пятница, 20 января 2012 г.

ივანიშვილის დაფინანსებული პარტიებიდან დედოფლისწყაროში ოფისი პირველად "რესპუბლიკელებმა" გახსნეს

რესპუბლიკელები დედოფლისწყაროს საკრებულოს მანდატის მოპოვებას მექრთამე ყოფილი სამართალდამცველებით ცდილობდნენ
ბიძინა ივანიშვილისგან მილიონიანი დაფინანსების მიღების შემდეგ, პირველი, ვინც დედოფლისწყაროში პარტიის ოფისი გახსნა "რესპუბლიკელები" იყვნენ. როგორც მისი ადგილობრივი ხელმძღვანელები ამბობენ, პარტიის რაიონული ორგანიზაცია ამიერიდან გააქტიურებას გეგმავს. ბოლო ორი წლის მანძილზე ხსენებული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსახლეობის პრობლემების თაობაზე განცხადება ორჯერაც არ აქვთ გაკეთებული და არც პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ.
დედოფლისწყაროელებს დღესაც ახსოვთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რესპუბლიკელების სახელით დედოფლისწყაროში მაჟორიტარ კანდიდატებად საეჭვო წარსულის ყოფილი პოლიციელები ჰყავდათ დასახელებული.
იმხანად, ნეტგაზეთი "ქიზიყი" ექსკლუზიურად წერდა, რომ ე.წ. ოპოზიციურ სიაში ჩასმული ყოფილი სამართალდამცველები ქრთამის აღების ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი, რაც სკანდალს უფრო ამწვავებდა.
თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ დედოფლისწყაროს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ყოფილი პოლიციელი გიორგი ნასრაშვილი იყრიდა. ნასრაშვილი შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, საპროცესო გარიგებით, გირაოს სახით მან 10 000 ლარი გადაიხადა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.
სოფელ არბოშიკში მაჟორიტარად წარდგენილი მამუკა კოჭლამაზაშვილის ძმა, თურმან კოჭლამაზაშვილიც ყოფილი პოლიციელი გახლავთ და ისიც ქრთამის აღების ფაქტზე ნასრაშვილთან ერთად დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, კოჭლამაზაშვილსაც 2 წლიანი პატიმრობა და 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი პოლიციური წარსულის გახლდათ სოფელ ოზაანშიც. იოსებ ოზაშვილი რამდენიმე წლის წინ პოლიციიდან კახეთის მთავარი სამმართველოს მიერ მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო გათავისუფლდა.
"ქიზიყმა" პარადოქსული ფაქტებიც გამოაქვეყნა. პირობითი სასჯელის პარალელურად მაშინ დედოფლისწყაროს საკრებულოში მოხვედრას და დეპუტატის მანდატის მოპოვებას გეგმავდა ნოღაიდელის მოძრაობის მიერ სოფელ ქვემო ქედის მაჟორიტარად დასახელებული, ასევე ყოფილი პოლიციელი თემურ კურეტიშვილი. მას დედოფლისწყაროს სასამართლომ 4 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ამოწურული არ იყო.
იმხანად, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა ამ საკითხის ირგვლივ "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა და ფაქტიც დაადასტურა. გაირკვა, რომ კანდიდატმა ლიდერს დაუმალა, რომ პირობით სასჯელს იხდიდა: ,,აუცილებლად უნდა გავარკვიო და შეფასებებს მერე გავაკეთებ. წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. კურატიშვილი დაბარებული მყავს. პირადად აგვიხსნის ყველაფერს და ალბათ, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე პრესკონფერენციას გავმართავთ," - აცხადებდა ჯამასპიშვილი.
ამგვარი კანდიდატების ოპოზიციურ რიგებში გამოჩენამ დედოფლისწყაროელ ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციური პარტიების ამ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიან. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რეგიონებში ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებაზე განაწყენებული კადრების შემოკრეფას იწყებენ, თუმცა იმ ფაქტზე რატომღაც თვალს ხუჭავენ, რომ მათი დიდი ნაწილი ქრთამის აღებისთვის არის ნასამართლევი. ეს კი პარტიების ისედაც შელახულ რეპუტაციაზე დამღუპველად მოქმედებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 19 января 2012 г.

СENN დედოფლისწყაროში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) წარმომადგენლები, პროექტის – „კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ – ფარგლებში, დედოფლისწყაროს ეწვივნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.

СENN დედოფლისწყაროში, ინიციატივის სამიზნე სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ავითარებს ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას (OECI), რომლის მიზანიც პრობლემების და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება, საექსპერტო კვლევების განხორციელება, რეკომენდაციების მომზადება და ხელისუფლებასთან დიალოგია, როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე.

როგორც CENN–ის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, კახეთის მასშტაბით პროექტების განხორციელება საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მოხდება. საერთო ჯამში ის საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს მოიცავს და გეგმის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდისთვის დედოფლისწყაროს სახნავ–სათეს მიწის ფართობებზე მარცვლეული კულტურების ჩანაცვლება აუცილებელია. მან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სპეციალისტებით დახმარება და კონსულტაციების გაწევაში დახმარება სთხოვა.
„პრობლემა გვაქვს სოფლის მეურნეობის კუთხით. გვინდა, რომ ცალკეული კულტურები ჩავანაცვლოთ. უკვე ვცადეთ ხორბლის სიმინდით ჩანაცვლება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამან არ გაამართლა. ფერმერებმა დაინახეს, რომ მზესუმზირის მოყვანაც ხელსაყრელი არ არის. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნება, სპეციალისტებით დაგვეხმაროთ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ვითარებას შეისწავლიან და კვალიფიციურ რჩევას მოგვცემენ როგორ მოიქცეს ადგილობრივი ფერმერი, რომ ზარალი მაქსიმალურად შეამციროს და რაიმე სახის გამოსავალი მოინახოს. ისიც უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროში 58 000 ჰა მიწის მორწყვა ვერ მოხერხდება, მით უფრო, რომ სარწყავი სისტემები არ არსებობს. ამხელა ტერიტორიის მორწყვა კომუნისტების დროსაც ვერ ხერხდებოდა და ახლა ყოვლად წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა გელა თეთრაულმა.

შემდეგ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენლები იმ ფაქტით დაინტერესდნენ, რამდენად გაამართლა დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის პროექტმა დედოფლისწყაროში და როგორ გაიარეს მცენარეებმა ადაპტაცია. ამ საკითხზე განმარტება პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა გააკეთა.

„გერმანული მხარის დახმარებით დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტი განხორციელდა. თავდაპირველად, პროექტის პირველ წელს 25 სახეობის ნერგი დაირგო. გაშენდა როგორც ქარსაფარი ზოლები, ისე ტყის კორომები. ვცადეთ როგორც პატარა, ისე შედარებით მოზრდილი ნერგები. უნდა ითქვას, რომ პატარებმა უფრო გაამართლა. ის ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ გარემოს ვერ შეეგუვნენ, ამოვირეთ და საბოლოო ჯამში მხოლოდ 5 სახეობაზე შევჯერდით. საქმე იმაშია, რომ ახლახან იქ ნუშის ნერგები გავაშენეთ, კარგად იხარა, თუმცა მესაზღვრეებმა მინდორი გადაწვეს, ცეცხლი შემთხვევით ნუშის პლანტაციაშიც გადავიდა და 12 ჰა განადგურდა. უნდა ითქვას, რომ დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის საკითხს ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით არ ხვდება,“ – აღნიშნა საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ.

სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ოთარ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას გათბობის პრობლემა აქვს. დაცული ტერიტორიების გამო მოსახლეობა ვერც ტყიდან შეშის მომარაგებას ახერხებს, მანძილის სიშორის გამო კი ისედაც ძვირი მყარი საწვავის ტრანსპორტირება კიდევ უფრო სოლიდურ თანხებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მანძილის სიშორის გამო თითქმის აუხდენელ ოცნებად რჩება საზღვრისპირა სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძე, საქართველოს პარლამენტში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ფერმერი ელიზბარ იმერლიშვილი, ასევე ფერმერი ჯემალ კვანჭილაშვილი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პარამეტრები. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცეს კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა. გეგმა დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებით განპირობებულ პრობლემებს და მათი ადაპტაციის ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უშუალოდაა დაკავშირებული ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციასთან.

შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. უახლოეს პერიოდში პროექტი აქტიურად დაიწყებს დაგეგმილ საქმიანობებს.
შეხვედრის დასრულებისთანავე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები ერთობლივად დასახეს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებისკენ განსაკუთრებით არის მიდრეკილი, ამიტომ კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 18 января 2012 г.

ინციდენტი სოციალურ სააგენტოში - პროტესტის გამოსახატად მისული ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა

დედოფლისწყაროში, გამგეობის შენობის პირველ სართულზე მდებარე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისში 40 წლამდე ქალბატონი, რომელიც სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად მივიდა, შეუძლოდ გახდა.
დედოფლისწყაროში მცხოვრები თამარ გოგილაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, იქიდან კი მას კატასტროფის მედიცინის ცენტრი თბილისში გადაიყვანს.
როგორც რადიო "ჰერეთს" დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, ქალბატონი საავადმყოფოში ეპილეფსიური სტატუსით მიიყვანეს და მის მდგომარეობა ამჟამად საყურადღებოა. ზურიკაშვილის თქმით, ქალბატონს კატასტროფის ცენტრი თბილისში გადაიყვანს. ბრიგადა უკვე გამოძახებულია.
თვითმხილველების მტკიცებით, ქალბატონი სოციალური სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა და იქ არსებულ განუკითხაობას აპროტესტებდა, შეტევაც სწორედ ამ დროს დაეწყო.
მომხდარი ინციდენტის ირგვლივ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ზურაბაშვილმა კომენტარი რადიო "ჰერეთი"-ს პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ქალბატონი საკუთარი სტატუსის გარკვევას ცდილობდა და დაბალ ქულებს აპროტესტებდა. თუმცა ზურაბაშვილი აქვე ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ქალბატონი დახმარების მიმღებია.
"მას დახმარება არც შეჩერებული აქვს და არც მოხსნილი. ჩვენი მონაცემებით, ის ამჟამად დახმარების მიმღებად ითვლება. ეპილეფსიით ყოფილა ავად და ემოციურ ფონზე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით," - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი.
დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად დიდია. "ქიზიყის" ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ინციდენტები სააგენტოში ხშირად ფიქსირდება. ინტენსიურად შუქდება ისეთი ხელმოკლე ოჯახების პრობლემები, რომელთაც სააგენტომ დახმარებები სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზით მოუხსნა, ან შეუჩერა. ეს კი იმ ფონზე, როცა დედოფლისწყაროში კვლავაც ბევრი შეძლებული ოჯახი იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ საარსებო შემწეობას. /ქიზიყი/ აუდიო>>

სანადირო თოფით დაჭრილი 20 წლის ზაზა იოკურიძე გარდაიცვალა

EXCLUSIVE - ძველით ახალი წლის ღამეს დედოფლისწყაროში დაჭრილი 20 წლის ზაზა იოკურიძე უშედეგო ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მედიკოსები მის გადარჩენას რკინიგზის საავადმყოფოს, კრიტიკული მედიცინის ცენტრში რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში გადაასვენებენ. გარდაცვლილი დედოფლისწყაროს ერთ–ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა.
სისხლიანი დაპირისპირება დედოფლისწყაროში, ე.წ. „სამუხის“ ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც ცხვარს მწყემსავდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შელაპარაკება ძაღლის ლეკვზე წამოწყებულ დავას მოყვა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით მომხდარში ეჭვმიტანილმა 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიატოვა, რის გამო მისი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იოკურიძე თბილისში გადაიყვანეს. ქირურგ გია ბოსტოღანაშვილის განმარტებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენის ალბათობა თავიდანვე ნაკლები იყო. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდამ დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევა უკვე გახსნილია. დედოფლისწყაროს პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ ბეშიტაშვილი დააკავა. სამართალდამცავების მტკიცებით, მან ახმეტაში მცხოვრებ ზაზა იოკურიძეს სანადირო თოფით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. /ქიზიყი/

вторник, 17 января 2012 г.

სოფელ ხორნაბუჯში მაღაზიის ქურდობისთვის 25 წლის გოჩა ჩაჩაური დააკავეს

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხორნაბუჯში, ე.წ. „მაზოვკის“ დასახლებაში მდებარე სუპერმარკეტის ქურდობისთვის, 25 წლის გოჩა ჩაჩაური დააკავეს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გოჩა ჩაჩაურმა, რომელიც დედოფლისწყაროში სტუმრად იმყოფებოდა, ადგილობრივი მკვიდრის ირმა ბაცაცაშვილის კუთვნილი მაღაზიიდან სხვადასხვა სახეობის საქონელი მალულად გაიტანა. გამოძიების ინფორმაციით, ზარალი 1 000 ლარს აღემატება.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა დაკავებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 000 ლარის გადახდა დააკისრა და გამოსაცდელი ვადით 2 წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა. /ქიზიყი/

понедельник, 16 января 2012 г.

ბანკიდან თანხების მითვისებისთვის დაკავებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრებ 1991 წელს დაბადებულ პეტრე გაროზაშვილს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას თაღლითობა ედება ბრალად. საქმის სასამართლო განხილვა 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა

როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დანაშაულის ჩადენის მომენტში გაროზაშვილს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრალიც სწორედ ამ გარემოებამ დაამძიმა. მოსამართლის განმარტებით, დაკავებული 4 წელს იზოლატორში გაატარებს, ხოლო სასჯელის დანარჩენი ვადა პირობითი პატიმრობით შეეცვლება. /ქიზიყი/ აუდიო>>

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი ; ნიუსლაინი ; ექსპრესნიუსი ;

воскресенье, 15 января 2012 г.

„სამუხის“ ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭის სასიკვდილოდ დაჭრისთვის სიმონ ბეშიტაშვილი დააკავეს

სამართალდამცავების განცხადებით, ძველით ახალი წლის ღამეს დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევა გახსნილია. დედოფლისწყაროს პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ ბეშიტაშვილი დააკავა.

სამართალდამცავების მტკიცებით, მან ახმეტაში მცხოვრებ ზაზა იოკურიძეს სანადირო თოფით ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევა დედოფლისწყაროში, ე.წ. „სამუხის“ ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც ბეშიტაშვილი და იოკურიძე ცხვარს მწყემსავდნენ. ადგილობრივების განცხადებით, შელაპარაკება ძაღლის ლეკვზე წამოწყებულ დავას მოყვა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით მომხდარში ეჭვმიტანილმა 20 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიატოვა, რის გამო მისი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტრადა.

დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, იოკურიძე თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად პაციენტი მკუნალობას რკინიგზის საავადმყოფოს, კრიტიკული მედიცინის ცენტრში განაგრძობს. ქირურგ გია ბოსტოღანაშვილის განმარტებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

რკინიგზის საავადმყოფოს ექიმის ვასილ იაგანაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ წუთამდე რთული რჩება, მის სიცოცხლეს საფრთხე კვლავაც ემუქრება:

„მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. თუმცა, შემოყვანისას ის უფრო მძიმე ვითარებაში იყო. აღენიშნება ენდოტოქსიური და ჰიპომოვლენური შოკი. დიდი ოდენობით სისხლი აქვს დაკარგული, ამჟამად გადასხმები უტარდება,“ – აცხადებს ექიმი. /ქიზიყი/ ვიდეო>>

пятница, 13 января 2012 г.

რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენმა თავი მოიკლა და რა ოდენობის ტრაგიკული მსხვერპლი იყო 2011 წელს დედოფლისწყაროში

გასული, 2011 წლის შეჯამების მიზნით, არქივს თვალი ყურადღებით გადავავლეთ. აღმოჩნდა, რომ 2011 წელს დედოფლისწყაროში საკმაოდ ბევრი ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა.
განსაკუთრებით მძიმე იყო 24 სექტემბერს მომხდარი ავტოავარია, რასაც დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 7 ადამიანი და კიდევ ერთი მათი სტუმარი ემსხვერპლა. ჭოპორტის გზაზე, დუშეთიდან დედოფლისწყაროში მომავალ მიკროავტობუსში მსხდომი 8 მგზავრი დაიღუპა.

მთელი წლის განმავლობაში, 2011 წელს დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევების შედეგად სულ 24 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან სამი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვი, 11 კი ახალგაზრდაა.

დედოფლისწყაროში 2011 წელს ხუთი თვითმკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სამი ახალგაზრდაა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. 2011 წელს ორი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა.
* * *
– – – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი, 42 წლის ზურაბ ბუთხუზი თბილისში საკუთარ სახლში 30 დეკემბერს მოკლეს. ზურაბ ბუთხუზის გვამი ახლობლებმა ბინაში ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. ის მეუღლესთან განშორების შემდეგ თბილისში მარტო ცხოვრობდა და ხალიჩების მცირე ბიზნესს მისდევდა.
მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. 1970 წელს დაბადებულ გრიგოლ ლომთაძეს ბრალი ბუთხუზის ცივი იარაღით მკვლელობაში ედება. მასთან ერთად დაკავებული არიან არჩილ ზაზიაშვილი და დავით შანავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II-ე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.
არჩილ ზაზიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბუთხუზის ბინაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, შემდეგ სასმელი შემოაკლდათ, რასაც შეკამათება მოჰყვა. მისი თქმით, გრიგოლ ლომთაძემ საწოლთან წაქცეულ ზურაბ ბუთხუზს დანით ორი დარტყმა მიაყენა.
მასპინძლის გარდაცვალების შემდეგ ბინაში კიდევ ერთი პირი, 24 წლის ზურაბ ქვლივიშვილი ავიდა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულმა ლომთაძემ ძვირადღირებული სარეცხი მანქანისა და მაცივრის ბინიდან გატანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვა. როგორც გარდაცვლილის დამ ნათელა ბუთხუზმა "შირაქს" განუცხადა, დაკავებულ ბოროტმოქმედებთან ზურაბს დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებდა. განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ლომიძეს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ზაზიაშვილსა და ცანავას –7 წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ზურაბ ქვლივიშვილი საპატიმროში 2-დან 4 წლამდე გაატარებს.

– – – 2011 წლის 2 იანვრის ღამეს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ სანიაღვრე არხში მოსახლეობამ მოხუცი მამაკაცის გვამი შენიშნა. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ქალაქ დედოფლისწყაროში მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის გიორგი მჭედლიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა: ,,დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოწამვლის შემთხვევები ხშირი იყო. მჭედლიშვილს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გვამი მაშინვე პროზექტურაში გადავიყვანეთ." შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მოხუცი სუპერმარკეტის კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

– – – 5 იანვარს სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის ნასყიდა ჟიჟიაშვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სააბაზანოში მოხდა. წყლის ელექტრო გამაცხელებელმა წყალზე დენი გადაიტანა.

– – – 2011 წლის 9 მარტს დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ კეკიშვილი გლდანის იზოლატორში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დამ, ფიქრია კეკიშვილმა გაზეთ „შირაქს“ განუცხადა, მამაკაცს საპყრობილეში ტუბერკულოზის მწვავე ფორმა განუვითარდა. პაციენტი საკანში ვერც მკურნალობის კურსს იტარებდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია: „7 წელი ჰქონდა მისჯილი და საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა. ბოლოს ე.წ. „ტუბზონაში“ იმყოფებოდა. ციხეში ჯანმრთელი შევიდა, მაგრამ იქ დაავადდა. ვერ იმკურნალა, შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქცია და დაიღუპა. ამდენი ნერვიულობის ფონზე დედაც მალევე გარდამეცვალა,“ – ამბობს ფიქრია კეკიშვილი.
როგორც „შირაქმა“ გაარკვია, გარდაცვლილი ნიკოლოზ კეკიშვილი სასჯელს თანამზრახველთან, 32 წლის ბესიკ სააკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მკვიდრის, მარინა კაკალაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის იხდიდა.

– – – 29 მარტს სოფელ წითელწყაროში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებმა 84 წლის ნინა შოშიაშვილის გვამი იპოვეს, მას ძალადობის კვალი, ან რაიმე სახის გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

– – – 27 მაისს დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში გველის მიერ დაკბენილი 3 წლის ამილ გასანოვი დაგვიანებული მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარი მასშტაბურ სკანდალში გადაიზარდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რადგან მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
საპირისპიროს ამბობდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. „მაქსიმუმ 30 წუთზე მეტი არ გასულა რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. კარგია რომ მალე მოსულხართო, დააწვინეს და რაღაცა გაუკეთეს. არ უთქვამთ, რა ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ და მერე, ბოლოს გვითხრეს, რომ შრატი არ გვაქვს და თბილისიდან რომ მოდის სასწრაფო ის მოიტანსო. სასწრაფო 5-6 საათის შემდეგ მოვიდა და ბავშვი გარდაიცვალა. თუ კი ვერ უშველიდა და არ ჰქონდა რამე საშუალება, გვეტყოდა, მიდით, გადაიყვანეთ სადმე, ან წამალი არ მაქვსო. ჩვენ მივხედავთ, კარგიაო და შედიოდა და გამოდიოდა. აბა, მწყემსმა კაცმა რა ვიცოდი, რას აკეთებდა“, - აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის მამამ ნალიბ გასანოვმა.
2 ივნისს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი, პრეზიდენტის მკაცრი განცხადების შემდეგ, 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააპატიმრეს. პროკურატურაში კი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი. დაპატიმრებული ექიმი კი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

– – – 28 ივნისს სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოავარიას დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის დინა ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელიც რუსთავიდან დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, საბურავი გაუსკდა და ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
მომხდარის გამო სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელი ამირან გონაშვილი დააკავეს. #4 სამმართველოს უფროს მაიორ დემურ კეკენაძის თქმით, ამირან გონაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება მაშინვე შეუჩერდა. კეკენაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გონაშვილი დაწინაურებას აღნიშნავდა. დემურ კეკენაძის განმარტებით, გონაშვილს რიგითის წოდება ჰქონდა და პოლიციაში ახალი მიღებული იყო, ამდენად, მას ე.წ. „პაგონები“ არ ექნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თვითმხილველებიდან ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა ნასვამი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიზეზით მოხდა.
„კაჭრეთის რესტორანში 4–5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ, ფორმაც ეცვათ... როცა დათვრნენ „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს, ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ბევრი დალიეს, მერე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ–ერთს ეუბნებოდნენ უნდა მოგკლათო!... ამ ბიჭს შეეშინდა, გამოიპარა, ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა – მემუქრებიანო და დედოფლისწყაროში წავიდა. დანარჩენებიც დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ცოტა ხანში ეს ავარიაც მოხდა,“ – ერთერთი თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ნაამბობი მედიით გავრცელდა. კაჭრეთის რესტორნის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მათთან ნამდვილად იქეიფეს, ძალიან დათვრნენ და კამათიც მოუხდათ. დაკავებული ამირან გონაშვილი დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილები. ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი საცხოვრებლად ქალაქ დედოფლისწყაროში ახლახან გადმოვიდნენ.
სასაზღვრო პოლიციელის მხრიდან ავტომობილის სისწრაფის გადაჭარბებისა და ადამიანის გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, შედეგად ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა განაცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. სადამსჯელო ღონისძიებები კაპრალ გოჩა მაძღარაშვილის წინააღმდეგაც განხორციელდა.

– – – 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. კაკლის ყურეში ხანძარს ნაკრძალის მორიგე რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ საბათლოში მცხოვრები 52 წლის დურსუნ სურმანიძე ბალახზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას დამოუკიდებლად ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 60 მეტრი სიღრმის კლდეში ჩავარდა. რეინჯერმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. შანშიაშვილის თქმით, რეინჯერის ოჯახს გამგეობა ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.

– – – 3 აგვისტოს საღამოს, სოფელ ზემო მაჩხაანში, მამუკა ნატროშვილის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 70 წლის ომარ ჭიღიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის უფროსი, 45 წლის მამუკა ნატროშვილი კი სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა განაცხადა, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მამაკაცების დაუდევრობის გამო ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია. ამას გარდა, იმავე დღეს კიდევ ერთი ხანძარი ადამიანის სხეულის დამწვრობით დასრულდა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელშიც. როგორც გვაცნობეს, სოფელ არხილოსკალოში სახლს ცეცხლი ელექტრო ღუმელიდან გაუჩნდა. 60 წლის გულიკო არაბულმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მოხუცმა ქალბატონმა სავარაუდოდ გონება დაკარგა და ელექტრო ღუმელს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული 30 წლის ვალოდია ლალაიანი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გაზეთ "შირაქის” ინფორმაციით, ცხედარი 10 აგვისტოს ღამით თავისსავე საცხოვრებელ სახლთან მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში ნახეს. გვამი მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი თქმით, იქვე სხვადასხვა მედიკამენტებიც ეყარა. სავარაუდოდ, ლალაიანმა თვითმკვლელობა მედიკამენტების დიდი დოზის მიღების შემდეგ განახორციელა.

– – – საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის რევაზ ჟამურელის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება 20 დღიანი დაგვიანებით მოხერხდა. ის საქართველოში 30 ივლისს ჩამოასვენეს და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში 31 ივლისს დაკრძალეს.
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი თავართქილაძის განცხადების მიუხედავად, თითქოს ცხედრის გადმოსვენება 28 ივლისს ათენი–თბილისის რეისით მოხდებოდა, გადმოსვენება მაინც ვერ მოხერხდა. ელჩი ირწმუნებოდა, რომ ჟამურელის გადმოსვენების გაჭიანურება ოჯახის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა გარდაცვლილის ოჯახი, მათი თქმით, პროცესი დოკუმენტების არარსებობის გამო გაჭიანურდა.
ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურებრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა.

– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული კიდევ ერთი მამაკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დუშეთში, მამა-პაპისეული სახლის მეზობლად მიტოვებულ ბინაში 14 აგვისტოს რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ 39 წლის ზვიად გოგოჭურს ახლობლები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ. მის ცხედარს სწორედ მისმა ძმამ მიაგნო.
,,ბოლო პერიოდში არსად ჩანდა. ეგონათ შატილში იყო, მაგრამ დარეკეს და იქ არ აღმოჩნდა. ზვიადს ქალაქ რუსთავში დები ჰყავს, გაირკვა, რომ არც იქ იმყოფებოდა. შემდეგ დუშეთში გარდაცვლილი იპოვეს. არავინ არ იცოდა რა მოხდა, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. თავი მოიკლა, თუ ვინმემ მოკლა, ამასაც არავინ ამბობდა," - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი თამარ მინდიკაური.
,,დუშეთში პაპისეული ბინა აქვთ. ახლახან, შატილობის დღესასწაულს ძმასთან ერთად ესწრებოდა. მერე ძმამ ზვიადი გამოაცილა და თვითონ დუშეთში მისი პაპის ბინაში დარჩა. ძმას ეგონა, რომ დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. რამდენიმე დღე რომ არსად გამოჩნდა, მერე რუსთავში დებთან დარეკეს, ზვიადი არც რუსთავში აღმოჩნდა, არც დედოფლისწყაროში. ძებნა დაიწყეს და იქვე დუშეთში, პაპისეული სახლის მახლობლად მდებარე მიტოვებულ ბინაში იპოვეს. ვენები ჰქონდა გადაჭრილი," - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ნათელა გოგოჭური.

– – – 18 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე მწყემსი ფერმის მეპატრონემ გარდაცვლილი იპოვა. ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 61 წლის ოთარ ზაქაიძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი აღმოჩნდა, ის ფერმაში მარტო მუშაობდა. როგორც შსს დედოფლისწყაროს სამმართველოში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.

– – – 7 სექტემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრები 53 წლის პაატა პაპიაშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა და არც რაიმე სახის პრობლემა აწუხებდა.

– – – ქალაქ დედოფლისწყაროში ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 64 წლის ლერი ნატროშვილი, რომელიც ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ღუდუშაურის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მამაკაცს იმდენად მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა, გადარჩენა შეუძლებელი გახდა. უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 2011 წლის 1 სექტემბერს მოხდა.

– – – 18 სექტემბრის საღამოს ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები 45 წლისზურაბ ლურსმანაშვილი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა: „ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ელიას მთაზე მდებარე ეკლესიაში მეგობრებთან ერთად სალოცავად იყო ასული,“ – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. „მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციაში.

– – – 24 სექტემბერს საღამოს დუშეთის რაიონში საზარელი ავტოავარია მოხდა, შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეებისა და ნაკაშიძეების ოჯახების რვა წევრი დაიღუპა. ჭოპორტის გზაზე გარდაცვლილთა შორის 3 წლის ბავშვი და მისი 24 წლის დედაც არიან.
3 წლის ბაჩო შაინიძე მცხეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხოლო, ბავშვის დედა, სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი 22 წლის თეონა ნაკაშიძე და ბიძა 25 წლის თენგო ნაკაშიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი დედა 47 წლის ნაზი ხილაძე–ნაკაშიძე მეათე დღეს, 4 ოქტომბერს ღუდუშაურის კლინიკაში უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ ასევე სამთაწყაროში მცხოვრები 29 წლის ნოდარ ხილაძე და მისი მეუღლე 27 წლის ნესტან ხილაძე, ასევე ოჯახის უფროსი 50 წლის შაქრო ხილაძე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
გარდაცვლილია ასევე, მათთან ერთად სტუმრად მყოფი, ბათუმში მცხოვრები 18 წლის მერი ზოიძე. მას სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მედიკოსების განმარტებით, გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ფორდის მარკის მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ის მორებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 12 მგზავრი დაშავდა. როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, ავარიის გამომწვევი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსი გახდა. „სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი სამარშრუტო ტაქსი გახდა", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც შეშის მორები გადაჰქონდა, ფასანაურიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად დაეჯახა. ავარიის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, რომელსაც კამაზიდან გადმოვარდნილი ხის მორი დაეცა.
როგორც სამთაწყაროს მკვიდრმა, მომხდარის თვითმხილველმა ამირან ხილაძემ "შირაქს" განუცხადა, მათი ნათესავისვე კუთვნილი მიკროავტობუსით სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეები ნათლობაში იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში დაბრუნების დროს კი დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მათი მანქანა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. გარდაცვლილების ახლობლებს ადგილზე მიუსამძიმრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და პარლამეტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა. გარდაცვლილების ცხედრები დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროში დაკრძალეს.

– – – 26 სექტემბერს დიდი ოდენობით მედიკამენტების არასწორად მიღების შედეგად კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები 78 წლის ანიკო მერაბიშვილი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მოხუც ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და გადაადგილება უჭირდა.

– – – 13 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები სტუდენტი, 19 წლის დავით წიკლაური თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ფარდის მეშვეობით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დასთან ერთად ცხოვრობდა. ის პირველი კურსის სტუდენტი იყო და კერძო ფირმაში მუშაობდა. ახლობლების განმარტებით, სულ ორი თვე იყო, რაც ის დედაქალაქში გადავიდა.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, თვითმკვლელობის მომენტში თავად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, ძმა კი თბილისში მარტო დარჩა, უკან დაბრუნებულს ის ჩამომხრჩვალი დახვდა. „დილის ცხრა საათზე დავურეკე, ვესაუბრე, არაფერი შემიმჩნევია. 11 საათზე უკვე თბილისში ვიყავი. თვითმკვლელობაც ამ შუალედში მოხდა,” – აცხადებს გარდაცვლილის და ნონა წიკლაური.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია ორი წერილი, ერთში 19 წლის ბიჭი თვითმკვლელობაზე საუბრობს და ოჯახის წევრებს პატიებას სთხოვს, მეორე წერილში კი აღნიშნავს, რომ კარს ღიას ტოვებს. ნათქვამია წერილში. დამ ნაწერში ძმის კალიგრაფია ამოიცნო.

– – – 29 ნოემბერს გამთენიისას ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე ბანკი „კონსტანტას“ მშენებარე ოფისის ეზოში, დარაჯის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 77 წლის გიორგი ოზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ოზაშვილი სამშენებლო სამუშაოებს დარაჯობდა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება დილის 4:37 წუთზე შევიდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყარაულო ოთახში მხოლოდ მამაკაცის გვამის ნაწილები იყო.

– – – 2011 წლის 9 დეკემბერს დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობამდე მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ახალშობილი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია. ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა, ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდანაა და ქალაქ დედოფლისწყაროშია გათხოვილი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედპერსონალის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები არც გარდაცვლილის ოჯახს გამოუხატავს.

– – – 26 დეკემბერს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონში. სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას 59 წლის ალბერტ სამუკაშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი სასტიკად არის ნაწამები და ყელი აქვს გამოჭრილი.
გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ მამაკაცი ახლობლის ფერმაში საქონლის სადარაჯოდ 1 დღით იყო მისული. „30 მეტრი არის ნათრევი და სისხლის კვალიც არის. საქონლის ფერმის მეპატრონის დედა გარდაიცვალა და მათ მაგივრად დროებით მამაჩემი დარაჯობდა, იმ დილით უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით და პოლიციამ გვითხრა, რომ მამაჩემი მოკლული იყო,“ – აცხადებს გარდაცვლილის ვაჟი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არაფერია წაღებული. მამაკაცის ცხედარი სოფელ სამრეკლოში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სასტიკი მკვლელობა უკვე გახსნილია. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს, რომელმაც 59 წლის ალბერტ სამუკაშვილი ჯერ აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილიც და მოკლულიც მწყემსები იყვნენ, რომელთა შორისაცურთიერთშელაპარაკება მოხდა. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ 1969 წელს დაბადებულ იარუჯი ფაშაევს ეძებს.

– – – უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროდან უკვე მერამდენე თვეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულად ორი მამაკაცი ითვლება. არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაურისა და სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებ 34 წლის ემზარ გოგოლაურის კვალი ამ დრომდე არ ჩანს.
გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. ის მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.
დაკარგულის მამა მათე გოგოლაური თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:
,,გაუჩინარების წინა ღამეს, 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური მომესმა. კარი შევხსენი, დავინახე, წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "შირაქს" მათე გოგოლაურმა.
მეორე დაკარგული კი სახლიდან 2010 წლის 26 სექტემბერს, მეგობართან დათო ბურდულთან ერთად სანადიროდ გავიდა და თან ძაღლი წაიყვანა. მას შემდეგ მოზარდს ვერსად მიაგნეს, ხელჩასაჭიდ ინფორმაციას ვერც მისი მეგობარი ამბობს.

ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი "შირაქი"
კრიმინალური ანგარიში – 2011

სოფელ ზემო ქედში პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 1989 წელს დაბადებული დავით მამულაიძე დააკავეს.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 120–ე და 238–ე მუხლებითაა აღძრული, რაც ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანებას და ასევე, ცივი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. პოლიცია დაზარალებულის ვინაობას არ ახმაურებს.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა მამულაიძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე უკვე იმსჯელა.

20 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, ბიუჯეტის სასარგებლოდ, რა ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს დაკავებულს და როდის დატოვებს წინასწარი დაკავების იზოლატორს.

სიღნაღის პროკურატურის პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა ხსენებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებისთვის კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად სხდომის გადადება ითხოვა. /ქიზიყი/

გამოხმაურება: მედიანიუსი ; geworld ; ნიუსლაინი ;

четверг, 12 января 2012 г.

CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ

Exclusive - „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ CENN დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 13 იანვარს საქმიან შეხვედრებს გამართავს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა „ქიზიყს“ აცნობა, შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დღის 13:00 საათისთვის დაიწყება, შეხვედრაზე ჟურნალისტებიც არიან მიწვეულნი.

შეხვედრის დასრულებისთანავე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებს ერთობლივად დასახავენ.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებისკენ განსაკუთრებით არის მიდრეკილი, ამიტომ კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

CENN-ის მწვანე ცენტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ ბულაჩაურში მდებარეობს, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ბორჯომის, ხელვაჩაურის, ქედასა და ახალციხის 42 სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს მასპინძლობდა. საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თემატურ ლექციქ–სემინარებში, გარემოსდაცვით თამაშებსა და საველე გასვლებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტ «კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების» ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11-დღიანი ეკობანაკიც გახსნა. ბანაკის გახსნაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზედგინიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი შონვაძემ მიიღეს. /ქიზიყი/

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გასაიდუმლოებულად ჩატარდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის პირველი სხდომა 10 იანვარს გაიმართა. ლევან ბაღაშვილი მიმდინარე წლის 29 იანვრის ჩათვლით შვებულებაში იმყოფება, ამიტომ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი უძღვებოდა.

სავარაუდოდ, ეს რიგგარეშე სხდომა უნდა ყოფილიყო, რადგან ტრადიციულად საკრებულოს სესია ყოველი თვის ბოლო რიცხვებში იმართება.

ამჯერად, დეპუტატები გასაიდუმლოებულად შეიკრიბნენ. საკრებულოს სხდომის არაგეგმიურად ჩატარების თაობაზე ინფორმაცია დედოფლისწყაროში მოქმედ არცერთ მედიასაშუალებას არ ჰქონდა.

ადგილობრივ გაზეთ „შირაქისა“ და ნეტგაზეთ „ქიზიყში“ აცხადებენ, რომ საკრებულოს 10 იანვრის სხდომის მოულოდნელად ჩატარების თაობაზე არაფერი იცოდნენ და მათთვის ინფორმაცია არავის უცნობებია. ამ მიზეზით სხდომამ ამჯერად ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომაზე ჩვენთვის უცნობ სხვა საკითხებთან ერთად დეპუტატებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სამსახურის შექმნის შესახებ.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში განმარტავენ, ახალი სამსახურის ძირითად ფუნქციებში შევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითრების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

ცნობისთვის, უკვე მერამდენე თვეა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთარ ვებ–გვერდზე სხდომების ჩატარების თარიღების წინასწარ ანონსირების ტრადიცია დაირღვა. საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო მეხრიშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან სხდომების დაგეგმვის თაობაზე ინფორმაციის მიწვდას არ ახდენს. პრობლემას აღიარებს საკრებულოს აპარატის უფროსი ხათუნა გონაშვილიც, რომელმაც საკითხის დარეგულირების პირობა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დადო. /ქიზიყი/

среда, 11 января 2012 г.

პოლიციამ 52 წლის ქალი და 40 წლის მამაკაცი დააკავა

EXCLUSIVE - შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები 1972 წელს დაბადებული დავით ჯამასპიშვილი დააკავეს.

ჯამასპიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერება, ანდა რაიმე სახის საეჭვო ნივთები ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ექსპერტიზამ მის სისხლში ნარკოტიკების ზემოქმედების კვალი დაადგინა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 45 მუხლით აღიძრა.

დედოფლისწყაროს სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა მამაკაცს ჯარიმის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა და 30 დღიანი პატიმრობა დააკისრა.

პოლიციამ ასევე სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 1960 წელს დაბადებული ცისანა გელაშვილი 10 იანვარს დააკავა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ქალბატონი მეზობლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

გელაშვილმა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი მისამართითაც აგრძელებდა. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა ის დააკავეს, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფას პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდა. პოლიციაში სს საქმე 173–ე მუხლით აღიძრა.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ქალბატონს 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი : ჯეონიუსი ; ნიუსლაინი

ოპოზიცია ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემთხვევაში საპროტესტო აქციას გეგმავს

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის მოხსნის შემთხვევაში საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, “სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა ანზორ მაძღარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მუზეუმთან მისასვლელი გზის ავარიულობა გააპროტესტა და სიღნაღის გალერეაში 2008 წელს გამოფენილი ფიროსმანის ორი ორიგინალის - "მალაკნების ქეიფი" და "მუშა სოსო" უკან დაბრუნება მოითხოვა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ფიროსმანობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სიიდან ანზორ მაძღარაშვილი ამოიღო".

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ატესტაციაზე ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ადგილობრივმა "ნაციონალურმა" მთავრობამ წარადგინა სახელისუფლებო კადრი ნელი გობეჯიშვილი, რომელიც კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზდულ საქმეთა საკითხების მთავარი სპეციალისტი გახლავთ. "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ანტიხალხურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას აპროტესტებს. მათ ეროვნულობისა და კულტურის სიყვარულის არაფერი გაეგებათ. ხელისუფლებას კულტურის ძეგლები პოლიციის გამჭვირვალე შენობათა შადრევანი ჰგონია.
ანზორ მაძღარაშვილის, ამ პატრიოტი მამულიშვილის გათავისუფლების შემთხვევაში "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ განუკითხაობის შესაჩერებლად მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციას გამართავს", - განაცხადა დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მირზაანში ფიროსმანის მუზეუმის დირექტორად ნელი გობეჯიშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია "ქიზიყმა" ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაავრცელა. ამის შესახებ სტატიები ცენტრალურმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს და კახეთის რეგიონში, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" ეთერშიც რამდენჯერმე გაჟღერდა. /ქიზიყი/

вторник, 10 января 2012 г.

ახალი საავადმყოფო დედოფლისწყაროს 2013 წლის მარტში ექნება

მინი დოსიე: ხათუნა ზურიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 30 აგვისტოს, ქ. თბილისში. დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც შინაგანი მედიცინის სპეციალობით დაამთავრა. 1996 წლიდან მუშაობდა დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, 2002 წლიდან დედოფლისწყაროს შპს "საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების" სასწრაფო დახმარების ექიმად. ხოლო, 2005 წლის 26 მაისიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური დედოფლისწყაროში ცალკე შპს–დ ჩამოყალიბდა და ხათუნა ზურიკაშვილი მის ხელმძღვანელად დაინიშნა, 2011 წლის 21 ოქტომბრიდან დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს "ადითის" დედოფლისწყაროს ფილიალის დირექტორია. ჰყავს მეუღლე და 1 ვაჟი.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს "ადითის" ადგილობრივი ფილიალის უფროსი ოთარ ქებაძე დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარება "133"-ის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა შეცვალა.
ხათუნა აგლაძე–ზურიკაშვილი საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსად გადაყვანის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მუშაობას 21 ოქტომბრიდან შეუდგა. მას დედოფლისწყაროელები კარგად იცნობენ და მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ზურიკაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფო სავარაუდოდ 2013 წლის 1 მარტისთვის ექნება, გახსნის ცერემონიაც სწორედ ამ დღისთვის იგეგმება.

ხათუნა ზურიკაშვილი: "ექიმის პროფესია ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა. ზოგადად პაციენტი მიყვარს. როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ, მის მადლიერ თვალებს ვერასოდეს დაივიწყებ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, დღეს ექიმები მთლად კარგ დღეში არ არიან... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიის არჩევის დროს განსაკუთრებული ფიქრი და ყოყმანი არ დამჭირვებია – გადაწყვეტილება საკმაოდ მტკიცე იყო.
ძალიან მინდა, რომ დედოფლისწყაროში სამედიცინო სფერო განსაკუთრებულად მოწესრიგდეს. უცხოელი ინვესტორები ასეთ პირობას დებენ კიდეც, რომ ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება. რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ინვესტორები რაიონის სპეციფიკას ითვალისწინებენ და ყურადღებით გვისმენენ.
–– ინვესტორის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი პირობაა, თუ დოკუმენტურად არის გაფორმებული?
–– პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ცხადია, ეს ინვესტორის ვალდებულებაც არის და ეს პირობა ხელშეკრულებაშიც არის ჩადებული.
როგორც ცნობილია, სულ მალე დედოფლისწყაროს საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ამჟამინდელ პოლიკლინიკის შენობაში დაიდებს ბინას. სასიხარულოა, რომ სტაციონარი ამავე შენობაში განთავსდება და ჩვენი სისტემა ასე უფრო მობილური იქნება. პაციენტებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე სიარული. ყველა სპეციალისტი ამ შენობაში იმუშავებს და მოსახლეობას მოემსახურებიან.
–– ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების სტაციონარი უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროშიც გაიხსნება. როდის იგეგმება შესაბამისი სამუშაოების დაწყება?
–– ამ ეტაპზე პროექტი შედგენილი არ არის. დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფოს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2013 წლის 1 მარტია დასახელებული. ჯერ დრო კიდევ არის, სულ მალე დაპროექტდება და სამუშაოებიც დაიწყება. საუბარი არის იმაზეც, რომ შესაძლოა, შენობას გარკვეული ნაწილი კიდევ მოაშენონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ფართი საკმარისი იქნება. ახალი საავადმყოფო 30 საწოლიანი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შენობამ არ დაიტიოს.
–– გასულ თვეებში აჟიოტაჟი იყო კადრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, სპეციალისტების ნაწილმა აქ დარჩენაზე უარი თქვა და კერძო კლინიკებში გადანაწილდა...
–– საკადრო ცვლილებებთან ან კადრების შემცირებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩვენთან რაიმე სახის ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბედნიერი ვარ, როცა ვუყურებ, რომ ჩემი ქალაქი დღითიდღე ლამაზდება. განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი მოწესრიგდა. პოლიციის ახალმა თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობამ და დეკორატიულმა მესერმა დედოფლისწყაროს თავისებური ხიბლი შესძინა. მინდა, რომ სულ მალე ასეთივე სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სამედიცინო სფეროშიც განხორციელდეს, პაციენტები გალამაზებულ შენობაში მივიღოთ და თანამედროვე სტანდარტების აპარატურით მოვემსახუროთ.
–– როგორც ვიცი სასწრაფო ბრიგადების გამოძახებასთან დაკავშირებით სოფელ კასრისწყალის მოსახლეობას ჰქონდა პრობლემები. ეს სოფელი დედოფლისწყაროს ესაზღვრება, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რის გამოც მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის.
–– შემიძლია უფრო ფართო სტატისტიკური მონაცემები წარმოგიდგინოთ, თუმცა ვფიქრობ ისიც საკმარისია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე სოფელ კასრისწყლიდან დედოფლისწყაროში 4 პაციენტი გადმოვიყვანეთ და ადგილობრივ სტაციონარში მოვათავსეთ. ეს სოფელი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ახმეტიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის აქ გამოძახება ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას უყურადღებოდ ვერ მივატოვებთ და გამოძახებებზე მაინც გავდივართ. გასულ თვეში 4 გამოძახება დაფიქსირდა, რაც ცოტა ნამდვილად არ გახლავთ."

შეგახსენებთ, ოთარ ქებაძემ ამ პოზიციაზე სულ 3 თვე იმუშავა. იმავდროულად ის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით 3 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ მოხდა.
ოთარ ქებაძემ გათავისუფლების მიზეზებზე "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა:

"მე ვარ ე.წ. მობილური ადამიანი, ანუ სადაც ჩემს ორგანიზაციას დავჭირდები, იქ გადამიყვანენ. ახლაც ასე ჩათვალეს საჭიროდ და ცვლილებაც ამიტომ განხორციელდა. თუმცა, მე ისევ შპს "ადითში" ვრჩები. დღეიდან კურატორად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მთავარია, დედოფლისწყაროში ჩემი ფუნქცია უკვე შევასრულე. დედოფლისწყარო ძალიან შემიყვარდა, უქმე დღეებზე მეუღლესთან ერთად მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს ვეცნობოდი და აქაურობამ ძალიან მოხიბლა. ჩემი მეუღლეც ძალიან მოიხიბლა და ცდილობდა ხშირად ჩამოსულიყო. ამიტომ, გული მწყდება, რომ დაგემშვიდობეთ,"– აცხადებს ოთარ ქებაძე.

გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურიც ებრაულმა კომპანია შპს "ადითმა" შეიძინა და საავადმყოფოს შეუერთდა. 133–ში აცხადებენ, რომ ზურიკაშვილის საავადმყოფოში გადასვლის შემდეგ მათთან ახალი ხელმძღვანელი არ დანიშნულა და მათ უფროსობას კვლავაც ზურიკაშვილი შეითავსებს.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

დიმიტრი კვიწინაშვილის მეუღლე სააღმზრდელო ცენტრში დასაქმდა – ოპოზიციის მტკიცებით მას უმაღლესი განათლება არ აქვს

დედოფლისწყაროში უშიშროების სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენლის დიმიტრი კვიწინაშვილის მეუღლე ნინო კვიწინაშვილი დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრში სპეციალისტად დაასაქმეს. მისი თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ კვიწინაშვილის მეუღლე სამსახურში სულ ახლახან მიიღეს.

დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხაზს იმ გარემოებას უსვამენ, რომ ნინო კვიწინაშვილს უმაღლესი განათლება არ გააჩნია და ის სამსახურში მხოლოდ მისი მეუღლის გავლენით „მოაწყვეს“. ისინი ხელისუფლების ამგვარ მიდგომას აპროტესტებენ და დაუშვებლად მიიჩნევენ.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში სხვადასხვა ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების მეუღლეების ამა თუ იმ თანამდებობებზე დასაქმების ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.
დედოფლისწყაროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლის ილია ნატროშვილის მეუღლე რუსუდან ლათიბაშვილი დედოფლისწყაროს #14–ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ასევე, კუდ–ის ადგილობრივი თანამშრომლის სოსო ბენაშვილის მეუღლე ია სეხნიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტად მუშაობს. /ქიზიყი/

понедельник, 9 января 2012 г.

შვეიცარია დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში მეცხოველეობის განვითარების პროექტებს დააფინანსებს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შემავალ ოცზე მეტ სოფელში შვეიცარული ორგანიზაცია მეცხოველეობის განვითარების პროექტებს განახორციელებს.

საქართველოში მეცხოველეობის განვითარების პროექტის განხორციელებას კახეთის სამი მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS EPER“ იწყებს. უკვე შერჩეულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის 5, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS EPER–ის წარმომადგენლები პროექტში მონაწილე სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდებიან და გამოიკითხავენ მათ აზრს. პროექტის მიხედვით დადგინდება, რა ტიპის დახმარების გაწევა ესაჭიროებათ ხსენებული სოფლების მოსახლეობას მეცხოველეობის განვითარებისთვის. იგეგმება მსხვილფეხა ცხოველის შეყვანა, უკვე არსებული ფერმისათვის ვეტერინალური დახმარების გაწევა, თუ რძის გადამამუშავებელი აპარატურის ან საკვები ბაზისათვის საჭირო ტექნიკის შემოტანის უზრუნველყოფა და ა.შ.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, პროექტები რეგიონის მასშტაბით უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. /ქიზიყი/

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ; ნიუსლაინი ;

სკანდალურად გათავისუფლებული პროკურორის სასწრაფოდ დასაქმებას აპროტესტებენ

„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში სკანდალურად გათავისუფლებული პროკურორის დავით დუღაშვილის სასწრაფოდ დასაქმებას აპროტესტებს.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილის თქმით, დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი 2010 წლის შემოდგომაზე თანამდებობიდან სკანდალურად მოხსნეს. მისი გათავისუფლება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ ცოლ-ქმარის, ნონა მეხრიშვილის და გია ტალიაშვილის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

პირად საუბარში ცოლ-ქმარი აღნიშნავდა, რომ დავით დუღაშვილმა მათ ქრთამი მოსთხოვა, მათ ეს ჩანაწერი წარადგინეს ზემდგომ ორგანოებში და დავით დუღაშვილი მტკიცებულების გამო, იძულებული გახდნენ სამსახურიდან გაეშვათ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარს არ აპატიეს პროკურორის „გაფუჭება“, მოვალეებს ერთობლივი განცხადება დააწერინეს და თაღლითობის ბრალდებით ისინი ციხეში გაუშვეს.

შეგახსენებთ, ცნობილი ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი, ჯერ კიდევ მუშაობის დროს გულგრილობისთვის დავით დუღაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

,,ზოგადად როგორც ყველგან, პოლიცია და სასამართლო პროკურორის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. დავით დუღაშვილი მოქმედებდა პირადი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ინტერესით, მან საკუთარი დისშვილის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის გულისთვის, რომელიც სარჩულად დაუდეს მოზარდების კამათს, სამი არასრულწლოვანი ციხეზე გაუშვა და ცხოვრების გზა გაუმრუდა. ,,ნაციონალურმა რეჟიმმა შემოიღო დაპატიმრებული მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის სამარცხვინო სისტემა, ე.წ.საპროცესო შეთანხმება 2010 წელს დედოფლისწყაროში 20-მდე მოზარდს შეუფარდეს საპროცესო შეთანხმება. 2010 წლის ზაფხულში ერთდროულად 9 მოზარდი გააგზავნეს ციხეზე. ასეთი ფაქტები მრავლადაა. სკანდალურად გათავისუფლებული დავით დუღაშვილი სასწრაფოდ დაასაქმეს სამაშველო განყოფილების უფროსად საკრებულოს თავმჯდომრის მითითებით", _ აცხადებს გურაშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ამ განუკითხაობას. ,,ვეკითხები კომპეტენტურ ზემდგომ ორგანოებს, რადგან ადგილობრივები მაფიოზურ-კლანურ ურთიერთობაში არიან თვითმმართველობასთან, არ გაინტერესებთ, რა იცის ისეთი მათ საქმიანობაზე ყოფილმა პროკურორმა დავით დუღაშვილმა, ასე სასწრაფოდ რომ დაასაქმა თვითმმართველობამ? სხვათაშორის, დავით დუღაშვილი გახლავთ 50 წლამდე ასაკის. როგორც მოგეხსენებათ 45 დან 60 წლამდე დასაქმება ახლა დიდი პრობლემაა, რაც დუღაშვილისთვის ადვილად გადასაჭრელი საკითხი აღმოჩნდა.

მოვითხოვთ. ზემდგომმა ორგანოებმა სასწრაფოდ დაიწყონ თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც,რომ კონტროლის პალატას 7 წელია არ მოუხდენია დედოფლისწყაროს ბიუჯეტის მიზნობრიობის შემოწმება, არადა კანონით უნდა ხდებოდეს 2 წელიწადში ერთხელ", _ აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე.

"ქიზიყის" ინფორმაციით დედოფლისწყაროში გათავისუფლებული პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ექს–პროკურორი მერაბ ფიროსმანაშვილი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელად დანიშნეს. /ქიზიყი/ მედიანიუსი ;

воскресенье, 8 января 2012 г.

რადიო “ჰერეთი” „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციისთვის უჩივლებს

რადიო “ჰერეთი” არ გაყიდულა და არ არის არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის მედია. “ჰერეთი” საქართველოს საზოგადოების მედიაა,“ - ამის შესახებ რადიოსადგურის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიო „ჰერეთი“ ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციისთვის, „ჰერეთის“ იმიჯისა და რეპუტაცის შელახვისთვის ამავე ტელეკომპანიების რეგულირების საბჭოში და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“ უჩივლებს.

,,6 იანვარს, ტელეკომპანიებით გავრცელებული ინფორმაცია დამახინჯებულად და არასრულყოფილად გავრცელდა. ამასთან, რეპორტაჟებში, რომელიც „რუსთავი 2“-სა და “იმედის” საშუალებით გავრცელდა, მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში ტიტრის სახით ეწერა „ივანიშვილის მედია“ ისმოდა ფრაზები „მოსყიდული მედია“ და ა.შ.
ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწევს იმის დამტკიცება, რატომ მოიხსენიეს “ჰერეთი“ მოსყიდულ მედიასაშუალებად ან ივანიშვილის მედიად,“ -განაცხადა რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ. მისი თქმით, ის და მისი კომპანია ყოველთვის მიესალმება სარეკლამო შემოსავლებს ნებისმიერი დამკვეთისგან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაგან“ და “ქართული ოცნებისგან“.

„ჩვენ მივიღეთ თანხები „ქართული ოცნებისგან“ სარეკლამო მომსახურებისთვის და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ჰერეთი“ ვინმემ იყიდა, ან საინფორმაციო პოლიტიკა შეიცვლება. ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს - ასე მოვდივართ 13 წელია. ადრეც გადიოდა ჩვენთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული პარტიის“ რეკლამები და ეს იმას ნიშნავს რომ გვიყიდეს? გარდა ამისა, კანონი გვავალდებულებს არადისკრიმინაციულად გავყიდოთ სარეკლამო დრო და საზოგადოება გავაფრთხილოთ, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა. როდესაც დავიწყებთ ამ რეკლამებს ასეც მოხდება“,- განმარტავს ჰერეთის დამფუძნებელი.

“ჰერეთის” საინფორმაციო პოლიტიკა არ იყიდება, მაგრამ ყოველთვის მიესალმება ცივილურ, ბიზნეს და მარკეტინგულ ურთიერთობებს. მედია არის ბიზნესიც - ამიტომ ნებისმიერი დამკვეთისთვის ჩვენი კარი ღიაა” - აცხადებს რადიო “ჰერეთის“ ხელმძღვანელი.

ტელეკომპანია „კავკასიის“ 100% წილის მფლობელის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, კავკასიის ერთადერთი შემოსავალი არის კანონიერი და გამჭვირვალე სარეკლამო ფული და გრანტი- ამის შესახებ განცხადება, ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook -ზე გააკეთა.

„ორშაბათს ვაქვეყნებ ბოლო ორი წლის განმავლობაში კავკასიაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაწეული მომსახურების სრულ ღირებულებას და მიღებულ თანხებს. ასევე იმ ორგანიზაციების მიერ გადახდილ თანხებს, რომლებიც ასოცირდებიან პოლიტიკასთან (მაგალითად სახალხო კრება, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობის კანცელარია.) სახელისუფლო არხებო, ჟურნალ–გაზეთებო მიშისტურო ენჯეოებო და ნაცმოძრაობის მედია/ენჯეოშნიკური კარტელის ყველა წარმომადგენელო: თქვენ იყოთ ვირიშვილები, თუ იგივე არ გააკეთოთ“,– განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისი თქმით, ტელევიზიაში ყველა თეთრი მკაცრად არის აღრიცხული. „სამთავრობო არხების კოკისპირული შემოტევა მაქვს. აინტერესებთ, აფინანსებს თუ არა კავკასიას ბიძინა ივანიშვილი. ამ ისტერიის ინსპირატორი გახდა ბატონი ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომელიც მეტისმეტად ღელავს ივანიშვილის ფულზე და მედიაზე. ჯაფარიძემ კავკასიაში მოსვლაზე უარი განაცხადა, რომ უფრო დეტალურად განემარტა, რა უნდა და რა აწუხებს. სამაგიეროდ მე ვიცი ვის რა აწუხებს.“- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

суббота, 7 января 2012 г.

საშობაო ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა დედოფლისწყაროშიც მოეწყო

7 იანვარს დედოფლისწყაროში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრალურ ქუჩებზე ტრადიციულად ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

ამჯერადაც, დედოფლისწყაროს მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულად ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან შეიკრიბა და ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა მოაწყო. აქვე იმყოფებოდა მამა ნიკოლოზ ლომსაძე, რომელმაც მრევლი დალოცა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, მოადგილეებთან და ალილოში მონაწილე ბავშვებთან ერთად შეგროვილი ძღვენი მოგვიანებით ქალაქის ცენტრში მდებარე სათნოების სახლ “სავანე”-ში მიიტანეს და მის ბინადართ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ამგვარი მსვლელობები დედოფლისწყაროშიც უკვე მერამდენე წელია ტრადიციად იქცა. /ქიზიყი/

пятница, 6 января 2012 г.

"თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა სფეროს კუდ-ის თანამშრომლები განაგებენ"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყველა სფეროს კუდ-ის თანამშრომლები განაგებენ".

როგორც პარტიაში აცხადებენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი კუდ-ის თანამშრომლების ილია ნატროშვილისა და იოსებ ბენაშვილის გარეშე ვერცერთ საკადრო ცვლილებას ვერ ახორციელებენ და შერჩეული კადრები სხვადასხვა თანამდებობაზე მათი რეკომენდაციისა და მითითებების შედეგად იხსნებიან და ინიშნებიან".

"რაიონში ყველა სფეროში ჩვენს კადრებს უნდა მიყავდეს "პარადი" - ტრაბახობს ილია ნატროშვილი, რომელიც რაიონში ხელშეუხებელია და ყველაფრის უფლება აქვს. მათ უფლება აქვთ, რაიონში ნასვამ მდგომარეობაში დიდი სისწრაფით იმოძრაონ, ცემონ, ვინც მოესურვებათ, დაემუქრონ რიგით მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. ისინი ასევე ცდილობენ, ზეგავლენა ჰქონდეთ სხვა სამართალდამცველ ორგანოებზე, რაც ბრწყინვალედ გამოსდით. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "კონსერვატიული პარტიის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენელი მიხეილ ბიკაშვილი, რომელიც კოლეჯდამთავრებული გახლავთ, მათ წინაშე "დიდი დამსახურების" გამო საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაანიშნინეს, შემდეგ კი თავისი მეუღლეები დაასაქმეს:

რუსუდან ლათიბაშვილი - ილია ნატროშვილის მეუღლე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა,
ია სეხნიშვილი კი - იოსებ ბენაშვილის მეუღლე - საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილების სპეციალისტი. ამასთან, გურამ ნატროშვილი - ილია ნატროშვილის ბიძა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა, ილია ნატროშვილის ახლო მეგობარი გელა თეთრაული კი - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ილია ნატროშვილის ნათესავი რევაზ ნატროშვილი გამგეობის სპეციალისტია ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო "ნაცმოძრაობის" უხუცესი ბელადი, არჩევნების გაყალბების დიდოსტატი, მრავალმთავრობაგამოვლილი, გამობრძმედილი ჩეკისტი ლევან ჯამალაშვილი რესურსცენტრის ხელმძღვანელად უშუალოდ კუდ-ის ბრძანებით და მითითებით დაინიშნა. ილია ნატროშვილის ახლო, გულითადი მეგობარია ასევე ზაქარია ჭუაძე -რესურსცენტრის გენინსპექტორი.

ეს კადრები წინასაარჩევნოდ განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებელთა დასატერორებლად სჭირდებათ და ეს ტერორი უკვე დაიწყეს. გაათავისუფლეს სოფელ გამარჯვების სკოლის დირექტორი და რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა საკადრო ცვლილებებსაც გეგმავენ. ზაქარია ბატიაშვილი – სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ილია ნატროშვილის სიმამრის გოჩა ლათიბაშვილის ახლო მეგობარია. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.

"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია გმობს კუდ-ის პარპაშს და ნეპოტიზმს მუნიციპალიტეტში. მათი თავაშვებულობა ხალხში მათ წინაშე შიშის და უმწეობის გრძნობას ბადებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, თვალი გადაავლონ ადგილობრივი კუდ-ელების საქმიანობას, რომელიც მჭიდრო მაფიოზურ, კლანურ კავშირშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან", - აცხადებენ პარტიაში. /ქიზიყი/

четверг, 5 января 2012 г.

იზოლატორში 26 წლის პატიმარი ტუბერკულოზით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ კეკიშვილი გლდანის იზოლატორში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დამ, ფიქრია კეკიშვილმა გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, მამაკაცს საპყრობილეში ტუბერკულოზის მწვავე ფორმა განუვითარდა..

ახლობლების განმარტებით, პაციენტი საკანში ვერც შესაბამისი მკურნალობის კურსს იტარებდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია:
„7 წელი ჰქონდა მისჯილი და საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა. ბოლოს ე.წ. „ტუბზონაში“ გადაიყვანეს და იქ იმყოფებოდა. ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა, მაგრამ იქ დაავადდა. აბა 26 წლის ბიჭი სხვა რას უნდა მოეკლა. ვერ იმკურნალა, შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქცია და დაიღუპა. ამდენი ნერვიულობის ფონზე დედაც მალევე გარდამეცვალა,“ – ამბობს ფიქრია კეკიშვილი.

ოჯახი პესიმისტურადაა განწყობილი და ჩივილს არ გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ პროტესტის გამოხატვით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, გარდაცვლილი ნიკოლოზ კეკიშვილი სასჯელს თანამზრახველთან, 32 წლის ბესიკ სააკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მკვიდრის, მარინა კაკალაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის იხდიდა. /ქიზიყი/ 06.03.

среда, 4 января 2012 г.

მირზაანში ნიკო–ფიროსმანის მუზეუმს, სავარაუდოდ, ნელი გობეჯიშვილი უხელმძღვანელებს

EXCLUSIVE - სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მის სტრუქტურაში შემავალ ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები 1 თებერვალს გახდება ცნობილი.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მუზეუმის დირექტორად, სავარაუდოდ, დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი ნელი გობეჯიშვილი დაინიშნება. ის ათეულობით წელია დედოფლისწყაროში კულტურის სფეროში წამყვან თანამდებობებს იკავებდა.

კულუარული ინფორმაციით, გობეჯიშვილი სახელისუფლებო კადრია. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მუზეუმის დირექტორად მისი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური მხარე რჩება. გობეჯიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილეობა უკვე მიიღო და კომისიას მუზეუმის მართვის მისეული ხედვაც წარუდგინა:

„მირზაანი ჩემი მშობლიური სოფელია და მასზე გული განსაკუთრებულად შემტკივა. ანზორ მაძღარაშვილის ღვაწლი მართლაც დასაფასებელია. ბევრი რამ გააკეთა ფიროსმანის ირგვლივ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და სოფელში გამოირჩეოდეს. ფიროსმანის მუზეუმმა მირზაანი უნდა გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ ამჟამად ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რაღაცეები უნდა შეიცვალოს. ამჯერად კონკურსის შედეგებს ველოდები, სხვა ჩემთვის არაფერია ცნობილი. ვაკანსია რომ გამოცხადდა მეგონა, რომ ანზორ მაძღარაშვილი აღარ მონაწილეობდა და საბუთები ამიტომ წარვადგინე. რომ მცოდნოდა ანზორიც მონაწილეობდა, ალბათ დავფიქრდებოდი,“ – აცხადებს ნელი გობეჯიშვილი.

კონკურსში განაცხადი მუზეუმის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ მაძღარაშვილსაც აქვს წარდგენილი. ფიროსმანის მკვლევარი ამბობს, რომ თუ კომისია სხვა კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს, მაშინ ის მუზეუმს მთლიანად დატოვებს:

„ნელი გობეჯიშვილს პატივს ვცემ, თუმცა თუ სხვა კანდიდატურას გაიყვანენ მაშინ მუზეუმს მთლიანად დავტოვებ და მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ მექნება. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით მუზეუმი ორად გაიყოფა. საერთოდ, ეს პროცესი ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თავდაპირველად, როცა განაცხადი მე ვადის ამოწურვის ბოლო წუთს შევიტანე, მითხრეს, რომ ჩემს გარდა მმართველის პოზიციაზე არცერთი განაცხადი წარდგენილი არ იყო, თუმცა ახლა ირკვევა, რომ საიდანღაც ქალბატონ ნელი გობეჯიშვილსაც შეუტანია განაცხადი და კონკურსში იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს.“ – ამბობს მაძღარაშვილი.

ამის საპასუხოდ გობეჯიშვილი აღნიშნავს, რომ თავად დოკუმენტაცია მაძღარაშვილზე ადრე შეიტანა და ყველაფერი ვადების დაცვით მოაგვარა. ის ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია მისთვის უცნობია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მის სტრუქტურაში არსებულ 14 მუზეუმში, მათი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა, მათ შორის მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში.

ერთ–ერთი ვერსიით, ანზორ მაძღარაშვილის ფიგურა ხელისუფლებისათვის კრიტიკული კომენტარების გამო მიუღებელი გახდა და მოვლენების ამგვარი განვითარება სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

10 წლის გიორგი ცეცხლაძის ზუსტ დიაგნოზს მედიკოსები 5 იანვარს დაადგენენ

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის მიერ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი 10 წლის გიორგი ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით უკეთესადაა. ამის შესახებ რეფერალური ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა, ქეთი შარანგიამ განაცხადა.

ცეცხლაძეს თავდაპირველად მწვავე ნეფრიტი დაუდგინდა, თუმცა შარანგიას თქმით, მწვავე ნეფრიტის გარდა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნეფრიტულ სინდრომსაც.

"გიორგი ცეცხლაძე ამ დროისთვის ცოტატი უკეთესადაა. მწვავე ნეფრიტის გარდა შეიძლება იყოს ნეფრიტული სინდრომი. კვლევის პროცესში ვართ. იყო თირკლმის უკმარისობაც. შედარებით უკეთესად არის იმასთან შედარებით, სანამ აქ მოიყვანდნენ. კონკრეტული შედეგები ალბათ ხვალ გვექნება და უფრო დაწვრილებით ხვალ შემიძლია მოგახსენოთ. ზუსტი დიაგნოზი ალბათ ხვალ გვეცოდინება", - განაცხადა შარანგიამ.

პაციენტის მშობლები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, ექიმების დაუდევრობის შედეგად მოზარდის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. სამთაწყაროელები ვარაუდობენ, რომ სპორტსმენმა მუცლის არეში ტრავმა რაგბის თამაშის დროს მიიღო, გართულებებმა კი თავი ახლა იჩინა. /ქიზიყი/

გამოხმაურება: ტელეკომპანია "იმედი" ვიდეო>>

სამთაწყაროდან 10 წლის ბიჭი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა – მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ

EXCLUSIVE - სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები10 წლის გიორგი ცეცხლაძე კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მოზარდს მწვავე ნეფრიტი დაუდგინდა და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, მოხერხდება თუ არა ბიჭის გადარჩენა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზად დაგვიანებული მკურნალობა სახელდება. მოზარდის მშობლები დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმებს უპირისპირდებიან და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ბიჭის დედის განმარტებით, მედიკოსებმა მკურნალობა სხვა კუთხით წარმართეს, რამაც ვითარების გაუარესება გამოიწვია.

„ბავშვი თავდაპირველად ტკივილებს მუცლის არეში უჩიოდა და სახეზე გამონაყარი ჰქონდა. დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მივიყვანეთ. ინფექციონისტმა ლია ხუციშვილმა ქირურგ ვასილ გონაშვილთან გადაგვამისამართა. გონაშვილმა ჩემს შვილს ზედაც არ შეხედა. არც გაუსინჯია კანის ექიმთან წაიყვანეთ, მე რა შუაში ვარო მოგვაძახა. კანის ექიმმა კახა ჯალიაშვილმა რაღაც მაზი გამოუწერა, არასწორი მკურნალობის შედეგად კი ბავშვის მდგომარეობა გართულდა. სულ სხვა რამეზე ყოფილა სამკურნალო და დრო დაგვაკარგინეს. ბავშვი ამბობდა მუცელი მტკივაო და არავინ გვისმინა, მხოლოდ გამონაყარზე დაუწყეს მკურნალობა. ბოლო დღეებში ვამჩნევდით, რომ ბავშვი დასივდა, სუნთქვის უკმარისობა და ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და ღამის 4 საათზე სამთაწყაროდან დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ამოვიყვანეთ. ვითარება იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადა გამოიძახეს. ღვიძლიც გადიდებული ჰქონდა. ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, გეფიცებით, საავადმყოფოს გადავწვავთ,“ – აცხადებს მოზარდის დედა დალი ცეცხლაძე.

ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე რთულია. ის მკურნალობის კურსს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, 10 წლის გიორგი ცეცხლაძე დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდ „მიმინოს“ სპორტსმენია. ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, თუმცა ახლახან სოციალური მომსახურების სააგენტომ ცეცხლაძეებს ყოველთვიური საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 2 января 2012 г.

1 იანვარს დედოფლისწყაროში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

EXCLUSIVE - სადღესასწაულო გართობა ტრაგიკულად დასრულდა დედოფლისწყაროში. ცენტრალურ მაგისტრალზე 1 იანვრის ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა კიდევ ერთი მგზავრის მდგომარეობა, რომელიც დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია მოთავსებული.

გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი აუდის მარკის ავტომობილი დედოფლისწყაროს შესასვლელში ცენტრალურ მაგისტრალზე მოცურდა, რამდენჯერმე ამობრუნდა და სახელოსნოსთან მდგარ ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში სოფელ სამრეკლოში მცხოვრები სამი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი 28 წლის ლია ზარაფიშვილი და ავტომანქანის მძღოლი 39 წლის ვასილ თარაშვილი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპნენ.

როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, ამ დრომდე მძიმე რჩება კიდევ ერთი მგზავრის, გარდაცვლილ ლია ზარაფიშვილის ძმის 32 წლის ზურაბ ზარაფიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა. მედიკოსები დანარჩენი დაშავებულების სტაციონარში მოთავსებას ეცადნენ, თუმცა მძღოლი გზაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრის მდგომარეობას, სტაბილურად მძიმეა. ზარაფიშვილს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება, ასევე თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. საუბარი უჭირს, თუმცა გონზე მოდის. დანარჩენ მგზავრებს, სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

გარდაცვლილების ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მგზავრები სავარაუდოდ დედოფლისწყაროდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთ–ერთი ვერსიით მძღოლი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, თუმცა ვასილ თარაშვილის ახლობლების თქმით, ის სასმელს არასოდეს სვამდა და ახლადშეძენილ ავტომანქანასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. გაიჟღერა იმ ვერსიამაც, რომ შესაძლოა, საჭესთან გოგონა დასვეს, რაც ტრაგიკული შემთვევის მიზეზი გახდა.

ცხედრები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილებს სოფელ სამრეკლოში ხუთშაბათს 5 იანვარს დაკრძალავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; ნიუსლაინი ;

воскресенье, 1 января 2012 г.

კახეთის გუბერნატორმა პრეზიდენტის საჩუქრები დედოფლისწყაროში პირადად დაარიგა

წინასაახალწლოდ დედოფლისწყაროს მოსახლეობას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ეწვია. მან სოფელ გამარჯვებაში, ოზაანში, ხორნაბუჯში, ზემო მაჩხაანსა და ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს და სოფელ არბოშიკში მცხოვრებ მარტოხელა მოხუც ქალბატონს პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სადღესასწაულო საჩუქრები პირადად გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ღვინიაშვილმა მსგავსი შეხვედრები მთელი კახეთის მასშტაბით გამართა.

სოფელ ხორნაბუჯში საჩუქრები გადაეცა ლევან ბექაურის ხუთშვილიან ოჯახს, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროში ელგუჯა ცისკარაულის 7 შვილიან ოჯახს, სოფელ გამარჯვებაში გელა გიგაურის 5 შვილიან ოჯახს. ზემო მაჩხაანში პრეზიდენტის საახალწლო ნობათი გენადი ნატროშვილის 5 შვილიანმა ოჯახმა მიიღო, ოზაანში კი გივი ოზაშვილის ოთხშვილიანმა ოჯახმა. საჩუქარი მიიღო სოფელ არბოშიკში მარტოხელა ქალბატონმა ლილი ლამაზოშვილმაც.

გუბერნატორის ვიზიტით და პრეზიდენტის საჩუქრით გახარებულ ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს ასევე დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილმა, ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა და სხვებმა.

შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროში ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრეც იმყოფებოდა. მან სოფლებში ოზაანსა და არბოშიკში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы