суббота, 6 августа 2011 г.

აგვისტოს რუსული ინტერვენციიდან სამი წელი გავიდა...

2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას დედოფლისწყაროს მკვიდრი 3 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ამავე წელს დედოფლისწყარომ 17 წლის სამი ვაჟკაცი მიწას მიაბარა. 

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში შრომის ქუჩაზე მცხოვრები 17 წლის დედისერთა გიორგი აბიათარი 9 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა. ამას გარდა, ომში დაიღუპა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები კიდევ 2 მოზარდი.

არ შეიძლება ის ადამიანები დაივიწყო, ვინც შენი და შენი ქეყნის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, საკუთარი სიცოცხლე გაწირა...

1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები საზღვაო
3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები
6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები
7. სერჟანტი დევნოზაშვილი ნოდარ ეფრემის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები
8. ავიაციის უმცროსი სერჟანტი ნანუაშვილი გიორგი ჯიმშერის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები
9. კაპრალი ბასილაძე ბადრი გიორგის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები
10. ვადიანი ს/მ გურჩიანი სამსონ ფრიდონის ძე - სამხერო-საჰაერო ძალები
11. კაპრალი ტრაპაიძე შალვა გურამის ძე - I ქვეითი ბრიგადა
12. კაპრალი თაყაძე ვიტალი ილიას ძე - I ქვეითი ბრიგადა
13. კაპრალი ბეკურაშვილი მამუკა გოჩას ძე - I ქვეითი ბრიგადა
14. ლეიტენანტი ხურციძე შოთა ოლეგის ძე - I ქვეითი ბრიგადა
15. კაპრალი შაინიძე ასლან ჯემალის ძე - I ქვეითი ბრიგადა
16. კაპრალი ნიკიტინი თამაზ ედუარდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
17. უმცროსი სერჟანტი ფანცულაია მამია თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
18. კაპრალი თეფანია ლევან ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
19. უმცროსი სერჟანტი დიასამიძე ედნარ დურსუნის ძე - II ქვეითი ბრიგადა
20. კაპრალი ჯაილოვა დიმიტრი ოთარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
21. კაპრალი ბოკუჩავა თემურ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა
22. კაპრალი სამაკაშვილი მამუკა ნუგზარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
23. კაპრალი შაინიძე ამირან ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
24. კაპრალი აბაშიძე მალხაზ ილიას ძე - II ქვეითი ბრიგადა
25. კაპრალი ბალაშვილი ზურაბ გივის ძე - II ქვეითი ბრიგადა
26. კაპრალი დვალიშვილი მიხეილ დავითის ძე - II ქვეითი ბრიგადა
27. კაპრალი ბერიძე თეიმურაზ ბეჟანის ძე - II ქვეითი ბრიგადა
28. კაპრალი შეყლაშვილი ილია ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა
29. უმცროსი სერჟანტი თურმანიძე ფრიდონ გიორგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
30. სერჟანტი შაინიძე ვაჟა ნოდარის ძე - II ქვეითი ბრიგადა
31. უმცროსი სერჟანტი გელდიაშვილი ანზორ ვახტანგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
32. უმცროსი სერჟანტი კოხრეიძე ლევან რეზოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
33. უმცროსი სერჟანტი ონიანი ალექსანდრე ვალოდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
34. კაპრალი წულაძე რუსლან ვილორიკის ძე - II ქვეითი ბრიგადა
35. კაპრალი ფორჩხიძე ნიკოლოზ ჯონდოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
36. კაპრალი კუპატაძე შმაგი როლანდის ძე - II ქვეითი ბრიგადა
37. კაპრალი კაცაძე ზვიად სერგოს ძე - II ქვეითი ბრიგადა
38. უმცროსი სერჟანტი გაბუნია ილია ივანეს ძე - II ქვეითი ბრიგადა
39. კაპრალი ჯანელიძე ირაკლი ვაჟას ძე - II ქვეითი ბრიგადა
40. კაპრალი ბარამია მარლენ ტარიელის ძე - II ქვეითი ბრიგადა
41. სერჟანტი მელქაძე ლევან თამაზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
42. კაპიტანი ლაგურაშვილი ლერი თენგიზის ძე - II ქვეითი ბრიგადა
43. კაპრალი მანძულაშვილი ლევან ოლეგის ძე - II ქვეითი ბრიგადა
44. უმცროსი სერჟანტი ეფაძე ზურაბ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა
45. კაპრალი ტატუაშვილი გიორგი ზაურის ძე - III ქვეითი ბრიგადა
46. კაპრალი ზაზაშვილი ალექსანდრე პავლეს ძე - III ქვეითი ბრიგადა
47. კაპრალი გიგუაშვილი მალხაზ თამაზის ძე - III ქვეითი ბრიგადა
48. კაპრალი ქამაშიძე ავთანდილ იოსების ძე - III ქვეითი ბრიგადა
49. კაპრალი ხარჩილავა კობა რევაზის ძე - III ქვეითი ბრიგადა
50. კაპრალი ბალახაშვილი არტემ გურამის ძე - III ქვეითი ბრიგადა
51. უმცროსი სერჟანტი თუთისანი მერაბ მურმანის ძე - III ქვეითი ბრიგადა
52. კაპრალი ციცქიშვილი ვალერი რეზოს ძე - III ქვეითი ბრიგადა
53. კაპრალი გოგორიშვილი გიგა ტიტეს ძე - III ქვეითი ბრიგადა
54. უმცროსი სერჟანტი სმირნოვი ვასილი იურის ძე - III ქვეითი ბრიგადა
55. უმცროსი სერჟანტი კოპალიანი პაატა ჯეირანის ძე - III ქვეითი ბრიგადა
56. უმცროსი სერჟანტი ბრეგაძე ფრიდონ ავთანდილის ძე - III ქვეითი ბრიგადა
57. მაიორი დოლიძე შალვა ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
58. სერჟანტი მგალობლიშვილი ფილიპე ჰამლეტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
59. უფროსი ლეიტენანტი ბაბუციძე ილია გიორგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
60. კაპრალი დადვანი საბა შამილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
61. კაპრალი ირემაძე მურთაზ გურამის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
62. კაპრალი გზირიშვილი ვახტანგ ბადრის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
63. კაპრალი დვალიშვილი დავით რობერტის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
64. კაპრალი დოიჯაშვილი ონისე ლევანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
65. კაპრალი მჟავანაძე რაულ ასლანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
66. კაპრალი ჩადუნელი დევი ჯონდოს ძე - IV ქვეითი ბრიგადა
67. კაპრალი ქარჩავა გოგიტა ნუგზარის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
68. კაპრალი მახარაშვილი ზაურ მურმანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
69. კაპრალი წურწუმია კობა ამირანის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
70. კაპრალი ჯავახიშვილი გიორგი გენადის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
71. კაპრალი ღვინიაშვილი სოსო თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
72. კაპრალი ბერიკაშვილი გიორგი მიხეილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
73. კაპრალი დავითაშვილი ვლადიმერ უშანგის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
74. უფროსი სერჟანტი ფერაძე ზაზა თენგიზის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
75. მაიორი ჭედია გელა გივის ძე - V ქვეითი ბრიგადა
76. სამედიცინო სამსახურის სერჟანტი ჭელიძე მერაბ თამაზის ძე - V ქვეითი ბრიგადა
77. კაპრალი ღვინიაშვილი გიორგი თენგიზის ძე - V ქვეითი ბრიგადა
78. კაპრალი მამალაძე ამირან გურამის ძე - V ქვეითი ბრიგადა
79. კაპრალი ტოროშელიძე ჯიმშერ იაშას ძე - საინჟინრო ბრიგადა
80. კაპრალი მურადაშვილი გიორგი პაატას ძე - საინჟინრო ბრიგადა
81. სერჟანტი ახალკაცი ზაზა ბეგლარის ძე - საინჟინრო ბრიგადა
82. პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი დავით ვალიკოს ძე - საინჟინრო ბრიგადა
83. უფროსი სერჟანტი ბერიანიძე არჩილ ვახტანგის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
84. სერჟანტი ბადრიაშვილი გიორგი ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
85. უფროსი სერჟანტი მელიქიძე თამაზ არდიკოს ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
86. კაპრალი კვალიაშვილი ივანე მალხაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
87. კაპრალი განჯელაშვილი ვასილ გივის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
88. კაპრალი რომელაშვილი გიორგი ირაკლის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
89. კაპრალი დოთიაშვილი ზაზა ზაურის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
90. კაპრალი კურდღელაშვილი ჯიმშერ ელგუჯას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
91. კაპრალი მამუკაშვილი გიორგი ვალერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
92. კაპრალი კვირიკაშვილი ზაქარია იოსების ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
93. სერჟანტი ინაური ელგუჯა ნოდარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
94. კაპრალი ურიგაშვილი ზურაბ თამაზის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
95. კაპრალი მეხატურიშვილი იოსებ გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
96. კაპრალი მიჩიტაშვილი მზეჭაბუკ ტარიელის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
97. კაპრალი ერაშვილი რამაზ გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
98. კაპრალი წულაია გიზო გულივერის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
99. კაპრალი ელიკაშვილი ივანე ნუგზარის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
100. უფროსი სერჟანტი მაკრახიძე გოგიტა გურამის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
101. კაპრალი ქარელი ოთარ პაატას ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
102. სერჟანტი ცერცვაძე მიხეილ ქიშვარდის ძე - ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონი
103. კაპრალი შაინიძე გიორგი დავითის ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
104. უმცროსი სერჟანტი ასლანიძე ომარ ლეოს ძე - ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი
105. სერჟანტი თავგორაშვილი კახაბერ გიორგის ძე - სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება
106. ს/პირი რაზმაძე ამირან ავთანდილის ძე - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
107. რეზერვისტი ხურცილავა დათა ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია
108. რეზერვისტი ჭითანავა გოგა ტარიელის ძე - ეროვნული გვარდია
109. რეზერვისტი კიკალეიშვილი ოთარ ბახვას ძე - ეროვნული გვარდია
110. რეზერვისტი გაბუნია შალვა ემზარის ძე - ეროვნული გვარდია
111. რეზერვისტი ბერაია გოგა რევაზის ძე - ეროვნული გვარდია
112. რეზერვისტი იოსავა მიხეილ ბესიკის ძე - ეროვნული გვარდია
113. რეზერვისტი ჭოჭუა ლევანი მძლავრის ძე - ეროვნული გვარდია
114. რეზერვისტი მორბედაძე ირაკლი ოთარის ძე - ეროვნული გვარდია
115. რეზერვისტი ბოჭოიძე ზაზა სავლეს ძე - ეროვნული გვარდია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების სახელობითი სია 

სულ: 54
მ.შ. ოფიცერი: 14
კაპრალ/სერჟანტი: 40

43 უცნობი სამხედრო მოსამსახურის გვამი დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე

1. უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მერაბ ტარიელის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
2. კაპიტანი ჯოჯუა გიორგი თეიმურაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
3. კაპიტანი სერგია კობა იურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
4. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
5. კაპრალი ბლიაძე დავით ბუხუტის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
6. კაპრალი ალავერდაშვილი რეზო გოჩას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
7. კაპრალი დევდარიანი ლევან ცაგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადა
8. კაპრალი მიდელაშვილი ლევანი ავთანდილის ძე - IV ქვეითი ბრიგადა
9. კაპრალი ქამაშიძე ტარიელ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
10. კაპრალი იოსებიძე ლევან შუქურის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
11. კაპრალი ხაიკაშვილი შმაგი ამირანის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
12. კაპრალი ახალკაცი რეზო გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
13. სერჟანტი ტურაშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
14. კაპრალი ნოზაძე შმაგი გუგულის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
15. კაპრალი გლუნჩაძე ზაზა თენგიზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
16. კაპრალი ბაზაძე ირაკლი ომარის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
17. კაპრალი თენიეშვილი ზაურ ჯუმბერის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
18. სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი ბეგიაშვილი ზურაბ თემურის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
19. უმცროსი სერჟანტი დანელია გოჩა გურამის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
20. კაპრალი ქათამაძე გიორგი შირინის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
21. კაპრალი ლომიძე ავედიკ ვახტანგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
22. კაპრალი ყალაბეგიშვილი ნიკა გაბრიელის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
23. უფროსი სერჟანტი თიგიშვილი გელა ვაჟას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
24. უფროსი ლეიტენანტი ნატროშვილი ალექსი გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
25. ლეიტენანტი მამისაშვილი რეზო გელას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
26. უფროსი ლეიტენანტი მელია სერგო თამაზის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
27. უფროსი ლეიტენანტი ნადარეიშვილი გიორგი გენადის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
28. კაპიტანი ყულოშვილი ერეკლე მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
29. კაპიტანი თანდაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
30. უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი გელა მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
31. ლეიტენანტი ბარდაველიძე ალია მერაბის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
32. კაპიტანი კირაკოზაშვილი გიორგი ოთარის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
33. კაპრალი უგრეხელიძე რომან გრიგორის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
34. კაპრალი აბრამიშვილი ზურაბ გიორგის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
35. კაპრალი გოროზია სერგეი კონსტანტინეს ძე-IV ქვეითი ბრიგადა
36. კაპრალი წიქარიშვილი გიორგი ზაზას ძე- IV ქვეითი ბრიგადა
37. კაპრალი ბეჟუაშვილი იოსებ მიხეილის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
38. უფროსი სერჟანტი ნაჭყებია ზურაბ სერგოს ძე- IV ქვეითი ბრიგადა
39. კაპრალი ჭაღალიძე თენგიზ შოთას ძე- V ქვეითი ბრიგადა
40. კაპრალი ჯიქია დავით დაზმერის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
41. კაპრალი ხუბულური კახაბერ ირაკლის ძე- IV ქვეითი ბრიგადა
42. ლეიტენანტი რომელაშვილი გიორგი მურაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
43. კაპრალი ბირთველიშვილი ზაზა თამაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
44. კაპრალი სუხიტაშვილი ოთარ დიმიტრის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
45. კაპრალი ჭონიშვილი ოლეგ სერგოს ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
46. კაპრალი რომელაშვილი გელა მურაზის ძე- ც/ჯავშანსატანკო ბატალიონი
47. უმცროსი სერჟანტი სოფრომაძე უშანგი ომარის ძე- I ქვეითი ბრიგადა
48. კაპრალი ბერანძე ბადრი ოთარის ძე- I ქვეითი ბრიგადა
49. კაპიტანი ჯიშკარიანი ვეფხვია გიგუშას ძე- II ქვეითი ბრიგადა
50. უმცროსი სერჟანტი გოგნაძე ვალერი სულიკოს ძე- II ქვეითი ბრიგადა
51. კაპრალი წილოსანი ემზარ შუქრის ძე- II ქვეითი ბრიგადა
52. ავიაციის უმცროსი სერჟანტი კაკაურიძე ფელიქს მიტუშას ძე- II ქვეითი ბრიგადა
53. კაპრალი ზოიძე რომანი ლევანის ძე- II ქვეითი ბრიგადა
54. კაპრალი კოშაძე კახა აკაკის ძე- II ქვეითი ბრიგადა

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы