суббота, 5 февраля 2011 г.

ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საიდუმლო და ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნები

ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შემნდეგ 6 წელი გავიდა. ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" გთავაზობთ, სტუდია "რეპორტიორის" ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას უამრავი მტკიცებულება აბათილებს.
კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალური პროკურორის თანხლებით გამოაქვეყნა ცნობა, რომ რამდენიმე საათის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის სიცოცხლე შეეწირა.
ვანო მერაბიშვილი: დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ჟვანია. მე ახლა შევეცდები, მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ამ წუთში გაგვაჩნია... შინაგან საქმეთა მინისტრი აღწერს პრემიერ მინისტრის დაღუპვის დეტალებს და აქვეყნებს წინასწარ დასკვნას.
ვანო მერაბიშვილი: ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. იმ ოთახში დამონტაჟებული იყო ირანული გაზის ქურა. ალბათ, მოხდა ეს უცაბედად, რადგან ბატონი ზურაბ ჟვანია ამ დროს იჯდა სავარძელში...

ათ საათზე სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საგანგებო სხდომა.
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და გუბერნატორის მოადგილის გვამები ექსპერტიზის ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიტანეს. საპატრულო პოლიციამ გადაკეტა საავადმყოფოს და შემთხვევის ადგილის მისასვლელები.11 საათსა და 53 წუთზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს. მან მხარი დაუჭირა შემთხვევიდან სამ საათში გამოქვეყნებულ შინაგან საქმეთა მინისტრის ვერსიას.
ლევან ჩაჩუა: არავითარი დაზიანება არ აღნიშნულა, გარდა ერთი ნაჭდევისა ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში. არც შინაგანი გამოკვლევებით იქნა რამე ფიზიკური დაზიანების კვალი ნანახი. გარეგნული დათვალიერებებით, გვამური ლაქების მონაცემების და შინაგანი გამოკვლევების მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნახშირჟანგით მოწამვლას.
უბედური შემთხვევის იგივე ვერსიას დაეთანხმა ექსპერტი ირინა თანდილაშვილი.

ირინა თანდილაშვილი: პირველი გამოკვლევით, სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი. რაოდენობა ზუსტად ხვალ სამი საათისათვის იქნება დაზუსტებული. ეს მიუთითებს, რომ რაღაცა ლეტალური რაოდენობაა კარბოქსიჰემოგლობინისა და, საერთოდ, ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა ხუთიდან ათ პროცენტამდე შეიძლება არსებობდეს. ათი პროცენტის ზევით უკვე იწვევს კლინიკური მდგომარეობის დამძიმებას და 20 პროცენტის ზევით იწვევს სიკვდილიანობას.

ექსპერტების ნაკლებად სარწმუნო მოსაზრებების შემდეგ, ხელისუფლებამ შეერთებული შტატებიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები მოიწვია. 2005 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის ანგარიში. ორთვიანი გამოძიების შემდეგ გაკეთებული ეს დასკვნები ზედმიწევნით ემთხვეოდა პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისთანავე ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ იმ ტრაგიკული დღის სურათი აღადგინა.

2005 წლის 2 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, სამუშაო დღის ბოლოს, დაახლოებით, 22 საათსა და 55 წუთზე სახელმწიფო კანცელარია დატოვა. ამ დროს რაულ უსუპოვი ვარკეთილში, ავტოსადგომზე შევიდა. ავტოსადგომის დარაჯი, რომელიც უსუპოვს კარგად იცნობდა, იხსენებს, რომ იმ ღამით რაულს მართლაც დაურეკეს, რამოდენიმე წამი ილაპარაკა, საუბრის შემდეგ კი სადღაც გაემგზავრა და დაიბარა, რომ ერთ ორ საათში დაბრუნდებოდა. ზარი, რომლის შემდეგაც უსუპოვმა ავტოსადგომი დატოვა, ზურაბ ჟვანიას ნომრიდან იყო შესრულებული.

ჯეოსელის და მაგთის ანძების განლაგების მიხედვით, ასევე, სატელეფონო ზარების ამონაბეჭდების მონაცემებით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის დაღუპვის წინა პერიოდის სურათი აღვადგინეთ. გამოვიყენეთ ფარული ჩანაწერებიც, რომელშიც ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია იმ საღამოს მოვლენებზე მისეულ ვერსიას ავითარებს.

უსუპოვის მანქანა 1 საათის განმავლობაში ვარკეთილიდან საბურთალოს ქუჩისკენ მიდიოდა. ჟვანიას ავტომანქანამ გაიარა რუსთაველის გამზირი, კოსტავას ქუჩა და დაახლოეებით, 11 საათზე შარტავას ქუჩაში მდებარე ბინაში მივიდა. დაახლოებით, 35 წუთში კი ისიც საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა. აი, რას ჰყვება მიხეილ ძაძამია: დავსხედით, იმ მარშრუტით წავედით, იქიდან მოვტრიალდით სუპერ მარკეტში შევედით, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა... ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია ამბობს რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში ესკორტის გარეშე წაიყვანა, გზაში სურსათი და კონიაკი შეიძინა, მანქანას ნელა მართავდა, რადგან ჟვანია ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა სახლთან მივიდნენ, ჟვანიამ დაავალა, რომ უსუპოვისთვის დაერეკა. 23 საათი და 59 წუთი იყო.

მიხეილ ძაძამია: მითხრა გადაურეკე სად არისო, დავურეკე და მითხრა მოვდივარო სახლის კუთხეში ვიდექი, მითხრა მალე მოვალო... ამის შემდეგ ძაძამია ყვება რომ ისინი საბურთალოს 53-ში კონსპირაციულ ბინაში შევიდნენ. სინათლე აანთო, გამათბობელი ჩართო, ამ დროს უსუპოვმა კარზე დააკაკუნა. კარი ჟვანიამ გააღო და ძაძამიას უთხრა, წადი და როცა დაგირეკავ, მაშინ მოდიო.
ძაძამია ამ დროს ჟვანიასთან ერთად საბურთალოს 53-ში ვერ იქნებოდა. ვერც სინათლეს და ვერც გამათბობელს ვერ აანთებდა რადგან, 23 საათსა და 59 წუთზე ძაძამიას ტელეფონმა დიდუბის ანძიდან დარეკა.
პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრი შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 23 საათზე დაბრუნდა და მისივე თქმით ჟვანიასთან დაკავშირებას ცდილობდა.

მიხეილ ძაძამია: მას მერე, რაც კარი არ გამიღეს, შევამტვრიე აქეთა კუთხის ფანჯარა, ფარდა რომ გადავწიე, დავინახე, რომ ზურა აქეთა კუთხის კრესლოში იჯდა, ის კუთხისკენ იყო, ზურა არ რეაგირებდა. დავურეკე კობას და ვუთხარი, არ რეაგირებს მეთქი, მითხრა მოვდივარო. ტელეფონი დამიჯდა. იქ არის „სტაიანკა“. იქ შევიტანე ტელეფონი დასატენად.კობა ხარშილაძე, ვისაც ძაძამიამ დაურურეკა, პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი იყო. იგი ზარის მიღებისთანავე საბურთალოს ქუჩისკენ გაემგზავრა.

ავტოსადგომი სადაც ძაძამია ტელეფონის დასატენად წავიდა, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრითაა დაშორებული. გზად გაზის წნევის მარეგულირებელი ჯიხური მდებარეობს. პრემიერის სიკვდილის დღეს ჯიხურის საკეტი გატეხილი იყო. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. ოთახში მიტოვებულ პრემიერ-მინისტრთან დაცვამ მხოლოდ 4 საათში შეაღწია.
მიხეილ ძაძამია: კობა შეძვრა. გამოვწიეთ ჟალუზი. მე გარეთ ველოდებოდი, 4- 5 წუთის მერე კომამ გამიღო კარები. ზურა იწვა.ძაძამია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე უკვე გარდაცვლილები იყვნენ. იქვე იყო გაშლილი სუფრა და ნარდი. კობას მითითებით ძაძამიამ გაზის გამათბობელი გადაკეტა.

მიხეილ ძაძამია: მე ვერ დავინახე, გაზი ენთო თუ არა, გაზის ფშიტინი მესმოდა და გადავკეტე.
ძაძამია გაზის შხუილზე მიუთითებს, არადა თბილგაზის საავარიო სამსახურს ამ უბანზე გაზი ერთი საათით ადრე გადაეკეტა.
თბილგაზში საბურთალოს ქუჩიდან გაზის წნევის მომატების შესახებ შეტყობინება ღამის სამის ნახევარზე შევიდა. თბილგაზის ჟურნალის მიხედვით 2 საათსა და 35 წუთზე საავარიო ჯგუფი უბანზე გაემართა. 2 საათსა და 55 წუთზე გაზი გადაკეტილი იყო.

თბილგაზის თანამშრომელი ნოდარ სუხაშვილი, რომელმაც გაზი უშუალოდ დაკეტა, ამბობს რომ ჯიხურის კარი გატეხილი დახვდა. თბილგაზი ადასტურებს, რომ წნევამ იმ ღამეს მარტო ამ უბანზე მოიმატა, რაც მხოლოდ გატეხილი საკეტის მიღმა მდებარე წნევის რეგულატორის ამოქმედებით იყო შესაძლებელი. გაზი სამს რომ ხუთი აკლდა, მაშინ გადაიკეტა, დაცვის წარმომადგენლებმა ბინაში 4 საათისთვის შეაღწიეს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ვინმეს ოთახში გაზის ხმა გაეგო. ამის მიუხედავად, ივანე მერაბიშვილი ფაქტობრივად, გაზის ფშიტინის ვერსიას დაეყრდნო და ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად ნახშირბადით მოწამვლა დაასახელა. ამ ვერსიის გადამოწმების მიზნით, თბილისში ჩამოსულმა ეფ-ბი-აის ექსპერტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ამერიკელებმა გამოიკვლიეს, თუ რა გავლენა შეეძლო, მოეხდინა ღუმელის გაუმართაობას ჰაერში ჟანგბადისა და ნახშირბადის კონცენტრაციაზე, რაც წინასწარი გამოძიების აზრით სიკვდილის მიზეზი გახდა. ექსპერტებმა 12 საათზე ნიკალას გამათბობელი ჩართეს და ექსპერიმენტი დაიწყო, რომელიც ოთხსაათნახევარი გრძელდებოდა. ამ დროს სპეციალური მოწყობილობებით ჰაერში ჟანგბადის მოცულობას ზომავდნენ. ექსპერიმენტის დაწყებისას ჟანგბადის დონემ 20,5 % შეადგინა და ოთხსაათნახევრის შემდეგ 18,4% მდე დაიწია. ოთხსაათნახევარში გამათბობელი გამორთეს და ნორმალური კონცენტრაცია მომენტალურად აღდგა.
იმის შესაფასებლად, თუ რა ფიზიოლოგიურ გავლენას მოახდენდა ჟანგბადის შემცველობის კლება 20,5% დან 18,4% მდე, ექსპერტებმა ამერიკის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის პარამეტრები გამოიყენეს. ამ სტანდარტების მიხედვით: 20,9% ნორნალური რაოდენობაა; 9% იწვევს გაურკვეველ, თუმცა, შეუმჩნეველ ფიზიოლოგიურ ზეგავლენას; 16% შენელებულია აზროვნება და მოდუნებულია ყურადღება, ასევე, გაუარესებულია კოორდინაცია; 14% უჩვეულო დაღლილობას და მოდუნებას იწვევს; 12,5%-ის დროს ძალზე გართულებულია აზროვნება და კოორდინაცია, იწყება გულის რევა და პირღებინება; 10%-ის ქვევით-კონვულსიები და სიკვდილი.
ჟანგბადის კონცენტრაციის 18,4%-მდე შემცირება ოთხსაათნახევრიანი ექსპერიმენტის შედეგია. 3 საათის განმავლობაში კი, ანუ რა პერიოდიც ჟვანიამ და უსუპოვმა ბინაში დაჰყვეს, აპარატურამ 18,8% აჩვენა, რაც სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქ ფიზიოლოგიურ მოშლილობას გამოიწვევდა. ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც ქართველმა ექსპერტებმა სიკვდილის მიზეზად დაასახელეს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მომდევნო კვლევის საგანი იყო. ნახშირბადის მონოქსიდი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ითვლება მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად - ასე ახასიათებენ ამერიკელი სპეციალისტები ნახშირბადის მონოქსიდს. ნახშირბადის მონოქსიდი ორგანიზმში შეღწევის შემდეგ სისხლში ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს-ნახშირბად-ჰემოგლობინს წარმოქმნის. მისი წარმოქმნის შემდეგ, ჰემოგლობინი კარგავს ძირითად ფუნქციას და ორგანიზმი ჟანგბადით ვეღარ მარაგდება.
ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის გასაზომად ექსპერტებმა მოცულობითი საზომი ერთეული „პიპიემი“ (პარტს პერ მილიონ) გამოიყენეს. ამერიკული სტანდარტებით, ჯამრთელობისათვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარი 1200 პიპიემია. ექსპერიმენტი ამჯერადაც 12 საათიდან ოთხსაათნახევრის განმავლობაში მიმდიდარეობდა. გაზის ღუმელის ჩართვიდან რამდენიმე წუთში ნახშირბადის კონცენტრაცია 6 პიპიემამდე ავიდა, 2 საათის შემდეგ კი ექსპერიმენტის ბოლობდე მისი დონე დაახლოეებით 3 პიპიემამდე შემცირდა. ანუ, ოთახში ექსპერიმენტის დროს სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარზე 200-ჯერ ნაკლები კონცენტრაცია დაფიქსირდა.
იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენას ახდენს „6 პპმ“ ნახშირბადის კონცენტრაცია ადამიანის ჯამრთელობაზე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლაზარევის რედაქციით გამოცემული ცნობარი მოვიშველიეთ. იმის გათვალისწინებით, რომ 6 პიპიემი 0,006 მგ Xლ-ია და ნახშირბადის მონოქსიდის ეს რაოდენობა 25 წუთიდან 3 საათამდე დროის განმავლობაში ორგანიზმში ნახშირბად ჰემოგლობინს არ წარმოქმნის და მან შეიძლება, მხოლოდ მხედველობის სიზუსტის დაქვეითება გამოიწვიოს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის მიერ ჩატარებულმა სისხლის ანალიზმა კი აჩვენა, რომ ჟვანიას სისხლის ნახშირბად-ჰემოგლობინის გაჯერების დონე 72% , უსუპოვის კი-74% იყო. ლაზარევის ცნობარის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში რომ სისხლი ნახშირბად-ჰემოგლობინით თუნდაც 60%-ზე გაჯერდეს, ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია 1,26 მგX-ლიტრი ანუ 1000 პიპიემზე მეტი უნდა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს კი ნახშირბადის კონცენტრაციამ ოთხსაათნახევრის განმავლობაში მხოლოდ 6 პიპიემს მიაღწია. ერთ-ერთი ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ჟვანიასა და უსუპოვის სისხლში 72% და 74% ნახშირბად-ჰემოგლობინი, მათი დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტ გვერდებზე გამოქვეყნდა. წყაროები იუწყებოდნენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს შეიარაღებაში ჰქონდათ ქიმიური შენაერთი სახელწოდებით რკინის პენტაკარბონილი.
ლაზარევის ცნობარის მიხედვით რკინის პენტაკარბონილინი ღია მოყვითალო ხსნარია და მძიმე მომწამვლელი ეფექტი აქვს ორგანიზმში, როგორც საყლაპავი, ასევე ინექციის გზით მოხვედრის შემთხვევაში.ვებგვერდების მიხედვით კი, რკინის პენტაკარბონილით მოწამლული პრაქტიკულად არ განსხვავდება ნახშირბადის მონოქსიდით გაგუდულისგან. შხამის ქიმიური შემადგენლობა მარტივია, იგი შედგება რკინისგან და ნახშირბადისგან. 2 გრ პენტაკარბონილის ადამიანის ორგანიზმში საყლაპავი გზებით მოხვედრა, სისხლში ნახშირბადის კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის, ხოლო რკინის შემადგენლობა პრაქტიკულად არ იცვლება...
ყოველივე ამის მიუხედავად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის მონაცემების ანალიზის დროს არაფერი შეიმჩნეოდა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ წინასწარ დასკვნას იმის შესახებ, რომ ბატონების: ჟვანიას და უსუპოვის სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა იყო, რაც არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

ამ წინააღმდეგობრივი მოსაზრების გასამყარებლად ეფბიაის დასკვნაში გამოყენებულია ექსპერიმენტის დროს გამოვლენილი ერთი მონაცემი. შემთხვევის ადგილზე ნახშირბადის მინოქსიდის გაზომვის დროს ექსპერტებმა სადარბაზოსთან საკონტროლო საზომი ხელსაწყო აამოქმედეს. რამდენიმე წუთში სადარბაზოს შესასვლელთან ავტომანქანა დაიქოქა და გამონაბოლქვის ფონზე ხელსაწყომ 75,6 პიპიემი აჩვენა. თავის მხრივ ნახშირბადის მონოქსიდის ასეთი კონცენტრაცია, მითუმეტეს ბინის გარეთ სიცოცხლისთვის სახიფათო ვერ იქნებოდა, მაგრამ ეფბიაის დასკვნაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდა: „ექსპერტიზის ეს შედეგი გვიჩვენებს თუ რაოდენ დრამატული ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა ავტომანქანის დაქოქილ ძრავას 2005 წლის 3 თებერვლის მოვლენებზე“.

ეფბიაის ექსპერტების მოსაზრებათა წინააღმდეგობრიობის მიუხედავად დასკვნა ასეთი იყო: „გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორია აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სი ელ და აი დი ეიჰ ელ სტანდარტებისათვის“.
ჩვენს ხელთაა დოკუმენტი, რომელიც სარწმუნო წყაროს ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის ოფიციალური თარგმანია და თან ახლავს საქმის მასალებს. თარგმანში დასკვნითი დებულების შინაარსი საწინააღმდეგოდაა გადმოცემული და წერია, რომ ექსპერიმენტის დროს ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციამ მიაღწია და გადააჭარბა ადამიანის ჯამრთელობის და სიცოცხლისთვის საშიშ ზღვარს.ინგლისურ ვარიანტში მითითებულია, რომ არ გადაუჭარბებია, ქართულში კი წერია რომ გადააჭარბა. რადგან ოთახში ნახშირბადის მონოქსიდის სათანადო კონცენტრაცია ექსპერიმენტით არ დადასტურდა, ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბადი სასუნთქი გზებით ვერ უნდა მოხვედრილიყო. ამ ფონზე კი უდიდეს ინტერესს იწვევს ჟვანიას ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში მდებარე სისხლჩაქცევა და ნაჭდევი.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია: „დაზიანების მორფოლოგიური სურათის გათვალისწინებით, იგი განვითარებული უნდა იყოს სიკვდილის დადგომის შემდეგ, ახლო პერიოდში“. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს რომ დასკვნაში ასეთი ჩანაწერის არსებობა ტენდენციურობაზე მიუთითებს.

მაია ნიკოლეიშვილი: სისხლჩაქცევა შეიძლება განვითარდეს როგორც სიცოცხლეში ასევე სიკვდილის შემდეგ მოკლე დროშიც, მაგრამ რადგან ექსპერტიზა ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გარეშე დაზიანებას სიკვდილის შემდეგ დროს მიაკუთვნებს, იგულისხმება, რომ არსებობს დირექტივა და არასასურველია დაზიანების სიკვდილამდე პერიოდით დათარიღება...
ეჭვი იმის შესახებ, რომ ჟვანიას და უსუპოვის სისხლში ნახშირბად-ჰემოგლობინის მაღალი პროცენტის მიზეზი გაზის გამათბობელი არ იყო, ძლიერდება მონათხრობებით, რომლის მიხედვითაც უსუპოვს მკერდის არეში ნანემსრები ჰქონდა. ამ მონათხრობის ავტორები არიან პირები, პომლებმაც უსუპოვის გვამი უშუალოდ დაათვალიერეს. ისინი ამბობენ, რომ რაულს მკერდზე ჰქონდა ნანემსრები...

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ამ უბედურ შემთხვევას საეჭვოს ხდის, ისაა, რომ ბინაში, სადაც გამოძიების ვერსიით, პრემიერ-მინისტრმა უკანასკნელი ღამე გაატარა, სადაც ივახშმა და ცოტაოდენი სასმელიც მიირთვა, გამოძიების მიერ ამოღებულ არცერთ ნივთზე, არცერთ საგანზე ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ დაკარგა დიდი პატრიოტი, რომლის მთელი ცხოვრება ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე.

ვახტანგ კომახიძე სტუდია „რეპორტიორი“

среда, 2 февраля 2011 г.

ინციდენტი საკრებულოში - თეთრაულის წინააღმდეგ ბრალდებებზე პოლიციამ წინასწარი გამოძიება დაიწყო

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის კაბინეტში. დედოფლისწყაროში, პატარა შირაქის დასახლებაში მცხოვრები 62 წლის ნუნუ ჩიბუხაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარეს გელა თეთრაულს სიტყვიერი შეურაცხყოფასა და კაბინეტიდან გაძევებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ტრისტან ქურხულიშვილიც შეესწრო:
,,თეთრაულის კაბინეტში შევედი, ჩვენს პრობლემებზე და დაპირებებზე უნდა მესაუბრა. განაწყენებული იყო, მაგინებდა, საცემად იწევდა... აქ ვინ მოგაგზავნა, იმათი დედაო... წიხლი უნდა ამოგარტყა და აქედან ისე უნდა გაგაგდოო - ასე მეუბნებოდა... ისე გაღიზიანდა, სკამს წამოავლო ხელი, სულ სკამს ატრიალებდა. ტრისტან ქურხულიშვილი და კიდევ ერთი კაცი ძლივს აკავებდნენ, მთელი მეორე სართული ზედ შეიხედიეს... მისი კაბინეტიდან ატირებული პირდაპირ პოლიციაში მივედი, დამცირებული და შეურაცხყოფილი ვიყავი," - ამბობს ნუნუ ჩიბუხაშვილი.

მოქალაქის ბრალდებებს დეპუტატი გელა თეთრაული უარყოფს და ჩიბუხაშვილს ფსიქიატრთან შემოწმებას ურჩევს.

,,არა, ეს არის ტყუილი. არც მიგინებია და არც მისი ცემა მიცდია. ჩიბუხაშვილისთვის ცუდი არაფერი მიკადრებია. შეიძლება ადრინდელ რამეს გულისხმობს. ტრისტან ქურხულიშვილიც იქ იყო, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. ადრე, შირაქის დასახლების სხვა მაცხოვრებლებს დავეხმარე და მე მაგ ქალთან არანაირი შეხება არ მქონია. არ ვიცი, მგონი, ეგ ქალი ნორმალური არ უნდა იყოს..." - აცხადებს თეთრაული.

როგორც "ქიზიყს" შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, ზეპირი შეტყობინების საფუძველზე, მომხდარი ფაქტის ირგვლივ, წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თეთრაულს მოქალაქეები კაბინეტიდან გაძევებაში ადანაშაულებენ. ამგვარი ფაქტი მისი გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდშიც გახმაურდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

ომში დაღუპულთა მემორიალისთვის 6 000 ლარი გამოიყო

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე ომში დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად მემორიალური დაფა გაიხსნება. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 ლარი უკვე გამოყო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ მემორიალური დაფა სავარაუდოდ ავტოსადგურის შენობის წინ მდებარე სკვერში დაიდგმება:

,,ეს მოედანი მთლიანად ომში დაღუპულ გმირთა სახელს ატარებს და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სკვერი მემორიალისთვის საუკეთესო ადგილია," - განმარტა გამგებელმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ორგანიზაცია განახორციელებს სამუშაოებს, თუმცა ცნობილია, რომ მემორიალური დაფა სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიხსნება.

გასულ წლებში, მოსახლეობა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ქუჩებისთვის მათივე სახელის მინიჭებას ითხოვდა, თუმცა წინა მოწვევის საკრებულომ ეს არ გაითვალისწინა და მხოლოდ მემორიალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შედეგად დედოფლისწყარომ სამი მებრძოლი დაკარგა, რომელთა ასაკი 16-17 წელს არ აღემატებოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ვაშლოვანის ნაკრძალში კიდევ ერთი ყოფილი პროკურორის გადაყვანას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურის ყოფილი პროკურორი გოჩა ჯანყარაშვილი, რომელიც ტესტირების შემდეგ პროკურატურიდან ახლახან გათავისუფლდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა - კატეგორიულად უარყოფენ.

ვაშლოვანის ნაკრძალის დირექტორი მერაბ ფიროსმანაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ადმინისტრაციაში დირექტორის მოადგილის შტატი საერთოდ არ არის და არც ჯანყარაშვილი დასაქმებულა.
"ქიზიყმა" ამ ინფორმაციის გადამოწმება ნაკრძალის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩვენმა კორესპონდენტმა ჯანყარაშვილი და ფიროსმანაშვილი რამდენჯერმე ერთად შენიშნა.
შეგახსენებთ, მერაბ ფიროსმანაშვილიც ვაშლოვანის ადმინისტრაციის დირექტორად დანიშვნამდე წლების მანძილზე პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

ჰერეთში კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძარი გაიხსნა

ჰერეთში დღემდე მხოლოდ ერთი, კახის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედებდა. კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით სოფელ ალიბეგლოში, რომლის ისტორიული სახელია ქათმისხევი, გასული წლის 23 ნოემბერს, 1871 წელს აგებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საქართველოს საპატრიარქოსთან მოლაპარაკების შედეგად აზერბაიჯანის მხარემ ნება დართო ტაძრის ამოქმედებასა და წირვა-ლოცვის ჩატარებაზე.

სარემონტო სამუშაოებს კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, მამა ბასილთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ორი თვის მანძილზე ახორციელებდა, რათა ნინოობა უკვე აღდგენილ ტაძარში ეზეიმათ. მამა ბასილმა 2011 წლის 27 იანვარს ნინოობას უკვე აღდგენილ, რესტავრირებულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა, სადაც 500- მდე ადამიანი, ტაძრის მომავალი მრევლი მიმდებარე სოფლებიდან დაესწრო. დღესასწაულზე მისულ მრევლს დახვდა კეთილმოწყობილი ეკლესიის შიდა ინტერიერი. ტაძრის მოხატვა მომავლისთვისაა გათვალისწინებული.

ონლაინ გაზეთი ,,7 დღე“ ამ საკითხის ირგვლივ გეოგრაფის, თსუ-ს პროფესორის გიორგი დვალაშვილის ვრცელ კომენტარს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს შორის ჰერეთი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ოფიციალურად ვრცელდება.

,,სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დამთავრებულია. ადრე საეკლესიო რიტუალების შესასრულებლად მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე კახის წმინდა გიორგის ტაძარს აკითხავდნენ. ამიერიდან მათ ყველა ქრისტიანული პროცედურის: ნათლობის, ჯვრისწერის, პარაკლისის ჩატარება ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შეეძლებათ. ტაძარი გასაბჭოებამდე ფუნქციონირებდა და დიდი მრევლი ჰყავდა. ჯვარგუმბათოვანი და ბაზილიკის ერთიანი კომპლექსი საკმაოდ დიდი ტაძარია. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია სასუქის, გვარჯილის, საწყობად გადააქციეს. რესტავრაციამდე ეკლესიაში პარაკლისის გადახდა შეუძლებელი იყო შეუსაბამო პირობების გამო და პარაკლისის გადახდა ტაძარის ეზოში ხდებოდა.“ - თქვა გიორგი დვალაშვილმა.

მომავალში იგეგმება ნინოობის დღესასწაულის უფრო ფართო მაშტაბით აღნიშნვა: „იმედია, როგორც ქურმუხობას ჩამოდის ხალხი საქართველოდან კახში, ასევე ჩამოვა ნინოობას. თბილისიდან მხოლოდ 250 კმ აშორებს ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიას. ეს არის ტაძარი, რომელიც ყველა მართმადიდებელს ელის.“

ისტორიული ჰერეთის ტერიტორია 1921 წლიდან საქართველოს შემადგენლობაში აღარ შედის. მისი ფართობი 4 780 კვ.კმ-ია. ჰერეთი ისეთივე ქართული მიწა-წყალია, როგორც ტაო-კლარჯეთი. იგი მოიცავს: კახს, ბელაქანს, ზაქათალას. აქ დაახლოებით 15 000-მდე ქართველი ცხოვრობს. აქედან ნახევარი მართმადიდებელი მოსახლეობაა, ისინი მეტწილად კახის სოფლებში: კახისთავში, ალიბეგლოში, მეშაბაშში, ქოთოქლოსა და ალათემურში ცხოვრობენ. ამ სოფლების ტოპონიმები, სამწუხაროდ, არაქართულია, რადგან დროთა განმავლობაში ქართული ტოპონიმები უცხოურით ჩაანაცვლეს.

დღევანდელ ჰერეთში ცხოვრობს ხალხი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სულიერებას, თავის ისტორიულ ეთნოსსა და მდგომარეობას ინარჩუნებს და ისინი კვლავ ქართველებად რჩებიან. საქართველოს საპატრიარქო ზრუნავს იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების სულიერი მთლიანობის შენარჩუნებაზე. ქართული ეკლესიის ძალისხმევით შეიქმნა „ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია,“ რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს.

მარიამ მჭედლიძე

вторник, 1 февраля 2011 г.

ლეიბორისტები კირქვის საწარმოს უპირისპირდებიან და ზარალის ასანაზღაურებლად კომისიის შექმნას ითხოვენ

ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ თვითმმართველობის ორგანოში სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელმოწერები შეიტანა.

როგორც ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა დედოფლისწყაროში ბესიკ ცისკარაულმა "ქიზიყს" განუცხადა, რაიონში მოქმედი კირქვის ქარხანა და კირის საწარმო ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად აზარალებს. ცისკარაულის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ დედოფლისწყაროს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ხევსურების დასახლებაში:

,,კირქვის კარიერში წლების მანძილზე ქვიშის მოსაპოვებლად განხორციელებული ინტენსიური აფეთქებების შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი ზიანდება. ოთახებში კედლები დაბზარულია და მოსახლეობას ზარალი ადგება. დაზარალებულთა კომპენსაციასა და უსაფრთხოების ნორმებზე კი არავინ ფიქრობს. ამას გარდა, საწარმოდან წამოსული მტვერი დასახლებას ეფინება და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მოქალაქეები უკვე რამდენიმე წელია დავობენ კირის საწარმოს გამონაბოლქვის მავნებლობის თაობაზეც. ამჯერად, საკრებულოში განცხადება შევიტანეთ და ვითხოვთ, რომ კომისია შეიქმნას, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად რიგითი მოქალაქეებითაც დაკომპლექტდება. გვინდა გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთოს, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს და ზარალი თავიდან ავიცილოთ," - აცხადებს ცისკარაული.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრობლემას კარგად იცნობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ეს საკითხი თვითმმართველობის ფუნქცია არ არის. რაიონის ხელმძღვანელობა მზაობას აცხადებს, მოსახლეობას შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა გაუწიოს:

,,მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადება კირქვის კარიერის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების ხელისუფლების წინაშე დაყენების პირველი მცდელობა არ არის. 2009 წელს ქ. დედოფლისწყაროს თერგის, კახეთის, ვაჟა ფშაველასა და არხოტის ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკითხი განსახილველად გარემოს დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. თავის მხრივ, სამინისტრომ რეაგირება მოახდინა. შეიქმნა კომისია, რომელმაც სიტუაცია ადგილზე შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა დადო. გარემოებების შეცვლის, მისი დამძიმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზადაა მოქალაქეებს კვლავაც გაუწიოს შუამავლობა სამინისტროსთან. ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გარემოს დაცვის კახეთის რეგიონულ ინსპექციას, რომელიც ვითარებას შეისწავლის," - აცხადებს "ქიზიყთან" საუბარში საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ინგა შიოლაშვილი.

ამასწინათ, გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კირქვის კარიერი არაფრის მომტანია. საია და USFED-ი მიიჩნევენ, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტმა და მოსახლეობას ამ საწარმოდან უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ნახონ. ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შედის და არც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულა!... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

სამთაწყაროელები სასაზღვრო პოლიციას და ხელისუფლებას ქართული ტრადიციების მოშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

უკვე მერამდენე თვეა სამთაწყაროში აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხიდი ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ჩაკეტა. "ქიზიყის" ინფორმაციით, ხიდის მეორე მხარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გზის რეაბილიტაციის მასშტაბური პროცესი დაიწყო.

დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები კი საინგილოში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტს ვერ ახერხებენ და ხიდის გახსნას კვლავაც უშედეგოდ ითხოვენ.
სამთაწყაროელები სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს და საქართველოს ხელისუფლებას ძირძველი ქართული ტრადიციების მოშლის მცდელობაში ადანაშაულებენ და საინგილოსთან კონტაქტის აკრძალვაზე მიანიშნებენ.

იადონ პაპიაშვილი, 55 წლის (სოფ სამთაწყარო): ,,საინგილოში ნათესავები გვყავს და მათ მონახულებასაც ვერ ვახერხებთ. ხიდის იქით მხარეს აზერბაიჯანელებმა გზა კაპიტალურად მოაასფალტეს და მშვენივრად გააკეთეს, მაგრამ ჩვენი სასაზღვრო პოლიცია არ გვიშვებს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა, რომ საინგილოსთან კავშირი გავწყვიტოთ. უსამართლობის განცდა მაწუხებს და ეს უფრო მეტად მაღელვებს. ასობით ადამიანი ვართ ამ დღეში. მამიდა მყავს საინგილოში, ასევე ნათესავები თამაზაშვილები, ფოლადაშვილები და სხვა. აზერბაიჯანის მხრიდან მიმოსვლაზე შეზღუდვები არ გვაქვს, მხოლოდ ქართული მხარე გვიშლის ხელს. ძველი, ძირძველი სამთაწყაროელები ვინც ვართ, საინგილოში ნათესავები ყველას გვყავს, ვერც საფლავების მონახულებას და ქურმუხის ტაძარში სიარულს ვახერხებთ. არადა, ეს ჩვენი წინაპრების მიერ შემონახული ტრადიციებია. ამას ისიც ემატება, რომ სამთაწყაროში აუტანელ ვითარებაში ვიმყოფებით. ავადმყოფი, მოხუცი დედა მყავს. შეშაც ვერ გვიშოვია, ტყეშიც არ გვიშვებენ, რომ ხმელი ხეები მაინც მოვაგროვოთ. არადა, ჩვენს სოფელში შეშა არსად არ იყიდება".

,,ქართველი მესაზღვრეები გვემუქრებიან, ხიდზე ფეხი არ დადგათ, თორემ ავტომატს გადაგატარებ და მიგაცხრილავთო... ამ საქციელით უნდათ, რომ ძირძველი ტრადიციები მოსპონ და საინგილოსთან კავშირი იარაღის შიშით გაგვაწყვეტინონ?... ღმერთი აღარ სწამთ ამ ურჯულოებს?" - აღშფოთებას ვერ ფარავენ საზღვარზე ჩასახლებული მოქალაქეები.

სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის შესახებ ოფიციალური განმარტებები არ კეთდება. ერთ-ერთი ვერსიით, მიმოსვლის შეწყვეტა ხიდის ავარიულობას უკავშირდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი აცხადებს, რომ რაიონის ხელმძღვანელობა სამთაწყაროს ხიდის ჩაკეტვის მიზეზებზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
რამდენიმე დღის წინ, "ქიზიყმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაუსაძლისი ვითარების გამო სამთაწყაროში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები აჭარაში დაბრუნებას ითხოვდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *

სათნოების სახლის ხელმძღვანელის ვინაობა რამდენიმე დღეში გაირკვევა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დედოფლისწყაროს სათნოების სახლი. დედოფლისწყაროში მოქმედი ორი სათნოების სახლის გაერთიანების აუცილებლობა კანონში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

ამ ეტაპზე უცნობია, ყოფილი ხელმძღვანელებიდან რომელი დაიკავებს ახალი სათნოების სახლის ხელმძღვანელის პოსტს. დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე რამდენიმე ადამიანი განიხილება, თუმცა მათი ვინაობის დაკონკრეტებას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს. ლევან ბაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი 200-მდე უმწეოს გამოკვებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს. მისი თქმით, სათნოების სახლის დაფინანსება 40 000 ლარით გაიზარდა.

,,დიდი სურვილი გვქონდა, რომ ისეთი შენობა მოგვეძებნა, სადაც ყველა ბენეფიციარი ერთად მოთავსდებოდა და სათნოების სახლი ერთ შენობაში განთავსდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი ობიექტი ვერ გამოვნახეთ. არ არის გამორიცხული, შენობები ისევ შეინარჩუნონ, თუმცა ისინი ერთიანი მმართველობის ქვეშ მოექცევიან," - აცხადებს ლევან ბაღაშვილი.

ორივე სათნოების სახლში დასაქმებული პერსონალი შეინარჩუნებს თუ არა სამსახურს, ამას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, პერსონალის შერჩევა ახალი ხელმძღვანელის სურვილის მიხედვით მოხდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *

სოფელ ფიროსმანში წყლის კიდევ ერთი ჭაბურღილისთვის 22 ათასი ლარი გამოიყო

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ ფიროსმანის წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად დამატებით კიდევ 22 000 ლარი გამოიყო. ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებებს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე კენჭი უკვე უყარეს.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, სხვადასხვა სფეროებზე დაფინანსების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 28 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დედოფლისწყაროს ბიუჯეტი კიდევ 1 001 100 ლარით გაიზარდა.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სოფელ ფიროსმანში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი ჭაბურღილის აგება იგეგმება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში წყლის პრობლემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 31 января 2011 г.

პროკურატურამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება დაასრულა

სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძღულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურორ დავით დუღაშვილის განცხადებით, პროკურატურა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს და შედეგი წერილობითი ფორმით დაზარალებულ მხარეს ეცნობება.

სს საქმე, საჯარო მოხელის მხრიდან, ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილზე 2010 წლის 17 დეკემბერსგანხორციელებულ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე აღიძრა. ღარიბაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.
ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს და შეფასებებს პროკურატურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გააკეთებს. მარტყოფლიშვილი იქვე იმასაც დასძენს, რომ ურჩი რწმუნებულის დასჯის იმედი არც პროკურატურის მხრიდან აქვს და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ელის რეაგირებას.

როგორც ცნობილია, პროკურატურის შედეგების დადებისთანავე შესაბამის რეაგირებას გეგმავს კახეთის მხარის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. თავის მხრივ, დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილიც პირობას დებდა, რომ რეაგირებას გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი

* * *
დედოფლისწყაროში შადრევანის მშენებლობას ოპოზიცია აფასებს

შადრევანის მშენებლობისთვის დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარის გამოყოფის ფაქტს ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ეხმაურებიან და მწვავე შეფასებებს აკეთებენ.

ბესიკ ცისკარაული (ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორი დედოფლისწყაროში): ,,დედოფლისწყაროში გაჭირვება და საყოველთაო სიდუხჭირე რომ არის, ასეთ ვითარებაში არცერთი რაიონი არ მეგულება. ასეთ დროს ხალხს პირიდან ლუკმა გამოაცალო და ქალაქის ცენტრში შადრევნები ააგო, ბრიყვული საქციელი იქნება... ცხადია, გაუმართლებლად მიმაჩნია. დედოფლისწყაროში შადრევანის გახსნის შესახებ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რადიო "ჰერეთის" ეთერში მოვისმინე... უმჯობესი იქნებოდა, ეს თანხა სოციალურ პაკეტს დამატებოდა და ისევ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს მოხმარებოდა. დედოფლისწყაროში არსებობის პრობლემა ბევრს აქვს, ასეთი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ".

სოსო ბეჟანიშვილი (ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი): ,,17 000 ათასი შადრევანისთვის?... /იცინის/ როგორც სჩანს, ხალხს შადრევნები მოსწონს. ნაციონალური მოძრაობა ხალხის არჩეულია, მათი კურსი კი ასეთია და ამ გზით მიდიან. რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა ამ გუნდს გამოუცხადა, მათი ნაბიჯებიც აღარ უნდა გაუკვირდეთ".
"ქიზიყი" კომენტარისთვის საკრებულოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატსაც დაუკავშირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქრისტიან-დემოკრატების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გოდერძი აბულაშვილი შადრევანის მშენებლობაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.

გოდერძი აბულაშვილი: ,,ზედმეტი კომენტარებისგან თავს შევიკავებ!... მიმაჩნია, რომ შადრევანი დედოფლისწყაროს იერსახეს გაალამაზებს. თუმცა, კარგი იქნება, რომ დედოფლისწყაროში სოციალური ფონიც შედარებით გაუმჯობესდეს. მთავარია ხაზი გატარდეს სწორად"...

ამ საკითხზე რესპუბლიკელების ადგილობრივი ორგანიზაციის პოზიციის მოსმენაც გვსურდა, თუმცა "ქიზიყი" ორდღიანი მცდელობის მიუხედავად ვერცერთ მათ წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში, რომელიც სულ ახლახან განახლდა, შადრევანი გაკეთდება. სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში შადრევანისთვის შესაბამისი ადგილი უკვე გათვალისწინებულია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარი გამოიყოფა. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა.

ჯერ უცნობია, რომელი ორგანიზაცია განახორციელებს შადრევნის სამონტაჟო სამუშაოებს, თუმცა, რიგით პირველი შადრევანი დედოფლისწყაროს სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ექნება. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ ფანტანი ქალაქს მნიშვნელოვნად დაამშვენებს და ახალგაზრდობის დასვენებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 28 января 2011 г.

ადგილობრივი ბიუჯეტი 1 მილიონზე მეტით გაიზარდა, სოც-პაკეტი კი 60 ათასი ლარით

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წლის პირველი სხდომა 28 იანვარს გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა. განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის გაზრდისა და სათნოების სახლების გაერთიანების საკითხი. ითქვა, რომ სოციალური პაკეტიც გაიზრდება.
სხდომის დასაწყისში ლევან ბაღაშვილმა აღნიშნა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი კიდევ 1 001 100 ლარით გაიზარდა, რის გამოც დეპუტატებმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. ამ ეტაპზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 3 744 600 ლარი შეადგინა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კვლავაც ბიუჯეტის ზრდის მოლოდინშია.

დამატებითი თანხები სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილდა. "ქიზიყის" ინფორმაციით, 5 100 ლარი სახანძრო სამსახურს დაემატება. ბაღაშვილი ამბობს, რომ ამ თანხით მეხანძრეებისთვის ინვენტარისა გათბობის ხარჯები დაიფარება. მისი თქმით, შარშან, კორპუსების გადახურვის დროს დაჯარიმებული კომპანიის მიერ გადახდილი თანხით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვა წელსაც გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის შესასვლელში განთავსებული აბრის შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 000 ლარი გამოიყოფა, რომელზეც შესაბამისი მეთვალყურეობა განხორციელდება და აბრა და მასზე განთავსებული წარწერა პერიოდულად მოწესრიგდება. 6 400 ლარით გაიზარდა პრესის მომსახურებისთვის განკუთვნილი ხარჯები.

შიდა გზების რეაბილიტაციის თანხას 405 ათასი ლარი დაემატება. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა თამარ მათეშვილმა სხდომაზე დეპუტატებს აუწყა, რომ 2010 წელს ბიუჯეტის შემოსულობებმა დაგეგმილს ბევრად გადააჭარბა და საბოლოო ჯამში 144% შეადგინა. დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

,,დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც დედოფლისწყაროში მოქმედ სათნოების სახლებს ჰქონდათ სხვადასხვა სახელი. მოგეხსენებათ, შესყიდვების კანონებში ცვლილებებია შესული. უკვე დაფიქსირდა პრეცენდენტი, როცა ამ კანონის გამო კახეთში რამდენიმე სათნოების სახლმა დროებით მუშაობა შეაჩერა და მიუსაფარი მოხუცები ერთი თვით საკვების გარეშე დარჩნენ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა, დედოფლისწყაროში სათნოების სახლები გაერთიანდეს. დედოფლისწყაროში სათნოების სახლი სავანე გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდებოდა, ამ ბოლო დროს კი ნელ-ნელა ყველანაირი დახმარება შეუწყდათ. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათზე მზრუნველობა მთლიანად იკისრა, რადგან 200-მდე უმწეო საკვების გარეშე არ დარჩეს," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს საკითხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ,,დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ, რომელიც ერთხმად მიიღეს. დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დანიშნავს, მისი ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თებერვლის თვეში დედოფლისწყარო სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კიდევ 355 000 ლარს მიიღებს, რის გამოც ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება. ლევან ბაღაშვილმა სოფლის მაჟორიტარებს მოსახლეობასთან მჭიდრო კონტაქტისკენ მოუწოდა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სოფლის პროგრამით შესასრულებელი სამუშაოები და სოფლის მაცხოვრებლების მიერ არჩეული პრიორიტეტები მაქსიმალურად ღია და საჯარო უნდა იყოს და მაჟორიტარებს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
კვლევამ დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში ჩასახლებული ეკომიგრანტების რთული ვითარება დაადასტურა

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დაკვეთით, აჭარიდან კახეთში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევამ მოიცვა სოფლები: ჰერეთისკარი, არეშფერანი (ლაგოდეხის რაიონი); სამთაწყარო (დედოფლისწყაროს რაიონი); ქორეთი (ახმეტის რაიონი). გამოიკითხა 120 რესპონდენტი.
კითხვაზე, რა სტიქიური მოვლენების შედეგად მიიღო დაზიანება თქვენმა სახლმა ან საკარმიდამო ნაკვეთმა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მეწყერი - 71%, უგზოობა და გარესამყაროსგან მოწყვეტა - 14%, ზვავი - 6%, ღვარცოფი - 2%. ამჟამად, დაზიანების მიხედვით, პირველი კატეგორია მინიჭებული აქვს 34%–ს, მეორე – 12%–ს. აღსანიშნავია, რომ 49%–მა საერთოდ არ იცოდა, თუ რომელი კატეგორიას ექვემდებარება მისი სახლი.
ეკომიგრანტები ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა წლებში ჩასახლდნენ. უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი გასახლება მართლაც ერთადერთი გამოსავალი იყო და სხვა ალერნატივა არ არსებობდა. გასახლებისას 58%–ს ხელისუფლებამ სახლის შესყიდვა შესთავაზა, 9%–ს დახმარება სახლისა და საოჯახო მეურნეობის მოწყობაში, 3%–ს საკარმიდამო ნაკვეთის შესყიდვა,16%–არაფერი.

გასახლებულებიდან 79% ამბობს, რომ მათ არ ჰქონიათ გასახლების ადგილის არჩევის შესაძლებლობა. 16%–ს ამის შანსი მიეცა. უმეტესობის თქმით, არჩევანის შემთხვევაში ისინი ბათუმში გადასახლდებოდნენ. უფრო ნაკლებმა გამოთქვა სურვილი, ისევ თავისსავე რაიონში დასახლებულიყო.

კითხვაზე: შესრულდა თუ არა ყველა ის პირობა, რაც განსახლებისას თქვენსა და სახელმწიფოს შორის არსებობდა, 47%–მა უარყოფითად უპასუხა, 21%–მა – დადებითად, ყველა დანარჩენმა კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ გასახლებულთა დიდი უმეტესობა ამტკიცებს, რომ სახლები, რომლებიც მათ დახვდათ ცუდ ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამჟამად სახლებს დაზიანებული აქვს კედლები, სახურავი, საძიკველი. 13% ამბობს, რომ მისი სახლი საცხოვრებლად საერთოდ უვარგისია. 51%–მა მთავრობას უკვე მიმართა დახმარებისათვის, მათგან ბევრმა ოფიციალური წერილით. უმეტესობა ფულად კომპენსაციას, ზოგი კი სახლის აღდგენას ითხოვს. 63%–ს თქმით, განსახლების შემდეგ მათ მთავრობა არაფრით დახმარებია, 32% კი მათ შორისაა, ვინც დახმარება ასე თუ ისე მაინც მიიღო.

გარდა იმისა, რომ უვარგის სახლებში ცხოვრობენ, ეკომიგრანტების უმეტესობა დასაქმებულიც არ არის. გამოკითხულთა 46%–ის ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარს არ აღემატება.

თეა თოფურია კახეთის საინფორმაციო ცენტრი


* * *
დედოფლისწყაროში ორი სათნოების სახლი გაერთიანდება

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ქალაქ დედოფლისწყაროში მოქმედი ორი უფასო კვების ობიექტის გაერთიანებას გეგმავს. ამ კუთხით მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ხმები დიდი ხანია ვრცელდება, ამის თაობაზე ინფორმირებულია ორივე სახლის ხელმძღვანელიც. გაერთიანების იდეას "ქიზიყთან" საუბარში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებენ. უკვე ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკითხის განხილვა ოფიციალურად დაიწყო.

საკრებულოს 28 იანვრის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკითხი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დედოფლისწყაროს სათნოების სახლის შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ, რომელსაც დეპუტატები კენჭს უყრიან.

"ქიზიყის" ინფორმაციით, შესაძლოა, ორივე კვების ობიექტმა თავისივე შენობა შეინარჩუნოს და მუშაობა კვლავაც ცალ-ცალკე განაგრძოს, თუმცა ისინი ერთიანი მმართველობის ქვეშ მოექცევიან, საერთო ხელმძღვანელი ეყოლებათ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთიანი თანხით დაფინანსდებიან.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პრეტენზიები ჰქონდათ საკვების ხარისხთან დაკავშირებითაც. ბენეფიციართა უმრავლესობა სათნოების სახლ "სავანეში" ჩაწერას ითხოვდა და საკვების უფასო სასადილოში მიღებაზე უარს აცხადებდა. ცნობილია, რომ "სავანე" და მისი პერსონალი დადებითი რეპუტაციით სარგებლობს, ნაციონალური სასადილო კი სკანდალების ობიექტი ხშირად გამხდარა. საკვების უკმარისობასა და უხარისხობაზე ნაცმოძრაობის სასადილოს ბენეფიციარები ხშირად წუხდნენ და პერსონალს უხეშ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. იყო შემთხვევები, როცა ერთიდაიგივე მოქალაქე ორივე სახლის კვებით სარგებლობდა. მათი გაერთიანება კი ამგვარ ხარვეზებს დაარეგულირებს.

სათნოების სახლი "სავანე" დედოფლისწყაროში 1997 წელს პარლამენტარ ლაერტ ზუბადალაშვილის თაოსნობით დაფუძნდა, ხოლო 2006 წელს კულტურის სახლის შენობაში ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილო გაიხსნა. ორივე მათგანში ყოველდღიურად 180-ზე მეტი ბენეფიციარი სადილობს. მეორე წელია სათნოების სახლ "სავანეს" გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები შეუწყდა, რის გამოც საქველმოქმედო სახლი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. თავდაპირველად "სავანე" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარით ფინანსდებოდა, შემდეგ კი დახმარებების შემცირებასთან ერთად მისი სრული დაფინანსება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მეორე არხის ჟურნალისტებმა რეპორტაჟი გამგებლის მოადგილის მითითებით მოამზადეს

ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები 27 იანვარს ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის თანდასწრებით აწარმოებდნენ. ამ ფაქტმა თავად გამოკითხულებსა და რიგით გამვლელებში უცნაური შეფასებები გამოიწვია.

მომხდარს გამოეხმაურნენ და უარყოფითი შეფასება გააკეთეს რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელე ჟურნალისტების მუშაობის დროს თან არ უნდა დაჰყვებოდეს:

,,როცა ჟურნალისტი ჩინოვნიკის თანხლებით ატარებს საზოგადოების გამოკითხვას, ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ჟურნალისტი ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ იმთავითვე არ უნდათ, რომ რესპონდენტებისგან კრიტიკული მოსაზრებები მიიღონ. როგორც წესი, ჩინოვნიკების თანდასწრებით რესპონდენტები არ არიან ხოლმე ისეთი გახსნილები და გულწრფელები, როგორც მათ გარეშე," - განაცხადეს ა/ო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის მიერ დედოფლისწყაროს ქუჩებში ჩაწერილ მოქალაქეებს მოგვიანებით "ქიზიყი" დამატებით გაესაუბრა. ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ტელეჟურნალისტებთან საუბარში გულწრფელები არ ყოფილან და არც მათ რეალურ პრობლემებზე უსაუბრიათ: ,,მათთან საუბარს აზრი არა ჰქონდა. თან, ეს რა წესია, გამგებლის მოადგილე დაჰყვებოდათ და ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს ვინ დააფიქსირებდა. თავისუფლად ვერ ვისაუბრეთ," - განაცხადეს მარინა ფიროსმანაშვილმა, მარინა ჩიტიშვილმა და სხვებმა.

თავად ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ "ქიზიყთან" კომენტარების გაკეთების სურვილი არ აქვს, ამდენად, მისი მოსაზრება ვერ მოვისმინეთ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

სასამართლომ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა

დედოფლისწყაროს სასამართლომ გასული წლის 26 სექტემბერს მიკრორაიონის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, ხულიგნობისთვის ბრალდებულებს, სოფელ წითელწყაროში მცხოვრებ 1994-95 წლებში დაბადებულებს, ალექსანდრე და გიგი გიგაურებს გირაოს სახით 3 000 - 3 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, თანხის გადახდისთანავე ისინი საპატიმროებს დატოვებენ.

ამას გარდა, 16 წლის მამუკა ხიზანიშვილს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა დაევალა. ინციდენტში დედოფლისწყაროს პროკურატურის პროკურორის, დავით დუღაშვილის უმცროსი შვილი მარიამ დუღაშვილიც მონაწილეობდა. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა პროკურორის ქალიშვილს სტადიონზე ბურთის თამაშის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შეხლა-შემოხლის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეტექტივ-გამომძიებელი გოგიტა ათანელიშვილი, მან არასრულწლოვან გიგი გიგაურს ხელი გაარტყა, რომელსაც ცხვირიდან სისხლი წასკდა. თუმცა, გამოძიებას ეს გარემოება არ გაუთვალისწინებია.

გამომძიებელი ათანელიშვილი "ქიზიყთან" საუბარში ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს ის სტადიონზე იმყოფებოდა და აღიარებს, რომ არასრულწლოვანებს მართლაც აგინებდა, თუმცა სამართალდამცველი ხელის გარტყმას უარყოფს.

არასრულწლოვანების მშობლები გამოძიების არაობიექტურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რადგან საქმეში პროკურორის შვილი და დისშვილი ფიგურირებდნენ, საქმე ისე შეკერეს, როგორც აწყობდათ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

пятница, 21 января 2011 г.

გამგეობის თანამშრომლის დედამ „უფასო სასადილოში“ ინვალიდი დაჭრა

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, თამრიკო ფოცხვერაშვილმა, ინვალიდ შოთა კოპლატაძეს ჭამის დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საკვებით სავსე ქილები ესწოლა - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყიდან" აცნობეს.

კოპლატაძე სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობებით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც ქირურგმა გოგიტა სეხნიაშვილმა განაცხადა, პაციენტს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც უკვე დამუშავდა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ბუნტური ამბობს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სასადილოში ბოლო თვეების მანძილზე ინციდენტის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. თამრიკო ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის გია ფოცხვერაშვილის დედაა. 2010-02-15

16 წლის უშანგი იუშჩენკოს ნახევარი ტომარა ნარკოტიკი აღმოუჩინეს

დედოფლისწყაროს პოლიციამ არასრულწლოვანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოუჩინა - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს" ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყიდან" აცნობეს.

დაკავებულია სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები 16 წლის უშანგი იუშჩენკო.
შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოზარდს ნახევარი ტომარა მარიხუანა აღმოაჩნდა, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გურჯაანში გადაიგზავნა.

არასრულწლოვანის ოჯახი პოლიციის ბრალდებებს უარყოფს. დაკავებულის ბებია ლოლა იონენკო აცხადებს, რომ უშანგის ნარკოტიკთან შეხება არ აქვს და მოზარდს ტომრით ბალახი საქონლისთვის მიჰქონდა. - 2009-11-27 05:54:00

воскресенье, 9 января 2011 г.

რა მიზნით მოკლეს 69 წლის ქალი და სად გაქრა ფულით სავსე ქისა, რომელიც ღვედაშვილს ძილის დროსაც კისერზე ეკიდა

2003 წლის 20 აპრილს, ღამის 23:30 საათზე დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სხვათაშორის პოლიციის შენობის წინ მდებარეობს, შემზარავი მკვლელობა მოხდა. სიღნაღელ მანიაკად წოდებულმა 30 წლის შალვა შაიშმელაშვილმა 69 წლის პენსიონერი, მზესუმზირის გამყიდველი ქეთევან ყანჩაშვილი-ღვედაშვილი სასტიკი წამებით სიცოცხლეს გამოასალმა. უკვალოდ გაქრა ქისა, რომელსაც ღვედაშვილი კისრიდან ძილის დროსაც არ იხსნიდა. მოხუცი შვილის სანახავად ქისაში ფულს დიდხანს აგროვებდა.

"თავისუფალი გაზეთი"-ს ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი გაჭირვების გამო, ბოლო დროს, საკუთარი სახლის რამდენიმე ოთახს აქირავებდა. ბინაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებიც ათევდნენ ღამეს. იგი ქუჩაში მზესუმზირას ყიდდა, ფულს კი თავისი მკვლელობისთვის ძებნილი შვილის, ბორის ყანჩაშვილის სანახავად აგროვებდა. ამ დროისთვის ბორის ყანჩაშვილი 20 წლის კახა სეფიაშვილის (ზაქიჩი) მკვლელობისთვის 4 წელი მიმალვაში იმყოფებოდა. ის ახლაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება.

2003 წლის 12 აპრილს ღვედაშვილთან ღამის გასათევად დედოფლისწყაროელ ტაქსის მძღოლს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მიუყვანია. მანამდე რამდენიმე ოჯახში იყვნენ, მაგრამ სასტუმროს მეპატრონეებმა, ალბათ, საეჭვო პირად მიიჩნიეს და მისი ბინაში მოთავსება არ ისურვეს.

სტუმარი ღვედაშვილს ლევანად გაეცნო და ურთიერთობაც მალე დაამყარა. ერთმანეთს თავისი თავგადასავლებიც კი უამბეს. ღვედაშვილმა ლევანის ისიც კი გაუმხილა, რომ შვილი ჰყავდა ძებნილი. როგორც მეზობლები ვარაუდობენ, ლევანს მისთვის შვილის მოძებნაში დახმარება შეუთავაზებია. ამიტომ, ღვედაშვილს ლევანი მეზობლებთან კარგად დაუხასიათებია. მისთვის რამდენჯერმე ფულიც კი მიუცია, რითიც ლევანს ლუდი და პროდუქტები შეუძენია.

სანდო წყაროს ცნობით, გარდაცვლილ ქეთევან ღვედაშვილს ყელზე სტაფილოსფერი ნაჭრისგან შეკერილი ქისა ჰქონდა ჩამობმული, რომელშიც, ლევანის სტუმრობის პერიოდში დანაზოგის სახით 1 200 ლარი ყოფილა.

მეზობლები ადასტურებენ, რომ მისი ქისის არსებობა ლევანს დაწვრილებით ეცოდინებოდა, რადგან ღვედაშვილი ქისას ყელიდან ღამითაც არ იხსნიდა. მათ სტუმრის ქეთოსთან ყოფნის პერიოდში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, რომ არა მათი 5 დღიანი გაუჩინარება 15 აპრილიდან. მათი გაუჩინარების შესახებ არავინ არაფერი იცის. ღვედაშვილის ხუთდღიან გაუჩინარებას მისი ერთი ქათმის მიერ დადებული ხუთი კვერცხიც ადასტურებს. მეზობლები ამბობენ, რომ საღამოს სახლში მოსვლისთანავე ღვედაშვილი კვერცხს იღებდა. ანუ, 5 დღის განმავლობაში ის შინ არ მისულა და კვერცხებიც ადგილზე ამიტომ ეწყო. ეს ფაქტი პროკურატურამაც დააფიქსირა.

ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს, რომ ღვედაშვილი 20 აპრილს, საღამოს შინ იმყოფებოდა. ის აშკარად ვიღაცას ელოდებოდა - მე რომ მოვდიოდი, მან ფანჯრიდან გადმოიხედა, ჩემი დანახვისას სახე შეეცვალა და შიგნით შებრუნდა. მცირე ხნის შემდეგ, იგივე მეზობლის გამოსვლისას ღვედაშვილს აღარ გამოუხედავს. ის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ხსნის, რომ ქალმა ამ დროისთვის, ალბათ უკვე მიიღო ვინმე. თუმცა, მეორე მეზობლის ნათქვამიც იგივეს ადასტურებს, რომ მაშინ, როდესაც მეზობელი სადარბაზოში შედიოდა, უკან ორი ადამიანი მიჰყვებოდა. მეზობელი გარედან უყურებდა, როგორ შევიდნენ ღიად დატოვებულ, უბრალოდ მიხურულ ღვედაშვილის კარში უცნობები. ყოყმანის შემდეგ მეზობელმა გამოიხედა და ღვედაშვილის კარს მიაწვა, თუმცა უკვე დაკეტილი აღმოჩნდა. ის მეზობელი ამჟამად აცხადებს არაფერი ვიციო.

იდუმალი ღამის შემდეგ ქეთო მოიკითხეს, მაგრამ ვერ ნახეს. მეზობლებმა მის შვილს, რომელიც დედოფლისწყაროში ოჯახთან ცალკე ცხოვრობს, აცნობეს - მერამდენე დღეა დედაშენი არსად ჩანსო. პენსიონერის ვაჟი, ბესიკ ყანჩაშვილი მაშინვე მოვიდა, კარი რომ დაკეტილი დახვდა ფანჯარა გატეხა. ლოჯი და მისაღები წესრიგში იყო, თუმცა საწოლ ოთახში საშინელება იხილა. ქეთევან ღვედაშვილი პირქვე, იატაკზე ეგდო, ხელები შეკრული ჰქონდა. ფეხები კაპრონის თოკით გაკვანძული, ზემოთ აწეული და გაჭიმული, ყულფი კი ყელზე ჰქონდა მოდებული. (ეს მხოლოდ პროფესიონალების ილეთია. თუ გათიშული გონზე მოვა, ის მაშინვე კუნთს გაამოძრავებს. ამ მომენტში კი ყულფი გაინასკვება და მისი ხვედრი მაინც ტრაგიკული სიკვდილი იქნება).

მოკლულის ვაჟმა მაშინვე პოლიციას აცნობა. ოპერატიული ჯგუფი გელა ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ექსპერტებმა ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინეს. ნამუშევარი სუფთა იყო, კვალი არსად ჩანდა. მკვლელებს მოხუცისთვის ყვირილის საშუალებაც არ მიუციათ. ხელთათმნიანი ხელი პირზე აუფარებიათ და თავში ბლაგვი საგანი ისე ურტყეს, თავის ქალა მთლიანად ჩატეხილი ჰქონდა. მეზობლებმა მაშინვე მისი მდგმური მოიკითხეს, თუმცა ის აღარსად ჩანდა.

პოლიციამ გაუჩინარებული მდგმურის ვინაობა მალე დაადგინა. ის სიღნაღელი აღმოჩნდა. 30 წლის მრავალცოლნაყოლი, ორჯერ ნასამართლევი, საშიში დამნაშავე შალვა შაიშმელაშვილი. ის თანმხლებ პირთან ერთად თელავი-დედოფლისწყაროს ავტობუსს 20 აპრილს თელავის ერთ-ერთი სოფლიდან გამოჰყოლია. სავარაუდოდ, მას მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული, რადგან კვალის არევის მიზნით ჯერ გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ჩამოვიდა და დაბა წნორის მოვლით დედოფლისწყაროში დაბრუნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, შეგროვებული თანხა მდგმურად ყოფნის პერიოდშივე გამოართვა და გაუჩინარდა. იმ ხუთი დღის მანძილზე სავარაუდოდ, ღვედაშვილი ლევანს ეძებდა და მიაგნო კიდეც. მან მოხუცი იმ პირობით გამოისტუმრა, რომ ფულს 20 აპრილს საღამოს შინ მიუტანდა. სწორედ ამიტომ ელოდა ქეთო თავის მდგმურს მოუთმენლად. ღვედაშვილი სასტიკი წამებით მოკლეს - ფულის ქისა კი უკვალოდ გაქრა.

დედოფლისწყაროში ღვედაშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე და მკვლელობის დღიდან 10 დღის შემდეგ, მსგავსი მეთოდებით წამების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, მაშინ პოლიციას არცთუ ნაყოფიერად უმუშავია...

დათო ხიდაშელი /თავისუფალი გაზეთი/

пятница, 7 января 2011 г.

საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში, შობა კაფე "დიდნაურში" ტაშ-ფანდურით აღნიშნეს

6 იანვარს 16:15 წუთზე დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაფე "დიდნაურში" გრძელი სუფრა შევნიშნეთ. აღმოჩნდა, რომ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შობა-ახალ წელს აღნიშნავდნენ. ჩვენი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თვითმმართველობაში დასაქმებული 50-მდე ადამიანი სამუშაო საათებში ილხენდა, გამგეობიდან კი სოციალურად დაუცველი რამდენიმე მოქალაქე უკმაყოფილო იმ ფაქტით გამოვიდა, რომ სათანადო პასუხი ვერავინ გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ "ქიზიყმა" ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, გადავწყვიტეთ, მაინც სუფრაზე მჯდარი მაღალჩინოსნების მოსაზრებაც მოგვესმინა. საჯარო მოხელეებს მყუდროება არ დავურღვიეთ, გართობაში ხელი აღარ შევუშალეთ და კომენტარისთვის მეორე დილით დავუკავშირდით.

ალექსანდრე ალუღიშვილი (გამგებლის მოადგილე): ,,სამუშაო საათებში არ შევკრეფილვართ... ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საათები ოდნავ, 17:30 წუთამდე შევამცირეთ და მისი დასრულების შემდეგ შობა მეგობრებმა ერთად აღვნიშნეთ...
-- ანუ, გამგეობა მეგობრებით არის დაკომპლექტებული?... კი, მაგრამ, მე კაფე "დიდნაურში" გაშლილ გრძელ სუფრასთან თითქმის ყველა საჯარო მოხელე ჯერ კიდევ 16:15 წუთზე შევნიშნე და სამუშაო საათები დასრულებული რანაირად იყო?...
-- არა, არა... სამუშაო საათები აღარ იყო...
-- ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს... ჩემი თვალით დაგინახეთ და საათიც ზუსტად დავაფიქსირე... დაახლოებით 16:15 საათზე უკვე სმა-ჭამა იყო გაჩაღებული...
-- არა, არა... საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენთან იყო, გამგებელი ნამდვილად არ ყოფილა, ზუსტად ამ დროს თელავში იყო საქმეზე წასული.

ლალი ზურაშვილი (გამგეობის სოც-სამსახურის სპეციალისტი): ,,ახალ წელს გამგეობის თანამშრომლები ერთად არ შევკრეფილვართ და ახლა ამიტომ შობას დავამთხვიეთ და ერთად აღვნიშნეთ. შობის დღესასწაული ვიზეიმეთ და ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ".

მაკა მენთეშაშვილი (გამგებლის მდივანი): ,,სამუშაო საათები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით გამგეობაში 17:30 წუთამდე შემცირდა. მე 6 იანვარს სტუმარი მყავდა და სამსახურიდან სახლში ცოტა ადრე წავედი. დიდნაურში სუფრაზე არ ვყოფილვარ, არაფერი ვიცი"...

ნინო ჩოხელი (გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი): ,,მიზერული თანხა მოვაგროვეთ, სუფრაზე კი 6-საათზე დავსხედით. მეგობრები შევკრიფეთ და ერთმანეთს შობა ახალი წელი მივულოცეთ.
-- სხვას რომ ეთქვა დაგიჯერებდით, მაგრამ საკუთარი თვალით დაგინახეთ... ჯერ 5 საათიც არ იყო, უკვე ყველა სუფრასთან იჯდა...
-- რა ვიცი... თუნდაც 1 საათით ადრე გავსულიყავით, რა მოხდა მერე... რაა, არ შეიძლებოდა შობა აღგვენიშნა? ეგ რა დასაწერი თემა???...
-- აღნიშვნა შეიძლება, მაგრამ არა მგონია, სამუშაო საათებში დასაშვები იყოს, თანაც მოქალაქეთა ნაწილი მაღალჩინოსნების გამგეობაში გამოჩენას კვლავაც უშედეგოდ ელოდა...
-- ლევან ჯამალაშვილს ველოდებოდით... ისე, ამ დროს სოციალური სამსახური დაკეტილი არ იქნებოდა. როგორც ვიცი, გოგიტა რობიტაშვილი და მაია პაპაჩაშვილი იქ იყვნენ და თუ ვინმე მივიდოდა, მოქალაქეებს ისინი მოემსახურებოდნენ".

როგორც აღვნიშნეთ, სამუშაო საათებში საჯარო მოხელეთა ტაშ-ფანდურის პარალელურად დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ შენობაში უკმაყოფილო მოქალაქეები უშედეგოდ ილოდებოდნენ. "ქიზიყი" საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან უყურადღებოდ დარჩენილ ადამიანებსაც გაესაუბრა:

ზურაბ მოსულიშვილი (სოციალურად დაუცველი, უნარშეზღუდული): ,,გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მინდა ვნახო, მაგრამ ადგილზე არ არიან და უპასუხოდ მივდივარ. არადა, სიარული მიჭირს და არ ვიცი კიდევ მოსვლას რანაირად მოვახერხებ. რამდენი ხანია გამგეობის შენობაში უშედეგოდ ვილოდები. ახალგაზრდა მეუღლე ახლახან დამეღუპა, ორი შვილი უმუშევარი მყავს. შეშას არ მაძლევენ და ამ საკითხის გარკვევა მინდოდა, მაგრამ პასუხი ვერავისგან მივიღე"... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
დედოფლისწყაროს სასამართლოში თანამშრომლები შეამცირეს

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში შემცირება დაიწყო, თანამშრომლების ნაწილი უკვე გათავისუფლებულია. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმაც დაუდასტურა. კახეთის რაიონულ სასამართლოებში თანამშრომლები 3 იანვარს გაათავისუფლეს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე. სამსახურის გარეშე დარჩნენ კანცელარიის უფროსი, მოსამართლის თანაშემწე, მდივანი, და მანდატური.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ამიერიდან დედოფლისწყაროს სასამართლოში მხოლოდ მოსამართლის თანაშემწე, სხდომის მდივანი და 1 მანდატური გააგრძელებენ მუშაობას.

როგორც ცნობილია, მასობრივი შემცირებები განხორციელდა გურჯაანისა და ახმეტის რაიონულ სასამართლოებშიც. თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზების შესახებ დეტალების დაზუსტება და კომენტარის გაკეთება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ისურვეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მეეზოვეების სამსახურში აღდგენის საკითხი ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს სერვისი 2007-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი უკვე გაათავისუფლა. თანამშრომლების ნაწილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან მთლიანად დაითხოვეს. ისინი გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
შპს "სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი "ქიზიყთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირება არ მომხდარა. ყოჩიაშვილი დასძენს, რომ თანამშრომლებს ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ:
,,არანაირი კადრების შემცირება არ მომხდარა. ყველა თანამშრომელს ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. ამ ეტაპზე ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. შესაბამისად ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულად ითვლება. ახალ ხელშეკრულებებს ჯერ ვერ გავუფორმებთ, რადგან მუნიციპალიტეტმა უნდა ჩაატაროს შესაბამისი ტენდერი და თუ ამ წელსაც ტენდერში ჩვენი ორგანიზაცია გაიმარჯვებს, მაშინ გადაწყდება თანამშრომელთა აღდგენისა თუ შემცირების საკითხი," – აცხადებს ზურაბ ყოჩიაშვილი.
ცნობილია, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დროებით ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ და ანაზღაურებას უნახევრებენ. შესაძლოა, წელს კადრების შემცირებაც განხორციელდეს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის ნასყიდა ჟიჟიაშვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში მოხდა. ინფორმაციას კახეთის რეგიონალური რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.
როგორც "ჰერეთს" სოფელ ზემო ქედიდან აცნობეს, შემთხვევა სააბაზანოში მოხდა. წყლის ელექტრო გამაცხელებელმა წყალზე დენი გადაიტანა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

среда, 5 января 2011 г.

კახეთში საჯარო მოხელეების ატესტაციას არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ბოიკოტს უცხადებენ

დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეთა ატესტაცია თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროში საატესტაციო კომისია უკვე შექმნილი იყო და დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჟურნალისტების დარწმუნებას კვლავაც ცდილობდა, თითქოს კახეთის მუნიციპალიტეტებში ატესტაციის ჩატარება საერთოდ არ იგეგმება.

„კვირის ბოლომდე საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები დაგეგმილი ატესტაციის შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ. ატესტაცია კი თებერვლის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ატესტაციის შედეგად თანამშრომლების მასობრივი შემცირება არ იგეგმება, ოპტიმიზაციაზე კი ვიფიქრებ, თუმცა ესეც უმნიშვნელო იქნება. ის თანამშრომლები, ვინც ატესტაციის შედეგად მინიმალურ გამსვლელ ქულას ვერ დააგროვებენ, დაქვეითდებიან ან გათავისუფლდებიან. ვაკანტურ თანამდებობებზე კი კონკურსი გამოცხადდება“, - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

გაირკვა, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესის მონიტორინგს ბოიკოტს უცხადებენ და ტესტირებაზე დაკვირვებას არ აპირებენ.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა, მონიტორინგს აზრი არ აქვს, რადგან იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა თანამდებობებზე დატოვებაც ხელმძღვანელობას სურს, ტესტები წინასწარ არის ხოლმე ცნობილი:
„2008 წლის 20 დეკემბერს ატესტაცია ჩატარდა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, 2009 წლის ივნისში კი გურჯაანის გამგეობაში. ორივე შემთხვევაში, ატესტაციის შედეგად ბევრმა ისეთმა თანამშრომელმა დააგროვა მაღალი ქულა, რომლებმაც არ იციან, რა არის საჯარო ინფორმაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ. მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ატესტაციამდე გამგებლების და გუბერნატორის ნდობით აღჭურვილი პირებისთვის ტესტებში მოცემული საკითხები წინასწარ იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, ატესტაციის გავლის შემდეგ, მაღალი ქულების მქონე თანამშრომლები დანიშნეს სამსახურში, მერე განცხადებები დააწერინეს გათავისუფლებაზე და შემდეგ მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს. ზოგიერთი კი, ვისი მუშაობაც არ უნდოდათ, გაათავისუფლეს. ვაკანტურ თანამდებობებზე არ გამოცხადებულა კონკურსი და თანამშრომლები ნაცნობ-მეგობრობით შეარჩიეს“, - აღნიშნა ხუროშვილმა.

იგივე აზრის არიან რიგითი დედოფლისწყაროელებიც. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ის, ვისი გაყვანაც საკრებულოს თავმჯდომარეს სურს, ის საჭირო ქულებს აუცილებლად მოაგროვებს, ტესტირების პროცესი კი შესანიღბად და იმის დასამტკიცებლად სჭირდებათ, თითქოს დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში კადრების შერჩევა მართლაც ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით ხდებოდეს და არა ძმაკაცური თუ ნაცნობ-მეგობრობის პრინციპებით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ხელმოკლეთათვის დენის საფასურის გადახდის გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა

დედოფლისწყაროს საკრებულოს გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ სოციალურად დაუცველთათვის ყოველთვიური საფასურის გადახდით ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებს ელექტროენერგიის პრობლემას მოუხსნიდნენ.

ამ მიზნით, ახლახან საკრებულომ გადაწყვიტა, ცალკეული კატეგორიებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ნაცვლად მოხმარებული დენის საფასური ყოველთვიურად გადაურიცხონ.

"ქიზიყმა" კი გაარკვია, რომ ხელმოკლე ოჯახების ნაწილი თვეში საშუალოდ 3 - 4 ლარის ელექტრო ენერგიას მოიხმარს, ამიტომ ეს ცვლილება, რომელიც საშუალოდ თვეში 8-დან 12 ლარამდე პირდაპირ ენერგოდისტრიბუციაში გადარიცხვას ითვალისწინებს, ასეთი ოჯახებისთვის არცთუ ისე შეღავათიანი აღმოჩნდა. ბევრი მათგანი არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ასეთი ოჯახების დიდ ნაწილს ელექტრო ტექნიკა არ აქვს, შესაბამისად მოხმარებული ელექტრო ენერგიის მაჩვენებელი ყოველთვიურად საკმაოდ დაბალია, ამდენად ეს ნაბიჯი არა დახმარების გაზრდას, არამედ ბევრისთვის მის შემცირებასაც ნიშნავს:

ელენე წიკლაური (9 აპრილის ქუჩის მკვიდრი, მარჩენალდაკარგული): ,,2 წლის ობოლ ბავშვს ვზრდი, უკიდურესად გვიჭირს. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვე მხოლოდ 2 ლარს ვიხდი... ვუფრთხილდები, მუდმივად ეკონომიურად ვხარჯავ და 2 ლარზე მეტი ელექტროენერგია ჯერ არ დამიწვია. არც ელექტრო გამათბობელი და გამაცხელებელი მაქვს, არც სარეცხის მანქანა. ძალიანაც რომ მოვინდომო 8 ლარს ვერ დავწვავ. ასე კი ზარალში ვარ, ერთჯერადი დახმარების სახით უფრო მეტი თანხა შემხვდებოდა და დიდი შეღავათი მექნებოდა"...

თამარ ჩხიკვაძე (ნიკორციხის ქუჩა, 5 შვილის ქვრივი დედა): ,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ყოველთვიური დახმარება რამდენიმე თვის წინ შეგვიწყვიტეს. ახალ წელს მშივრები შევხვდით, ბავშვებს ტკბილეული და ხილიც ვერ ვუყიდე.. დენი შეჭრილი მაქვს, 5 შვილს სიბნელეში ვზრდი... დიდი დავალიანება მაქვს და ელექტროენერგია ამიტომ შემიჭრეს. რა ვიცი, რანაირად ვვისარგებლებ ამ შეღავათით, როცა დენის მიწოდება შეწყვეტილი მაქვს... ისე კი იმედი მქონდა, რომ ფულად დახმარებას ავიღებდი".

რიტა ყოჩიაშვილი (მარტოხელა დედა, 9 აპრილის ქუჩა): ,,ერთჯერადი დახმარება უფრო მაწყობდა. ასე წაგებაში ვარ. ელექტროენერგიის გადასახადს ყოველთვის მიზერულს ვიხდით, ეს დიდ ტვირთად სულაც არ გვაწვება. ფულადი დახმარების იმედი უფრო გვქონდა, ამოგვეშველებოდა ხოლმე. ახლა კი არ ვიცი რა ვქნათ"...

გოგიტა ყოჩიაშვილი (4 შვილის მამა, სოფ ჯაფარიძე): ,,თვეში 4-5 ლარს ვიხდით-ხოლმე, მეტ დენს ჩვენ არ მოვიხმართ... ძველი გადაწყვეტილების მიხედვით ოთხ შვილზე წელიწადში 200 ლარს ავიღებდი, ახლა კი დენის ფული ყოველთვიურად რომ მიხადონ, მართლა ზარალში ვარ... ის ფულადი დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იყო"...

ლუდა წიკლაური (რუსთაველის ქუჩის მკვიდრი, 4 შვილის დედა): ,,თვეში 2-3 ლარზე მეტს არ ვიხდი. ქვითრებს გადმოგილაგებთ და ნახეთ. სახლიდან სულ გასულები ვართ და დენს ფაქტობრივად არ მოვიხმარ. ამ ინიციატივას ვაპროტესტებ!... ეს ინიციატივა ფაქტიურად გამოუსადეგარი იქნება ჩემთვისაც და ბევრი ჩემნაირისთვის. შეამოწმეთ და ნახავთ, რომ ასეთი ოჯახები მინიმალური ოდენობის დენს მოვიხმართ".

მაია ტუხაშვილი (უნარშეზღუდული, მარტოხელა დედა): ,,არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, ფაქტიურად ოჯახში ელექტრო ტექნიკა არ გაგვაჩნია. საკრებულოს გადაწყვეტილებას ვაპროტესტებ. შეღავათი ვერ იქნება, რადგან ისეც ცოტა დენს მოვიხმართ და ფულადი დახმარების აღება უფრო მნიშვნელოვანი იყო".

ამგვარი პრეტენზიებით დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალურ სამსახურს უკვე უამრავმა ადამიანმა მიაკითხა და უკმაყოფილება ღიად გამოხატა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ უკმაყოფილო ადამიანების შენიშვნები პირადად უკვე მოისმინა, თუმცა საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ,,მესმის მათი შეშფოთება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს პრეროგატივა იყო. შარშან ასეთი გადაწყვეტილება იყო, წელს კი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა". /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

вторник, 4 января 2011 г.

ავარიულ ბინაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამგეობა ბინის ქირას გადაუხდის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიულ ბინაში მცხოვრებ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ბინის ქირის თანხა გამოეყოფათ, რათა მათ შედარებით უსაფრთხო გარემოში გადასვლა მოახერხონ. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზეც ვრცლად ისაუბრეს.

„სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი კვლავ არასასურველია. დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კვლავ საჭიროებენ ჩვენგან დახმარებას. სწორედ ამიტომ მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა ავარიული საცხოვრებელი სახლები საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და საჭიროებენ საცხოვრებელი ფართის დროებით შეცვლას, ასევე, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000– ზე ნაკლებია, გაიცემა ყოველთვიური თანხა ბინის ქირის საფასურის დასაფარად," - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ. ამას გარდა, ლევან ბაღაშვილმა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზეც გაამახვილა ყურადღება:

,,სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, 2011 წლიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაშიც ამოვეშველებით და ეს თანხა თითოეულ ოჯახზე 8-12 ლარით განისაზღვრება, რა თქმა უნდა, კატეგორიების გათვალისწინებით“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა.

სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივი ოჯახებისთვის დაზიანებული ბინების შესაკეთებლად ერთჯერადი დახმარების სახით საშუალოდ 500 ლარიანი დახმარება არის გათვალისწინებული, თუმცა ეს თანხა შენობის გასამაგრებლად და პრობლემის აღმოსაფხვრელად ხშირად საკმარისი არ არის, რის გამოც ბინების ნაწილში მოქალაქეების უსაფრთხოება კვლავაც დაუცველია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, მუნიციპალიტეტმა ასეთი ოჯახებისთვის ბინები დაიქირავოს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი.
* * *

1 იანვარს დედოფლისწყაროში 3 ახალშობილი დაიბადა

დედოფლისწყაროს სამშობიაროში 1 იანვარს სამი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების თანამშრომლებმა განუცხადეს. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ახალი წლის პირველ დღეს დედოფლისწყაროს რაიონის პირველი მეკვლეები ორი ვაჟი და ერთი გოგონა გახდნენ.

ასევე, 1 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის, დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების თანამშრომლებს და ასევე, სახანძრო და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ახალი წელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა და პარლამენტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა პირადად მიულოცეს.

ნიკოლოზ შანშიაშვილი (დედოფლისწყაროს გამგებელი): ,,ამ ჟესტით ყურადღება და თანადგომა გამოვხატეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 1 იანვარსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ. ამას გარდა, ახალი წლის წინა დღეს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, დედოფლისწყაროში მოქმედ ორივე უფასო სასადილოს ვესტუმრეთ. სათნოების სახლ სავანესა და უფასო სასადილოს მიუსაფარ მოხუცებს სადღესასწაულოდ ნობათი მივუტანეთ. სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს ახალი წელი მივულოცეთ და თანადგომა გამოვხატეთ," – განუცხადა "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

შეგახსენებთ, გასულ 2010 წელს დედოფლისწყაროში შობადობის ზრდა დაფიქსირდა, რაც სასიამოვნო ტენდენციად შეფასდა. კახეთის რეგიონის მასშტაბით დედოფლისწყარო შობადობის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეებს ტესტირება ჩაუტარდებათ

უახლოეს ხანში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელე სპეციალურ ატესტაციას გაივლის. ის ვინც სათანადო ქულებს ვერ დააგროვებს, თანამდებობასთან გამომშვიდობება მოუწევს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე ღიად განაცხადა.

,,გამოიცა შესაბამისი ბრძანება. შევქმენით საატესტაციო კომისია. კანონი უფლებას მანიჭებს ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ატესტაცია ჩავუტარო. უკვე რამდენიმე წელია დედოფლისწყაროში თანამშრომლებს ამგვარი ტესტირება არ ჩატარებიათ. ეს ერთგვარი თვითგადამზადება იქნება... ვინც სათანადო ქულებს ვერ დააგროვებს, თანამდებობიდან გათავისუფლდება და მის ადგილზე კონკურსი გამოცხადდება. თუ სპეციალისტმა სამსახურის უფროსზე მეტი ქულა მოაგროვა, ბუნებრივია ცვლილებებიც მოხდება და ყველა მათგანი ქულების შესაბამის თანამდებობაზე დაწინაურდება, ან დაქვეითდება," - აცხადებს ლევან ბაღაშვილი.

ამ საკითხს დეპუტატებმა დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომაზე კენჭი უკვე უყარეს და დაამტკიცეს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს. საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ზაზა ფიროსმანაშვილი აირჩიეს. მისი კანდიდატურა დეპუტატებს ლევან ბაღაშვილმა შესთავაზა, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ტესტებს უმაღლესი სასწავლებლების სპეციალისტები მოამზადებენ და მათ დედოფლისწყაროში ატესტაციის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე დალუქულ მდგომარეობაში ჩამოიტანენ. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ საატესტაციო კომისიის წევრთა დიდი ნაწილი მოწვეული ადამიანებით დაკომპლექტდება და მათი ოდენობა ადგილობრივებს გადააჭარბებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
დედოფლისწყაროში, სანიაღვრე არხში მამაკაცის გვამი იპოვეს

2 იანვრის ღამეს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხში მოსახლეობამ მოხუცი მამაკაცის გვამი შენიშნა. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ექიმთა ბრიგადა გამოძახებაზე ოპერატიულად გავიდა, თუმცა ადგილზე მისულებს ქალაქ დედოფლისწყაროში მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის გიორგი მჭედლიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ:

,,ჯერ უცნობია, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოწამვლის შემთხვევები ხშირი იყო. მჭედლიშვილს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გვამი მაშინვე პროზექტურაში გადავიყვანეთ, " - აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მოხუცი სუპერმარკეტის კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. მომხდარზე წინასწარი გამოძიება უკვე დაწყებულია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

воскресенье, 2 января 2011 г.

დედოფლისწყაროს საკრებულომ 2011 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლის ბოლო სხდომა 30 დეკემბერს გამართა, სადაც დღის წესრიგში 9 საკითხი იყო შეტანილი. მათ შორის უმთავრესი 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება გახლდათ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი უძღვებოდა.

ამ ეტაპზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტმა 2 მილიონ 765 ათასი ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, გასულ წელს ბიუჯეტი 3 მილიონ 135 000 ლარის ოდენობით დაამტკიცეს. ამას 280 ათას ლარამდე განათლების სამინისტროს მიერ სკოლების რეაბილიტაციის თანხა და სხვადასხვა ტრანსფერებიც დაემატა.

2011 წლის ბიუჯეტის შემცირება ადგილობრივი შემოსულობების კლებამ გამოიწვია. ამან კი სხვადასხვა სფეროებისთვის დაფინანსების შემცირების აუცილებლობა შექმნა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე თვეში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და მას სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი და სხვადასხვა ტრანსფერებით გათვალისწინებული თანხებიც დაემატება, რაც დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მოხმარდება.

2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხებიც განიხილეს. საკრებულოს წევრებმა სხდომაზე საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ ალექსანდრე ალუღიშვილი. ბუნებრივი თუ სხვა სახის კატასტროფების დროს უკვე არსებობს სამოქმედო გეგმა, თუ რა პრინციპით უნდა იმუშაონ სხვადასხვა სამსახურებმა. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2010 წელს გადაუღებელმა წვიმებმა ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო მნიშვნელოვნად დააზარალეს და ამგვარ მოვლენებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაცილებით მობილიზებული და მომზადებული რომ შეხვდეს, ამიტომ საგანგებო შტაბი ამოქმედდა. ამას გარდა გაიზარდა სარეზერვო ფონდისთვის გამოყოფილი თანხაც.

,,მარტოხელა დედები და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომელთაც 10 000 ქულაზე ნაკლები აქვთ, ანუ მათ ვინც სიღატაკის დაძლევის პროგრამაში მოხვდნენ და მათაც, ვინც პროგრამის მიღმა დარჩნენ ფაქტობრივად მოვუხსნით ელექტროენერგიის პრობლემას. ანუ, აქამდე ეს კატეგორია ერთჯერადი დახმარების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ლარიან დახმარებას იღებდა. ახლა კი ჩვენ ენერგოდისტრიბუციიდან საშუალო მაჩვენებელს გამოვითხოვთ და ასეთ ოჯახებს ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადს გადავურიცხავთ. მოხდება არა თანხის გაცემა, არამედ, აბონენტის ნომერზე თანხის გადარიცხვა პირდაპირ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში. ანუ, ამიერიდან დახმარება ერთჯერადის ნაცვლად იქნება ყოველთვიური და ამით ფაქტიურად ელექტროენერგიის პრობლემას მოვუხსნით," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს პრემიერ მინისტრის ბრძანებულებით სოციალურად დაუცველთათვის სათბობი შეშის განაწილების საკითხი. აღინიშნა, რომ ოჯახები უახლოეს დღეებში 1,5 კუბ შეშას მიიღებენ. ერთჯერადი დახმარება განკუთვნილია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაში მყოფ მრავალშვილიან, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ოჯახებისთვის, ასევე უნარშეზღუდულებისა და მკვეთრად უნარშეზღუდულებისთვის. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დედოფლისწყაროს ამ მიზნით 40 ათასი ლარი გამოეყო.

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებასა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სულ მალე საჯარო მოხელეებს ატესტაციის გავლა მოუწევთ, ვინც სათანადო ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს ისინი თანამდებობებს დატოვებენ. ლევან ბაღაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2011 წლიდან დედოფლისწყაროში ვაკანტურ ადგილებზე საჯარო მოხელეები მხოლოდ კონკურსის წესით შეირჩევიან.

სხდომის დასასრულ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდ "ნუგეშს" მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და ყველას სპეციალურ ნომერზე - 700 626-ზე დარეკვისკენ მოუწოდა. მობილური ტელეფონებიდან აღნიშნულ ნომრებზე ზარის განხორციელებით 1 ლარი საქველმოქმედო ფონდ ნუგეშს გადაერიცხება, რომელიც დედოფლისწყაროში ეტაპობრივად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს.,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფონდ ნუგეშს, რომ აგრძელებს მუშაობას და მათი თანხები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო, რომ თითოეული თეთრი ყოფილიყო აღრიცხული და გამჭვირვალე, თუ სად და როგორ იხარჯება ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ნომერზე ერთი ზარი მაინც განახორციელა," - აღნიშნა ბაღაშვილმა.

სხდომაზე საკმაო დაგვიანებით შემოვიდა საკრებულოს წევრი, სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი ნუკრი ბაღაშვილი, ხოლო დეპუტატი ლევან ჯამალაშვილი დარბაზიდან სხდომის დაწყებისთანავე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ გავიდა და სხდომა ისე დასრულდა აღარ გამოჩენილა.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

пятница, 31 декабря 2010 г.

საახალწლო ღონისძიებები დედოფლისწყაროში გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით დედოფლისწყაროს კულტურის სახლში 30 დეკემბრის საღამოს ადგილობრივი ბავშვების მონაწილეობით საახალწლო სპექტაკლი "საშობაო ღამის სიზმრები" გათამაშდა. საღამო ჩვეული ოსტატობით მიჰყავდა კულტურის სამსახურის სპეციალისტს ნონა ჯიბღაშვილს.

საახალწლო კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სოციალურად დაუცველთა ფენის ოჯახების შვილები, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც კარნავალის დასასრულ სადგილობრივმა საქველმოქმედო ფონდმა "ნუგეში" ,,ბარამბოს" ტკბილეული გადასცა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდი "ნუგეში". კეთილი ადამიანების შემოწირულობების წყალობით 52 მრავალშვილიან დედას, რომელთაც 5 და მეტი შვილი ჰყავს, საახალწლო ნობათი გადაეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, რომელიც საახალწლო სპექტაკლზე ძმიშვილთან, პატარა ნუცასთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც კულტურისა და სპორტის ცენტრმა დაახლოებით ასეთი ღონისძიება წარმოადგინა.

ასე გადაჭედილი დარბაზი გაზეთ "ქიზიყის" რედაქციას დიდი ხანია აღარ უნახავს. ამის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და კულტურის სახლის დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ტრადიციისამებრ ქალაქის ცენტრალურ ნაძვისხესთან გადაინაცვლეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ თავიდანვე დააანონსა, რომ კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი წელს განსაკუთრებულ ფეიერვერკს გვპირდებოდა.
ისეთს, როგორიც დედოფლისწყაროში ჯერ არ ყოფილა. ქალაქ დედოფლისწყაროში გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკი უკვე მესამე წელია იმართება. ამჯერად სიახლე იყო ის, რომ ახალი ტიპის ფეიერვერკები გამოიყენეს, რომლებიც ჰაერში განსხვავებულ მოძრაობებს ას
რულებდნენ. ამ დღეს დედოფლისწყაროს ცენტრში განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა.

ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის მიერ მოძრაობაც შეწყდა. ავტომობილებით გადაადგილება შემოვლითი გზებით იყო შესაძლებელი, რის გამოც დედოფლისწყაროში დროებით საცოვბებიც შეიქმნა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი ფეიერვერკის დროს ერთი მამაკაცი დაშავდა და დამწვრობა მიიღო. ამბობდნენ, რომ ფეიერვერკის გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი დაზიანდა. "ქიზიყის" ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს, რომ პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ფეიერვერკებიდან ამოქმედების დროს ერთ-ერთი მათგანი უჩვეულოდ მალე განათდა, ანუ ხარვეზი ნათლად დაფიქსირდა.

"ქიზიყმა" ადამიანის დაშავების ფაქტის დაზუსტება სცადა. თუმცა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ხათუნა ზურიკაშვილი "ქიზიყთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან. დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც განმარტავენ, რომ მათთან არანაირი შეტყობინება არ შესულა. ადამიანის დაშავების ფაქტი არ დაადასტურეს ასევე დედოფლისწყაროს საავადმყოფოშიც. "ქიზიყს" განუცხადეს, რომ მათთან დაშავებული არ მიუყვანიათ.

ამ საკითხზე დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელს თამაზ კირვალიძეს შევეხმიანეთ, თუმცა მის ტელეფონს სხვამ უპასუხა.

საბოლოო ჯამში, დედოფლისწყარო წინასაახალწლოდ განსაკუთრებულად გამოცოცხლებული იყო და ქუჩებშიც განსხვავებული ხალხმრავლობა იგრძნობოდა
დედოფლისწყაროელები განსაკუთრებით კმაყოფილებას გამოხატავდნენ იმ ფაქტზე, რომ დედოფლისწყაროში მუნიციპალიტეტმა ახალი წლის ღონისძიებები და გრანდიოზული ფეიერვერკი ტრადიციად აქცია. ბევრი მათგანისთვის, რომლებიც დედაქალაქთან კონტაქტს ვერ ახერხებენ, ეს სანახაობა ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფეიერვერკი საკუთარი თვალით ენახა.

როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო. ზოგიერთმა ფეიერვერკს ხუმრობით ჰაერში გაფანტული 12 ათასიც კი უწოდა... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

четверг, 30 декабря 2010 г.

გიორგი ღვინიაშვილმა კახეთში 2010 წლის შედეგები შეაჯამა

2010 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო კახეთში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა 2010 წლის შეჯამებისას განუცხადა. ღვინიაშვილის თქმით, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო გომბორის გზის მშენებლობა, რაც უდიდეს როლს შეასრულებს ეკონომიკის განვითარებაში.
"მთლიანად რეგიონში სოფლის დახმარების პროგრამითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ძალიან ბევრი გზაა დაგებული და რეაბილიტირებული. აშენდა და განახლდა სკოლების (სოფელი გავაზი და სოფელი ტიბაანი ფაქტობრივად ევროპული სტანდარტის შესაბამისი სკოლები), საბავშვო ბაღები, პოლიკლინიკები, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მთელ რიგ მდინარეებზე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. საზოგადოების აქტიური ჩართულობით შენდება ეკლესიები", - ამბობს გუბერნატორი.
მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი საწარმოების გახსნა, სადაც ასობით ადგილობრივი დასაქმდა.
"რეგიონის ხელმძღვანელობის აქტიურობის შედეგია ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ობიექტების მშენებლობა. უდიდესი პროექტი იყო მაგალითად, ყვარლის ტბის ტურისტული კომპლექსი, სადაც ოთხ მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ იაპონელები, ჩეხები, გერმანელები (ღვინის ქარხანა სოფელ კისისხევში). ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისთავად ტურიზმის განვითარებას იწვევს. ამ მიზნით განხორციელდა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის სრული რეაბილიტაცია. ვითარდება სასტუმროების ქსელი. მხოლოდ მთა-თუშეთში წელს რვა საოჯახო სასტუმრო გაიხსნა", - განუცხადა "ჰერეთს" გიორგი ღვინიაშვილმა.
კახეთის გუბერნატორი გასულ წლებთან შედარებით, ბევრად წარმატებულსა და ორგანიზებულს უწოდებს "რთველი -2010"-ს.
"ჩვენ შევძელით აღარ ყოფილიყო გაუსაძლისი რიგები და ღამისთევები ყურძნის ჩასაბარებლად. ამასთან სახელმწიფომ განახორციელა სუბსიდია, რაც გლეხისათვის დიდი მხარდაჭერა იყო. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება, დაისახება მთელი რიგი ღონისძიებები, ემბარგოს უარყოფითი შედეგების სრული აღმოფხვრისათვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი რეგიონი, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის საშუალებით, ამ პრობლემის მოგვარებასაც შეძლებს. ვფიქრობ, წარმატებები გვქონდა კულტურის სფეროში. Gგანხორციელდა თელავის თეატრის რეაბილიტაცია. ფაქტობრივად თეატრმა ახალი სიცოცხლე დაიწყო. ჩვენ შევძელით აღგვედგინა უდიდესი მუსიკალური ფესტივალი "ქება ვაზისა". საბოლოო ჯამში რეგიონში ყველა განხორციელებულ პროექტში 133 მილიონი დაიხარჯა", - აცხადებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.
იგი მომავალი წლის პრიორიტეტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება და სოფლის მეურნეობა, რაც ახალ ბიუჯეტშიც აისახა.
"მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რეგიონის გაზიფიცირება და ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რასაც ჩვენი მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გაგრძელდება მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი საწარმოების შესაქმნელად, რაც ყველაზე მთავარი პრობლემის, დასაქმების საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება", - განუცხადა "ჰერეთს" კახეთის გუბერნატორმა 2010 წლის შეფასებისას.

* * *
მოსამართლემ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

დედოფლისწყაროს სასამართლომ დეპუტატ გელა თეთრაულის სარჩელი არ დააკმაყოფილა
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა არ დააკმაყოფილა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა თეთრაულის სარჩელი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მისგან გავრცელებული ინფორმაციის გაქარწყლებას ითხოვდა.

თეთრაული ჟურნალისტისგან თავდაპირველად, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის კომპენსაციის სახით 10 000 ლარის გადახდას ითხოვდა, მოგვიანებით, თანხის რაოდენობა 3 ათას ლარამდე შეამცირა, ბოლოს კი საერთოდ მოხსნა და მხოლოდ გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა თეთრაულის სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, მოსამართლეს ის არ დაეკმაყოფილებინა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გამოაცხადა და საკრებულოს წევრს სარჩელის დამაყოფილებაზე უარი უთხრა.

,,საქმის განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ პირადად მე თეთრაულის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ მამოძრავებდა და მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ სადაო სტატიის მომზადება ჩემი იდეა არ ყოფილა... არც წინასწარ ვფლობდი რაიმე სახის ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ სტატია წინასწარი განზრახვით მომზადებული არ იყო, როგორც მოსარჩელე მიიჩნევდა... დიდი მადლობა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის!.. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა თანადგომისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და კახეთში მომუშავე ჟურნალისტებს, რომელთაც საოცარი კოლეგიალობა გამოიჩინეს და ინტენსიურად და ოპერატიულად აშუქებდნენ პროცესის მიმდინარეობას. ეს კი ჩვენთვის ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა იყო," - აცხადებს ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი.

სავარაუდოდ, გელა თეთრაული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებაზე ფიქრობს. /ქიზიყი/
* * *
დედოფლისწყაროს საკრებულომ თეთრაულის სარჩელზე კომენტარი გააკეთა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატ გელა თეთრაულის მიერ სასამართლოში ჟურნალისტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე პირველი კომენტარი გააკეთა. ამ საკითხზე ვიდეო-კომენტარებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. განცხადება საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილემ ზაზა ფიროსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ საჯარო მოხელის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი ზეწოლა არ არის. იგი იქვე მიანიშნებს, რომ დეპუტატის ამ ნაბიჯის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულო წინასწარ ინფორმირებული არ იყო: ,,არა, არანაირად არ შეიძლება ეს ჟურნალისტზე ზეწოლად ჩაითვალოს... ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. საკრებულო ამ პროცესში არც აქამდე ჩარეულა და არც ჩაერევა," - განმარტა ზაზა ფიროსმანაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო-რეპორტაჟში.
თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს ამ დრომდე ფაქტის შეფასება არ გაუკეთებია, ისიც აღნიშნავდა, რომ სარჩელის შესახებ წინასწარ არ იცოდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მხრიდან ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტი პროფესიულ საქმიანობაში ჩარევად და ზეწოლის მცდელობად შეფასდა. მომხდარი დაგმო ოპოზიციამაც. კონსერვატიული პარტიის კახეთის ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მარტყოფლიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჟურნალისტს თანადგომა ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმაც გამოუცხადეს.

სასამართლოს მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტები ახორციელებენ, საბოლოო დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გაავრცელებს. /ქიზიყი/ ელზა ჩერქეზიშვილი

вторник, 28 декабря 2010 г.

ხანძარმა ერეკლე II-ის ქუჩაზე თევდორაშვილების ბინა მთლიანად გაანადგურა

გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა ქალაქ დედოფლისწყაროში, ერეკლე II-ის ქუჩა #12-ში მდებარე თევდორაშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. უბედური შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ოჯახის დიასახლისი თამარ თევდორაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ხანძრის ხელოვნურად გაჩენაში მეზობელს ადანაშაულებს.
,,უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი მეზობელი, ალიკა ბაღდასარიანი გადაკიდებული მყავს, ბინა მომყიდეო... მაიძულებდა სახლი მისთვის ძალიან იაფად მიმეყიდა, რადგან ამაზე ვერ დაგვითანხმა ბოლო დროს სულ მემუქრებოდა - რაც მოგივა მალე ნახავო... სახლში არც ელექტროენერგია და არც გაზი შეყვანილი არ არის, ამიტომ ეს ვერსიები გამოირიცხება. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ცეცხლი ბაღდასარიანებმა შურისძიების მიზნით, ხელოვნურად გააჩინეს." - აცხადებს დაზარალებული თამარ თევდორაშვილი.

დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, რომ შეტყობინება დაგვიანებით მიიღეს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეთა ორი ბრიგადა ოპერატიულად გავიდა, თუმცა ცეცხლი უკვე მთელს შენობაზე იყო გავრცელებული და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში "ქიზიყს" განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, გამოძიებას დეტექტივ-გამომძიებელი დავით პოპიაშვილი აწარმოებს.

შეგახსენებთ, ამავე ბინაში 36 წლის სერგეი თევდორაშვილი თავისივე მეუღლემ, 32 წლის ნატალია თევდორაშვილმა გულში დანის დარტყმით 1 წლის წინ მოკლა... სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერი თამარ თევდორაშვილი ორ არასრულწლოვან შვილიშვილს დამოუკიდებლად ზრდის. ხანძრის მომენტში ბავშვები სწორედ ბებიასთან იმყოფებოდნენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
საკრებულო 30 დეკემბრის სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო წლის უკანასკნელ სხდომას 30 დეკემბერს გამართავს, სესია დღის 15:00 საათზეა დანიშნული. ამავე სხდომაზე დეპუტატები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტსაც დაამტკიცებენ.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" განუცხადა, დეპუტატები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ: ,,სხდომაზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგრიების გეგმა განიხილება. სოციალური პაკეტის ცვლილება და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცება მოხდება. სხვადასხვა განსახილველ საკითხებთან ერთად სხდომის დღის წესრიგში შეტანილია, ასევე, 2010 წლის სახელმწიფო შესყიდვებში ცვლილებების შეტანა. რაც მთავარია ამ სხდომაზე დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას კენჭს უყრიან," - განმარტავს გონაშვილი.
30 დეკემბერს დაგეგმილ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი გაუძღვება, რის შემდეგაც დეპუტატები დედოფლისწყაროს კულტურის სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე გადაინაცვლებენ, შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ ნაძვისხესთან საახალწლო ფეიერვერკს დაესწრებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

დედოფლისწყაროელები გაზის მრიცხველების იძულებით გამოცვლას აპროტესტებენ

უკვე მერამდენე დღეა დედოფლისწყაროში სს "დედოფლისწყარო-რაიგაზი" ინდივიდუალური მრიცხველების გამოცვლას ახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო მოსახლეობას ბუნებრივი აირი შეზღუდვებით და განსაკუთრებული ხარვეზებით მიეწოდება. ადგილობრივების უკმაყოფილებას განსაკუთრებულ ის ფაქტი იწვევს, რომ კომპანია ახალი მრიცხველების საფასურის გადახდას აბონენტებს აიძულებს. მრიცხველის ფასი 150 ლარს შეადგენს, დედოფლისწყაროელები კი აცხადებენ, რომ დამატებით ამხელა თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, კომპანია აბონენტებს მრიცხველის საფასურს ეტაპობრივად, აირის საფასურთან ერთად გადაახდევინებს, თუმცა ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ბევრი ოჯახისთვის ეს თანხა წარმოუდგენლად დიდია. დედოფლისწყარო რაიგაზის ხელმძღვანელობა კი მრიცხველების მასშტაბურ გამოცვლას დიდი დანაკარგის არსებობას უკავშირებს.
"ქიზიყის" კითხვაზე, თუ რატომ აიძულებს კომპანია მრიცხველის საფასურის მოსახლეობისთვის დაკისრებას, სს "დედოფლისწყარო რაიგაზის" ხელმძღვანელი თემურ გოგილაშვილი ხელს აზერბაიჯანული სოკარისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ეს მითითება ზემოდან მიიღეს: ,,ამ ეტაპზე მრიცხველები დედოფლისწყაროში დაახლოებით აბონენტების 5%-ს გამოეცვალა. ახლა სადღესასწაულო დღეები იწყება, და ბუნებრივი აირის წამდაუწუმ შეწყვეტა რომ არ მოხდეს, მრიცხველების გამოცვლის პროცესი დროებით შევაჩერეთ. მრიცხველის საფასურს გადასახადთან ერთად დავაწერებთ. ვინც ახალი მრიცხველის შეძენაზე უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ თავისი კუთვნილი მრიცხველი უდანაკარგოდ და ზედმიწევნით აღრიცხავს მოხმარებულ აირს, ასეთ შემთხვევაში აბონენტის მრიცხველი თბილისში ექსპერტიზაზე გაიგზავნება. თუ დაიდო ოფიციალური დასკვნა, რომ აბონენტის მრიცხველს ხარვეზები არ აქვს, მაშინ მას უსასყიდლოდ დავუმონტაჟებთ ახალ მრიცხველს და ზედმეტი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს," - განუცხადა "ქიზიყს" დედოფლისწყარო-რაიგაზის ხელმძღვანელმა, ის აღნიშნავს, რომ მრიცხველების გამოცვლის პროცესი გარდაუვალია.
"ქიზიყის" ინფორმაციით, მრიცხველების გამოცვლის პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ჭიანურდება. თუმცა, თავად გოგილაშვილი მოსახლეობიდან წამოსულ წინააღმდეგობას არ ადასტურებს. მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ ახალი მრიცხველები არსებულთან შედარებით გაცილებით ბევრ გადასახადს წერენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *

ბაღაშვილმა დასუფთავების სამსახურს მოსაკრებელის გაზრდისკენ მოუწოდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა დასუფთავების სამსახურის, შპს "სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელს მოსაკრებელის გაზრდის თაობაზე მუშაობის დაწყების მითითება ოფიციალურად მისცა. ბაღაშვილმა ეს განცხადება ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე ღიად გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა სამსახურმა მოსაკრებელის ამოღების 100%-იან მაჩვენებელს მიაღწია, უკვე მის გაზრდაზეც შეიძლება ფიქრი:
,,მახსოვს, რომ წინა წლებში დასუფთავების სამსახურის მოსაკრებელის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში, 50 ათასი ლარი გვეჯდა. ახლა კი 30 ათასით განისაზღვრა. ბოლო წლებში მოსაკრებელის ამოღება გვიჭირდა, მაგრამ რადგან ახლა დასუფთავების გადასახადები თითქმის 100%-ით არის ამოღებული, შეიძლება რომ მის ზრდაზეც ვიფიქროთ... მოდით, ვიმუშავოთ ამ საკითხზე და დეტალებზე ჩამოვყალიბდეთ," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
საპასუხოდ, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ყოჩიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს განუცხადა, რომ თუკი მუნიციპალიტეტი რაიმე ბერკეტს მისცემს, აუცილებლად გამოიყენებენ: ,,კანონიერი ბერკეტი მოგვეცით და მზად ვართ მოსაკრებელი გავზარდოთ. ან, დაჯარიმების უფლება მაინც რომ მიენიჭოს ჩვენს თანამშრომლებს... ერთობლივად ვიმუშავოთ ამ საკითხზე," - ამბობს ზურაბ ყოჩიაშვილი.
რიგითი დედოფლისწყაროელები საკრებულოს თავმჯდომარის იდეას უარყოფითად აფასებენ და გაუმართლებელს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას მოსაკრებელის ზრდა კიდევ უფრო გააუარესებს და ბევრი მათგანი გაზრდილი გადასახადის გადახდას საერთოდ ვერ შეძლებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы