пятница, 10 февраля 2012 г.

საკრებულომ სარეზერვო ფონდიდან გზების გაწმენდისთვის 3000 ლარი გამოყო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გზების თოვლისგან და ყინულისგან გაწმენდისათვის 3000 ლარი გამოიყო - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10 თებერვალს ჩატარდა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, შეიტანა ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ახალი მოადგილის დამატებას სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში.

აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გზების თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდისათვის გამოიყო 3000 ლარი.

დიდთოვლობის გამო დედოფლისწყაროში ისევე, როგორც კახეთის სხვა რაიონებში პრობლემებია შექმნილი. მოყინულ გზებზე შეზღუდულია გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის. დადგენილ რეჟიმში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. /ქიზიყი/

ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში საქმიანი შეხვედრები გამართა

EXCLUSIVE - ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"–ს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს ეწვია. როგორც ღარიბაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, დედოფლისწყაროში ის სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ოფისის დაცლასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა.

„ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ღარიბაშვილს თან ახლდა მისი ცოლისძმა, სკანდალურად დაკავებული, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, ლექსო თამაზაშვილიც.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ, ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ უზუნაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ექვსთვიანი ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა.

„დედოფლისწყაროში ოფისი აუცილებლად გაიხსნება და კოალიცია იმუშავებს. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვინაობა დედოფლისწყაროში და ყველა დეტალი სწორედ მაშინ გახმაურდება. ამჯერად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ვართ. დედოფლისწყაროში ჩამოვედი და საქმიანი შეხვედრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან. სულ მალე დედოფლისწყაროში ჩვენი შტაბი გაიხსნება, “ – ექსკლუზიურად განუცხადა „ქიზიყს“ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქალაქ დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მდებარე იმავე შენობაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს, „ქიზიყის“ ინფორმაციით, გარკვეულ კომერციულ ფართს ფლობს თამაზ თამაზაშვილი. ერთ–ერთი ვერსიით, ოფისის დაცლის შემდეგ ივანიშვილის მოძრაობა იმავე შენობის პირველ სართულზე თამაზაშვილის სუპერმარკეტის ფართს დაიკავებს. ამ ფაქტს ღარიბაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. დედოფლისწყაროში ყოფნისას ღარიბაშვილი და თამაზაშვილი სწორედ ამ სუპერმარკეტში დააფიქსირეს.

„რესპუბლიკური პარტიის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტოკლიკიშვილი ადასტურებს, რომ ორშაბათს, 20 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.

სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს ექს–რწმუნებულის, ტარიელ ღარიბაშვილის ვაჟი, ირაკლი ღარიბაშვილი ახლახან დასახელებული „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხუთეულში შედის. ის დედოფლისწყაროს რაიონში დაიბადა და გაიზარდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი 20.02.2012

დაბომბავს თუ არა შირაქის აეროდრომიდან ამერიკა ირანს და რა გეგმის ნაწილია ლაზიკას მშენებლობა?!

თბილისში გამომავალი გაზეთი „ქართული სიტყვა“, რომლის რედაქტორი წარმოშობით დედოფლისწყაროელი ცნობილი ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი გახლავთ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში საუბარია იმის თაობაზე, აშენდება თუ არა ლაზიკა სირიელი სომხების ფულით და დაბომბავს თუ არა ამერიკა ირანს შირაქის აეროდრომიდან.

ამ თემის ირგვლივ ვრცელ კომენტარს აკეთებს კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე.

– ბატონო მამუკა, კულუარული ინფორმაციით, ქალაქი ლაზიკა ამერიკელების დაკვეთა-დაფინასებით უნდა აშენდეს და, ირანთან ომის შემთხვევაში, თეთრი სახლი ლაზიკას სამხედრო პლაცდარმად გამოიყენებს...
– მცდარი ინფორმაციაა. პლაცდარმად შეიძლება, ის ადგილი გამოიყენო, სადაც აეროდრომია. საქართველოში არის აეროდრომები, რომლებიც ბევრად ახლოსაა ირანთან და სულაც არ არის საჭირო ლაზიკას აშენება.
– რომელ აეროდრომებს გულისხმობთ?
– მაგალითად, სამხრეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონში შირაქის აეროდრომს... აეროდრომი მარნეულის რაიონშიცაა. მოკლედ, იმის თქმა, ლაზიკა იმისთვის უნდა აშენდეს, რომ იქიდან ირანი დაიბომბოსო, სრული სისულელეა.
– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, პორტისთვის კარგი ყურეა და აშშ-ს, თურმე, სწორედ ეს აინტერესებს......
– თუ საპორტო ნაგებობას გულისხმობთ, ბათუმშიცაა, ფოთშიც და საამისოდ ლაზიკას რატომღა ააშენებენ? საქმე სულ სხვა რამეშია – შეუმოწმებელი ინფორმაციით, შემიძლია გითხრათ, რომ ლაზიკა შეიძლება, იმ ფულით აშენდეს, რომელიც ევროსტრუქტურებმა მუსულმანი მესხების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის გამოყვეს. 2012 წელს ყველა ვადა მთავრდება და საქართველოს მთავრობა იძულებულია, მუსულმანი მესხები საქართველოში დააბრუნოს. მათ სჭირდებათ განსახლების არეალი. რიგი მიზეზების გამო, ჯავახეთში მათი განსახლება არ მოხდება – ჯავახეთში სომხური მოსახლეობაა, რომელიც მუსულმანებს ვერ აიტანს და დაპირისპირება მოხდება. მუსულმანი მესხების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველოში დაბრუნების სურვილი განაცხადა, თანახმაა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხში განსახლდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, საქართველოს მთავრობაში ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ მუსულმანი მესხები კომპაქტურად დაასახლონ და ეს თანხა იმისთვის გამოიყენონ, რომ ქალაქი ლაზიკა ააშენონ. გარდა ამისა, არსებობს მოარული ხმა, რასაც გვიდასტურებს რამდენიმე უცხოური წყარო – სირიელი სომხების შეძლებულ ნაწილს უნდა, რომ გაერიდოს სავარაუდო სამოქალაქო ომს სირიაში და თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას. ამ მოარული ხმის მიხედვით, ეს ქვეყანა საქართველოა. ხაზს ვუსვამ, – შეძლებულ სომხებზეა ლაპარაკი. ამ ხმის რეალობას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლაა აფხაზეთის მთავრობაზე, რომ მან სირიაში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავლები მიიღონ.
– ბატონო მამუკა, ამასწინათ განცხადეთ, რომ სირიელ მუჰაჯირებს რუსული ორიენტაცია აქვთ. სირიელი სომხებიც რუსული ორიენტაციისანი არიან?
– დიახ, სირიელი სომხები აბსოლუტურად რუსული ორიენტაციის არიან. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ დიდ პოლიტიკაში ლაზიკამ გარკვეული როლი შეასრულოს. თუ ეს ქალაქი აშენდა და თუ ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რეალობად იქცა, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე პრორუსულად განწყობილ აფხაზებს მივიღებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ლაზიკაში კი, – პრორუსულად განწყობილ სომხებს და აშკარად პრორუსული განწყობის ორი ეთნოსის გარემოცვაში აღმოვჩნდებით. სირიელი სომხები, რომლებზეც ვლაპარაკობ, საკმაოდ შეძლებულნი არიან და თავისუფლად შეუძლიათ, ფული ჩადონ ისეთი ინფრასტუქტურის განვითარებაში, რომელიც ლაზიკის მშენებლობას დასჭირდება. სერიოზულ თანხებზეა ლაპარკი, ისე ქალაქი ვერ აშენდება. ლაზიკის ასაშენებლად ჯერ საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის მომზადება – ჭაობების დაშრობა, ნაგებობებისთვის სერიოზული საძირკვლის ჩაყრა და სხვა რთული სამუშაოების ჩატარება, რაც ძალიან ძვირი დაჯდება. ასე რომ, ლაზიკა სახიფათო პროექტია როგორც ეკოლოგიური, ასევე, ეთნიკური თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური კუთხითაც.
– დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური ირანის თემაა. საბოლოო ჯამში, როგორი იქნება ამერიკის პოზიცია?
– ამერიკის ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა და არც აწყობს ირანთან კონფრონტაცია, რადგან წინ ნოემბრის არჩევნებია. თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელი არჩევნების წელია და აშშ ყველაფერს გააკეთებეს ისრაელის ირანზე სავარაუდო თავდასხმის შესაკავებლად. არჩევნების დროს ამერიკისთვის პოლიტიკურად წამგებიანია ამ ომში ჩართვა. ობამამ განაცხადა, 2012 წელს ყველა სამშვიდობო საშუალება იქნება გამოყენებული, რათა ისრაელსა და ირანს შორის შეირაღებული დაპირისპირება არ მოხდესო, თუმცა აშშ იმაზე პასუხისმგებლობას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წელს, ვერ აიღებს. ობამას მხრიდან ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ არჩევნების დროს შეირაღებული დაპირისპირება თეთრ სახლს არ აწყობს, მაგრამ ისრაელის პოზიცია შეუვალია – თუ ირანზე დარტყმას დააპირებს, მხოლოდ 12 საათით ადრე შეატყობინებს ირანის ადმინისტრაციას. 12 საათი საკმარისი დრო არაა და ირანის ადმინისტრაცია მობილიზებას ვერ მოასწრებს.
– ირანი ისრაელთან დიდი ომის გასაჩაღებლად სერიოზულად ემზადება – ატომურ ბომბს ამზადებს. თქვენი ვარაუდით, ირანს ატომური იარაღი, დახლოებით, რამდენ ხანში ექნება?
– სხვადასხვა დასკვნით, ეს პროცესი ირანმა მაისში უნდა დაამთავროს. ირანის მიერ ატომური ყუმბარის შექმნა ისრაელის სახელმწიფოს დამთავრებას ნიშნავს. დღევანდელი თეირანისა და იერუსალიმის ხელმძღვანელობას ერთმანეთის მიმართ ერთნაირი მიდგომა აქვს – კართაგენი უნდა დაინგრეს! ისრაელისთვის ირანია კართაგენი, ირანისთვის კი – ისრაელი. ორივე ქვეყანა უკომპრომისოა. ამიტომაც, ვითარება რთულია და მესამე ძალის ჩარევამ შეიძლება, მდგომარეობა ვერ შეცვალოს, თუმცა ამ პროცესში ჩართვა მთელ მსოფლიოს შეუძლია და ასეც ხდება – ირკვევა, რომ ირანში ისევ მიემგზავრებიან საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მაგატე"-ს ატომური საქმის სპეციალისტები, რომლებიც რევიზიას ჩაატარებენ იმ ობიექტებზე, სადაც ატომური ნივთიერებები მუშავდება. ისრაელის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ ირანს ხელი შეეშალოს ატომური პროექტის რეალიზაციაში. ისრაელის ხელისუფლება იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე ირანის ტერიტორიაზე ანადგურებს იმ პიროვნებებს, რომლებიც ირანის ატომურ პროექტში მონაწილეობდნენ. მაგალითად, სამი ირანელი მეცნიერია დაღუპული, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გენერალი მოკადამი, რომელიც მოსად-მა პირდაპირ ირანის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ააფეთქა. როგორც ჩანს, ისრაელის სპეცსამსახურები მხოლოდ ირანელ კი არა, იმ რუს სპეციალისტებზეც იწყებენ ნადირობას, რომლებიც ირანს ატომური პროექტის რეალიზაციაში იღებენ მონაწილეობას. ასე რომ, სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია.
– ბატონო მამუკა, მინდა, ისევ სომხურ თემას დავუბრუნდე და ნიკოლა სარკოზის განცხადებას შევეხო, სომხების გენოციდი საფრანგეთის ყველა მოქალაქემ უნდა აღიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან 12 წლით წავა ციხეში, ან 45 000 ევროს გადაიხდისო. არის თუ არა ეს ადამიანის უფლების შელახვა?
– საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ნორმებში არის ასეთი დეფინიცია – შეიძლება, შეილახოს ადამიანის უფლებები, კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება სხვა ადამიანთა დიდი ჯგუფის უფლებების დაცვას. საფრანგეთის პოზიცია ძლიერი სომხური ლობის გავლენითაა განპირობებული, რომელიც ამ შემთხვევაში, სარკოზის გვერდით დგას. თუ სარკოზი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, არ იყო გამორიცხული, რომ სომხური ლობი მისი მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულიყო. საფრანგეთში სარკოზის საემიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან. ამიტომ, საფრანგეთში ნაციონალისტური ტალღა ძლიერია – რიგ რეგიონებში ნაციონალისტებმა უკვე მოიგეს ადგილობრივი მუნიციპალური არჩევნები. სარკოზიმ გადაწყვიტა, რომ ნაციონალისტებს ე.წ. პატრიოტული მიდგომა დაუპირისპიროს და განაცხადა, საფრანგეთი იბრუნებს გავლენას მსოფლიოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ადრე ჰქონდაო და ამ ,,ტერიტორიებში" წინა აზია იგულისხმება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ კავკასიაში რამდენიმე თვის წინ სარკოზის ვიზიტი. ასევე, ამის გამოძახიალია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განუწყვეტელი განცხადებები, რომ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში, საფრანგეთი ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაებმება. საფრანგეთს ტრადიციული გავლენა ჰქონდა სირიაში, ლიბანში და ამ გავლენის დასაბრუნებლად აუცილებლად იბრძოლებს.
– რუსეთი გულ-ხელ დაკრეფილი არაა და ე.წ. ირანული ომისთვის ემზადება. რას მოუტანს ეს ომი რუსეთს?
– გასული წლის დეკემბრიდან, რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა სამხრეთისკენაა მიმართული. დამრტყმელი ძალა, საზღვაო თავლსაზრისით, თავმოყრილია კასპიის ზღვის რეგიონში. რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი – ,,ადმირალი კუზნეცოვი" სირიის ტერიტორიულ წყლებშია. გარდა ამისა, აბსოლუტურად მობილიზებული და საბრძოლო მდგომარეობაშია #2, 49-ე და 58-ე არმიებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში არიან განლაგებულნი, თუმცა არ მგონია, რომ ირანზე აგრესიის სემთხვევაში, რუსეთმა ღიად დაუჭიროს მხარი ირანს, რადგან ამის საშუალება დღეს რუსეთს არ აქვს. თუ რუსეთის სტრატეგიულ პატრნიორს, ირანს დამარცხების საფრთხე შეექმნება, რუსეთი შეეცდება, ასე ვთქვათ, წელში გადატეხოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სტრატეგიული მოკავშირეები – აზერბაიჯანი და საქართველო. რუსეთი იმოქმედებს პრინციპით, კბილი კბილის წილ... ირანის დამარცხების შემთხვევაში, აშშ-სა და დასავლეთის სამხედრო ძალები სომხეთის საზღვრებზე გამოჩნდებიან, რაც რუსეთისთვის სომხეთის თანმიმდევრულ დაკარგვას გამოიწვევს. 102-ე ბაზას, რომელიც სომხეთშია განლაგებული, რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ბაზა სამხედრო აღჭურვილობას და საკვებს საჰაერო გზით იღებს, რომელიც საქართველოზე გადის – სოხუმიდან თვითმფრინავებს გააქვთ. საწვავს და იარაღის დიდ ნაწილს კი, – ირანიდან. ომის შემთხვევაში, არაა გამორიცხყული, ირანიდან შემომავალი გზები ჩაიკეტოს და 102-ე ბაზა მომარაგების გარეშე დარჩეს. ასეთ დროს რუსები საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორის გაკეთებას მოინდომებს, რომ თავისი ბაზა მოამარაგოს და ამ კორიდორის სავარაუდო მარშრუტი იქნება – ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქი, რაც ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ისე, მგონია, რომ ირანთან ომის შემთხვევაში, საქართველოს არ ექნება მთავარი ფუნქცია და ჩვენთან მხოლოდ დასავლეთის მისიები განთავსდება. საქართველოს ტერიტორიადან არ მოხდება ირანზე დრტყმა იმიტომ, რომ ამისთვის აშშ-ს ჰყავს მე-5-ე ფლოტი, რომელიც სპარსეთის ყურეში იმყოფება, თურქეთის ტერიტორიაზე კი, აერდრომებია, მაგრამ ირანთან ომის დაწყების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია ჩართული აღმოჩნდება ამ პროცესებში.
– მაინც, რა ფორმით?
– ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. /გაზეთი "ქართული სიტყვა"/

შირაქის აეროდრომი რომელიც სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო პუნქტად ითვლებოდა. აქედან აფრენილი თვითმფრინავების ფრენის სიშორე ნატოში შემავალი ქვეყნების ტერიტორიებაამდე აღწევდა. ასეთივე ბაზა იყო გიუმრიში და აზერბაიჯანში (დიდი რადიოსადგური). ხსენებულ აეროდრომის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში რუსული ჭურვები ცვიოდა. /ქიზიყი/

четверг, 9 февраля 2012 г.

ზემო ქედელი 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი ბატალიონის რიგითის მიერ გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები, 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი 2007 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა. ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დედოფლისწყაროდან გაწვეული ჯარისკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში იხდიდა. კოდორის ხეობაში ნათათრალაშვილი და მისი ბატალიონის წევრები უბედურ შემთხვევამდე 10 დღით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გაიწვიეს.
დეტალებზე სასაუბროდ "ქიზიყი" გარდაცვლილის ძმას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან მისი ძმის გარდაცვალების საკითხზე საუბარი არ ისურვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევან ნათათრალაშვილს იმავე ბატალიონის რიგითის მიერ, უსაფრთხოების წესების დარღვევით გასროლილი ტყვია მოხვდა, რომელშიც თავად მსახურობდა: „ერთი წელი იყო, რაც ლევანი ჯარში, თავის ძმასთან, ზურასთან ერთად წავიდა. ძმები სავალდებულო სამხედრო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადიოდნენ. რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ბატალიონის წევრები, კრწანისის სასწავლო ცენტრიდან ზემო აფხაზეთში მიავლინეს სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთ რიგითი ლადო კაბულაშვილი, რომელიც ლევანისთან მეგობრობდა, თავისი საგუშაგოდან დაბრუნების შემდეგ საკონტროლო გასროლას ახდენდა. იარაღის განმუხტვის დროს მას ტყვია გაუვარდა, რომელიც ქვას მოხვდა. ქვამ ტყვია აისხლიტა და იქვე, ახლოს მდგომ ლევანს მოხვდა. ტყვიამ მას ჯერ ხელ-ფეხი დაუზიანა, შემდეგ შიდა ორგანოები და ბოლოს ზურგიც," - ამბობს ნათათრალაშვილების ოჯახის ახლობელი გიორგი ღირსიაშვილი..
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით, დაჭრილი ჯარისკაცი ზემო აფხაზეთში, სოფელ აჟარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ ლევანი საავადმყოფოში მიყვანიდან 3 საათში გარდაიცვალა.
„ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ტყვიამ ლევანს ხელ-ფეხის გარდა ღვიძლი, სისხლ-ძარღვები და ზურგის ტვინიც დაუზიანა. ნათათრალაშვილის გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. მის ცხედარს ექსპერტიზა ზუგდიდის პროზექტურაში ჩაუტარდა და დასკვნა მზად რამდენიმე დღეში იქნება,“ - განაცხადეს აჟარის საავადმყოფოს ექიმებმა.
უფლებადაცვით ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავებმა კრწანისის სასწავლო ცენტრის ბატალიონის რიგითი ლადო კაბულაშვილი მკვლელობის დღესვე დააკავეს. მას ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენეს. დანაშაული 2 - დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილის მშობლებს და ოჯახის წევრებს ბრალდებულის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ისინი მომხდარში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ადანაშაულებდნენ.
უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, მაგრამ ქართულ ჯარში, რომლის აღმავლობის შესახებაც ხელისუფლება 24 საათი ლაპარაკობს, ასეთი ფაქტები, მით უფრო ასეთი სიხშირით, არ უნდა ხდებოდეს. იარაღი იმ ადამიანებს, ვინც მისი უსაფრთხოდ გამოყენება არ იცის, არ უნდა ანდონ. ვერაფრით ამიხსნია, ლევანმა ერთი ტყვიით ამდენი ჭრილობა როგორ მიიღო ან დაჭრიდან 3 საათზე მეტი თუ იცოცხლა, მისი გადარჩენა რატომ ვერ მოხერხდა. სად იყო იმ დროს რიგითების ზედამხედველი თუ მეთაური, როცა კაბულაშვილი საკონტროლო გასროლას უსაფრთხოების წესების დარღვევით ახდენდა?," - კითხულობს დაღუპულის მამა გიორგი ნათათრალაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და დაკრძალვის ხარჯები დაფარეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ აღუთქვეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და უმკაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვისაც შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების წესების დაცვა და რიგითების ზედამხედველობა ევალებოდა.
მსგავსი დაპირება, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში, ასევე გაუფრთხილებლობით მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძის ოჯახის წევრებმაც მიიღეს, თუმცა, გამოძიებას მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ამავე სამხედრო ნაწილის რიგითის გიორგი ოზბეთელაშვილის მეტი არავინ დაუსჯია.
უფლებათა ცენტრის ცნობით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ქართულ ჯარში, ჯარისკაცთა მკვლელობის თითქმის ყველა ფაქტზე. უბედური შემთხვევები, როგორც ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწოდებენ, ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა. /ქიზიყი/

პატიმრებს აყეფებენ - მსჯავრდებულებს "კვირის პალიტრის" გარდა სხვა გაზეთის კითხვა ეკრძალებათ

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ჟურნალებისა და გაზეთი "კვირის პალიტრის" გარდა სხა გაზეთის წაკითხვა ეკრძალებათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები იუწყება, რომელიც ომბუდსმენის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

მონიტორინგის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ კარანტინში ყოფნისას პატიმრებს აყეფებენ.

"მონიტორინგის დროს კარანტინში იმყოფებოდა 23 პატიმარი. კარანტინის საკნის გაღებისას პატიმრები თავზეხელებდაწყობილ მდგომარეობაში დგებიან სახით ფანჯრისკენ. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ მათ დღეში დაახლოებით სამ–ოთხჯერ უწევთ ამ მდგომარეობაში სარკმელთან განთავსება, რაც ზოგჯერ შესაძლოა ნახევარი საათიც კი გაგრძელდეს. საწოლიდან წამებში არ ან ვერ წამოდგომის შემთხვევაში, მათ დაწესებულების თანამშრომლები სჯიან. პატიმართა ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ კარანტინში ყოფნისას, დილის შემოწმებაზე, მათ ადმინისტრაციის თანამშრომლები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა, მათივე თქმით, აღნიშნული არ ატარებდა რეგულარულ ხასიათს",-აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფისის კვლევაში.

ტრანსპორტი შეზღუდვით მოძრაობს

ინტენსიურმა თოვამ წნორი–დედოფლისწყაროს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ჩაკეტა. შეფერხებით, ზოგჯერ კი საერთოდ არ მოძრაობს დედოფლისწყარო–არბოშიკი–მაჩხაანის, დედოფლისწყარო–ოზაანისა და დედოფლისწყარო–წნორის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ხაზები. ამ სოფლების მაცხოვრებლები ბოლო დღეების განმავლობაში ვერც რაიონული ცენტრისა და ვერც ქალაქ წნორის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, შეფერხებებია ასევე თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსების გრაფიკშიც. იგივე ვითარებაა დედოფლისწყაროს აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლებშიც.
მოძრაობა შეფერხებულია ასევე სიღნაღის სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე. ძლიერი ყინვის გამო აქ მისვლა შეუძლებელია. არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ მოძრაობს სოფელ ჯუგაანშიც. ქიზიყის გზების დიდ ნაწილზე ამ დრომდე არ არ ჩატარებულა გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც გახშირდა საავარიო სიტუაციები. მედია ცენტრი კახეთის ცნობით, ბოლო დრეებში მომხდარი ავარიებიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა. წნორის საავადმყოფოში სხვადასხვა მოტეხილობით ყოველდღე შეჰყავთ ავადმყოფები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიუხედავად ძლიერი ყინვებისა ინტენსიურად მუშაობენ. /ქიზიყი/

среда, 8 февраля 2012 г.

რა პრობლემებია დედოფლისწყაროში დიდთოვლობასთან დაკავშირებით

კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. შვებულებაში ყოფნის მიუხედავად შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც დაესწრო.

შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებული კახეთის რეგიონში არსებული და მოსალოდნელი პრობლემები განიხილეს.
დიდთოვლობის გამო კახეთის მხარის მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების მიერ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები მოხსნილია, საავტომობილო გზებზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის ნებადართულია და მოძრაობა უსაფრთხოა.

მოსალოდნელი უამინდობის შემთხვევაში, შესაძლო პრობლემების დროული პრევენციის მიზნით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტით. ასეთი სოფლების მომარაგება მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით რეგულარულად ხორციელდება.

არსებული ვითარება 8 თებერვალს მთელი დღის მანძილზე ინტენსიური თოვის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდა.
საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლები, ქედების ზონა და ასევე სოფლები სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ჩაკეტილია ასევე კასრისწყალთან მისასვლელი გზაც.

თუმცა, სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული „ქიზიყთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ სამთაწყარო–თბილისის გზაზე მოძრაობა რთულად, თუმცა მაინც შესაძლებელია. მისი თქმით, ტრანსპორტი გადაადგილებას სამთაწყარო–არხილოსკალოს გზის საკმაოდ რთულ მონაკვეთზეც ახერხებს.
„ახლა აქ იმხელა თოვლი არ არის, რომ ავტომანქანებს მოძრაობა უჭირდეთ. დღეს არ ვიცი, მაგრამ სამშაბათს ჩვენი სოფლიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები ნამდვილად გავიდა. გარესამყაროს მოსწყდაო, ეგ ინფორმაცია ტყუილია,“ – განმარტავს ნადირაშვილი. /ქიზიყი/

სოფლის რწმუნებულებს ხელფასები გაუორმაგდათ

მიმდინარე წლიდან სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს ხელფასი 300 ლარით გაეზრდებათ და მათთვის განკუთვნილი თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად 700 ლარით განისაზღვრება.
როგორც მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აცხადებენ, სოფლის რწმუნებულთათვის ხელფასების გაზრდის შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტი გამოსცემს. 2012 წლის იანვრის ჩათვლით ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება 400 ლარს შეადგენდა.
სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჯამად შვებულებაშია და ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით დეტალები მისთვის უცნობია.
სოფელ სამრეკლოს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ზურაბ ლეკაშვილი „ქიზიყთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ ხელფასი მათაც ეზრდებათ, თუმცა რამდენით, მისთვის უცნობია. სამრეკლოს რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი კი ამბობს, რომ არც საკუთარი ხელფასის ზრდისა და ოდენობის შესახებ ფლობს ინფორმაციას. მისთვის ასევე უცნობია, ეზრდებათ თუ არა შრომითი ანაზღაურება სპეციალისტებსაც.
არადა, „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საკრებულომ ამ საკითხს კენჭი უკვე უყარა.
გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც საწვავისა და კომუნიკაციისთვის სპეციალურ ტალონებს აძლევდნენ, ამიერიდან ისინი მსგავსი სახის ხარჯებისთვის არ ტალონებს, არამედ, შესაბამისი ოდენობის თანხას მიიღებენ. დეპუტატები ანაზღაურებას მიიღებენ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვისაც. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა

EXCLUSIVE - თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც ძირითადად სამხედრო შინაარსის გადაცემებს ამზადებს ამიერიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შემადგენლობაში გადავიდა. ამის შესახებ ამ ტელეკომპანიების ცნობილი ხმა, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი გაზეთ „შირაქისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩემი ძირითადი სამსახური ახლა ტელეკომპანია „საქართველოშია“, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს არხი იყო, ახლა კი ეს ტელევიზია „რუსთავი2“-ს ექვემდებარება. ასევე ვთანამშრომლობ სარეკლამო სააგენტოებთანაც. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სულ ვმოძრაობ. ასეა, ახლა ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი მოკრძალებულად ცხოვრობს,“ – აღნიშნავს ყოჩიაშვილი.

ის ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს.

დათო, მისი ცოლი და ცოლის დაქალები
უკვე რა ხანია, სერიალების მოყვარული ტელემაყურებელი მოუთმენლად ელის "რუსთავი 2"_ზე შაბათს, საღამოს 10 საათზე, ქართული სერიალის " ცოლის დაქალების" დაწყებას, რომელმაც პირველი სერიებიდანვე გაამართლა ხანგრძლივი ანონსებით გამოწვეული ინტერესი. ქართული ხასიათი, ტრადიციები, ზნე_ჩვეულებები და რეალური ცხოვრებიდან აღებული სიუჟეტები მაყურებლის გემოვნებაში ჯდება და აღძრავს ინტერესს, მოუთმენლად დაელოდოს მომდევნო სერიას. დროც ნორმალური აქვს შერჩეული _ მთელი დღის და საღამოს განმავლობაში ათასი ჯურის ტელესერიალებით თავმობეზრებული და გაღიზიანებული ამ სერიალის ყურებით გუნებას გამოიკეთებ. დამშვიდდები და ნასიამოვნები დაიძინებ იმ იმედით, რომ ჯერ კიდევ შეგვრჩა ქართული ზნეობა, მეობა, ნორმა, ფორმა და წონა_ზომა.

ახალი ქართული სერიალი "ჩემი ცოლოს დაქალებია”. ეს სერიალი არც ერთი საზღვარგარეთული პროექტის ანალოგი არ გახლავთ. იგი ქეთი დევდარიანის და მიშა მშვილდაძის სცენარითაა, რეჟისორი კი გიორგი ლიფონავა. ოთხი მთავარი გმირის: დათოს, მისი ცოლის ნინას და ცოლის ორი დაქალის კატოს და თინას გარშემო ტრიალებს ამბავი. დათოს როლს ლევან ყოჩიაშვილი ასრულებს. ზოგიერთმა თქვენთაგანმა ალბათ იცის, ვინ არის ლევან ყოჩიაშვილი. უმრავლესობა კი გუმანით ხვდება, რომ ის ჩვენებურია. დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებთ და ძირფესვიანად გაგაცნობთ ამ ახალგაზრდა კაცს, მის წარმომავლობას, განვლილ დედულეთში _ ქ. წყალტუბოში. იმის გამო, რომ დედამისი, ექიმი მარინა ქორიძე, მაშინ რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ სამკურნალო დარგში და ძალიან დაკავებული იყო სამსახურებრივად, ამასთან, უფროსი ვაჟი პავლეც სულ რაღაც 2-3 წლის იყო, ლევანი წყალტუბოში პაპა–ბებიასთან მერი კუპრაძესთან და პავლე ქორიძესთან იზრდებოდა. მერი ბებია ბიო–ქიმიკოსი იყო, ხოლო პავლე ბაბუა წყალტუბოს რაიონის მთავარი ექიმი, რაც იმის გარანტიას აძლევდა ახალგაზრდა მშობლებს, რომ შვილი საიმედო ხელში ჰყავდათ დატოვებული. ორიოდ წელში ლევანმაც ყოჩიაშვილების ფუძეზე გადმოინაცვლა და მაყვალა ბებიას და გიორგი პაპას მეურვეობას "დაექვემდებარა".
_ ჩემი მშობლების ორივე ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი და ჩემი ძმების (ლევანი უცროსი ძმა ირაკლიც ჰყავს) აღზრდაში და ჩამოყალიბებაში, რადგან ჩემი მშობლები სულ მუდამ დაკავებული იყვნენ სამსახურებრივად. მეშვიდე კლასამდე სოფელ წითელწყაროს რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ქ. წითელწყაროს #1 საშუალო სკოლაში გადმოვედი და ეს სკოლა დავამთავრე. ვსწავლობდი საშუალოდ, არც თითით საჩვენებელი ვყოფილვარ და არც ჩამორჩენილი. ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, რაც პავლე პაპას დამსახურებაა, ის არა მარტო ცნობილი ექიმი, არამედ ძალიან განათლებული პიროვნება იყო. გვიყვარდა ფილმების ყურება, სამი ძმა ვიყავით და ვიკლებდით სახლ_კარს _ გვიყვება ლევანი თავის ბავშვობას.
_ მსახიობების სურვლი საიდან გაგიჩნდა?
_ როგორც ჩანს, ხელოვანის სული ჩემში მამის გენს უფრო უკავშირდება. ბიძაჩემი, ვალერი ყოჩიაშვილი, რომელიც ვორონეჟში ცხოვრობს, ოპერის თეატრის მთავარი მხატვარია, ხატვა მამაჩემსაც ეხერხება, მისი რამდენიმე საინტერესო ტილო გვაქვს ზეთის საღებავით შესრულებული. რაც შეეხება მსახიობობას, ეს უფრო მაყვალა ბებიას "დამსახურებაა". ის ძალიან არტისტული, პრანჭია ქალი იყო, თუმცა, გიორგი პაპაც არ ჩამოუვარდებოდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მსახიობობაზე არც მიფიქრია, კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი. კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ოთხ წელიწადში ერთხელ იყო აბიტურიენტების მიღება. მოხდა ისე, რომ, როცა დავამთავრე, მიღება არ იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, რომ სხვაგან არც მიცდია ბედი. ერთი წელი მოვემზადე და სამსახიობოზე ჩავაბარე იმ იმედით, რომ შემდგომში გადავიტანდი სარეჟისოროზე, მაგრამ არ მომიხერხდა. მოვხვდი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში და მერე, ხომ გაგიგონიათ სცენის მტვერის ამბავი… თითქოს ბანალურია, მაგრამ ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმისა, ძალიან რთული წლები იყო, არც დენი, არც გაზი, არც ტრანსპორტი... მაინც საინტერესო იყო ჩვენი ცხოვრება. III კურსიდან წაგვიყვანეს მეტეხის თეატრში და კარგა ხანს დავრჩით. სადიპლომო სპექტაკლიც იქ მქონდა. ეს იყო ენრიკო გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი", სადაც მამის როლს ვთამაშობდი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო მრევლიშვილი იყო. ან მარსაც პარნეს "მატყუარა" და მე "წეროსანი" ვითამაშე.

ასე დაიწყო ლევან ყოჩიაშვილის თეატრალური ცხოვრება. მერე იყო თეატრი. "გლობუსი" ისევ სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით. დიდად გამიმართლა თემურ ჩხეიძეს სახელოსნოში რომ მოვხვდიო, ამბობს ლევანი. ოთხი სეზონი "სამეფო უბნის" თეატრში გაატარა. დიდი ქალბატონის მედეა ჩახავას გვერდით უწევდა თამაში, მაგრამ როცა ბატონმა თემურ ჩხეიძემ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, ქალბატონმა მედეამაც შეწყვიტა კავშირი ამ თეტრთან, ამან ხიბლი დაუკარგა თეატრს. ალტერნატიული გზის ძებნა იყო საჭირო, ისეთის მატერიალურ მდგომარეობასაც რომ გააუმჯობესებდა. ამიტომ შეაღო ტელევიზიის კარი და დაიწყო გახმოვანების უჩინარი, მაგრამ საინტერესო საქმიანობა, რომელსაც გემო თეატრში მუშობისას I არხზე გაუსინჯა. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც მრავალმხრივი ყურადღება და მობილიზება სჭირდება. შორიდან შეიძლება ადვილი ჩანს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა, თუ ერთი ალღო აუღე, ძნელად შეელევი. პირველად დოკუმენტური ფრანგული ფოლმებით დაიწო, მერე მულტფილმები, მერე ლათინური და არგენტილური სერიალები..
_ ლევან, როგორ ეგუები იმ უხამს დიალოგებს, რომლებიც ამ დაბალი დონის სერიალებში არცთუ იშვიათად გვხვდება?
_ ჩემი ცხოვრების წესით და გაზრდილობითაც უფრო აზიატი ვარ, ქართული ტრადიციები და ზნე_ჩვეულებები ჩემთვის სისხლისმიერი ფასეულობებია. ამიტომ, სულაც არ ვეთანხმები და არც მე მომწონს ის, რაც უმრავლესობას არ მოსწონს, მაგრამ ეს სამუშაოა... ისე, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რაიმე ფრაზა ან სიტყვა რომ შემიცვლია, რადგან შინაგან დისკომფორტს და უხერხულობას ვგრძნობ მათი წამოთქმისას.
_ რა აზრის ხარ მხატვრულ ფილმებზე სუბტიტრების შემოღებასთან დაკავშირებით?
_ მიმაჩნია, რომ ფილმის გახმოვანება ასგზის უკეთესია მაყურებლისათვის. ხალხი წვალობს - ტიტრი წაიკითხოს თუ ფილმის მსვლელობას ადევნოს თვალი?! არ მგონია, ამ მეთოდით ვინმემ ინგლისური ენა ისწავლოს. ზოგადად, ამ მეთოდმა ამ კუთხით სამუშაო შეამცირა. დღეს ყველაზე მომებიანი ვიდეორგოლების, რეკლამების გახმოვანებაა.
_კინოში როგორ მოხვედი?
_ კინოში ცოტა გვიან, 2006 წელს გადამიღო რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ. აკა მორჩილაძის პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ქაღალდის ტყვია" უშიშროების ოფიცრის როლს ვთამაშობდი. შემდეგ გიორგი ლოფონავას სერიალში "კლინიკა" გამომცემლობის მთავარი რედაქტორის როლი მერგო, ვითამაშე "ნაფიცი მსაჯულების" სამსერიან ფილმში, მას გახმაურებული კომედია "ჭამა და სექსი" მოჰყვა, რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საერთოდ, კინოში თამაში უფრო რთულია, რეჟისორმა შეიძლება პირველ რიგში ფილმის დასასრული გადაიღოს. აქ სიუჟეტს არ მიჰყვები, თეატრი კი შემოქმედებითად ერთი მთლიანობაა. ემოციური განწყობა უფრო ადვილია. გულდასაწყვეტია, რომ ტელევიზიამ ჩაყლაპა თეატრი. მართალია, თეატრალური კაფიებიც გაკეთდა, მაინც ის კომფორტული და ამაღლებული შეგრძნება, რაც თეატრს აქვს, შეუცვლელია. ხალხი ნაკლებად დადის თეატრში, არადა, თეატრში წასვლა ერთი ლამაზი რიტუალი იყო ადამიანის ცხვრებში.
_ ახლა "ჩემი ცოლის დაქალებზე" ვისაუბროთ.
_ ო, ეს სერიალი ძალიან მომწონს. ხალისით ვმუშაობ მასზე. ძალიან კარგი პარტნიორები მყავს. ზაფხულში დაიწყო მსახიობთა შერჩევა. მე კასტინგი არ გამივლია, პირდაპირ ამიყვანეს. მუშაობა ჯერჯერობით პარალელურ რეჟიმში მიდის, გვინდა, რამდენიმე სერიით გავუსწროთ. ახლა ყველა არხი დატვირთულია სერიალებით და გასართობი შოუებით. კონკურენციის მომენტი ნამდვილად არის. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ეს სერიალი კინოს პრინციპით გადაიღება, აქ არ არის დარბაზი და მისი ემოციები, სადაც თეატრალური მომენტებბი მეტია. ზოგ სტუდიას 300-500 კაციანი დარბაზი აქვს. ტაშითა თუ სიცილით გამოხატული დარბაზის შეფასებები ტელემაყურებელს ხელს უშლის საკუთარი განწყობა შეიქმნას. ჩვენს სერიალში კი მინი კინოს ასოციაციაა, რიტაც მაყურებელი კმაყოფილია. მოვლენები სტუდიის გარეთაც ვითარდება, რაც უფრო სახალისოს ხდის სიუჟეტს. დროც კარგადაა შერჩეული: - შაბათს, საღამოს 10 საათზე.
_ ეს შენი "შვილები" ჯეკო და ტასო სინამდვილეში ვისი შვილები არიან?
_ ისინი სერიოზული კონკურსის პირობებში, ქასთინგის შედეგად შეარჩიეს. ნიჭიერი ბავშვები არიან. მათთან მუშაობა საინტერესოა, ძალიან საყვარლები არიან. ისინი რომელიმე მსახიობის შვილები ან შვილიშვილები არ არიან.
_ ახლა ცოტა შენი პირადი ცხოვრების შესახებაც გვიამბე...
_ ჩემი მეუღლე მარინა ყაჭაშვილიც დედოფლისწყაროელია. ვალიკო ყაჭაშვილისა და რუსუდან ტუხაშვილის უფროსი ქალიშვილია. მის გაზრდაში მისმა ბებიამ, ცნობილმა პედაგოგმა ლილი თაბაგარმა დიდი როლი ითამაშა. ის ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ არ მუშაობს. შვილების აღზრდითაა დაკავებული.

ჩემი ქალიშვილი კესო უკვე 13 წლისაა. პაპის მოსახელე ვასილი ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. ჩვენი მშობლები ძალიან გვიდგანან მხარში, გვეხმარებიან, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. ჩემი ძირითადი სამსახური ახლა ტელეკომპანია "საქართველოშია", რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს არხი იყო, ახლა კი "რუსთავი2"-ს ექვემდებარება. ვთანამშრომლობ სარეკლამო სააგენტოებთანაც. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სულ ვმოძრაობ. ასეა, ახლა ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი მოკრძალებულად ცხოვრობს.

პ.ს. სულ მალე ლევან ყოჩიაშვილს დაბადების 34 წელი უსრულდება, ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.

ნაირა გორაშვილი
გაზეთი „შირაქი“

вторник, 7 февраля 2012 г.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახური ნაცნობ–მეგობრობის პრინციპით დაკომპლექტდა

მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მტკიცებით , "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კუდ-ის თანამშრომლების ნეპოტიზმი გრძელდება". გურაშვილის ინფორმაციით, "დედოფლისწყაროს რაიონში ყველა სფეროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლები მართავენ". პოლიტიკურ მოძრაობას არგუმენტად გამგეობის ახალი სამსახურის პირადი ინტერესებით დაკომპლექტება მოჰყავს. ისინი ირწმუნებიან, რომ დედოფლისწყაროს გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შეიქმნა, რომელიც აქამდე რაიონში არ არსებობდა.

,,23 იანვრიდან ამ სამსახურის უფროსად კუდ-ის კონსულტაციების შემდეგ ილია ნატროშვილის სიძე ილია კვანჭილაშვილი დაინიშნა, რომლის მამა რაიონში ერთ-ერთი მსხვილი ფერმერია და მიწის საკმაოდ სოლიდურ ნაწილს ფლობს. ამავე სამსახურის მთავარ სპეციალისტად კი ილია ნატროშვილის ნათესავი რევაზ ნატროშვილი დაინიშნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილია კვანჭილაშვილი 2003-2006 წლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კახეთის რეგიონულ სამმართველოში მუშაობდა. ზუსტად ამ პერიოდში მუნიციპალიტეტში ათასობით ჰექტარი ტყის მასივი უმოწყალოდ აიჩეხა და გაიყიდა. ამის შედეგად კი დედოფლისწყარო გაუდაბნოების პირას მივიდა. უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანმა ჩვენი რაიონის გაუდაბნოების პროცესს ხელი შეუწყო და დარწმუნებული ვართ, რომ იგი მთავრობის კურსს - "ააყვავონ" სოფლის მეურნეობა წარმატებულად გააგრძელებს... გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ ახლობლებს ასაქმებენ, წინასაარჩევნოდაც ზრუნავენ, რომ მათმა კადრებმა ამომრჩევლებზე აქტიურად იმუშაონ. ამ მუშაობაში, რა თქმა უნდა, მათთვის ჩვეული დაშინება, მუქარა და თუ საჭირო გახდა, ცემა-ტყეპა იგულისხმება, რითაც დედოფლისწყაროში კუდ-ის ორივე ადგილობრივი თანამშრომელი გამოირჩევა", - განაცხადა თამილა გურაშვილმა და "კუდ-ის თანამშრომლების ნეპოტიზმი პარტიის სახელით კიდევ ერთხელ გააპროტესტა". /ქიზიყი/

გოგა ხაჩიძე კარიერების უპრეცედენტო პროექტების ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კასპის რაიონის სოფელ კავთისხევს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნების პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეხვდა.

"ქიზიყი" უკვე იუწყებოდა, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე” (Quarry Life Award) „ჰაიდელბერგცემენტის” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობას იღებს 3 კარიერი: კავთისხევის კირქვის, გარდაბნის თიხის და დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საპროექტო წინდადადებები წარმოადგინონ 17 თებერვლამდე.

შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გააცნო კონკურსის შესახებ ინფორმაცია და პროექტის პრიორიტეტები.
„მოხარული ვარ, რომ ამდენი ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას კონკურსში. დიდი სიამოვნებით ვუერთდები ამ ინიციატივას, ეს არის ახალი სტანდარტი, თუ რა უნდა გააკეთოს თანამედროვე დიდმა წარმოებამ იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის რეგენერაცია მოხდეს”-განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

2012 წლის დეკემბერში კომპეტენტური ჟიურის მიერ ეროვნულ და გლობალურ დონეზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 1500-დან 30 000 ევრომდე საპრიზო თანხით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრის წარმომდაგენლები. /ქიზიყი/

понедельник, 6 февраля 2012 г.

„შირაქის“ მოცეკვავეებმა „ნიჭიერის“ შემდეგი ეტაპიც წარმატებით გადალახეს

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შირაქის“ მოცეკვავეებმა პროექტ „ნიჭიერის“ მორიგი ტური კვლავაც წარმატებით გადალახეს. გადაღებები 5 თებერვალს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დარბაზში გაიმართა. მოცეკვავეები ფართო აუდოტორიის წინაშე დედოფლისწყაროს სახელით გამოვიდნენ.

მათ ჟიურის წინაშე 2,5 წუთი ხანგრძლივობის ნომერი შეასრულეს. სცენაზე გატანილი იყო ცეკვა „მთიულური“, რომელიც 25-მა ბავშვმა შეასრულა.

ანსამბლს ტრანსპორტირებაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაეხმარა. ჟიურის რეაქციებსა და შეფასებებზე „ქიზიყი“ ანსამბლის წევრებს ესაუბრა:

„დილის ათი საათიდან სხვადასხვა სახის სარეკლამო გადაღებებზე ვიყავით, ყველა მონაწილეს ცალკ-ცალკე იგებდნენ. ეს ტური წარმატებით დავძლიეთ და საბოლოო ჯამში ჯიურის სამივე წევრის „კი“ მივიღეთ. გეგას და სოფოს დადებითი კომენტარის შემდეგ ბოლო და გადამწყვეტი სიტყვა ვანო ჯავახიშვილმა თქვა და დაამატა – „ამ ჟანრში ძალიან ბევრი მოღვაწეობს, მაგრამ თქვენ შეძელით, განსაკუთრებულები ყოფილიყავით. ოთხი კი გაქვთ დარბაზის ჩათვლით, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე დგასო“. სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა – „ძალიან მოკლე დროში შეძელით შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენაო“... იყო სიხარულის ყიჟინაც და ინტერვიუები. როგორც გვითხრეს, ეს პროექტი ეთერში მარტში გავა,“ – აღნიშნავს ანსამბლ „შირაქის“ ხელმძღვანელი ალექსი გაბრიელაშვილი.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, პატარა მოცეკვავეები მომავალ ტურში ახალ ნომერს წარმოადგენენ და შემდეგ კი იმ ტურიდან ჟიური ფინალისტებს შეარჩევს. ანსამბლის ხელმძღვანელს მომდევნო ნომერი ამ ეტაპზე შერჩეული არ აქვს. ანსამბლში ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ ფარიკაობას მოამზადებენ, ოღონდ განსხვავებულად დადგმულს.

ანსამბლ „შირაქის“ „ნიჭიერში“ წარმატებულად მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინტერნეტგაზეთმა „ქიზიყმა“ ექსკლუზიურად გაავრცელა. ქართულ ტელესივრცეში „ნიჭიერი“ ერთერთ ყველაზე პოპულარულ და სახალხო პროექტად რჩება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ფიროსმანის სახლ–მუზეუმების მმართველის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია

EXCLUSIVE - თბილისსა და დედოფლისწყაროში, ფიროსმანის სახლ–მუზეუმების მმართველის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმების მმართველად თბილისსა და მირზაანში ნელი გობეჯიშვილი დაინიშნა.

ის დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი გახლდათ. გობეჯიშვილი ათეულობით წელია დედოფლისწყაროში კულტურის სფეროში წამყვან თანამდებობებს იკავებდა. მისი თქმით, ფიროსმანის მუზეუმი შველას ითხოვს, კონკურსში საკუთარი ძალების მოსინჯვა ამიტომაც გადაწყვიტა.

„2011 წლის განმავლობაში მუზეუმში მხოლოდ 80 ვიზიტორის ბილეთი გაიყიდა, ეს კი კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. ჩემთვის ეს მუზეუმი მშობლიურია. მისი გახსნის დღიდან ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული. მხოლოდ ბოლო ორ ღონისძიებაზე მივედი სტუმრის სტატუსში, დანარჩენ შემთხვევებში მთლიანად ვიყავი ჩართული. ფიროსმანობის დღესასწაულის სახელწოდებაც ჩემი შერჩეულია. დედოფლისწყაროში, რამდენიმე წლის წინ ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაც ჩემივე ძალისხმევით გაიხსნა. ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება. მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და სოფელში გამოირჩეოდეს. ფიროსმანის მუზეუმმა მთლიანად სოფელი უნდა გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ ამჟამად ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცოცხლება სოფელში მიგრაციასაც მნიშვნელოვნად შეაჩერებს, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. გარკვეული პროექტები უკვე არსებობს და ამინდის გაუმჯობესებისთანავე მუშაობა აქტიურად დაიწყება,“ – აცხადებს ნელი გობეჯიშვილი.

მმართველის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა ასევე მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი, ფიროსმანის მკვლევარი ანზორ მაძღარაშვილი. „ქიზიყის“ ინფორმაციით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ანზორ მაძღარაშვილი მუზეუმის შემადგენლობაში აღარ ირიცხება, თუმცა ის მუშობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ფიროსმანის შემოქმედების მკვლევარის პოზიციაზე გააგრძელებს.

„შედეგით კმაყოფილი რანაირად უნდა ვიყო, ეს ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, როგორც გადაწყვიტეს ისე მოხდა. ჯერჯერობით სააგენტოში ვრჩები. თუმცა, სამსახურს ვეძებ და თუ რაიმე სამსახური ვიშოვე, ალბათ, სააგენტოდან წავალ...,“ – აცხადებს მაძღარაშვილი.

ერთ–ერთი ვერსიით, ანზორ მაძღარაშვილის ფიგურა ხელისუფლებისათვის კრიტიკული კომენტარების გამო მიუღებელი გახდა და მოვლენების ამგვარი განვითარება სწორედ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გამოხმაურება: გაზეთი ახალი თაობა ; რადიო ჰერეთი ; ჯეონიუსი ; მედიანიუსი ; ნიუსლაინი ; ICK.ge ;

суббота, 4 февраля 2012 г.

დედოფლისწყაროში 2011 წლის ნომინანტები გამოვლინდა

საქართველოს საქველმოქმედო ფონდი „ამაგდარი“–სა და გაზეთ „საქართველოს ლირიკის“ სარედაქციო საბჭოს ინიციატივით ახლახან დედოფლისწყაროს მოსახლეობა გამოიკითხა, რის შედეგადაც სხვადასხვა ნომინაციებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობილი ადამიანები გამოვლინდნენ.

მსგავსი შინაარსის გამოკითხვა დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის წარმომადგენლები ჯილდოვდებიან. ნომინაციები ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებზე ნაწილდება. გამოკითხვაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები უკვე გადაეცათ, რომელსაც ხელს აწერს საქველმოქმედო ფონდ "ამაგდარის" თავმჯდომარე ვახტანგ ქიზიყურაშვილი.

გამარჯვებული დედოფლისწყაროელი ნომინანტების სია თბილისში გამომავალ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 31 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. როგორც ორგანიზატორებმა "ქიზიყს" აცნობეს, გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდა დედოფლისწყაროში გამომავალ ინტერნეტ–გაზეთ "ქიზიყის" მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ნომინაციაში "წლის აღმოჩენა", ხოლო გაზეთი "შირაქი" და მისი ახლადდანიშნული დირექტორი ინგა შიოლაშვილი წლის წარმატებულ შპს–დ დასახელდა.

2011 წლის ნომინაციები დედოფლისწყაროში ასე გადანაწილდა.
ნომინაცია „ხალხის სიმპათია“
მარინა ხარაშვილი – პედიატრი;
ლელა ყოჩიაშვილი – ფიზიკოსი;
ნანა ტოკლიკიშვილი – ბანკირი;
ბეჟან გონაშვილი – ფერმერი;
ივერი ჭუჭულაშვილი – ფერმერი;
ზაურ წიკლაური – არენდატორი;
შალვა ყველაიძე – არენდატორი;
ნომინაცია „წლის აღმოჩენა“
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“–ის დირექტორი;
ილია მარტყოფლიშვილი – ჟურნალისტი;
ნიკოლოზ (ბაჩო) კობაიძე – მეანგინეკოლოგი;
თამარ მამუკელაშვილი – საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი;
თამუნა ფიროსმანაშვილი – პირველი არხის ჟურნალისტი;
ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში „მეტრი“ დასახელდნენ
ნიკოლოზ შანშიაშვილი – ფინანსისტი;
აბრამ ხარაშვილი – იურისტი;
სპარტაკ ლაპიაშვილი – მძღოლი;
ვახუშტი ქიზიყურაშვილი – მეღვინე–ტექნოლოგი;
ჯუმბერ უთრუთაშვილი – პოეტი;
წლის წარმატებული ინდმეწარმე და შპს
ინგა შიოლაშვილი – შპს გაზეთი „შირაქი“ დირექტორი;
ილია ტალიაშვილი – შპს „სერვისი 2007“ დირექტორი;
ციცო ლათიბაშვილი – შპს „სალბუნი–ფარმა“–ს დირექტორი;
გია ნატროშვილი – შპს „გვანცას“ დირექტორი.
როგორც "ქიზიყს" გამოკითხვის ორგანიზატორებმა აცნობეს, გამარჯვებულ ნომინანტთა საპატივსაცემოდ თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში სპეციალური საკონცერტო საღამო მოეწყო, სადაც ნომინანტები იყვნენ მიწვეულნი. ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე ნომინანტებისადმი მიძღვნილი შეხვედრა დედოფლისწყაროშიც გაიმართება.

ინტერნეტ–გაზეთი "ქიზიყი" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემაა, რომელიც 2009 წლის 10 მაისიდან მოქმედებს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ოპერატიულად ავრცელებს. "ქიზიყის" რეიტინგი და დამთვალიერებელთა რიცხვი დაარსების დღიდან სტაბილურად იზრდება, თუმცა, ბოლო 3 თვის მანძილზე "ქიზიყის" პორტალის ვიზიტორთა ოდენობამ მოსალოდნელზე მეტად იმატა.

ამ ხნის მანძილზე "ქიზიყის" სახელს არაერთი ექსკლუზიური და სკანდალური სტატიის გავრცელება უკავშირდება. მათ შორის, ჩვენი პორტალი ცენტრალური ტელეკომპანიების, რადიომაუწყებლებისა თუ თბილისში გამომავალი გაზეთებისთვის დედოფლისწყაროს რაიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებად იქცა. "ქიზიყზე" დაყრდნობით მომზადებული მასალები წამყვანი ქართული მედიასაშუალებების ეთერით ინტენსიურად გადაიცემა და მსხვილ ქართულ გაზეთებსა თუ საინფორმაციო სააგენტოებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება.

უკვე მეექვსე თვეა დედოფლისწყაროში გამომავალი ბეჭდვური გაზეთი "შირაქი" განსხვავებული ფორმატით გამოიცემა. გაზრდილია გვერდების ოდენობა, ხარისხი და პერიოდულობა. რეორგანიზაციის შემდეგ გაზეთ "შირაქის" დირექტორად ინგა შიოლაშვილი დაინიშნა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გაზეთი გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა. /ქიზიყი/

четверг, 2 февраля 2012 г.

სოფელ არბოშიკში ძლიერი ყინვების შედეგად 72 წლის მარტოხელა მამაკაცი გარდაიცვალა

EXCLUSIVE - უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა დედოფლისწყაროში. სოფელ არბოშიკში მცხოვრები მარტოხელა ცეზარ პოპიაშვილი ძლიერი ყინვების შედეგად გარდაიცვალა. როგორც სოფელში აცხადებენ, 72 წლის მამაკაცი მეზობლებმა გარდაცვლილი 2 თებერვალს საკუთარ სახლში ნახეს.
,,შეშა არ ჰქონდა, თუმცა დამოუკიდებლად ვერც ღუმელის დანთებას ახერხებდა. როცა აღარსად გამოჩნდა, მოვიკითხეთ და საწოლის ქვეშ გარდაცვლილი ეგდო. სასიკვდილო არაფერი სჭირდა, ვფიქრობთ, სიცივით უნდა გარდაცვლილიყო... რადგან გარდაცვლილი უპატრონოა, მისი დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით დახმარების სათხოვნელად სოფელ არბოშიკის რწმუნებულთან დაკავშირებას არაერთხელ ვეცადეთ, თუმცა, რობიზონ დათუკიშვილს ტელეფონი არა აქვს და ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით. ამბობენ, რომ სოფელ გამარჯვებასთან რწმუნებული ჩხუბში მოხვდა და შეხლა-შემოხლის დროს მობილური იქ დაუკარგავს," - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
"ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული "უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებიდან" ცეზარ პოპიაშვილის დასაკრძალად 200 ლარი უკვე გამოყო. /ქიზიყი/

среда, 1 февраля 2012 г.

დედოფლისწყაროში სოციალურად დაუცველებს კომპიუტერსა და ინგლისურს უფასოდ შეასწავლიან

დედოფლისწყაროში მცხოვრებ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრებს საშუალება ექნებათ კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე უსასყიდლოდ იარონ.
დედოფლისწყაროს მოსწავლე–ახალგაზრდობის შენობის ოფისში 1 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა – ახალი იდეა”-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობას პროექტის არსი და მიზნები დაწვრილებით განუმარტეს.

როგორც ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“-ს ხელმძღვანელმა გიორგი პოპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, პროექტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და ის 5 000 ლარით დაფინანსდა.

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა „ქიზიყს“ განუმარტა, რომ პროექტი, რომელსაც „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის 17– იდან 35 წლამდე წევრებს აძლევს საშუალებას, უფასოდ შეისწავლონ საოფისე პროგრამები, ინტერნეტი და ინგლისური ენა. მისი თქმით, პროექტი იმ ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა 150 000-სს არ აღემატება.
„ახალგაზრდების დაინტერესება საკმაოდ დიდია. სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც განხორციელდება აღნიშნული პროექტი, ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. უკვე დაკომპლექტებულია პედაგოგიური კადრებიც, რაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ მათთვის სასურველ ცოდნას. მეცადინეობა 10:00–დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის 47 განაცხადია შემოსული და პროცესი კიდევ გრძელდება. იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ დამატებითი შეხვედრა მოგვეწყო. ყველა მათგანს შევხვდით, ჯგუფები მათთვის სასურველი დროის მიხედვით დაკომპლექტდა. ანალოგიური პროექტი ჩვენ 10 წლის წინაც განვახორციელეთ, თუმცა იმის გამო რომ ტექნიკა მოძველებული იყო, განახლების საჭიროება იდგა და სასიხარულოა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ეს მოხერხდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მისი მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სხვადასხვა სამსახურების უფროსები. მათ პროექტის ხელმძღვანელობას და სასწავლო ჯგუფების პირველ ნაკადს მიულოცეს სასწავლო პროცესის დაწყება და თანადგომას და ურთიერთთანამშრომლობას დაჰპირდნენ.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ის ათი თვის მანძილზე გაგრძელდება და სოციალურად დაუცველებით დაკომპლექტებული თითეული ჯგუფი სამთვიან კურსს გაივლის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

გურჯაანში მკვლელობის მცდელობისთვის ჟურნალისტის დაკავება ივანიშვილის მოძრაობას უკავშირდება?!

კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. პროკურატურა სოფო ნიკოლაშვილს პოლიციის თანამშრომლის, 21 წლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

კახეთის საოლქო პროკურორის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით. სოფო ნიკოლაშვილი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ინციდენტი ქალაქ გურჯაანში 31 იანვარს, საღამოს მოხდა.

სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.
სიბაშვილი ამჟამად შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი სოფო ნიკოლაშვილის მამას დავით ნიკოლაშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, მომხდარის დეტალები მისთვის ჯერ უცნობია. დათო ნიკოლაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია გურჯაანში.
ნიკოლაშვილი ბოლოს, 2011 წლის აგვისტომდე კახეთის რეგიონულ გაზეთ "კახეთის ხმაში" მუშაობდა. "კახეთის ხმის" ხელმძღვანელს მაია მამულაშვილის განცხადებით, მომხდარის გამო რედაქცია შოკირებულია:
„სოფიკომ თავის სოციალურ გვერდზე მიმდინარე წლის 10 იანვარს წელს დაწერა: ეს ყველაფერი - happy and- ით არ დასრულდება. 2008 წლიდან 2011 წლის აგვისტომდე ჩვენთან მუშაობდა. რის შემდეგაც სასწავლებლად თბილისში გადავიდა. რედაქციის თანამშრომლები მას ძალზე დადებითად ახასიათებენ. მუშაობდა. ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი ჟურნალისტური უნარებით სოფოს გამო შოკირებული ვართ,“ – აცხადებს მაია მამულაშვილი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სოფო ნიკოლაშვილს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ჟურნალისტი ადვოკატის გარეშე დაკითხეს. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროს მთავარ ვეტერინარად მიხეილ ქევხიშვილი დანიშნეს

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსის ვაკანტურ ადგილზე მიხეილ ქევხიშვილი დაინიშნა. „ქიზიყის“ ინფორმაციით, ქევხიშვილი მანამდე სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად მუშაობდა.

დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარი დავით ვეშაგურიძე სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ სკანდალურად გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეშაგურიძის სამსახურიდან გაშვების მიზეზი რაიონში სხვადასხვა დაავადებების მასობრივად გავრცელება გახდა. მან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია „ქიზიყს“ დაუდასტურა: „ჭორი რატომ იქნება, უკვე სამსახურში აღარ დავდივარ," - განაცხადა ვეშგურიძემ.

ბოლო პერიოდში დედოფლისწყაროს სოფლებში საქონელი დაიხოცა. ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხით დაავადებული რამდენიმე ადამიანი მოათავსეს, 42 წლის ქალი კი ბრუცელოზით გარდაიცვალა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვერიკო გულუამ განაცხადა, ვეშაგურიძეს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდა.
„იანვრიდან ჩვენი სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა. ამიტომ თანამშრომლებთან მოკლევადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებთ. დავით ვეშაგურიძესაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა“, - აღნიშნა გულუამ.

შეგახსენებთ, ვეშაგურიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის კადრი იყო. სწორედ მისი რეკომენდაციით ის სამუშაოდ ახმეტიდან დედოფლისწყაროში გადავიდა. ის დედოფლისწყაროს სამმართველოს სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. /ქიზიყი/
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы