четверг, 15 декабря 2011 г.

ლევან ბაღაშვილი და ნიკოლოზ შანშიაშვილი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული ბავშვების თხოვნით, 15 დეკემბერს №2 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან ბაღაშვილთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნიკოლოზ შანშიაშვილთან. 2 საათის განმავლობაში ბავშვებმა უამრავი კითხვა დაუსვეს სტუმრებს, რომლებზეც ვრცელი და დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს მათგან. მოსწავლეებმა და სტუმრებმა ერთობლივად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების საშუალებებზე. უამრავ სამომავლო გეგმასაც ჩაეყარა საფუძველი, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით პროექტში ჩართული ახალგაზრდობა განახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, ლევან ბაღაშვილმა დაინტერესებული ახალგაზრდები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივიბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მიიწვია. ახალგაზრდებს შესთავაზათ, უშუალოდ დაესწრონ საკრებულოს მუშაობის პროცესს. აგრეთვე, საკრებულოს თავმჯდომარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სივრცის დათმობას დაჰპირდათ, რათა ბავშვებს საშუალება მიეცეთ, მოახდინონ საკუთარი იდეების, ინიციატივებისა და შემოქმედების რეალიზება და ფართო მასებისათვის გაცნობა.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH international ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროექტი თანამშრომლობს 9 რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან, რომელიც პროგრამას კახეთის მასშტაბით ახორციელებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორია მერი პაპუნაშვილი და მასში დედოფლისწყაროს №1, №2 და სოფელ არბოშიკისა და არხილოსკალოს საჯარო სკოლები არიან ჩართულები.
პროგრამის ფარგლებში აქცენტი კეთდება მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების განხილვაზე, მოსწავლეთა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობაზე თემისა და სკოლის საჭიროებებისთვის, მოსწავლეთა მიერ ჯგუფური პროექტების მომზადებასა და მათ განხორციელებაზე. /ქიზიყი/

Комментариев нет:

Отправить комментарий