თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის თამილა გურაშვილის განცხადებით, "დედოფლისწყაროში არასამთავრობო სექტორის სათავეებში "ნაციონალები" არიან": ,,დედოფლისწყაროში ამჟამად 17 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგიტრირებული. დამფუძნებელთა უმრავლესობას ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეადგენენ. მაგალითად, ასოციაცია "წითელწყაროს" რესურს-ცენტრის სპეციალისტი ეთერ ფიცხელაური ხელმძღვანელობს, საზოგადოება "კავშირ "ფიროსმანს" - მთავარი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში ნელი გობეჯიშვილი, "მევენახეთა კავშირს" - საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ბენიაიძე, "ქალთა საბჭოს" - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი თამარ ბაღაშვილი", - აცხადებს გურაშვილი და დასძენს, რომ "ეს ორგანიზაციები "ნაციონალურ მთავრობას" პირადი ინტერესის გასამყარებლად აქვს შექმნილი".
"საჯარო სამსახურში მყოფ პირებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კანონით არ ეკრძალებათ, მაგრამ როცა დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმიმადგენელია და პარალელურად მაღალ თანამდებობაზე იმყოფება, ეს, რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, რადგან ეს პირები ხელისუფლების მიმართ ობიექტურები, კრიტიკულად განწყობილები ან თუნდაც ნეიტრალურები ვერ იქნებიან. "თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მთავრობას" ეს არასამთავრობო სამთავრობოები სხვა გავლენიანი ორგანიზაციების დასკვნების გადასაფარად სჭირდებათ", - აღნიშნა გურაშვილმა. /პირველი/
Комментариев нет:
Отправить комментарий