და მიზეზების გარკვევა სცადა.

პარკური – ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს. პარკური დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში. და რაღა თქმა უნდა შედარებით ცნობილი წარმომადგენელი ამ დისციპლინისა გახლავთ – დავიდ ბეილი.

პარკურში საწყისი ვარჯიშების როლს ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები. საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, ნასესხები აკრობატიკიდან და გიმნასტიკიდან და რაღათქმაუნდა რეგულარული მთავრი ელემენტების (ილეთების) დახვეწა, ქუჩაში თუ შენობაში. ბრძოლის როლს ამ ხელოვნებაში ასრულებს ქალაქური ცხოვრება და სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ შენ ცხოვრობ ქალაქურ ჯუნგლებში. მაგალითად: თქვენ სადმე აგვიანებთ, ან რამე მოგპარეს ქუჩაში. თქვენივე და უნარები. როდესაც თქვენ გამოიყენებთ ცოდნას თქვენი მიზნების მისაღწევად, ან სიტუაციიდან თავის დასაღწევად - ეს იქნება პარკური. ასეთია პარკურის ზოგადი განმარტება.

როგორც გაირკვა დედოფლისწყაროში უკვე მოქმედებს ჯგუფი "პარკური გრავიტაციის წინააღმდეგ" _ ანუ "Parkour vs gravity". მასში ამჟამად 5 დედოფლისწყაროელი მოზარდია გაერთიანებული. მათი ასაკი კი მხოლოდდამხოლოდ 12-17 წელს შეადგენს. პარკურისტები რედაქციაში გვეწვივნენ და მათი უცნაური "ახირების" შესახებ გვიამბეს.

გიორგი ხუციშვილი – (14 წლის): ,,პირველად პარკურის კადრები სამი წლის წინ, ინტერნეტში ვნახე... სიმართლე გითხრათ, ძალიან ლამაზი მოძრაობები იყო სურვილი მაშინვე გამიჩნდა მეც იგივე გამეკეთებინა. ჯერ სახლში მარტო ვვარჯიშობდი. მოგვიანებით მეგობრები ჩემი გატაცებით დაინტერესდნენ და მეკითხებოდნენ ამ მოძრაობებს რატომ აკეთებო. ერთ დღესაც სტადიონის ტერიტორიაზე ვიყავით და რაღაც მოძრაობების შესრულება იქვე დავიწყე... შემდეგ დედოფლისწყაროელი გუჯა ნატროშვილიც შემომიერთდა. მანამდე მას ნავარჯიშეები არ ჰქონდა, მაგრამ გამოუცდელის კვალობაზე კარგად გამოსდიოდა. მაშინვე ვუთხარი _ კარგად გამოგდის-მეთქი და ვურჩიე გაეგრძელებინა მოძრაობების დახვეწა. იმ დღეს სტადიონზე კიდევ რამდენიმე ჩვენმა მეგობარმაც სცადა, მაგრამ მათ თავდაპირველად არაფერი გამოუვიდათ. ნელნელა სერიოზული ვარჯიში დავიწყეთ. ჯერ, მხოლოდ სიმაღლეებიდან ვხტებოდით. ვიკრიბებოდით და ძირითადად სტადიონის ტერიტორიაზე დავდიოდით. პარალელურად უცხოურ ვიდეოებს ვაკვირდებოდით და მათ ვბაძავდით. დაახლოებით ერთი წლის წინ ნიკა ლაპიაშვილიც შემოგვიერთდა. ღადგან არც დარბაზი გვაქვს და არც ინვენტარი ხან მიტოვებულ შენობებში ვვარჯიშობთ, ხან სტადიონზე და ხანაც საკუთარ სახლებში...
ნიკა ლაპიაშვილი (17 წლის): ,,მანამდე სპორტის ამ სახეობაზე არც მიფიქრია. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი, მაგრამ ამ ბიჭებთან ვმეგობრობდი და იმდენად მიმიზიდა, რომ გადავწყვიტე მეც მესწავლა. ყურადღება მეც დავუთმე. საღამოობით ვიკრიბებოდით და გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში ვვარჯიშობდით. იმის შიშით, რომ დაზიანებებს მივიღებდით, გამვლელები და გამგეობის თანამშრომლები გვაფრთხილებდნენ, რომ გავჩერებულიყავით და ასე აღარ გაგვეგრძელებინა. მაგრამ, ჩვენში ამ საქმის სიყვარული და ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ არ გავჩერებულვართ.
_ პროფესიონალი, ანდა შედარებით უფროსი ასაკის ადამიანი არავინ დაგხმარებიათ, ყველაფერი დამოუკიდებლად აითვისეთ?
_ რა თქმა უნდა. არც მრჩეველი გვყოლია და არც გამოცდილების გამზიარებელი. უფრო მეტიც, კახეთის მასშტაბითაც არ არიან პარკურის მიმდევრები, რომ ყოფილიყვნენ აუცილებლად გვეცოდინებოდა. ამგვარი ინტერესი მხოლოდ ჩვენ აღმოგვაჩნდა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ზესტაფონიდან დედოფლისწყაროში სტუმრად ჩამოსული იყო პარკურისტი ბაჩო ლომიძე. დიდი გამოცდილება არც მას ჰქონდა. ისიც 16 წლისაა და ჩვენს შორის ის განსხვავება იყო, რომ მას პარკურზე დარბაზში ვარჯიშის გამოცდილება ჰქონდა. იმ პერიოდში ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით და ბაჩო გარკვეული მოძრაობების ათვისებაში კარგად დაგვეხმარა. ვისწავლეთ შემდეგი ილეთები: "არაბული", სალტო, უკანა სალტო, "გეიმერი", გვერდული და ა.შ.
_ როგორც ვიცი, უფრო დიდი შემადგენლობით იყავით, ამ დატვირთვას ბევრმა ვერ გაუძლო, თუ...
_ თავდაპირველად დედოფლისწყაროდან ჩვენს გუნდში 15-16 მოზარდი შევიკრიბეთ. თუმცა, ნელ-ნელა დავიქსაქსეთ და მხოლოდ ეს შემადგენლობა შემოვრჩით. ზოგს ოჯახის წევრები უშლიდნენ, ზოგმა ვერ აითვისა და მიხვდა, რომ ასე გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და სხვა გზა მონახა. ამჯერად 5 წევრი შემოვრჩით, რომლებსაც კარგად გამოგვდის და ხუთივე სერიოზულად ვაპირებთ ამ გზას გავყვეთ...
იოვანე ლომსაძე (12 წლის): ,,მე წელიწადნახევარია, რაც ამ გუნდში მოვედი. თავიდან ამ ბიჭებს რომ ვაკვირდებოდი ჯერ მხოლოდ ერთი სახეობის ხტომას აკეთებდნენ, მე კი რატომღაც ეს არ მაკმაყოფილებდა და უფრო მეტი მინდოდა... ამიტომ, სახლში დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი. ერთხელაც, მუსიკის გაკვეთილიდან მოვდიოდი და ამ ბიჭებს ე.წ. სტალინის ბაღის ტერიტორიაზე შემთხვევით შევხვდი. ამ დღეს უფრო უკეთესად გავიცანით ერთმანეთი, იქვე ვცადეთ რაღაც ილეთების შესრულება. მანამდე ცალ-ცალკე ყველას გვქონდა სურვილი, რომ გავერთიანებულიყავით და ერთ გუნდად გვევარჯიშა, თუმცა ორგანიზება გვაკლდა. სულ რაღაც 2 დღეში თავი მოვაბით და ერთად ვარჯიში დავიწყეთ. ჯგუფის სახელიც შევარჩიეთ და საქმეს შევუდექით. არც ფინანსები გვქონდა, არც დარბაზი და არც შესაბამისი ინვენტარი, თუმცა ძალ-ღონე არ დავიშურეთ. დიდი ენთუზიაზმი გვაქვს და ყოველთვის ცარიელი ხელებით ვცდილობდით ამ სახეობის ირგვლივ უფრო მეტი გვესწავლა.
_ სადაც თქვენ ვარჯიშობთ, ალბათ ირგვლივ უამრავი ცნობისმოყვარე მოიყრის-ხოლმე თავს, ასეა?...
_ თავდაპირველად არ გვინდოდა, საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ სადაც ვარჯიშს დავიწყებდით, ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ ხოლმე. რადგან პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ჯერ კომპლექსი გვქონდა და ამიტომ მიტოვებულ შენობებში მივდიოდით სავარჯიშოდ. მერე, ეტაპობრივად ილეთები უფრო ვისწავლეთ და გამბედაობაც მოგვემატა. ამის შემდეგ ჩვენი შეკრების ადგილას ხალხი რომ მოქუჩდებოდა და გვიყურებდა, ეს უკვე გარკვეულ სტიმულს გვაძლევდა და ილეთების დახვეწაში ბევრად გვეხმარებოდა. კომპლექსებიც თანდათან გაქრა.
_ ამ ყველაფერს ხომ თან ტრავმები ახლავს, ალბათ თქვენც დასახიჩრებულხართ ამ ილეთების შესრულების დროს...
გიორგი: - რა თქმა უნდა, რამდენჯერმე დავშავებულვართ და საკმაოდ სერიოზულადაც... მაგალითად, აი ახლაც, ისეთი ტრავმები მაქვს, ბოლო 5 დღეა ვეღარაფერი გამიკეთებია და ვეღარ ვვარჯიშობ. არადა, ეს ისეთი სპეციფიური რამაა, დავიწყება იცის. რამდენიმე დღეც რომ შეჩერდე და აღარ ივარჯიშო, მერე ილეთს ვეღარ შეძლებ და გვავიწყდება. ამდენად, ვცდილობთ ხოლმე, რომ ინტენსიურად და ყოველდღიურად ვივარჯიშოთ. ერთი კვირის წინ, სტადიონზე საკმაოდ რთულ ილეთს ვასრულებდი, სისწრაფე დამაკლდა და აღმოჩნდა, რომ მკერდით დავეცი. ამის გამო ბოლო დღეებია ვეღარ ვვარჯიშობ. ამას გარდა, მუხლზე მენისკი მაქვს, თბილისში სამკურნალოდ წასული ვიყავი და ექიმებმა პარკურობა ამიკრძალეს, მაგრამ დანებებას მაინც არ ვაპირებ... ბოლო დროს მუხლი მაწუხებს, მაგრამ მზად ვარ ვარჯიში ისევ გავარგძელო. რომ გავჩერდე და გამოჯანმრთელებას დაველოდო, ყველა ილეთი დამავიწყდება. ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად მივაღწიე და იმხელა ჯაფა ჩავდე, არ მინდა ჩავარდნა მქონდეს...
_ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საინტერესოა, მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენი ამ მეტად სარისკო და უცნაური საქმიანობის მიმართ?
გიორგი: _ მამა პირდაპირ მეუბნება მე არ მომწონს, მაგრამ შენ გაყევი მაგ სახეობას, არ დაგიშლიო, შენი საქმის შენი საქმის შენ იციო... დედაჩემიც მეთანხმება, რომ პარკური საკმაოდ ლამაზი მოძრაობებია და უდაოდ საინტერესოა. დედაჩემი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, ამიტომ არ ეშინია ჩემი დაზიანების.
იოვანე: ,,მამა არ მეწინააღმდეგებოდა, ის ჯანსაღი ცხოვრების მომხრეა და ხელს მიწყობდა (ცნობისთვის: იოვანე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზის ნიკოლოზ ლომსაძის ვაჟია). მაგრამ, სიმართლე გითხრათ დედას ცოტა ეშინოდა. სავარჯიშოდ წასვლას არ მიშლიდა, მაგრამ მთხოვდა ილეთების შესრულების დროს განსაკუთრებულად მეფრთხილა, რომ მოტეხილობები არ მიმეღო. მინდა იმდენს მივაღწიო, რომ ყველა ილეთს თავისუფლად ვასრულებდე და წარმატებას მივაღწიო. იყო შიშის მომენტებიც... თავდაპირველად უკანა სალტოს გაკეთების ძალიან მეშინოდა, ვერ ვბედავდი, მაგრამ როცა გავაკეთე მერე ყველაფერი ძალიან ადვილად მომეჩვენა.
_ რას ნიშნავს თქვენთვის პარკური და რა მიზნები გაქვთ, ასე აპირებთ გაგრძელებას?
ნიკა: ,,როცა რამდენიმე დღე აღარ ვვარჯიშობთ და ვერაფერს ვაკეთებთ, უკვე ასე ვთქვათ ფეხები გვექავება-ხოლმე და გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ვიპარკუროთ... უნდა ითქვას, რომ იმდენად გვიყვარს ეს საქმე, ფაქტობრივად ამის გარეშე ვეღარ ვძლებთ... სამომავლოდ, სამხედრო სამსახურში ვაპირებ მოღვაწეობის გაგრძელებას, თუმცა პარკურსაც ბოლომდე მივყვები... სურვილი მაქვს, რომ სხვებსაც ვასწავლო. ძალიან მინდა, რომ პარკური საქართველოში პოპულარული სახეობა გახდეს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ჯგუფის წევრებს გული გვწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში პარკური სპორტის სახეობად აღიარებული არ არის... არადა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასეა. ჩვენი ქვეყანა ამ სახეობას რომ პარკურს აღიარებდეს და შეჯიბრებები ოფიციალურად ტარდებოდეს, უფრო მეტი მიმდევარი ეყოლებოდა და გაცილებით უფრო პერსპექტიული იქნებოდა ეს საქმე. მისი მიმდევრები სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდოდნენ, ჩვენც მოგვეცემოდა მოგზაურობისა და მათი გამოცდილების გაზიარების საშუალება და ეს დადებით შედეგებს მოგვიტანდა. სამწუხაროა, რომ ასე არ ხდება. იმედია, ხელისუფლება სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებს, მითუმეტეს, რომ სპორტის მინისტრი ბევრ ახალ ინიციატივას წარმატებით ნერგავს.
გიორგი: - ,,სხვა ჰობი ან საყვარელი საქმიანობა არ მაქვს, მხოლოდ პარკური მიზიდავს. ჩემი ინტერესებიდან დანარჩენს ვერაფერს გამოვყოფ, მხოლოდ ამაზე ვარ გადართული. მეც ვაპირებ სამხედრო საქმიანობას გავყვე, თუმცა პარკურსაც სადამდეც შემეძლება ბოლომდე გავყვები. რადგანაც ამ სახეობას ძალიან ცოტა ადამიანი მისდევს საქართველოში, ამით ჩვენ უფრო სტიმული გვეძლევა. ჩვენ ისეთ მოძრაობებს ვაკეთებთ, კარგი განცდაა, როცა იცი, რომ ისეთი რამ შეგიძლია, რასაც ბევრი ვერ ახერხებს. უცნაურად რომ გვიყურებენ და გამორჩეულად მოგვიხსენიებენ, ჩვენ ეს გვსიამოვნებს და ამ შრომის კომპენსაციას ამით ვგრძნობთ...
გვინდა ხალხმა რომ გაგვიცნოს. კარგი იქნებოდა მასწავლებელი გამოგვიჩნდეს, რომელიც პროფესიონალურ დონეზე შეგვასწავლის ამ ყველაფერს. ჩვენ ყველაფერი პრაქტიკულად გვაქვს დამუშავებული და პარკურის თეორიული განმარტებები არც კი წაგვიკითხავს. გაზეთ "შირაქის" მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან პოპულარიზაციას გავუწევთ ამ სახეობას და შესაძლოა ვინმე დაინტერესდეს ჩვენი ბედითა და სავარჯიშო პირობებით.
_ პირობები არ გვაქვსო ახსენეთ და, რა გჭირდებათ ვარჯიშის უკეთესად გასაგრძელებლად?
_ აუცილებლად გვჭირდება ლეიბი, რომ ხტომა გაგვიადვილდეს. ახლა, როცა არაფერი გაგვაჩნია, ფაქტიურად დაზღვეულები არაფრისგან ვართ, ხშირად გვარიანად ვერ ვრისკავთ და თამამი მოძრაობების გაკეთება გვიჭირს, რადგან, შესაძლოა, ინვენტარის არარსებობის გამო კისერიც მოვიტეხოთ... ჩვენ კი არაფერი არ გაგვაჩნია და ხშირად თავით ისე დავცემულვართ გონებაც დაგვიკარგავს. ლეიბის გარდა ჩვენი მოძრაობების დახვეწისთვის აუცილებელია გვქონდეს ბატუტიც, რაც ასევე არ გაგვაჩნია. სულ რაღაც 1 000 ლარი საკმარისი იქნებოდა, იმისათვის რომ თითო ლეიბი და ბატუტი გვქონდეს და ნორმალურ გარემოში გვევარჯიშა. შესაბამისი პირობები რომ გვქონდეს, ჩვენც უკეთესად განვითარების საშუალება მოგვეცემოდა, მოძრაობების მრავალ სახეობას დავამუშავებდით, იმედიანად და დაზღვეულები ვიქნებოდით ტრავმებისგან და რაც ყველაზე მთავარია, სხვებსაც დავაინტერესებდით და შევასწავლიდით ამ ლამაზი სახეობის ხელოვნებას.
_ დახმარებისთვის არავისთვის მიგიმართავთ?
_ ბევრჯერ ვიფიქრეთ, რომ გამგეობისთვის გვეთხოვა, ელემენტარული წვრილმანი ინვენტარით მაინც დაგვხმარებოდნენ და ლეიბი მაინც შეეძინათ, თუმცა ვერ გავბედეთ... ვფიქრობდით, რომ რადგან პატარები ვართ ჩვენს გატაცებას და გეგმებს სერიოზულად არავინ შეხედავდა. რამდენიმეჯერ ვცადეთ ჩვენი სახსრებით თანხები მოგვეგროვებინა და ლეიბის ყიდვა მაინც მოგვეხერხებინა, თუმცა ჩვენს ოჯახებს ამის შესაძლებლობა არა აქვს და აქამდე ვერაფერი მოვახერხეთ. თუ გამგეობის ხელმძღვანელები, ან ცალკეული ფერმერები და მეწარმეები კეთილ ნებას გამოიჩენენ და წაგვეხმარებიან, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით. თუ ვერავინ მოახერხებს ჩვენს დახმარებას, იმედს არც ამ შემთხვევაში დავკარგავთ, გულს არ გავიტეხთ და ჩვენს საყვარელ საქმეს ისევ ისეთი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ, როგორც აქამდე მოვედით.
_ ჩემთვის ცნობილია, რომ კიკ-ბოქსზეც დადიხართ... ანუ, სპორტის ეს სახეობა ნაკლებად საინტერესოა თქვენთვის, თუ მხოლოდ პარკურზე რატომ საუბრობთ?
_ კიკ-ბოქსზე პარკურის გამო დავდივართ და იმისთვისაც, რომ სამომავლოდ ჯარში მსახახური არ გაგვიჭირდეს. ამასთან ერთად თავდაცვასაც უკეთესად ვსწავლობთ. ოთხგზის კახეთის ჩემპიონი ვარ კიკ-ბოქსინგში, ასევე რამდენიმე პირველი და მეორე ადგილებიც მაქვს აღებული. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის. უბრალოდ, პარკური უფრო მეტად მიზიდავს და აქ უფრო სერიოზულ გეგმები მაქვს, ვიდრე ვთქვათ კიკ-ბოქსინგში.
ნიკა: კახეთის ჩემპიონი ვარ და ასევე პირველი ადგილებიც მაქვს აღებული. რამდენიმე ტურნირში ვიასპარეზე. უნდა აღინიშნოს, რომ კიკ-ბოქსი ბევრად გვეხმარება, რომ პარკურის ილეთები გაგვიადვილდეს. ძალიან გვინდა ოფიციალური შეჯიბრებები იმართებოდეს და ვმონაწილეობდეთ, ვცდილობთ, სერიოზულად მოვემზადოთ, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზე არაა დამოკიდებული და ეს გვაფერხებს, თორემ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მიზნების მისაღწევად... სულ ცოტა თანადგომა და ზურგის ქარი გვჭირდება...

ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი "შირაქი"

четверг, 20 октября 2011 г.

მეტეოსადგურის შენობის ძარცვისთვის პოლიციამ მოქალაქე დააკავა

დედოფლისწყაროს მეტეოროლოგიური სადგურის ყოფილი შენობის ძარცვისთვის შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სოფელ წითელწყაროს მაზოვკის დასახლებაში მცხოვრები 1989 წელს დაბადებული სტეფანე (სტოპა) მ-შვილი დააკავეს.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დაკავებულს ბრალად ედება მეტეოსადგურის მესერიდან ლითონების ქურდობა.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ტაქსის მძღოლი, რომლის კუთვნილი ჟიგულის მარკის ავტომობილითაც ბოროტმოქმედმა ნაქურდალი ჯართის ტრანსპორტირება და რეალიზაცია მოახდინა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ნივთმტკიცება ჯართის მიმღები პუნქტიდან უკვე ამოღებულია.

დედოფლისწყაროს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი მომხდარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია. საქმეს გამომძიებელი ლევან ნატროშვილი იძიებს, კომენტარს არც ეს უკანასკნელი აკეთებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს უფასო წიგნები ჯერ არ მიუღიათ

დედოფლისწყაროში სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ნაწილს, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები ჯერ არ მიუღია. ერთ-ერთი მათგანია ლალი აბულაძის პირველკლასელი გოგონა. მათი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ პირველი კლასის სახელმძღვანელოები მათ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 15 სექტემბერს უნდა მიეღოთ.

ლალი აბულაძე "ჰერეთთან" ამბობს, რომ წიგნები დღემდე არ მიუღია და მისი შვილი საშინაო დავალებებს ვერ სწავლობს. აბულაძემ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად რამდენჯერმე სცადა, თუმცა კლასის პედაგოგმაც და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრშიც უთხრეს, რომ სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის დამატებითი სიები შედგა და წიგნებს ელოდებიან.

აბულაძის თქმით, სასწავლო პროცესის პირველი სემესტრი დასასრულს უახლოვდება და წიგნები ახლა თუ არ მიიღეს, ბავშვი პროგრამას ჩამორჩება. "დღემდე ჩემმა შვილმა თუ რამე ისწავლა, ეს გაკვეთილზე მოსმენილია. მხოლოდ გაკვეთილზე მოსმენილი კი არამარტო პირველკლასელისთვის, ალბათ მაღალი კლასის მოსწავლისთვისაც არასაკმარისია", - ამბობს ლალი აბულაძე.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განმარტება გააკეთეს. როგორც რადიო "ჰერეთს" სამსახურის უფროსმა მარინა მეხრიშვილმა განუცხადა, ლალი აბულაძემ ბავშვი გვიან დაარეგისტრირა სკოლაში და ამის გამო პირველად ჩამოსული წიგნები მათ არ შეხვდათ. მეხრიშვილის თქმით, აბულაძის ბავშვი, როგორ გვიან დარეგისტრირებული მეორად სიებშია და როგორც კი სამინისტრო წიგნებს გამოგზავნის, ისინი სახელმძღვანელოებს მიიღებენ. /ჰერეთი/ აუდიო>>

ზემო მაჩხაანში ანზორ მარტყოფლიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

სოფელ ზემო მაჩხაანის კულტურის სახლში გაიმართა დედოფლისწყაროელთა ტიტულოვანი მწვრთვნელის, ანზორ მარტყოფლიშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. შეჯიბრება მარტყოფლიშვილის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, დედოფლისწყაროელ სპორტსმენებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ: ლაგოდეხელი, სიღნაღელი, ყვარლელი, თელაველი, საგარეჯოელი, თბილისელი, გურჯაანელი და ახმეტელი სპორტსმენები, სულ ას კაცამდე.
ჟიურის შემადგენლობაში, სპორტის ოსტატების გარდა, იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაზე კი კულტურისა და სპორტის ცენტრმა იზრუნა.


ასპარეზობის დაწყებამდე დედოფლისწყაროელ სპორცმენებს წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა. ტურნირმა დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. ყველა მუნიციპალიტეტს თავისი გამარჯვებული ჰყავდა.

ოქროს მედლის მფლობელს, დედოფლისწყაროელ სპორტსმენს შალვა ბუნტურს, საკრებულოს და გამგეობის მიერ დაწესებული ჯილდო – კიმონო გადასცა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.

ტურნირის გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადასცეს; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა ალექსანდრე ალუღიშვილმა და ემზარ ჯანაშვილმა, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა, კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა ივანე შანშიაშვილმა, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან იაკობიშვილმა.


,,ნებისმიერ სპორტსმენს, რაც არ უნდა ბევრი წვრთვნა ჰქონდეს გავლილი, ყველაზე მეტად ესაჭიროება ტურნირებზე გასვლა, რადგან მისი პროფესიონალური წვრთვნა სწორედ აქ ხდება, როგორც სპორტსმენი, სწორედ აქ იზრდება,“ – განაცხადა ანზორ მარტყოფლიშვილმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ანზორ მარტყოფლიშვილი ოჯახში ესტუმრა თავის კოლეგას და მეგობარს ვაჟა მოსულიშვილს და სპორტში გაწეული ამაგისთვის და ამ დღეს ჩატარებული ტურნირისთვის დამსახურებული ჯილდო – ოქროს მედალი გადასცა.

„მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა დაბადების დღეს ულოცავს და მადლობას უხდის ბატონ ანზორ მარტყოფლიშვილს ამ ტურნირის ჩატარებისთვის და ახალგაზრდა სპორცმენებს წახალისებისთვის. იმედია, დედოფლისწყაროელი ძიუდოისტებისთვის ეს გამარჯვება უფრო დიდ ასპარეზზე გამარჯვებების საწინდარი გახდება,“ – აცხადებენ გამგეობაში.
წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა. /ქიზიყი/ იხილეთ ცხრილი>>


среда, 19 октября 2011 г.

წნორის სამშობიარო ახალშობილის გაყიდვასთან კავშირს უარყოფს

რამდენიმე კვირის წინ გაზეთ „შირაქის“ მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ახალშობილის გაუჩინარების ფაქტს წნორის სამშობიარო სახლი ეხმაურება, ისინი ლუდა გრიგალაშვილის მშობიარობის ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ. წნორის სამშობიარო სახლში ყოველგვარი გარიგების შესაძლებლობას გამორიცხავენ და გარიგებაში ექიმების მონაწილეობის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ გოგიტა ყოჩიაშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

სამშობიარო სახლის დირექტორის, გივი მოსულიშვილის განცხადებით, 2002 წელს ლუდა გრიგალაშვილი–წიკლაურმა ქალმა მართლაც იმშობიარა, მაგრამ ისიც და ახალშობილიც 9 დღის შემდეგ სამშობიაროდან გაეწერნენ: „როგორც მახსოვს, ეს ქალბატონი ჩვენთან მხოლოდ ცხრა დღით შეყოვნდა. საბოლოო–ჯამში ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, გაწერას ექვემდებარებოდა და წნორის სამშობიარო სახლი დედა-შვილმა მაშინ ერთად დატოვა. აი, მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა.
ლუდა გრიგალაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღიძრა. საკუთარი სიძე, გოგიტა ყოჩიაშვილი მას ჩვილის გაყიდვაში ადანაშაულებს. წიკლაურის სიძე აცხადებს, რომ ლუდას წნორის სამშობიარო სახლში ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც ვეფხვია დაარქვეს. მისი განმარტებით, იმის გამო რომ მშობიარობის საფასურის გადახდას ვერ ახერხებდნენ გრიგალაშვილი სამშობიაროში ერთი თვის განმავლობაში შეაყოვნეს. მალევე ბავშვი 1 200 ლარად გაყიდეს, საიდანაც 800 ლარი მედიკოსებმა აიღეს, დანარჩენი კი გრიგალაშვილმა აიღო. ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ბავშვის გაშვილების საქმეში დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გინეკოლოგი ალიკა ჭაბაშვილიც იყო ჩართული. მშობიარეს კი სამშობიარო სახლიდან მხოლოდ ბავშვის გაყიდვის შემდეგ გაწერეს.

ლუდა გრიგალაშვილმა გაზეთ "შირაქს" ექსკლუზიურად განუცხადა, რომ მაშინ მშობიარობის თანხა მას არ გადაუხდია: ,,ჯერ არ მიშვებდნენ და როგორც ბავშვი გავაშვილე სამშობიარო სახლიდან მაშინვე გამწერეს. აღარ დავინტერესებულვარ, ფული ვინ გადაიხადა. არც ის ვიცი, ექიმებმა მაშინ აიღეს თუ არა რაიმე თანხა. ალბათ აიღეს, იმიტომ, რომ მშობიარობის ღირებულება დასაფარი იყო... არ ვიცი, გინეკოლოგ ალიკა ჭაბაშვილისთვის ფული არ მიგვიცია, ბავშვის სანაცვლოდ არც მე ამიღია ფული... ბავშვი გავაშვილე, რადგან მისი გაზრდის საშუალება არ მქონდა. ნუ ეხლა, კი გავაშვილე, მაგრამ თანხა არ ამიღია. ეს არის ტყუილი ბრალდება... პოლიციელებმა ყველაფერი იციან... მათ ყველაფერი მოვუყევი და არანაირი პრობლემა არ არის... ფული რატომ უნდა ამეღო, ისე მივეცი, ვაჩუქე... გადაუხდელობის გამო არ მიშვებდნენ და 1 თვე ვიწექი... ბავშვი რომ წაიყვანეს, სამშობიაროდან მხოლოდ მას მერე გამწერეს. მაგრამ, მათ გადაიხადეს თუ არა რაიმე თანხა, ან ექიმებმა რა ფული აიღეს, არ ვიცი. გამომძიებელს ვუთხარი, რომ ბავშვი ალიკა ჭაბაშვილმა და მეორე გინეკოლოგმა გააშვილეს. ფული არ მქონდა და რა მექნა... თვითონ ექიმებმა მონახეს ბავშვის აყვანის მსურველი ოჯახი," – მშობიარის ეს კომენტარი გაზეთ "შირაქმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. გრიგალაშვილმა ამ თემაზე საუბარი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღარ ისურვა.

„შირაქი“ უკვე წერდა, რომ ჩვილის გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსაც ჩართავენ. 2002 წელს ჩვილის გაყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სწორედ ისინი შეეცდებიან დაადგინონ, რა პირობებში იმყოფება მოზარდი, რომელიც ბიოლოგიური მშობლების გარეშე ცხოვრობდა. /ქიზიყი/ ამავე თემაზე>>

ეპარქიამ სოფლის ახალ სახელწოდებებზე საკრებულოს რეკომენდაცია მისცა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც რამდენიმე სოფლისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ არის საუბარი. ეპარქიის სამღვდელოება მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელს საბჭოური წარმომავლობის სახელი დროულად უნდა შეეცვალოს. ეპისკოპოს მელქისედეკის წერილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ წაიკითხა. შემდეგ კი აღნიშნა, რომ კონკრეტულ სახელებზე არა, მაგრამ მათი აზრები სახელწოდებების შერჩევის გზებთან დაკავშირებით სრულიად ემთხვევა. წერილში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეპარქიის სამღვდელოება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სამი სოფლის სახელწოდების რეკომენდაციას აძლევს. სოფელ წითელწყაროს ეწოდოს - ხორნაბუჯი, სოფელ საფარიძეს - სამრეკლო, ხოლო ლენინოვკას - ჭოეთი. ეპისკოპოსი მელქისედეკი და ეპარქიის სამღვდელოება მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ისტორიული სამართლიანობა აღდგება. შეგახსენებთ, ამასწინათ, სოფელ ჯაფარიძეში სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენელთა კრება გაიმართა, სოფლის ახალი სახელწოდების ირგვლივ მსჯელობის მიზნით. "ქიზიყი" უკვე იუწყებოდა, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ. ასევე, დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზმა ნიკოლოზ ლომსაძემ. დეკანოზი სოფლისთვის "სამრეკლოს" დარქმევის საკითხს მიემხრო და აღნიშნა, რომ ეს სახელწოდება გაცილებით ახლოსაა სულიერებასთან. მან სხდომაზე მიანიშნა, რომ ამ სახელწოდებას მხარს უჭერს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკიც. ამის მიუხედავად სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი და სოფლის საჯარო სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სოფელს ნიკორციხე, ან ნიკორწმინდა დაერქვას. ამ ფაქტმა კი დანარჩენების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ისტორიულ წყაროებში სიტყვა ნიკორციხეს მათ სოფელთან არანაირი შეხება არ აქვს. ამას გარდა, სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი სწორედ სამრეკლოს უჭერს მხარს. ადგილობრივ ინტელიგენციას კი მიაჩნია, რომ სამღვდელოების აზრის უგულებელყოფა მკრეხელობაა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

სახანძრო-სამაშველო სამსახურში ორი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა

მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულებაში ცვლილებები შეიტანა.როგორც "ქიზიყს" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურში ორი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა.

საკრებულოს სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო საკითხი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. სამსახურში ჩამოყალიბდა ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი: სახანძრო და საავარიო-სამაშველო განყოფილება.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სახანძრო განყოფილება უზრუნველყოფს ხანძრების პროფილაქტიკის სამუშაოების ორგანიზებას და ჩატარებას, ხოლო საავარიო-სამაშველო განყოფილების ფუნქციებში შევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება.

შეგახსნებთ, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება. კონკურსის გამოცხადების აუცილებლობა კი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც რამდენიმე თვის წინ დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ტესტირების შედეგად ჩაიჭრა. ისინი ამ დრომდე მუშაობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებენ. /ქიზიყი/

вторник, 18 октября 2011 г.

პოლიციამ რუსულ-ქართული სკოლიდან გენერატორის ქურდობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავა

დედოფლისწყაროს პოლიციამ გენერატორის ქურდობისთვის დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე მცხოვრები 28 წლის იბრაგიმ (იბრა) გონაშვილი დააკავა. როგორც შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, დაკავებულს სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული საჯარო სკოლიდან გათბობის სისტემის გენერატორის ქურდობა ედება ბრალად. პოლიციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა შენგელია აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

დაკავებულის დედის, მაია გონაშვილის განმარტებით, პოლიცია მისი შვილისთვის სხვა დანაშაულების დაბრალებას ცდილობს: ,,ფინანსურად ძალიან გვიჭირს, არაფრის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ადვოკატი აუცილებლად უნდა ავიყვანოთ, რადგანაც ანაბეჭდები აუღეს და არის საფრთხე, რომ სხვა დანაშაულებიც მას დააბრალონ," - აცხადებს გონაშვილი.

პოლიციის ცნობით, ქურდობა 2008 წელს მოხდა. ნაქურდალი ნივთი ახლახან თბილისში, ელიავას ბაზრობიდან ამოიღეს. დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გონაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში:: რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ;

ოთხი დედოფლისწყაროელი სპორტსმენი კახეთის ჩემპიონი გახდა

კვირას, 16 ოქტომბერს ქალაქ თელავში ძალოსნობის დარბაზში, კახეთის რეგიონული პირველობა გაიმართა კიკ–ბოქსინგში. „ქიზიყის“ ინფორმაციით, კახეთის ჩემპიონატზე ასპარეზეობისთვის გულმოდგინედ ემზადებოდნენ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებიც, სადაც კახეთის რეგიონის წარმატებული სპორტსმენები ერთმანეთს შეებრძოლნენ. გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ოთხი დედოფლისწყაროელი კიკ-ბოქსიორი კახეთის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კახეთის ჩემპიონატი კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ნუკრი ბიჩელაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ფედერაციის მწვრთნელმა, გიორგი ცისკარაულმა „ქიზიყს“ განუცხადა, დედოფლისწყაროელი სპორტსმენებისთვის ტურნირი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, თელავში წარგზავნილი 12 სპორტსმენიდან ათმა მოწინავე ადგილი დაისაკუთრა. საბოლოო ჯამში დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კახეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს შემდეგმა სპორტსმენებმა: ნიკა ჩიტიშვილი -35კგ (#1 საჯარო სკოლა); გიორგი ხუციშვილი - 52 კგ (#1 საჯარო სკოლა); ნაჰიბ ალიევი 90კგ და ირაკლი ჯამასპიშვილი – 45 კგ (#1 საჯარო სკოლა).

მეორე ადგილზე გავიდნენ და კახეთის ჩემპიონატის პრიზიორობას დასჯერდნენ: ლევან თეთრაული (83კგ); გიორგი მარტყოფლიშვილი - 24კგ (#1 საჯარო სკოლა); ვაჟიკო ჯანაშვილი - 45 კგ (#2 საჯარო სკოლა) და გიორგი ხოხონიშვილი - 47 კგ (#1 საჯარო სკოლა).

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, კახეთის რეგიონულ პირველობაზე ამჯერად მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ დედოფლისწყაროელი კიკ-ბოქსინგელები ზაზა წიკლაური - 63 კგ (სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა) და გიორგი ალუღიშვილი - 22 კგ (#1 საჯარო სკოლა).

ჩემპიონატზე მონაწილეობდა დედოფლიწყაროს, ახმეტის, დუისის, ალვანის, გურჯაანის, ბორჯომის და სენაკის გუნდები.

,,განსაკუთრებით გამოირჩეოდა დედოფლისწყაროელი სპორტსმენის ნაჰიბ ალიევის ბრძოლა, რომელსაც მაყურებელთა ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. მან ძალზე ლამაზი სანახაობა მოაწყო. ტექნიკური და საინტერესო ორთაბრძოლები აჩვენეს ნიკა ჩიტიშვილმა და გიორგი ხუციშვილმა, რომელთაც 2-2 ბრძოლა სრული უპირატესობით მოიგეს. აუცილებლად მინდა აღინიშნოს, რომ რინგზე ვაჟკაცური და შეუპოვარი ხასიათი გამოავლინეს ახალბედა დამწყებმა სპორცმენებმა გიორგი ხოხონიშვილმა და გიორგი მარტყოფლიშვილმა, რაც ზალზე იმედისმომცემია ჩვენთვის. სულ რამდენიმე კვირაა, რაც მათ სპორტის I ვარჯიში დაიწყეს და წარმოუდგენელი იყო, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები დაამარცხეს. ხოხონიშვილი და მარტყოფლიშვილი მხოლოდ ფინალურ შეჯიბრებებში დამარცხდნენ და ისიც მხოლოდ დაღლილობის გამო. შეჯიბრი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სპორტსმენებს უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს და ტურნირი გაცნობით ხასიათსაც ატარებდა. გუნდები ერთმანეთს დაუმეგობრდა და ეს მომენტიც მნიშვნელოვანია,” – განუცხადა"ქიზიყს" გიორგი ცისკარაულმა.

ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად თელავში გამგზავრების ხარჯები მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა დაფარა, ხოლო საწევრო გადასახადი თავად სპორტსმენების ოჯახებმა უზრუნველყო. /ქიზიყი/

ნაციონალი დეპუტატი ჟურნალისტთან სასამართლო დავაში დამარცხდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაულმა ზუსტად ერთი წლის წინ პატივისა და ღირსების შელახვისათვის ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სასამართლოში უჩივლა.

თეთრაული მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. მოგვიანებით, მან თანხის ოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. მისი თქმით, ჟურნალისტმა არაერთხელ, უსაფუძვლოდ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, რამაც მორალური ზიანი მიაყენა.

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა თეთრაული სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, მოსამართლეს ის არ დაეკმაყოფილებინა. დედოფლისწყაროს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა საქმის ერთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საკრებულოს წევრს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

გელა თეთრაულის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავდა, თუმცა აღარ გაუსაჩივრებია.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესების მონიტორინგს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტები ახორციელებდნენ. თუმცა,,, დაგვიანების მოტივით მოსამართლემ ჟურნალისტის დამცველს, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტს ლია ხუროშვილს მთავარ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

,,დედოფლისწყაროს სასამართლოს გელა თეთრაულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირველივე სხდომის დროს მისი გამოუცხადებლობის გამო უარი უნდა ეთქვა და დაუსწრებელი განაჩენი გამოეტანა" - ამგვარ განცხადებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი აკეთებს. შესაბამისი განცხადება უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ადვოკატმა ლია ხუროშვილმა გაავრცელა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლო დავა აღარ უნდა გაგრძელებულიყო: „29 ნოემბერს სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ მოსარჩელე გელა თეთრაულმა სასამართლოს ავადმყოფობის ცნობა წარუდგინა. ცნობა #1425-ის მიხედვით, მოსარჩელე ამბულატორიულ მკურნალობას გადის მწვავე ქოლეცისტიტის გამო და იმყოფება საავადმყოფო ფურცელზე. ცნობაში არ არის მითითებული, რომ მას საასამართლო სხდომაზე გამოცხადება არ შეუძლია. ამასთან, ექიმები, რომლებიც ცნობას ხელს აწერენ, არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დედოფლისწყაროს სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რადგან ცნობაში არ არის პირდაპირ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სასამართლოზე გამოცხადება არ შეეძლო. ილია მარტყოფლიშვილმა სხდომაზე აუხსნა მოსამართლეს, რომ გელა თეთრაული მარტო სამსახურში კი არა, უქმე დღეებშიც კი ქალაქში დადიოდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, - ამბობს ხუროშვილი.

,,საქმის განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ პირადად მე თეთრაულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებდა და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ სადაო სტატიის მომზადება ჩემი იდეა არ ყოფილა... არც წინასწარ ვფლობდი რაიმე სახის ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ სტატია წინასწარი განზრახვით მომზადებული სულაც არ იყო, როგორც მოსარჩელე მიიჩნევდა... დიდი მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის!.. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და განსაკუთრებით კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს, რომელთაც იმხანად საოცარი კოლეგიალობა გამოიჩინეს და ინტენსიურად და ოპერატიულად აშუქებდნენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას. ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა იყო," - აცხადებს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მარტყოფლიშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ჟურნალისტმა დეპუტატის ეს ნაბიჯი სარედაქციო საქმიანობაში ჩარევად და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეაფასა. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

понедельник, 17 октября 2011 г.

დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზაზე წელს 36 351 ცალი საბრძოლო მასალის განადგურება მოხდება

EXCLUSIVE - სსიპ „დელტა“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზაზე 2011 წელს დაგეგმილია 36 351 ცალი ტროტილის შემცველი სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის განადგურება. აქედან: 184 ცალი – საზენიტო და საარტილერიო გასროლა, 33 411 ცალი – ჭურვი, 2756 ცალი – ნაღმი. მათი საერთო მასა 674 ტონას შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომელიც დედოფლისწყაროში სამეცნიერო-კვლევითმა ფირმა „გამა“–მ აწარმოა.

მათი ინფორმაციით, საბრძოლო მასალები წარმოდგენილია 588924.6 კგ ჯართით და 74448.6 კგ ტროტილით. წელიწადში სამუშაო დღეების და საათების რაოდენობის გათვალისწინებით, დღის განმავლობაში საშუალოდ მოხდება 281 კგ ტროტილის გამოდნობა, ხოლო საათური წარმადობა იქნება 35 კგ ტროტილი. დამუშავებული ინფორმაცია დეტალურად ინახება ორჰუსის ცენტრი–საქართველოში.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ დედოფლისწყაროს საუტილიზაციო ბაზის ფუნქციონირების პროცესში თანდათან შემცირდება საქართველოს სამხედრო ბაზებზე განთავსებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიტოვებული საბრძოლო მასალების რაოდენობა და მომავალში ბაზა უმეტესწილად ფუნქციონირებას გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უტილიზაციის მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ მისი წარმადობის გაზრდა არ იქნება მოსალოდნელი. შესაბამისად საწარმოს წარმადობის განსაზღვრა შესაძლებელია 2011 წლისთვის დაგეგმილი საუტილიზაციო სამუშაოების მიხედვით და შეადგენს: 281 კგ/წელ და 35 კგ/სთ. სსიპ „დელტა“-ს მიმდინარე საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, მოსახლეობას მისთვის ხელმისაწვდომ ფორმაში (პროექტის ტექნიკური რეზიუმე) მიეწოდება ობიექტური, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს კონფლიქტური სიტუაციების საფუძველი და უზრუნველყოფილი იქნას დაინტერესებული მხარეების ურთიერთობის განვითარების პროცესი,“ – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერს სამეცნიერო კვლევითი ცენტრ "გამას" პრეზიდენტი ვახტანგ გვახარია.

პროექტის მიზანია: საქართველოს სამხედრო ბაზებში თავმოყრილი, მიზნობრივად გამოუყენებადი და ამასთან, ფეთქებადი, ცეცხლგამჩენი საფრთხისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით მაღალი რისკფაქტორის მქონე სხვადასხვა დანიშნულების სახელობისა და კალიბრის საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფა–უტილიზაციაა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ნინო ბურჯანაძემ თამაზაშვილის დაკავება და ღარიბაშვილის გათავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ დევნას დაუკავშირა

ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით პარტიის მთავარი საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, დედოფლისწაროს პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, ასევე სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის თანამდებობა „ნებაყოფლობით“ დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ - ტარიელ ღარიბაშვილმაც.
ჩვენ რა თქმა უნდა ობიექტური სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე არ ვაპირებთ, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, ადამიანი ან უდანაშაულოდ ან დამნაშავედ გამოვაცხადოთ, მაგრამ ეს დაპატიმრება და თანამდებობის დატოვება საეჭვოდ დაემთხვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.
ვთვლით, რომ ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მეთოდებით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების პოლიტიკური დევნა.
სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშწორების მეთოდები ოპონენტების წინააღმდეგ ახალი არაა. „დემოკრატიულ მოძრაობას“ დაარსებიდან დღემდე, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ტერორი, უსამართლობა და შავი პიარი.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ასევე კარგად იცის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების ფაქტებზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება, ხელს უწყობს ქვეყანაში დიქტურის ჩამოყალიბებას.
სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას: ახლა მაინც გამოხატონ ერთიანი პოზიცია იმ ტენდენციასთან დაკავშირებით, რომელიც თავს იჩენს ხოლმე პოლიტიკური სუბიექტის გააქტიურებისას მისი, მისი ახლობლების ან თანაგუნდელების დატერორების სახით“. /ქიზიყი/

суббота, 15 октября 2011 г.

სამიტინგე ხორცები, ქლიბები, კვერცხები, ბუნდღები და აყროლებული სუბსარკოზობა...

_ აბა, ბავშვებო, რას გვაძლევს ქათამი? _ ქათამი გვაძლევს ხორცს, კვერცხს, ბუნდღას. საზარბაზნე ხორცის შესახებ ყველამ ვიცით _ გვინახავს, გაგვიგია, ვყოფილვართ... სამიტინგე ხორცის შესახებ თუ ვიცით რამე? ასეთი ხორციც არსებობს, ჩადებენ ყვითელ ავტობუსში და დაატარებენ აქეთიქით. ხორცის ეს სახეობა გასულ კვირაში თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ. შეამჩნევდით, ალბათ, რომ ხორცი არა მარტო დაავადებული იყო (ასკარიდები, სოლიტერები...), არამედ – აყროლებულიც. არ იფიქროთ, ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და აყროლდა. ზუგდიდიდან ჩამოტანილი ხორცი ისევე აუტანლად ყარდა, როგორც – თბილისში შეძენილი და თავისუფლების მოედანზე მიტანილი. რაც შეეხება ბუნდღას... ბუნდღა სომხეთიდან ჩამოვიდა, საერთოდ კი, ფრანგია, ნიკოლა სარკოზი ჰქვია და საფრანგეთის პრეზიდენტად მუშაობს. თავისუფლების მოედანზე დაყრილი ხორცი დაავადებული იყო, ბუნდღას კი ვადა აქვს გასული. ცოტაც და, სარკოზის ბუნდღა აღარ იქნება ელისეს სასახლეში და, ეპოქის სულისა და ჯანრის კანონების შესაბამისად, კარლა ბრუნის ბუნდღა აღარ იქნება სარკოზის ლოგინში. იხილე ვრცლად>>

დედოფლისწყარო უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ალექსანდროვსკას დაუმეგობრდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა აცნობა. სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროს ეწვია ქალაქ ალექსანდროვსკას მერიც.
საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქ ალექსანდროვსკას მერმა ნიკოლაი გრეკოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 11 აპრილს მოაწერეს.
„ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დედოფლისწყაროში. ჩვენთან ჩამოსულ უკრაინელ სტუმრებს აინტერესებთ, როგორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დედოფლისწყაროს რაიონში და რა გაკეთდა ვარდების რევოლუციის შემდეგ“, - განუცხადა "ქიზიყს" დედოფლისწყაროს საკრებულოს პრეს-მდივანმა ინგა შიოლაშვილმა.
დელეგაციის წევრებმა სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. სტუმრებს ასევე მასპინძლობდნენ დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომრისა და გამგებლის მოადგილეები.
სტუმრები ეწვივნენ ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დედოფლისწყაროში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ. შემდეგ სს „არწივის ხეობა“-ს ესტუმრნენ და კირქვის წარმოებით დაინტერესდნენ. მათ დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობანი: „ელია“, „ხორნაბუჯი“ და შემდეგ კი შირაქის ველი მოინახულეს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ისინი საგარეჯოს მუნიციპალიტეტსაც ესტუმრებიან, სადაც ასევე თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დედოფლისწყაროს პოლიცია ქათმების ქურდს ეძებს

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო სოფელ სამრეკლოში 30-მდე შინაური ფრინველის ქურდობისთვის ეჭვმიტანილის დადგენას ამ დრომდე ცდილობს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ქურდობის შედეგად ორი დაზარალდა.

სოფელ სამრეკლოში აცხადებენ, რომ შრომის ქუჩაზე მცხოვრები ქართლოს ბიკაშვილისა და დაზმირ ლეკიშვილის ოჯახებიდან 30-მდე ფრთა ქათამი გვიან ღამით დაიკარგა.

,,დაახლოებით ღამის 1 საათზე უნდა იყოს მოპარული. პირადად ჩვენ 20 ქათამი და ერთი ფრთა ბატი მოგვპარეს, დილით გავიგეთ, რომ ფრინველი ჩვენმა მეზობლებმაც დაკარგეს. ეს ჩვენს უბანში უკვე მეოთხე შემთხვევაა. დანარჩენ 5 ქათამს კისრები დამტვრეული ჰქონდა და ისე ეყარა," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ნელი ირემაძე.

დანაშაულის ადგილზე პოლიცია დილით გამოძახების მიღებისთანავე გამოცხადა და დამნაშავის ძებნას გაწვრთნილი ძაღლების გამოყენებით ცდილობს. შსს დედოფლისწყაროს სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ნიკა იაკობიშვილი

пятница, 14 октября 2011 г.

დედოფლისწყაროელმა მოსწავლეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობები დაათვალიერეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობები მოინახულეს. როგორც "ქიზიყს" სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის მოსწავლე რუსუდან ყოჩიაშვილმა განუცხადა, ექსკურსია დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი 50-მდე მოსწავლემ დაათვალიერა.

,,ჯერ ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე დაგვათვალიერებინეს და საჩუქრები გადმოგვცეს. სპეციალური ჟურნალები, სამაჯურები და სამკერდეები გვაჩუქეს. შემდეგ კი პარლამენტში წაგვიყვანეს და იქ სხდომათა დარბაზის ჩათვლით ყველაფერი მოვინახულეთ. ასევე, დავესწარით პარლამენტის სამლოცველოში მიმდინარე ჯანმრთელობის პარაკლისს. შემდეგ კი დედოფლისწყაროში გამოვემგზავრეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ 50 მოსწავლეს საშუალება მიეცა დეტალურად დაეთვალიერებინა როგორც ავლაბრის რეზიდენცია და მიხეილ სააკაშვილის სამუშაო კაბინეტები, ასევე პარლამენტი... მეგზურობას რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი გვიწევდა, თუმცა ავლაბრის რეზიდენციასა და პარლამენტში ექსკურსიამძღოლები ყველაფერს დეტალურად გვიამბობდნენ. ხარჯები მოსწავლეებს არ დაგვიფარავს, სავარაუდოდ, ჩვენი გამგზავრება და კვება პროექტის ფარგლებში დაფინანსდა,” – განუცხადა "ქიზიყს" რუსუდან ყოჩიაშვილმა.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საინტერესო ექსკურსიაში მონაწილეობა დედოფლისწყაროს პირველი და მეორე, ასევე სოფელ გამარჯვების, სამრეკლოსა და რუსულ-ქართული სკოლის 10–12 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. მსგავსი დათვალიერება მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტის "საქართველოს პრეზიდენტის სასახლის" ფარგლებში იმართება. /ქიზიყი/

ბესელია თამაზაშვილის დაკავებას მიმდინარე პროცესებს უკავშირებს, ღარიბაშვილის გათავისუფლებაზე კომენტარს მოგვიანებით გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან პირად საუბარში განაცხადა. ბესელიას თქმით, თამაზაშვილის დაკავება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება:
„თამაზაშვილს დაკავება არის უკანონო, მას იარაღი ჩაუდეს და ამის საფუძველზე წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში ადვოკატები არიან ჩართულები. მის დაკავებას ვაფასებთ, როგორც უკანონო მოქმედებას და პოლიტიკური დევნის მორიგ თვალსაჩინო ფაქტს. ეს საკითხი რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - განუცხადა "ქიზიყს" ბესელიამ.
კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია.
"ქიზიყის" კითხვაზე, როგორ აფასებს ივანიშვილი, ანდა მისი ადვოკატი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს: ,,ღარიბაშვილზე მოგვიანებით გიპასუხებთ, უკაცრავად," – განმარტავს ეკა ბესელია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობს. /ქიზიყი/

* * *
ოპოზიცია გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის გაცემას აპროტესტებს

,,თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და მთლიანად ნაციონალურ ხელისუფლებას მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ადარდებთ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომრის ყოველთვიური ხელფასი 2360 ლარია. მისი თქმით მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებზე 2011 წელს გაცემულია ჯილდო ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რაზეც წელს 59 170 ლარი დაიხარჯა.

კახეთის გუბერნატორის შენახვა წელიწადში 70 800 ლარი ჯდება, გუბერნატორის უსაქმური მოადგილეების ყოველთვიური ხელფასი და პრემია კი 32 984 ლარს შეადგენს.

,,ისინი კომფორტს იქმნიან თავისი პირადი კეთილდღეობისთვის, დადიან ძვირად ღირებული ავტომობილებით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის თავმჯდომარე შეშფოთებულია საქართველოში გამეფებულ უკიდერუს გაჭირვებით“, _ განაცხადა გურაშვილმა და დასძინა, რომ დედოფლისწყაროში ბევრი უაღრესად გაჭირვებული ოჯახია, რომელიც დახმარებას ვერ იღებს, არის მრავალი ოჯახი, რომელთა წევრებიც ერთი ადამიანის პენსიით ცხოვრობენ.

გურაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე სიამაყით ამბობს, რომ თურმე ყველაზე მეტი უფასო სასადილოს ბენეფიციარი, 200 ადამიანი დედოფლისწყაროს რაიონს ჰყავს. ,,რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საარსებო თანხა 100 ლარია, “გაზრდილი პენსია“, ან დახმარების 24 ლარი, მათი ხელფასებიც გახდეს 124 ლარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამი თვის მერე მიხვდებიან, როგორი „ევროპელები“ ვართ და როგორ „განვითარებულ“ და „აყვავებულ“ საქართველოში ვცხოვრობთ“, _ აღნიშნა გურაშვილმა. “თავისუფალი საქარათველო“ ამ ფაქტს აპროტესტებს და მოითხოვს, მთავრობა და მოსახლეობა ჩადგეს თანაბარ საარსებო პირობებში. /ქიზიყი/

среда, 12 октября 2011 г.

ტარიელ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა ივანიშვილის მიზნების გამო დატოვა

HOT news - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის (ყოფილი წითელწყარო) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ღარიბაშვილის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

"ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სოფელ ხორნაბუჯის რწმუნებულის ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა. დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილთან სიახლოვის გამო საჯარო სამსახურიდან წასვლა აიძულეს.

ტარიელ ღარიბაშვილმა ინტერნეტ–გაზეთ "ქიზიყს" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაუდასტურა, რომ მისი ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეა: ,,დიახ, ჩემი შვილი ირაკლი, ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარე ნამდვილად არის," – აცხადებდა ღარიბაშვილი.

ტარიელ ღარიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან დაადასტურა. მისი თქმით, ტარიელ ღარიბაშვილმა განცხადება თვითონ დაწერა.
- რატომ დაწერა განცხადება, მიზეზად რა დაასახელა?
- ოჯახური პირობების გამო.
- კერძოდ? არ გიკითხავთ?
- არა, არ მიკითხავს. დაწერა და დავაკმაყოფილეთ“.

"ქიზიყი" თავად ტარიელ ღარიბაშვილთან დაკავშირებას შეეცადა. მისი კუთვნილი კორპორაციული ტელეფონი 5(77) 95 41 26 უკვე მიუწვდომელია. პირად ტელეფონს კი მისი მეუღლე პასუხობს და აცხადებს, რომ არაფერზე საუბარი არ სურთ, "ყველამ თავი დაგვანებეთ, არაფრის თავი არ გვაქვს" – განმარტავს ქალბატონი.

ამავე ქალბატონის კომენტარს კახეთის მედიასაშუალებებიც ავრცელებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ღარიბაშვილის მეუღლე განცხადების დაწერის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ტარიელ ღარიბაშვილი ცუდად არის.

„– მასთან გასაუბრებას ვერ შეძლებთ. აქ არ არის.
- სხვა ტელეფონი არ აქვს?
- არა.
- სამსახურიდან რატომ წავიდა?
- ავად არის... წნევა აქვს მაღალი და გული აქვს ცუდად.
- ადრეც ავადმყოფობდა?
- დაგვანებეთ რა თავი, ხომ შეიძლება. არაფერზე არ გვინდა საუბარი“....

როგორც ცნობილია, პოლიციამ ღარიბაშვილის მძახალი, ანუ ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი დააკავა. მისი აყვანა კი ცნობილი ოლიგარქის მიერ სკანდალური განცხადებების გავრცელებას ემთხვევა. როგორც დაკავებულის ახლობლები "ქიზიყთან" საუბარში აცხადებენ, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზაშვილი თბილისში დააპატიმრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარე თამაზაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმაც ჩაატარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იარაღი ბინიდანაც ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სიღნაღის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე დაიწყო. ინციდენტი 14 დეკემბერს, დედოფლისწყაროს სასამართლოს შენობაში მოხდა, რა დროსაც სოფელ წითელწყაროს რწმუნებულმა ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აიძულებდა მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

მოგვიანებით, როგორც კულუარებში აღნიშნავდნენ, ტარიელ ღარიბაშვილი ბევრს ტრაბახობდა, ,,თავი ქუდში მაქვს და ეგღა მაკლია, ჟურნალისტის გამო ვინმემ მომხსნას, ჩემი ბიჭი ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა, მე ვერავინ შემეხება–ო"... /ქიზიყი/ 20:57

გამოხმაურება პრესაში: პირველი ; მედიანიუსი ; ექსპრესნიუსიEPN.ge ; ჯეონიუსი ; გაზეთი საქართველო&მსოფლიო ; ფაქტი ; 7days.ge ; კავკასია ; Financial ; რადიო ობიექტივი ;

вторник, 11 октября 2011 г.

დედოფლისწყაროში კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს

HOTnews SCANDAL - სამართალდამცავებმა კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილის დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია. მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არც რაიონულ პროკურატურაში აკეთებენ.

ინტერნეტ–გაზეთი „ქიზიყი“ ინფორმაციის დაზუსტებას შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში შეეცადა. სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა შენგელია თამაზაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის მიზეზი უცნობია: „არ ვიცი, არ ვიცი, რაზე დააკავეს,“ – ამბობს შენგელია. სამმართველოს კიდევ ერთი მოადგილე ნოშრევან ნატროშვილი მთელი დღის მანძილზე აცხადებდა, რომ მომხდარი „საიდუმლოა“...

თამაზ თამაზაშვილი, მეტსახელად „ძიგო“ 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. ის დედოფლისწყაროში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან ხალხმრავლობა იყო.

თამაზაშვილის ოჯახზე რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ვინმე მაია თამაზაშვილმა გვიპასუხა და განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი სმენია: „თამაზი გუშინ ვნახე, მე მეუღლე არ ვარ, მისი ნათესავი ვარ... მაგრამ, არ ვიცი დააკავეს, თუ არა... სამწუხაროა, თუ ასეა“... – აცხადებს მაია თამაზაშვილი. /ქიზიყი/

გამოხმაურება პრესაში: მედიანიუსი : ექსპრესნიუსი ; ევრაზიის ინსტიტუტი ; ჯეონიუსი ; ჰერეთი ;

* * *
ყველაზე მეტი მიწა დედოფლისწყაროში გაიყიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის პირველ ექვს თვეში 3 200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებამ 2 605 191 მლნ ლარი შეადგინა. ეკონომიკის სამინისტროს პრეს–სამსახურში ირწმუნებიან, რომ ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაიყიდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საწყისი სააუქციონო ფასები ფიქსირებულია მიწის კატეგორიების მიხედვით და შეადგენს 1000, 700, 500 ან 300 ლარს ერთ ჰექტარ სახნავ მიწაზე რაიონების მიხედვით.

როგორც სამინისტროდან გაზეთ „ქიზიყს“ აცნობეს, პრივატიზების შედეგად მიმდინარე წლის 6 თვეში ყველაზე მეტი ფართობი, ანუ 5 639 102 კვ.მ სწორედ დედოფლისწყაროს რაიონში გაიყიდა და ოფიციალური მონაცემებით, ერთი ჰექტარის ღირებულებამ 3 562 ლარი შეადგინა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სავარგულების უდიდესი ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა – არაბებმა, ინდუსებმა და ბულგარელებმა, შეისყიდეს.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით, სხვა რაიონებთან შედარებით ყველაზე მეტ სახნავ–სათეს მიწის ნაკვეთს ფლობს. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы