воскресенье, 1 апреля 2012 г.

დედოფლისწყაროში “ქართულ ოცნებას” დაკავებული თამაზაშვილის ვაჟი უხელმძღვანელებს

დედოფლისწყაროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. ოფისის ხელმძღვანელად კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის შვილი ალექსანდრე თამაზაშვილი დაინიშნა. ალეკო თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმაა. პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ ოფისი დედოფლისწყაროში გორგასლის ქ. N1 ნომერში მდებარეობს.
როგორც “ქიზიყმა” შენიშნა, ივანიშვილთან შესახვედრად ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობა სულაც არ გამოუხატავს. ამის მიზეზების გარკვევას “ქიზიყი” მოგვიანებით შტაბის ლიდერებთან შეეცდება.
ოფისის გახსნას „ქართული ოცნების“ ლიდერები ბიძინა ივანიშვილი, კახა შარტავა, ნინელი ჭანკვეტაძე, გივი ბერიკაშვილი და ირაკილი აბაშიძე დაესწრნენ. ბიძინა ივანიშვილმა ოფისში შეკრებილ დედოფლისწყაროელებს პირობა მისცა, რომ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
ივანიშვილმა ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
“დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობა ყოველთვის აღორძინებული იყო და რაღაც დროის განმავლობაში აქაურობას ქვეყნის ბეღელსაც ეძახდნენ. დღეს მე კარგად ვიცი რაც აქ ხდება – დაახლოებითი იგივე, რაც მთელ საქართველოში: ჩამკვდარია სოფელი, რაიონი დაცლილია ახალგაზრდობისაგან, წელში გაწყვეტილი გლეხი ვერ ახერხებს არა თუ ჭარბი მოსავლის მოყვანას, არამედ საკუთარი თავის რჩენაც კი გაუჭირდა.
როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ პირველ რიგში სოფელი გავმართოთ. პრიორიტეტებში შედის განათლება და ჯანდაცვა. ჩვენ კარგად ვიცით როგორ უნდა გავმართოთ სოფელი. გვაქვს კარგად გაწერილი პროგრამები და მოსვლის დღიდან პრიორიტეტი იქნება, თუ როგორ გახდეს საფერმე მეურნეობა პოპულარული. გლეხს დასაწყისში აუცილებლად სჭირდება ხანგრძლივ-ვადიანი ფული, უპროცენტო… რომლის საშუალებითაც მან უნდა შეიძინოს საჭირო საშუალებები. პირველ ეტაზე აუცილებლად დასჭირდება დახმარება ჯიშიანი თესლებით, რაშიც ჩვენ უკვე გამოცდილება გვაქვს და ვცდილობთ ჯიშიანი თესლების გამოყვანას. ასევე დასჭირდება სასუქი და სხვა ტიპის დახმარება. უნდა გამოვძებნოთ ბაზრის საშუალებაც, რათა ჭარბი პროდუქციის გაყიდვა იოლი იყოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის 11 ოქტომბრიდან პატიმრობაშია.
სამართალდამცავებმა ის თბილისში დააკავეს. მის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. ამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა. 2011 წლის 11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში თამაზ თამაზაშვილის სახლს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.
“აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა” – ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. როგორცდედოფლისწყაროში, კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისის გახსნისას ივანიშვილმაგანცხადა, “ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა და ცდილობს პოლიტიკიდან ნებისმიერგზით მის ჩამოცილებას, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს”.
ბიზნესმენი პირობას დებს, რომ “სააკაშვილის ძალადობრივი და სიცრუის ხელისუფლება ნელ-ნელა დაიმსხვრევა და ის ეტაპობრივად უკან დაიხევს”. მისივე თქმით, არსებულიხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი კი განმარტავს, რომ ბიძინაივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისთვის განსაზღვრული სამ თვიანი ვადა ჯერ არამოწურულა. მინისტრის მოადგილე ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ ვადას ხარვეზისგამოსწორებისთვის გათვალისწინებული დღეებიც 3-4 დღე დაემატოს. ივანიშვილმამოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით განაცხადი 2012 წლის 5 იანვარს შეიტანა და პასუხსკოალიციაში 5 არილს ელოდებიან.
“ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ცდილობდა და დღემდე ცდილობს, რომ გზიდან ჩამოიცილოს. თუმცა როგორც ივანიშვილმა დღეს დედოფლისწყაროში “ქართული ოცნების” რაიონული ოფისის პრეზენტაციისას განაცხადა, “მათ ეს არ გამოუვათ”.
ივანიშვილი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონობად მიიჩნევს და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხების შიშს უკავშირებს.
“ეს არის სააკაშვილის მიერ დაწესებული სამართლიანობა. ეს არის მისი დემოკრატიაც. სხვათაშორის, ჩვენი სააკაშვილი სიცრუის პროფესიონალია, ის ცრუობს და ამას აკეთებს ძალიან ხშირად. მას შეიძლება სიცრუის ჩემპიონიც კი დავარქვათ. ის დიდხანს ახერხებდა, რომ საქართველო სიცრუეში ემყოფებინა, თუმცა ქართველებმა უკვე კარგად გავაცნობიერეთ თუ ვინ არის სააკაშვილი რეალურად. სააკაშვილი ახერხებდა, რომ სიცრუეში ემყოფებინა ევროპაც და ამერიკაც, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა. ჩვენ მოვახერხეთ გარდატეხა და რეალურად ვაჩვენეთ მისი სახე, როგორია მისი რეალური დემოკრატია”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს სააკაშვილი ამას უკვე ვეღარ ახერხებს.
“რაც უფრო დრო გავა არჩევნებამდე, მისი გასვლაც კი სირცხვილი იქნება და საქართველოდან გასვლისაც კი მოერიდება. ჩვენ ვაჩვენებთ თუ როგორია ის სინამდვილეში. უკვე კარგად გააცნობიერეს თუ რა არის მისი დემოკრატია და სამართლიანობა. რამდენიმე დღე დარჩა ჩემი მოქალაქეობის დაბრუნებამდე და აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, აბა გაბედოს და არ დაიხიოს უკან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ “სააკაშვილის მიერ აგებული სიცრუისა და ძალადობის მანქანას ეტაპობრივად დაიმსხვრევა”. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий