,,1 აგვისტოდან აღარ დავდივარ... ჭორი რატომ იქნება, უკვე რამდენიმე დღეა სამსახურში აღარ წავსულვარ," - განმარტა ვეშგურიძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეშაგურიძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რაიონში სხვადასხვა დაავადებების მასობრივად გავრცელება გახდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ განუცხადა, ვეშაგურიძეს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა.
"ქიზიყთან" საუბარში პრეს-სამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის ირგვლივ საქმის კურსში არ არის და არც ინფორმაციას ფლობს. თუმცა მოგვიანებით, გულუამ კახეთის რეგიონულ მედიასთან განმარტება გააკეთა.
„იანვრიდან ჩვენი სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა. ამიტომ თანამშრომლებთან მოკლევადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. დავით ვეშაგურიძესაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა“, - აღნიშნა გულუამ.
შეგახსენებთ, ვეშაგურიძე ახმეტის რაიონიდან იყო და ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის კადრად მოიაზრება. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий