четверг, 17 мая 2012 г.

ზაზა კედელაშვილი ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს „ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი?!

მმართველი გუნდის სავარაუდო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მსოფლიო თასის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი შსს-სთან დაახლოებული პირია. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ივერონმა“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ნეტგაზეთ „ქიზიყის“ საშუალებით სპორტსმენის მიერ დედოფლისწყაროში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა.

საინფორმაციო სააგენტო „ივერონი“ იუწყება, რომ „სპორტსმენი ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია. კერძოდ, ზაზა კედელაშვილი გენინსპექციის ყოფილი უფროსის ვასილ სანოძის ახლო მეგობარია და შსს-ს "ქსივითაც" არის უზრუნველყოფილი“.

თავად სპორტსმენს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, გეგმავს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კედელაშვილი უკვე გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ზაზა კედელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას უარყოფენ. მისი ახლობლები კი აცხადებენ, რომ სპორტსმენი ამ საკითხზე ფიქრობს.

ზაზა კედელაშვილი 1985 წელს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში დაიბადა და გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს "ნაციონალური მოძრაობის" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭისყრას გეგმავს.

"ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან, ყოველთვიურად 1 5 00 ლარის დახმარებას მეექვსე წელია იღებს. ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ფონდის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილიც ადასტურებს. /ქიზიყი/

среда, 16 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს ყველა სოფელში საცირკო წარმოდგენები დასრულდა

EXCLUSIVE - ბათუმელმა მსახიობებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორკვირიანი ტურნე ქალაქ დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დასკვნითი საცირკო წარმოდგენით დაასრულეს. დარბაზში სრული ანშლაგი იყო.

როგორც შოუ-ბიზნესცენტრ „სატირონის“ მსახიობთა ჯგუფ „თბილისური ღიმილის“ ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა „ქიზიყს“ განუცხადა, ბოლო ორი კვირის მანძილზე მათ სახალისო წარმოდგენები დედოფლისწყაროს თითქმის ყველა სოფლის საჯარო სკოლაში ჩაატარეს.

როგორც მსახიობებმა განმარტეს, ყველა წარმოდგენის დროს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ობოლი ბავშვებისთვის წარმოდგენაზე დასწრება ყველა სოფელში უფასო იყო. ასევე, უფასოდ დასწრების საშუალება მიეცათ მათ მშობლებსა და პედაგოგებსაც.

მაყურებელმა საოცარი ცეცხლოვანი შოუ იხილა, რამაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია. ბექა ბურდულისა და ელდარ ბუცხრიკიძის მიერ შესრულებულმა „იოგამ“, მაყურებელი შოკში ჩააგდო. მოგვიანებით ეს მსახიობები ლურსმნებსა და დანებზეც დაწვნენ, ზემოდან კი დარბაზიდან გამოძახებული ბიჭუნა გაატარეს.

მრავლად იყო სხვადასხვა იუმორისტული ნომრები, შეჯიბრებები, მხიარული თამაშები, ჯამბაზები, სიმღერები, რომლებშიც ძირითადად დარბაზში დამსწრე მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. ეს კი წარმოდგენას უფრო სახალისოს ხდიდა.

წარმოდგენის დასკვნით ნაწილში წამახალისებელი გათამაშება გაიმართა. პრიზები კი ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე დატანილი ნომრების მიხედვით, შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა. საბოლოო ჯამში, 30-ზე მეტი პრიზი გათამაშდა. მაყურებელს გადაეცა ბურთები, უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელი და ბალი-ბარათები.

მსახიობები დედოფლისწყაროელი მაყურებლის აქტიურობით კმაყოფილებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტმა მათ გულთბილი მასპინძლობა გაუწია:

„ათ დღეზე მეტია ჩვენ დედოფლისწყაროში ვიმყოფებით, ქვემო ქედის გარდა ყველა სოფლის სკოლაში გავმართეთ საცირკო წარმოდგენები. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს დედოფლისწყაროში. არაჩვეულებრივად კარგი გარემო დაგვხვდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას და კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორს ვანო შანშიაშვილს, რომელმაც თბილად მიგვიღო. ამას გარდა, დარბაზის დაქირავებაში მნიშვნელოვანი შეღავათი გაგვიწიეს, რაც ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფინანსურად არცთუ წელში გამართული ცენტრი გვაქვს. თვენახევარზე მეტია წარმოდგენები კახეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში ტარდება. ქვეყნის მასშტაბით მოვყვებით და ყველგან ვახალისებთ პატარებს. ეს გუნდი უკვე 15 წელია ამ სფეროში მუშაობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. სამომავლოდ ბევრ სიახლეს და ახალ ნომერს ვგეგმავთ. არსებულ პროგრამას განვაახლებთ და ახალი შემადგენლობით დედოფლისწყაროს კვლავაც ვეწვევით, რადგან აქაურობა ძალიან მოგვეწონა,“ - განუცხადა „ქიზიყს“ საღამოს წამყვანმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მაია მეტრეველმა.

წინასწარი ინფორმაციით, მსახიობები გადახალისებული პროგრამით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის ეწვევიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ზემო მაჩხაანის სკოლაში პროვოკაციულად გაჩენილი ხანძრის გამო დირექტორი მოხსნეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი ნეჟნა ჩუბინიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც ჩუბინიძემ „ქიზიყს“ განუცხადა, მისი გათავისუფლების მიზეზად სამინისტრომ სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა დაასახელა.

„ამ ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერი ვარ, ოპოზიციასთან არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი, ჩემი მოშორება რატომ გადაწყვიტეს, ალბათ სადმე ვინმემ ისაუბრა ოპოზიციონერიაო. პირდაპირ რომ გავეფრთხილებინე - წადიო, სკოლიდან ჩემი ნებით წავიდოდი, გული იმაზე მეტკინა, რომ 22 წელი ერთგულად ვიმუშავე და ამ ფორმით გამიშვეს. პროვოკაცია დაგეგმეს ჩემს მოსაშორებლად,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ნეჟნა ჩუბინიძემ.

სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ თვენახევრის წინ ვარაუდობდა, რომ საჯარო სკოლის კანცელარიაში გაჩენილი ხანძარი მის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო და ის დირექტორის მოსაცილებლად დაიგეგმა. ნეჟნა ჩუბინიძე ამბობს, რომ პროგნოზი გამართლდა და ის თანამდებობიდან სწორედ ამ ფაქტის გამო გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და არც დამნაშავე გამოვლენილა, მას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა. ის თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს.

„ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მომხდარს მიეცეს, - ეს იყო შანტაჟი! ცეცხლი შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ამ ოთახში ღუმელიც არ დგას. გამოძიებამ დაამტკიცა, დოკუმენტაციას დიზელის საწვავი ჰქონდა გადასხმული. ცეცხლის გაჩენის შემდეგ დერეფნის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტეს, რაც დამატებით ეჭვებს აღძრავს. ატყდა აჟიოტაჟი, ხომ არ გეგმავს ვინმე ჩემს გათავისუფლებას. შესაძლოა, მომხდარი მიზანმიმართულად ამას უკავშირდებოდეს, აშკარაა, ეს ფაქტი დირექტორს ურტყავს. დოკუმენტების მთლიანად განადგურება რომ სდომებოდათ, ხანძარს ღამით გააჩენდნენ, რადგან ასე მოხდა, მიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი აჟიოტაჟის შესაქმნელად და დირექტორის საწინააღმდეგოდ დაიგეგმა, რასაც მიაღწიეს კიდეც... თუ უახლოეს მომავალში თანამდებობას დამატოვებინებენ, ეს ნიშნავს, რომ ეს ხანძრი გეგმის ნაწილი იყო და ცეცხლი განზრახ გააჩინეს,“ - ამ კომენტარს სკოლის დირექტორი ხანძრის გაჩენისთანავე აკეთებდა.

სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ხანძარი მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა. შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 15 мая 2012 г.

კახა კუკავა დედოფლისწყაროში პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისის პრეზენტაციას დაესწრო

EXCLUSIVE - პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერმა კახა კუკავამ 15 მაისს დედოფლისწყაროში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გახსნა. პრეზენტაციას პარტიის რეგიონალური მდივანი გია ყრუაშვილი და პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილიც ესწრებოდნენ. მათ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად თამილა გურაშვილი წარადგინეს.

პარტიის რაიონული ორგანიზაცია დედოფლისწყაროში 2011 წლის მაისიდან მოქმედებს. შეგახსენებთ, თამილა გურაშვილი მანამდე 1 წლის განმავლობაში ინტერნეტგამოცემა „ქიზიყის“ რედაქციაში საქმიანობდა. მისი თქმით, ჟურნალისტიკა ზეწოლებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დატოვა და ხელისუფლებასთნ ბრძოლაში ჩაერთო.

შეხვედრაზე დასასწრებად სოფლების საბათლოს, ზემო მაჩხაანის ქედების ზონისა და სოფელ ხორნაბუჯის მოსახლეობაც იმყოფებოდა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც განსხვავებულ ხედვას წარადგენს. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ საქართველომ „ნატო“-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას. მათი თქმით, საქართველო არჩევანის წინაშე დგას, აფხაზეთი და ოსეთი, ან „ნატო“. მათი თქმით, ხელისუფლება რუსული ბაზრის დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდეს. კუკავა მიიჩნევს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რუსული ბაზრის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პარტიის ლიდერებს დედოფლისწყაროს სოფლებიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ მიწის ნაკვეთების დაკარგვისა და დაუმუშავებლობის პრობლემაზე ყურადღების გაამახვილება სთხოვეს და აღნიშნეს, რომ საწვავის სიძვირისა და სახნავ-სათესი მიწევისა თუ საძოვრების არარსებობის გამო მათი ყოფა კიდევ უფრო გართულდა.

„ზემო ქედში ფული აღარ ტრიალებს, ყველაფერი გაცვლა-გამოცვლით იყიდება. სოფელში ფული არ არის, ხალხი საჭირო პროდუქციას კვერცხზე, მარცვლეულზე და შინაურ პროდუქტებზე ცვლის. ქედების ზონაში შუა საუკუნეებია,“ - აღნიშნეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

როგორც რადიო "ჰერეთს" პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, დედოფლისწყარო პერიფერიულად მნიშვნელოვანი რაიონია, სადაც ხელისუფლება მუდმივად ახდენდა არჩევნების გაყალბებას: „ის გარემოება, რომ დედოფლისწყარო აზერბაიჯანთან სასაზღვრო რაიონია, ჩვენი ორგანიზაცია გვაძლევს იმედებს, რომ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მონოპოლია დასრულდება. ოფისის გახსნა კი არის ახალი ნაბიჯი და ახალი სიტყვა, რაც მეტ შესაძლებლობას იძლევა", - განაცხადა კახა კუკავამ.

პოლიტიკური ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო" მორიგ ოფისს, მომავალ კვირას საგარეჯოში გახსნის, შტაბი უკვე გაიხსნა ქალაქ გურჯაანშიც: უახლოეს ერთ თვეში გავხსნით 25 ოფისს, ხოლო მთლიანობაში გვინდა 3600 საარჩევნო უბანზე ყველგან დავაყენოთ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური ხმებისვთის იბრძოლებენ. კახეთში მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ ჩვენ ვიქნებით", - აღნიშნა კუკავამ.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, პარტიის ოფისი სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე განთავსდა. პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოს მასშტაბით სულ 73 შტაბი გაიხსნება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

(ვიდეო მზადდება და სულ მალე შემოგთავაზებთ)

პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი დედოფლისწყაროელებთნ შეხვედრებს განაგრძობენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დედოფლისწყაროელებთან შეხვედრებს განაგრძობს. უკვე მერამდენე დღეა ცისკარიშვილი ადგილობრივებს ხვდება.

ლიდერთან ერთად დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კოტე კობახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები სოფლების: გამარჯვების და მირზაანის მოსახლეობას შეხვდნენ.

პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა სახელმწიფოს პრიორიტეტებზე: ჯანდაცვის, სადაზღვევო პროგრამებზე, განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, ტურიზმის განვითარების, პროფესიული გადამზადების და დასაქმების სამომავლო ხედვებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე.

კოტე კობახიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა და პირადად მოისმინა მოსახლეობისგან ამ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები. კერძო პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობას შესაბამისი განმარტებები მისცეს პარლამენტარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

რამდენიმე დღით ადრე მსგავსი შეხვედრა ცისკარიშვილმა ქალაქ დედოფლისწყაროს მოსახლეობასთანაც გამართა. მასთან ერთად დედოფლისწყაროელების მოსაზრებები მოისმინეს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა, დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ლეკაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა და საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებმა. შეხვედრა დიალოგის ფორმატით წარიმართა. იმსჯელეს ისეთ საჭირო საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დასაქმების პრობლემები და სოციალური თემები.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 30 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკისა და ოზაანის მოსახლეობასაც შეხვდნენ. /ქიზიყი/

დედოფლისწყარომ დროს გაუსწრო - „კომპიუტერულმა ცენტრმა“ პირველი ნაკადი უკვე გამოუშვა (აუდიო)

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სოფლებში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებები მხოლოდ ახლა იქმნება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნილმა „კომპიუტერულმა ცენტრმა“ პირველი ნაკადი გამოუშვა. ამჯერად კურსი 36-მა მოსწავლემ დაასრულა.

დედოფლისწყაროში უფასო კომპიუტერული კურსები მიმდინარე წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს, პროექტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“ ახორციელებს.

პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი ამაყობს, რომ დედოფლისწყარომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბევრად გაუსწრო და პირველი რაიონი იყო, სადაც მსგავსი განათლების უფასო კურსები ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, ბაღაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ძალისხმევით 120 მოსწავლე უფასო განათლებას დედოფლისწყაროში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ეუფლებოდა, ეს კი მაშინ დაიწყეს, როცა კომპიუტერი სოფლებში ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო.

14 მაისს, დედოფლისწყაროს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კომპიუტერის შემსწავლელი კურსების პირველი ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეთა სამი ჯგუფი იყო წარმოდგენილი, რომლებიც სასურველი დღეების მიხედვით იყვნენ გადანაწილებულნი. ისინი სხვადასხვა საკითხებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული ვიქტორინაც გაიმართა, რომელსაც პედაგოგი და საღამოს წამყვანი მაყვალა მაძღარაშვილი წარადგენდა. კურსდამთავრებულებმა სათანადო ცოდნა გამოამჟღავნეს, რის შემდეგაც მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ. აღინიშნა, რომ სულ მალე ისინი კურსების გავლის შესაბამის მოწმობას მიიღებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“-ს ხელმძღვანელი გიორგი პოპიაშვილი. მოსწავლეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა მურად ოზაშვილმა და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებენ, რომ მათთვის კომპიუტერულ კურსებზე სიარული ეკონომიური სიდუხჭირის გამო წარმოუდგენელი იყო. მათი მრავალწლიანი ოცნების ასრულება კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმებით მოხერხდა, რისთვისაც მათ მადლობას უხდიან.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ის ათი თვის მანძილზე გაგრძელდება და სოციალურად დაუცველებით დაკომპლექტებული თითეული ჯგუფი სამთვიან კურსს გაივლის. ოფისი ახალი კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებითაა აღჭურვილი. თამარ ბაღაშვილი კომპიუტერის შესწავლის მსურველ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს კვლავაც ელის. /ქიზიყი/ მოისმინეთ აუდიო>>

понедельник, 14 мая 2012 г.

სოფელ გამარჯვების გაზიფიცირება სრულდება

EXCLUSIVE - აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში რამდენიმე დღეში გაზიფიცირების პროცესს დაასრულებს. ბუნებრივ აირს სოფლის მაცხოვრებლების უდიდესი ნაწილი მიიღებს.

როგორც სოფელ გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელგუჯა წიკლაური "ქიზიყთან“ საუბრისას აცხადებს, სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასასრულს უახლოვდება და მაისის მეორე ნახევარში გამარჯვებელები ბუნებრივ აირს მიიღებენ. რწმუნებულის განმარტებით, ცისფერი ალის გარეშე მხოლოდ სოფლის ორი პატარა უბანი დარჩება, თუმცა ქსელში ჩართვა იქაც იგეგმება.

„ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი მოთხოვნა გაზიფიცირების საკითხის მოგვარება იყო. საქმე იმაშია, რომ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ჩვენს სოფელში წლების მანძილზე ჭიანურდებოდა და მოსახლეობის უკმაყოფილებისა და პროტესტის მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახლა კი, სამუშაოების დასრულება მოხერხდა და წლობით ნანატრ ბუნებრივი აირის სიკეთეს სოფელ გამარჯვების მაცხოვრებლებიც სულ მალე გამოცდიან,“ - აღნიშნავს სოფლის რწმუნებული.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამ დრომდე ბუნებრივ აირს სოფელ გამარჯვების 20-მდე ოჯახი იღებდა. ადგილობრივების განმარტებით, ბუნებრივი აირი წელიწადნახევარია მხოლოდ სოფლის ცენტრალური უბნის მაცხოვრებლებს მიეწოდებათ. ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებულ ელგუჯა წიკლაურიც ადასტურებს.

„მთელი სოფლის მასშტაბით მილების ჩაფენა უკვე დასრულებულია, „სოკარის“ სპეციალისტების მიერ შემოწმებაც ჩაუტარდა. ბოლო დროს მოსახლეობის თხოვნა მუდმივად ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ეხებოდა. ეს პრობლემა ჩვენს სოფელში მწვავედ იდგა და მადლიანი საქმე გაკეთდა. ამჟამად მაგისტრალის გარეშე მხოლოდ ორი პატარა უბანი გვრჩება, სადაც სულ ათამდე ოჯახი ცხოვრობს. მათ საკითხზეც ვმსჯელობთ და ვფიქრობ, დარჩენილი ნაწილის დასრულებასაც მალე დაიწყებენ,“ - ამბობს რწმუნებული.

სოფლის მაცხოვრებლები განხორციელებულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მათთვის გაზიფიცირების საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია. სოფელში 1 700-მდე მოსახლე ცხოვრობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

суббота, 12 мая 2012 г.

დედოფლისწყაროს ამბები – საინფორმაციო გამოშვება “კვირის ბოლოს” #9 (აუდიო) 12 მაისი



12 მაისი – რადიო24-ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი – საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”#9

მეუფე მელქისედეკს ჟურნალისტის კითხვები აღიზიანებს – რის გასაიდუმლოებას ცდილობს ეპისკოპოსი და რატომ გაურბის ღიად საუბარს... რატომ გაორმაგდა ეპარქიის ჩამოყალიბების შემდეგ დედოფლისწყაროში სანთლის ფასი და რაზე წუხს დედოფლისწყაროელი მრევლი. არის თუ არა ეპარქიის შიგნით განხეთქილება???

დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო სამსახური სკანდალში გაეხვა – წვრთნების დროს შენობიდან ჩამოვარდნილი მაშველი თბილისში გადაიყვანეს – ოპოზიცია ლევან გოზალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს და ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

მოისმინეთ აუდიო

пятница, 11 мая 2012 г.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კედელაშვილის დარიგებულ საჩუქრებზე შეფასებას აკეთებს

EXCLUSIVE – მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის სამგზის ჩემპიონის ზაზა კედელაშვილის მიერ, დედოფლისწყაროში გამართულ, ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის მეორე რესპუბლიკურ ტურნირზე საჩუქრების დარიგებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია შეფასებას აკეთებს. დაირღვა თუ არა მოქმედი კანონი, ამ ფაქტზე კომენტარი გავლენიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა „ქიზიყის“ ჟურნალისტთან საუბრისას ექსკლუზიურად გააკეთა.
„კედელაშვილის ეს ქმედება, შესაძლოა, განხილული იყოს როგორც საარჩევნო კამპანია. თუმცა, სანამ ამ კანდიდატის საჯაროდ დასახელება, ან წარდგენა არ მოხდება, მედიის საშუალებით მაინც, მანამდე ვერ მოვედავებით. ამ შემთხვევაში საჩუქრების გადაცემა შეიძლება ითქვას მისი სახელის წინ წამოწევისთვის იყო გაკეთებული, თუმცა თუ ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა და არც კანდიდატთა სია არსებობს, ჯერ სამართლებრივად ვერ მოვედავებით. რადგან პრიზები მისი სახელობის იყო და მათზე გვარი-სახელიც დატანილი, შესაძლებელია პიარკამპანიად შევაფასოთ. ამ კანდიდატის საჯარო წარდგენა ღიად უკვე რომ მომხდარიყო, ასეთ შემთხვევაში კანდიდატიც ისჯება და საჩუქრის მიმღებიც. დეკემბერში და ახლახან განხორციელებული მორიგი ცვლილებების შეტანის შემდეგ ორივე მხარე ისჯება. საკითხავია ისიც, ეს საჩუქრები კონკრეტულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძინა, თუ სპორტსმენმა საკუთარი სახსრებით იყიდა. პარტიას ეს ცალსახად ეკრძალება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარის უკან სულ სხვა მიზნები იკვეთებოდეს, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება ნაადრევია. თუ კანდიდატად წარდგენის შემდეგაც იგივე ქმედებას განახორციელებს, თუნდაც უმნიშვნელო საჩუქრის გადაცემის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონით, ორივე მხარე დაისჯება,“ – განუცხადა „ქიზიყს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
კედელაშვილმა ტურნირზე საკუთარი სახელობის სამი თასი და ასევე, საჭიდაო კიმანოები დააწესა, რომლებზეც მისი გვარი სახელია ამოტვიფრული. დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, ტურნირზე ზაზა კედელაშვილის თასი გადაეცათ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიგა იმერლიშვილს, 50 კილოგრამ კატეგორიაში გიორგი წიკლაურს, ხოლო 35 კილოგრამ წონაში გიორგი თინაშვილს. კედელაშვილმა საჭიდაო კიმანოები გადასცა 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზვიადაურს, 40 კილოგრამ წონაში ლაშა ბექაურს და სოფელ არხილოსკალოს გუნდს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ზაზა კედელაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო?! – საჩუქრები სპორტსმენისგან!

EXCLUSIVE – ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი დედოფლისწყაროში გამართულ ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებლის, წარმოშობით დედოფლისწყაროელი დამსახურებული მწვრთნელის ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის მეორე რესპუბლიკურ ტურნირს დაესწრო. კედელაშვილმა ტურნირზე საკუთარი სახელობის სამი თასი და ასევე, საჭიდაო კიმანოები დააწესა, რომლებზეც მისი გვარი სახელია ამოტვიფრული.

ტურნირის მთავარი მსაჯი, ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კედელაშვილმა საკუთარი სახელობის პრიზები დაარიგა. მარტყოფლიშვილი ინფორმაციას იმის თაობაზეც ფლობს, რომ სპორტსმენმა, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

„თავისი რაიონია, ჩამოვიდა და პრიზები დააწესა. ამაში პოლიტიკური არაფერია. თავისი სოფლის გუნდს თავისივე პირადი კიმანო აჩუქა, რომელსაც მისი გვარი სახელი აწერია. ჯერ არჩევნები ხომ არ არის. სპორტსმენია და საჩუქრები დაარიგა, ეგ იყო და ეგ… მე არც ვიცოდი, მაგრამ დედოფლისწყაროში მითხრეს, რომ არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს,“ – აცხადებს ანზორ მარტყოფლიშვილი.

„ქიზიყი“ ზაზა კედელაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ვერ მოხერხდა. მისი ნათესავი, სპორტსმენი სოსო ყველაიძე, რომელიც კედელაშვილის თანასოფლელია, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ კედელაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. კედელაშვილის ნათლია ამბობს, რომ კონკრეტულად არ იცის, გადაწყვეტილი აქვს თუ არა ზაზას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა იცის, რომ ეს საკითხი ნამდვილად განიხილება.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, ტურნირზე ზაზა კედელაშვილის თასი გადაეცათ: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიგა იმერლიშვილს, 50 კილოგრამ კატეგორიაში გიორგი წიკლაურს, ხოლო 35 კილოგრამ წონაში გიორგი თინაშვილს. კედელაშვილმა საჭიდაო კიმანოები გადასცა 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზვიადაურს, 40 კილოგრამ წონაში ლაშა ბექაურს და სოფელ არხილოსკალოს გუნდს.

პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია და დედოფლისწყაროშიც ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭისყრას გეგმავს. 19 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრის დროს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კედელაშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მოგვიანებით შეხვედრა მისივე მშობლიურ სოფელშიც გაიმართა, რომელიც კედელაშვილის კანდიდატად წარდგენად შეფასდა.

თუმცა, მმართველი გუნდი ამ დრომდე უარყოფს, რომ ამ შეხვედრაზე კანდიდატის წარდგენა მოხდა და აღნიშნავენ, რომ დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო კანდიდატის ვინაობა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. ზაზა კედელაშვილი 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ გამოჩენილა.

დაირღვა თუ არა ტურნირზე საჩუქრების დარიგებით მოქმედი კანონი და შესაძლებელია თუ არა კედელაშვილის ეს ქმედება საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეფასდეს, ამის თაობაზე „ქიზიყი“ დეტალების დაზუსტებას გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ში ცდილობს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ერთი წლის წინ დასუფთავების სამსახურის უფროსი დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის, შპს "სერვისი 2007"-ის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილი ფინანსურმა პოლიციამ ზუსტად ერთი წლის წინ, 2011 წლის 10 მაისს დააკავა. ნეტგაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, ყოჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიება, გირაოს სანაცვლოდ, პირობითი პატიმრობით შეეცვალა. სარწმუნო წყაროს ცნობით, ზურაბ ყოჩიაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ 10 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მას ცალკეულ თანამდებობებზე მოხვედრის სურვილი კვლავაც აქვს.

ამ საკითხის ირგვლივ, სასამართლო უწყებაში კონკრეტულ განაჩენზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მოსამართლის თანაშემწეებმა და კანცელარიის უფროსმა "ქიზიყს" განუცხადეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ პასუხს წერილობითი ფორმით გაგვცემდნენ და მათ პოზიციას მხოლოდ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის შემდეგ მივიღებდით.

ამგვარი პასუხების მიღების შემდეგ "ქიზიყმა" დეტალების დაზუსტება სხვადასხვა წყაროებთან სცადა. როგორც "ქიზიყს" საფინანსო პოლიციის პრეს-სპიკერმა ნინო ჩუტკერაშვილმა განუცხადა, ყოჩიაშვილს სისხლის სამართლის 182-ე და 341-ე მუხლები წაუყენეს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩუტკერაშვილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ ეს უკვე მათ კომპეტენციაში აღარ შედის და ამიტომაც შედეგით აღარ დაინტერესებულან.

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. შპს "სერვისი 2007"-ის თანამშრომლები "ქიზიყთან" საუბარში არ მალავენ, რომ კორუფციულ გარიგებებს ადგილი ინტენსიურად ჰქონდა:

,,ჩვენ უფროსს ვაფრთხილებდით, რომ ეს კანონდარღვევა იყო, მაგრამ ყურს არ გვიგდებდა. ვხვდებოდით, რომ ხელს ისეთ რაღაცეებზე ვაწერდით, რაც დაუშვებელი იყო. მეორე მხრივ, ზურას ვერ გავამტყუვნებთ. რასაც ზემოდან ავალებდნენ იმას აკეთებდა. ჩვენ ფინანსურ პოლიციასთან ვითანამშრომლეთ, რადგან იძულებით გვაწერინებდნენ ხელს საბუთებზე. ბუღალტერმაც გამოძიებასთან ყველა დარღვევაზე ღიად ისაუბრა და ისიც ჩივილს გეგმავს. ჩვენმა ბუღალტერმა ბევრი სკანდალური რამ იცის და არაფერი დაუმალავს, ყველაფერი გაამხილა," - აცხადებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

საფინანსო პოლიცია დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურში არსებული დარღვევების შესწავლას ყოჩიაშვილის დაკავებამდე 3 თვით ადრე აწარმოებდა.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, საფინანსო პოლიცია აღნიშნული სამსახურში ჯერ კიდევ სამი თვის წინ შევიდა. შპს „სერვისი 2007“–ის თანამშრომლები იმხაქნად, პირად საუბრებშიც ადასტურებენ, რომ შტატები მნიშვნელოვნად იყო გაბერილია. ,,რეალურად 20 კაცი ვმუშაობთ, არადა 70 ადამიანი იღებს ხელფასს. უმრავლესობა სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად ჩნდება,“ – აცხადებდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, ხელმძღვანელის დაკავებამდე ორი თვით ადრე პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.

ზურაბ ყოჩიაშვილი მანამდე ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრი გახლდათ, მისი მეუღლე ამჟამად დედოფლისწყაროს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსია. /ქიზიყი/

четверг, 10 мая 2012 г.

მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს უფროსად საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის მეუღლე დაინიშნა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (მმბ) უფროსად სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები ეკატერინე ციმაკურიძე დაინიშნა. ის იმავდროულად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის და საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ციმაკურიძე ვაკანტურ ადგილზე დასამტკიცებლად, თვითმმართველობის ორგანოში გამოცხადებული კონკურსის გავლის შემდეგ წარადგინა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ის დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის დავით ბუჩუკურის მეუღლეა. ციმაკურიძე მანამდე ერთი წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში უფროს სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო 1996-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში მოღვაწეობდა.

ეკატერინე ციმაკურიძე 1974 წლის 19 დეკემბერს დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა, 1996 წელს – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

ახალი ხელმძღვანელი თვლის, რომ მმბ საკმაოდ სრულყოფილი სტრუქტურული ერთეულია. უახლოეს მომავალში იგეგმება ინფორმაციის გაცვლის სისტემის დახვეწა, რაც ინტერნეტ-მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც მისმა წინამორბედმა თეა ლეკაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილზე მიმდინარე წლის 27 იანვარს იქორწინა. ამჯერად, ლეკაშვილმა და ციმაკურიძემ თანამდებობები გაცვალეს. გამგებლის მეუღლე მუშაობას საგანმანათლებლო რესურსცენტრში აგრძელებს. ამას გარდა, "ქიზიყის“ ინფორმაციით, თეა ლეკაშვილი მუშაობას არასამთავრობო სექტორშიც განაგრძობს. ის კავშირ „ახალ სიტყვა – ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია დონორების ფინანსური დახმარებით საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. ლეკაშვილი მანამდე გამგებლის თანაშემწედ და გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობდა.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება საჯარო მოხელეს დაეკისროს სამსახურებრივი ზედამხედველობა იმ ორგანიზაციებისადმი, რომელთა ხელმძღვანელ ორგანოებში საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, სახელმწიფო მოსამსახურე არ უნდა იღებდეს შემოსავალს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებსაც სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების წესით უწევს ზედამხედველობას.

ცნობისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დედოფლისწყაროში 2011 წლის 27 იანვარს გაიხსნა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 9 мая 2012 г.

მეუფე მელქისედეკს ჟურნალისტების კითხვები აღიზიანებს (ვიდეო)

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა, ალიბეგლოს ეკლესიაში მოძღვარის დანიშვნასთან დაკავშირებით შეკითხვის დასმის გამო.

„გიორგობისთვის, ჰერეთში ვიყავი. მეუფემ ქადაგება რომ დაამთავრა და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გამოვიდა, მივესალმე, გიორგობა მივულოცე, ვუთხარი, რომ ვიყავი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი და მისგან კომენტარი მინდოდა. გისმენო, მითხრა მეუფემ. მეც ვკითხე, ალიბეგლოს ეკლესიაში მოძღვარი როდის დაინიშნება მეთქი. ამ კითხვას მოჰყვა მისი გაღიზიანება“, - აღნიშნავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

- თქვენთან საუბარი აღარ მსურს. დავამთავრე თქვენთან საუბარი.
-რატომ?
- არ გადაიღო! ...რა და პროვოკატორია ვიღაცა (უთხრა მეუფემ მის გვერდზე მყოფ მამაკაცს)
- რა ვარ?
- პროვოკატორი.
- რატომ ვარ პროვოკატორი?
- აბა რა გინდათ, როდის იქნება, როდის ეყოლება, არ არის თქვენი გადასაწყვეტი ეგ, და ალიბეგლოს მოძღვარი, ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი, გასაგებია? ვეძებთ კანდიდატს და დაინიშნება მალე. ....იწერს ახლა ეს. ხო იწერ, ხო იწერ? ...
- ...რას ვავრცელებთ?
- ქოთოქლოში აშენებთო და არ ვაშენებეთ იქ ჩვენ არაფერს, ტაძარი არის.
- ქოთოქლოში ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი გაგვირცელებია.
- გავრცელებულია ინფორმაცია თქვენგან, კახეთიდან.
- არასწორი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია.
- თქვენი გავრცელებულია.
- არ გამივრცელებია და რანაირად აბა?
- ეს ეხლა ნორმალურია? სიფრთხილეა აქ საჭირო, გესმით თქვენ? თქვენთვის არ ნიშნავს ესე იგი ეს არაფერს, ჰერეთი, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და სიფრთხილეა საჭირო აქ. გასაგებია? წავედით, წავედით. ასე არ შეიძლება. რომ შეპირდით ალიბეგლოს მოსახლეობას, რატო არ არის მოძღვარი, რა თქვენი გადასაწყვეტია?“...

სინამდვილეში, კახეთის საინფორმაციო ცენტრს, ჰერეთში, სოფელ ქოთოქლოში, ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ეპარქიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დარწმუნდნენ ამაში - ძებნის სისტემაში ჩაწერონ სიტყვა ქოთოქლო და შედეგი აჩვენებს, რომ არაფერი არ იძებნება.

კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 2011 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა. მაშინ ეპისკოპოსი ალიბეგლოს მოსახლეობას დაპირდა, რომ ეს იქნებოდა მეორე მოქმედი ეკლესია საინგილოში. „აქამდე მხოლოდ ერთი, კახინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო მოქმედი, ახლა კი უკვე მეორეც იქნება. ალიბეგლოს მოსახლეობა ძალიან გახარებულია. ისტორიულ ჰერეთში არის პრობლემები, მრევლი შემცირებულია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველებს მხარში დავუდგეთ“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა. ალობეგლოში მცხოვრები ჰერების თხოვნის მიუხედავად, ეკლესიაში მოძღვარის დანიშვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

2011 წლის აგვისტოში, საინგილოდან მამა ბასილიც გამოაძევეს. მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს. მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია, ვიდეომასალასთან ერთად, მანამდეც არაერთხელ გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი აზერბაიჯანის მხრიდან მოძღვარის შევიწროვების ფაქტს უარყოფდა. მოგვიანებით, პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადაყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამა დემეტრე გაგზავნეს.

მელქისედეკი (ერისკაცობაში – არკადი ხაჩიძე) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მმართველად 2009 წლის 3 მაისს დაინიშნა. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია. 1998-2003 წლებში სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე; 2004 წლის 3 აპრილს მოხდა მისი დიაკვნად ხელდასმა; 2006 წლის 31 აგვისტოს ბერად აღიკვეცა; 2008 წლის 21 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიიღო. ექვემდებარება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ისტორიული ჰერეთი (საინგილო).

ნინო კორაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეოჩანაწერი

დედოფლისწყაროსა და კიდევ 11 რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნება

უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა მომსახურების 12 ახალი ცენტრი ამოქმედდება. ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება დედოფლისწყაროშიც. „ქიზიყის“ ინფორმაციით, მისი გახსნის ცერემონია თვის ბოლომდე იგეგმება. როგორც ადგილზე დასაქმებული პერსონალი აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ცენტრების შესახებ 8 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც ვრცლად ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცენტრებში ფერმერებს და გლეხებს შემდეგი სერვისით სარგებობის შესაძლებლობა ექნებათ: 42 სახეობის აგრარული ოპერაცია, რაშიც ნიადაგის მოხვნა, მოსავლის აღება, კულტივაცია, ბოსტნეულის თესვა, შეღავათიან ფასებში შხამქიმიკატებისა და მექანიზაციის მარაგნაწილების რეალიზაცია, საერთაშორისო და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, სასოფლო მეურნეობის ტექნიკის მომსახურეობა და სხვა მომსახურებები იგულისხმება.

მანჯგალაძისივე განმარტებით, ფერმერები ასევე მიიღებენ 5 სახის ლაბორატორიულ მომსახურეობას.

„ეს არის ნიადაგის ანალიზი, ცხოველთა მოვლის კვებისა და დაავადებების გამოკვლევა, შხამქიმიკატების ანალიზის ლაბორატორია, კლიმატური პირობები და პროგნოზირებების ლაბორატორია“,– განმარტა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმითვე, სერვისების მშენებლობა უკვე სრულდება დედოფლისწყაროში, აბაშაში, ზესტაფონში, ოზურგეთში და სამტრედიაში. „ასევე ამ ჩამონათვალშია გურჯაანი, ამბროლაური, ახალციხე, ბოლნისი და მარნეული“,– დასძინა მანჯგალაძემ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 8 мая 2012 г.

დავით დუღაშვილი: „თოკი გაწყდა და რას ვუშველიდით, თოკში ხომ არ ვზივართ“?

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ პირველი კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ლევან გოზალიშვილი არც „ქიზიყის“, არც ცენტრალური ტელეკომპანიებისა და არც რეგიონში მოქმედი სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს. უკვე მერამდენე დღეა გოზალიშვილი ზურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს.

პირველი, ვინც მომხდარის ირგვლივ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, საავარიო-სამაშველო განყოფილების უფროსი დავით დუღაშვილი იყო. სამაშველო სამსახურში დასაქმებული ყოფილი პროკურორი ირონიული კომენტარით შემოიფარგლა.

„უსაფრთხოების ყველანაირი ზომა მიღებული იყო, მაგრამ თოკი გაწყდა და იმ თოკს რას ვუშველიდით? თოკში ხომ არ ვზივართ? კედელზე ასვლაში ვარჯიშობდნენ და შემთხვევა ამ დროს მოხდა. გიგა დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. გამოძიება დაწყებულია და პოლიცია ყველაფერს გაარკვევს,“ – განაცხადა დავით დუღაშვილმა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებით, წვრთნების დროს უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია.

„რამდენიმე თვეა სახანძრო-სამაშველო სამსახურს 3 უფროსი ჰყავს, მაგრამ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ხელმძღვანელები არიან. ასწავლიან, მაგრამ უსაფრთხოების ზომები დაცული არ აქვთ,“ – განაცხადა თამილა გურაშვილმა.

დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიმდინარე წვრთნების დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა. ადგილობრივმა ოპოზიციამ კი გულგრილი დამოკიდებულების გამო სამსახურის ხელმძღვანელის ლევან გოზალიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვა. /ქიზიყი/

წვრთნების დროს შენობიდან ჩამოვარდნილი მაშველი კატასტროფის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანა

EXCLUSIVE – ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში, წვრთნების მიმდინარეობის დროს. მაშინ, როდესაც მაშველები კედელზე ცოცვაში ვარჯიშობდნენ, ერთ-ერთი მათგანი შენობიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, უბედური შემთხვევის შედეგად, სამსახურის თანამშრომელი 35 წლის გიგა გონაშვილი დაშავდა. სავარაუდოდ, მას დამცავი თოკი გაუწყდა და თავი ქვას დაარტყა.

შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ვითარების სირთულის გამო დაშავებული მამაკაცი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თავდაპირველად დედოფლისწყაროს სტაციონარში გადმოიყვანა, პირველადი დახმარება მას ადგილზე გაეწია. ტრავმა იყო, თუმცა არც ისე მძიმე. მამაკაცი წელის არეში ტკივილს უჩიოდა. პაციენტს გონება არ დაუკარგავს, კონტაქტური იყო. თუმცა, საჭიროდ ჩავთვალეთ, მკურნალობა თბილისში გაეგრძელებინა, კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ და გადაიყვანეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა.

დაშავებულის ახლობლების განმარტებით, მამაკაცს ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული, თუმცა როგორც დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი აცხადებს, ამჟამად ვითარება საგანგაშო არ არის და მას, სამომავლოდ, გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. მისი თქმით, გავრცელებული ხმები, თითქოს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.

თუ რატომ არ იყო წვრთნების დროს უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ქიზიყი“ სამსახურის ხელმძღვანელისგან ცდილობდა, თუმცა დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ლევან გოზალიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიცია მომხდარს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობის შედეგად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურ სკანდალში გაეხვა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურში, მერამდენე თვეა, ერთის ნაცვლად სამი ხელმძღვანელი პირი დაინიშნა, მათი არაკომპეტენტურობის გამო უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 7 мая 2012 г.

ლევან ბაღაშვილი: „დედოფლისწყაროში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იქ სადაც 7 მაისს, დილით 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნგრევა და მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ კომენტარს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, სოფლის რწმუნებულები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და ინფორმაციას იღებენ, არის თუ არა ზარალი. თუმცა, თვითმმართველობის ორგანოში ზარალის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„საკმაოდ ძლიერი ბიძგები იყო, მაგრამ ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. ავარიული სახლების დაზიანება თუ მოხდა მომავალში გვეცოდინება. სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, თუმცა სოფლებთან დაკავშირება მოვახერხე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაცია გადავამოწმოთ,“ – აღნიშნავს ლევან ბაღაშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, რაიონს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია და მოსახლეობაში პანიკა არ არის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაიმე სახის შეზღუდვები არ არის. /ქიზიყი/

ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დედოფლისწყაროში დაფიქსირდა

7 მაისს გამთენიისას ძლიერი მიწისძვრის შემდეგ პანიკა შეინიშნებოდა დედოფლისწყაროში. მოსახლეობა მიწის ძლიერმა რყევამ შეაშფოთა.

სეისმოლოგიური სამსახურის განახლებული ინფორმაციით, 7 მაისის მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დილის 8:40 საათზე დაფიქსირდა. რყევები ეპიცენტრში 7 ბალს აღწევდა. საქართველოში, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. რყევები თბილისშიც შეინიშნებოდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.

ამასთან, სეისმოლოგების ცნობით, ასეთი სიმძლავრის მიწისძვრას შეუძლია, ძველი და ამორტიზებული შენობების ნგრევა გამოიწვიოს, თუმცა ამ დრომდე საქართველოში ნგრევის ან სხვა რაიმე ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მიწისვძვრის შედეგად, სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ყარაღაჯში საერთო საცხოვრებელი კორუსის კედლები გაიბზარა. კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, თუმცა დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა. ისინი ამ დრომდე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არიან შეკრებილი და განმეორებითი ბიძგების შიშით სახლებში ვერ შედიან.

მიწისძვრას კახეთის რეგონში სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მიწისძვრა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მოხდა. ამასთან, აზერბაიჯანის ზაქათალასა და ალიაბადის რაიონებში, სადაც ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ არის. რაც შეეხება კახის რაიონს, სადაც ასევე ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ, როგორც საელჩოში აცხადებენ, ამ რაიონში მიწისქვეშა ბიძგები შედარებით სუსტი იყო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს დედოფლისწყაროში შედარებით ძლიერი მიწისძვრა იყო. /ქიზიყი/

воскресенье, 6 мая 2012 г.

ზემო ქედში 31 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

სუიციდის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში. სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 31 წლის თემურ ყველაიძე, 6 მაისს საღამოს, საკუთარი საცხოვრებელი ბინის სარდაფში თოკზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
როგორც „ქიზიყს“ ყველაიძეების მეზობლებმა განუცხადეს, მამაკაცმა თვითმკვლელობა ადრეც სცადა. წინა შემთხვევის დროს მან საწამლავი დალია, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა.
ზემო ქედის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ უკანასკნელად მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი შენიშნეს. მათი მტკიცებით, ყველაიძე ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში მუდმივად თვითმკვლელობაზე საუბრობდა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. მამაკაცი დაქორწინებული არ გახლდათ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ეკონომიური პრობლემები, ან სიყვარული გამხდარიყო. სოფელში მომხდარზე საუბარი უჭირთ.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე დედოფლისწყაროში ეს თვითმკვლელობის უკვე მეოთხე შემთხვევაა. მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/

пятница, 4 мая 2012 г.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ცოფიანი ტურის მიერ დაკბენილ ქალს ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა”

პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის თამილა გურაშვილის ინფორმაციით, “სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მგლის მიერ დაკბენილ ქალს ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა”.

როგორც “ქიზიყს” გურაშვილმა განუცხადა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრები 54 წლის ანა ჯანაშვილი ტურამ ფეხის და სახის არეში 2 მაისს ღამით საკუთარ ეზოში დაკბინა.

“დედოფლისწყაროს რაიონში გარეული ცხოველები, მგელი, ტურა მრავლად არის და ხშირად მოსახლეობასა და შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტებს აქვს ადგილი. დღეს დილით მან გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადგან სოფლიდან ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდა, რაზეც სასწრაფო დახმარებში უარი განუცხადეს, უფლება არ გვაქვსო”, – განაცხადა გურაშვილმა.

მისივე თქმით, პაციენტის რაიონულ საავადმყოფოში ტრანსპორტირება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სასწრაფო დახმარებაში ამ ფაქტის მედიაში გაშუქების შესახებ შეიტყვეს და მომხდარში ადგილობრივი ჟურნალისტები ჩაერთვნენ.

“თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ ფაქტის გამო აღშფოთებულია. დღე არ გავა, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ ახალი კლინიკა ან საავადმყოფო არ გახსნას. დიდი პიარ-კამპანიაა ჯანდაცვის რეფორმირებასა და ხელმისაწვდომობაზე, რაც სიცრუეა. ადამიანი უფულობის გამო სასწრაფო ბრიგადის გამოძახებას ვეღარ მოახერხებს, მკურნალობის ფასები კი ისეთი მაღალია, რომ მოსახლეობის 80%-თვის ხელმისაწვდომი არ არის. არსებული სადაზღვევო პოლისები ავადმყოფობის უმეტეს კატეგორიას არ აფინანსებს”, – განაცხადა გურაშვილმა და დასძინა, რომ “თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა წარმოადგენს.

“რისთვის ვხსნით ამდენ კლინიკებს და რად გვინდა ასეთი რეფორმირებული ჯანდაცვის სისტემა, თუ მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე უარს ეტყვიან და სასწრაფო დახმარების ბრიგადა სტაციონარში გადაყვანაზე უარს განუცხადებს. ტურას იმავე დღეს ცოფი დაუდასტურდა. გამოდის, რომ მომხდარში ჟურნალისტები რომ არ ჩარეულიყვნენ, სასწრაფო დახმარების ადგილობრივი სამსახური ქალს რაიონულ სტაციონარში არ გადაიყვანდა და ის დაიღუპებოდა. აი, ეს გახლავთ, ჩვენი ხელისუფლების აყვავებული ქვეყანა,” – აღნიშნავს გურაშვილი. /ქიზიყი/

ტურას, რომელმაც ქალი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – სოფელ არბოშიკში კარანტინია

EXCLUSIVE – მტაცებელს, რომელმაც 2 მაისს, გვიან ღამით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 54 წლის ანა ჯინაშვილი დაკბინა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდგინდა. ინფორმაცია „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ ქევხიშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, 4 მაისიდან სოფელ არბოშიკში კარანტინი გამოცხადდა.
„თბილისიდან მიღებული პასუხის თანახმად დადასტურდა, რომ მტაცებელი ცოფის მატარებელი იყო, დედაქალაქიდან უკვე მივიღეთ ვაქცინა და სოფელ არბოშიკში კარანტინი ცხადდება… 4 მაისიდან ამ კერაში იძულებითი ვაქცინაცია განხორციელდება, 2 კილომეტრის რადიუსში სპეციალურ აცრებს ჩავატარებთ,“ – აღნიშნავს ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ქევხიშვილი.
მტაცებლის ლეში გამოსაკვლევად სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა თბილისში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ქალბატონმა ის თავდასხმის დროს ხელით მოგუდა.
როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მას ნაკბენი აქვს ფეხზე, ასევე დაკაწრულია სახის არეშიც. ქალს პირველადი დახმარება სოფლის ექთანმა აღმოუჩინა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტომანქანით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი გია ბოსტოღანაშვილი აცხადებს, იმის გამო, რომ ნაკაწრები ქალბატონს სახის არეშიც აღენიშნებოდა, მას იმუნოგლობულინის ვაქცინაც გაუკეთდა. პაციენტი ბინაზე უკვე გაეწერა, თუმცა მკურნალობის კურსს განაგრძობს.
სასწრაფო დახმარებამ ქალბატონის საავადმყოფომდე გადაყვანაზე თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა მედიკოსთა ბრიგადა სოფელში მას შემდეგ გაემგზავრა, როცა მომხდარით ჟურნალისტები დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კარანტინი გამოცხადდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში. სოფელ ზემო ქედის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადების – ცოფის გამოვლენის გამო ორთვიანი კარანტინი დაწესდა და სოფელი არაკეთილსაიმედო ზონად გამოცხადდა.
საშიშ ინფექციურ დაავადებასთან საბრძოლველად დედოფლისწყაროში 7 კაციანი კომისია შეიქმნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 3 мая 2012 г.

ლეიბორისტები ცისკარაულს “ვერცხლმოყვარეს” უწოდებენ და ივანიშვილს მისი გაშიფვრისთვის მადლობას უხდიან

ლეიბორისტული პარტია “ქიზიყის” მიერ პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციიდან კოორდინატორის “ქართულ ოცნებაში” გადასვლის თაობაზე ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კომენტარი 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ლეიბორისტული პარტია ივანიშვილს მადლობას უხდის თანაპარტიელის გაშიფვრისთვის. თუმცა, ცისკარაული რატომღაც პარტიის წევრად მოიხსენიეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი განცხადებებს ქალაქ დედოფლისწყაროს კოორდინატორის სტატუსით აკეთებდა.
ნათელაშვილის თანაგუნდელები შეეცადნენ ის უმნიშვნელო, რიგით წევრად წარმოეჩინათ, მაშინ, როცა დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში ის საკმაო აქტიურობით გამოირჩეოდა და კოორდინატორად იწოდებოდა.
“ლეიბორისტი” გიორგი გუგავა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პარტიის დედოფლისყაროს ორგანიზაციის წევრი ბესიკ ცისკარაული “ქართული ოცნების” რიგებში გადავიდა, თუმცა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცისკარაული ზემოაღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატორი იყო.
“ცისკარაული დედოფლისწყაროს ოფისის კოორდინატორი არ ყოფილა. კოორდინატორი კოჩაშვილია და ის ახლაც ადგილზეა. ცისკარაულს ფული უნდოდა და “ქართულ “ოცნებაში” გადავიდა” – განაცხადა გამართულ ბრიფინგზე გიორგი გუგავამ.
ამასთან, ბრიფინგის დასასრულს, მან “ქართული ოცნების” ლიდერს, ოპოზიციონერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს “ვერცხლმოყვარე თანაპარტიელის “გაშიფვრისთვის” მადლობა გადაუხადა.
“ქიზიყის” მიერ დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, გუგავა ცრუობს, ბესიკ ცისკარაული რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორი არ ყოფილა, თუმცა ქალაქ დედოფლისწყაროს კოორდინატორი ნამდვილად გახლდათ. ის ბოლო წლების განმავლობაში განცხადებებსა და პრესასთან კომენტარებს სწორედ ამ სტატუსით აკეთებდა. ის ოცნების დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა. /ქიზიყი/

среда, 2 мая 2012 г.

გერმანული მხარე დედოფლისწყაროში მათივე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. გერმანული მხარე დედოფლისწყაროში მათივე დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.
დედოფლისწყაროში იმყოფებოდნენ პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელი დოქტორი პეტრა შტრემპლატი, GIZ-ის დირექტორი მენეჯმენტის საკითხებში ადოლფ კლკე ლეში და მისი მოადგილე მარია ჟოზე პოდი. GIZ-ის ახალი წარმომადგენლობა დედოფლისწყაროს პირველად სტუმრობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დედოფლისწყაროში მიმდინარე ქარულ-გერმანული პროექტების ხელმძღვანელები დიტერ მიულერი და გიორგი კოლბინი. ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილეები.
სტუმრები თავდაპირველად დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოს პირველ სართულზე, ერთი ფანჯრის პრინციპით გახსნილ მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ოფისს ეწვივნენ და მათი მუშაობის სპეციფიკითა და სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდნენ.
როგორც მმბ-ს თანამშრომლებმა სტუმრებს განუმარტეს, მათი მომსახურებით დღეში 20-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. შემოსულ მოქალაქეთ განცხადებებზე უმრავლესობა დადებითი პასუხით ბრუნდება, დანარჩენს კი დასაბუთებული უარი აქვს. ბიუროს ძირითადად სოციალურ თემაზე და ჯანმრთელობის პრობლემების დროს აკითხავენ.
გერმანული მხარე დაინტერესდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კიდევ რა სფეროში ისურვებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ინვესტიციების ჩადებას. კითხვის პასუხად დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობამ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება და ტექნიკის შემოტანა დაასახელა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი სათესლე მეურნეობის შექმნაც.„ახალგაზრდა ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარებისთვის ადმინისტრაციის მოქალაქეებთან დამოკიდებულებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. როგორც დავინახეთ დედოფლისწყაროში მმბ ამ მისიას წარმატებით ასრულებს,“ – აღნიშნეს სტუმრებმა.
მმბ-ს მონახულების შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში სამუშაო სხდომა გამართეს და ინფორმაცია გაცვალეს.
შეხვედრის დასასრულს გერმანელი სტუმრები შირაქის ველებზე გაემგზავრნენ და მათივე მხარის მიერ დაფინანსებული გაუდაბნოებასთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლები და ტყის კორომები ადგილზე მოინახულეს.
შეგახსენებთ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ი დედოფლისწყაროში გაუდაბნოების პროცესების შესაჩერებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რაშიც სოლიდურ თანხებს ხარჯავს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ეთიკის ქარტიის საბჭომ დედოფლისწყაროს გამგებლის ქორწინებასთან დაკავშირებულ სტატიაზე ჟურნალისტი გაამართლა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის განცხადება არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ (Ick.ge) ხელმძღვანელმა გელა მთივლიშვილმა ქარტიის მეათე პრინციპი არ დაარღვია. საქმე ეხება 28 იანვარს Ick.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „დედოფლისწყაროს გამგებელი თაფლობის თვის გასატარებლად დუბაიში იმყოფება“.

რომან ქევხიშვილის მოსაზრებით, ამ სტატიაში დარღვეული იყო ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი, სადაც ნათქვამია „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

რომან ქევხიშვილი მიიჩნევდა, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობა მაშინ იქნებოდა განსაკუთრებული ინტერესის საგანი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.
ქარტიის საბჭოს სხდომას არ დასწრებია არც განცხადების ავტორი და არც მოპასუხე მხარე. გელა მთივლიშვილმა საბჭოს წევრებს გამოუგზავნა შეპასუხების წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტში, 28 იანვარს, მას აღარ ეკავა რედაქტორის პოსტი „კახეთის საინფორმაციო ცენტრში“. მთივლიშვილის თქმით, ის რჩება მხოლოდ შპს „ცენტრი – იმედის“ დირექტორად, რომლის პროექტიცაა Ick.ge. მისივე განმარტებით, ის აღარ ერევა საინფორმაციო სამსახურის მუშაობაში. წერილს თან ახლავს გელა მთივლიშვილის მიერ 9 იანვარს გაცემული ბრძანება, Ick.ge-ს რედაქტორის თანამდებობაზე მანანა აშკარელიშვილის დანიშვნის შესახებ.

ამ ცვლილების შესახებ გელა მთივლიშვილს ქარტიის საბჭოსთვის არ უცნობებია იმ დროს, როდესაც რომან ქევხიშვილის განცხადება დასაშვებობის ეტაპს გადიოდა. რადგან ქარტიის სამი წევრის მიერ აღნიშნული განცხადება განსახილველად უკვე დაშვებული იყო, მსჯელობა გააგრძელეს და გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.

საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ გამგებლის საქორწინო მოგზაურობის მიმართ საზოგადოებრივ ინტერესი არსებობს, ვინაიდან ის განკარგავს საჯარო ფინანსებს და მისი მეუღლეც ამავე გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, გამგებლის ქორწინებასთნ დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად “ქიზიყმა” ექსკლუზიურად, ფოტოების თანხლებით გაავრცელა. /ქიზიყი/

ზემო ქედში ზაირა ყველაშვილის ძვირადღირებულ ოპერაციას გუბერნატორი და გამგეობა დააფინანსებს

დედოფლისწყაროში ახლახან ჩამოსულ პრეზიდენტის რწმუნებულს გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა, ადგილობრივმა მოქალაქეებმა სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ავადმყოფი მოქალაქის ზაირა ყველაშვილისთვის გულის ოპერაციის დასაფინანსებლად დახმარება სთხოვეს. როგორც შეხვედრისას გაირკვა, ქალბატონს ოპერაციისთვის დაუყოვნებლივ ესჭიროება 4 000 ლარი, თუმცა ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რის გამოც მკურნალობას ვერ ახერხებს.
რაც შეეხება ზაირა ყველაშვილისთვის გულის ოპერაციის დაფინანსებას, გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ გამგეობაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ზაირა ყველაშვილის გულის ოპერაციას 2000 ლარით დააფინანსებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო 2000 ლარით – თავად გუბერნატორი.
შეგახსენებთ, კახეთის გუბერნატორმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური შეხვედრების სერია 23 აპრილიდან გამართა და ადგილობრივების პრობლემები დეტალურად მოისმინა. /ქიზიყი/

вторник, 1 мая 2012 г.

სასამართლომ თამაზაშვილის ბინიდან ამოღებულ იარაღის ჩამონათვალზე სპეციალური განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ თამაზაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს თავისუფლების აღკვეთა სამწლინახევრით განესაზღვრა. სასამართლოს პრესსამსახურმა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. "ქიზიყი" საქალაქო სასამართლოს სპეციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა თამაზ თამაზაშვილის მიმართ. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობათა მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. მასვე ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის 11 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში - კოსტავას გამზირზე სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ იქნა „ნისანის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც თამაზ თამაზაშვილი მართავდა. ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს და შესაძლო იყო მტკიცებულება მოეშორებინა, მას ადგილზევე ჩაუტარდა ავტომობილის ჩხრეკა. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა AK-74 მოდელის, 5,45 კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის N 797207 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 26 საბრძოლო ვაზნით.
ამასთან, იმავე დღეს დედოფლისწყაროში, პუშკინის ქუჩა #45 ჩატარებულ იქნა მისივე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თ. თამაზაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, კერძოდ:
1) 80 ც ვაზნა 5,45 მმ კალიბრის, განკუთვნილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის, აქედან 53 ცალი ვაზნა მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო გამოსაყენებლად.
2) ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ-იანი კალიბრის „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი.
3) ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა 9 მმ-იანი კალიბრის, განკუთვნილი „მაკაროვისა და სტეჩკინის“ კონსტრუქციის პისტოლეტისა და ავტომატური პისტოლეტისათვის.
4) 7, 62 მმ კალიბრის "ნაგანი"-ს სისტემის რევოლვერი.
5) 10, 67მმ კალიბრის „SMITH&WESSON“ სისტემის რევოლვერი.
6) 59 ცალი 5,45მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის
7) 4 ცალი 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნა
8) ქარხნული წესით დამზადებული „კალაშნიკოვი“- ს კონსტრუქციის „AKCY“ მოდელის 5, 45მმ კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
9) 42 ცალი 5,45 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნა, განკუთვნილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის
10) 5,6 მმ კალიბრის „TO3-17“ კარაბინი 4 ცალი ვაზნით.
11) 5,6 მმ კალიბრის 46 ცალი ვაზნა.
12) Ф-1 ტიპის ხელყუმბარა.
ასევე ამოღებული იქნა 5,6 მმ კალიბრის „ARMINIUS“ სისტემის გერმანული წარმოების რევოლვერი, რომელიც, როგორც გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი გაფორმებული იყო თ. თამაზაშვილზე, რის გამოც იგი ამოერიცხა ბრალიდან.
სასამართლო განხილვისას თამაზ თამაზაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: სამი მოწმის ჩვენებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, დადგინდა რომ თ. თამაზაშვილი ინახავდა და ატარებდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო ექვსმა მოწმემ დაადასტურა, რომ თ. თამაზაშვილი დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე მის კუთვნილ სახლში ინახავდა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობას. ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და ღია სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით დადგინდა, რომ თ. თამაზაშვილის ავტომანქანის და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვარგისია დანიშნულებით გამოყენებისათვის.
ამდენად, დასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
თბილისის საქალაქო საასმართლომ თამაზ თამაზაშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, –აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. /ქიზიყი/

სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბოშები ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპექტაკლს გამართავენ

EXCLUSIVE – „ტოლერანტობა საქართველოში“ – ასე ჰქვია ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში კუთხეს, სადაც ეროვნული უმცირესობების შესახებ წიგნები გამოიფინა.
ეროვნული უმცირესობების შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა, ღონისძიების – „ბოშები საქართველოში“ ფარგლებში გამოფინეს. დამთვალიერებელს 1 მაისიდან ბოშების პორტრეტების ნახვაც შეუძლია.
ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოეთში ჩასახლებული ბოშები ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მომზადებულ სპექტაკლს, სახელწოდებით „ვარსკვლავბიჭუნა“ წარადგენენ.
„ბოშები საქართველოში“ – ამ სახელწოდების ღონისძიების ფარგლებში 1 მაისს ეროვნული უმცირესობათა საბჭოს მიერ საქართველოში ბოშების უფლებრივი-სტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციასაც მართავს.
„ჩვენ ბიბლიოთეკაში ვხსნით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის განკუთვნილ მუდმივმოქმედ კუთხეს, სადაც ერთის მხრივ წარმოდგენილი იქნება უმცირესობების სიმბოლიკები, მეორე მხრივ წიგნები და განახლებადი მასალა. ეს ყველაფერი ეროვნული ბიბლიოთეკისა და სახალხო დამცველის ფონდის მემორანდუმში იქნება მოქცეული, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ხელშეწყობას ითვალისწინებს,“- განმარტავს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„ეს სპექტაკლი მოვამზადეთ დედოფლისწყაროში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სოფელ ლენინოვკის, დღევანდელი ჭოეთის მაცხოვრებელი ბოშების მონაწილეობით. ისინი წარმოადგენენ ოსკარ უაილდის სპექტაკლს „ვარსკვლავბიჭუნას“, რომელიც მოგვითხრობს სიკეთეზე. ამ წარმოდგენის მზადების დროს მთავარი იყო პროცესი და არა შედეგი. მათ ძალიან უხარიათ, რომ სპექტაკლს ერთობლივად აჩვენებენ მაყურებელს. მტავარი ისაა, რომ ისინი როლებს თავად ინაწილებენ და მუშაობის დროს მეგობრდებიან,“ – აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი ლელა ცქიტიშვილი. ის „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ კოორდინატორია.
როგორც „ქიზიყმა“ შენიშნა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი „ვარსკვლავბიჭუნა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული წლის 26 ნოემბერს „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებშიც გამართეს. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლამ თეატრალურ ფესტივალში გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სოციალური ფენისა და წარმომავლობის მოზარდების დამეგობრება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართვაა.
ცნობისთვის: ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა ერთ–ერთი სკოლაა, სადაც ყველაზე მეტი ბოშა მოსწავლე ირიცხება. წერა–კითხვა არც მათმა მშობლებმა იციან, ამდენად, მათი სკოლაში შეყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რომ ისინი რაიონული ცენტრისგან მკვეთრად მოწყვეტილები არიან და სხვა სოფელში ცხოვრობენ, სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდნენ, თუმცა ბოლო დროს მათ სპეციალური სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, რომელიც ბოშა ბავშვების ტრანსპორტირებას ყოველდღიურად უზრუნველყოფს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы