суббота, 7 мая 2011 г.

გულთბილი საღამო და მედიკოსების რჩევები სოფელ ჯაფარიძის ბიბლიოთეკაში

სოფელ ჯაფარიძის ბიბლიოთეკაში, ამავე ბიბლიოთეკის გამგის მაყვალა მილაძის ორგანიზებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ძირითად სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ სოფლის ღირსეული წარმომადგენლები, სახელგანთქმული ექიმები დიმიტრი ყოჩიაშვილი, გულნარა გონაშვილი და თეა გიგოლაშვილი. თავდაპირველად ღონისძიების წამყვანმა მაყვალა მილაძემ მსმენელს დამსახურებული ექიმების ბიოგრაფიული მონაცემები თანმიმდევრულად გააცნო.
,,ყველამ კარგად იცის ამ ადამიანების განვლილი გზისა, თუ დამსახურებების შესახებ, მაგრამ სათქმელი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ითქვას," - განაცხადა მაყვალა მილაძემ.

მოგვიანებით, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მედიკოსებმა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მისცეს. საუბარი შეეხო უამრავ საჭირბოროტო და ძალზე აქტუალურ საკითხს. გინეკოლოგმა გულნარა გონაშვილმა ორსულობის ასაკის მკვეთრად გაახალგაზრდავებაზე და მის თავისებურებებზე ისაუბრა.

გულნარა გონაშვილი: (გინეკოლოგი): ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 15-16 წლის მშობიარეებიც გვხვდებიან, რაც მედოკოსების აზრით არასასურველია. მათი თქმით, რეკომენდირებულია ორსულობა 20 წლის ასაკიდან დაიგეგმოს. მაშინ, როცა დედის ორგანიზმი მთლიანად ჩამოყალიბებულია და მზადაა ორსულობისთვის".

დიმიტრი ყოჩიაშვილი: ,,პირველ რიგში დედებს ვურჩევდი, რომ აუცილებელია ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში დედა შვილს ყველა აუცილებელ ნივთიერებას გადასცემს. ასე რომ, გახსოვდეთ - დედის რძესთან ახლოს ვერცერთი საკვები ვერ მოვა. აქამდე მიღებული იყო, რომ ძუძუთი ჩვილის გამოკვება 1 წლის ასაკამდე მომხდარიყო, ახლა ეს შეცვლილია და უკვე მისაღებია, თუ ახალშობილს 2 წლის ასაკამდე დედის რძით გავზრდით. იმუნიტეტის ამაღლება ჯანსაღი კვებით უნდა მოხდეს... ტემპერატურის ერთჯერადი მატება არ ნიშნავს, რომ ბავშვს მაშინვე ანტიბიოტიკი მივცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები უამრავ გვერდით მოვლენას და უკუჩვენებას იწვევს. უმჯობესი იქნება, ასეთ დროს, ნატურალური წვენები და სხვა ისეთი საშუალებები გამოვიყენოთ, რომელიც უკუჩვენებას არ გამოიწვევს. ხშირია გლანდების გართულებაც, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ნუშისებრი ჯირკვლების მოკვეთა... პირადად მე მისაღებად მიმაჩნია, წელიწადში 1-ხელ ან 2 ჯერ ბავშვმა ანგინა გადაიტანოს, ვიდრე გლანდების ოპერაციას მივმართოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ნუშისებრი ჯირკვლები, თავის მხრივ, უდიდეს დამცავ როლს ასრულებენ და მათი შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. მისი ამოკვეთა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, თუ წელიწადში რამდენჯერმე გვხვდება გართულებები".

თეა გიგოლაშვილი (ნევროპათოლოგი): ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი და ხარისხიანი სიცოცხლე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ადამიანის ცხოვრება უნდა იზომებოდეს არა ხანგრძლივობით, არამედ სიცოცხლის ხარისხით. მთავარი ისაა, რამდენად ენერგიულად და ხარისხიანად ვცხოვრობთ. ცხოვრების წესი, კვება, გენეტიკური და გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს... ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური მდგომარეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მწეველებში 1,7 ჯერ მეტია სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ა.შ. აუცილებელია აცრები, ფიზიკური აღზრდა"...

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივ მოზარდ გოგონათა გუნდი, რომელსაც კულტურის სახლის თანამშრომელი ესმა ჭყონია ხელმძღვანელობდა. პატარებმა, ასევე წაიკითხეს ლექსებიც. სხვადასხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი, სოფელ ჯაფარიძის რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი და სოფლის დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი. ასევე, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.

საღამო ალა-ფურშეტით დასრულდა, სადაც კიდევ ერთხელ დალოცეს როგორც მოწვეული სტუმრები, ისე შეხვედრის ორგანიზატორები და მასპინძლები. უსაზღვრო კმაყოფილებით ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს საღამო დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავებული, ძალზე ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თითეული იქ მყოფი ადამიანისთვის. მედიკოსებისგან მიღებული რჩევები კი მათ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოადგებათ. ამგვარი შეხვედრები კი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი - ჯაფარიძიდან

четверг, 5 мая 2011 г.

მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში არსებულ განუკითხაობაზე მიუთითებს

მიუხედავად ხელისუფლების მრავალი დაპირებისა,როგორც საქართველოს მოსახლეობისადმი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, გამოუძიებელი არ დარჩებოდა არც ერთი ფაქტი,რომელიც შეეხებოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან სამართალდარღვევას,როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში პირობა მხოლოდ პირობად რჩება.
ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქ დედოფლისწყაროშია, სადაც გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან ხდება როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური ზეწოლის ფაქტები და რაც უფრო აღმაშფოთებელია არის ის, რომ არცერთი კონკრეტული ჩინოვნიკი არაა დასჯილი, მეტიც ხშირ შემთხვევაში ასეთი „ჩინოვნიკები“წახალისებულიც კი არიან.
ზეწოლის ფაქტები მრავლადაა, მოვიყვან ბოლო ორ ინციდენტს რომელიც განხორციელდა დედოფლისწყაროში.
25 აპრილს გვიან ღამით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის ოთარ კოვზირიძის საცხოვრებელი ბინიდან „შეზარხოშებულმა“ ჩინოვნიკებმა სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ თამილა გურაშვილს,საქმე აღიძრა მაგრამ „რეფორმირებულ პოლიცია“-ს გაუჭირდა იქ მყოფი პიროვნებების დადგენა.
ასევე აღსანიშნავია თავისუფალი მედიის წარმომადგენლის გაზეთ „ქიზიყი“-ს მთავარი რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტი, როდესაც იგივე მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ხელი შეუშალა ჟურნალისტურ საქმიანობაში,მიაყენა სიტყვიერი შეურაწყოფა და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშწორებით.ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სამწუხაროდ,მიუხედავად იმისა, რომ სსს აღიძრა, საქმე არაა გამოძიებული,რაც მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე.
მივმართავთ თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს,საერთაშორისო ორგანიზაციებს,მედიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით,რომელიც გამოირჩევა თავისი სიმწვავით კახეთის რეგიონში.

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“
კახეთის ორგანიზაციის პრესსამსახური
ლალი გოგოჭური

„სახალხო კრების“ აქტივისტებმა კახეთის გუბერნატორს და გამგებლებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნეს

„სახალხო კრების” წარმომადგენლები კახეთის რეგიონშიც გააქტიურდნენ. სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები კახეთის რვავე რაიონში ინტენსიურად ჩატარდება. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კრების აქტივისტებმა კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს გამაფრთხილებელი წერილები გაუგზავნეს და ადგილობრივ ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდეს, მათი საქმიანობის წინააღმდეგ განწყობილ ადამიანებს რაიონებში პროვოკაციები არ მოუწყონ.

„სახალხო კრების” ორგანიზებით ქალაქებში თელავსა და ლაგოდეხში უკვე გაიმართა აქცია, სახელწოდებით „სამართალი მოდის“.
„დროა ყველა გამგებელი თუ გუბერნატორი მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება ნამდვილ, ქართველ ადამიანს. ყველამ იცოდეს, რომ სამსახური არის დროებითი, სამშობლოს სიყვარული კი სამუდამო. ამ აქციებს არ შევწყვეტთ 21 მაისამდე... 21 მაისი იქნება დიდი ბრძოლის დასაწყისი. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვგულისხმობ მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლას“, - განაცხადა „სახალხო კრების“ თელავის დაუმორჩილებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ ბაღათრიშვილმა რეგიონულ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, მსგავსი სახის აქციები თუ გამაფრთხილებელი ღონისძიებები 21 მაისამდე კახეთის სხვა რაიონებშიც გაიმართება. „სახალხო კრების” წევრები კახელებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ისინი მოსახლეობას პროტესტის ღიად დაფიქსირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლას სთხოვენ.
„სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კრების ოფისი ყველა რაიონში ამუშავდება, მათ შორის დედოფლისწყაროშიც... მისი თქმით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება რაიონულ კოორდინატორებთან კონტაქტი და დაუმორჩილებლობის კომიტეტში გაწევრიანება. ბურჯანაძეს დასავლეთისა და უცხოეთის სხვა ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერის იმედიც აქვს და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში დარწმუნებულია.
შეგახსენებთ, "სახალხო კრება", რომელსაც სახელგანთქმული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს, უამრავ ცნობილ მსახიობს, სპორტსმენს თუ ავტორიტეტულ საზოგადო მოღვაწეს აერთიანებს. ისინი ერთიანი ძალებით აპირებენ 21 მაისიდან მიხეილ სააკაშვილის თვითმარქვია ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ და თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა ააგორონ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
რაიონებში მთავარი აგრონომის თანამდებობაზე სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში - რაიონის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე.
რაიონის მთავარი აგრონომის მოვალეობა იქნება მისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით ფერმერებისა და გლეხების კონსულტირება, როგორც ახალი კულტურებისა და ჯიშების შესახებ, ასევე წარმოების ახალი მეთოდების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ.
როგორც "ქიზიყს" სამინისტროდან აცნობეს, შერჩეული სპეციალისტები სტაჟირებას გაივლიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 832 37-80-14. სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ მისამართზე: http://moa.gov.ge/index.php?pg=tnd

среда, 4 мая 2011 г.

სოფელ წითელწყაროს რწმუნებულს უსაქმურობაში ადანაშაულებენ

სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ტარიელ ღარიბაშვილს ადგილობრივები უყურადღებობაში ადანაშაულებენ და უსაქმურს უწოდებენ... მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ ის დროის დიდ ნაწილს დომინოს თამაშს უთმობს, ადგილობრივთა პრობლემებს კი მუდმივად გულგრილად ეკიდება.
ამგვარი პრეტენზიებით სოფლის მაცხოვრებლები უკვე მერამდენე თვეა "ქიზიყს" პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ უკმაყოფილო და რწმუნებულზე განაწყენებული ადამიანები "ქიზიყს" ინტენსიურად ხვდებიან. მოქალაქეების დიდი ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ირწმუნება, რომ ღარიბაშვილი მათი პრობლემების გადაჭრით თითქმის არასოდეს ინტერესდება.
,,მთელი სოფელი რომ მოიარო, მის მადლიერს ვერავის ნახავთ... მოდით, ჩამოვიაროთ და ვიკითხოთ, ყველა იტყვის, რომ არასოდეს დახმარებია. რაზეც მისთვის მიგვიმართავს, ნორმალური და კომპეტენტური პასუხი არავის მიგვიღია. რა ეშმაკად გვინდა ასეთი რწმუნებული???... მისგან თანაგრძნობას თუ ვერ ვიგრძნობთ, რა აზრი აქვს მის ყოფნას... დღე და ღამ მაღაზიაში ზის და დომინოს თამაშობს, ასეთი სოფლის გამგებელი სადმე გინახავთ?... რწმუნებული ადგილობრივების ჭირ-ვარამს თუ არ გაიზიარებს და მოსახლეობაში ნდობა არ ექნება, ასე ბუტაფორიად გინდ ყოფილა, გინდ არა. მხოლოდ ხელფასის აღება და საკუთარ ოჯახზე ზრუნვა ხომ არ არის," – რეაგირების მოლოდინში უკმაყოფილებას არ ფარავენ წითელწყაროს მცხოვრებნი. მათი რიცხვი კი საკმაოდ დიდია.

ადგილობრივები რწმუნებულს წყლის პრობლემის მოგვარებაში გამოჩენილ გულგრილობაშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უსამართლობაა, როცა მათი სოფლის წყალით ქალაქი დედოფლისწყარო მარაგდება, ღარიბაშვილი კი მოსახლეობის თანადგომის ნაცვლად მათ ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის.
უკვე მერამდენე წელია ტარიელ ღარიბაშვილი გამგებლის რწმუნებულის პოსტს იკავებს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ წლების მანძილზე რწმუნებულს სოფლისთვის სასარგებლო არაფერი უკეთებია. /ქიზიყი/
* * *

სათნოების სახლში პურის ხარისხი ტრადიციულად ისევ გაუარესდა

დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბინადრები ისევ პურის უხარისხობაზე წუხან და აცხადებენ, რომ ზოგიერთი მაღალჩინოსნის პირადი ინტერესების გამო 200-მდე უმწეო იჩაგრება. ამგვარმა პრეტენზიებმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღი, თუმცა რადიკალური ნაბიჯის გადადგმას არავინ ცდილობს.
ამასწინათ, "ქიზიყში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ პურის წონა და ხარისხი დროებით გაუმჯობესდა, თუმცა სულ მალე კლება იწყო...
როგორც ცნობილია, სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი ნუგზარ მახარაშვილი დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის ახლო მეგობარი და კარის მეზობელია, ამდენად მახარაშვილი გამგებლის მოადგილის კადრად მოიაზრება.

შეგახსენებთ, სათნოების სახლის პურით მომარაგებას ყოველდღიურად სწორედ გამგებლის მოადგილის მამა თამაზ ალუღიშვილი თავისივე საწარმოდან ახდენს. სწორედ ამიტომაც, დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი არ ცხრება იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრობის წყალობით, ხელმძღვანელობა პურის ხარისხზე სიმკაცრეს არ იჩენს.

"ქიზიყის" გათვლებით, ალუღიშვილის პურის საწარმო ყოველთვიურად 300-400 ლარის დანაზოგს მხოლოდ წონაში დაკლებით ნახულობს. ამის შესახებ ვრცელი მასალა "ქიზიყმა" მიმდინარე წლის მარტში, მხარეების კომენტარის თანხლებით რამდენჯერმე გაავრცელა.
მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღით გამოიღო, ხარისხის გამოსწორებისთვის არაერთმა მობინადრემ მადლობა სწორედ "ქიზიყს" გადაუხადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი სიხარული დროებითი აღმოჩნდა.

არადა, თავად მეწარმე თამაზ ალუღიშვილი "ქიზიყთან" საუბარში ირწმუნებოდა, რომ შესაძლოა, მცხობელებმა მისი არყოფნით ისარგებლეს და ამიტომაც აკლდა პურს წონაში. გამგებლის მოადგილის მამა დაგვპირდა, რომ ვითარებას მუდმივად გააკონტროლებდა, თუმცა როგორც სჩანს უმწეოთა ინტერესებზე მაღლა ისევ პირადი ურთიერთობები და ნაცნობ-მეგობრობა დგება... თავის მხრივ, 200 სოციალურად დაუცველი მოქალაქე კი პურის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს.
,,გამგებელმა მაინც მოგვხედოს, სხვისი ინტერესების გულისთვის ჩვენ რატომ ვიჩაგრებით?... ისედაც პური არ გვყოფნის და ახლა ისე გაათხელებენ ხოლმე, რომ გაგეცინებათ... ცხოველები ხომ არ ვართ, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ," - აღშფოთებას ვერ ფარავენ უმწეოები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დახმარებას სთხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 3 мая 2011 г.

დედოფლისწყაროს სოციალური სამსახურის უფროსად ივანე ხელაშვილი დაინიშნა

ცვლილებები განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში. სამსახურის უფროსად გამგებლის ბრძანებით ივანე ხელაშვილი დაინიშნა.

ხელაშვილი მანამდე გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში ქონებისა და მიწის მართვის განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა.

როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო ჩოხელმა "ქიზიყს" განუცხადა, სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ხიხაძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც გაცილებით მაღალანაზღაურებად სამსახურში გააგრძელებს მუშაობას. თუმცა, მან გათავისუფლების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი

* * *

უნიკალური ქვის შესასწავლად ექსპედიცია დედოფლისწყაროში ჩამოდის


ექსპედიცია დედოფლისწყაროს რაიონში – საქართველო-აზრებაიჯანის საზღვართან აღმოჩენილი სვეტის შესასწავლად არქეოლოგთა ჯგუფი 3 მაისს ჩამოვა. სპეციალისტები მთელ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.
სვეტი, რო
მელიც სოფელ საბათლოში მიწის დამუშავებისას ერთ-ერთმა მცხოვრებმა შემთხვევით აღმოაჩინა, სამომავლოდ შეიძლება დიდი აღმოჩენების საწინდარი გახდეს. სვეტის ძირი კი ამ დროისთვის უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრშია მოთავსებული. იგი ძველი წელთაღრიცხვით, მეხუთე-მეოთხე საუკუნით თარიღდება.
არქეოლოგთა თქმით, სვეტი ტაძრის ან სხვა ტიპის არქიტექტურული ნაგებობის ნაწილია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ექსპედიცია თბილისში 8 მაისს დაბუნდება.
შეგახსენებთ, სოფელ საბათლოში უნიკალური ქვის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია "ქიზიყმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. /ქიზიყი/

* * *

დედოფლისწყაროს ბიუჯეტი 490 000 ლარით გაიზარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი კიდევ 490 000 ლარით გაიზარდა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, შემოსავლების მატება სპეციალურ ტრანსფერს უკავშირდება. შესაბამისი ცვლილებები დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე უკვე დაამტკიცეს.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყთან" საუბარში ის სფეროებიც დეტალურად განმარტა, სადაც დამატებითი თანხები გადანაწილდება.

,,იყო მოლოდინი, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზრდებოდა და მისასალმებელია, რომ ასეც ხდება. ამჯერად, დამატებული თანხები ცალკეულ საკითხებზე გაიწერა. წყალსადენი ქსელების რეაბილიტაციის თანხას 103 800 ლარი დაემატება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას 60 000, შიდა საუბნო გზების შეკეთებას 324 200 ლარი დაემატება. ასევე, ცვლილება შევიტანეთ გამგებლის სარეზერვო ფონდში. სარეზერვო ფონდს მოაკლდა 25 000 ლარი და ეს თანხა გადავიდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯებში. ამას გარდა, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაწვეული ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად ვგეგმავთ მემორიალური დაფის გახსნას. უკვე გამოცხადებულია კონკურსი და გამარჯვებული ნამუშევრის ავტორისთვის დაწესებული გვაქვს 500 ლარიანი ჯილდო, ისევე როგორც ეს გერბისა და დროშის შემთხვევაში მოხდა," – განმარტავს ლევან ბაღაშვილი.

თუკი აქამდე მუნიციპალიტეტი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ისეთ ოჯახებს ეხმარებოდა, რომელთა სარეიტინგო ქულა მხოლოდ 100 ათასზე ქვემოთ იყო, ამჯერად დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს და დაადგინეს, რომ ზღვარი 150 000 ქულამდე გაიზარდოს. ანუ, ამიერიდან ცვლილება შეეხებათ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებიც დახმარებას ვერ იღებენ, თუმცა მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ლესელიძის ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება

აღდგომის ღამეს, დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს პოლიციაში გამოძიება კვლავაც გრძელდება. გამოძიებას ჩვენებები მისცეს როგორც მხარეებმა, ისე მოწმეებმა. მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ღამით კიდევ სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ კოვზირიძის ბინაში. თუმცა, როგორც გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, გამგეობის ტექნიკური თანამშრომლის, ოთარ კოვზირიძის გარდა, იმ ღამით, შემთხვევის ადგილზე დედოფლისწყაროს გამგეობის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.
მომხდარით დაინტერესდა და ვითარების გარკვევა სცადა მუნიციპალიტეტის გამგებელმაც. გამოიკვეთა, რომ სხვა საჯარო მოხელეები მომხდარ ინციდენტში ჩართულნი არ ყოფილან. გაირკვა, რომ არც დასუფთავების სამსახურის უფროსს და მის ავტომობილს არ აქვს მომხდართან კავშირი. ე.წ. კოლხოზნიკის მარკის ავტომობილი, რომელიც თამილა გურაშვილის ვარაუდით ზურაბ ყოჩიაშვილის უნდა ყოფილიყო, გაირკვა, რომ ოთარ კოვზირიძის მამას ეკუთვნოდა.
თავად კოვზირიძე ბოდიშს იხდის იმასთან დაკავშირებით, თუ მისი ბინიდან ვინმე შეწუხდა, თუმცა აცხადებს, რომ პირადად თვითონ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. მისი თქმით, გინების ფაქტი მართლაც იყო, თუმცა არა გაზეთის, ანდა გურაშვილის მისამართით, არამედ – იგინებოდნენ ზოგადად... გამოძიება კვლავაც გრძელდება, საბოლოო შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

воскресенье, 1 мая 2011 г.

პოლიციამ სამთაწყაროში ბოლქვაძეების ბინის გაქურდვისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავა

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში მურად ბოლქვაძის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ამავე სოფელში მცხოვრები ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც "ქიზიყს" დედოფლისწყაროს პოლიციაში განუმარტეს, ბოროტმოქმედებმა ბოლქვაძეების ბინიდან ძვირადღირებული ელექტრო-ტექნიკა გაიტანეს. პოლიციამ მოპარული ნივთმტკიცება, მათ შორის მუსიკალური ცენტრი, დაკავებულების ბინიდან უკვე ამოიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ადგილობრივები 17 წლის გიორგი ემირაშვილი და 15 წლის დავით ფუტკარაძე. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი გამოძიება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოზარდებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების მანძილზე, სამართალდამცველების მიერ დედოფლისწყაროში ქურდობის სხვადასხვა ფაქტზე მთლიანად 11 არასრულწლოვანი დააკავეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

მუნიციპალიტეტები საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები"-სა და მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვა" ორგანიზებით ქალაქ თელავში, სასტუმრო "ალაზნის ველში" აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მომუშავე რეგიონული ჟურნალისტებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სემინარს ,,რეგიონებში მედიის აქტიურობის მნიშვნელობა ნარჩენების პრობლემების მოგვარებისთვის" უძღვებოდნენ უძღვებოდნენ გარემოს დაცვის ექს-მინისტრი, პროექტის მენეჯერი ნინო ჩხობაძე, ექსპერტი მაია კაპანაძე, კოორდინატორი ნინო სულხანიშვილი და უფროსი კოორდინატორი მარიამ ქიმერიძე.

ილია მარტყოფლიშვილი (ჟურნალისტი): ,,საუბარი იყო იმ ფაქტზე, თუ რა კუთხით უნდა გაამახვილონ ყურადღება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და რა უნდა გაკეთდეს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესის დასაწყებად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არ არსებობს სახელმწიფოებრივი ნება და რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს სტრატეგია და გეგმა, თუ რა სქემით აპირებს ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემების მოგვარებას. არადა, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა. გარემოს დამცველები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოში ტურიზმი ვერ განვითარდება, თუ პირველ რიგში ყველა რაიონში ნაგავსაყრელების პრობლემა არ მოგვარდა. ისინი ფიქრობენ, რომ ტურისტები საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში ჩასვლას მეორედ აღარ მოისურვებენ, თუკი მათ მოუვლელი გარემო და უამრავი ნაგავსაყრელი შეხვდებათ. სემინარზე და მის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ნათლად გამოიკვეთა ისიც, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან მიმართებაში ძალზე სუსტია ქართველი მოქალაქეების თვითშეგნებაც, რაც ძირითადად მენტალური პრობლემაა. თითეულმა ჟურნალისტმა თავისი მუნიციპალიტეტის ირგვლივ ამ პრობლემების კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ძალზე საინტერესო და მრავლისმომცველი სემინარი იყო. რაც მთავარია კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ამ საკითხების გამოსწორების საქმეში ჟურნალისტებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეგვიძლია. ჩვენის მხრივ, მედიასაშუალებების წარმომადგენლები აქტიურად ვეცდებით ჩამოთვლილი საკითხები გაცილებით აქტუალური გავხადოთ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემაზე და მათი გადაჭრის გზებზე დავაფიქროთ," - აცხადებს მარტყოფლიშვილი.

აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი მედიასაშუალებებთან ერთად აქტიურ მუშაობას კვლავაც გააგრძელებს. იგეგმება როგორც გარემოს დასუფთავების სხვადასხვა აქციები, ისე სხვა სახის ღონისძიებები. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

пятница, 29 апреля 2011 г.

სასამართლომ 5 არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყველაშვილმა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობის ქურდობის ფაქტზე დაკავებულ 5 ადგილობრივ არასრულწლოვანს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ამ დროისთვის სიღნღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც "ქიზიყმა" გარკვია, მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ  გირაოს სახით 5 000 – 5 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, რის შემდეგაც ისინი პირობითი პატიმრობით საპყრობილიდან გათავისუფლებას შეძლებენ. 

"ქიზიყის" ინფორმაციით, სამი დაკავებულის ოჯახი გირაოს გადახდას ახერხებს, დანარჩენი ორი მოზარდი კი, სავარაუდოდ, პატიმრობაში დარჩება, რომელთაც მშობლების ინფორმაციით, გლდანის საპყრობილეში გადაიყვანენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

კულტურის სახლის შენობის ქურდობისთვის პოლიციამ 5 არასრულწლოვანი დააკავა

დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობიდან ფერადი ლითონების ქურდობისთვის შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ხუთი არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს პოლიციაში განუცხადეს, ამოღებულია მოპარული ნივთმტკიცება, მიყენებულმა ზარალმა 3 000 ლარს მიაღწია. დაკავებულები არიან მიხეილ ნა-შვილი; ერეკლე მ-ა; გიორგი ნი-შვილი; ბექა ჩ-ძე და გოჩა პო-შვილი.
დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში არასრულწლოვანებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 28 апреля 2011 г.

დედოფლისწყაროს გერბსა და დროშას საკრებულო დაამტკიცებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას 29 აპრილს დღის 14 საათზე გამართავს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, დედოფლისწყაროს რაიონს სულ მალე საკუთარი გერბი და დროშა ექნება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა სიმბოლიკის შესარჩევმა კომისიამ საუკეთესო ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოაცხადა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საკრებულოს პრეს-სპიკერმა ინგა შიოლაშვილმა აცნობა, კონკურსის შედეგად უკვე გამოვლინდა დედოფლისწყაროს სიმბოლიკის საუკეთესო ესკიზი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ მოწონებულ გერბისა და დროშის ესკიზს დედოფლისწყაროს ოფიციალურ სიმბოლოებად დაამტკიცებს.
ამ საკითხს საკრებულო კენჭს სწორედ 29 აპრილის სხდომაზე უყრის. დეპუტატები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკას-გერბსა და დროშას დაამტკიცებენ, მოისმენენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ასევე საკრებულოს კომისიების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ოფიციალური სიმბოლიკის დამტკიცება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. საკრებულოს მიერ დროშისა და გერბის დამტკიცების შემდეგ იგეგმება დედოფლისწყაროს ოფიციალურ ვებ-გვერდის ლოგოზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო გერბის ჩანაცვლება ახლადდამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 27 апреля 2011 г.

"ქიზიყის" რედაქტორის პირველი ნაბიჯები, გულახდილი საუბრები და უფროსისგან აღებული ინტერვიუს ამბავი

ეს ერთადერთი სტატიაა, რომელიც რედაქტორის თანხმობის გარეშე მომზადდა. თუ რატომ, ამას მალე შეიტყობთ. ჩვენმა მკითხველმა როგორც შენიშნა, ახლახან, ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყში" ა-პოლიტიკური ინტერვიუების სერია დაიწყო. რაკი მოსახლეობას ხშირად პოლიტიკაზე მეტად თანარაიონელების ადამიანური მხარეები აინტერესებს, ამიტომ გადავწყვიტეთ კარგად ნაცნობი ადამიანები უცნობი კუთხით გაგაცნოთ და მათი ადამიანური მხარეები დაგანახოთ.
__ 28 აპრილს ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის დაბადების დღეა. ამიტომ, პატარა სიურპრიზის სახით სხვადასხვა კითხვების დასმა რედაქციის თანამშრომლებს მისთვისაც მოგვინდა. როცა რედაქტორს ვუთხარი, რომ ინტერვიუს მომზადება მასთანაც მინდოდა - მკაცრად გამომიცხადა, აქ დავალებებს მე გავცემ და არა თქვენო. ერთი სიტყვით გამაჩუმა... იუბილარ რედაქტორს იმდენი ვეხვეწეთ, დაბადების დღის ხათრით მაინც დავითანხმეთ.
მკითხველმა შეიძლება იფიქროს სხვა ვერავინ ნახესო, მაგრამ, იუბილარია და გვეპატიება... თანაც, გულწრფელად გითხრათ, ვიდრე მარტყოფლიშვილს პირადად გავიცნობდი, ყოველთვის სამართლიანობისთვის მებრძოლ ახალგაზრდად მიმაჩნდა. ახლაც ასე ვფიქრობ და ახლა უფრო ასმაგად დავრწმუნდი ჩემს შთაბეჭდილებებში, რადგან ილია მარტყოფლიშვილი დედოფლისწყაროში ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც უკანასკნელ თანხას დახარჯავს იმაში, რომ სიმართლე გავრცელდეს და ფართო მასების ყურამდე მივიდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნება, რომ მისი ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

-- ილია, მართალია ჩვენი ხელმძღვანელი ხარ, მაგრამ მოდი 15 წუთით დავივიწყოთ და შენს შესახებ გულწრფელად ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რატომ არჩიე, გამხდარიყავი ჟურნალისტი?
-- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ გადამიწყვეტია. უფრო სწორად, არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. თუმცა, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ გავლენიანი ადამიანის შვილი არ ხარ, ასეთ ფაკულტეტზე ვერც ჩააბარებ და ვერც კარიერაში გაიკვალავ გზასო. ჩემს შორეულ სანათესაოშიც კი არავინ ყოფილა ჟურნალისტი, მაგრამ რატომღაც ამ პროფესიის ხიბლი ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. ამდენი შეგონებების მერე, რომ გლეხის შვილი, ანუ ილია მარტყოფლიშვილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდა, საბედნიეროდ ცრუ აღმოჩნდა. გამიმართლა და პირველივე წელს ჩავირიცხე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
-- მოდი, გაიხსენე, როგორ მოდიოდი ჟურნალისტიკაში? რა გზა განვლეთ დღევანდლამდე?
-- ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ რუსთავი 2 და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად ასე მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე. ანუ სწავლა 1 სექტემბერს დავიწყე და ზუსტად მახსოვს 20 სექტემბერს უკვე ყველას ვიცნობდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ მოამბის წამყვანი იყო. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა. დღესაც მიკვირს ამდენი ხნით და ასე ხშირად რატომ დავდიოდი ან რატომ არ მბეზრდებოდა. მერე ეკა ბერიძის თოქ-შოუშიც სულ ვიღებდი მონაწილეობას. კოკა ყანდიაშვილის გადაცემებშიც...
-- უშუალოდ პირველი სამსახური როგორ დაიწყე მედიაში? მოსახლეობაში ხშირად მსმენია სხვამ გააქაჩინაო და მოდი არ დაგვიმალო და პირდაპირ თქვი...
-- დასამალი ნამდვილად არაფერია. პირველად ჟურნალ თბილისელებში ვმუშაობდი. ანუ, ქალაქ თბილისში 20 დღის ჩასული ვიყავი და მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომელიმე რედაქციაში სათანამშრომლოდ მივსულიყავით. რომელი რედაქციის შენობაც ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს იქნებოდა იქ უნდა წავსულიყავით, და ასეთი აღმოჩნდა ჟურნალი თბილისელები. რედაქტორს თანამშრომლობა მორიდებით ვთხოვეთ და დავძინეთ, პირველ კურსელები ვართ და დიპლომი არ გვაქვსო. თბილისელებს ახლაც ზაზა ახობაძე რედაქტორობს. ძალიან კარგი ადამიანია და ის პერიოდი კარგად მახსენდება. ასე თქვა, თქვენი დიპლომი რად მინდა, მთავარია როგორ წერთო... დაგვავალეს რამდენიმე თემა და ზუსტად მახსოვს, რომ 1 თვე ვწერდი ისე მეშინოდა მისი წაღება.
-- თუ გახსოვს რაზე მოამზადე პირველი სტატია?
-- პირველი ინტერვიუ 2001 წელს გავაკეთე ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, რუსთავის 2-ის პროდიუსერთან, ნინო შუბლაძესა და ამჟამად მის მეუღლესთან ალეკო ფარულავასთან. თუმცა, მაშინ ნინო და ალეკო 1 არხზე გადაცემა ალიონის წამყვანები იყვნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ სტუდიაში და მხოლოდ მეგობრობდნენ. მახსოვს ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო, სულ სიცილით კითხულობდა და რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ თბილისელები ძალზე პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ წავიკითხე და ბოლოში ჩემი გვარი სახელი რომ ეწერა, ის მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მართლა ჩემი სტატიაა თუ მეჩვენება-თქო. არ მჯეროდა ილია მარტყოფლიშვილი თბილისელების ფურცლებზე რომ ეწერა. ამის მერე ხშირად ვაქვეყნებდით ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს.
-- ანუ ჟურნალ თბილისელებში აიდგი ფეხი?
-- ასე შეიძლება ითქვას. თბილისელები ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. საოცარი შთაბეჭდილებები მაქვს. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჟურნალ თბილისელებში ერთად მივედით და ვიმუშავეთ, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ყოველკვირეულ ჟურნალს ჩვენვე ვრედაქტორობდით, რომელსაც ერქვა ,,კვირის ბოლო. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვახერხებდით, ახლაც მიკვირს. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და სულ სტუდენტი კორესპონდენტები რომ გვყავდა და თანაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალის 48 გვერდს ვავსებდით, ჩვენზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა... ძალზე პოპულარული გადაცემა ჰქონდა, გახსოვთ ალბათ, პროგრამა _ რა ხდება! მოგვიანებით კი ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რელკამა დღეში სამჯერ საუკეთესო დროს გადიოდა ეთერში. სერიალში ,,ძილის წინ, მეორედ სერიალში ფიორელა და მესამედ ყანდიაშვილის გადაცემაში. ანუ, სამივე გადაცემა მაღალრეიტინგული იყო და ცხადია, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე თვეში დავიქსაქსეთ და...
-- თუ არ ვცდები მერე რადიოშიც მუშაობდით...
-- ამ ჟურნალის შემდეგ დედოფლისწყაროს ტელევიზიაში გადავედი. უფრო სწორად თავიდან შევქმენით. ერთ დღეს, ჩემს ჟურნალთან ერთად დეზერტირების ბაზრის ოფისში ლაერტ ზუბადალაშვილს ვესტუმრე ჟურნალი ვაჩვენე და გავეცანი, რომ დედოფლისწყაროელი ვარ და ამ ჟურნალის რედაქტორი გახლავართ-მეთქი. საპარლამენტო არჩევნები 3 თვეში მოდიოდა და ვთხოვე, ადგილობრივი ტელევიზია, რომელიც დედოფლისწყაროში მანმადე მისი წყალობით მუშაობდა, კიდევ აღგვედგინა. კარგად ვისაუბრეთ და სულ მალე ბატონმა ლაერტმა თანამედროვე იაპონური ახალი გადამცემი შეიძინა, სადაც დედოფლისწყაროში რუსთავი 2-ის გადაცემები ჩავრთეთ, მაშინ რაიონში ესეც დიდი მიღწევა იყო და მითუმეტეს ამავე სიხშირეზე ყოველდღიურად საღამოს 7 საათიდან ადგილობრივი ტელე-გადაცემები გადიოდა. იყო ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ,,სპექტრი, რომლის წამყვანი მე ვიყავი. დედოფლისწყაროში მიმდინარე ამბები ყოველდღიურად ეკრანზე გადიოდა და მოსახლეობას მოსწონდა, რადგან მაინც ახალი ხილია საკუთარი თავი და ახლობლები თუ ნაცნობები ეკრანზე იხილო. გადაცემებს ოპერატორ გია ყაჭაშვილთან ერთად ვამზადებდი და ეს პერიოდიც ულამაზეს მოგონებად მახსოვს. მაშინ დედოფლისწყაროელებმა ფაქტობრივად პირველად გამიცნეს და 19 წლის ბიჭისთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მე ის მიკვირდა ეკრანიდან გაქრობიდან 4 წლის შემდეგაც მცნობდნენ და არ მივიწყებდნენ. ზუბადალაშვილმა დიდი მადლი ქნა და რაიონს ახალი გადამცემი აჩუქა. ის გადამცემი აპარატი სად არის დღემდე ვერ მივაკვლიე. არადა, რამდენჯერმე ვეცადე... მაშინ, ზუბადალაშვილის ბიუროს ხელმძღვანელს ტარიელ ღარიბაშვილს უნდა მიექცია ყურადღება. აპარატი დედოფლისწყაროს ანძაზე ალბერტ ალუღიშვილს ჰქონდა ჩაბარებული, მაგრამ არ ვიცი, რა ბედი ეწია. ძალიან გამიხარდება, თუ დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობიდან ვინმე ამ საკითხით დაინტერესდება.
-- ანუ, ტელევიზიის შემდეგ გადახვედით რადიოში?
-- ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. მერე კი ისევ თბილისში რადიო უნივერსში გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო პალიტრა დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ დედოფლისწყაროში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება კამბეჩოვანის ბაზაზე 2003 წელს გამოვუშვით ისტორიულ-შემეცნებითი შინაარსის ბეჭდვური გაზეთი ქიზიყი. რამდენიმე ნომერი გამოვიდა და გაჩერდა. შემდეგ თბილისის პირველ რადიოში გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტიც ვიყავი. შემდეგ იყო თავისუფალი გაზეთი, გაზეთი ვერსია, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, გაზეთი კამარა, და ასე შემდეგ. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება.
-- თავისუფალი დრო როდის გრჩებათ, ან რითი ხარ ამ დროს დაკავებული?
-- ისეთ პროფესიას ვემსახურები, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
-- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძები გიყვართ?
-- უპრეტენზიო ვარ კვებაში. ანუ, არ არსებობს საკვები რომელზეც ვიტყვი, რომ არ მიყვარს. თუმცა, ცხადია, მაქვს გამორჩეულად საყვარელი კერძები. მიყვარს ხინკალი, ღორის მწვადი და ხაჭაპური...
-- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მანდილოსნის შეფასებისას მისი ჩაცმულობა?
-- მნიშვნელოვანი კი არა, ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია. მოძველებული აზროვნება, ან რაიმე სახის კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ქალს თავისებური სინაზე და შარმი უნდა ეტყობოდეს. აუტანელია ჩემთვის, როცა ქაჯურად იცვამენ, ამას კი ახალი თაობის გოგონების დიდი ნაწილი აკეთებს. თუ არ უხდება, მხოლოდ მოდის ტენდენციების გამო არ უნდა იცვამდნენ.
-- ქალის ადგილს სად უფრო ხედავთ, სამზარეულოში თუ კარიერაში?
-- ცუდი მიდგომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მანდილოსანი მხოლოდ სამზარეულოში საფუსფუსოდ, ან შვილების აღსაზრდელად არის საჭირო. მე ასე არ მიმაჩნია.
-- რამდენად განიჭებთ პროფესიული საქმიანობა სიამოვნებას?
-- უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა ის საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო.

ესაუბრა
თამილა გურაშვილი

ქარიშხლის შედეგად დაზარალებულები ამჯერად წვიმამ აზარალა

25 მარტს დედოფლისწყაროში სტალინის ქუჩაზე მდებარე ქარიშხლის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები ამჯერად წვიმამ აზარალა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საცხოვრებელი კორპუსი ერთი თვის შემდეგაც გადაუხურავია, რის გამოც ათამდე ბინა ხელმეორედ დააზიანა.
ნალექიანი ამინდების შედეგად წვიმამ გიორგი აფთარაშვილის, ელიზბარ იმერლიშვილის, სევერი აფციაურის, მამუკა ყაჭაშვილის, ვაჟა სეხნიაშვილის, მერაბ სუხაშვილის და ნელი კოტაშვილის საცხოვრებელი ბინები დააზიანა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ქარიშხლის შედეგად დაზიანებული კორპუსის გადახურვითი სამუშაოები მართლაც საგრძნობლად გაჭიანურდა, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ თუნუქის შესყიდვაზე პრობლემები შეექმნა:
დავით ჯიბღაშვილი: ,,კომპანია, რომელიც სახურავის გადახურვას აწარმოებს, პრობლემები შეექმნა თუნუქის შესყიდვასთან დაკავშირებით და გაჭიანურება ამან გამოიწვია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაირღვა, რის გამოც ეს კომპანია დაჯარიმდება. რაც შეეხება მოსახლეობის ზარალს, ამის ანაზღაურების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით."
ნინიყაჭაშვილი (დაზარალებული): ,,ახალშეუღლებული წყვილი ვართ და ევრო რემონტი გავაკეთეთ. მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ..აი, თქვენი თვალით ნახეთ (ოთახებს გვათვალიერებინებს) მისაღებში, საძინებელში, ლოჯში, აბაზანაში, მეტლახი გაგვიფუჭდა, კედლებიც სულ გაიჭღენთა. ჭერიც ჩამოინგრა... ვინ აგვინაზღაურებს ზარალს? ძალიან ცუდ დღეში ვართ".
სევერი აფციაური (დაზარალებული): ,,3 დღეში გადავხურავთო, ასე დაგვპირდნენ, თუმცა მაგრამ 1 თვე გავიდა და ჩვენი კორპუსი ისევ უსახურავოდ არის დარჩენილი. ჯერ ქარიშხალმა დაგვაზიანა ახლა წვიმა ჩამოგვდის და კედლები გაგვიუბედურდა".
ნინო სეხნიაშვილი: ,,წყალი ჩამოგვდის და ჟოლაბი რომ გააკეთეს ზედ კედლებზე ესხმება წვიმის წყალი და უფრო უარესი ვითარება შეიქმნა. იმედი არა მაქვს, რომ ამ მთავრობამ ზარალი აგვინაზღაუროს".
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი ამ საკითხზე კომენტირებისას "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სამუშაოს ვადებზე და ხარისხზე პასუხისმგებელი ისმპანიაა, რომელსაც გამგეობამ სამუშაოები დაუკვეთა. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი, ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 25 апреля 2011 г.

აღდგომის ღამის უხამსი ნაციონალური ღრეობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აღდგომის ღამეს დედოფლისწყაროში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია... საჯარო მოხელეთა ერთმა ნაწილმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში მოიყარა თავი. ცნობისთვის: ბინა, სადაც ნაციონალური ღრეობა გაიმართა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სპეციალისტს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ტექნიკურ რედაქტორს ოთარ კოვზირიძეს ეკუთვნის. ინციდენტი იმ დონემდე მივიდა, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება და გამოძიების დაწყება გახდა საჭირო.
ღამის 4 საათზე ინტერნეტ-გაზეთ“ქიზიყის" კორესპონდენტი თამილა გურაშვილი, რომელიც კოვზირიძის საცხოვრებელი ბინის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ყვირილის, სტვენისა და გინების ხმამ გამოაღვიძა.
,,ზოგადად, კოვზირიძის ბინაში, ბოლო დროს ღრეობა და სხვადასხვა სახის თავყრილობები ხშირად ეწყობა. ამჯერად, გვიან ღამით გინება და ნასვამი მამაკაცების ღრიალი შემომესმა. საათს რომ დავხედე 4 საათი იყო. ცოტა ჩავთვლიმე, მაგრამ სულ მალე მივხვდი, რომ გინება ჩვენი მისამართით იყო... გაღიზიანებული მამაკაცები აღდგომის დღესასწაულმაც არ დააბრკოლა და პირდაპირ ასე ყვიროდნენ: ,,თამილააა, შენი დედა მოვ... თქვენს გაზეთს შევე... თქვენი რედაქტორის... ოეე... თქვენს კეთილებს მოვტ---ნავთ... მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ძალიან შემეშინდა, უკვე გვიანი იყო, მეზობელთან ჩავედი და მანაც მოისმინა როგორ გვაგინებდნენ. იქვე იყო ე.წ. კოლხოზნიკის მარკის ავტომანქანა, რომელსაც ბოლო ხმაზე აღმუვლებდნენ და აბუქსავებდნენ. სავარაუდოდ, ეს მანქანა დასუფთავების სამსახურის უფროსს ზურაბ ყოჩიაშვილს ეკუთვნის. ყოველ შემთხვევაში მე მის მანქანას მივამსგავსე. რომ აღარ გაჩუმდნენ, იძულებული გავხდი დასახმარებლად პოლიციაში დამერეკა... უნდა აღინიშნოს, რომ საპატრულო პოლიციის სამორიგეო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როდესაც ისინი მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე, არცთუ ნაყოფიერად იმუშავეს და შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს. გარდა იმისა, რომ მათ დიდი ოდენობით ალკოჰოლი მიიღეს, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სავარაუდოდ, ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაც იყვნენ. ფანჯრიდან ვხედავდი, ისე არაადექვატურად იქცეოდნენ და იატაკზე გორაობდნენ, აშკარად დაბოლილები ჩანდნენ... პოლიციამ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, პირადად მე კი იქ შეკრეფილი ახალგაზრდების ნარკოლოგიურ შემოწმებასაც ვითხოვ..." - აცხადებს თამილა გურაშვილი.
იმავე ღამეს, საქმეში დედოფლისწყაროს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი ჩაერთო და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
მეორე დილით "ქიზიყის" რედაქციამ მომხდარის გარკვევა სახლის მეპატრონესთან, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ აქტივისტთან, ამჟამად საჯარო მოხელე ოთარ კოვზირიძესთან გასაუბრებით სცადა. ჩვენდა გასაკვირად, ოთარ კოვზირიძე მომხდარს ადასტურებს და ბოდიშს იხდის, თუმცა დანარჩენი თანამოსუფრეების დასახელება არ სურს.
-- ოთარ, საინტერესოა, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ ასე გვლანძღავდით და არც აღდგომამ დაგაბრკოლათ?...
-- არაფერი, მე არ მიგინებიხართ...
-- აბა ვინ იყვნენ, ვისთან ერთად ქეიფობდით?
-- ჩემი მეგობრები მყავდა... რაიონელები არ არიან... პოლიცია რომ მოვიდა, მე ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი.
-- რას ამბობ, თუ დედოფლისწყაროელები არ იყვნენ, თამილა გურაშვილი, ანდა ინტერნეტ-გაზეთი ქიზიყი ასე რატომ ადარდებდათ?
-- დედოფლისწყაროელებიც იყვნენ, მაგრამ ისინი ჩემი მეგობრები არ არიან, ისე შემთხვევით მოხვდნენ ჩვენს სუფრასთან...
-- ანუ, დედოფლისწყაროელი საჯარო მოხელეებიც იყვნენ?...
-- კი, იყვნენ... მაგრამ ვინ იგინებოდა სახელს ვერ დაგისახელებ...
-- როგორც გინდა, ნუ დაასახელებ... გამოძიებასთან დასახელება მაინც მოგიწევს და მერე გავიგებთ...
-- მე არ მიგინებიხართ, მაგრამ ბოდიშს გიხდი, რადგან ეს ყველაფერი ჩემს ოჯახში მოხდა... არ იყო ლამაზი... არც ის იყო ლამაზი, რომ პატრული მოვიდა და გაუგებრობა შეიქმნა. ის, ვინც იგინებოდა, ჩემს ოჯახში ვეღარ შემოვა, რადგან კარგად არ მოიქცა... ავუკრძალე ჩემთან მოსვლა...
-- იქნებ დაასახელო, ვის აუკრძალე? თუ რამე პრეტენზია აქვს იქნებ პირადად ეთქვა. შეგნებულად დაგველაპარაკეთ, რა ცხოველებივით იქცევით, თუ რამით უკმაყოფილოა საპასუხო სტატიას დავუბეჭდავდით, გინება რა საჭიროა...
-- არა, ვერ დავასახელებ... რა ვქნა...
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მი მდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/

суббота, 23 апреля 2011 г.

მგელმა სამთაწყაროში ორ ოჯახს მარჩენალი პირუტყვი გაუნადგურა

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში მგელმა ორ ოჯახს რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ხელმოკლე ოჯახებისთვის საქონელი ერთადერთი მარჩენალის როლს ასრულებდა.
,,მეწველი ძროხა მყავდა და მგელმა დამიგლიჯა. სამი დღის წინ კი ჩემს მაზლსაც იგივე დაემართა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. შიმშილისგან თავის დაღწევას რძე-მაწონის საშუალებით ვახერხებდით. ხან ყველს ვაკეთებდით და თავი ასე გაგვქონდა, ახლა რა გვეშველება არ ვიცი. გვინდა, რომ ჟურნალისტებიც ჩამოხვიდეთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმო
მადგენლებიც. ძალიან გთხოვთ მოდით და საკუთარი თვალით ნახეთ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და როგორი გაჭირვებაა," - აცხადებენ ადგილობრივები მაია და თენგიზ ტაკიძეები.
,,ჩვენი მეზობელი 58 წლის მარტოხელა ქალი მერი გუნდაძე ძალიან გაჭირვებულია. არადა, სოფლის რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ასე უთხრა შენ არც დენის ვაუჩერი გეკუთვნის და არც სურსათისო. რა ქნას მარტოხელა ქალმა, თავი რითი ირჩინოს? სააკაშვილმა ათასჯერ თქვა ვაუჩერი განურჩევლად ყველა ოჯახს ეკუთვნისო და ეს ნადირაშვილი ასეთი ვინ არის, რომ პრეზიდენტის ბრძანებას არად აგდებს და თავის კანონებს აწესებს? იქნებ იმიტომ, რომ მეტი დარჩეს და კარგად იხეიროს? მტაცელბები ხომ გვავიწროვებენ, მაგრამ სოფლის რწმუნებული უარესად... იმიტომაც არის, რომ ადგილობრივი ეკომიგრანტების დიდი ნაწილი აჭარაში დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს. მოგვხედეთ, სანამ გვიან არ არის," - აღშფოთებას ვერ ფარავენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, მტაცებლების თავდასხმისგან დაცვას სამთაწყაროს გარდა სოფელ წითელწყაროს მოსახლეობაც ითხოვს. მხოლოდ აპრილის თვეში დედოფლისწყაროში მგლების შინაურ პირუტყვზე თავდასხმის უკვე ორი ფაქტი დაფიქსირდა, სოფელ წითელწყაროსა და სამთაწყაროში. მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ელის. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
თვითმმართველობების მიმართულებით სამეცნიერო მუშაობის დასაწყებად კავკასიური ცენტრი იქმნება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან (NALA) და მეზობელ ქვეყნებთან ერთად, სამხრეთ კავკასიური ცენტრის შექმნას გეგმავს, რაც თვითმმართველობის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობას და ერთობლივი გეგმების შემუშავებას გულისხმობს.
კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ბალავაძის განცხადებით, ასევე შეიქმნება კომიტეტის ვებგვერდი, სადაც კანონპროექტები განთავსდება და თვითმმართველობების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღონ პროექტების განხილვის პროცესში. /ქიზიყი/

четверг, 21 апреля 2011 г.

გამგებლის მოადგილეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები მთავრდება. ადგილობრივი ფერმერების მონაცემებით, დედოფლისწყაროს რაიონში სახნავ-სათესი მიწების 40%-ია დამუშავებული. საწვავის სიძვირის გამო გლეხებმა ყველაზე მეტად მიწების დამუშავება ქედების ზონაში ვერ მოახერხეს.

მიწების დაუმუშავებლობის კიდევ ერთ მიზეზად გლეხები ტექნიკის არ ქონას ასახელებენ. „ტრაქტორები, რომლებიც სერვის-ცენტრებს მისცეს, მხოლოდ იმ ადამიანებს ემსახურება, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი ნაკვეთი აქვთ. ვისაც ცოტა მიწა გვაქვს, უნდა შევგროვდეთ და დაველოდოთ რიგი როდის მოგვიწევს. ამასობაში დაგვიანდა და მიწის დამუშავება ვერ მოვახერხეთ“, - აღნიშნა სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებმა გიორგი ბენიაიძემ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ემზარ ჯანაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროს კურირებს, განაცხადა, რომ არ იცის რაიონში რამდენი ჰექტარი სახნავ-სათეში მიწაა და აქედან რამდენია მოხნული.

„რა ყელში წამიჭირეთ... არ ვიცი რამდენია. რა, დანაშაულია?!“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

ეს ინფორმაცია, ჯანაშვილის კომენტარის თანხლებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. გაზეთი "ქიზიყი" დაინტერესდა, მართლა ფლობს თუ არა გამგებლის მოადგილე დეტალებს, რის დასაზუსტებლადაც ემზარ ჯანაშვილს დავუკავშირდით, თუმცა ჩვენც მოულოდნელი პასუხი მივიღეთ მისგან.

ემზარ ჯანაშვილი: ,,ვალდებული ნამდვილად არ ვარ, ზეპირად ვიცოდე, სად რამდენი ჰექტარია და რამდენი მოიხნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა და გაავრცელოს, მე რა ვქნა... ვისაც რამე აინტერესებს, დავაზუსტებ და ვეტყვი, ზეპირად არ ვიცი..." /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურში ტესტირების შედეგად 3 მოხელე ჩაიჭრა


16 და 17 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელთა, ასევე არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ატესტაცია ჩატარდა.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ატესტაციის დასკვნის მიხედვით, დედოფლისწყაროს სამხედრო–სააღრიცხვო სამსახურის ცხრა თანამშრომლიდან სამი სპეციალისტი აკაკი ოზაშვილი, ვაჟა ჩოხელი და ზვიად პაპიაშვილი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება.

ყველაზე მაღალი ქულათა ოდენობა ტესტირების შედეგად გაწვევის სამსახურის უფროსმა გიორგი გონაშვილმა მოაგროვა, რომელმაც 100–დან 84 კითხვას გასცა სწორი პასუხი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ატესტაცია ორ ტურად მიმდინარეობდა - ტესტირებისა და გასაუბრების სახით. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში "ქიზიყს" განუცხადეს, ვაკანტურ ადგილებზე საკონკურსო–საატესტაციო კომისია უახლოეს მომავალში კონკურსს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ახლახან დედოფლისწყაროს გამგეობასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად 9 საჯარო მოხელე ჩაიჭრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ქვრივიშვილებს ფიროსმანის მიერ მოხატული კარი პოლიციამ წაართვა

დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრებ ვანო ქვრივიშვილის ოჯახს ფიროსმანის მიერ მოხატული კარი წაართვეს.

„სახლი და მარანი, სადაც ეს კარი იყო ჩამოკიდებული, ჩვენ ვიყიდეთ და დავშალეთ. კარი ჩამოვხსენით და ჩვენი საკუთრება იყო. მოვარდნენ და კარი სახლიდან გამტაცეს. გვითხრეს, ბელგიაში მცხოვრები კაცი ჩივის, რომ მისი სახლი უნებართვოდ გაიყიდა. კარის მისაკუთრებას სახელმწიფო ცდილობს“, - აღნიშნეს ქვრივიშვილების ოჯახის წევრებმა.

ქვრივიშვილების პოლიციის თანამშრომლებმა დღის 3 საათითვის მიაკითხეს. დედოფლისწყაროს პოლიციის გამომძიებელმა დავით პოპიაშვილმა ქვრივიშვილებს უთხრა, რომ კარი „გადაუდებელი აუცილებლობის“ გამო წაიღო, თუმცა „გადაუდებელი აუცილებლობის“ მნიშვნელობა არ განუმარტავს.

ფიროსმანის მიერ მოხატულ კართან დაკავშირებით, გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციაში მიმდინარეობს. პოლიციის უფროსის გელა ბუნტურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე თვითნებობის მუხლით, ბელგიაში მცხოვრები ავთანდილ ოზაშვილის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

იხილეთ სტატია და ფოტორეპორტაჟი ვრცლად>>>

* * *

შემოსავლების სამსახურმა კახეთში პენსიებზე ინკასო მოხსნა

შემოსავლების სამსახურმა კახეთში პენსიებზე ინკასო მოხსნა. როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, საგადასახადო სამსახურმა აღნიშნული ქმედება განახორციელა იმ მიზეზით, რომ პენსიონერები ინდ.მეწარმეების სტატუსით იყვნენ დარეგისტრირებულნი. თუმცა როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისათვის პრობლემა აღმოფხვრილია და პენსიებზე ინკასო მოხსნილია.
კახეთში იმ ადამიანებს, რომლებსაც საგადასახადო სამსახურის მიმართ დავალიანება გააჩნათ ინკასო საპენსიო ანგარიშებზე დაუდეს, რის გამოც მათ მიმდინარე თვეში პენსია არ მიუღიათ.
როგორც რადიო „ჰერეთს“ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის მოსახლეობამ აცნობა, მხოლოდ მათ სოფელში ინკასო 100–მდე პენსიონერის ანგარიშს დაედო, მიზეზად კი მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობა დაუხასელეს. /ჰერეთი/
* * *

ხანძრით დაზარალებულ ბეკოშვილებს გამგეობა და ფონდი "ნუგეში" დაეხმარება

სოფელ ჯაფარიძეში ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურებული თამაზ ბეკოშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი ბინა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახუილეს. როგორც ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, ბეკოშვილებს გამგეობამ ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.

,,სამწუხაროდ, მიმდინარე წელს ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინის განადგურების უკვე მესამე შემთხვევაა. ორ ოჯახს ბინის ქირას უკვე მუნიციპალიტეტი უხდის და ამჯერად უკვე ბეკოშვილების ოჯახიც არჩევს შესაბამის საცხოვრებელ ფართს, რის საფასურსაც გამგეობა აუნაზღაურებს," - აცხადებს შანშიაშვილი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ხანძრითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირის საფასურს ბიუჯეტი გადაუხდის. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება მათი ბინით უზრუნველყოფა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად ფონდის „ნუგეში“ დამფუძნებლებიც იძიებენ თანხებს და მათ საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებს შეუძენენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 19 апреля 2011 г.

დედოფლისწყაროს მოსამართლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ და იუსტიციის საბჭოში უჩივიან

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლეს შორენა ყაველაშვილს და ადვოკატ ნათელა გოდერიძეს მოქალაქეები გიორგი და ქეთევან მჭედლიშვილები უჩივიან. მათი თქმით, მოსამართლემ და ადვოკატმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„განაჩენის გამოტანის შემდეგ მოსამართლე ყაველაშვილმა ასე მითხრა „ქალო, ენა ჩაიგდე მუცელში, თორემო.... ადვოკატმა გოდერიძემაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და რაც მთავარია, გოდერიძემ წერილობით განმარტებაშიც შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომიხსენია. ნამდვილად არ ვაპირებთ დანებებას და ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს,“ – აცხადებენ მჭედლიშვილები.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, მოსამართლეზე საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდა. ინფორმაციას სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინარული სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი იოსებ აბრამიძეც ადასტურებს.

ხოლო ადვოკატ ნათელა გოდერიძის მიმართ მოქალაქეთა საჩივარი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ განიხილა. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელსაც ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ემზარ პაქსაძე აწერს, გოდერიძის მიმართ დისციპლინარული დევნა აღიძრა.

,,დაკმაყოფილდეს საჩივრის ავტორების მოთხოვნა და ადვოკატ ნ. გოდერიძის მიმართ დაიწყოს დისციპლინარული დევნა. საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება“ – ნათქვამია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *

სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი გზის მოასფალტებას ითხოვენ

ქალაქ დედოფლისწყაროში, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი ადგილბრივ ხელისუფლებას გზის მოასფალტებას სთხოვენ. ამ საკითხზე დახმარების თხოვნით მათ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მიმართეს. მათი თქმით, უკვე მერამდენე წელია ასფალტის საფარის მოწესრიგება აღარ მომხდარა, ამორტიზებული გზა კი ადგილობრივების ყოფას კიდევ უფრო ართულებს და დამატებით პრობლემებს ქმნის.

,,ძალიან გვიხარია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მესამე წელია დედოფლისწყაროში გზების მოწესრიგებას დიდი ყურადღება დაუთმო და ამ ნაბიჯით ქალაქი შედარებით გალამაზდა და გადაადგილება გაადვილდა. იქნებ ჩვენი თხოვნაც გაითვალისწინონ და დაგვეხმარონ. იმედი გვაქვს, ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლება ამ თხოვნას გაითვალისწინებს და რეალიურ ნაბიჯებს მალე დაინახავს," - აცხადებენ სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებნი.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ამ კუთხით სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი

ველისციხეში 70 წლის ქალბატონი ცოცხლად დაიწვა

უბედური შემთხვევა კახეთში. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 70 წლის ქალბატონი ცოცხლად დაიწვა. ბაბულია გელიტაშვილი საკუთარ ვენახში გამხმარ ბალახს წვავდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელსაც წაეკიდა.

მოხუცებულმა ტანსაცმლის დროულად გახდა ვერ შეძლო. მოგვიანებით ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს და დაზარალებული გურჯაანის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდარზე გურჯაანის რაიონული პოლიცია მოკვლევას ატარებს. /ჰერეთი/

* * *

Freedom House-ს დასკვნის თანახმად საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი გაიზარდა

Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებაა შეფასებული. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი გაიზარდა. 2011 წლის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში 2009 წლის შემდეგ ინტერნეტის წვდომის შეზღუდვები 15 ქულიდან 12-მდე შემცირდა.

ასევე, შემცირებულია შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები და 15-ის ნაცვლად 10 ქულა შეადგინა. უცვლელი - 13 ქულით შეფასდა ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. საბოლოოდ, საქართველო იგივე ქვეჯგუფში დარჩა, რომელშიც 2009 წელს იყო და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ინტერნეტის და ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებელი, ასევე, კავშირისა და მომსახურების ხარისხი გაიზარდა.

დოკუმენტის ავტორები სოციალური ქსელების საიტების, განსაკუთრებით კი Facebook-ის პოპულარობის ზრდასაც აღნიშნავენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტის გამოყენება საკუთარი სერვისის მისაწოდებლად საჯარო სამსახურებმაც დაიწყეს და ამის მაგალითად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისია დასახელებული.

воскресенье, 17 апреля 2011 г.

სოფელ ჯაფარიძეში ძლიერმა ხანძარმა ბეკოშვილების ბინა გაანადგურა

გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა სოფელ ჯაფარიძეში თამაზ ბეკოშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი ბინა მთლიანად გაანადგურა. დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახურში შეტყობინება დაგვიანებით, ღამის 3 სათზე შევიდა, რის გამოც, საცხოვრებელი სახლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

,,შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოვცხადდით, თუმცა დაგვიანებით გვაცნობეს. ოპერატიულად გავედით, მაგრამ სახლი უკვე მთლიანად დამწვარი დაგვხვდა. იმდენად გაძლიერებული ხანძარი იყო, სახლი მთლიანად ცეცხლში გახვეული იყო. ჩვენმა ჯგუფებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ცეცხლი ეზოში და მეზობლად მდებარე სხვა ნაგებობებზე არ გადასულიყო და ზარალის მასშტაბურობა თავიდან აგვეცილებინა,“ – აცხადებს სახანძროს თანამშრომელი ვლადიმერ ნატროშვილი.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ხანძრის გავრცელების კერა შენობის სახურავზე დაფიქსირდა, მიზეზი კი, წინასწარი მონაცემებით, მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა. როგორც

დეტექტივ–გამომძიებელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *
მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე უცხოელი პედაგოგების შემოდინების წინააღმდეგია


დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პოეტი ჯუმბერ უთრუთაშვილი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტს "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ქართველი მასწავლებლების უფლებები იზღუდება...
ჯუმბერ უთრუთაშვილი:
,,როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს გული იმაზე მწყდება, რომ ქართული ენა რატომღაც სრულიად იგნორირებულია. კარგია, რომ უცხო ენების შესწავლა გვინდა, მაგრამ საქართველოში პრიორიტეტული ქართული ენა უნდა იყოს. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სხვა ერები და ქვეყნები გაცილებით მეტ პატივს სცემენ საკუთარ ენას, ვიდრე ჩვენ... არასწორია ისეთი პედაგოგების ჩამოყვანა, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგები არ არიან და შესაბამისი განათლება არ აქვთ. ყველას გვახსოვს ინციდენტი, რომელიც ზუგდიდში, უცხოეთიდან ჩამოსულ პედაგოგს შეემთხვა, როცა მისი უხამსი გართობის ფოტოები პრესაში და ტელევიზიით გამოქვეყნდა და სამარცხვინო ვითარებაში აღმოვჩნდით. თუ უცხოენოვანი პედაგოგების მასობრივი მოზღვავება დაიწყება და ერთდროულად რამდენიმე ენის პედაგოგს ჩამოიყვანენ, ეს საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ჩვენზე და შესაბამის კვალს დატოვებს. ვფიქრობ, რომ თავს გვახვევენ. ჩვენი ხელისუფლება ზედმეტად ცდილობს თავს მოგვახვიოს უცხო ენები. მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგები რომ ჩამოეყვანათ ამხელა პროტესტს არ გამოიწვევდა, მაგრამ ნელ-ნელა მადა გაეხსნათ და უამრავი ადამიანი ჩამოჰყავთ, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას. ამ ფონზე, ჩვენმა არცთუ ფინანსურად გამართულმა ქვეყანამ ათიათასობით უცხოელი პედაგოგი შეინახოს და დააფინანსოს, გაუმართლებლად მიმაჩნია. მათ ხომ ქართული ენა და ჩვენი მენტალიტეტი არ იციან... საეჭვო რეპუტაციის ხალხი ჩამოგვყავს და არ ვიცით, ისინი რა თაობებს აღზრდიან," - აცხადებს უთრუთაშვილი და ქართველ ერს პოზიციის თამამად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
პედაგოგების ნაწილი ჟურნალისტებთან პირისპირ საუბარში პროტესტის ღიად დაფიქსირებას ერიდება, თუმცა პირად საუბრებში უარყოფით პოზიციას გამოხატავენ, მათ შოირის ინგლისური ენის ქართველი პედაგოგებიც. /ქიზიყი/ ილია მარტყოFლიშვილი

пятница, 15 апреля 2011 г.

სოფელ საბათლოში უჩვეულო ქვა აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ საბათლოში ადგილობრივი მკვიდრის იაშა აღაჯაიანის მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს უჩვეულო ფორმის ქვა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა აცნობა.

როგორც სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გუნდაძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.

,,ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქმის კურსში ჩავაყენე და რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს ქვა, ამას სპეციალისტები შეისწავლიან. ამჟამად, აღმოჩენილი ნივთი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევით ცენტრში ინახება," – განაცხადა დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის უფროსმა გიორგი ყოჩიაშვილმა.
სავარაუდოდ, ნივთის შესწავლის მიზნით, დედოფლისწყაროს შესაბამისი სპეციალისტები უახლოეს დღეებში ეწვევიან. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

პრობაციის ბიურომ დედოფლისწყაროში 2 პირობითი მსჯავრდებული დაასაქმა


კახეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, ექვსი პირობითი მსჯავრდებული დასაქმდა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის პრობაციის ოფიცრის ლევან გოზალიშვილის შუამდგომლობით, ერთ–ერთი პირობით მსჯავრდებული სარდიონ ბ-შვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის კომპანია "GIZ"–ის ხელმძღვანელობამ დაასაქმა.

,,დედოფლისწყაროში ამჯერად 2 პრობაციონერი დასაქმდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს და შემოსავალიც გაუჩნდებათ. გელა ჯ. ქვის კარიერზე ოპერატორად დასაქმდა, რაშიც 300 ლარს მიიღებს. მრავალშვილიანი პრობაციონერის დასაქმების თხოვნით კირქვის მწარმოებელი კომპანია „კალციტის“ ხელმძღვანელობას პრობაციის ოფიცერმა მიმართა," - განუცხადა "ქიზიყს" ლევან გოზალიშვილმა.

პრობაციონერი, რომლის გვარიც კონფიდენციალურია, დეგრადირებული ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფარგლებში, სოფელ შირაქის ქარსაცავი ზოლის შექმნაზე იმუშავებს და ყოველდღიურად 30 ლარს გამოიმუშავებს.

დანარჩენი 4 პირობითი მსჯავრდებული, ლაგოდეხსა და ახმეტაში დასაქმდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

четверг, 14 апреля 2011 г.

საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება

დედოფლისწყაროს საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანება ებრაულმა კომპანიამ, შპს „ადითმა“ შეიძინა. ინფორმაციას საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც ადასტურებს. მათი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასრულებულია.

ქარელსა და დედოფლისწყაროში სულ მალე დაიწყება შესაბამისი შენობების რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა. როგორც საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარმა ექიმმა ვანო ნატროშვილმა „ქიზიყთან“ საუბარში განაცხადა, საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება და ის პოლიკლინიკის ბაზაზე დაიდებს ბინას.

ვანო ნატროშვილი: ,,ექიმთა შტატები არ შემცირდება, პირიქით. მოხდება მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ამჯერად ჩვენ არ გვყავს ტრავმატოლოგი, ამდენად, ერთ–ერთი ქირურგის გადამზადებას მოვახდენთ. პოლიკლინიკა და საავადმყოფო ერთ შენობაში, ანუ ამჟამინდელ პოლიკლინიკის შენობაში განთავსდება. იგეგმება შენობის გაფართოებაც. სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ციფრული რენტგენის დამონტაჟება მოხდება, რაც დიდად წაადგება დედოფლისწყაროს მოსახლეობას უფრო ზუსტი დიაგნოზის დადგენაში. რაც შეეხება მოსახლეობის შენიშვნებს სამედიცინო პოლისებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პოლისი სახელფო პროგრამის ფარგლებში კვლავაც იმოქმედებს და მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება. რაც შეეხება ექიმთან ვიზიტის ფასის შეცვლის საკითხს, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემთვისაც არაფერია ცნობილი. ინვესტორებს არცერთი ექიმი არ გაუთავისუფლებიათ, სტომატოლოგები ბაბუცი ჯორკოშვილი, ეკა გიორგანაშვილი და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი თავისი სურვილით წავიდა და როგორც ვიცი, ისინი კერძო კლინიკის გახსნას გეგმავენ, ეს მათი უფლებაა და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. სტომატოლოგიური კლინიკების კუთხით დედოფლისწყაროში საკმაოდ კონკურენტული გარემოა და პაციენტი თავად აირჩევს, რომელ კლინიკას ეწვიოს. ეს პროცესი მისასალმებელია, რადგან ჯანსაღი კონკურენტული გარემო იქმნება, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტებზე დადებითად აისახება. მუშაობის ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ. ბუღალტრის შტატი გაუქმდა და ყველაფრის აღრიცხვა თანამედროვე სისტემით მოხდება. ამჟამად დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესში ვართ“.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ხსენებული ებრაული კომპანია კახეთის რეგიონში 9 სამედიცინო დაწესებულების ინვესტირებას მოახდენს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რატომ აჭიანურებს ფინანსური პოლიცია დასუფთავების სამსახურის შესწავლის პროცესს?...

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურიდან შპს "სერვისი 2007"–იდან გათავისუფლებული თანამშრომლები ხელმძღვანელობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ და ეჭვობენ, რომ ფინანსურ პოლიციასთან გარიგებას ცდილობენ და გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება.

ლონგო ყოჩიაშვილი (გათავისუფლებული მუშა): ,,თვეზე მეტია ფინანსური პოლიცია დარღვევებს სწავლობს. თუ ზურაბ ყოჩიაშვილმა გამოძიებასთან საქმე არ ცააწყო, ამდენს რას იკვლევენ?... საეჭვოდ ჭიანურდება... ჩვენს სამსახურში იმდენი დარღვევები იყო, აქამდე ვინმე უნდა დაეჭირათ... პარალიჩიანი და ინვალიდი ადამიანები ჰყავდათ შტატში ჩასმული, მუშაობა კი არა ხელფასის ასაღებად ჯიბეში ხელს ვერ იდებდნენ, რომ სახელფასო კარტა ამოეღოთ და ასეთი ხალხი მუშად როგორ იმუშავებდა?... მაგ ყოჩიაშვილს რაიონის ხელმძღვანელობა და კუდ–ი მფარველობს. თუ საფინანსო პოლიცია სამართლიან გამოძიებას არ აწარმოებს და ამათ გაურიგდება, გათავისუფლებული თანამშრომლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან დავსხდებით და პროტესტს დავაფიქსირებთ... ისე ვართ გაღიზიანებული, შესაძლოა იარაღიც ვიხმაროთ“..

ტრისტან ფილაური: ,,მიზეზი მაინც ეთქვათ, რატომ გაგვათავისუფლეს. რაც თქვენს გაზეთში პროტესტს გამოვხატეთ და მერე ყოჩიაშვილმა სამსახურში დიდი კრება ჩაგვიტარა ამ საკითხზე, მას შემდეგ აგვითვალწუნა და რომ დააკვირდეთ ზუსთად ის ხალხი გაგვათავისუფლა, რომლებიც გაზეთში დავფიქსირდით. ორ მცირეწლოვან შვილიშვილს მე ვზრდი, დაავადებულები არიან და კვებითაც ვერ ვუზრუნველყოფ. ,,პაპა, გვშია, გვშიაო, შემომჩივიან და ცარიელი პურიც არ მაქვს, რომ გავაჩუმო. დახმარებასაც არ მაძლევენ“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის პრეს–სამსახურის უფროსი ნინო ჩუტკერაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ოფიციალური კომენტარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ამ საკითხზე გამოძიების შემდეგ გააკეთებს კომენტარს,“– აცხადებს პრეს–მდივანი.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ექსკლუზიურად სწორედ "ქიზიყმა" გაავრცელა. ეს ფაქტი სამსახურის უფროსმა ზურაბ ყოჩიაშვილმაც დაგვიდასტურა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ წითელწყაროში ჯაგაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

სოფელ წითელწყაროში მეგობრობის ქუჩა #81–ში მცხოვრები ნიკო ჯაგაშვილის სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის რამდენიმე წევრი სამედიცინო დახმარებასაც საჭიროებს, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს, მათ ერთადერთ შემოსავალს კი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის გათვალისწინებული დახმარება შეადგენს, რომლითაც კომუნალური გადასახადების გასტუმრებასაც ვერ ახერხებენ.
ოჯახის უფროსი ნიკო ჯაგაშვილსაც ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო კურსის ცატარებას ვერ ახერხებენ.
,,ორი თვის წინ ჩვენს ერთ–ერთ შვილს სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა და გამგეობას ვთხოვეთ დახმარება. 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩაგვირიცხეს, თორემ ამასაც ვერ მოვახერხებდით და საავადმყოფოშიც არ შეგვახედებდნენ. მას შემდეგ გამგეობისთვის კიდევ რაიმეს თხოვნას ვეღარ ვკადრულობთ. ბანკიდან ფული წინასწარ გამოვიტანეთ, რომ წამლები გვეყიდა და 2 თვე ვერც ამ დახმარების ფულს მივიღებთ. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, იქნებ რამით დაგვეხმარონ,“ – აცხადებენ ჯაგაშვილები.
თხევადი აირის ბალონების შეძენა მათი ოჯახის ბიუჯეტს კიდევ უფრო აზარალებს და მძიმე ტვირთად აწვება.უკვე მერამდენე თვეა ისინი ბუნებრივი აირის შესაყვანად ფულს აგროვებენ, თუმცა სხვადასხვა ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ, არადა ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა მათ მძიმე ყოფას ბევრად შეამსუბუქებს და ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს. /ქიზიყი/ გიორგი ხაჩიაშვილი, წითელწყაროდან
* * *

სარწყავი სისტემების დანერგვისთვის ხუთი მილიონი დაიხარჯება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის მტკიცებით, დამატებითი 150 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის დარგში 9 პროგრამის განხორცელებაზე დაიხარჯება. დედოფლისწყაროსა და გარდაბანში დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვისთვის კი ხუთი მილიონი დაიხარჯება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული თანხიდან სახელმწიფო მონაწილეობა მინიმალური იქნება და დანარჩენი თანხების მოზიდვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო კაპიტალიდან მოხდება.
"ამ პროექტებში მონაწილეობის სურვილი ძირითადად უცხოურმა კომპანიებმა გამოთქვეს, რომელებიც თანადაფინანსებით განხორციელდება. კომპანიები ამ პროექტების დაფინანსებაში რა თანხებსაც ჩადებენ იმის ადეკვატური წილი ექნებათ და საშუალება მიეცემათ ქართულ ბაზარზე გააგრძელონ ოპერირება", - აღნიშნა კვეზერელმა და აქვე დასძინა, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას ექნება გარანტირებული ბაზარი და რეალიზაცია.
რაც შეეხება, 150 მილიონ ლარს, როგორც მინისტრი განმარტავს ეს თანხა არის დამატებითი იმ ასიგნენბებისა, კერძოდ კი 69 მილიონის, რომელიც წლის დასაწყისში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
"უკვე გამოყოფილი 69 მილიონი ლარის გარდა ეს თანხები დამატებით დაიხარჯება, რომელთა ნაწილიც გამოყოფილი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფონდებიდან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში ეხმარებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ 150 მილიონში სახელმწიფოს მონაწილეობა იყოს ნაკლები და უფრო მეტის მოზიდვა მოხდეს", - აღნიშნა კვეზერელმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის მინისტრი კონკრეტულ თანხას ვერ ასახელებს, თუ რამდენი იქნება 150 მილიონ ლარში სახელმწიფოს მონაწილეობა.
კვეზერელის მტკიცებით, 150 მილიონი ლარი შემდეგ პროექტებზე გადანაწილდება - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი - 40.5 მლნ. ლარი (გარდაბანი); სიმინდის საშრობი და შესანახები - 22 მლნ. ლარი (ლაგოდეხი); მექანიზაცია (ტრაქტორები, კომბაინები და აგრეგატები) - 29.5 მლნ. ლარი; სარგავი მასალის სათბურები (ბოსტნეულის ჩითლის წარმოაბა (ზუგდიდი) - 15 მლნ. ლარი; საცდელი მეურნეობა წვეთოვანი მორწყვით (სოფელი ნიქოზი) - 5 მლნ. ლარი; დაწვიმებით მორწყვითი სისტემების დანერგვა (გარდაბანი; დედოფლისწყარო) - 5 მლნ. ლარი; სადრენაჟო კოლექტორების აღდგენა დასავლეთ საქართველოში - 5 მლნ.ლარი; მოცვის სადემონსტრაციო ფართობის მოწყობა (აჭარა, გურია, იმერეთი) - 3 მლნ. ლარი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები 25 მლნ. ლარი.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტებიდან ნაწილის განხორციელება უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე მოლაპარაკებები მიმდინარებს. პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე, მცირე ნაწილი კი 2012 წლის დასაწყისში დასრულდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თბილისიდან
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы