
სოფელ ხორნაბუჯში საჩუქრები გადაეცა ლევან ბექაურის ხუთშვილიან ოჯახს, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროში ელგუჯა ცისკარაულის 7 შვილიან ოჯახს, სოფელ გამარჯვებაში გელა გიგაურის 5 შვილიან ოჯახს. ზემო მაჩხაანში პრეზიდენტის საახალწლო ნობათი გენადი ნატროშვილის 5 შვილიანმა ოჯახმა მიიღო, ოზაანში კი გივი ოზაშვილის ოთხშვილიანმა ოჯახმა. საჩუქარი მიიღო სოფელ არბოშიკში მარტოხელა ქალბატონმა ლილი ლ

გუბერნატორის ვიზიტით და პრეზიდენტის საჩუქრით გახარებულ ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს ასევე დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა,

შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროში ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრეც იმყოფებოდა. მან სოფლებში ოზაანსა და არბოშიკში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий