понедельник, 2 апреля 2012 г.

სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსად ნუკრი ბაღაშვილი დაინიშნა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსად ქირურგი, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი ნუკრი ბაღაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ოფიციალურად ადასტურებენ.
როგორც "ქიზიყს" შპს "ადითის" დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განუცხადა, ნუკრი ბაღაშვილი მოვალეობის შესრულებას 2 აპრილიდან შეუდგება. ბაღაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის მოწვევის საკრებულოში სოფელ არბოშიკის მაჟორიტარი დეპუტატია. ის დედოფლისწყაროს გარდა, კახეთის სხვა რაიონებშიც ონკოლოგიის განხრითაც მუშაობს.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც ხათუნა ზურიკაშვილი შპს "ადითის" დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსად გადაიყვანეს. რამდენიმე თვის მანძილზე სასწრაფო დახმარების სამსახური "ადითის" დაქვემდებარებაში რჩებოდა და მის ხელმძღვანელობას კვლავაც ზურიკაშვილი ითავსებდა. ეს უკანასკნელი 033-ის უფროსად სამსახურის დაარსების დღიდან მუშაობდა.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ახლახან განხორციელებული საკადრო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება ებრაული კომპანია "ადითის" ხელმძღვანელობამ მიიღო. შეგახსენებთ, "ადითი" უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობასაც გეგმავს. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий