четверг, 12 января 2012 г.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გასაიდუმლოებულად ჩატარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის პირველი სხდომა 10 იანვარს გაიმართა. ლევან ბაღაშვილი მიმდინარე წლის 29 იანვრის ჩათვლით შვებულებაში იმყოფება, ამიტომ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი უძღვებოდა.

სავარაუდოდ, ეს რიგგარეშე სხდომა უნდა ყოფილიყო, რადგან ტრადიციულად საკრებულოს სესია ყოველი თვის ბოლო რიცხვებში იმართება.

ამჯერად, დეპუტატები გასაიდუმლოებულად შეიკრიბნენ. საკრებულოს სხდომის არაგეგმიურად ჩატარების თაობაზე ინფორმაცია დედოფლისწყაროში მოქმედ არცერთ მედიასაშუალებას არ ჰქონდა.

ადგილობრივ გაზეთ „შირაქისა“ და ნეტგაზეთ „ქიზიყში“ აცხადებენ, რომ საკრებულოს 10 იანვრის სხდომის მოულოდნელად ჩატარების თაობაზე არაფერი იცოდნენ და მათთვის ინფორმაცია არავის უცნობებია. ამ მიზეზით სხდომამ ამჯერად ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომაზე ჩვენთვის უცნობ სხვა საკითხებთან ერთად დეპუტატებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სამსახურის შექმნის შესახებ.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში განმარტავენ, ახალი სამსახურის ძირითად ფუნქციებში შევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითრების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დაირღვა. საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენს. პრობლემას აღიარებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დადო. /ქიზიყი/

среда, 11 января 2012 г.

პოლიციამ 52 წლის ქალი და 40 წლის მამაკაცი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 1972 წელს დაბადებული დავით ჯამასპიშვილი დააკავეს.

ჯამასპიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება, ანდა რაიმე სახის საეჭვო ნივთები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ექსპერტიზამ მის სისხლში ნარკოტიკების ზემოქმედების კვალი დაადგინა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 45 მუხლით აღიძრა.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა მამაკაცს ჯარიმის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა და 30 დღიანი პატიმრობა დააკისრა.

პოლიციამ ასევე სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 1960 წელს დაბადებული ცისანა გელაშვილი 10 იანვარს დააკავა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ქალბატონი მეზობლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

გელაშვილმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი მისამართითაც აგრძელებდა. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა ის დააკავეს, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფას პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდა. პოლიციაში სს საქმე 173–ე მუხლით აღიძრა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ქალბატონს 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი : ჯეონიუსი ; ნიუსლაინი

ოპოზიცია ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემთხვევაში საპროტესტო აქციას გეგმავს

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის მოხსნის შემთხვევაში საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, “სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა ანზორ მაძღარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მუზეუმთან მისასვლელი გზის ავარიულობა გააპროტესტა და სიღნაღის გალერეაში 2008 წელს გამოფენილი ფიროსმანის ორი ორიგინალის - "მალაკნების ქეიფი" და "მუშა სოსო" უკან დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ფიროსმანობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სიიდან ანზორ მაძღარაშვილი ამოიღო".

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ატესტაციაზე ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივმა "ნაციონალურმა" მთავრობამ წარადგინა სახელისუფლებო კადრი ნელი გობეჯიშვილი, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზდულ საქმეთა საკითხების მთავარი სპეციალისტი გახლავთ. "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ანტიხალხურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას აპროტესტებს. მათ ეროვნულობისა და კულტურის სიყვარულის არაფერი გაეგებათ. ხელისუფლებას კულტურის ძეგლები პოლიციის გამჭვირვალე შენობათა შადრევანი ჰგონია.
ანზორ მაძღარაშვილის, ამ პატრიოტი მამულიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ განუკითხაობის შესაჩერებლად მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციას გამართავს", - განაცხადა დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის დირექტორად ნელი გობეჯიშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია "ქიზიყმა" ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაავრცელა. ამის შესახებ სტატიები ცენტრალურმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს და კახეთის რეგიონში, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" ეთერშიც რამდენჯერმე გაჟღერდა. /ქიზიყი/

вторник, 10 января 2012 г.

ახალი საავადმყოფო დედოფლისწყაროს 2013 წლის მარტში ექნება

მინი დოსიე: ხათუნა ზურიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 30 აგვისტოს, ქ. თბილისში. დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც შინაგანი მედიცინის სპეციალობით დაამთავრა. 1996 წლიდან მუშაობდა დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, 2002 წლიდან დედოფლისწყაროს შპს "საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების" სასწრაფო დახმარების ექიმად. ხოლო, 2005 წლის 26 მაისიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური დედოფლისწყაროში ცალკე შპს–დ ჩამოყალიბდა და ხათუნა ზურიკაშვილი მის ხელმძღვანელად დაინიშნა, 2011 წლის 21 ოქტომბრიდან დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს "ადითის" დედოფლისწყაროს ფილიალის დირექტორია. ჰყავს მეუღლე და 1 ვაჟი.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს "ადითის" ადგილობრივი ფილიალის უფროსი ოთარ ქებაძე დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარება "133"-ის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა შეცვალა.
ხათუნა აგლაძე–ზურიკაშვილი საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსად გადაყვანის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მუშაობას 21 ოქტომბრიდან შეუდგა. მას დედოფლისწყაროელები კარგად იცნობენ და მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ზურიკაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფო სავარაუდოდ 2013 წლის 1 მარტისთვის ექნება, გახსნის ცერემონიაც სწორედ ამ დღისთვის იგეგმება.

ხათუნა ზურიკაშვილი: "ექიმის პროფესია ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა. ზოგადად პაციენტი მიყვარს. როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ, მის მადლიერ თვალებს ვერასოდეს დაივიწყებ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, დღეს ექიმები მთლად კარგ დღეში არ არიან... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიის არჩევის დროს განსაკუთრებული ფიქრი და ყოყმანი არ დამჭირვებია – გადაწყვეტილება საკმაოდ მტკიცე იყო.
ძალიან მინდა, რომ დედოფლისწყაროში სამედიცინო სფერო განსაკუთრებულად მოწესრიგდეს. უცხოელი ინვესტორები ასეთ პირობას დებენ კიდეც, რომ ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება. რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ინვესტორები რაიონის სპეციფიკას ითვალისწინებენ და ყურადღებით გვისმენენ.
–– ინვესტორის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი პირობაა, თუ დოკუმენტურად არის გაფორმებული?
–– პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ცხადია, ეს ინვესტორის ვალდებულებაც არის და ეს პირობა ხელშეკრულებაშიც არის ჩადებული.
როგორც ცნობილია, სულ მალე დედოფლისწყაროს საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ამჟამინდელ პოლიკლინიკის შენობაში დაიდებს ბინას. სასიხარულოა, რომ სტაციონარი ამავე შენობაში განთავსდება და ჩვენი სისტემა ასე უფრო მობილური იქნება. პაციენტებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე სიარული. ყველა სპეციალისტი ამ შენობაში იმუშავებს და მოსახლეობას მოემსახურებიან.
–– ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების სტაციონარი უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროშიც გაიხსნება. როდის იგეგმება შესაბამისი სამუშაოების დაწყება?
–– ამ ეტაპზე პროექტი შედგენილი არ არის. დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფოს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2013 წლის 1 მარტია დასახელებული. ჯერ დრო კიდევ არის, სულ მალე დაპროექტდება და სამუშაოებიც დაიწყება. საუბარი არის იმაზეც, რომ შესაძლოა, შენობას გარკვეული ნაწილი კიდევ მოაშენონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ფართი საკმარისი იქნება. ახალი საავადმყოფო 30 საწოლიანი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შენობამ არ დაიტიოს.
–– გასულ თვეებში აჟიოტაჟი იყო კადრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, სპეციალისტების ნაწილმა აქ დარჩენაზე უარი თქვა და კერძო კლინიკებში გადანაწილდა...
–– საკადრო ცვლილებებთან ან კადრების შემცირებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩვენთან რაიმე სახის ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბედნიერი ვარ, როცა ვუყურებ, რომ ჩემი ქალაქი დღითიდღე ლამაზდება. განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი მოწესრიგდა. პოლიციის ახალმა თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობამ და დეკორატიულმა მესერმა დედოფლისწყაროს თავისებური ხიბლი შესძინა. მინდა, რომ სულ მალე ასეთივე სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სამედიცინო სფეროშიც განხორციელდეს, პაციენტები გალამაზებულ შენობაში მივიღოთ და თანამედროვე სტანდარტების აპარატურით მოვემსახუროთ.
–– როგორც ვიცი სასწრაფო ბრიგადების გამოძახებასთან დაკავშირებით სოფელ კასრისწყალის მოსახლეობას ჰქონდა პრობლემები. ეს სოფელი დედოფლისწყაროს ესაზღვრება, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რის გამოც მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის.
–– შემიძლია უფრო ფართო სტატისტიკური მონაცემები წარმოგიდგინოთ, თუმცა ვფიქრობ ისიც საკმარისია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე სოფელ კასრისწყლიდან დედოფლისწყაროში 4 პაციენტი გადმოვიყვანეთ და ადგილობრივ სტაციონარში მოვათავსეთ. ეს სოფელი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ახმეტიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის აქ გამოძახება ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას უყურადღებოდ ვერ მივატოვებთ და გამოძახებებზე მაინც გავდივართ. გასულ თვეში 4 გამოძახება დაფიქსირდა, რაც ცოტა ნამდვილად არ გახლავთ."

შეგახსენებთ, ოთარ ქებაძემ ამ პოზიციაზე სულ 3 თვე იმუშავა. იმავდროულად ის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით 3 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ მოხდა.
ოთარ ქებაძემ გათავისუფლების მიზეზებზე "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა:

"მე ვარ ე.წ. მობილური ადამიანი, ანუ სადაც ჩემს ორგანიზაციას დავჭირდები, იქ გადამიყვანენ. ახლაც ასე ჩათვალეს საჭიროდ და ცვლილებაც ამიტომ განხორციელდა. თუმცა, მე ისევ შპს "ადითში" ვრჩები. დღეიდან კურატორად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მთავარია, დედოფლისწყაროში ჩემი ფუნქცია უკვე შევასრულე. დედოფლისწყარო ძალიან შემიყვარდა, უქმე დღეებზე მეუღლესთან ერთად მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს ვეცნობოდი და აქაურობამ ძალიან მოხიბლა. ჩემი მეუღლეც ძალიან მოიხიბლა და ცდილობდა ხშირად ჩამოსულიყო. ამიტომ, გული მწყდება, რომ დაგემშვიდობეთ,"– აცხადებს ოთარ ქებაძე.

გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურიც ებრაულმა კომპანია შპს "ადითმა" შეიძინა და საავადმყოფოს შეუერთდა. 133–ში აცხადებენ, რომ ზურიკაშვილის საავადმყოფოში გადასვლის შემდეგ მათთან ახალი ხელმძღვანელი არ დანიშნულა და მათ უფროსობას კვლავაც ზურიკაშვილი შეითავსებს.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

დიმიტრი კვიწინაშვილის მეუღლე სააღმზრდელო ცენტრში დასაქმდა – ოპოზიციის მტკიცებით მას უმაღლესი განათლება არ აქვს

დედოფლისწყაროში უშიშროების სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენლის დიმიტრი კვიწინაშვილის მეუღლე ნინო კვიწინაშვილი დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრში სპეციალისტად დაასაქმეს. მისი თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ კვიწინაშვილის მეუღლე სამსახურში სულ ახლახან მიიღეს.

დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხაზს იმ გარემოებას უსვამენ, რომ ნინო კვიწინაშვილს უმაღლესი განათლება არ გააჩნია და ის სამსახურში მხოლოდ მისი მეუღლის გავლენით „მოაწყვეს“. ისინი ხელისუფლების ამგვარ მიდგომას აპროტესტებენ და დაუშვებლად მიიჩნევენ.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში სხვადასხვა ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების მეუღლეების ამა თუ იმ თანამდებობებზე დასაქმების ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.
დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლის ილია ნატროშვილის მეუღლე რუსუდან ლათიბაშვილი დედოფლისწყაროს #14–ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ასევე, კუდ–ის ადგილობრივი თანამშრომლის სოსო ბენაშვილის მეუღლე ია სეხნიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტად მუშაობს. /ქიზიყი/

понедельник, 9 января 2012 г.

შვეიცარია დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში მეცხოველეობის განვითარების პროექტებს დააფინანსებს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შემავალ ოცზე მეტ სოფელში შვეიცარული ორგანიზაცია მეცხოველეობის განვითარების პროექტებს განახორციელებს.

საქართველოში მეცხოველეობის განვითარების პროექტის განხორციელებას კახეთის სამი მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS EPER“ იწყებს. უკვე შერჩეულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის 5, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS EPER–ის წარმომადგენლები პროექტში მონაწილე სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდებიან და გამოიკითხავენ მათ აზრს. პროექტის მიხედვით დადგინდება, რა ტიპის დახმარების გაწევა ესაჭიროებათ ხსენებული სოფლების მოსახლეობას მეცხოველეობის განვითარებისთვის. იგეგმება მსხვილფეხა ცხოველის შეყვანა, უკვე არსებული ფერმისათვის ვეტერინალური დახმარების გაწევა, თუ რძის გადამამუშავებელი აპარატურის ან საკვები ბაზისათვის საჭირო ტექნიკის შემოტანის უზრუნველყოფა და ა.შ.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, პროექტები რეგიონის მასშტაბით უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. /ქიზიყი/

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ;

სკანდალურად გათავისუფლებული პროკურორის სასწრაფოდ დასაქმებას აპროტესტებენ

„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში სკანდალურად გათავისუფლებული პროკურორის დავით დუღაშვილის სასწრაფოდ დასაქმებას აპროტესტებს.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი 2010 წლის შემოდგომაზე თანამდებობიდან სკანდალურად მოხსნეს. მისი გათავისუფლება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ ცოლ-ქმარის, ნონა მეხრიშვილის და გია ტალიაშვილის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

პირად საუბარში ცოლ-ქმარი აღნიშნავდა, რომ დავით დუღაშვილმა მათ ქრთამი მოსთხოვა, მათ ეს ჩანაწერი წარადგინეს ზემდგომ ორგანოებში და დავით დუღაშვილი მტკიცებულების გამო, იძულებული გახდნენ სამსახურიდან გაეშვათ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარს არ აპატიეს პროკურორის „გაფუჭება“, მოვალეებს ერთობლივი განცხადება დააწერინეს და თაღლითობის ბრალდებით ისინი ციხეში გაუშვეს.

შეგახსენებთ, ცნობილი ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი, ჯერ კიდევ მუშაობის დროს გულგრილობისთვის დავით დუღაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

,,ზოგადად როგორც ყველგან, პოლიცია და სასამართლო პროკურორის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. დავით დუღაშვილი მოქმედებდა პირადი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ინტერესით, მან საკუთარი დისშვილის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის გულისთვის, რომელიც სარჩულად დაუდეს მოზარდების კამათს, სამი არასრულწლოვანი ციხეზე გაუშვა და ცხოვრების გზა გაუმრუდა. ,,ნაციონალურმა რეჟიმმა შემოიღო დაპატიმრებული მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის სამარცხვინო სისტემა, ე.წ.საპროცესო შეთანხმება 2010 წელს დედოფლისწყაროში 20-მდე მოზარდს შეუფარდეს საპროცესო შეთანხმება. 2010 წლის ზაფხულში ერთდროულად 9 მოზარდი გააგზავნეს ციხეზე. ასეთი ფაქტები მრავლადაა. სკანდალურად გათავისუფლებული დავით დუღაშვილი სასწრაფოდ დაასაქმეს სამაშველო განყოფილების უფროსად საკრებულოს თავმჯდომრის მითითებით", _ აცხადებს გურაშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ამ განუკითხაობას. ,,ვეკითხები კომპეტენტურ ზემდგომ ორგანოებს, რადგან ადგილობრივები მაფიოზურ-კლანურ ურთიერთობაში არიან თვითმმართველობასთან, არ გაინტერესებთ, რა იცის ისეთი მათ საქმიანობაზე ყოფილმა პროკურორმა დავით დუღაშვილმა, ასე სასწრაფოდ რომ დაასაქმა თვითმმართველობამ? სხვათაშორის, დავით დუღაშვილი გახლავთ 50 წლამდე ასაკის. როგორც მოგეხსენებათ 45 დან 60 წლამდე დასაქმება ახლა დიდი პრობლემაა, რაც დუღაშვილისთვის ადვილად გადასაჭრელი საკითხი აღმოჩნდა.

მოვითხოვთ. ზემდგომმა ორგანოებმა სასწრაფოდ დაიწყონ თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც,რომ კონტროლის პალატას 7 წელია არ მოუხდენია დედოფლისწყაროს ბიუჯეტის მიზნობრიობის შემოწმება, არადა კანონით უნდა ხდებოდეს 2 წელიწადში ერთხელ", _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

"ქიზიყის" ინფორმაციით დედოფლისწყაროში გათავისუფლებული პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ექს–პროკურორი მერაბ ფიროსმანაშვილი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელად დანიშნეს. /ქიზიყი/ მედიანიუსი ;

воскресенье, 8 января 2012 г.

რადიო “ჰერეთი” „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციისთვის უჩივლებს

რადიო “ჰერეთი” არ გაყიდულა და არ არის არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის მედია. “ჰერეთი” საქართველოს საზოგადოების მედიაა,“ - ამის შესახებ რადიოსადგურის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიო „ჰერეთი“ ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციისთვის, „ჰერეთის“ იმიჯისა და რეპუტაცის შელახვისთვის ამავე ტელეკომპანიების რეგულირების საბჭოში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“ უჩივლებს.

,,6 იანვარს, ტელეკომპანიებით გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებულად და არასრულყოფილად გავრცელდა. ამასთან, რეპორტაჟებში, რომელიც „რუსთავი 2“-სა და “იმედის” საშუალებით გავრცელდა, მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ტიტრის სახით ეწერა „ივანიშვილის მედია“ ისმოდა ფრაზები „მოსყიდული მედია“ და ა.შ.
ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რატომ მოიხსენიეს “ჰერეთი“ მოსყიდულ მედიასაშუალებად ან ივანიშვილის მედიად,“ -განაცხადა რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ. მისი თქმით, ის და მისი კომპანია ყოველთვის მიესალმება სარეკლამო შემოსავლებს ნებისმიერი დამკვეთისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ და “ქართული ოცნებისგან“.

„ჩვენ მივიღეთ თანხები „ქართული ოცნებისგან“ სარეკლამო მომსახურებისთვის და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ჰერეთი“ ვინმემ იყიდა, ან საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება. ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს - ასე მოვდივართ 13 წელია. ადრეც გადიოდა ჩვენთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული პარტიის“ რეკლამები და ეს იმას ნიშნავს რომ გვიყიდეს? გარდა ამისა, კანონი გვავალდებულებს არადისკრიმინაციულად გავყიდოთ სარეკლამო დრო და საზოგადოება გავაფრთხილოთ, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა. როდესაც დავიწყებთ ამ რეკლამებს ასეც მოხდება“,- განმარტავს ჰერეთის დამფუძნებელი.

“ჰერეთის” საინფორმაციო პოლიტიკა არ იყიდება, მაგრამ ყოველთვის მიესალმება ცივილურ, ბიზნეს და მარკეტინგულ ურთიერთობებს. მედია არის ბიზნესიც - ამიტომ ნებისმიერი დამკვეთისთვის ჩვენი კარი ღიაა” - აცხადებს რადიო “ჰერეთის“ ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია „კავკასიის“ 100% წილის მფლობელის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, კავკასიის ერთადერთი შემოსავალი არის კანონიერი და გამჭვირვალე სარეკლამო ფული და გრანტი- ამის შესახებ განცხადება, ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook -ზე გააკეთა.

„ორშაბათს ვაქვეყნებ ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასიაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული მომსახურების სრულ ღირებულებას და მიღებულ თანხებს. ასევე იმ ორგანიზაციების მიერ გადახდილ თანხებს, რომლებიც ასოცირდებიან პოლიტიკასთან (მაგალითად სახალხო კრება, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობის კანცელარია.) სახელისუფლო არხებო, ჟურნალ–გაზეთებო მიშისტურო ენჯეოებო და ნაცმოძრაობის მედია/ენჯეოშნიკური კარტელის ყველა წარმომადგენელო: თქვენ იყოთ ვირიშვილები, თუ იგივე არ გააკეთოთ“,– განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისი თქმით, ტელევიზიაში ყველა თეთრი მკაცრად არის აღრიცხული. „სამთავრობო არხების კოკისპირული შემოტევა მაქვს. აინტერესებთ, აფინანსებს თუ არა კავკასიას ბიძინა ივანიშვილი. ამ ისტერიის ინსპირატორი გახდა ბატონი ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელიც მეტისმეტად ღელავს ივანიშვილის ფულზე და მედიაზე. ჯაფარიძემ კავკასიაში მოსვლაზე უარი განაცხადა, რომ უფრო დეტალურად განემარტა, რა უნდა და რა აწუხებს. სამაგიეროდ მე ვიცი ვის რა აწუხებს.“- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

суббота, 7 января 2012 г.

საშობაო ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა დედოფლისწყაროშიც მოეწყო

7 იანვარს დედოფლისწყაროში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრალურ ქუჩებზე ტრადიციულად ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

ამჯერადაც, დედოფლისწყაროს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულად ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან შეიკრიბა და ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა მოაწყო. აქვე იმყოფებოდა მამა ნიკოლოზ ლომსაძე, რომელმაც მრევლი დალოცა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, მოადგილეებთან და ალილოში მონაწილე ბავშვებთან ერთად შეგროვილი ძღვენი მოგვიანებით ქალაქის ცენტრში მდებარე სათნოების სახლ “სავანე”-ში მიიტანეს და მის ბინადართ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ამგვარი მსვლელობები დედოფლისწყაროშიც უკვე მერამდენე წელია ტრადიციად იქცა. /ქიზიყი/

пятница, 6 января 2012 г.

"თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა სფეროს კუდ-ის თანამშრომლები განაგებენ"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა სფეროს კუდ-ის თანამშრომლები განაგებენ".

როგორც პარტიაში აცხადებენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კუდ-ის თანამშრომლების ილია ნატროშვილისა და იოსებ ბენაშვილის გარეშე ვერცერთ საკადრო ცვლილებას ვერ ახორციელებენ და შერჩეული კადრები სხვადასხვა თანამდებობაზე მათი რეკომენდაციისა და მითითებების შედეგად იხსნებიან და ინიშნებიან".

"რაიონში ყველა სფეროში ჩვენს კადრებს უნდა მიყავდეს "პარადი" - ტრაბახობს ილია ნატროშვილი, რომელიც რაიონში ხელშეუხებელია და ყველაფრის უფლება აქვს. მათ უფლება აქვთ, რაიონში ნასვამ მდგომარეობაში დიდი სისწრაფით იმოძრაონ, ცემონ, ვინც მოესურვებათ, დაემუქრონ რიგით მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. ისინი ასევე ცდილობენ, ზეგავლენა ჰქონდეთ სხვა სამართალდამცველ ორგანოებზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდით. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "კონსერვატიული პარტიის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელი მიხეილ ბიკაშვილი, რომელიც კოლეჯდამთავრებული გახლავთ, მათ წინაშე "დიდი დამსახურების" გამო საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაანიშნინეს, შემდეგ კი თავისი მეუღლეები დაასაქმეს:

რუსუდან ლათიბაშვილი - ილია ნატროშვილის მეუღლე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა,
ია სეხნიშვილი კი - იოსებ ბენაშვილის მეუღლე - საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტი. ამასთან, გურამ ნატროშვილი - ილია ნატროშვილის ბიძა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა, ილია ნატროშვილის ახლო მეგობარი გელა თეთრაული კი - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ილია ნატროშვილის ნათესავი რევაზ ნატროშვილი გამგეობის სპეციალისტია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო "ნაცმოძრაობის" უხუცესი ბელადი, არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, მრავალმთავრობაგამოვლილი, გამობრძმედილი ჩეკისტი ლევან ჯამალაშვილი რესურსცენტრის ხელმძღვანელად უშუალოდ კუდ-ის ბრძანებით და მითითებით დაინიშნა. ილია ნატროშვილის ახლო, გულითადი მეგობარია ასევე ზაქარია ჭუაძე -რესურსცენტრის გენინსპექტორი.

ეს კადრები წინასაარჩევნოდ განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებელთა დასატერორებლად სჭირდებათ და ეს ტერორი უკვე დაიწყეს. გაათავისუფლეს სოფელ გამარჯვების სკოლის დირექტორი და რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა საკადრო ცვლილებებსაც გეგმავენ. ზაქარია ბატიაშვილი – სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ილია ნატროშვილის სიმამრის გოჩა ლათიბაშვილის ახლო მეგობარია. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გმობს კუდ-ის პარპაშს და ნეპოტიზმს მუნიციპალიტეტში. მათი თავაშვებულობა ხალხში მათ წინაშე შიშის და უმწეობის გრძნობას ბადებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, თვალი გადაავლონ ადგილობრივი კუდ-ელების საქმიანობას, რომელიც მჭიდრო მაფიოზურ, კლანურ კავშირშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან", - აცხადებენ პარტიაში. /ქიზიყი/

четверг, 5 января 2012 г.

იზოლატორში 26 წლის პატიმარი ტუბერკულოზით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ კეკიშვილი გლდანის იზოლატორში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დამ, ფიქრია კეკიშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, მამაკაცს საპყრობილეში ტუბერკულოზის მწვავე ფორმა განუვითარდა..

ახლობლების განმარტებით, პაციენტი საკანში ვერც შესაბამისი მკურნალობის კურსს იტარებდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია:
„7 წელი ჰქონდა მისჯილი და საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა. ბოლოს ე.წ. „ტუბზონაში“ გადაიყვანეს და იქ იმყოფებოდა. ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა, მაგრამ იქ დაავადდა. აბა 26 წლის ბიჭი სხვა რას უნდა მოეკლა. ვერ იმკურნალა, შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქცია და დაიღუპა. ამდენი ნერვიულობის ფონზე დედაც მალევე გარდამეცვალა,“ – ამბობს ფიქრია კეკიშვილი.

ოჯახი პესიმისტურადაა განწყობილი და ჩივილს არ გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ პროტესტის გამოხატვით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გარდაცვლილი ნიკოლოზ კეკიშვილი სასჯელს თანამზრახველთან, 32 წლის ბესიკ სააკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მკვიდრის, მარინა კაკალაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის იხდიდა. /ქიზიყი/ 06.03.

среда, 4 января 2012 г.

მირზაანში ნიკო–ფიროსმანის მუზეუმს, სავარაუდოდ, ნელი გობეჯიშვილი უხელმძღვანელებს

EXCLUSIVE - სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მის სტრუქტურაში შემავალ ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები 1 თებერვალს გახდება ცნობილი.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მუზეუმის დირექტორად, სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი ნელი გობეჯიშვილი დაინიშნება. ის ათეულობით წელია დედოფლისწყაროში კულტურის სფეროში წამყვან თანამდებობებს იკავებდა.

კულუარული ინფორმაციით, გობეჯიშვილი სახელისუფლებო კადრია. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მუზეუმის დირექტორად მისი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური მხარე რჩება. გობეჯიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილეობა უკვე მიიღო და კომისიას მუზეუმის მართვის მისეული ხედვაც წარუდგინა:

„მირზაანი ჩემი მშობლიური სოფელია და მასზე გული განსაკუთრებულად შემტკივა. ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლი მართლაც დასაფასებელია. ბევრი რამ გააკეთა ფიროსმანის ირგვლივ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და სოფელში გამოირჩეოდეს. ფიროსმანის მუზეუმმა მირზაანი უნდა გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ ამჟამად ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაღაცეები უნდა შეიცვალოს. ამჯერად კონკურსის შედეგებს ველოდები, სხვა ჩემთვის არაფერია ცნობილი. ვაკანსია რომ გამოცხადდა მეგონა, რომ ანზორ მაძღარაშვილი აღარ მონაწილეობდა და საბუთები ამიტომ წარვადგინე. რომ მცოდნოდა ანზორიც მონაწილეობდა, ალბათ დავფიქრდებოდი,“ – აცხადებს ნელი გობეჯიშვილი.

კონკურსში განაცხადი მუზეუმის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ მაძღარაშვილსაც აქვს წარდგენილი. ფიროსმანის მკვლევარი ამბობს, რომ თუ კომისია სხვა კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს, მაშინ ის მუზეუმს მთლიანად დატოვებს:

„ნელი გობეჯიშვილს პატივს ვცემ, თუმცა თუ სხვა კანდიდატურას გაიყვანენ მაშინ მუზეუმს მთლიანად დავტოვებ და მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ მექნება. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით მუზეუმი ორად გაიყოფა. საერთოდ, ეს პროცესი ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თავდაპირველად, როცა განაცხადი მე ვადის ამოწურვის ბოლო წუთს შევიტანე, მითხრეს, რომ ჩემს გარდა მმართველის პოზიციაზე არცერთი განაცხადი წარდგენილი არ იყო, თუმცა ახლა ირკვევა, რომ საიდანღაც ქალბატონ ნელი გობეჯიშვილსაც შეუტანია განაცხადი და კონკურსში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს.“ – ამბობს მაძღარაშვილი.

ამის საპასუხოდ გობეჯიშვილი აღნიშნავს, რომ თავად დოკუმენტაცია მაძღარაშვილზე ადრე შეიტანა და ყველაფერი ვადების დაცვით მოაგვარა. ის ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია მისთვის უცნობია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მის სტრუქტურაში არსებულ 14 მუზეუმში, მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში.

ერთ–ერთი ვერსიით, ანზორ მაძღარაშვილის ფიგურა ხელისუფლებისათვის კრიტიკული კომენტარების გამო მიუღებელი გახდა და მოვლენების ამგვარი განვითარება სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

10 წლის გიორგი ცეცხლაძის ზუსტ დიაგნოზს მედიკოსები 5 იანვარს დაადგენენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის მიერ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი 10 წლის გიორგი ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით უკეთესადაა. ამის შესახებ რეფერალური ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა, ქეთი შარანგიამ განაცხადა.

ცეცხლაძეს თავდაპირველად მწვავე ნეფრიტი დაუდგინდა, თუმცა შარანგიას თქმით, მწვავე ნეფრიტის გარდა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნეფრიტულ სინდრომსაც.

"გიორგი ცეცხლაძე ამ დროისთვის ცოტატი უკეთესადაა. მწვავე ნეფრიტის გარდა შეიძლება იყოს ნეფრიტული სინდრომი. კვლევის პროცესში ვართ. იყო თირკლმის უკმარისობაც. შედარებით უკეთესად არის იმასთან შედარებით, სანამ აქ მოიყვანდნენ. კონკრეტული შედეგები ალბათ ხვალ გვექნება და უფრო დაწვრილებით ხვალ შემიძლია მოგახსენოთ. ზუსტი დიაგნოზი ალბათ ხვალ გვეცოდინება", - განაცხადა შარანგიამ.

პაციენტის მშობლები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, ექიმების დაუდევრობის შედეგად მოზარდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. სამთაწყაროელები ვარაუდობენ, რომ სპორტსმენმა მუცლის არეში ტრავმა რაგბის თამაშის დროს მიიღო, გართულებებმა კი თავი ახლა იჩინა. /ქიზიყი/

გამოხმაურება: ტელეკომპანია "იმედი" ვიდეო>>

სამთაწყაროდან 10 წლის ბიჭი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა – მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ

EXCLUSIVE - სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები10 წლის გიორგი ცეცხლაძე კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მოზარდს მწვავე ნეფრიტი დაუდგინდა და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, მოხერხდება თუ არა ბიჭის გადარჩენა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად დაგვიანებული მკურნალობა სახელდება. მოზარდის მშობლები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმებს უპირისპირდებიან და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ბიჭის დედის განმარტებით, მედიკოსებმა მკურნალობა სხვა კუთხით წარმართეს, რამაც ვითარების გაუარესება გამოიწვია.

„ბავშვი თავდაპირველად ტკივილებს მუცლის არეში უჩიოდა და სახეზე გამონაყარი ჰქონდა. დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მივიყვანეთ. ინფექციონისტმა ლია ხუციშვილმა ქირურგ ვასილ გონაშვილთან გადაგვამისამართა. გონაშვილმა ჩემს შვილს ზედაც არ შეხედა. არც გაუსინჯია კანის ექიმთან წაიყვანეთ, მე რა შუაში ვარო მოგვაძახა. კანის ექიმმა კახა ჯალიაშვილმა რაღაც მაზი გამოუწერა, არასწორი მკურნალობის შედეგად კი ბავშვის მდგომარეობა გართულდა. სულ სხვა რამეზე ყოფილა სამკურნალო და დრო დაგვაკარგინეს. ბავშვი ამბობდა მუცელი მტკივაო და არავინ გვისმინა, მხოლოდ გამონაყარზე დაუწყეს მკურნალობა. ბოლო დღეებში ვამჩნევდით, რომ ბავშვი დასივდა, სუნთქვის უკმარისობა და ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და ღამის 4 საათზე სამთაწყაროდან დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ამოვიყვანეთ. ვითარება იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოიძახეს. ღვიძლიც გადიდებული ჰქონდა. ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, გეფიცებით, საავადმყოფოს გადავწვავთ,“ – აცხადებს მოზარდის დედა დალი ცეცხლაძე.

ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე რთულია. ის მკურნალობის კურსს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, 10 წლის გიორგი ცეცხლაძე დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდ „მიმინოს“ სპორტსმენია. ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, თუმცა ახლახან სოციალური მომსახურების სააგენტომ ცეცხლაძეებს ყოველთვიური საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 2 января 2012 г.

1 იანვარს დედოფლისწყაროში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

EXCLUSIVE - სადღესასწაულო გართობა ტრაგიკულად დასრულდა დედოფლისწყაროში. ცენტრალურ მაგისტრალზე 1 იანვრის ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა კიდევ ერთი მგზავრის მდგომარეობა, რომელიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია მოთავსებული.

გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი აუდის მარკის ავტომობილი დედოფლისწყაროს შესასვლელში ცენტრალურ მაგისტრალზე მოცურდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და სახელოსნოსთან მდგარ ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სოფელ სამრეკლოში მცხოვრები სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი 28 წლის ლია ზარაფიშვილი და ავტომანქანის მძღოლი 39 წლის ვასილ თარაშვილი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპნენ.

როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, ამ დრომდე მძიმე რჩება კიდევ ერთი მგზავრის, გარდაცვლილ ლია ზარაფიშვილის ძმის 32 წლის ზურაბ ზარაფიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა. მედიკოსები დანარჩენი დაშავებულების სტაციონარში მოთავსებას ეცადნენ, თუმცა მძღოლი გზაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრის მდგომარეობას, სტაბილურად მძიმეა. ზარაფიშვილს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება, ასევე თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. საუბარი უჭირს, თუმცა გონზე მოდის. დანარჩენ მგზავრებს, სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

გარდაცვლილების ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მგზავრები სავარაუდოდ დედოფლისწყაროდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთ–ერთი ვერსიით მძღოლი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, თუმცა ვასილ თარაშვილის ახლობლების თქმით, ის სასმელს არასოდეს სვამდა და ახლადშეძენილ ავტომანქანასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ შესაძლოა, საჭესთან გოგონა დასვეს, რაც ტრაგიკული შემთვევის მიზეზი გახდა.

ცხედრები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილებს სოფელ სამრეკლოში ხუთშაბათს 5 იანვარს დაკრძალავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ;

воскресенье, 1 января 2012 г.

კახეთის გუბერნატორმა პრეზიდენტის საჩუქრები დედოფლისწყაროში პირადად დაარიგა

წინასაახალწლოდ დედოფლისწყაროს მოსახლეობას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ეწვია. მან სოფელ გამარჯვებაში, ოზაანში, ხორნაბუჯში, ზემო მაჩხაანსა და ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს და სოფელ არბოშიკში მცხოვრებ მარტოხელა მოხუც ქალბატონს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სადღესასწაულო საჩუქრები პირადად გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ღვინიაშვილმა მსგავსი შეხვედრები მთელი კახეთის მასშტაბით გამართა.

სოფელ ხორნაბუჯში საჩუქრები გადაეცა ლევან ბექაურის ხუთშვილიან ოჯახს, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროში ელგუჯა ცისკარაულის 7 შვილიან ოჯახს, სოფელ გამარჯვებაში გელა გიგაურის 5 შვილიან ოჯახს. ზემო მაჩხაანში პრეზიდენტის საახალწლო ნობათი გენადი ნატროშვილის 5 შვილიანმა ოჯახმა მიიღო, ოზაანში კი გივი ოზაშვილის ოთხშვილიანმა ოჯახმა. საჩუქარი მიიღო სოფელ არბოშიკში მარტოხელა ქალბატონმა ლილი ლამაზოშვილმაც.

გუბერნატორის ვიზიტით და პრეზიდენტის საჩუქრით გახარებულ ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს ასევე დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა და სხვებმა.

შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროში ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრეც იმყოფებოდა. მან სოფლებში ოზაანსა და არბოშიკში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. /ქიზიყი/

суббота, 31 декабря 2011 г.

ლევან ბაღაშვილი და ნიკოლოზ შანშიაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ

ძვირფასო დედოფლისწყაროელებო, ჩვენო თანაქალაქელებო, ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, სადაც არ უნდა იყოთ, შინ თუ გარეთ, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეთ, დარწმუნებული ვართ, თქვენი გონება და ფიქრი ყოველთვის საკუთარ ოჯახებთან და ქვეყანასთანაა. გისურვებთ, 2012 წელი მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, რადგან უძრაობის პერიოდმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ხელახლა დავიწყეთ ქვეყნის შენება–ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა.
ჩვენი ქვეყანა ერთი პატარა, სტუმართმოყვარე ქართული ოჯახია, თავისი ადათ-წესებით, ტრადიციებით, მძიმე ტვირთით, პრობლემებით და სირთულეებით. ჩვენ ვისწავლეთ ამ პრობლემებთან და სირთულეებთან შეჭიდება და თავად დავიწყეთ ქვეყნის შენება. დღეს მეტი სიფხიზლე, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა გვჭირდება იმისთვის,რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, ვიყოთ დამოუკიდებელი, სანიმუშო და ძლიერი ქვეყანა ფიზიკურადაც, მატერიალურადაც და სულიერადაც. ეს მხოლოდ დიდი მოთმინებით, სათანადო განათლებით, მაღალი რწმენით, სიყვარულით და შრომით მიიღწევა. ჩვენ უკვე ვადგავართ ამ გზას, ყველას გისურვებთ წინსვლას საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, 2012 წელი თქვენი სურვილების და ნათელი ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს!

პატივისცემით,
ლევან ბაღაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,
ნიკოლოზ შანშიაშვილი, გამგებელი..

пятница, 30 декабря 2011 г.

საახალწლო ღონისძიება დედოფლისწყაროში – ფოტორეპორტაჟი


საახალწლო ღონისძიებების, საჩუქრებისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საახალწლო მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 500 ლარი გამოიყო.

ცენტრალური ნაძვისხე ტრადიციულად ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით ამჯერად ნაძვისხის სიმაღლე საგრძნობლად შემცირებული იყო, რაზეც უკმაყოფილებას უამრავი ადამიანი გამოსთქვამს.


პარასკევს 30 დეკემბერს 16:30–საათზე დედოფლისწყაროში მთავარი საახალწლო ღონისძიება „სამყაროში შემოაბიჯებს ახალი წელი“ დაიწყო, რაც გრანდიოზული ფეიერვერკით დაგვირგვინდა.


როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, საახალწლო საჩუქრები მიიღეს როგორც სათნოების სახლის ბინადრებმა, ისე საშობაო კონცერტზე დამსწრე ბავშვებმა.


„გამოყოფილ თანხაში შედის მოედანზე ნაძვისხის მოწყობა და ცენტრალური ქუჩის საახალწლო ნათურებით განათება. ასევე, კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საჩუქრები და ტკბილელი გადაეცემა იქ შეკრებილ ბავშვებს და სათნოების სახლის ბინადრებს. ღონისძიებები გაიმართება ასევე მაჩხაანისა და ქედების ზონებშიც. საჩუქრები ამ სოფლებშიც დარიგდება,“ – განმარტავს გამგებელი.


როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას განმარტავს, საახალწლო ფეიერვერკი, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს გაიმართა, დედოფლისწყაროში სამართალდამცველების მიერ შემოვიდა. მისი თქმით, ფეიერვერკის შესაძენად დედოფლისწყარომ 3 000 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.

საერთო ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე კახეთის რეგიონში 141 700 ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.
გურჯაანის რაიონში საახალწლო ღონისძიებებზე და სადღესასწაულო განათების დასამონტაჟებლად 9 ათასი ლარია გამოყოფილი; ახმეტაში - 5800 ლარი; ყვარელში - 20 900 ლარი; ლაგოდეხში - 21 500 ლარი; თელავში - 40 000 ლარი; საგარეჯოში - 20 000 ლარი; სიღნაღში - 12 000 ლარი, დედოფლისწყაროში კი 12 500 ლარი.

შეგახსენებთ – 2010 წელს კახეთში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი ეს თანხა 66 700 ლარით გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი








ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სათნოების სახლში ნობათი მიიტანეს

30 დეკემბერს სათნოების სახლ „სავანე“-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი, კულტურის და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საჯარო მოხელეებმა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მისალოცი ბარათები, სადღესასწაულო ტკბილეული გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა სათნოების სახლის სამზარეულო დაათვალიერა და ბენეფიციართა მენიუს გაეცნო. შემდეგ, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

სათნოების სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასში 200–მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე უფასო კვებით ყოველდღიურად სარგებლობს. /ქიზიყი/

четверг, 29 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროში საახალწლო ღონისძიებები და გრანდიოზული ფეიერვერკი 30 დეკემბრის საღამოს დაიწყება

საახალწლო ღონისძიებების, საჩუქრებისა და ქალაქ დედოფლისწყაროს საახალწლო მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 500 ლარი გამოიყო. ცენტრალური ნაძვისხე ქალაქის მთავარ მოედანზე უკვე დამონტჟებულია. პარასკევს 30 დეკემბერს 16:30–საათზე დედოფლისწყაროში მთავარი საახალწლო ღონისძიებები დაიწყება.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ როგორც სათნოების სახლის ბინადრები, ისე საშობაო კონცერტზე დამსწრე ბავშვები.

ნიკოლოზ შანშიაშვილის განმარტებით, მთავარი საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით "სამყაროში მოაბიჯებს ახალი წელი" დედოფლისწყაროს კულტურის სახლში ტრადიციულად 30 დეკემბერს, საღამოს 16:30 საათზე დაიწყება. ხოლო, კონცერტის დასრულებისთანავე დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ფეიერვერკი მოეწყობა.

„გამოყოფილ თანხაში შედის მოედანზე ნაძვისხის მოწყობა და ცენტრალური ქუჩის საახალწლო ნათურებით განათება. ასევე, კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საჩუქრები და ტკბილელი გადაეცემა იქ შეკრებილ ბავშვებს და სათნოების სახლის ბინადრებს. ღონისძიებები გაიმართება ასევე მაჩხაანისა და ქედების ზონებშიც. საჩუქრები ამ სოფლებშიც დარიგდება,“ – განმარტავს გამგებელი.

როგორც დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ივანე შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას განმარტავს, საახალწლო ფეიერვერკი, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს გაიმართება, უკვე შესყიდული და სამართალდამცველების მიერ დედოფლისწყაროში შემოტანილია. მისი თქმით, ფეიერვერკის შესაძენად დედოფლისწყარომ 3 000 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს, საახალწლო ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.

საერთო ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე კახეთის რეგიონში 141 700 ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოიყოფა.
გურჯაანის რაიონში საახალწლო ღონისძიებებზე და სადღესასწაულო განათების დასამონტაჟებლად 9 ათასი ლარია გამოყოფილი; ახმეტაში - 5800 ლარი; ყვარელში - 20 900 ლარი; ლაგოდეხში - 21 500 ლარი; თელავში - 40 000 ლარი; საგარეჯოში - 20 000 ლარი; სიღნაღში - 12 000 ლარი, დედოფლისწყაროში კი 12 500 ლარი.
შეგახსენებთ – 2010 წელს კახეთში საახალწლო ღონისძიებებზე 75 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი ეს თანხა 66 700 ლარით გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გიორგი ღვინიაშვილი წლის ბოლოს გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიშვილი წლის დასასრულ რაიონების გამგებლებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. საქმიანი შეხვედრა ქალაქ თელავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, მიუხედავათ იმისა, რომ გასულ წელს კახეთში მრავალი პროექტი განხორციელდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. „მრავალ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს და დასაქმებული არ არის. ჩვენ, 24 საათიანი დაუღალავი შრომით, რეგიონში მეტი ინვესტიცია უნდა მოვიძიოთ, რომ მაქსიმალურად ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნას,“– განაცხადა კახეთის მხარის გუბერნატორმა.

როგორც შეხვედრის მსვლელობისას გიორგი ღვინიშვილმა სამომავლო პექსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, 2012 წელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება კახეთისათვის. მისივე განცხადებით, ქ. თელავის, ქ. ყვარელის და მთათუშეთში დართლოს რეაბილიტაცია დაიწყება.

ასევე, მთელს რეგიონში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს კახეთში და რეგიონი ეკონომიურად გაძლიერდება.

„რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ჩვენი მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“,– განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. /ქიზიყი/

კახეთის რეგიონულ პირველობაზე სამი დედოფლისწყაროელი სპორტსმენი ჩემპიონი გახდა

ქალაქ თელავში ჩატარდა კახეთის რეგიონალური ტურნირი კიკ-ბოქსინგში, რომლის ორგანიზატორიც იყო „კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალური ფედერაცია“. ტურნირში დედოფლისწყაროს, ახმეტის, ალვანის და გურჯაანის სპორტული კლუბები მონაწილეობდნენ.

როგორც გაზეთ „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაუილმა განუცხადა, შეჯიბრი 2 ვერსიით, ახალბედა და გამოციდილ სპორცმენებს შორის მიმდინარეობდა.

დედოფლისწყაროდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლევან თეთრაულის ორთაბრძოლა, რომელსაც ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. ლევანი ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შეხვდა, სრული უპირატესობით დაამარცხა და დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურა.
„მინდა აღვნიშნო ლევან წიკლაურის ბრძოლა, რომელმაც მეტოქე პირველივე რაუნდში შეჯიბრებიდან ტექნიკური ნოკაუტით მოხსნა. ამ შეჯიბრებაზე ჩვენი გუნდიდან საპრიზო ადგილის გარეშე არავინ დარჩენილა, ამიტომაც რეგიონალური ტურნირის თასი ჩვენმა გუნდმა დაისაკუთრა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გიორგი ცისკარაულმა.

კახეთის რეგიონულ პირველობაზე ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართული საჯარო სკოლიდან ლევან წიკლაური 40 კგ წონით კატეგორიაში; ასევე, გიორგი ხოხონიშვილი 50 კილოგრამ კატეგორიაში დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლიდან და ლევან თეთრაული 85 კგ.

მეორე ადგილები დაიკავეს: დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლიდან ნიკა ჩიტიშვილი 38,5კგ და ლაშა ლათიბაშვილი 70კგ, მეორე საჯარო სკოლიდან.

მესამე ადგილებზე გავიდნენ: დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლიდან ვაჟიკო ჯანაშვილი 45კგ და გიორგი ალუღიშვილი 23კგ, პირველი საჯარო სკოლიდან და ბათუმის 22-ე საჯარო სკოლიდან ლუკა პაქსაძე 28 კილოგრამ კატეგორიაში. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 28 декабря 2011 г.

ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია „სოკარ–ჯორჯია–კახეთი–გაზს“ უპირისპირდება

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხულ ბუნებრივი აირის გადასახადს აპროტესტებს. როგორც ქდმ–ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ჯანაშვილი აცხადებს, „სოკარ–ჯორჯია–კახეთი–გაზი“ მოსახლეობას ზედმეტ თანხებს ახდევინებს. ოპოზიციური პარტია ეჭვობს, რომ კორუფციას აქვს ადგილი.

„უკვე არაერთმა აღშფოთებულმა მოქალაქემ მოგვმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზედმეტი თანხების გადახდას აიძულებენ. რაც მთავარია, დამატებითი თანხა ქვითრებზე დაფიქსირებული არ არის, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს თანხა ვიღაცის ჯიბეში მიდის. აბონენტები დამატებითი თანხის გადახდას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ დანამატი ქვითარშიც დაფიქსირდება. ამგვარ მიდგომას ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ, მოსახლეობა დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლდეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ია ჯანაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს „სოკარ–ჯორჯია–კახეთი–გაზი“–ს დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრის უფროსი თემურ გოგილაშვილი პასუხობს. ის აბონენტთა ნაწილისთვის ზედმეტი თანხების დარიცხვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამაში უკანონო არაფერია.

„იმ აბონენტებს, რომელთაც კვლავაც ძველი მრიცხველები აქვთ, გარკვეული პირობების თანახმად ზედმეტად ვარიცხავთ და მოხმარებული კუბების მიხედვით გადასახადს ვამრგვალებთ. ეს იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომ ძველი მრიცხველები არასწორად აღრიცხავს. სწორედ ამიტომაც, ჩვენი თვითმიზანია, რომ დამატებითი გადასახადების თავიდან ასაცილებლად აბონენტებმა ახალი მრიცხველები დაამონტაჟონ. რაც შეეხება ქვითარზე სხვადასხვა თანხის დაფიქსირების ბრალდებას, ასეთი რამ გამორიცხულია... აბონენტები გადასახადს ბანკში ქვითრების მიხედვით იხდიან და სხვადასხვა ოდენობა ფიზიკურად ვერ იქნება მითითებული. ამ პროცესთან ჩვენს თანამშრომლებს შეხება არა აქვთ. ,“ – განაცხადა თემურ გოგილაშვილმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ზემო მაჩხაანში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

28 დეკემბერს სოფელ მაჩხაანის კულტურის სახლის ეზოში საახალწლო წარმოდგენა „საშობაო სიზმრები“ გაიმართა. იმპროვიზებულ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მაჩხაანის კულტურის სახლთან არსებული ხელოვნების სტუდიის აღსაზრდელები: ჯამბაზები, ფერიები, თოჯინები და მელაკუდები.

მოგვიანებით, თოვლის პაპამ წარმოდგენაში მონაწილე ბავშვები საჩუქრებით დაასაჩუქრა. ღონისძიების დასასრულს პატარები მამა გიორგი ჯინაშვილმა დალოცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საშობაო ზღაპარი საღამოს ფეიერვერკის ფონზე დასრულდა, რამაც სოფელი მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა.

ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა. მას ორგანიზება სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან იაკობიშვილმა და კულტურის სახლის დირექტორმა მაკა ბენაშვილმა გაუკეთეს. /ქიზიყი/

რადიო „ჰერეთის“ მტკიცებით, თელავისა და დედოფლისწყაროს გამგეობები საკუთარი მოქალაქეების პრობლემებზე სასაუბროდ ვერ იცლიან

2011 წელს რადიო "ჰერეთის" ღია ეთერში მოსახლეობის პრობლემებს არ უპასუხა, საკუთარი მოსახლეობის კითხვებზე საპასუხოდ ვერ მოიცალა და მედიასთან არ ითანამშრომლა თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ - ამის შესახებ ჟურნალისტმა ხათუნა გოგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამგეობის წარმომადგენლები და თავად თელავის გამგებელი პეტრე კიკნაძე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "ხმის" სტუდიაში 2 ჯერ მიიწვია, თუმცა ვერცერთმა პასუხისმგებელმა პირმა თელავის გამგეობიდან ვერ მოიცალა თელაველების პრობლემებზე სასაუბროდ.

როგორც რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული 2011 წლის განმავლობაში ხალხის პრობლემებზე სასაუბროდ ვერ მოიცალა, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

"ჩვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ შანშიაშვილს შევთავაზეთ გადაცემაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მანაც განგვიცხადა რომ ვერც ის და ვერც მისი მოადგილეები გადაცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ", - განაცხადა ჟურნალისტმა ხათუნა გოგაშვილმა, თოქ შოუ "ხმის" შემაჯამებელი გამოშვების პირდაპირ ეთერში. /ქიზიყი/

вторник, 27 декабря 2011 г.

დედოფლისწყაროში მცხოვრებ სტუდენტს ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებ 20 წლის გიორგი ბაიდოშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, განსასჯელს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დაედო. თუმცა, როგორც „ქიზიყის“ ჟურნალისტი იუწყება, სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ბაიდოშვილმა წაყენებული ბრალი არ აღიარა და დუმილის უფლებით ისარგებლა.

საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს ბაიდოშვილი, მეგობრებთან ერთად, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე იმყოფებოდა. ახალგაზრდებს მათთვის უცნობ პიროვნებებთან კონფლიქტი მოუვიდათ, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ბაიდოშვილმა ორ პირს დანით გულმკერდისა და მუცლის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბაიდოშვილი, რომელიც სასწავლებლად თბილისში იმყოფებოდა, პოლიციამ მოგვიანებით დედოფლისწყაროში დააკავა.

როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, "მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით იქნა დადასტურებული". სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად თავისუფლების 16 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ;

понедельник, 26 декабря 2011 г.

საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეცამეტე, წლის ბოლო სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად დეპუტატებმა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხსაც უყარეს კენჭი და ერთხმად დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მომავალი წლის ბიუჯეტს „ჯანმრთელ“ და „წელში გამართულს“ უწოდებს და ამბობს, რომ შემოსულობების ზრდა კვლავაც იგეგმება.

ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მოცულობა 3 943,4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა დამსწრე საზოგადოებას იმ სიახლის შესახებ აცნობა, რომელიც სოციალური დახმარებების კუთხით იგეგმება. მისი თქმით, ამიერიდან მუნიციპალიტეტი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადს შედარებით გაზრდილი ოდენობით დაუფარავს:

„აქამდე დედოფლისწყაროში არსებობდა ყოველთვიურად 8 ლარიანი ელექტროენერგიის საფასურის დახმარება, ხოლო მრავალშვილიანი დედებისთვის მუნიციპალიტეტი თვეში 12 ლარის ელექტროენერგიის საფასურის გადარიცხვას ახდენდა. პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა დაგვარწმუნა, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამიერიდან ცალკეული კატეგორიებისთვის ეს დახმარება 8–დან 12 ლარამდე გავზარდოთ,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა. დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

ზოგადად სოციალურ სფეროში რამდენიმე სიახლეა, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პრინციპულად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კონკრეტული ნაბიჯები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ყოფით პრობლემებს კიდევ უფრო შეუმსუბუქებს.

შეგახსენებთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში 19 დეკემბერს გაიმართა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის განმარტებით, 2012 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მოცულობითი იქნება და ის ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.

ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დაირღვა. საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენს. პრობლემას აღიარებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დადო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы