,,უმორჩილესად გთხოვთ,ვისაც გაქვთ საშუალება, შეეწიოთ ტაძარს და მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია ყველა არბოშიკელთან, მათ შორის დროებით ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანასოფლელებთან. უფალი შეგეწევათ და გადაგიხდით სიკეთით გაღებულ მადლს. ინფორმაცია ვრცელდება წმინდა ივლიტესა დაკვირიკეს ტაძრის წინამძღვარის მამა ლევანის ლოცვა-კურთხევით. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ქიზიყის" რედაქაციამ მიიღო.
საბანკო რეკვიზიტები: ს.ს. ”ტაოპრივატბანკი”. ბანკის კოდი: 220101702. ანგარიშის ნომერი: 36080060015105 /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
გამგეობებთან არსებული გაზეთების გამოცემა შეწყვეტილია
საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში გამგეობებთან არსებული გაზეთების „კახეთის კარიბჭის“, „ჩვენი გაზეთის“ და „გურჯაანის“ გამოცემა შეწყვეტილია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში გაზეთის გამოცემის ხარჯები გათვალისწინებულია, თუმცა შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების გამო, ტენდერია გამოსაცხადებელი.
„5 ათას ლარს სცდება დაფინანსება და ამიტომ ტენდერია გამოსაცხადებელი. რაღაცნაირად სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოვექცეთ“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა.
ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. „რა თანხაზე და როდის არვიცი, ზუსტად არ მახსოვს. ელექტრონულ შესყიდვაზე გვაქვს განცხადება“, - განაცხადა თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძემ.
ტენდერის გარეშე დააფინანსა გაზეთ „ბახტრიონის“ გამოცემა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. „30 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში და დაფინანსდა უკვე. აქედან დიდი ნაწილი ხელფასებია და ხელფასებზე ხომ არ ჩავატარებდით ტენდერს? გაზეთის ბეჭდვის ხარჯი 5 ათას ლარს არ სცდება და ტენდერი ამიტომ არ დაგვჭირდა“, - აღნიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილმა.
ტენდერი არ გამოუცხადებია არც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თუმცა გაზეთ „შირაქი“ გამოდის. „გაზეთი იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში, ეხლა გადმოგვეცა ჩვენ. არვიცი როგორ დაფინანსდა. ეტყობა, საკუთარი შემოსავლები აქვთ ან ნაშთი ჰქონდათ დარჩენილი“, - განაცხადა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ზანდარაშვილის თქმით, გაზეთი „ყვარელი“ გამოდის. „სუბსიდიას ვაძლევთ და სუბსიდია ტენდერს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა ზანდარაშვილმა. /ICK/
* * *
წელს სოფლის პროგრამით ძირითადად წყლისა და გზების პრობლემები მოგვარდება
სოფლის დახმარების პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოებისთვის პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით დედოფლისწყაროს სოფლებში შეხვედრების პირველი ეტაპი დასრულდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში სოფლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, რამდენიმე საკითხი უკვე გამოიკვეთა:
,,არის სოფლები, სადაც ძირითადად წყლის მიწოდების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაგალითად სოფელ ზემო მაჩხაანში ითხოვენ, რომ გრაფიკი გაუმჯობესდეს. ქვემო ქედში ნახევარი სოფელი დარჩა, სადაც წყალს ვერ ვაწვდით. ამ შეხვედრებიდან ადგილობრივებმა პირველ რიგში წყლის საკითხი დააყენეს. ასევე იყო გზებისა და მოსაცდელების მოწესრიგების საკითხი. მოსახლეობის სიმცირის გამო სოფელ თავწყაროს სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხებიდან საკმაოდ ცოტა დაფინანსება ერგო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს გამოვუყოფთ და გვინდა, რომ თავწყაროში წყლის პრობლემა მოვაგვაროთ. დამეთანხმებით, ეს საკითხი თავწყაროში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სოფელი დაცლის საფრთხის წინაშე არ დადგეს, თუმცა მხოლოდ სოფლის პროგრამის თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. სოფელ ოზაანში წყალი ყველა უბანში არის, მაგრამ ადგილობრივები ქსელის რეაბილიტაციას ითხოვენ. ბევრგან ამორტიზებული მილებია და შეცვლას საჭიროებს. გამოიკვეთა, ისიც რომ ქედების ზონას წყლის მიწოდების გრაფიკი გაეზარდოს. გვინდა, რომ მდინარე ალაზანზე ჭაბურღილი დაემატოს, რაც დებეტს გაზრდის და გრაფიკი საგრძნობლად გაუმჯობესდება. იგეგმება გზების მოწესრიგებაც, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება," - აცხადებს ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, ეს მოსახლეობის აზრის მოსასმენად ჩატარებული პირველი ეტაპი იყო, შემდგომ კი პრიორიტეტების ანკეტური პრინციპით გამოვლენა გაგრძელდება. ლევან ბაღაშვილის თქმით, წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში ის პრობლემები მოგვარდება, რომელსაც საბოლოო ჯამში სოფლის ერთი მესამედი დაუჭერს მხარს.
მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს სოფლებში სულ 355 ათასი ლარი დაიხარჯება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საჯარო მოხელეებზე პრემიის სახით 107 100 ლარი გაიცა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა გასულ წელს პრემია სამჯერ მიიღეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა იანა იანვარაშვილმა აცნობა.
პრემია საჯარო მოხელერებზე თითო თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაიცა, ამ მიზნით გაცემულმა თანხამ კი საერთო ჯამში 107 100 ლარი შეადგინა.
დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში პრემიები 2010 წლის დეკემბერშიც გაიცა. როგორც გაზეთ "ქიზიყმა" გაარკვია, ფულადი პრემია შტატგარეშე თანამშრომლებმაც მიიღეს, რამაც 6 900 ლარს მიაღწია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий